განაჩენი

სისხლის სამართლის 16.11.2018
საქმის ნომერი
080100118002385683
ინსტანცია
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080100118002385683

N1/ბ-430-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

თავმჯდომარე- თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მარინა სირაძე

ვერა დოლიძე

სხდომის მდივანი – მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - რ----- თ--------იას

მსჯავრდებულის - ი-------- ტ------ის

ადვოკატის - ი-----–- შ-----–იას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-------- ი-----–-ს ძე ტ------ის მიმართ პ/ნ 5----------, დაბადებული 1--- წლის 16 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაუოჯახებელი, მცხოვრები: წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილებით ი-------- ტ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ი-------- ტ------ე და აწ. გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ი იყვნენ თანაკლასელები და მათ შორის არსებობდა კარგი მეგობრული ურთიერთობა, ისინი ხშირად იმყოფებოდნენ ერთად. ი.ტ------ე იმყოფებოდა თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა იმის შემდეგ, როდესაც ი-------- ტ------ემ ავტომანქანიდან მობილური ტელეფონი მოპარა მათ თანმხლებ თ----- ს-----ეს და ეს უკანასკნელი მობილური ტელეფონის დაბრუნების მიზნით მშობელთან ერთად თ-------- ბ----–---–მა მიიყვანა ი.ტ------ის საცხოვრებელ სახლში, რამაც გააბრაზა ი.ტ------ე და ცდილობდა საქმის გასარჩევად მოეწყო თ-------- ბ----–---–თან შეხვედრა, რის გამოც, 2017 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით 2000 საათზე, ი-------- ტ------ე, რომელსაც თან ჰქონდა კუთვნილი შავი ფერის დასაკეცი დანა, მივიდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში მცხოვრებ დ----- კ--------თან, სადაც ჭიშკართან დახვდნენ ა------- ბელთაძე და არასრულწლოვნები შ----------–--ე და თ-------- ბ----–---–ი. ი-------- ტ------ესა და თ-------- ბ----–---–ს შორის, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო და არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, დასახელებული პირები მივიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელს ო--–-----ში მდებარე ერთ-ერთ დაუსახლებელ ადგილას, სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა ი-------- ტ------ემ გადაწყვიტა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი თ-------- ბ----–---–ის მოკვლა და მას გულმკერდის მიდამოში მარცხენა მხარეს დაარტყა დანა, რის შედეგადაც თ-------- ბ----–---–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად თ-------- ბ----–---–ი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 2300 საათზე, გ-------– ლ-----ე ქ. ქუთაისში, ,,ოპელ-ასტრას მოდელის ავტომანქანით მოძრაობისას, შეხვდა მეგობრებს - მ---------–------ს, თ----- ს-----ეს, ს----------ძესა და თ-------- ბ----–---–ს, რომელთაც ახლდათ ი-------- ტ------ე. ისინი დასხდნენ გ-------– ლ-----ის ავტომანქანაში და დაახლოებით ღამის 3 საათამდე სეირნობდნენ ქალაქში. აღნიშნულ მანქანაში ყოფნისას, თ----- ს-----ემ სალონში დადო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც გადმოსვლისას დარჩა მანქანაში. აღნიშნულით ისარგებლა ი-------- ტ------ემ და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ----- ს-----ის კუთვნილ სამსუნგის ფირმის ,,ჯე-2“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რომელშიც შემდგომ მოათავსა თავისი სიმ ბარათი. 2017 წლის 3 დეკემბერს ი-------- ტ------ის პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული იქნა უკანონოდ დაუფლებული თ----- ს-----ის კუთვნილი ქონება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით ი-------- ტ------ე, ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით 02 (ორი) წლით და თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი-------- ტ------ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ი-------- ტ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 03 დეკემბრიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ - ი-------- ტ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი-----–- შ-----–იას მიერ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ი-------- ტ------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას, ვინაიდან დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ი.ტ------ემ დანაშაული ჩაიდინა არაპირდაპირი განზრახვით და ამ მუხლით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ ი-------- ტ------ე არ არის ადრე ნასამართლევი, გულწრფელად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მოცემულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, ხასიათდება დადებითად, ასევე იგი არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე აღნიშნულიდან გამომდინარე მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილი და დანიშნული სასჯელის ¼ უნდა ჩაეთვალოს პირობითად, კერძოდ, დანიშნული 7 (შვიდი) წლიდან რეალურად მოსახდელად უნდა განესაზღვროს 5 (ხუთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 09 (ცხრა) თვე უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

განაჩენი გასაჩივრებულ იქნა ასევე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - რ----- თ--------იას მიერ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის გამკაცრება ი-------- ტ------ის მიმართ.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

- აპელანტს, მსჯავრდებულ - ი-------- ტ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ი-----–- შ-----–იას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

- აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს - რ----- თ--------იას, რომელმაც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და ი-------- ტ------ის მიმართ დანიშნული სასჯლის გამკაცრება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-------- ტ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გარდა მოწმე შ----------–--ის და ბრალდებულის ჩვენებისა) დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

მოწმის სახით გამოკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის, თ------–------ს განმარტებით დადგენილია, რომ არის ა.წ გარდაცვლილის თ-------- ბ----–---–ის ბებია. მიუთითებს, რომ მისი ქალიშვილი მუშაობს საზღვარგარეთ და თ-------- ბ----–---–ი იზრდებოდა მასთან, რომელიც იყო სოფელ ო--–-----ის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. თ-------- სკოლაში დადიოდა და თან მუშაობდა სათბურში მწვანილების ჩაწყობაზე. 2017 წლის 02 დეკემბერს თ-------- მისი გარდაცვალების დღეს მთელი დღის განმავლობაში იყო სახლში, როგორც ახსოვს შუადღისას იგი გავიდა და დაბრუნდა მეგობართან დ----- კ--------თან ერთად, ჭამეს საჭმელი და როდესაც ღამდებოდა დაახლოებით 1800 საათზე, ერთად წავიდნენ სახლიდან. თ--------ს არ დაუბარებია თუ სად მიდიოდა. მას ეცვა მუქი ლურჯი ,,კაპიშონიანი“ ქურთუკი, ეხურა შავი ნაქსოვი ქუდი, ქურთუკის შიგნით ეცვა მოცისფრო ფერის სვიტერი, ხოლო შარვალი და ფეხზე რა ეცვა არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, იმყოფებოდა სახლში რა დროსაც დაუძახეს მეზობელმა ქალებმა და უთხრეს, რომ თ-------- იყო დაჭრილი და იმყოფებოდა საავადმყოფოში. როდესაც საავადმყოფოში მივიდნენ იქ მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ-------- დაუჭრია დანით ი-------- ტ------ეს. შემდეგ კი მისაღებში უთხრეს, რომ თ-------- მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მისი განმარტებით, ი-------- ტ------ე ცხოვრობს მის მეზობლად თავის ოჯახთან ერთად და მათთან ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა. ი--------, რომელსაც ,,ი-----ს“ ეძახდნენ არის თ--------ს თანაკლასელი, იგი რამოდენიმეჯერ არის ნამყოფი მათთან სახლში, მათ შორის თ--------ს დაბადების დღის სუფრაზე 11 მარტს, როდესაც თ-------- 16 წლის გახდა. მოწმე განმარტავს, რომ ი--------მ ზუსტად იცოდა, რომ ამჟამად თ-------- 17 წლის იყო და 18 წლის მომდევნო წლის 11 მარტს ხდებოდა.

მოწმე თ----- ს-----ემ, გამოძიების დროს მიცემულ გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ დაახლოებით სამი წლის უკან გაიცნო თ-------- ბ----–---–ი, ს----------ძე და ი-------- ტ------ე და მათთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. 2017 წლის ნოემბრის თვის ბოლო რიცხვებში მ---------–------თან ერთად, ქ.ქუთაისში შეხვდა თ-------- ბ----–---–ს, ი-------- ტ------ეს და გ-------– ლ-----ეს, რომელიც იყო თავისი მანქანით. საღამოს საათებში ყველანი წავიდნენ გ-------–ის მანქანით სოფელ ო--–-----ში, სადაც მიაკითხეს ს----------ძეს, რომელიც დაჯდა ავტომანქანის საჭესთან. გარკვეული დროის შემდეგ, ავტომანქანით სეირნობისას, ს----------ძემ თქვა, რომ ჰქონდა საქმე მეორე დილით ადრე, რის გამოც, იგი მიიყვანეს უკან თავის სახლში, ხოლო დანარჩენები წავიდნენ ქუთაისში. მოწმის განმარტებით, თან ჰქონდა მისი კუთვნილი სანსუნგის ფირმის ,,ჯე-2“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელსაც ჰქონდა მოშავო კორპუსი. ტელეფონი ჩასმული იყო მოვარდისფრო ფერის სილიკონის ე.წ. ,,ქეისში“. ტელეფონის ეკრანი დაზიანებული იყო და გაბზარული, მაგრამ მუშაობდა. მასში მოთავსებული იყო ერთი ,,მაგთიკომის“ ქსელში ჩართული სიმბარათი 5-----------. მოწმე მიუთითებს, რომ ზემოთმითითებულ პირებთან ერთად ქ.ქუთაისის ტერიტორიაზე ისეირნეს დაახლოებით 3-4 საათი და გვიან ღამით მ---------–------თან ერთად დარჩა ,,სტეკლოტარის“ გადასახვევთან, ხოლო გ-------–ი, თ-------- და ი-------- წავიდნენ მანქანით. მოწმის განმარტებით, გადმოსვლისას შეამჩნია, რომ მისი კუთვნილი ტელეფონი დარჩა გ-------– ლ-----ის მანქანაში, რადგან ტელეფონი მანქანაში ყოფნისას ჩადებული ჰქონდა ავტომანქანის წინა სავარძლებს შორის არსებულ სათავსოში ,,ე.წ. ბარში“. ტელეფონი იყო დამჯდარი. აღნიშნულის შესახებ იქვე უთხრა მ-----------–------ს, თუმცა იმ ღამით მანქანაში მსხდომ პირებთან დაკავშირება ვერ მოახერხა. მოწმე მიუთითებს, რომ მეორე დილით დაურეკა თ-------- ბ----–---–ს და ჰკითხა სად იყო მისი ტელეფონი, რომელიც მანქანაში დარჩა. აღნიშნულზე თ--------მ უპასუხა, რომ არ იცოდა ტელეფონის შესახებ არაფერი. აღნიშნულის შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ დაურეკა თ--------ს, მაგრამ იგი დარეკვისას ტელეფონს უთიშავდა და შემდეგ საერთოდ გამორთო. აღნიშნულის შემდეგ დაუკაშირდა გ-------– ლ-----ეს, რომელმაც ანალოგიურად უთხრა, რომ არ იცოდა ტელეფონის შესახებ. მოწმე მიუთითებს, რომ გ-------– ლ-----ის და თ-------- ბ----–---–ის პიროვნებიდან გამომდინარე მიხვდა, რომ ისინი ტელეფონს არ წაიღებდნენ. ამიტომ, თ-------- ბ----–---–ს მიწერა, რომ იცოდა ტელეფონი ი-------- ტ------ის წაღებული იყო და გამოერთმია მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელში ჩააკითხავდა. აღნიშნულის შემდეგ დედასთან ფ--------------თან ერთად ტაქსით ჩავიდნენ სოფელ ო--–-----ში, სადაც შეხვდნენ თ-------- ბ----–---–ს, რომელსაც სთხოვა ესწავლებინა ი-------- ტ------ის სახლი. თ-------- დათანხმდა და მასთან მყოფ პირთან ქ------–---თან ერთად ს----------ძის მანქანით წავიდა ი-------- ტ------ის სახლისაკენ, ხოლო თვითონ დედასთან ერთად გაჰყვნენ უკან. თ-------- ბ----–---–მა აჩვენა სახლი, ხოლო თვითონ თანმხლებ პირთან ერთად, ისე, რომ მანქანიდან არ ჩამოსულა, განაგრძო გზა. თ----- ს-----ე ჩვენებაში მიუთითებს, რომ ი-------- ტ------ის სახლში დახვდა მამაკაცი, რომელმაც უთხრა რომ იყო ი-------- ტ------ის ბიძა და ი--------ს ეძინა და გააღვიძებდა. მალევე გამოვიდა ი-------- ტ------ე, რომელსაც მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რასაც ის უარყოფდა და ამბობდა, რომ ტელეფონი მისი წაღებული არ იყო, თან იცინოდა. ასევე იკითხა, თუ ვინ ასწავლა მისი სახლი, რაზეც უპასუხა, რომ სახლთან თ-------- ბ----–---–მა მიიყვანა. მოწმის განმარტებით, ი-------- ტ------ესთან საუბარში დარწმუნდა, რომ ტელეფონი მისი წაღებული იყო, თუმცა მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, იგი არ აძლევდა ტელეფონს, რის შემდეგაც მიხვდა, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა და წამოვიდა ი--------ს სახლიდან. მოწმე მიუთითებს, რომ ი-------- ტ------ემ გაიგო, რომ დედა მანქანაში ელოდებოდა, თუმცა იგი ტაქსიდან არ ჩამოსულა და საუბარში არ ჩარეულა. აღნიშნულის შემდეგ, რამოდენიმე დღეში ,,ფეისბუქის“ საშუალებით შეიტყო, რომ თ-------- ბ----–---–ი იყო მოკლული, ხოლო მის დაკრძალვაზე ს----------ძისგან შეიტყო, რომ ი-------- ტ------ეს და თ-------- ბ----–---–ს შორის კონფლიქტი მოუვიდათ მისი ტელეფონის გამო და თ-------- მოკლული იყო ი-------- ტ------ის მიერ.

მოწმის სახით დაკითხული შ----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 დეკემბერს იმყოფებოდა მის დეიდაშვილთან ა-------ი ბ--–-----სთან ერთად, როდესაც ტელეფონზე დარეკა ა.წ გარდაცვლილმა თ-------- ბ----–---–მა და უთხრა, რომ ი-------- ტ------ეს უნდოდა მასთან შეხვედრა და საქმის გარჩევა, საქმე ეხებოდა მის მიმართ შეგინების ფაქტს და ასევე ვიღაც გოგოსთან დაკავშირებულ ამბავს, ა.წ გარდაცვლილმა თ-------- ბ----–---–მა უთხრა, ასევე, რომ გასულიყვნენ დ-------------ის სახლთან, სადაც მისვლის შემდეგ მალევე მივიდა თ-------- ბ----–---–ი, რომელმაც აუხსნა, თუ რაშიც იყო საქმე და მალევე გამოჩნდა ი-------- ტ------ეც. მოწმემ განმარტა, რომ ამის შემდგომ გადაწყვიტეს წასულიყვნენ ეკლესიის ეზოში საქმის გასარჩევად, თუმცა იქ მისულები არ გაჩერდნენ და წავიდნენ მოშორებით, მათ წინ მიუძღოდათ ი-------- ტ------ე. გავიდნენ მინდორზე, სადაც გადაწყვიტეს, რომ იქ დაეწყოთ აღნიშნულ საქმეზე საუბარი. ა.წ გარდაცვლილმა თ-------- ბ----–---–მა ჰკითხა ი-------- ტ------ეს, თუ რატომ შეაგინა მას, საპასუხოდ ი-------- ტ------ემ უთხრა, ,,სახლში ის გოგო, რატომ მომიყვანე, ბიძაჩემმა დაინახა, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობიო,“ მოწმის განმარტებით, ამ შეპასუხების დროს წავიდნენ ერთმანეთის ხელდახელ, მოუქნიეს ერთდროულად ხელი, რომელიც მოხვდათ ორივეს, განმარტავს, რომ მეორედ ხელის მოქნევის დროს დაინახა, რომ ი-------- ტ------ეს ხელში ეჭირა დანა, რომელიც მარცხენა ხელით გაუკავა და მეორე ხელით შეძლო, რომ წაერთმია მისთვის ეს დანა და იქვე ისროლა ბუჩქებში, განმარტავს, რომ დანის წართმევის შემდგომ შეხლა-შემოხლა ისევ გაგრძელდა ი.ტ------ესა და თ-------- ბ----–---–ს შორის და ძირს წაიქცნენ, როდესაც გაჩერდნენ შეამჩნია, რომ თ-------- ბ----–---–ს აღარ შეეძლო ფეხზე წამოდგომა და ,,ძირს იყო დაწოლილი“, ნახეს, რომ თ--------ს ,,მაისური“ გაჭრილი იყო და მთლიანად სისხლში იყო მოსვრილი, მას ჭრილობა მიყენებული ქონდა მუცლის არეში. ამის შემდგომ დ-------------ემ ა.წ გარდაცვლილის მობილურით დარეკა 112-ში და სანამ დახმარება მოვიდოდა იქვე ახლოს ჩამოიარა ავტომობილმა, რომელიც გააჩერეს და შიგნით ჩასვეს თ--------. ავტომანქანას გაყვნენ დ-------------ე, ა-------ი ბ--–----- და ასევე ი-------- ტ------ეც. რადგან ამ ავტომანქანაში თვითონ ვერ მოახერხა ჩაჯდომა ფეხით გააგრძელა გზა, ჩიხში გასვლის დროს დაინახა, რომ მოსული იყო უკვე პოლიცია, თვითონ კი წავიდა დ-------------ის სახლისკენ, სადაც დახვდა თვითონ დ-------------ე ერთი პოლიციელი და ოჯახის წევრები, ასევე, იქვე დაინახა ა.წ გარდაცვლილის ქურთუკი და მაისური, რომელიც სისხლში იყო გაჟღენთილი. დ-------------ის სახლთან სანამ ი-------- ტ------ე მივიდოდა თ-------- ბ----–---–მა გააცნო მათ საქმის ვითარება, მისი თქმით რამოდენიმე ხნის წინ ი-------- ტ------ესთან და ვიღაც უცხო გოგოსთან ერთად იმყოფებოდნენ სხვაგან რაღაც საქმეზე, სადაც ამ გოგოს მოპარეს მობილური ტელეფონი, შემდეგი თემა კი ეხებოდა იმ ფაქტს, რომ ი-------- ტ------ეს უთქვამს ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ისთვის თუ რატომ მიიყვანა ის გოგო მასთან სახლში, თ-------- ბ----–---–ის თქმით კი ,,ამას მე რანაირად ვიზამდი რადგან ღამის სამ საათამდე ცეხში ვმუშაობდიო“. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე ის იმყოფებოდა ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ის მარცხენა მხარეს, რომლის წინ იდგა ი-------- ტ------ე, ბრალდბეულსა და ა.წ გარდაცვლილს შორის დაშორება იყო დაახლოებით ერთი ნაბიჯის ზომის მანძილი. განმარტავს, რომ აღნიშნულ მანქანით, რომლითაც ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ი წაიყვანეს ვერ მოახერხა ჩაჯდომა, რადგან მასში ადგილი არ იყო, შემდეგ დ-------------ემ უთხრა მას, როდესაც მანქანიდან ჩამოსულან ი-------- ტ------ე წასულა მათგან.

მოწმე დ-----ი კ------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ თ-------- ბ----–---–ი იყო მისი მეზობელი, მეგობარი და თითქმის ყოველდღიური კავშირი ჰქონდა მასთან. 2017 წლის 0------------ს იმყოფებოდნენ ერთად, რა დროსაც თ-------- ბ----–---–მა სთხოვა, რომ მისი მობილური ტელეფონით დაერეკა ი-------- ტ------ესთვის, რომელსაც თურმე თ--------სთან საქმე ჰქონდა. მოწმის განმარტებით, როგორც იცის ი-------- ტ------ე და თ-------- ბ----–---–ი ასაკით არიან 17 წლის, რადგან კლასელები და თანატოლები არიან. მიუთითებს, რომ როდესაც დაურეკა ი-------- ტ------ეს, ტელეფონი დააყენა ე.წ. ,,სპიკერზე“, ანუ ხმამაღლა მოსაუბრეზე და ჰკითხა, თუ რა საქმე ჰქონდა მას თ--------სთან, რაზეც უპასუხა, რომ თბილისიდან მოდიოდა და არსად არ გაეშვა თ--------, ასევე შეაგინა თ-------- ბ----–---–ს დედის მისამართით, რაც გაიგონა თ--------მ და პასუხად მანაც შეაგინა დედის მისამართით. აღნიშნულით დასრულდა მათი ტელეფონზე საუბარი, ხოლო კითხვისას, თუ რის გამო კამათობდნენ, თ--------მ უპასუხა, რომ გოგოს გამო ჰქონდათ მათ უთანხმოება. დ----- კ------ის განმარტებით, მეორე დღეს, 02 დეკემბერს, თ-------- ბ----–---–ი ისევ იმყოფებოდა მასთან სახლში და უთხრა, რომ ი-------- ტ------ეს უნდა შეხვედროდა საღამოს რვა საათზე ო--–-----ის სასაფლაოზე. შეთანხმდნენ, რომ ერთად წავიდოდნენ ი-------- ტ------ესთან შესახვედრად. თ--------ს ეცვა მოლურჯო ფერის სვიტერი და შავი ფერის ქურთუკი, თავზე კი ეხურა შავი ფერის ნაქსოვი ქუდი. სახლში შებრუნდა ქურთუკის ჩასაცმელად, ხოლო თ-------- დარჩა ჭიშკართან. სახლიდან გამოსულს თ--------სთან ერთად დახვდა ა---- ბ--–-----, მისი დეიდაშვილი შ----------–--ე და ი-------- ტ------ე, რომელსაც ტანზე ეცვა მოწითალო ფერის სვიტერი და მოშავო ფერის დუტის უმკლავო ჟილეტი. ი--------მ უთხრა თ--------ს, რომ წასულიყვნენ სალაპარაკოდ და ყველანი წავიდნენ სასაფლაოსაკენ. წინ მიდიოდა ი-------- ტ------ე და დანარჩენები უკან მიჰყვებოდნენ. გასცდნენ კ------ეების უბანს და ფეხით იარეს დაახლოებით 500 მეტრზე მეტი. ი-------- ტ------ე გადავიდა გზიდან მარჯვნივ მინდორში, სადაც ირგვლივ არავინ ცხოვრობს. დანარჩენებიც შეყვნენ და გაჩერდნენ გზიდან დაახლოებით 40 მეტრში მინდორში. იყო ღამე დაახლოებით 2000 საათი, თუმცა ანათებდა მთვარის შუქი. გზაში ერთმანეთთან არ უსაუბრიათ, ხოლო მინდორში როცა შეჩერდნენ თ-------- და ი-------- დადგნენ დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით პირისპირ. პირველმა თ--------მ უთხრა ი-------- ტ------ეს ,,რატომ შემაგინე ტელეფონშიო“, რაზეც ი--------მ უთხრა ,,აბა რა გეგონა გოგო თავზე რომ დამაყენეო“. მოწმის განმარტებით, არ დაკვირვებია ი-------- ტ------ეს ხელებზე და არ დაუნახავს საუბრის დროს ეჭირა თუ არა ხელში რაიმე საგანი. თ--------სთვის ამის თქმის დამთავრებისთანავე ი-------- მოულოდნელად დაეტაკა თ--------ს, მარჯვენა ხელი მოუქნია და დაარტყა. დარტყმის შემდეგ დაინახა, რომ შ-------------–--ემ ხელიდან გამოსტაცა ი--------ს დანისმაგვარი საგანი, რომელიც ჰგავდა დანას და მოისროლა გვერდით. საპასუხოდ თ--------მაც დაარტყა მუჭი ი--------ს. დაიწყეს ჩხუბი და ჩხუბის დროს ორივენი წაიქცნენ მინდორზე. მოწმე განმარტავს, რომ ა----სთან და შ---------თან ერთად მივარდნენ და გააშველეს. მინდორზე წაქცეულ ი--------ს ხელი მოჰკიდა წელში და გვერდით გადმოაგდო, ანუ მოაშორა თ--------ს. ხოლო თ--------სთან დაინახა, რომ ა---- მივიდა შესაჩერებლად და მოკიდა ფეხზე ხელი წამოსაყენებლად. ამ დროს თ--------მ დაიძახა ,,ვაიმე დამჭრა დანა დამარტყაო, ვაიმე ცუდად ვარო“. მოწმის განმარტებით, მიბრუნდა თ--------სთან, მოკიდა ხელი სვიტერზე და აუწია, რა დროსაც დაინახა, რომ გულმკერდის არეში იყო გასისხლული. თ-------- გაითიშა და აღარ საუბრობდა. შემდეგ ა----სთან და შ---------თან ერთად აიყვანა ხელში თ-------- და მინდვრიდან ხელში აყვანილი გზაზე გამოიყვანეს. გზაზე გამოჰყვათ ი-------- ტ------ეც. გზაზე გამოიარა შავი ფერის მერსედესმა, რომლის მძღოლიც აღმოჩნდა თანასოფლელი თ-------- ძ------–---–ი. მას მანქანაში ეჯდა ორი უცნობი პიროვნება. თ-------- ძ------–---–მა მოაბრუნა მანქანა, მისი თანხმლები ორი პიროვნება გადმოვიდა მანქანიდან და დარჩნენ ადგილზე, შ-------------–--ეც ადგილზე დარჩა. უკანა სავარძელზე მოათავსეს დაჭრილი თ--------, რომელსაც ჩაუჯდა უკან ა---- და ი--------. სახლში მისვლისას დაჭრილი თ-------- ბ----–---–ი შეიყვანეს ,,ზალაში“ და დააწვინეს იატაკზე. შემდეგ ვინაიდან სასწრაფომ დააგვიანა მოსვლა, თანასოფლელმა შ---- ლ--–--–---–მა თავისი მანქანით წაიყვანა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ მასთან მივიდნენ პოლიციის მუშაკები, რომელთაც შ---------თან და ა----სთან მოლაპარაკების თანახმად დაუმალა ჩხუბის ნამდვილი ადგილი და მიუთითა სხვა ადგილზე, რადგან ეშინოდა მომხდარის გამხელა.

მოწმე ა------- ბ--–----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ოჯახის წევრები და მეგობრები ეძახიან ა----ს. თ-------- ბ----–---–ი იყო მისი თანასოფლელი და მეგობარი. იგი იყო 17 წლის და სწავლობდა სოფელ ო--–-----ის საჯარო სკოლაში. 2017 წლის 0------------ს ჰქონდა დაბადების დღე, რომელიც აღნიშნა მეგობრებთან ერთად, სადაც ასევე იყო თ-------- ბ----–---–ი. სუფრაზე ყოფნისას თ--------სგან გაიგო, რომ წინა დღეს, ვიღაც გოგოს გამო, კონფლიქტი მოსვლია მის თანაკლასელ ი-------- ტ------ესთან, რომელსაც ასევე ეძახიან ი-----ს. აღნიშნული საკითხის გასარკვევად ი-------- ტ------ე თ--------სთან მისულა და უთქვამს საქმე მაქვს და უნდა ვილაპარაკოთო, რაზეც თ--------ს უპასუხია, რომ არ ეცალა და სხვა დროს შეხვდებოდა. მოწმის განმარტებით, ასევე თ-------- ბ----–---–ისგან იცის, რომ ი--------ს ტელეფონზე საუბრისას მისთვის დედა შეუგინებია, რის გამოც ისინი უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და გაერკვიათ ურთიერთობა. 2017 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით 18-19 საათზე მის დეიდაშვილთან შ----------–--ესთან და დ-------------ესთან ერთად მივიდნენ თ-------- ბ----–---–ის ჭიშკართან, რა დროსაც მათთან მივიდა ი-------- ტ------ეც. მას ტანთ ეცვა მოწითალო ფერის სვიტერი და მოშავო ფერის ე.წ. ,,დუტის“ უმკლავო ჟილეტი, ასევე, ლურჯი ფერის სპორტული შარვალი და თეთრი ფერის ქურთუკი. ფეხზე ეცვა თეთრი ფერის კედები. მალევე სახლიდან გამოვიდა თ-------- ბ----–---–იც. ი--------მ თ--------ს უთხრა, რომ წასულიყვნენ სასაუბროდ სასაფლაოსაკენ. ყველანი გაემართნენ სასაფლაოსკენ და მოსახვევში იარეს დაახლოებით ერთი კილომეტრი. ი-------- ტ------ე ამბობდა ,,მე ვიცი ადგილი, სადაც შეიძლება ლაპარაკიო“. შესაბამისად, აღარ შევიდნენ სასაფლაოზე და გადაუხვიეს მარჯვნივ მინდორში. მოწმე მიუთითებს, რომ ამ დროს დაურეკა სიდედრმა მ-------------------ემ და დაახლოებით 5 წუთი ელაპარაკებოდა მას, რის გამოც ბიჭებს ჩამორჩა. იყო ღამე დაახლოებით 2000 საათი, თუმცა ანათებდა მთვარის შუქი. მოწმის განმარტებით, ტელეფონზე საუბრისას ბიჭებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. უცებ მათგან შემოესმა ყვირილი. ამ დროს იმყოფებოდა მათგან მოშორებით დაახლოებით 10-15 მეტრის მოცილებით უკან, ხოლო როდესაც მათკენ შებრუნდა დაინახა, რომ თ-------- წაქცეული იყო, მაგრამ ვინ წააქცია არ დაუნახავს. მივარდა მათთან, რა დროსაც დაინახა, რომ დ----- და შოთიკო აშველებდნენ ი--------ს და თ--------ს. დ-----მ ი--------ს მოკიდა ხელი და მოაცილა წაქცეულ თ--------ს, ხოლო თვითონ თ--------სთან მივიდა და დაეხმარა წამოდგომაში. მას გაუჭირდა წამოდგომა, ფაქტიურად ვეღარ წამოდგა. მოწმის განმარტებით, არ დაკვირვებია ი--------ს ხელებზე და არ დაუნახავს ჩხუბის დროს ეჭირა, თუ არა ხელში რაიმე საგანი. წამოყენებისას თ--------მ დაიძახა ,,ვაიმე დამჭრა დანა დამარტყაო და ცუდად ვარო“. რომელიღაცამ თ--------ს წინა მხრიდან სვიტერი აუწია, რა დროსაც გამოჩნდა, რომ გულმკერდის არეში თ-------- გასისხლიანებული იყო. მოწმე მიუთითებს, რომ ი--------სკენ აღარ გაუხედია, რადგან ყურადღება გადაიტანა თ-------- ბ----–---–ისკენ, რომელმაც გონება დაკარგა და ვეღარ საუბრობდა. მაშინვე დარეკეს სასწრაფოში და დ-----სთან და შ---------თან ერთად ხელში აყვანილი თ-------- ბ----–---–ი წაიყვანეს დ-----ს სახლისაკენ. ამ დროს გზად გამოიარა დ-------------ის ნაცნობმა მერსედესის მარკის ავტომანქანით. დ-----მ იგი გააჩერა და სთხოვა დამხარება დაჭრილი თ--------ს დ-----ს სახლამდე მიყვანაში. მანქანაში ასევე, იმყოფებოდა ორი პირი, რომლებიც ჩამოვიდნენ მანქანიდან და გაათავისუფლეს ადგილები. თ-------- დააწვინეს უკანა სავარძელზე. მძღოლმა მანქანა მოაბრუნა და წავიდა დ-----ს სახლისკენ. დ-------------ის სახლში მისვლისას დაჭრილი თ-------- ბ----–---–ი დააწვინეს იატაკზე მისაღებ ოთახში, სადაც მივიდა შ---- ლ--–--–---–ი, რომელმაც სცადა თ--------ს დახმარება, თუმცა მისი გონზე მოყვანა ვერ მოხერხდა. აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან სასწრაფომ მოსვლა დააგვიანა, შ---- ლ--–--–---–მა საკუთარი მანქანით წაიყვანა თ-------- საავადმყოფოში. მოწმე მიუთითებს, რომ შიშის გამო, ადგილის დათვალიერებისას არასწორად მიუთითა შემთხვევის ადგილი.

მოწმის სახით დაკითხული ი-------- ტ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ წარდგენილ ბრალდებებში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ, თავი დამნაშავედ ცნო ქურდობის ნაწილში, ხოლო განზრახ მკვლელობის ნაწილში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ა.წ გარდაცვლილს თ-------- ბ----–---–ს იცნობდა მე-6 კლასიდან და კარგი ურთიერთობა ქონდა მასთან. აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად ცნობილ თ----- ს-----ეს იცნობდა ა.წ. გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ისგან, ზუსტად როდის და სად გაიცნო არ ახსოვს. ერთხელ ა.წ გარდაცვლილმა თ-------- ბ----–---–მა დაურეკა მას, რომ ,,ნაცნობ გოგოებთან ერთად ვარ და გამოდიო“. მათთან ერთად ყოფნის დროს მან მოიპარა თ----- ს-----ის კუთვნილი მობილური ტელეფონი. ამ ამბიდან დაახლოებით 2-3 დღეში მასთან მივიდა ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ი, რომელმაც მასთან მიიყვანა თ----- ს-----ე, მისი მშობელი და უთხრა, რომ ,,მოპარული მობილური ტელეფონი გამოიტანეო“ რაზედაც მან უპასუხა, რომ არანაირი მობილური ტელეფონი არ ქონდა მას. ამის შემდეგ დაურეკა თ-------- ბ----–---–ს და უთხრა მისულიყო მასთან საქმეზე სალაპარაკოდ, რაზედაც თ--------მ უპასუხა, ,,დღეს ვერ გნახავ ვმუშაობ და ხვალისთვის შევხვდეთო“. ი.ტ------ის განმარტებით, მას ა.წ გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–თან უნდოდა ჩვეულებრივი ლაპარაკი აღნიშნულ ფაქტზე. უნდოდა ზუსტად გაეგო თუ რატომ მიიყვანა მის სახლში თ----- ს-----ე და მისი მშობელი, ვინმე ხომ არ აშინებდა მას ან სხვა რაიმე მიზეზი ხომ არ იყო. მოწმის განმარტებით მას ტელეფონზე არ შეუგინებია თ-------- ბ----–---–ისთვის. როდესაც შემთხვევის ადგილზე ჩხუბი დაუწყო ა.წ გარდაცვლილმა თ-------- ბ----–---–მა, რომელიც მასზე ძლიერი იყო, ძირს წაქცეულს თ--------მ ხელი მოუჭირა უკნიდან ყელზე, მას ჰაერი არ ყოფნიდა და იხრჩობოდა. იმისათვის, რომ თ-------- გაჩერებულიყო მოუქნია უკან დანა გულმკერდის სიმაღლეზე, იგი ყოველთვის ატარებდა დანას. მოწმე განმარტავს, რომ თ--------ს მოკვლის განზრახვა არ ქონია. ერთი მოქნევის შემდეგ დანა მან თავისით დააგდო ძირს, ის არავის არ წაურთმევია მისთვის. როდესაც შეხედა, რომ ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ი ძირს იყო წაქცეული მივიდა მასთან და სხვა ბიჭებთან ერთად ჩასვა ის ავტომანქანაში, უნდოდა, რომ მიეხედა მისთვის. როდესაც მანქანიდან ჩამოვიდა მან იცოდა, რომ აუცილებლად დააკავებდა პოლიცია და ამიტომ გადაწყვიტა წასულიყო თბილისში და ენახა მისი დიდი ხნის უნახავი მამა და ძმა, შემდეგ კი აპირებდა პოლიციაში მისვლას და მომხდარის მოყოლას. შემთხვევამდე მას არანაირი შეხვედრა და საუბარი ა.წ გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–თან ტელეფონის შესახებ არ ქონია. თ----- ს-----ის მობილური ტელეფონი მოიპარა მანქანაში ყოფნის დროს, როდესაც იგი ძირს ჩავიდა ავტომანქანიდან და მობილური დარჩა ავტომანქანის სავარძელზე, ამ დროს ჩუმად ჩაიდო იგი ჯიბეში. მისი დაკავება მოხდა თბილისში ავტოსადგურ ,,ოკრიბის“, ტერიტორიაზე, როდესაც სამგზავრო მარშუტკიდან ჩამოვიდა. განმარტავს, რომ ა.წ. გარდაცვლილის თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე მხოლოდ ერთხელ არის ნამყოფი, არ ახსოვს თუ როდის იყო ეს და არც ის ახსოვს თუ რამდენი წლის გახდა მაშინ თ-------- ბ----–---–ი, მას ეგონა, რომ თ-------- ბ----–---–ი სრულწლოვანი იყო, რადგანაც მასთან ერთად სწავლობდა.

საქმეში არსებული N2------ შეტყობინების თანახმად, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში, ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმის - ლ------ კ----------ას მიერ ელ. სმენით შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოში შეყვანილი იქნა გვამი, თ-------- ბ----–---–ი.

საქმეში არსებული N2------ შეტყობინების თანახმად 112-ის ეკიპაჟიდან, გეგუთის პოლიციის განყოფილებაში შევიდა N17 სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის - მ--------------ის მიერ განცხადებული შეტყობინება, რომ გამოძახებაზე მიდიოდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში, დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ამავე რაიონის სოფელ პ----------ში შემოხვდათ ავტომანქანა მერსედეს ბენცი რომელში მსხდომებმაც მათ ავტომანქანაში გადმოსვეს არასრულწლოვანის 2000 წელს დაბადებული თ-------- ბ----–---–ის გვამი, რომელსაც გულში დანით მიყენებული ქონდა გამჭოლი ჭრილობა.

საქმეში არსებული N2------ შეტყობინების თანახმად გეგუთის პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ინიციატორ დ----- კ------ის მიერ, ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაიცვალა დაჭრილი პაციენტი, ითხოვენ კრიმინალური პოლიციის მისვლას.

საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად ,,მოწმე ა------- ბ--–----ის მითითებით შემთხვევის ადგილი მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში არსებულ სასაფლაოს წინამდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ადგილი დაფარულია დაბალი ბალახით და მარჯვენა და მარცხენა მხრიდან მას ესაზღვრება ქვაღორღით დაფარული საავტომობილო გზა. იგი სასაფლაოს შესასვლელი ჭიშკრის წინ მდებარეობს. სასაფლაოს ჭიშკარი არის დიდი ზომის და ორფრთიანი. ა------- ბ--–----ის მითითებით, სწორედ აღნიშნულ ადგილზე მოუვიდა ჩხუბი მის მეგობრებს. ი-------- ტ------ესა და თ-------- ბ----–---–ს შორის, რა დროსაც ი-------- ტ------ეს დანით მიუყენებია ჭრილობა მისთვის. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ სასაფლაოს ჭიშკრიდან 7 მეტრის მოცილებით მინდორზე ნაპოვნი იქნა ორი ცალი სიგარეტის ნამწვავი რომელიც ამოღებული იქნა შესაბამისი წესით და დაილუქა N--------- პაკეტში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. შემთხვევის ადგილის დასურათება მოხდა ,,ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატით“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.

2018 წლის 09 იანვრის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის ლ-–-------ის მიერ მოწმე ზ----- ც-------თან ჩატარებული ამოღების ოქმის თანახმად, ,,გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის დედამ ზ----- ც------მ ნებაყოფლობით წარმოადგინა მისი შვილის თ-------- ბ----–---–ის კუთვნილი, ,,სამსუნგ“-ის ფირმის თეთრი კორპუსის მქონე მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებულია თ-------- ბ----–---–ის კუთვნილი ბილაინის ქსელში ჩართული სიმ ბარათი ნომრით 5-----------. მობილური ტელეფონის იმეი კოდია 3-----------------. ტელეფონის მენიუში მოკლე ტექსტური შეტყობინებები 2017 წლის 22 ნოემბერს 13:28 საათზე დაფიქსირებულია ტელეფონზე შემოსული მოკლე ტექსტური შეტყობინება სააბონენტო ნომრით +9----------- ტექსტით: T------ t---- var raqeni telefonze sofelshi nu chamomiyvan i----s wagebulia da shen Dzan kargad ci. იგივე სააბონენტო ნომრიდან იმავე დღის 15:45 საათზე დაფიქსირებულია შემოსული მოკლე ტექსტური შეტყობინებით ტექსტით: Vici ro zakazad ar igeb tqvi sadaa chemi telefoni saxshi moval icode shentan. განხორციელდა აღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებების სქრინ შოტის საშუალებით დასურათება და ამონაბეჭდი დაერთო ოქმს. ამავე ტელეფონში დაფიქსირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებები სააბონენტო ნომრიდან +9------------- სახელით I----, განხორციელდა აღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასურათება სქრინ შოტის საშუალებით, რაც ამობეჭდილი იქნა და დაერთო ოქმს. მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში სააბონენტო ნომერთან 5----------- (მ-------–-------ის კუთვნილი) რაიმე სახის მიმოწერა დაფიქსირებული არ არის. ტელეფონის მენიუში კონტაქტები დაფიქსირებულია სულ 16 კონტაქტი მათ შორის სახელით i---- სააბონენტო ნომერი 5-----------, რომელიც ზ----- ც------- განმარტებით ეკუთვნის ი-------- ტ------ეს. სახელით m--- სააბონენტო ნომერი 5-----------, რომელიც ზ----- ც------მ არ იცის ვის ეკუთვნის. აღნიშნულის შემდეგ მობილური ტელეფონი გამოირთო, მოთავსდა ქაღალდის პაკეტში და დაილუქა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის #-- ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის 01 პაკეტად, რომელზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერები. აღნიშნულის შემდეგ ზ----- ც------მ წარმოადგინა DVD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილი ინფორმაციის მოცულობა შეადგენს 3,57 გეგაბაიტს. დისკზე ჩაწერილია სამი ფოტოსურათი ფაილების სახით. პირველ ფოტოსურათის ფაილზე წარწერით 2-------------- გამოსახულია თ-------- ბ----–---–ის ფოტოსურათი, რომელსაც ხელში ტორტი უჭირავს, ზ----- ც------- განმარტებით, აღნიშნული სურათი გადაღებულია 2016 წლის 11 მარტს, თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში. მეორე ფოტოფაილზე წარწერით 2-------------- გამოსახულია სამი პიროვნება. მათ შორის მარჯვნიდან პირველი თ-------- ბ----–---–ი ტორტით ხელში, მის გვერდით მარცხნივ მისი სკოლის მეგობარი, რომლის სახელი და გვარი ზ----- ც------- არ ახსოვს, ხოლო აღნიშნული პირის გვერდით მეზობლად მცხოვრები თ-------- ტ--------–--ე. აღნიშნული ფოტოსურათიც გადაღებულია თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეს 2016 წლის 11 მარტს. მესამე ფოტოსურათი წარწერით 20160312_001345 დაფიქსირებულია რამოდენიმე პიროვნება, მათ შორის ი-------- ტ------ე და მისი ძმა ს------------ე, თანასოფლელი ა---- ბ--–----- და თ-------- ბ----–---–ის თანაკლასელები. ზ----- ც------- განმარტებით, აღნიშნული ფოტო-სურათიც გადაღებულია 2016 წლის 11 მარტს თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე. აღნიშნულ დისკზე ასევე ჩაწერილია შვიდი ვიდეო ფაილი, ზ----- ც------- განმარტებით აღნიშნულ ვიდეოფაილებზე დაფიქსირებულია 2016 წლის 11 მარტს თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღის ამსახველი კადრები, სადაც სხვა პირებთან ერთად იმყოფება ი-------- ტ------ე. ვიდეო ფაილში წარწერით 2--------------, ხანგრძლივობით 01:49 წთ, ჩანაწერის 00:15 წუთზე დაფიქსირებულია თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე მყოფი ი-------- ტ------ე, რომელიც ცეკვავს. მეორე ვიდეო ფაილში წარწერით 2-------------- დაფიქსირებულია ი-------- ტ------ის ძმა ს------------ის ცეკვა, რომელიც იმყოფება თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე. მესამე ვიდეო ფაილში წარწერით 2-------------- დაფიქსირებულია თ-------- ბ----–---–ისა და ი-------- ტ------ის ასევე სხვა პირთა ცეკვა, რომლებიც იმყოფებიან თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღის აღსანიშნავად 2016 წლის 11 მარტს წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში. მეოთხე ვიდეო წარწერით 2-------------- ხანგრძლივობით 00:57 წთ დაფიქსირებულია თ-------- ბ----–---–ისა და ი-------- ტ------ის ასევე სხვა პირთა ცეკვა, 2016 წლის 11 მარტს წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში. მეხუთე ვიდეო ფაილში წარწერით 2-------------- ხანგრძლივობით 00:44 წთ დაფიქსირებულია 2016 წლის 11 აპრილს სოფელ ო--–-----ში დაბადების დღეზე თ-------- ბ----–---–ის ცეკვა. მეექვსე ვიდეო ფაილში წარწერით 2-------------- ხანგრძლივობით 00:05 წთ ბუნდოვანია და ჭირს რაიმეს გარჩევა. მეშვიდე ვიდეო ფაილში წარწერით 2-------------- ხანგრძლივობით 00:01:14 წთ დაფიქსირებულია 2016 წლის 11 აპრილს სოფელ ო--–-----ში თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღის ამსახველი კადრები, თ-------- ბ----–---–ის, ს------------ის და სხვა იქ მყოფი პირების ცეკვა, თუმცა კადრში ი-------- ტ------ე არ ჩანს. ზ----- ც------- განმარტებით, მითითებულ დისკზე არსებული ფოტოსურათები და ვიდეო ფაილები გადაღბულია 2016 წლის 11 აპრილს წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, მისი შვილის თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღის სუფრაზე, სადაც სხვებთან ერთად იმყოფებოდა ი-------- ტ------ეც. მითითებულია DVD-R დისკი ამოღებულ იქნა მოთავსდა ქაღალდის პაკეტში და დაილუქა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის #-- ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის 01 პაკეტად, რომელზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერები. ზ----- ც------მ ასევე წარმოადგინა თ-------- ბ----–---–ის დაბადების მოწმობის ასლი და თ-------- ბ----–---–ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომლებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

საქმეში არსებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღების ოქმის თანახმად ,, ე-–---- კ------ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ წარმოდგენილი იქნა საკუთარი ნებით თ-------- ბ----–---–ის კუთვნილი ტანსაცმელი, კერძოდ მუქი მოლურჯო ფერის ე.წ კაპიშონიანი“ ქურთუკი შავი ფერის სარჩულით ,,JUNHANG”-ის ფირმის, რომელსაც წინა მხრიდან აქვს ელვაშესაკრავი ლითონის და ლითონისავე ელვაღილაკები. ქურთუკის წინა მარჯვენა მხარეს აღინიშნება დაახლოებით 50 სმ-ის სიგრძის ვერტიკალური ქსოვილის რღვევის კვალი. მანვე წარმოადგინა მოცისფრო ფერის გრძელსახელოიანი სვიტრი, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს აღენიშნება სისხლის მაგვარი ლაქა, გულთან დაახლოებით 15 სმ-ის. რომლის შუაგულშიც შეინიშნება 2 სმ- ის სიგრძის გაჭრის კვალი. აღნიშნული სვიტრი ,,LACOSTA“-ს ფირმისაა. აღნიშნულ სვიტრზე კიდევ აღენიშნება მექანიკური დაზიანების სამი კვალი, ერთი წინა მარჯვენა მხარეს, ხოლო ორი უკანა მხრიდან. მანვე წარმოადგინა ღია ლურჯი ფერის გრძელსახელოიანი სვიტრი, რაზეც წინა მარცხენა მხარეს გულთან შეინიშნება სისხლის მაგვარი ლაქა, დაახლოებით 15 სმ-ის და მის შუაგულში 2 სმ-ის სიგრძის გაჭრის კვალი. აღნიშნული ტანსაცმელი ამოღებული იქნა შესაბამისი წესით და დაილუქა N33/6 ლუქის ბეჭდით ,,პაკეტებისათვის ერთ ფუთად“. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ,,ი-------- ტ------ე დაკავებული იქნა ავტოსადგურ ოკრიბას ტერიტორიაზე კერძოდ ტრანსპორტის ქუჩაზე, რა დროსაც გადაადგილდებოდა ქვეითად. დაკავებულ ი-------- ტ------ეს ტანთ აცვია უმკლავო შავი დუტის ჟილეტი, წინა მხარეს სიგრძეზე ელვა შესაკრავით ორივე გვერდზე ჯიბეები შესაკრავის გარეშე, მარცხენა წინა მხარეს თეთრი ფერით გამოსახულია ინგლისური ენოვანი ასო ბგერა ,,S” მის გვერდით გამოსახულია მწვანე ფრინველის თავი, ჟილეტის შიგნით აცვია მოწითალო ფერის გრძელ მკლავიანი მაისური ე.წ. ,,კაპიშონით“ მაისურის წინა მხარეს იმავე ფერზე გამოსახულია ინგლისურენოვანი წარწერა ,, GAP” ორი გვერდზე ჯიბეებით შესაკრავის გარეშე. ლურჯი სპორტული შარვალი, გვერდებზე სიგრძის თეთრი ზოლით. გვერდებზე ჯიბეებით შესაკრავის გარეშე. საწელურზე შეკრულია თასმით. თეთრი სპორტული თასმებიანი მაღალყელიანი ფეხსაცმელი (ბოტასები). შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი სენსორული ეკრანიანი მობილური ტელეფონი. სამსუნგის ფირმის ტელეფონი. დამუხტული და ჩართულ მდგომარეობაში ეკრანი დაზიანებული რომლის იმეი კოდია 357621088379583, 357622088379581. მასში მოთავსებული ჯეოსელის ქსელში ჩართული სიმბარათი წარწერით 89995011619071621741, ასევე ტელეფონის ხუფსა და ბატარეას შორის ჩადებულია ჯეოსელის სიმბარათი წარწერით 8999501161147649406 ,,ლაილაი“ მობილური სიმბარათებთან ერთად ამოღებული ინქა და დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს 33/6 ლუქის ბეჭდით პოლიეთილენის პაკეტში. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი პირადი ჩხრეკისას არ ამოღებულა“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად ,,საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე მასში მონაწილე პირს მოწმე ა------- ბ--–-----ს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, მან თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენება და განაცხადა, რომ შეუძლია ზუსტად მიუთითოს ის ადგილი სადაც იჩხუბეს მათმა მეგობრებმა ი-------- ტ------ემ და თ-------- ბ----–---–მა, სადაც ი-------- ტ------ემ დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში თ-------- ბ----–---–ს, ადგილი და გზა, რა გზითაც წამოიყვანეს დაჭრილი თ-------- ბ----–---–ი და ადგილი სადაც მიიყვანეს იგი დახმარების აღმოსაჩენად. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო გეგუთის პოლიციის განყოფილების შენობიდან სადაც ა-------ი ბ--–----- მოთავსდა გეგუთის პოლიციის განყოფილებაზე კუთვნილ ,,ტოიოტა-ჰაილუქსი“-ის მარკის სახ. ნომრით AFA-082 ავტომობილში და მისი მითითებით წავედით სოფელ ო--–-----ისაკენ. გეგუთის პოლიციის განყოფილებიდან 9 კილომეტრის გავლის შემდეგ ა------- ბ--–----ის მითითებით ვუხვევთ მარცხენა მხარეს ღვთისმშობლის ეკლესიის გადასახვევში. გადავდივართ ქვაღორღით დაფარულ საავტომობილო გზაზე და მოძრაობას ვაგრძელებთ. შემდეგ გზა იყოფოდა ორად, ჩვენ ა-------ი ბ--–----ის მითითებით გავუყევით მარცხენა მხარეს და 830 მეტრის გავლის შემდეგ ვჩერდებით. ა------- ბ--–----ის მითითებით აღნიშნულ ადგილზე. გადმოვედით ავტომანქანიდან და ფეხით გადავდივართ გზის მარჯვენა მხარეს არსებულ მინდორზე, სადაც დაახლოებით ორმოცი მეტრის გავლის შემდეგ ვჩერდებით მინდორზე არსებული მცირე ზომის ტყე-ბუჩქნართან. ა------- ბ--–----ის განმარტებით და მითითებით სწორედ აღნიშნულ ადგილზე დაარტყეს ჩხუბის დროს დანა მის მეგობარს თ-------- ბ----–---–ს. მან მიუთითა კონკრეტული ადგილი მინდორზე სადაც ჩხუბი მოხდა. მითითებულ ადგილას რაიმე კვალი ნივთი ან საგანი ნაპოვნი არ ყოფილა. აღნიშნულის შემდეგ ა------- ბ--–----ის მითითებით ვბრუნდებით უკან და ვსხდებით ავტომობილში, რის შემდეგაც მივემართებით უკან გრუნტიანი და ქვა-ღორღიანი გზის გავლით. ა------- ბ--–----ის მითითებით სწორედ ამ გზით წამოიყვანეს მათ დაჭრილი თ-------- ბ----–---–ი დ----- კ------ის სახლისკენ. ისევ 830 მეტრის გავლის შემდეგ გავდივართ ქუთაისი-საყულიას დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც ა------- ბ--–----ის მითითებით ვუხვევთ მარცხენა მხარეს და მივემართებით სოფელ საყულიას მიმართულებით. 100 მეტრის გავლის შემდეგ ა------- ბ--–-----მ მიუთითა დ----- კ------ის ეზოს ჭიშკარზე და სახლზე რომელიც ქუჩის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. მისი განმარტებით სწორედ ამ სახლში მიიყვანეს დაჭრილი თ-------- ბ----–---–ი. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე კვალი ნივთი ანს აგანი ამოღებული არ ყოფილა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.

საქმეში არსებული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თეიმურაზ ლომსიანიძის მიერ ექსპერტ-კრიმინალისტების კახაბერ ცერცვაძესთან და ოლეგი სვანიძესთან ერთად ჩატარებული ი-------- ტ------ისგან ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ,,1. ექსპერტების მიერ სპეციალური მარილით დამუშავდა ი-------- ტ------ის ორივე ხელის გულები და თითები და აღებული იქნა ხელის თითის ანაწმენდები, რაც მოთავსდა FCI404684 პაკეტში დაილუქა. საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, გაკეთდა ხელმოწერები პაკეტზე, მოხდა ფოტოგადაღება. 2.ექსპერტების მიერ სპეციალური ჩხირით ბრალდებულ ი-------- ტ------ის პირის ღრუდან პირის ღრუში ჩხირის მოთავსების და ნერწყვით დასველების გზით, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში რაც მოთავსდა FCI404679 პაკეტში დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები. 3. ექსპერტების მიერ მაკრატელის გამოყენებით ი-------- ტ------ის მარცხენა ხელის თითებზე მოიჭრა ფრჩხილები, ხოლო მარჯვენა ხელის ფრჩხილები ვერ იქნა აღებული, ვინაიდან ბრალდებულს მარჯვენა ხელის ფრჩხილები ბოლომდე ქონდა მოჭრილი. აღებული ხელის ფრჩხილები მოთავსდა და დაილუქა NFCI404680 პაკეტში, გაკეთდა ხელმოწერები და მოხდა ფოტოგადაღება. 4. ექსპერტების მიერ მაკრატელის გამოყენებით ი-------- ტ------ის თავის არეში კერძოდ-საფეთქლიდან შუბლის კიდეზე მოჭრილი იქნა თმის ნაწილები, რაც მოთავსდა და დაილუქა NFCI404681 პაკეტში, გაკეთდა ხელმოწერები და მოხდა ფოტოგადაღება. 5. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ი-------- ტ------ეს სპეციალური შავი ტუშით დამუშავდა ორივე ხელის თითები და ხელის გულები, რაც გადატანილი იქნა დაქტილოფირზე ხელის ნახჭის ანაბეჭდების სახით, რომელიც მოთავსდა და დაილუქა FCI 404682 პაკეტში, გაკეთდა ხელმოწერები და მოხდა ფოტოგადაღება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.

საქმეში არსებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღების ოქმის თანახმად ,,დ----- კ------ემ გეგუთის პოლიციის განყოფილებაში წარმოადგინა შავი ფერის დაახლოებით 20 სმ სიგრძის გასაშლელი ე.წ ,,ბაბოჩკა“ დანა, რომლის დანის პირზე აღინიშნება ტალახის მაგვარი და სისხლის მაგვარი ლაქები. დანას აქვს მრგვალი თითის გასაყრელი სახელური. მისი განმარტებით აღნიშნული დანა არის ი-------- ტ------ის საკუთრება, რომელიც მან იპოვა პირადად შემთხვევის ადგილზე. ამოღებული საგნის აღწერის შემდეგ ის დაილუქა პოლიეთილენის პარკში, N3316 და დაილუქა ბეჭდით ,,პაკეტებისათვის“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.

საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმის თანახმად ,,წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში ე.წ კ------ეების უბნის დასახლებული პუნქტის ბოლოში, დაუსახლებელ ადგილას გაზის ხელმარჯვნივ 40 მეტრში მდებარე ადგილზე, სადაც მონაწილე პირებმა დ----- კ------ემ, ა------- ბ--–-----მ და რამაზ დვალიშვილმა მიუთითეს ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ის სავარაუდოდ დაჭრის ადგილიდან 4 მეტრში მინდვრის ჩრდილოეთით მდებარე მინდვრის გასწვრივ არსებულ ეკლიან ბუჩქზე სადა მათი განმარტებით დილით გაჩეხეს ,,ეკალბარდები“ და დ----- კ------ემ იქ ნახა ,,ბაბოჩკა“ გასაშლელი დანა. მითითებულ ადგილზე დაგვხვდა ეკალბარდები და ბუჩქები გაჩეხილი დაახლოებით 2 მეტრი სიღრმეში და 2 მეტრი სიგანეზე, სადაც ჩანს განაჭრელი ეკალბარდების ძირები და გამხმარი ღეროები, ნაჩეხის ირგვლივ დაყრილია მინები და კონსერვის ქილები და სხვა ნარჩენები. დ----- კ------ემ მიუთითა ნაჩეხიდან 4 მეტრში სამხრეთით მხარეს და ამ ადგილიდან ისროლა ი-------- ტ------ისთვის წართმეული დანა ლაშა ახალაძემ ნაჩეხის მიმართულებით, შემდეგ მიუთითა ნაჩეხების 1.5 მეტრში ეკალბარდებზე სადაც იპოვა დანა. მითითებულ ადგილას რაიმე სხვა ნივთი ან საგანი ნაპოვნი არ ყოფილა. დათვალიერების ადგილზე მოხდა ფოტოგადაღება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.

საქმეში არსებული ი-------- ტ------ესთან ჩატარებული ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერის DVD-R დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად ,,2017 წლის 3 დეკემბერს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ი-------- ტ------ესთან განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი DVD-R დისკზე, ხელმოწერა /გ.კრავეიშვილი/. ვიდეო ჩანაწერის ხანგრძლივობაა 13 წუთი და 16 წამი, ხოლო ჩანაწერის მოცულობა შეადგენს 1.31 GB. აუდიო ვიდეო ჩანაწერში ჩანს ი-------- ტ------ე რომელიც ესაუბრება წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, დეტექტივების განყოფილების უფროსს გრიგოლ კრავეიშვილს და ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ თეიმურაზ ლომსიანიძეს, რა დროს ი-------- ტ------ე განმარტავს, რომ დაახლოებით სამი დღის წინ მისი შეყვარებულის მ-------–-------ის გამო უთანხმოება მოუვიდა ყოფილ თანაკლასელთან, წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში მცხოვრებ თ-------- ბ----–---–თან, რომელსაც აღნიშნულ კონფლიქტზე სასაუბროდ შეხვდა 2017 წლის 02 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში, კ------ეების უბანში არსებულ სასაფლაოსთან, მის მეგობრებთან შ----------–--ესთან და დ----- კ--------თან ერთად, რა დროსაც მისივე განმარტებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტანთცმული შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო თან ქონებული გასაშლელი დანა, რომელიც კამათისას გაშალა და მარჯვენა ხელით გაშლილი დანა თ-------- ბ----–---–ს ერთხელ ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც მეგობრებიდან ერთ-ერთმა რომელმა არ იცის დანა ხელიდან გამოსტაცა, რის შემდგომაც ჩხუბი გააგრძელეს მუშტების მეშვეობით, ჩხუბი გაგრძელდა რამოდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც თ-------- ბ----–---–ი გახდა ცუდად და დაეცა. რის შემდგომაც იგი ი-------- ტ------ემ მის მეგობრებთან შ----------–--ესთან და დ----- კ--------თან ერთად ფეხზე წამოაყენა, თავდაპირველად ხელში აყვანილებმა გზამდე გამოიყვანეს, შემდგომ კი გამვლელი ავტომანქანის მეშვეობით მიიყვანეს დ----- კ------ის საცხოვრებელ სახლამდე, სადაც რადგან შეიტყო რომ თ-------- ბ----–---–ი გონებას კარგავდა და ცუდად იყო ის მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვიდეოჩანაწერის ფაილი გადმოტანილი იქნა კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე გადატანილი იქნა მეორე ცარიელ დისკზე დაცვის მხარისათვის გადასაცემად, ასევე ვიდეოჩანაწერი მიბმული იქნა აღნიშნული ვიდეოს დათვალიერების ოქმის ფაილებში. ამის შემდგომ პირველი დისკი, რომელიც მოთავსებული იყო პაკეტში, პაკეტი და დისკი მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს N33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის ერთ პაკეტად, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს“.

ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური N000489818 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,ი-------- ტ------ე ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი-------- ტ------ე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ი-------- ტ------ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ი-------- ტ------ე რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ი-------- ტ------ე იძულებით და არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს“.

ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ნივთიერებათა, ნაკეთობათა და მცენარეთა N001039918 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,1-3.- გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის ფრჩხილების გადანაჭრებში ი-------- ტ------ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოშნდა.

- ი-------- ტ------ის მარცხენა ხელის ფრჩხილების გადანაჭრებში თ-------- ბ----–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

- ი-------- ტ------ის სპორტულ ზედა ჩასაცმელზე აღმოჩენილ მუქი ლურჯი და ნარინჯისფერი შალის ბოჭკოებს და თ-------- ბ----–---–ის სვიტერის ნართის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

- თ-------- ბ----–---–ის გვამის მაისურზე აღმოჩენილ ღია მოყვითალო (ნარინსჯისფერი ელფერით) ბამბის ბოჭკოებს და ი-------- ტ------ის სპორტული ზედა ჩასაცმელის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვს საერთო გვარობრივი კუთვნილება.

- ი-------- ტ------ის და თ-------- ბ----–---–ის გვამის დანარჩენ ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

- ,,ე-–---- კ------ის მიერ წარმოდგენილ, გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის ტანსაცმელზე (პაკეტი N33/6“ და ი-------- ტ------ის ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.“

ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) N001421118 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:

- პაკეტში, წარწერით: ,,...დ----- კ------ის მიერ წარმოდგენილი ი-------- ტ------ის კუთვნილი გასაშლელი დანა....“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოყვითალო დანაშრევი (ობ. N1) შეიცავს სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ.N32; პაკეტი, წარწერით: ,,...სისხლის ნიმუში აღებული თ-------- ბ----–---–ის გვამიდან...“). ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთ-ერთი წილი თ-------- ბ----–---–ის (ობ. N32) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N2-ის გენეტიკურ პროფილში ი-------- ტ------ის (ობ. N31; პაკეტი, წარწერით: ,,...ი. ტ------ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდა;

- პაკეტში, წარწერით: ,,...ორი ცალი სიგარეტის ნამწვი...“ მოთავსებულ ნამწვებზე (ობ.N3, N4) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;

- პაკეტში, წარწერით: ,,...ფილტრიანი სიგარეტი...“ მოთავსებულ სიგარეტზე ღერზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-------- ტ------ეს (ობ. N31);

- პაკეტში, წარწერით: ,,...შავი ფერის ნაქსოვი ქუდი...“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ. N32);

- პაკეტში, წარწერით:,,...ბრალდებულ ი-------- ტ------იდან ამოღებული ტანსაცმელი და სპორტული ფეხსაცმელი (ბოტასები)...“ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. #7,8), შარვალზე (ობ. #9,10), ჯემპრზე (ობ. #11,12) და წყვილ ფეხსაცმელზე (15,16) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #7-12, 15-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ.#32). ობ. N16-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ. #32), ხოლო მინორული წილი - ი-------- ტ------ეს (ობ. #31). ამავე პაკეტში მოთავსებულ წყვილ წინდაზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. #13,14) სისხლს არ წარმოადგენს.

- პაკეტში, წარწერით: ,,...თ-------- ბ----–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მონაცისფრო-ღია მოლურჯო და მუქი მოლურჯო ფერის ჯემპრებზე (ობ. N17,18) და კაპიუშონიან ქურთუკზე (ობ.N19) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ. N32);

- პაკეტში, წარწერით: ,,...თ-------- ბ----–---–ის გვამიდან ამოღებული ტანსაცმელი...“ მოთავსებულ სვიტერზე (ობ. N20), ჯინსის შარვალზე (ობ. N21) და მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ. N22) არსებული მოწითლო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ. N32). ამავე პაკეტში მოთავსებულ საცვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N23) სისხლს არ წარმოადგენს, ხოლო სპორტულ შარვალსა და წყვილ კომუფლირებულ ფეხსაცმელზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა;

- პაკეტებში, წარწერით: ,,....ბრალდებულ ი.ტ------ის ხელის ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად...“ და ,,...თ-------- ბ----–---–ის გვამიდან აღებული ხელის ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მონაცისფრო-მოყვითალო ლაქები (ობ. N24-27) სისხლს არ შეიცავს;

- პაკეტში, წარწერით: ,,...ბრალდებულ ი.ტ------ის მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუში...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N28) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-------- ტ------ეს (ობ. N31);

- პაკეტში, წარწერით: ,,...თ-------- ბ----–---–ის გვამიდან აღებული ფრჩხილის ნიმუშები...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #29, 30) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ.N32).“

ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სამედიცინო N007111917 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,მოქ. თ-------- ბ----–---–ის სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული მარცხენა ფილტვიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 05 საათი. მოქ. თ-------- ბ----–---–ის გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე, ტერფის ძირი და 126 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხომოვანი ქსოვილების, V-VII ნეკნთა შორის კუნთების, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები), მარცხენა ფილტვის ქვედა წილის დაზიანებით. პლევრის ღრუში მარცხნივ 2300 მლ-მდე მოცულობით სისხლი და სისხლის კოლტები. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, მცირედ ქვემოდან-ზემოთ, ირიბად მარცხნიდან-მარჯვნივ. ჭრილობის არხი სიღრმით - 6,8 სმ - განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მიღებული დაზიანებების შედეგად თ-------- ბ----–---–ს შეეძლო მიზანმიმართული მოქმედებები, მანამ სანამ არ დაკარგავდა გონებას..“

სააპელაციო პალატა იზიარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას ი-------- ტ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნები არ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი-------- ტ------ის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ ი-------- ტ------ესთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შ----------–--ის ჩვენებით, დ----- კ------ის ჩვენებით, ა------- ბ--–----ის ჩვენებით, თვით მსჯავრდებულის - ი-------- ტ------ის ჩვენებით და საქმეში არსებული სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით გამოკვლევის გარეშე უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ი-------- ტ------ემ, დანით, გულმკერდის მიდამოში, დაზიანება მიაყენა თ-------- ბ----–---–ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ შემთხვევის ადგილზე ჩხუბი როდესაც დაუწყო ა.წ გარდაცვლილმა თ-------- ბ----–---–მა, რომელიც ი.ტ------ეზე ძლიერი იყო, ძირს წაქცეულს თ--------მ ხელი მოუჭირა უკნიდან ყელზე, მას ჰაერი არ ყოფნიდა და იხრჩობოდა. იმისათვის, რომ თ-------- გაჩერებულიყო მოუქნია უკან დანა გულმკერდის სიმაღლეზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტები სარწმუნოდ ვერ იქნება მიღებული, რადგან არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

განსახილველ შემთხვევაში პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი-------- ტ------ესა და თ-------- ბ----–---–ს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას, ამ უკანასკნელს რაიმე საგანი ან ნივთი, რაც მიუთითებდა შესაძლო ფიზიკურ უპირატესობაზე და რომელიც რეალურ საფრთხეს შეუქმნიდა ი-------- ტ------ის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, არ ჰქონია და არ გამოუყენებია. ასევე თვითმხილველ მოწმეებს, რომლებიც უშუალოდ მომხდარი იციდენტის შემსწრენი არიან, თავიანთ ჩვენებებში საერთოდ არ უხსენებიათ, რომ თითქოს ი-------- ტ------ე წაქცეული იყო, გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ი მას ახრჩობდა, ან ზემოდან იყო მოქცეული, პირიქით - მოწმის შ. ახალაძის ჩვენებით დასტურდება, რომ ი. ტ------ემ ა.წ. გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ს ორჯერ მოუქნია ხელი და მან მხოლოდ მეორედ ხელის მოქნევის დროს შენიშნა ი--------ს ხელში დანა. მოწმის განმარტებით მან დანა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჯერ წაართვა მსჯავრდებულს, ხოლო შემდეგ აღნიშნული დანა იქვე ბუჩქებში მოისროლა. იგივე გარემოება ფაქტობრივად დადასტურებულია მოწმე დ----- კ------ის გამოკითხვის ოქმით, რომელშიც იგი დაზუსტებით მიუთითებს თუ როგორ დაეტაკა მოულოდნელად ი-------- ტ------ე თ. ბ----–---–ს და როგორ დაარტყა მარჯვენა ხელი, რა დროსაც მის ხელში დაინახა დანის მაგვარი საგანი, რაც შ. ახალაძემ წაართვა და შემდეგ იქვე მოისროლა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აზრით, კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში არ არსებობდა რაიმე ისეთი გარემოება, რაც ი. ტ------ეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩააყენებდა და ამ უკანასკნელს იძულებულს გახდიდა სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ სამართლებრივ სიკეთის - თავისი სიცოცხლის გადასარჩენად გამოეყენებია დანა და ა.წ. გარდაცვლილი ბ----–---–ისათვის სიცოცხლისათვის საშიშ ადგილებში დანით ჭრილობები მიეყენებია.

პალატის მოსაზრებით მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებულის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უდავოდ დადასტურებულია, ვინაიდან თ-------- ბ----–---–ი ი-------- ტ------ის მიერ დანის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. მსჯავრდებულის განზრახვის მიმართულებაზე აშკარად მიუთითებს აწ. გარდაცვლილის სხეულზე არსებული სიცოცხლისადმი შეუთავსებელი დაზიანება, ხარისხი, ხასიათი და ლოკალიზაცია, აღნიშნული ასევე ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს მსჯავრდებულის განზრახვაზე და საწინააღმდეგოს მტკიცება აშკარად ცდება გონივრული განსჯის ფარგლებს, ხოლო ის გარემოება, რომ თითქოს ი-------- ტ------ემ არ იცოდა, თ-------- ბ----–---–ის ასაკი, კერძოდ, ის, რომ თ-------- ბ----–---–ი არასრულწლოვანი იყო მომხდარი ინციდენტის დროს, დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - თ------–------ს, გამოკითხვის ოქმით დადასტურებუ-ლია, რომ ი--------, რომელსაც ,,ი-----ს“ ეძახდნენ არის თ--------ს თანაკლასელი, იგი რამოდენიმეჯერ არის ნამყოფი მათთან სახლში, მათ შორის თ--------ს დაბადების დღის სუფრაზე 11 მარტს, როდესაც თ-------- 16 წლის გახდა. მოწმის განმარტებით მომხდარი ფაქტის დროს ი. ტ------ემ ზუსტად იცოდა თ. ბ----–---–ის ასაკი.

აგრეთვე საქმეში არსებული ამოღების ოქმით სრულად დასტურდება, რომ ა.წ. გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ის დედის - ზ----- ც------- მიერ გამოძიებაში წარდგენილი DVD-R დისკში აღმოჩენილ, როგორც ფოტოსურათებში, ასევე ფაილებში თ-------- ბ----–---–ის 16 წლის იუბილის (2016 წელი 11 აპრილი) ამსახველი კადრები. აღნიშნულ ფოტოსურათებში და ფაილებში დაბადების დღეზე მყოფ სხვა პირებთან ერთად დაფიქსირებულია და ნათლად ჩანს ა.წ. გარდაცვლილი თ.ბ----–---–ის ყოფილი თანაკლასელი - ი-------- ტ------ე.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მომხდარ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება. რის გამოც არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლის საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი-------- ტ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–- შ-----–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - რ----- თ--------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ი-------- ტ------ე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით 02 (ორი) წლით და თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბრალდებულ ი-------- ტ------ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ი-------- ტ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მსჯავრდებულ ი-------- ტ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 03 დეკემბრიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი ნამწვი, დ----- კ--------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული ფილტრიანი სიგარეტი, დ----- კ------ისგან ამოღებული ი-------- ტ------ის კუთვნილი გასაშლელი დანა, გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ისაგან აღებული სისხლის, ხელის ფრჩხილების, ხელი ანაწმენდების, თავის თმის და ხელის კანის ნახჭის ანაწმენდების ნიმუშები, ბრალდებულ ი-------- ტ------ისაგან აღებული: ნერწყვის, ხელის ანაწმენდების, მარცხენა ხელის ფრჩხილების, თავის თმის და ხელის კანის ნახჭის ანაბეჭდების ნიმუშები (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - განადგურდეს კანონის შესაბამისად. ე-–---- კ------ის მიერ წარმოდგენილი გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის ტანსაცმელი, საექსპერტო დაწესებულებაში ამოღებული გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის ტანსაცმელი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ზ----- ც------- მიერ წარმოდგენილი თ-------- ბ----–---–ის მობილური ტელეფონი (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს. დ----- კ--------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, ბრალდებულ ი-------- ტ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ი-------- ტ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, თ----- ს-----ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს. ხოლო ა------- ბ--–----ის საგამოძიებო ექსპერიმენტისას და შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებისას გადაღებული ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, დ----- კ--------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, ბრალდებულ ი-------- ტ------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, შ----------–--ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, დ----- კ------ის მონაწილეობით შემთხვევის ადგილის ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, ი-------- ტ------ესთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება DVD-R დისკზე, თ-------- ბ----–---–ის გვამის დათვალიერების ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, ზ----- ც------- მიერ წარმოდგენილი DVD-R დისკი ვიდეო და ფოტოფაილებით, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მარინა სირაძე

ვერა დოლიძე