განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
110100118002283353
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100118002283353

საქმე №1/ბ-222-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--- მ--–----ის ძე წ-----ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------- უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი მ------------ი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ--- წ-----ემ ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------------ში, ა-----------–ს ტელეფონზე დაურეკა მეუღლემ გ--- წ-----ემ და სთხოვა მასთან შერიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით, კერძოდ, სახლის გადაწვით, რა დროსაც ა-----------–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით გ--- წ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით; გ--- წ-----ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 23 დეკემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით; მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ---------------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ გ--- წ-----ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეულ ზიანს და ვერ უზრუნვლეყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მსჯავრდებული გ--- წ-----ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ---- ვ----–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დამაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი გ--- წ-----ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალი--- რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--- წ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ--- წ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ა-----------–ის ჩვენებით, მოწმეების: მ-----–- ჭ------ის, ი--- ჯ------–ის, ვ----– გ---–---–ის, გ--- ს-----–---–ის ჩვენებებით, ტელეფონის დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათებით, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ--- წ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

გ--- წ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მი---ნია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალი---ცია. სასჯელის მი---ნი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მი---ნს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, შესაბამისი ქმედების და ამ ქმედებიდან გამომდინარე კონკრეტული საფრთხის გააანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით; თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ--- წ-----ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მი---ნი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, დაზარალებულთა შერიგებულია მასთან და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, მსჯავრდებულის რესოციალი---ციის განსახორციელებლად დაუნიშნა ისეთი სახის სასჯელი, (როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი) რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ გ--- წ-----ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის და მის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ--- წ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 23 დეკემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით, გ--- წ-----ეს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ გ--- წ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატირობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ გ--- წ-----ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ა-----------–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე