განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080100116002338527
№1/ბ-316-2017წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 იანვარი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე თ---------- სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - დ-------- ჩ-------ის
ადვოკატების - გ------- დ---–-–---–ის, გ------- ს-----–-–---–ის,მსჯავრდებულების - თ---------- დ--–---–---–ის, გ------- კ------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------- ო------ს ძე დ--–---–---–ის მიმართ, პირადი №6----------; დაბადებულის 1--- წლის 01 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. თბილისი, მ-–-----ის მე-4------ №1-----ში;
გ------- ვ--–-------ს ძე კ------ის მიმართ, პირადი №0----------; დაბადებულის 1--- წლის 14 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო ტექნიკური განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონის, მცხოვრები: ქ. თბილისი, ზ---------ის დასახლება მე-3------, მე-5 კვარტალი №9--ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენით თ---------- დ--–---–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენება და ყალბი ბეჭდის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; გ------- კ------ეს - მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, დამზადება და გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის ოქტომბერში, თ---------- დ--–---–---–მა, გ------- კ------ემ და სხვებმა გადაწყვიტეს მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის კუთვნილ ქონებას. მათ ა------- ო-----–---–ის დახმარებით გაიცნეს ირანის მოქალაქე საიდ ჰ-–---- ნ-–---ი, რომელსაც საქართველოში რეგისტრირებულ ჰქონდა შ.პ.ს. ,,ფ-----’’ და დაინტერესებული იყო საქართველოში ბიტუმის იმპორტით. ამ მიზნით, 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს თ---------- დ--–---–---–ი, ა------- ო-----–---–თან და სხვა პირთან ერთად შეხვდა საიდ ჰ-–---- ნ-–---ს, შპს ,,ფ-----ს’’ ოფისში, მდებარე თბილისში, ც------ დ------ის ქუჩა №7-ში. თ---------- დ--–---–---–ი მას გაეცნო შ.პ.ს ,,ჯ----’’-ის დირექტორ მ-----– ბ--------ედ, რაც ასევე დაუდასტურა ა------- ო-----–---–მაც. მ-----– ბ--------ემ ს-------–-------–---ი დაარწმუნა, რომ სურდა ბიტუმის შეძენა. ხსენებულ დღეს მხარეები ვერ შეთანხმდნენ ბიტუმის ფასზე, თუმცა სატელეფონო კომუნიკაციის გზით მოლაპარაკების შედეგად, მოგვიანებით შეთანხმდნენ ბიტუმის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. 2015 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში, ქალაქ ქუთაისში ზ.გ------------ას გამზირი, პირველი შესახვევი, №1--–ი მდებარე შ.პ.ს. ,,გ-------ის’’ ოფისში, ერთის მხრივ შ.პ.ს. ,,ფ-----ს’’ დირექტორის საიდ ჰ-–---- ნ-–---ის, ხოლო მეორეს მხრივ თითქოსდა შ.პ.ს ,,ჯ----’’-ის დირექტორის მ-----– ბ--------ის სახელით დაიდო ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება №001, რაზეც მ-----– ბ--------ის სახელით ხელი მოაწერა თ---------- დ--–---–---–მა და ოფიციალურ დოკუმენტს დაუსვა ყალბი, ვითომდა შ.პ.ს ,,ჯ----“-ის ბეჭედი. შეთანხმების საგანს წარმოადგენდა შ.პ.ს. ,,ფ-----ს’’ მიერ 140 ტონამდე ბიტუმის მიწოდება შ.პ.ს ,,ჯ----’’-ზე. ერთი ტონის ფასი შეადგენდა 485 ა.შ.შ. დოლარს.
ამ გზით, საიდ ჰ-–---- ნ-–---ი დარწმუნდა დადებული შეთანხმების ნამდვილობაში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, ირანის რესპუბლიკაში, კომპანია ,,G---”-სგან 390 აშშ. დოლარად შეიძინა და 2015 წლის 26 ნოემბერს საქართველოში 6 სატვირთო ავტომანქანით შემოიტანა 146,15 ტონა ბიტუმის პოლიბეკი. შემოტანილი საქონელი კანონით დადგენილი წესით განაბაჟა, რაშიც გადაიხადა 26603 ლარი. მომდევნო დღეს ,,მ-----– ბ--------ის’’ სახელით მოსარგებლე თ---------- დ--–---–---–ს შეატყობინა, რომ წ---–-----ოს რაიონში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასაწყობების ადგილზე, მისსავე ქარხანაში გაუგზავნა მის მიერ შეძენილი ბიტუმი. შემდგომ ამისა, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გ------- კ------ემ, რომელიც თ---------- დ--–---–---–თან დააკავშირა ა------- ო-----–---–მა, თავისი ფირმის შ.პ.ს. ,,გ-------–ის’’ მონაცემებით, სხვა პირის, სავარაუდოდ ა.ო-----–---–ის დახმარებით ელექტრონულად გამოწერა ნავთობპროდუქტების ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები - NNეს 2-----, ეს 2-----, ეს 2-----, ეს 2-----, ეს 2----- და ეს 2-----, რაშიც ტრანსპორტირების დაწყების მისამართად ყალბად მიუთითა - ქ. თბილისი, ს-------ის რაიონი, რკინიგზის სადგური, ველის მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი 0---------------, რითაც გაყალბდა საქონლის წარმომავლობის რეალური მონაცემი. ხსენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებით, გ------- კ------ემ, თ---------- დ--–---–---–მა და მათმა თანამზრახველებმა, შპს ,,ფ-----ს’’ კუთვნილი 146,15 ტონა ბიტუმი 130000 ლარად მიყიდეს ორ კომპანიას, შპს ,,წ---–--------------------ს’’ და შპს. ,,დ----’’-ს. რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით თანხა, რაც ჩაირიცხა ,,თიბისი“ ბანკში შპს ,,გ-------–ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 30 ნოემბერს ორჯერ, ასევე 14 დეკემბერს და 18 დეკემბერს, ბანკის სალაროდან უშუალოდ გაიტანა მისმა დირექტორმა გ------- კ------ემ.
ამდენად, ყალბი ხელშეკრულებისა და ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება/გამოყენებით, ერთიანი მიზნითა და ერთიანი განზრახვით მოქმედი თ---------- დ--–---–---–ი, გ------- კ------ე და მათი თანამზრახველები მოტყუებით დაუფლნენ შპს ,,ფ-----ს“ კუთვნილ - დიდი ოდენობით ქონებას, რითაც შპს ,,ფ-----ს’’ და მის დირექტორს ს-------–-------–---ს მიადგა დიდი ოდენობით 147 797 ლარის მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენით თ---------- დ--–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით თ---------- დ--–---–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4-2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით და განაჩენთა ერთობლიობით, თ---------- დ--–---–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
თ---------- დ--–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ---------- დ--–---–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 19 აგვისტოდან.
გ------- კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- კ------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
გ------- კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------- კ------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 19 აგვისტოდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ თ---------- დ--–---–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ------- დ---–-–---–ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და თ---------- დ--–---–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვს.
სააპელაციო საჩივარი იქნა ასევე წარმოდგენილი მსჯავრდებულ გ------- კ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ს-----–-–---–ის მიერ, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენის გაუქმება და გ------- კ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა.
სააპელაციო საჩივრებზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებლები, რომლებითაც სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ თ---------- დ--–---–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - გ------- დ---–-–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
აპელანტს - მსჯავრდებულ გ------- კ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გ------- ს-----–-–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
მოწინააღმდეგე მხარეს, პროკურორ დ-------- ჩ-------ეს, რომელმაც დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, საიდ ჰ-–---- ნ-–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შპს „ფ-----ს“ დირექტორი. მისი ოფისი მდებარეობს ქალაქ თბილისში, სავაჭრო ცენტრ ქ-------–ას შენობაში. 2015 წელს გაიცნო პიროვნება სახელად ა-------, რომელიც ეუბნებოდა, რომ ყავდა დიდი სანაცნობო წრე ნავთობის ბიზნესში და შეეძლო თუ არა მას ირანიდან ბიტუმის ჩამოტანა. ფ------- ფ-–--, რომელიც მისი მეგობარია, მისი თხოვნით დახმარებას უწევდა მას თარჯიმნობაში. 2015 წლის ოქტომბერში თავის ოფისში, ა-------მ შეახვედრა ორი პიროვნება, რომლებიც ამჟამად არიან მის საქმეზე ბრალდებულები. ერთ მათგანს ეძახდნენ მ-–--, რომელიც ამბობდა, რომ ჰქონდა ასფალტის ქარხნები და 10 სატვირთო მანქანა ბიტუმს შეიძენდა კვირაში. დაიწყეს მოლაპარაკება, ა-------მ მიუტანა მას ხელშეკრულების პროექტი. მან თავის ბუღალტერს, ქალბატონ მ------ შ-–----–---–ს გადასცა ის და თხოვა გადაეხედა. ქალბატონმა მ------მა ხელშეკრულებაში ორი ადგილი შეასწორა. მიუხედავად იმისა, რომ ა------- საჭიროდ არ თვლიდა ამას, თავად მაინც მოითხოვა უშუალოდ მ-–--თან შეხვედრა და მისი ქარხნის ნახვა, რის შემდგომაც მოაწერდა ხელს ხელშეკრულებაზე. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩავიდნენ ქუთაისში. ოფისში, დახვდათ ორი პიროვნება, რომელიც ამჟამად ბრალდებულები არიან. მ-–-- წაიკითხა მის მიერ მომზადებული ხელშეკრულება, მოაწერა ხელი და დაუსვა ბეჭედი. იგივე გააკეთა თვითონაც. ერთი ეგზემპლარი გადასცა მას, ხოლო მეორე დაიტოვა თვითონ. ტონა ბიტუმში უნდა გადაეხადათ 485 დოლარი. მ-–-- რომ ერქვა გაიგო ა-------სგან, რომელიც ამ სახელით მიმართავდა მ-----– ბ--------ეს. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ მ-–-- ანახა მათ ქარხანა. ამის შემდეგ ირანში შეიძინა 146,15 ტონა ბიტუმი, რაც 6 სატვირთო მანქანით ჩამოვიდა საქართველოში, რაც განაბაჟა და გადაიხადა 26603 ლარი. შემდეგ მანქანები გაამგზავრა ქუთაისში. მისი დავალებით ფ------მა დაურეკა მ-–-- თანხის გადახდაზე, რომელმაც უპასუხა, რომ ქუთაისში ჩასვლის შემდეგ გადაუხდიდა ფულს. იმავე დღეს ჩავიდნენ ქუთაისში, თუმცა მ-–-- უთხრათ, რომ იყო თბილისში, ჩასულიყვნენ და ფულს თბილისში მიცემდა. მისი დავალებით ფ------- ფ-–-- უკავშირდებოდა მ-–--, რომელიც ეუბნებოდა, რომ იყო კვირა დღე, ბანკები არ მუშაობდა და თანხას ვერ მიცემდა. მომდევნო დღეებშიც კი მ-–- მათ არწმუნებდა, რომ მერიისაგან ელოდებოდა თანხას და გადმორიცხვისთანავე გადაუხდიდა მათ. მ-–- ანგარიშფაქტურებით ტვირთის მის კომპანიაზე გადაფორმებას ითხოვდა და ამბობდა, რომ ამის შემდეგაც გადაიხდიდა თანხას. მას შემდეგ, რაც თანხას აღარ იხდიდნენ და კონტაქტზეც აღარ გამოდიოდნენ განცხადებით მიმართა პოლიციას.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ფ------- ფ-–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ საქართველოსთან აქტიური კავშირი აქვს 2006 წლიდან, კარგად იცის ქართული ენა. 2014 წლიდან იცნობს საიდ ჰ-–---- ნ-–---ს, რომელსაც დაეხმარა კომპანიის დაარსებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ნ-–---მა მას სთხოვა დახმარებოდა ირანიდან ბიტუმის რეალიზებაში, თუკი შეძლებდა მყიდველის პოვნას. საიდს დაუკავშირდა ა------- ო-----–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ მას ნანახი ჰყავდა მყიდველი თუკი ირანიდან ჩამოიტანდა ბიტუმს. თავად მას იცნობდა არასანდო პიროვნებად და საიდს ურჩია, თავი შორს დაეჭირა ა-------სგან. თუმცა უშედეგოდ, რადგან მის გარეშე შეხვედრილან ისინი ერთმანეთს და ა-------ს უთქვამს, რომ ქუთაისში მოქმედი ქარხანა შეიძენდა ბიტუმს 480 აშშ დოლარად. საიდის თხოვნით თავადაც ჩაერთო საქმეში, რა დროსაც ა------- ო-----–---–მა განუცხადა მათ, რომ ბიტუმის საკითხთან დაკავშირებით ვინმე მ-----– ბ--------ეს სურდა მათთან შეხვედრა. ოქტომბრის ბოლოს მ-----– ბ--------ე, როგორც შემდგომ გაირკვა თ---------- დ--–---–---–ი, ერთ მამაკაცთან ერთად საიდ ჰ-–---- ნ-–---ს შეხვდა, რომელ შეხვედრასაც თავადა დაესწრო და ა------- ო-----–---–იც. მ-----– ბ--------ე საიდ ჰ-–---- ნ-–---ს სთავაზობდა ბიტუმის საქართველოში შემოტანას 480 დოლარად. შეხვედრაზე მ-----– ბ--------ესა და მის მხლებელს ბიტუმის ფასი ეძვირათ და იმ დღეს შეთანხმება არ შედგა. ორი დღის შემდეგ საიდ ჰ-–---- ნ-–---სა და ფ------- ფ-–--ს შეხვდა ა------- ო-----–---–ი და განუცხადა, რომ მ-----– ბ--------ე დათანხმდა ბიტუმის 480 დოლარად შეძენას. ა.ო-----–---–ის განცხადებით, მ.ბ--------ეს ჰქონდა ქუთაისის მერიაში ტენდერი მოგებული, ეჩქარებოდა და სწორედ ამიტომ აწყობდა ბიტუმის შეძენა აღნიშნული ფასად. დიდმა ფასმა დააეჭვა და საიდ ჰ-–---- ნ-–---ს ურჩია არ დათანხმებულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც დათანხმდა. მომდევნო დღეს ა------- ო-----–---–მა მოიტანა ხელშეკრულება, რომელიც ბუღალტერ მ------ შ-–----–---–ს გადასცეს შესამოწმებლად, რომელიც არის კომპანიის ბუღალტერი. გადაწყვიტეს შეხვედროდნენ შემძენს და ენახათ ის ქარხანა სადაც უნდა მიეტანათ ბიტუმი. ნოემბრის დასაწყისში, ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულებით საიდ ჰ-–---- ნ-–---ი, ა------- ო-----–---–ი, თავად და მისი მეგობარი გ------- თ--------–---–ი ჩავიდნენ ქუთაისში მ-----– ბ--------ესთან შესახვედრად და ერთ-ერთი რესტორნის ოფისში შეხვდნენ მას, რომელსაც ახლდა მამაკაცი. ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ, ჯერ საიდ ჰ-–---- ნ-–---მა, ხოლო შემდეგ მ-–- ბ--------ემ მოაწერეს ხელი და დაუსვეს მათი კომპანიის ბეჭდები. შემდგომ ა------- ო-----–---–ი, საიდ ჰ-–---- ნ-–---ი, თავად და გ------- თ--------–---–ი მ-----– ბ--------ესა და მის თანმხლებ პირს წაყვნენ იმ ქარხნის დასათვალიერებლად, სადაც უნდა მომხდარიყო ბიტუმის დაცლა. ქარხანა მ-----– ბ--------ის განცხადებით ეკუთვნოდა მას. ამის შემდეგ საიდ ნ-–---მა საქართველოში შემოტანილი ბიტუმი განაბაჟა და გააგზავნა შეთანხმებულ ადგილზე, რაზეც თავად აცნობა ა------- ო-----–---–ს. ტვირთის გადატანა მოხდა არა იმ ქარხანაში, რომელიც მ-----– ბ--------ემ აჩვენათ მათ, არამედ სხვაგან, რის შესახებაც დაუკავშირდა მ-----– ბ--------ეს და უთხრა, რომ თვითონაც მოსულიყო ქარხანაში, თუმცა მისი განცხადებით ვერ ახერხებდა რადგან იმყოფებოდა თბილისში. მ-----– ბ--------ემ განუმარტა, რომ მის ქარხანაში გაზს წნევა არ ჰქონდა და სხვა ქარხანაში უნდა გაეცხელებინათ ბიტუმი და დაეცალა. მ-----– ბ--------ე არაერთხელ დაუკავშირდა მას და ითხოვდა დაეცალათ ბიტუმი, თუმცა ნ-–---ი წინააღმდეგი იყო და ითხოვდა თანხის 10%-ის გადარიცხვას. მ-----– ბ--------ე ბუღალტერს ეუბნებოდა, რომ სანამ არ დაიცლებოდა ბიტუმი, არ გადაფორმდებოდა ის მისი კომპანიის სახელზე და სათანადო დოკუმენტაციას არ წარადგენდა მერიაში, ვერ მოხერხდებოდა თანხის მათთვის გადარიცხვა. ამავდროულად მძღოლები თითეულ დაყოვნებულ დღეზე ითხოვდნენ 100 დოლარს, რამაც განაპირობა საიდის მიერ ბიტუმის დაცლაზე დათანხმება. მას შემდეგ არც ტვირთი და არც თანხა საიდ ჰ-–---- ნ-–---ს არ დაბრუნებია, მ-----– ბ--------ის მიერ მოხდა მხოლოდ 3000 დოლარის ოდენობის თანხის გადახდა მძღოლებისათვის.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ------ შ-–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ აქვს შპს „ვ----------------ი“ და ეწევა საბუღალტრო, საგადასახადო, რეესტრის, მენეჯმენტის მომსახურებებს, იმპორტის-ექსპორტის დოკუმენტალურ მხარდაჭე-რას. 2015 წლის აპრილიდან ემსახურება შპს „ფ-----ს”, რომლის დირექტორიც ს-------–-------–---ა, ხოლო თარჯიმანია ფ------- ფ-–-- (ნ-----–---- ი-----–---ი). 2015 წლის ოქტომბრის თვის ბოლოს მასთან მივიდნენ შპს „ფ-----“-ს დირექტორი საიდ ჰ-–---- ნ-–---ი, მისი თარჯიმანი ფ------- ფ-–-- და უთხრეს, რომ საიდი აპირებდა ბიტუმის იმპორტს. შესაბამისად, მას აუხსნა ბიტუმის შემოტანასთან დაკავშირებული მთელი საგადასახადო სპეციფიკა და ის აუცილებელი ნიუანსები, რაც საიდმა მალევე მოაწესრიგა. ა-------, ფ-–-- და ნ-–---ი ერთად მივიდნენ მასთან და მიუტანეს დაზუსტებული ინფორმაცია შემოსატანი ბიტუმის ოდენობაზე, ფასზე, მიწოდების ფორმაზე, მხარეები ვინ უნდა ყოფილიყვნენ, შემსყიდველი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და მისი დირექტორის პირადი ნომერი, რაც თავად შეიტანა მოწმემ ხელშეკრულებაში და დაბეჭდილი სახით გადასცა მათ ორ ეგზემპლარად. ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველი იყო შპს „ჯ----“, რომლის დირექტორი რეესტრის მონაცემების თანახმად, იყო მ-----– ბ--------ე. ხელშეკრულება დაიდო და შესაბამისად იმპორტირებულ იქნა ექვსი მანქანა ბიტუმი. საიდის თხოვნით მან დაურეკა მ.ბ--------ეს და მოთხოვა მიღება-ჩაბარების აქტი, რაზედაც მ-–-- განუცხადა რომ რა საჭირო იყო მიღება-ჩაბარების აქტზე საუბარი მათ შორის, მან გაწია ხარჯები შპს „ფ-----ს“ ნაცვლად, მძღოლებს თანხები გადაუხადა და ა.შ. ნდობა უკვე იყო მათ შორის, ამიტომ მოითხოვა ნავთობპროდუქტები გადაეწერათ მისთვის. რაზედაც მიიღო უარი მისგან, რადგან ჯერ 10% უნდა ჩაერიცხა, შემდეგ სრულად თანხა და ამის შემდეგ გადააწერდნენ ნავთობპროდუქტებს. მ.ბ--------ემ განაცხადა, რომ იგი თანხას ვერ ჩაურიცხავდა თუ არ წარადგენდა შესყიდვის დოკუმენტს. ამის შემდეგ მ-----–მა უთხრა ტენდერის პირობები, რომ არ დაერღვია სხვისგან უკვე შეიძინა ბიტუმი, თუმცა, საიდი რომ არ დაზარალებულიყო მის მიერ შემოტანილ ბიტუმს შეიძენდა შპს ,,გ-------–ი“, რომლის რეკვიზიტებიც გამოაგზავნა და თხოვა აღნიშნულ შპს-ზე გადაეწერა ბიტუმი. შეადგინა ახალი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსყიდველი შპს ,,ჯ----’’-ს ჩაანაცვლებდა შპს ,,გ-------–ი“ და გადაიხდიდა შესაბამის თანხას და ნიმუში გადაუგზავნა მ-–-- ელექტრონული ფოსტით, რომელმაც რამოდენიმე წუთში დაუბრუნა უკან ეს დოკუმენტები, დანართზე მ.ბ--------ის სახელით ხელმოწერილი და შპს „ჯ----“-ს ბეჭედდასმული, ხოლო ხელშეკრულება შპს „გ-------–ის“ ბეჭედდასმული და მისი დირექტორის ხელმოწერილი. ამის შემდეგ მ.ბ--------ეს ვეღარ დაუკავშირდნენ, ტელეფონი გამორთული ქონდა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ--–- შ-–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის მ------ შ-–----–---–ის მეუღლე. დასაქმებულია მ------ შ-–----–---–ის მიერ დაარსებულ შპს „ვ----------------“-ში, რომელიც კომპანიებს უწევს საბუღალტრო და სხვა სახის მომსახურებებს. თავის სახელზე რეგისტრირებული მაგთის ქსელში ჩართული სააბონენტო ნომრით: 5----------- სარგებლობს მისი მეუღლე - მ------ შ-–----–---–ი, რომლის თხოვნით მაგთიდან ამოიღო ზემოხსენებულ სააბონეტო ნომერზე ორი-სამი თვის განმავლობაში შემომავალი და გამავალი ზარების ნუსხა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ------- თ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ნ-----–----ის იგივე ფ------- ფ-–--ს მეგობარი. 2015 წლის ბოლოს ნ-----–----ის თხოვნით, თავისი მანქანით ქუთაისში წაიყვანა ეს უკანასკნელი და საიდ ნ-–---ი ბიტუმის შეძენასთან დაკავშირებულ საკითხზე. მანქანას თავად მართავდა, მათ ასევე ახლდათ ა------- ო-----–---–ი. ისინი მივიდნენ რესტორნის შენობაში მდებარე ოფისში, სადაც დახვდათ კომპანიის დირექტორი მ-----– ბ--------ე და კიდევ ერთი პიროვნება. საიდმა და ბ--------ემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, დაუსვეს ბეჭდები და შემდეგ ყველა ერთად გაემგზავრნენ მ-----– ბ--------ის ქარხანაში. საიდმა და ფ-------მა დაათვალიერეს ქარხანა, ხოლო თავად ელოდებოდათ ქარხნის ეზოში, მანქანაში. ამის შემდეგ იმავე დღეს დაბრუნდნენ თბილისში. რამოდენიმე ხნის შემდეგ, მას დაურეკა ფ-------მა და თხოვა, რომ ბიტუმი იყო ჩამოსული და საიდს წაყოლოდა ქუთაისში, ტვირთის უნდა შეემოწმებინა. საიდი და თავად ჩამოვიდნენ ქუთაისში და მივიდნენ იმ ქარხანაში, რომელშიც წინათ იყვნენ, თუმცა სატვირთო მანქანები იქ არ დახვდათ. საიდმა დაურეკა სატვირთო მანქანების მძღოლს, რომელმაც მიასწავლა მათი ყოფნის სავარაუდო მისამართი. მივიდნენ სხვა ქარხანაში, ნიკეას ქუჩის ბოლოში, სადაც იცლებოდა მანქანა. მოწმის განცხადებით ხელშეკრულების გაფორმებას თავად ესწრებოდა, რა დროსაც მ-----– ბ--------ეს და საიდს საუბარს უთარგმნიდათ ფ-------ი.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ------- გ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შპს „გ-------ს“ დირექტორი და 2015 წლიდან ახორციელებს ბიტუმის რეალიზაციას. მას კავშირი აქვს პირებთან, რომელთაც სურთ ბიტუმის ყიდვა-გაყიდვა, რა დროსაც გაიცნო გ------- კ------ე. მის მეგობრებს პ----- ყ-----–-–---–ისა და ლ---- ხ----------ეს აქვთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ი-------–-------–---–-“, რომელიც მდებარეობს თბილისში ა----–----ლის გამზირი N4--–ი. ამ მისამართზე ხშირად მიდიოდა, სადაც იყენებდა იქ არსებულ საერთო სარგებლობის კომპიუტერს და ახორციელებდა საბუღალტრო ან სხვა სახის საქმიანობას. სწორედ აღნიშნულ ოფისში მიმართა მას გ-- კ------ემ და სთხოვა დახმარებოდა ბიტუმის რეალიზაციაში, რომელიც უნდა მომხდარიყო მისი ფირმით. ბიტუმის რაოდენობა იყო 6 ავტომანქანა, რის შესახებაც ის ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა პიროვნებას, კერძოდ თ----- ქ---------ეს, რომელმაც გამოთქვა სურვილი და რის შემდეგაც გ-- კ------ეს გადასცა თ----- ქ---------ის ტელეფონის ნომერი. რამდენიმე დღის შემდეგ მასსა და თ----- ქ---------ეს შორის მოხდა გასაუბრება, რა დროსაც თ----- ქ---------ემ კმაყოფილება გამოთქვა ბიტუმის მიღების შესახებ. ამავე ოფისში გაიცნო ა------- ო-----–---–ი, რომელიც კომპანიის დამფუძნებლის - ლ---- ხ----------ის ბიძაშვილია.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ------ ჭ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის სექტემბერში დაარსა “M---------”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის თვითონ. იმავე წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყო ბიტუმის რეალიზაცია, თუმცა მალევე შეეშვა ამ საქმიანობას. 2015 წელს მისმა მეგობრებმა გახსნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ი-------–-------–----“, რომლის ოფისშიც განთავსებული იყო კომპიუტერები რომლითაც სარგებლობა შეეძლო იქ მიმსვლელ ყველა პირს. მან აღნიშნულ ოფისში გაიცნო გ------- კ------ე და ა------- ო-----–---–ი, ეს უკანასკნელი არის მისი მეგობრის ნათესავი.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული თ----- ქ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის საგზაო სამშენებლო კომპანია შპს „ო-----------ს“ მფლობელი, რომელიც დაარსა 2005 წელს ბ--------- ბ--------–---–თან ერთად. კომპანია სხვადასხვა პროდუქციასთან ერთად აწარმოებს ბიტუმის შეძენასაც. შპს „ო-----------“ ადრე იწოდებოდა როგორც შპს „წ---–-------------------ი“. 2015 წლის ნოემბრის თვეში მას დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება და შესთავაზა 6 მანქანა ბიტუმის შეძენა. იმ პერიოდისთვის მას სჭირდებოდა მხოლოდ 5 მანქანა ბიტუმი, რაც შეიძინა, ხოლო მისმა პარტნიორმა - მ------ ყ------მა კომპანია „დ----“-ის მეწილემ შეიძინა ერთი მანქანა ბიტუმი. როდესაც ანგარიშფაქტურებით მოხდა ბიტუმის დაწერა მის კომპანიაზე, ბუღალტერმა მოახდინა ანგარიშსწორება გამყიდველთან შპს ,,გ-------–თან“. გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა მოხდა ნაწილ-ნაწილ. მთლიანი გადარიცხული თანხა შეადგენდა დაახლოებით 110 000 ლარს.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ----- ყ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შპს „--–----–--- დირექტორი, რომელიც ახორციელებს ბიტუმის რეალიზაციას სხვადასხვა კომპანიებზე. ასევე არის შპს „დ----“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2015 წლის 30 ნოემბერს, შპს „ო----------მა“ შემოიყვანა 6 ავტომანქანა ბიტუმი, რომელთაგან თითო იტევს დაახლოებით 22-25 ტონას. მათგან 5 ავტომანქანა ბიტუმი შეიძინა შპს „ო----------მა“, ხოლო ერთი ავტომანქანა შეიძინა შპს „დ----“-მა. ბიტუმის გამყიდველი იყო შპს „გ-------–ი“, რომელსაც საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა 20000 ლარამდე.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პ----- ყ-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის შპს „თ------ი“-ს დირექტორი. 2015 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე მისი შპს დაკავებული იყო ბიტუმის შემოტანა-რეალიზაციით. 2013 წელში მან და ლ---- ხ----------ემ დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ი-------–-------–----“. ამ ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეწყვიტა 2015 წლის ბოლოს, სადაც ხდებოდა ანგარიშ-ფაქტურების დამზადება, რომელსაც წერდნენ მ------ ჭ----------ე და გ-- გ-----–---–ი. მოწმე იცნობს გ------- კ------ეს, რომელსაც ჰქონდა შპს „გ-------–ი“, დაინტერესებული იყო ბიტუმის რეალიზაციით, ხოლო თ---------- დ--–---–---–ი მათ ოფისში მიიყვანა ა------- ო-----–---–მა, რომელიც არის ლ---- ხ----------ის ბიძაშვილი. თ---------- დ--–---–---–ი, როდესაც მეორედ მივიდა მათ ოფისში, ეძებდა ა------- ო-----–---–ს, რომელიც ემალებოდა მას.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ---–- კ-----–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ასფალტის დამამზადებელ და ქვის სამსხვრევ ქარხანა შპს „ნიშნულში“, რომელიც მდებარეობს წ---–-----ოს რაიონი, სოფელ ზედა მ------ში. მოწმის განმარტებით, 2015 წლის ნოემბრის ბოლოს შპს „დ----“-ის და შპს „ო-----------ს“ მიერ ქარხანაში შემოვიდა 6 ბიტუმით დატვირთული მანქანა, რომელიც ანგარიშფაქტურების თანახმად იყო შპს „გ-------–ის“. მათ შორის ხუთი მანქანა შეიძინა შპს „ო----------მა“, ხოლო ერთი შპს „დ----“-მა. მოწმის განცხადებით იგი ექვსივე მანქანის დაცლას თავად ხელმძღვანელობდა. ბიტუმის შემომტან ირანელ მძღოლებს თანხა გადაუხადეს მათ, ვინც ისინი მოიყვანა ქარხანაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული მ-------- ს-------- ზ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის ირანის მოქალაქე. მუშაობს ქალაქ ტაბრიზში დ-----ას ფირმაში მძღოლად, რომელსაც ყავს საკუთრებაში ბიტუმის გადამზიდი ავტომანქანა. 2015 წლის ნოემბერში, დ-----ას ფირმიდან ექვს მძღოლს დაევალა ბიტუმის საქართველოში გადაზიდვა. ექვსივემ საქართველოში ჩამოიტანეს დაახლოებით 140-150 ტონა ბიტუმი. მეორე დღეს მივიდა ბიტუმის ირანელი მეპატრონე, რომელმაც განაბაჟა ექვსივე ავტომანქანა ბიტუმი და უთხრა მათ, რომ გამგზავრებულიყვნენ ქუთაისის მიმართულებით, სადაც დახვდებოდათ ბიტუმის მყიდველი და ის მიიყვანდა მათ ქარხანაში. ქუთაისისკენ გამგზავრებაში მას დამატებით მოთხოვეს თითო ავტომანქანაში 500 აშშ დოლარის გადახდა, რაზეც მან უთხრათ, რომ ბიტუმის მყიდველი გადაუხდიდა თანხას ქარხანაში. გამოემგზავრნენ ქუთაისისკენ, სადაც ავტომანქანით მათთან მივიდნენ უცნობი ქართველი 2 მამაკაცი და უთხრეს, რომ გაყოლოდნენ უკან და მიიყვანეს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ ასფალტის დამამზადებელ ქარხანაში. ქარხანაში ავტომანქანები დააყენეს გაცხელებაზე და მეორე დღეს უკვე მზად იყო დასაცლელად, მაგრამ მძღოლებმა უარი უთხრეს ბიტუმის დაცლაზე, რადგანაც ქუთაისამდე გამომგზავრების თანხა 500-500 აშშ დოლარი ქონდათ მათთვის მისაცემი. იმავე დღეს დაახლოებით 19-20 საათზე ქარხანაში ავტომანქანით მოვიდა მათთვის უცნობი ორი მამაკაცი, ერთ-ერთი უფრო ახალგაზრდა იყო და ცოტა იცოდა სპარსული, რომელმაც მათ უთხრა, რომ ბიტუმი მას ქონდა შეძენილი, რომ დაეწყოთ ბიტუმის დაცლა და დაეცალათ ხუთი ავტომანქანა, ხოლო მეექვსე დაეცალათ, როდესაც გადაუხდიდა საერთო ჯამში 3 000 აშშ დოლარს. მძღოლები დაეთანხმნენ მას და იმავე ღამეს დაცალეს ხუთი ავტომანქანა ბიტუმი, ხოლო მეექვსე მანქანა, რომელიც ეკუთვნოდა ე------- დ-–-----------–----ს არ დააცლევინეს. მეორე დღეს მივიდა ბიტუმის მეპატრონე ირანელი, რომელსაც მან უსაყვედურა თუ რატომ არ უხდიდნენ თანხას, რაზედაც მან უპასუხა, რომ გაარკვევდა. ამის შემდეგ ქარხანაში მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც ერთ-ერთ მძღოლს გადასცა 3 000 აშშ დოლარი და ე------- დ-–-----------–----მ დააცლევინა მისი ავტომანქანა და გაემგზავრნენ ირანში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული დ-------- დ-–---- ჰ------–----ს ჩვენებით ირკვევა, რომ არის ირანის მოქალაქე. მუშაობს ქალაქ ტაბრიზში ფირმა დ-----აში მძღოლად და ყავს მისაბმელიანი ავტომანქანა, რომელიც არის ბიტუმის გადამზიდი. 2015 წლის ნოემბრის ბოლოს, დაევალათ ბიტუმის საქართველოში გადაზიდვა. მასთან ერთად საქართველოში წამოვიდნენ მისი ძმები ე------- და იოსეფ დ-–-----------–----ები, ასევე სხვა სამი ირანელი მძღოლი, რომლებმაც საერთო ჯამში საქართველოში ჩამოიტანეს 140-150 ტონა ბიტუმი. რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, მეორე დღეს საიდ ჰ-–---- ნ-–---მა, რომელიც იყო ბიტუმის მეპატრონე განაბაჟა ბიტუმი და უთხრა მათ, რომ ექვსივე ავტომანქანით გამგზავრებულიყვნენ ქუთაისის მიმართულებით. მან ასევე უთხრა მათ, რომ ქ. ქუთაისთან დახვდებოდათ ქარხნის მეპატრონე და ის მიიყვანდა მათ ქარხანაში, სადაც უნდა დაეცალათ ბიტუმი. მძღოლებმა ქუთაისისკენ გამგზავრებაში დამატებით მოითხოვეს თითო ავტომანქანაში 500 აშშ დოლარის გადახდა, რა დროსაც მან უთხრა, რომ ქარხანაში გადასცემდნენ მათ 3 000 აშშ დოლარს. გამოემგზავრნენ და მიიყვანეს ქუთაისის დასაწყისში მდებარე ერთ-ერთ ასფალტის დამამზადებელ ქარხანაში. მძღოლებმა უარი განაცხადეს ბიტუმის დაცლაზე, რადგანაც ქუთაისამდე გამომგზავრების თანხა 3 000 აშშ დოლარი ქონდათ გადასახდელი. საღამოს, ქარხანაში მივიდა მათთვის უცნობი ორი ქართველი მამაკაცი, მათ შორის ერთმა სპარსული ენა იცოდა. იმ ბიჭმა, რომელმაც სპარსული იცოდა უთხრა მათ, რომ ბიტუმი მისი იყო. შეთავაზა დაეწყოთ ბიტუმის დაცლა და ჯერ დაეცალათ ხუთი ავტომანქანა, ხოლო, როდესაც გადაუხდიდა 3000 აშშ დოლარს შემდეგ დაეცალათ მეექვსე ავტომანქანა, რაზედაც დათანხმდნენ. მეორე დღეს ქარხანაში მივიდა მამაკაცი, რომელმაც გადასცა მძღოლებს 3 000 აშშ დოლარი.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ-----– ბ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2007 წელს ჩამოაყალიბა შპს ,,ჯ----“, სადაც აწარმოებდა ასფალტ-ბეტონ-ნარევს. ფირმა რეგისტრირებულია წ---–-----ოში, თ----------ის ქუჩის გაგრძელებაზე, სადაც არის ოფისი, ასფალტის ქარხანა და ბიტუმის შესანახი ავზები. მოწმის განმარტებით ხსენებული საწარმო ფუნქციონირებდა 2007 წლიდან 2014 წლის ბოლომდე, ხოლო შემდგომ დაედო ვალები და შეწყვიტეს ფუნქციონირება. 2016 წელს გამოკითხეს ფინანსურ პოლიციაში, რა დროსაც შეიტყო, რომ 2015 წელს მისი ფირმის ,,ჯ----“ სახელით მოხდა ბიტუმის შეძენაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, სადაც იყო დასმული მისი ხელისმოწერა და მისი ფირმის ბეჭედი. შემდგომ, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ბეჭედი და ფაქსიმილია იყო გაყალბებული. მოწმის განმარტებით თ---------- დ--–---–---–ს იცნობს 20 წელია, რადგან ისიც ახდენდა ბიტუმის რეალიზაციას. 2012 წელს მას თ---------- დ--–---–---–ისგან აქვს შენაძენი ბიტუმი. საწარმოს მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებებზე ხელმოწერასა და ბეჭდის დასმას ახორციელებდა თავად მ-----– ბ--------ე, მათ შორის იმ დოკუმენტაციაზეც რაც გაფორმდა მის საწარმოსა და თ---------- დ--–---–---–ს შორის ბიტუმის შეძენასთან დაკავშირებით, აღნიშნულ დოკუმენტში ასევე მითითებული იყო ის შვიდნიშნა კოდი, რომლის მეშვეობით კომპანია ახორციელებდა ბიტუმის რეალიზაციას.
N001 ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2015 წლის 31 ოქტომბერს შპს ,,ფ-----ს“ და შპს ,,ჯ----“-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. მის საგანს წარმოადგენდა ირანში წარმოებული 140 ტონა ბიტუმის პოლიბეკი, რაცსაც (ერთ ტონას) 485 აშშ დოლარად შეისყიდიდა შპს ,,ჯ----“. მიწოდების ადგილად განისაზღვრა ქალაქი წ---–-----ო. მხარეთა რეკვიზიტებში მითითებულია, რომ გამყიდველი კომპანია არის შპს ,,ფ-----“ ს/ნ 4--------, ხოლო მყიდველია შპს ,,ჯ----“. ხელშეკრულების ხელისმომწერნი არიან - შპს ,,ფ-----ს“ დირექტორი საიდ ჰ-–---- ნ-–---ი (B--------) და შპს ,,ჯ----“-ის დირექტორი მ-----– ბ--------ე (პ/ნ 5----------). ხელშეკრულებაზე დასმულია ბეჭდები.
N 002 ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2015 წლის 3 დეკემბერს შპს ,,ფ-----ს“ და შპს ,,გ-------–ს“ შორის გასაფორმებლად მომზადდა ნასყიდობის ხელშეკრულება N 002. რომლის საგანს წარმოადგენდა ირანში წარმოებული 140 ტონა ბიტუმი, რომელსაც ერთ ტონას 485 აშშ დოლარად შეისყიდიდა შპს ,,გ-------–ი“. მიწოდების ადგილად განისაზღვრა ქალაქი წ---–-----ო. მხარეთა რეკვიზიტებში მითითებულია, რომ გამყიდველია შპს ,,ფ-----“ ს/ნ 4--------, ხოლო მყიდველია შპს ,,გ-------–ი“ ს/ნ 4--------. ხელშეკრულებაზე დასმულია მხოლოდ შპს ,,გ-------–ის“ დირექტორის გ------- კ------ის ხელმოწერა (პ/ნ 0----------), ასევე დასმულია შპს ,,გ-------–ის“ ბეჭედი და მითითებულია მისი საბანკო რეკვიზიტები. ამავე ხელშეკრულებას თან ახლავს დანართი N1 (03.12.2015), საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,ფ-----ს“ და შპს ,,ჯ----“-ის დირექტორები მ-----– ბ--------ე და ს-------–-------–---ი თანხმდებიან, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება N001-ის საფუძველზე გამყიდველის მიერ იმპორტით ჩამოტანილი და სტაციონარში დასაწყობებული ექვსი სატვირთო მანქანა ბიტუმი იმავე პირობებით გაიყიდოს შპს ,,ჯ----“-ის მიერ მითითებულ კომპანიაზე, კერძოდ, შპს ,,გ-------–ზე“ ს/ნ 4--------, რომლის დირექტორია გ------- კ------ე და შედგეს ნასყიდობის ხელშეკრულება N002. ხელშეკრულებაზე დასმულია მხოლოდ შპს ,,ჯ----“-ის დირექტორის მ-----– ბ--------ის ხელმოწერა (პ/ნ 5----------) და ამავე ფირმის ბეჭედი.
შემოსავლების სამსახურის წერილით დადგენილია, რომ შპს ,,გ-------–ზე’’ (ს.ნ 4--------) და მის დირექტორზე ,,გ------- კ------ეზე’’ (პ/ნ 0----------) 2015-2016 წლებში ნავთობის ბიტუმი და ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავების სხვა ნარჩენებზე ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის ფაქტი არ ფიქსირდება. 2015 წლის ნოემბრის თვის დეკლარაცია წარდგენილია ნულოვანი სახით. მას ბიუჯეტთან ანგარიშსწორება არ განუხორციელებია. ამასთან, შპს ,,გ-------–ი“ 2015 წლის 30 ნოემბერს, 9:35-12:23 დროს მონაკვეთში შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების სისტემაში შესვლას ახორციელებდა შემდეგი IP მისამართებით: 2-------------------------------
2016 წლის 15 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა საიდ ჰ-–---- ნ-–---ის მიერ წარმოდგენილი, მის მიერ საქართველოში შემოტანილი ბიტუმის, ავტომანქანების მძღოლებზე გაწერილი 6 ცალი საგზური, კერძოდ: დ-------- დაშთიყანდილუს სახელზე გაცემული საგზური, რომელზეც დასმულია როგორც ირანული, ასევე ქართული ბეჭდები. საგზურზე ქართული ბეჭდებიდან დასმულია ოთხი შემოსავლების სამსახურის ბეჭედი და ერთი შპს ,,გ-------–ი’’-ს ბეჭედი. მითითებულია - ბიტუმი 24970 კგ. ფ------- ბოლური დეკარაგანის სახელზე გაცემული საგზური, რომელზეც დასმულია როგორც ირანული, ასევე ქართული ბეჭდები. საგზურზე ქართული ბეჭდებიდან დასმულია ოთხი შემოსავლების სამსახურის ბეჭედი და ერთი შპს ,,გ-------–ი’’-ს ბეჭედი. მითითებულია - ბიტუმი 24610 კგ. ე------- ნამაზის სახელზე გაცემული საგზური, რომელზეც დასმულია როგორც ირანული, ასევე ქართული ბეჭდები. საგზურზე ქართული ბეჭდებიდან დასმულია ოთხი შემოსავლების სამსახურის ბეჭედი და ერთი შპს ,,გ-------–ი’’-ს ბეჭედი. მითითებულია - ბიტუმი 23850 კგ. იოსუფ დაშთი ყანდილუს სახელზე გაცემული საგზური, რომელზეც დასმულია როგორც ირანული, ასევე ქართული ბეჭდები. საგზურზე ქართული ბეჭდებიდან დასმულია ოთხი შემოსავლების სამსახურის ბეჭედი და ერთი შპს ,,გ-------–ი’’-ს ბეჭედი. მითითებულია - ბიტუმი 24050 კგ. ე------- დაშთი ყანდილუს სახელზე გაცემული საგზური, რომელზეც დასმულია როგორც ირანული, ასევე ქართული ბეჭდები. საგზურზე ქართული ბეჭდებიდან დასმულია ოთხი შემოსავლების სამსახურის ბეჭედი და ერთი შპს ,,გ-------–ი’’-ს ბეჭედი. მითითებულია - ბიტუმი 23460 კგ. მაჰბუბ ს-------- ზ------ის სახელზე გაცემული საგზური, რომელზეც დასმულია როგორც ირანული, ასევე ქართული ბეჭდები. საგზურზე ქართული ბეჭდებიდან დასმულია ოთხი შემოსავლების სამსახურის ბეჭედი და ერთი შპს ,,გ-------–ი’’-ს ბეჭედი. მითითებულია - ბიტუმი 25210 კგ.
სასამართლოში გამოკვლეულ ნავთობპროდუქტების სპეციალურ ანგარიშფაქტურებით: 1) ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა N2------ში, გაცემული 2015 წლის 30 ნოემბერს, მითითებულია შპს ,,გ-------–ის“ მიერ შპს ,,წ---–-------------------ისათვის“ 24610 კგ. ბიტუმის მიწოდების შესახებ. ანგარიშფაქტურაში მითითებულია გამყიდველი შპს ,,გ-------–ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, მყიდველი შპს წ---–-----ო ,,გზასერვისი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------. ტრანსპორტირების დაწყების მისამართი ქ. თბილისი, ს-------ის რაიონი/რკინიგზის სადგური, ველის მიმდ. ტერიტორია ს.კ 0---------------, ტრანსპორტირების დასრულების მისამართი ქ. წ---–-----ო/ზედა მ------ი. სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი M------------------- მძღოლი და პირადი ნომერი F-----------------------------------. საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით 21900,11; დღგ-ს თანხა 3340,69; 2) ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა N2------ში, გაცემული 2015 წლის 30 ნოემბერს, მითითებულია შპს ,,გ-------–ის“ მიერ შპს წ---–-----ო ,,გ----------------ის“ 24970 კგ. ბიტუმის მიწოდების შესახებ. ანგარიშფაქტურაში მითითებულია გამყიდველი შპს ,,გ-------–ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, მყიდველი შპს წ---–-----ო ,,გზასერვისი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------, ტრანსპორტირების დაწყების მისამართი ქ. თბილისი ს-------ის რაიონი/რკინიგზის სადგური, ველის მიმდ. ტერიტორია 0---------------, ტრანსპორტირების დასრულების მისამართი ქ. წ---–-----ო/ზედა მ------ი, სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი F-------------------- მძღოლი და პირადი ნომერი D-------------------------------, საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით 22220,47; დღგ-ს თანხა 3389,56; 3) ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა N2------ში, გაცემული 2015 წლის 30 ნოემბერს, მითითებულია შპს ,,გ-------–ის“ მიერ შპს ,,წ---–-------------------ისათვის“ 23850 კგ. ბიტუმის მიწოდების შესახებ. ანგარიშფაქტურაში მითითებულია გამყიდველი შპს ,,გ-------–ი’’, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, მყიდველი შპს ,,წ---–-------------------ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------, ტრანსპორტირების დაწყების მისამართი ქ. თბილისი ს-------ის რაიონი/რკინიგზის სადგური, ველის მიმდ. ტერიტორია 0---------------, ტრანსპორტირების დასრულების მისამართი ქ. წ---–-----ო/ ზედა მ------ი, სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი M--------------------, მძღოლი და პირადი ნომერი E----------------------, საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით 21223,8; დღგ-ს თანხა 3237,53; 4) ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა N2------ში, გაცემული 2015 წლის 30 ნოემბერს, მითითებულია შპს ,,გ-------–ის“ მიერ შპს ,,წ---–-------------------ისათვის“ 23460 კგ. ბიტუმის მიწოდების შესახებ. ანგარიშფაქტურაში მითითებულია გამყიდველი შპს ,,გ-------–ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, მყიდველი შპს ,,წ---–-------------------ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------, ტრანსპორტირების დაწყების მისამართი ქ. თბილისი ს-------ის რაიონი/რკინიგზის სადგური, ველის მიმდ. ტერიტორია 0---------------, ტრანსპორტირების დასრულების მისამართი ქ. წ---–-----ო/ ზედა მ------ი, სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი H-------------------- მძღოლი და პირადი ნომერი E--------------------------------, საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით 20876,74; დღგ-ს თანხა 3184,59; 5) ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა N2------ში, გაცემული 2015 წლის 30 ნოემბერს, მითითებულია შპს ,,გ-------–ის“ მიერ შპს ,,წ---–-------------------ისათვის“ 24050 კგ. ბიტუმის მიწოდების შესახებ. ანგარიშფაქტურაში მითითებულია გამყიდველი შპს ,,გ-------–ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, მყიდველი შპს ,,წ---–-------------------ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------, ტრანსპორტირების დაწყების მისამართი ქ. თბილისი ს-------ის რაიონი/რკინიგზის სადგური, ველის მიმდ. ტერიტორია 0---------------, ტრანსპორტირების დასრულების მისამართი ქ. წ---–-----ო/ ზედა მ------ი, სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი F--------------------- მძღოლი და პირადი ნომერი Y-------------------------------, საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით 21401,78; დღგ-ს თანხა 3264,68; ს.ს. 6) ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა N2------ში, გაცემული 2015 წლის 30 ნოემბერს, მითითებულია შპს ,,გ-------–ის“ მიერ შპს ,,დ----“- ისთვის 25210 კგ. ბიტუმის მიწოდების შესახებ. ანგარიშფაქტურაში მითითებულია გამყიდველი შპს ,,გ-------–ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, მყიდველი შპს ,,დ----“, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, ტრანსპორტირების დაწყების მისამართი ქ. თბილისი ს-------ის რაიონი/რკინიგზის სადგური, ველის მიმდ. ტერიტორია 0---------------, ტრანსპორტირების დასრულების მისამართი ქ. წ---–-----ო/ ზედა მ------ი, სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი I----------------------------, მძღოლი და პირადი ნომერი M------------------------------, საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით 22434,51; დღგ-ს თანხა 3422,21;
1) ს.ს. ,,თიბისი ბანკის“ საგადასახადო დავალების ქვითარი N1---------. გაცემის თარიღი 30.11.2015. გადამხდელი შპს ,,წ---–-------------------ი“. ს/კ 2--------. მიმღები შპს ,,გ-------–ი“. მიმღების ანგარიში GE 7-------------------. თანხა 63,502,32 ლარი. გადახდის დანიშნულება - ბიტუმის ღირებულება; 2) ს.ს. ,,თიბისი ბანკის“ საგადასახადო დავალების ქვითარი N1---------. გაცემის თარიღი 30.11.2015. გადამხდელი შპს ,,დ----“. ს/კ 4--------. მიმღები შპს ,,გ-------–ი“. მიმღების ანგარიში GE 7-------------------. თანხა 22,434,51 ლარი. გადახდის დანიშნულება - ბიტუმის ღირებულება; 3) ს.ს ,,თიბისი ბანკის“ საგადასახადო დავალების ქვითარი N1---------. გაცემის თარიღი 14.12.2015. გადამხდელი შპს ,,წ---–-------------------ი“. ს/კ 2--------. მიმღები შპს ,,გ-------–ი“. მიმღების ანგარიში GE 7-------------------. თანხა 24,120,58 ლარი. გადახდის დანიშნულება - ბიტუმის ღირებულება; 4) ს.ს ,,თიბისი ბანკის“ საგადასახადო დავალების ქვითარი N1---------. გაცემის თარიღი 18.12.2015. გადამხდელი შპს ,,წ---–-------------------ი“. ს/კ 2--------. მიმღები შპს ,,გ-------–ი“. მიმღების ანგარიში GE 7-------------------. თანხა 20 000 ლარი. გადახდის დანიშნულება - ბიტუმის ღირებულება;
ანალოგიური შინაარსის ინფორმაციაა დაცული სასამართლოში გამოკვლეულ ნავთობპროდუქტების სპეციალურ ანგარიშფაქტურებში, საბანკო საგადასახადო დავალებებსა და შპს ,,გ-------–ის“ კუთვნილ სს ,,თიბისი“ ბანკში არსებული ანგარიშიდან ამონაწერში. კერძოდ, 146 ტონა ბიტუმი შპს ,,გ-------–მა“ ორ კომპანიაზე გაასხვისა 130000 ლარად.
სს ,,თიბისი“ ბანკში არსებულის შპს ,,გ-------–ის“ ანგარიშიდან გასავლის ორდერების თანახმად დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს ორჯერ, ასევე 14 დეკემბერს და 18 დეკემბერს შპს ,,გ-------–ის“ ანგარიშიდან მისმა დირექტორმა გ------- კ------ემ (პ/ნ 0----------) ბიტუმის შესაძენად გაიტანა 129777 ლარი.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ 2015 წლის 26 ნოემბერს საქართველოში სატვირთო ავტომობილებით N6-------; 6-------; 2-------; 4-------; 1-------; 8------- შემოვიდნენ ირანის მოქალაქეები: მ-------- ს-------- ზ------ი, ოუსეფ დ-–----ა-----–----, ე------- დ-–----ა-----–----, დ-------- დ-–----ა-----–----, ე------- ნამაზი და ფაჰრად ბოლოური დეჰკარგანი.
გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით 6------ 6------- დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ 2015 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებულ №001 ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, მეოთხე ფურცელზე გრაფებში: ,,მყიდველი’’ და ,,Buyer’’ მ-----– ბ--------ის გვარით არსებული ხელმოწერები შესრულებულია არა მ-----– ბ--------ის, არამედ სხვა პირის მიერ. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ 2015 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებულ №001 ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, მეოთხე ფურცელზე გრაფებში: ,,მყიდველი’’ და ,,Buyer’’ არსებული მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდები დატანილია არა შესადარებლად წარმოდგენილი შპს ,,ჯ----’’-ის რომელიმე ბეჭდით, არამედ სხვა მრგვალი ბეჭდით.
ექსპერტმა თ.კვერნაძემ დაადასტურა დასკვნის სისწორე სასამართლოში ჩვენების მიცემისას.
2016 წლის 25 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ს-------–-------–---ს წაეკითხა მის მიერ 2016 წლის 24 მაისს გამოკითხვის ოქმი და მიეცა წინადადება დაედასტურებია გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით, ჩვენების ადგილზე შემოწმებით ან დაეზუსტებინა იგი. ს-------–-------–---მა მთლიანად დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 24 მაისს გამოკითხვის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ გამოკითხვის ოქმზე რაიმე დასამატებელი ან დასაზუსტებელი არ აქვს. აღნიშნულის შემდეგ ს-------–-------–---ის მითითებით მივიდნენ ქ. ქუთაისში ზ. გ------------ას ქუჩა პირველი შესახვევი N1--–ი მდებარე რესტორან ,,ს--------თან’’, სადაც ს-------–-------–---მა მიუთითა, რომ 2015 წლის 04 ნოემბერს მ-----– ბ--------ესთან შესახვედრად აღნიშნული რესტორანში მივიდა თავად, ფ------- ფ-–--, ა------- ო-----–---–ი და გ------- თ--------–---–ი. ხსენებულ შენობაში შესვლის გზით იქ განთავსებული შპს ,,გ-------ის’’ დირექტორისაგან პ------ გ-----–---აგან მიღებული იქნა წერილობითი თანხმობა შენობაში შესასვლელად და საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. შენობაში შესვლის შემდეგ ს-------–-------–---მა მიუთითა ხელმარჯვნივ მდებარე მოყავისფრო ფერის ხის კარზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ოთახში შევიდნენ ის და მისი თანმხლები პირები მ-----– ბ--------ესთან შესახვედრად და ხელშეკრულების გასაფორმებლად. აღნიშნულის შემდეგ ს-------–-------–---ის მითითებით შევედით აღნიშნულ ოთახში, სადაც მან განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ოთახში შეხვდა ის და მისი თანმხლები პირები მ-----– ბ--------ეს და მის თანმხლებ პირს. მანვე მიუთითა მაგიდაზე, სადაც მისი განმარტებით მან და მ-----– ბ--------ემ ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და დაუსვეს თავიანთი ბეჭდები. აღნიშნულის შემდეგ, ს-------–-------–---ის მითითებით მივიდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ს------ის ტერიტორიაზე. რამოდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ ს-------–-------–---ის მითითებით ავტომანქანა შეაჩერეს იქვე არსებულ ,,გაზოლის’’ ბენზოგასამართ სადგურთან, რა დროსაც ს-------–-------–---მა მიუთითა აღნიშნული ბენზოგასამართი სადგურის მარცხენა მხარეს გამავალ მეორე ხარისხოვან საავტომობილო გზაზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ გზაზე გადაუხვიეს მათ 2015 წლის 03 ნოემბერს და გაემართნენ მ-----– ბ--------ის ქარხნისაკენ. აღნიშნულ გზაზე დაახლოებით 700 მეტრის გავლის შემდეგ მივიდნენ შპს ,,გ-------ის’’ კუთვნილ ასფალტ-ბეტონის ქარხანასთან, რა დროსაც ს-------–-------–---მა განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნულ ქარხანაში მიიყვანა ის და მისი თანმხლები პირები მ-----– ბ--------ემ და განუმარტა, რომ იყო მისი ქარხანა. აღნიშნულ ქარხანაში შესვლამდე, მითითებულ ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მიღებული იქნა აღნიშნული ქარხნის საწარმო ბაზის მენეჯერ ე-–------ ჟ----–---–---ის წერილობითი თანხმობა ქარხნის ტერიტორიაზე შესვლისა და იქ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. ს-------–-------–---მა მიუთითა შესასვლელ ჭიშკარზე და განმარტა, რომ აღნიშნული ჭიშკრის გავლით შევიდნენ ისინი ავტომანქანებით ქარხნის ტერიტორიაზე. მითითებულ ადგილზე მისვლისას მ-----– ბ--------ემ მას კიდევ განუმარტა, რომ ეს ქარხანა იყო მისი. აღნიშნულს შემდეგ ს-------–-------–---ის მითითებით დაბრუნდნენ ავტობანზე და მისივე მითითებით გაემართნენ დასავლეთის მიმართულებით. ს-------–-------–---ის მითითებით ავტობანიდან გადაუხვიეს წ---–-----ოს რაიონის სოფელ გეგუთის მიმართულებით მიმავალ გზაზე, რომელიც უერთდება ქ. ქუთაისში მდებარე ნიკეას ქუჩას. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას, ნიკეას ქუჩაზე მისვლამდე, წ---–-----ოს რაიონის სოფელ ზედა მ------ის ტერიტორიაზე ს-------–-------–---ის მითითებით მოძრაობა გააგრძელეს ხელმარჯვნივ, რის შედეგადაც მივიდნენ შპს ,---–----–---- ასფალტის ქარხანასთან. სწორედ აღნიშნულ ქარხანაზე მიუთითა და განმარტა ს-------–-------–---მა, რომ მითითებულ ქარხანაში მოხდა მის მიერ საქართველოში შემოტანილი ბიტუმის დაცლა. ასევე სწორედ აღნიშნულ ქარხანაში მივიდნენ ის და გ------- თ--------–---–ი ერთ-ერთი მძღოლის მითითებით, 2015 წლის 30 ნოემბერს. მანვე მიუთითა ქარხნის შესასვლელი ადგილი, სადაც მისი განმარტებით იდგა ხუთი დაცლილი სატვირთო ავტომანქანა, ხოლო ერთი ბიტუმით სავსე ავტომანქანა იმყოფებოდა ქარხნის ეზოში, მანვე დააზუსტა, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული აქვს ტვირთის განბაჟების თარიღად 27 ოქტომბერი, რაც რეალურად არის 27 ნოემბერი. აღნიშნულის შემდეგ შპს ,---–----–---- ტერიტორიაზე შესვლა და საგამოძიებო მოქმედების გაგრძელების მიზნით მიღებული იქნა შპს ,---–----–---- ქარხნის ხელმძღვანელის გ---–- კ-----–--–---–ს წერილობითი თანხმობა, რის შემდეგაც შევიდნენ აღნიშნული ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ს-------–--- ნ-–---მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მისი განმარტებით იდგა ერთი, ბიტუმისაგან დაუცლელი სატვირთო ავტომანქანა და მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ აღნიშნული ავტომანქანის მძღოლს გადაუხადეს ტრანსპორტირების თანხა და პრობლემა აღარ არსებობდა ბიტუმის დაცლას აღარ დალოდებია და გ------- თ--------–---–თან ერთად გაემგზავრა ქ. თბილისში. საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა და მიმდინარეობა დასურათდა.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობ პირს ფ------- ფ-–--ს ამოსაცნობად წარედგინა ოთხი პიროვნება, მათ შორის გ------- ვ--–------ის ძე კ------ე; ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა განაცხადა, რომ რიგით მესამე ფოტოსურათზე გამოსახულ პიროვნებას (გ------- კ------ე) ძალიან ამსგავსებს იმ პირს, რომელიც ჯერ ქ. თბილისში საიდ ჰ-–---- ნ-–---ის ოფისში ახლდა მ-----– ბ--------ეს, ხოლო შემდეგ დახვდათ მ-----– ბ--------ესთან ერთად ქ. ქუთაისში, ამ უკანასკნელის ოფისში, სადაც ნასყიდობის ხელშეკრულებაზე საით ჰ-–---- ნ-–---მა და მ-----– ბ--------ემ ხელი მოაწერეს და დაუსვეს ბეჭედი. ამომცნობმა პირმა მესამე ფოტოსურათზე მოთავსებული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ამსგავსებს მოგრძო სახით, ცხვირის, თვალების, წარბების მოყვანილობით და სახის საერთო იერით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ საიდ ჰ-–---- ნ-–---ს ამოსაცნობად წარედგინა ოთხი პიროვნების ფოტოსურათი, მათ შორის თ---------- ო------ს ძე დ--–---–---–ი; წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან მან ამოიცნო რიგით მესამე სურათზე გამოსახული პიროვნება (თ---------- დ--–---–---–ი), რომელიც 2015 წლის ოქტომბრის თვეში მის ოფისში მიიყვანა და გააცნო ა------- ო-----–---–მა, რომელიც გაეცნო შპს ,,ჯ----’’-ის დირექტორის მ-----– ბ--------ის სახელით.
2016 წლის 20 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ საიდ ჰ-–---- ნ-–---ს ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება, მათ შორის თ---------- დ--–---–---–ი. ამოსაცნობი პირების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა ამოიცნო მარჯვნიდან მესამე პიროვნება (თ---------- დ--–---–---–ი), რომელიც ა------- ო-----–---–მა შეახვედრა მის ოფისში და გაეცნო მ-----– ბ--------ის სახელით, რომელსაც უნდოდა ბიტუმის შეძენა.
თ---------- დ--–---–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ოთახში არსებულ მაგიდაზე აღმოჩენილია და ამოღებულია ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3-------------- და მასში მოთავსებული სიმბარათი ნომრით 5-----------; იმავე მაგიდაზე არსებულ ტყავის ჩანთაში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა შპს ,,კ----–--------ის’’ მრგვალი ბეჭედი. იმავე ჩანთაში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა შპს ,,კ----–--------ის’’ დამფუძნებელი კრების ოქმი №1 ერთ ფურცლად, შპს ,,კ----–--------ის’’ წესდება აკინძული 09 ფურცლად, შპს ,,კ----–--------ის’’ რეგისტრაციის მოწმობა №24--- ერთ ფურცლად, შპს ,,კ----–--------ისა’’ და შპს ,,ჯ----’’-ის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, სალაროს შემოსავლის ორდერები, ანგარიშ-ფაქტურები და მიღება-ჩაბარების აქტი 21 ფურცლად, შპს ,,კ----–--------ისა’’ და შპს ,,გ------- შორის დადებული ხელშეკრულებები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სალაროს შემოსავლის ორდერები, კონტრაქტი №001 და ინვოისი №4 36 ფურცლად, შპს ,,კ----–--------ისა’’ და შპს ,,გ-------ს’’ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სალაროს შემოსავლის ორდერები 14 ფურცლად.
გ------- კ------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ოთახში არსებულ მაგიდაზე აღმოჩენილი და ამოღებულია ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3-------------- და მასში მოთავსებული სიმბარათი ნომრით 5-----------; ასევე, მან ნებაყოფლობით წარმოადგინა შპს ,,გ-------–ის“ მრგვალი ბეჭედი.
მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ თ---------- დ--–---–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული მისი კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონით, მასში მოთავსებული შპს „მ--------–ის“ სიმბარათი ნომრით 5-----------. მობილური ტელეფონის იმეი კოდია 3--------------. სააბონენტო ნომერთან 9---------------, რომელიც თ---------- დ--–---–---–ის განმარტებით ეკუთვნის ა------- ო-----–---–ს უგზავნიდა და იღებდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს.
მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გ------- კ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მისი კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონში, მასში მოთავსებული შპს „მ--------–ის“ სიმბარათი ნომრით 5-----------. მობილური ტელეფონის იმეი კოდია 3--------------. საკონტაქტო პირების მეხსიერების ჟურნალში ჩაწერილია 100-ზე მეტი პირის მობილური ტელეფონის ნომერი, მათ შორის ა------- ო-----–---–ის ნომერი.
გ--–- შ-–----–---–ის სახელზე რეგისტრირებულ და მისი მეუღლის მ------ შ-–----–---–ის მფლობელობაში არსებული, შპს ,,მაგთიკომის’’ ქსელში ჩართულ სააბონენტო ნომერზე 5----------- ფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ინფორმაციით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ნოემბრიდან ამავე წლის 19 დეკემბრამდე განხორციელებულია 22 სატელეფონო ზარი სააბონენტო ნომერზე 5--------, რომელიც ეკუთვნის ა------- ო-----–---–ს, ხოლო 2015 წლის 01 დეკემბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით დაფიქსირებულია 25 სატელეფონო ზარი სააბონენტო ნომერზე 5-----------, რომელიც ეკუთვნის თ---------- დ--–---–---–ს.
ხელწერის ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ხელმოწერა, მ-----– ბ--------ის სახელით, ქართულ და ინგლისურ ენაზე შედგენილ ნასყიდობის №001 ხელშეკრულებაზე, 2015 წლის 31 ოქტომბრის თარიღით, ბოლო გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს, მარჯვენა მხარეს, გრაფაში: ,,მყიდველი’’ შესრულებულია თ---------- დ--–---–---–ის მიერ.
სასამართლოში ჩვენების მიცემისას ექსპერტ მაია ნინიძის მიერ დაადასტურებულ იქნა დასკვნის სისწორე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თ---------- დ--–---–---–ს და გ------- კ------ეს თაღლითობა არ ჩაუდენიათ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარეთა პოზიციები წინააღმდეგობაშია საქმეზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბასთან, კერძოდ, კი დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებებთან და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალება ამ დროს არის მოტყუება, რომლის დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს. ამასთან, თაღლითობა განზრახი დანაშაულია და დამნაშავეს წინასწარ აქვს გაცნობიერებული მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.
მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ, ისე პასიურში ქმედებაში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევაში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი და სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.
პალატის მოსაზრებით საქმეში არსებული, მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ საიდ ჰ-–---- ნ-–---ის ჩვენება, მოწმეების ფ------- ფ-–--ს, მ------ შ-–----–---–ის, გ.თ--------–---–ის, გ------- გ-----–---–ის, მ------ ჭ----------ის, თ----- ქ---------ის, მ----- ყ------ის, პ----- ყ-----–-–---–ის, გ---–- კ-----–--–---–ის, მ-------- ს-------- ზ------ის, დ-------- დ-–---- ჰ------–----ს და მ-----– ბ--------ის ჩვენებები, ასევე საქმეში არსებული №001 და №002 ნასყიდობის ხელშეკრულებები, საქართველოში შემოტანილი ბიტუმის, ავტომანქანების მძღოლებზე გაწერილი 6 ცალი საგზურის დათვალიერების ოქმები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო N2-----, N2-----, N2-----, N2-----, N2----- და N2----- ანგარიშფაქტურებით და შემოსავლების სამსახურის სამართალდამცავი ორგანოებისადმი საპასუხო წერილით, სს ,,თიბისი“ ბანკში არსებული შპს ,,გ-------–ის“ გასავლის ორდერები, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობია, გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის 6------ 6------- დასკვნები, 2016 წლის 25 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, პირის ამოცნობის ოქმი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმები, მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმები, გ--–- შ-–----–---–ის სახელზე რეგისტრირებული შპს ,,მაგთიკომის’’ ქსელში ჩართულ სააბონენტო ნომერზე 5----------- ფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ინფორმაცია და ხელწერის ექსპერტიზის №0-------- დასკვნა წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც აშკარად უთითებს თ---------- დ--–---–---–ისა და გ------- კ------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას.
რაც შეეხება გ------- კ------ის მსჯავრდებას სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მასზედ, რომ ყალბი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებაში ბრალი არ მიუძღვის, და მიაჩნია, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია სწორია, რაც უტყუარად არის დადასტურებული ყალბი ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო N2-----, N2-----, N2-----, N2-----, N2-----, N2----- ანგარიშფაქტურებით, შემოსავლების სამსახურის წერილით (რომლითაც ირკვევა, რომ შპს ,,გ-------–ზე’’ და მის დირექტორზე ,,გ------- კ------ეზე’’ 2015-2016 წლებში ნავთობის ბიტუმი და ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავების სხვა ნარჩენებზე ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის ფაქტი შემოსავლების სამსახურში არ დაფიქსირებულა), N 002 ნასყიდობის ხელშეკრულებით, სს ,,თიბისი“ ბანკში არსებული შპს ,,გ-------–ის“ გასავლის ორდერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ---------- დ--–---–---–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენება და ყალბი ბეჭდის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების, მათი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება, რომ შპს ,,ჯ----“, რომელიც აწარმოებდა ასფალტ-ბეტონ-ნარევს ფუნქციონირებდა 2014 წლის ბოლომდე, რის შემდგომაც შეწყვიტა ფუნქციონირება. 2015 წელს შპს ,,ჯ----“-ის სახელით მოხდა ბიტუმის შეძენაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, სადაც იყო დასმული შპს ,,ჯ----“-ის ხელმძღვანელის - მ-----– ბ--------ის ხელისმოწერა და მისი ფირმის ბეჭედი. საქმეში არსებული გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის № 6------ 6------- დასკვნით დადგენილია, რომ 2015 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მ-----– ბ--------ის გვარით არსებული ხელმოწერები შესრულებულია არა მ-----– ბ--------ის, არამედ სხვა პირის მიერ. ამავე ხელშეკრულებაზე, არსებული მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდები დატანილია არა შესადარებლად წარმოდგენილი შპს ,,ჯ----’’-ის ბეჭდით, არამედ სხვა მრგვალი ბეჭდით. ასევე ხელწერის ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადასტურებულია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, ხელმოწერა მ-----– ბ--------ის სახელით, შესრულებულია თ---------- დ--–---–---–ის მიერ.
ამდენად, საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულია, რომ თ---------- დ--–---–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენება და ყალბი ბეჭდის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ხოლო გ------- კ------ემ - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, დამზადება და გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრებში ცვლილებების შეტანისა და მათი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ---------- დ--–---–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ------- დ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ გ------- კ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ს-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენი თ---------- დ--–---–---–ის და გ------- კ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
თ---------- დ--–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით თ---------- დ--–---–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4-2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით და განაჩენთა ერთობლიობით, თ---------- დ--–---–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
თ---------- დ--–---–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 19 აგვისტოდან.
თ---------- დ--–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გ------- კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- კ------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
გ------- კ------ეს პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 19 აგვისტოდან.
გ------- კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- გ------- კ------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული შპს ,,გ-------–’’-ის მრგვალი ბეჭედი, გ------- კ------ის ,,ნოკიას’’ ფირმის 3-------------- იმეი კოდის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული 5----------- ნომრის სიმბარათით, თ---------- დ--–---–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული შპს ,,კ----–--------ის’’ მრგვალი ბეჭედი, თ---------- დ--–---–---–ის ,,ნოკიას’’ ფირმის 3-------------- იმეი კოდის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული 5----------- ნომრის სიმბარათით, შპს ,,კ----–--------ის’’ დაფუძნების კრების ოქმი, წესდება და სხვა დოკუმენტები, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- თ---------- დ--–---–---–ისაგან აღებული ხელწერის ნიმუშები, რაც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში - განადგურდეს;
- პენიტენციური დეპარტამენტის №2 დაწესებულებიდან ამოღებული თ---------- დ--–---–---–ის განცხადებები, რაც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში - დაუბრუნდეს პენიტენციური დეპარტამენტის №2 დაწესებულებას.
- სახელმწიფო სერვისების განვითარების საინფორმაციო სამისამართო ბიუროდან ამოღებული თ---------- დ--–---–---–ის განცხადება-ანკეტები, რაც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში - დაუბრუნდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების საინფორმაციო სამისამართო ბიუროს.
- თ---------- დ--–---–---–ის მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმები დედნების სახით, შპს ,,მ--------–იდან’’ და შპს ,,ჯეოსელიდან’’ გამოთხოვილი შემავალ გამავალი ზარების დეტალური ინფორმაცია ორ CD-R დისკზე, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე