განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002311033
საქმე №1/ბ-238-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 აპრილი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------ ს-----–ის ძე მ----------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ლ-------------ს ქ. №107/6;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ს------ მ----------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 იანვარს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ. ქ. ბათუმში, გ------–---–ის ქუჩა №3 ში მდებარე კარაოკე ბარ ,,ლ-----------ს’’ უკანა შესასვლელი კარის მიმდებარედ ამავე ბარის დაცვის თანამშრომელს ს--- ბ----–--–---–ს მარჯვენა ბარძაყის არეში დანით მიაყენა ჭრილობა ს------ მ----------მა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ს--- ბ----–--–---–ისთვის მარჯვენა ბარძაყის არეში მიყენებული ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარიხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის განაჩენით ს------ მ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლ---- მ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენში სასჯელის ნაწილში, და მსჯავრდებულ ს------ მ----------ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს------ მ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს------ მ----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ს--- ბ----–--–---–ის ჩვენებით; მოწმეების: ზ------ ა----–--ის, ა----- ჯ----–--ის, ე---- ა-----ს, შ----- ი-–-------–ის, რ--------- ა-------ის, დ----- ა-------ს, ზ----- გ--–--ის, ვ------- დ-------ის, მ-------- ს---------ის, ი-----–- ხ------ის, მ------ ს---------ის, ჯ-----ი მ--------ის, ი-----–- წ---–-----ის, ი----- ტ----ის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ს------ მ----------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ს------ მ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შეს---მისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შეს---მისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, შეს---მისი ქმედების და ამ ქმედებიდან გამომდინარე კონკრეტული საფრთხის გააანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ს------ მ----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, ჩადენილი დანაშულის სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები; პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, შერიგებულია დაზარალებულთან და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, სასამართლომ მსჯავრდებულ ს------ მ----------ს განუსაზღვრა სასჯელი ჯარიმის სახით, რაც სამართლიანია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ს------ მ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს------ მ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულის მიმართ დაკისრებული ჯარიმის აღსრულება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ერთი ცალი DVD დისკი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- ს--- ბ----–--–---–ისაგან ამოღებული მაისური და შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე