განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002355361
საქმე №1/ბ-298-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ივნისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-------- გ--------ს ძე ს---------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ი-------–---–-ს ქ. №60, ბინა №36.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა-------- ს---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ბათუმში, ა-----–-------------, ბინა №21-ში ყოფნისას ა-------- ს---------მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი მ---------------ის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სახის არეში ხელის დარტყმებით ყოფილ მეუღლეს ნ-----–------------ას (ოჯახის წევრს) მიაყენა დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელთა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით ა-------- ს---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ა------ ს---------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 7 თებერვლიდან 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–-------------------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენში სასჯელის ნაწილში, და მსჯავრდებულ ა-------- ს---------ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სამართლიანობის აღგდენის, პირის რესოციალიზაციის და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების განსახორციელებლად, სასჯელის სახით 01 წლით პირობითი მსჯავრის გამოყენება საკმარისი არ არის, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებად და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
მსჯავრდებულ ა-------- ს---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ-------------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი ა-------- ს---------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-------- ს---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა-------- ს---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ნ-----–------------ას, მ---------------ას, ი------–---ის, რ----–---------------ის, ი-----–-------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა-------- ს---------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა-------- ს---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, შესაბამისი ქმედების და ამ ქმედებიდან გამომდინარე კონკრეტული საფრთხის გააანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ა-------- ს---------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, ჩადენილი დანაშულის სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები; პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, შერიგებულია დაზარალებულთან და ამ უკანასკნელს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია (საქმეში წარმოდგენილია ნ-----–------------ნას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება) და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, სასამართლომ მსჯავრდებულ ა-------- ს---------ის განუსაზღვრა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით. პალატას დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნა სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა-------- ს---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ა-------- ს---------ის მიმართ 2018 წლის 10 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს - რ----- ს---------ს (პ--------------) განაჩენის აღსრულებიდან 01 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,-----------–---------ს’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი №------------------------------).
მსჯავრდებულ ა-------- ს---------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 7 თებერვლიდან 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
პირობით მსჯავრდებულ ა-------- ს---------ის მიმართ ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ა-------- ს---------ს დაევალოს პრობაციის ბიურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე