განაჩენი

სისხლის სამართლის 26.01.2018
საქმის ნომერი
080100117002190946
ინსტანცია
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002190946

საქმე №1/ბ-39-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) პ----- ბ---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, რეგისტრირებულის ბ----------------------------–------–ი, მცხოვრების ქ-------–---------------------–----------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:

 

პ----- ბ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით პ----- ბ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, პ----- ბ---------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 03 ნოემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.

 

პ----- ბ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ----- ბ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, საღამოს საათებში, ქ---------–---------------------–----------------------------------–- პ----- ბ---------ემ არასრულწლოვანი შვილის – ა---- ბ---------ის თანდასწრებით იძალადა მეორე შვილზე – ჯ---–----- ბ---------ეზე, რომელსაც მუჭი დაარტყა მარჯვენა ბეჭის არეში. ძალადობის შედეგად ჯ---–----- ბ---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 3 ნოემბერს, დილის საათებში, ქ---------–---------------------–----------------------------------–- პ----- ბ---------ემ არასრულწლოვანი შვილის – ა---- ბ---------ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლს, მ---- გ---------ეს, კერძოდ, შეაგინა მას დედის მისამართით და სახეში გაარტყა ხელი, ასევე მან იძალადა არასრულწლოვან შვილზე – ა---- ბ---------ეზე, რომელსაც ხელი მოუჭირა კისრის არეში და მარჯვენა ხელზე მიაყენა დაზიანება. ძალადობის შედეგად მ---- გ---------ემ და ა---- ბ---------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------- ტ---–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ პ----- ბ---------ისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაცვლად უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პ----- ბ---------ეს ჩადენილი აქვს ძალადობრივი განზრახი დანაშაულები. როგორც წესი, განსაკუთრებით სახიფათოა ძალადობა, რომელიც ოჯახში ხდება. ამასთან, ოჯახში ძალადობის ფაქტს, ხშირ შემთხვევაში ახასიათებს განმეორებითობა. სწორედ ამიტომ, პრევენციის მიზნით აუცილებელია მკაცრი რეაგირება. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება კი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ პ----- ბ---------ის დაკითხვის ოქმით; დაზარალებულების _ ჯ---–----- ბ---------ის, ა---- ბ---------ის და მ---- გ---------ის დაკითხვის ოქმებით; მოწმეების _ დ----- ხ----–--ის და რ----- ნ-–------ის დაკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ პ----- ბ---------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ პ----- ბ---------ისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაცვლად უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო, კერძოდ:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მითითებული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა გამოძიების დაწყებისთანავე აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია (მათ შორის, არ არის ნასამართლევი ან/და შემჩნეული სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში), პ----- ბ---------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულ პ----- ბ---------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი პ----- ბ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.პ----- ბ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და პ----- ბ---------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ პ----- ბ---------ეს პატიმრობაში ყოფნის დრო (2017 წლის 03 ნოემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით) ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

6.პ----- ბ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლებულია პატიმრობიდან.

 

7.მსჯავრდებულ პ----- ბ---------ისათვის დანიშნული სასჯელის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/