განაჩენი

სისხლის სამართლის 07.03.2018
საქმის ნომერი
080100117002190765
ინსტანცია
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002190765

საქმე №1/ბ-86-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---- ჭ---–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) თ-------- ს------ის მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, ტექნიკური განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–-----–----–----–--------–------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:

 

თ-------- ს------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის მაისის და აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის მაისის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ-------- ს------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

თ-------- ს------ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თ-------- ს------ეს დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

განაჩენი რეაგირებისთვის გადაეგზავნა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თ-------- ს------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ-------- ს------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის მაისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დღის საათებში, ქ---------–-----–----–----–---------------–-------------–-, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტისას, ნ---- ს------ეს შვილმა, თ-------- ს------ემ ხელითა და ფეხით სცემა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, რის შედეგადაც ნ---- ს------ეს მიადგა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის აგვისტოს ბოლოს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დღის საათებში, ქ-------–-----–----–----–-------------------–-------------–-, ნ---- ს------ეს შვილმა თ-------- ს------ემ ხელი დაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც ნ---- ს------ეს მიადგა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ---- ჭ---–-----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ თ-------- ს------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ თ-------- ს------ემ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის განზრახი დანაშაულები დედის მიმართ, სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ, რაც მსჯავრდებულის პიროვნების, წარდენილი ბრალდების სიმძიმის, სახის და ხასიათის მხედველობაში მიღებით, შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან: სამართლიანობის აღდგენასთან, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასთან და დამნაშავის რესოციალიზაციასთან.

 

მსჯავრდებულ თ-------- ს------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------ ბ-------–--მ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ს------ის და მოწმე მ------ ც------–--ის დაკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ-------- ს------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები _ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ-------- ს------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ბრალდებულის პიროვნება, ასევე, ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, იგი ხასიათდება დადებითად, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, ამასთან, მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს, რომელმაც განცხადებით მიმართა სასამართლოს მის მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენების შესახებ, რაც დაკავშირებული არ იქნებოდა თავისუფლების აღკვეთასთან და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ-------- ს------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელები, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. რაც შეეხება შეეხება თ-------- ს------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ საბოლოო სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის მიმართ სწორად იქნა გამოყენებული სასჯელთა შთანთქმის წესი, ვინაიდან, დანაშაულთა ერთობლიობისას, როცა სახეზე არ არის რეციდივის შემთხვევა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოიყენება სასჯელთა მხოლოდ შთანთქმის წესი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულ თ-------- ს------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---- ჭ---–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი თ-------- ს------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.თ-------- ს------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის მაისის და აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის მაისის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------- ს------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

5.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6.თ-------- ს------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/