განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
020100118002293264
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100118002293264

საქმე N 1/ბ-241-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივლისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - ა-----------ს,მსჯავრდებულის - ბ--- ჭ------ის,ადვოკატის - ხ----- კ----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბ--- ე----ის ძე ჭ------ის მიმართ; დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ე----ა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ--- ჭ------ემ ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 4 იანვარს, ღამის საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ო---------ში მეუღლე ნ--- რ------სთან არსებული კონფლიქტით განაწყენებულმა ბ--- ჭ------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მშობელ ფ------ ჭ-------ას მარცხენა ხელზე დაარტყა მუშტი ერთხელ და მაჯაზე მოუჭირა ხელი, რა დროსაც ფ------ ჭ-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

- 2018 წლის 4 იანვარს, ღამის საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ო---------ში მეუღლე ნ--- რ------სთან არსებული კონფლიქტით განაწყენებული ბ--- ჭ------ე სანადირო თოფისა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე ნ--- რ------ს და მეუღლის მშობელ ფ------ ჭ-------ას, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2018 წლის 4 იანვარს, ღამის საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ო---------ში მეუღლე ნ--- რ------სთან არსებული კონფლიქტით განაწყენებული ბ--- ჭ------ე სანადირო თოფისა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე ნ--- რ------ს და მეუღლის მშობელ ფ------ ჭ-------ას, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განაჩენით ბ--- ჭ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბ--- ჭ------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. ბ--- ჭ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 იანვრიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრების არსი:

2.1 აპელანტი - მსჯავრდებული ბ--- ჭ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ხ----- კ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბ--- ჭ------ის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი და მის მიმართ დადგენილ იქნას გამამართლებელი განაჩენი; დაცვის მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებული ბ--- ჭ------ე კანონმდებლობის არ ცოდნის გამო თავიდანვე შეყვანილ იქნა შეცდომაში და საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ მიიჩნია, მიუხედავად ამისა, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება შეფასების გარეშე დაეტოვებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შედეგად არ დასტურდება ბ--- ჭ------ის მხრიდან დაზარალებულების ნ--- რ------ს და ფ------ ჭ-------ას მიმართ არც ძალადობა, არც მუქარა და არც ცეცხლის წაკიდება.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ბ--- ჭ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ხ----- კ----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგნილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

აპელანტს - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა-----------ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და ბ--- ჭ------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

3. გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში შეტანილ უნდა იქნას მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:

ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;

ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი დანაშაული). მუქარა დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით მუქარა განზრახ დანაშაულს წარმოადგენს.

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა არსებობდეს, უნდა დადგინდეს, რომ დანაშაულის საგანი არის ნივთი, ის არის სხვისი და ის დაზიანდა ან განადგურდა. დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასაიათდება როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით. ნივთის დაზიანების ან განადგურების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგებს სხვისი ქონების გადანდგურება ან დაზიანება ცეცხლის წაკიდებით.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ--- რ------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წელს დაქორწინდა ბ--- ჭ------ეზე, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, ერთად ცხოვრობდნენ დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, მოწმის ჩვენებით ბ--- ჭ------ე მასზე ხშირად ეჭვიანობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნ--- რ------ სამუშაოდ წავიდა თურქეთში სამი თვით, მაგრამ იქ ყოფნა მოუწია რვა თვის განმავლობაში, რის გამოც მოხდა კონფლიქტი მასსა და მეუღლეს შორის, იგი ბ--- ჭ------ეს სატელეფონო საუბრისას ეუბნებოდა, რომ როგორც კი საქართველოში ჩამოვიდოდა, მასთან აღარ იცხოვრებდა და დაშორდებოდა. თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოვიდა 2017 წლის 29 დეკემბერს და მივიდა მამის ოჯახში, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ მივიდა მისი მეუღლეც, რომელსაც უთხრა, რომ მასთან ცხოვრება არ უნდოდა და თავი დაენებებია მისთვის, რაზეც ბ---მ უპასუხა, რომ განქორწინებაზე ხელს არ მოუწერდა, ამის შემდეგ იგი სახლიდან გააგდო.

 

მოწმის განმარტებით, 2018 წლის 4 იანვარს დაახლოებით 04:15 საათზე, სახლში როდესაც ყველას ეძინა, გაიგონეს კარების კაკუნის ხმა, გაიღო კარები და დაინახა, რომ ოთახში შემოვიდა ბ--- ჭ------ე, რომელსაც მხარზე გადაკიდებული ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული სანადირო თოფი. დედამისმა, ფ------ ჭ-------ამ უთხრა, რომ იარაღი დაედო და ისე ესაუბრა, ბ---მ უპახუხა, გაიწიე, თორემ ხელს გაგარტყამო, ფ------ ჭითანამ დააპირა იარაღის მისთვის წართმევა, რა დროსაც ბ--- ჭ------ემ მას მუშტი ჩაარტყა მარცხენა ხელზე, მან ასევე დაინახა, რომ ბ---მ ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო დანა. აღნიშნულის დანახვის შემდეგ იგი ავიდა სახლის მეორე სართულზე და ტელეფონით დაუკავშირდა უბნის ინსპექტორს ლ----- ფ----–---ას და სთხოვა დახმარება, დაახლოებით 10 წუთში პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ ადგილზე. ბ--- ჭ------ე მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

 

მოწმის განმარტებით, შემდეგ იგი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს გამოკითხვის მიზნით, რა დროსაც სამორიგეო ნაწილში შემოვიდა შეტყობინება, მის საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის შესახებ და როგორც შემდეგ დედისგან შეიტყო, ბ--- ჭ------ემ მათი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ცეცხლი წაუკიდა მის ტანსაცმელს.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ფ------ ჭ-------ას ჩვენებით ირკვევა, რომ მის ქალიშვილს ნ--- რ------ს სურდა მეუღლესთან ბ--- ჭ------ესთან განქორწინება, რაზეც ეს უკანასკნელი არ თანხმდებოდა, 2018 წლის 4 იანვარს გვიან ღამით დაახლოებით 04:15 საათზე კარებზე გაიგონა კაკუნის ხმა და ოთახში შევიდა ბ--- ჭ------ე, რომელსაც მარცხენა მხარეს გადაკიდებული ჰქონდა სანადირო თოფი, მან უთხრა, რომ თოფი დაედო და ისე ესაუბრა, რაზეც ბ. ჭ------ემ უპასუხა, რომ გაიწიე, თორემ ხელს დაგატყამო, ამის შემდეგ შეეცადა მისთვის თოფის წართმევას, რა დროსაც ბ. ჭ------ემ მას მუშტი დაარტყა და ხელი მოუჭირა მაჯაზე, რის გამოც განიცადა ტკივილი, იგი ცდილობდა ბ. ჭ------ის დამშვიდებას, მაგრამ ამ უკანასკნელმა ამოიღო დანა, ამასობაში ნ--- რ------ გავიდა გარეთ და დაახლოებით 10 წუთში მოვიდა პოლიციის თანამშრომლები, რის გამოც ბ---მ თოფს ხელი გაუშვა და უკანა კარიდან გავიდა გარეთ.

 

მოწმის განმარტებით, ნ--- რ------ გამოკითვის მიზნით წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, თვითონ კი ავიდა სახლის მეორე სართულზე, სადაც იმყოფებოდა ე----- რ------, მისი მეუღლის მამიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ იგძნო, რომ სახლის ქვედა სართულიდან ამოდიოდა ძლიერი კვამლი, რის გამოც გავიდა გარეთ და დაინახა, რომ ბ--- ჭ------ე გამოვრად სახლის უკანა კარიდან და გაიქცა, ჩავიდა ქვედა სართულზე და დაინახა, რომ ოთახში ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული ტანსაცმელს და საბანს.

 

მოწმის განმარტებით, ბ--- ჭ------ე მას და ნ--- რ------ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, იძახდა მოგკლავთო, რაც იყო რეალური, ვინაიდან იგი შეირაღებული იყო სანადირო თოფით და დანით. მისი მუქარის მათ ძალიან შეეშინდათ.

 

მოწმის სახით დაკითხულ ე----- რ------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 იანვარს ეძინა სახლის მეორე სართულზე და გამოაღვიძა ხმამაღალი საუბრის ხმამ, აშკარა იყო, რომ მამაკაცი იყო შემოსული სახლში და ქალებს ეკამათებოდა, ქვევით არ ჩასულა, ვინაიდან იცნო ბ--- ჭ------ის ხმა და იფიქრა, რომ იგი თავისი მეუღლის, ნ---ს წასაყვანად იყო მისული. ხმაური დაახლოებით 10 წუთში მიწყნარდა, რის შემდეგაც მეორე სართულზე ავიდა ფ------ ჭ-------ა, რომელმაც მას უთხრა, რომ ბ--- მოგვივარდა და ხელი დამარტყაო, თან მოკვლით გვემუქრებოდაო. ამ საუბრის შემდეგ ფ------ ქვედა სართულზე ჩავიდა, რადგან ამოდიოდა ძლიერი კვამლი, თვითონაც ადგა და დაინახა, რომ საძინებელ ოთახში იყო ხანძარი, დაიწყო კივილი და ითხოვდა დახმარებას, მალევე ხალხი მოგროვდა და ხანძარი ჩააქრეს. მოგვიანებით მას ფ------მ უთრხა, რომ დაინახა, როგორ გარბოდა ბ--- ჭ------ე მათი სახლიდან და ტანსაცმელზე ცეცხლი მან წაუკიდაო.

 

მოწმის სახით დაკითხულ ლ----- ფ---–----ას ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებდა შემოვლას, დაახლოებით 04:30 სააათზე მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მოქალაქე ნ--- რ------, რომელმაც უთხრა, რომ მის მამისეულ სახლში მივიდა ბ--- ჭ------ე, რომელმაც დედამის ფ------ ჭ-------ას მარცხენა ხელის არეში მიაყენა დაზიანება, ასევე განაცხადა, რომ ბ--- ჭ------ეს აქვს სანადირო თოფი და დანა. მიღებული ინფორმაციას გაფორმდა შეტყობინების სახით.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 5 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის №--- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 იანვარს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თოფი არის სანადირონ გლუვლულიანი თოფი №----, რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. 5 ცალი ვაზნა არის სანადირო თოფისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული ვაზნები და ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 8 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის №--------- დასკვნით ირკვევა, რომ ფ------ ჭ-------ას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები; სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებულია რაიმე მახვილი საგნის წვერით, აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2018 წლის 9 იანვრის ექსპერტიზის №----- დასკვით დადგენილია, რომ 2014 წლის 8 იანვარს ზუგდიდი რაიონის სოფელ ო---------ში მდებარე ფ------ ჭ-------ას კუთვნილ საცხოვრებელი სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს ღია ცეცხლის წყაროს (ასანთის ან სანთებელას ალი) კონტაქტი წვად მასალასთან.

 

2018 წლის 29 იანვრის სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სახლის აღდგენის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგნს 1965,16 ლარს, ხოლო მაგიდის და საწოლის აღდგენის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 140 ლარს.

 

საქმეს თან ერთვის ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოილუსტრაციით.

 

სააპელაციოა პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ზემოთ აღნიშნული ყველა მტკიცებულება უდაოდ იქნა ცნობილი, მათ მიენიჭა პრეიუდიუციული მნიშვნელობა და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ გამოკვლეულა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას მსჯავრდებულ ბ--- ჭ------ის ყველა ბრალდებაში უდანაშულოდ ცნობის და გამართლების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს ურთიერთშეთანხმებულ, თავსებად, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს დასადასტურებლად იმისა, რომ ბ--- ჭ------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულებრივი ქმედებები და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

მსჯავრდებულ ბ--- ჭ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით კი სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

სააპელაციო პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებში მითითებულს გარემოებებს - მსჯავრდებულის პიროვნებას, რომ იგი ადრე არ ყოფილა ნასამართლევი და შემჩნეული რაიმე ცუდ საქმიანობაში, რომ განსახილველ შემთხვევაში ბ--- ჭ------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მის მიერ ჩადენილ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით გასაზღვრული სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს სანქციის მინიმუმამდე და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სხვა დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ--- ჭ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ----- კ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ბ--- ჭ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბ--- ჭ------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ბ--- ჭ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 იანვრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოხდეს ნივთმტკიცება სანადირო გლუვლულიანი თოფის და ხუთი ცალი ვაზნის საპროცესო კონფისკაცია; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, ნამწვის ნიმუში კი განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე