განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
060100119002809603
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100119002809603

საქმე №1/ბ-352-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- გ-------ს ძე ფ----–--ს მიმართ, დაბადებული: 198- წლის 09 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხონი, სოფელი ს-–---–-----ო.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----–- ფ----–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ი-----–- ფ----–-- მცირეწლოვან შვილებთან ერთად აპირებდა ავტომანქანით გასეირნებას, რის გამოც კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან - ზ--–--- ყ---------თან. აღნიშნულით განაწყენებულმა ი-----–- ფ----–--მ, ხონის რაიონის სოფელ ს-–---–-----ეოში არსებულ თავის საცხოვრებელი სახლში, თავის არეში ხელის დარტყმის გზით ფიზიკური ძალადობა განახორციელა ზ--–--- ყ---------ზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით ი-----–- ფ----–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ფ----–--ს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ი-----–- ფ----–--ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 17 დეკემბრიდან - 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ი-----–- ფ----–--ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, საპატიმრო სასჯელის სახით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ, ის გარემოება, რომ ი-----–- ფ----–--მ მთვრალ მდომარეობაში მყოფმა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, ამასთან მათ შორის კონფლიქტის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ ი-----–- ფ----–--ს სურდა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფს მცირეწლოვანი შვილები ავტომანქანით სასეირნოდ წაეყვანა. ასევე საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი-----–- ფ----–-- ხშირად იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, რაც რა თქმა უნდა თავის მხრივ არის მომეტებული საფრთხის შემცველი და ქმნის იმის საფრთხეს, რომ ეს უკანასკნელი კიდევ ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- ფ----–--ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-----–- ფ----–--ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ზ--–--- ყ---------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე თ------–--------- გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ი-----–- ფ----–--ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ი-----–- ფ----–--ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ი-----–- ფ----–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ფ----–--ს ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ფ----–--ს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მ-------- ფ----–--სა (პ/ნ.5----------) და ს------ ფ----–--ს (პ/ნ. 5----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ხონის რაიონი სოფელი ს-–---–-----ეო (ზონა - ხონი- 3-, სექტორი -ნ-------–------, კვარტალი - 3-, ნაკვეთი - 0--- საკადასტრო კოდი - №------------) – 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა;

 

ი-----–- ფ----–--ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 24 დეკემბრიდან 2019 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე