განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
060100117002359314
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100117002359314

საქმე №1/ბ-319-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ----- დ------ს ასული ვ-–----ის მიმართ დაბადებული: 198- წლის 02 ნ--------ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები სამტრედია, ა------------ ქ. №76, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

თ----- ვ-–----ეს ბრალი დაედო სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქალაქ სამტრედიაში, ა---- ხ-------ს ქუჩის მიმდებარედ არსებულ საძოვარზე, თ----- ვ-–----ეს კონფლიქტი მოუვიდა ნ-----–---- ვ-–----ესთან. კამათით განაწყენებულმა თ----- ვ-–----ემ სახის არეში ქვის სროლის და მორტყმის გზით, სხვაგვარად იძალადა ნ-----–---- ვ-–----ეზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით თ----- ვ-–----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

თ----- ვ-–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

გამართლებულ თ----- ვ-–----ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-----–- შ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და თ----- ვ-–----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან წარდგენილი ბრალდება დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ნ-----–---- ვ-–----ის გამოკითხვის ოქმით, მ--------–---------–------–--------------------–------ გამოკითხვის ოქმებით, გ-- გ---------ძის გამოკითხვის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით. სასამართლო სხდომაზე, როგორც დაცვის მხარის მოწმეები დაკითხული იქნენ თ----- ვ-–----ე, ნ------------------------------------------------------- ჩვენება თავის შინაარსით არის აბსოლიტურად ირიბი ხასიათის. მან ბრალდების მხარის დასმულ კითხვაზე თუ როდის ნახა თ----- ვ-–----ე და ნ-------ა ა------ე მიუთითა ის დრო, როდესაც ეს პიროვნებები რეალურად იმყოფებოდნენ სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად ქალაქ ქუთაისში. სასამართლომ განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით სრულიად გაუგებარია რისთვის დასჭირდა სასამართლოს აღწერილობით ნაწილში ნ----- ა------ის ჩვენების მოყვანა, რომელიც აბსოლიტურად ირიბი ხასიათისაა.

მოწმემ ნ-------ა ა------ემ სასამართლოს მისცა გამოძიებაში მიცემულისაგან არსებითად სხვა შინაარსის ჩვენება და მიუთითა, რომ ნ-----–---- ვ-–----ეს მოხვდა ქვა, რომელიც მის მიერ იყო ნასროლი მ----- ვ-–----ის მიმართულებით. მანვე განმარტა, რომ ნ-----–----ი და მ----- ვ-–----ეები მისდევდნენ თ----- ვ-–----ეს. ამ დროს ნ-----–----ი უკან იყურებოდა, რომ არ წაქცეულიყო, რად დროსაც მოხვდა მის მიერ ნასროლი ქვა. სრულიად გაუგებარია სასამართლოს მხრიდან ნ-------ა ა------ის ჩვენების ამ ნაწილში გაზიარება. თ----- ვ-–----ის ჩვენებაც, ისევე როგორც დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებების ერთობლიობასთან, რის გამოც ის არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ-----–---- ვ-–----ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ქალაქ სამტრედიაში, ხ-------ს ქუჩაზე. 2017 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით დილის 11 საათზე, მის საკარმიდამო ნაკვეთთან, საელმავლო დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიდენიდა საქონელს. იქვე იყო მისი რძალი ლ--- ვ-–----ე, რომელიც ასევე აძოვებდა საქონელს. ამ დროს ჩამოიარა თ----- ვ-–----ემ და მისმა დედამ, ნ-------ა ა------ემ,. რომლებმაც ლ---ს დაუწყეს ჩხუბი, რატომ დარეკე პოლიციაშიო. იგი ცოტა მოშორებით იდგა და თ-----ს მისცა შენიშვნა, ,,ბიძია გასათხოვი გოგო ხარ, გამვლელებს ესმით და სირცხვილია ნუ ჩხუბობო’’, რაზედაც თ----- ვ-–----ე გახდა აგრესიული თავი დაანება ლ--- ვ-–----ეს და მას დაუწყო ჩხუბი, იგი მიმართავდა უშვერი სიტყვებით, ამ დროს მას დედა ნ-------ა ა------ე ამშვიდებდა, რადგან ახლობლები და ნათესავები იყვნენ, მან არ გააგრძელა ჩხუბი. მისი ოჯახი შემთხვევის ადგილიდან დაშორებულია დაახლოებით 500 მეტრით, ხმაურის გაგონებაზე მისკენ გამოემართნენ მეუღლე ნ--–- ვ-–----ე და ძმიშვილი მ----- ვ-–----ე. როდესაც თ-----მა დაინახა მისი მეუღლე ქვებს მოჰკიდა ხელი და დაუწყო ქვების სროლა, მიზანმიმართულად ისროდა მისი მიმართულებით, ერთ-ერთი ნასროლი ქვა მოხვდა ზედა ტუჩის არეში და იგრძნო ძლიერი ტკივილი, ცოტა ხნით გრძნობაც დაკარგა, როცა მოსულიერდა მისი მეუღლე უვლიდა. ამის შემდეგ თუ რა მოხდა მისთვის უცნობია. შემდეგ, მასთან მივიდა პოლიცია. მისი მხრიდან არანაირ ფიზიკურ შეურაცხყოფას თ-----ისა და დედამისის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ვინაიდან იგი არის საკმაოდ ასაკიანი და აქვს მხედველობისა და გულის პრობლემები, მას ფიზიკურად არ შეეძლო რაიმე სახის დაზიანება მიეყენებინა თ-----ისა და დედამისისათვის.

 

მოწმის სახით დაკითხულ ლ--- ვ-–----ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, ხ-------ს ქუჩაზე. 2017 წლის 23 მარტს, სამტრედიაში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე ის და ნ-----–---- ვ-–----ე ლიანდაგების განაპირა მწყემსავდნენ საქონელს და საუბრობდნენ. იქვე საქონელს მოდენიდა თ----- ვ-–----ე და დედამისი ნ-------ა ა------ე. თ-----მა გადმოჭრა ლიანდაგი, ტანსაცმელზე მოკიდა ხელი და უსაყვედურა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რატომ იჩივლეთო, ამ დროს ნ-----–---- ვ-–----ე შუაში ჩადგა და შენიშვნა მისცა, რატომ ეჩხუბები ამ მოხუცებულ ქალსო. ამის შემდეგ მისი საქონლები გადაადგილდებოდნენ იანეთის მიმართულებით და იგი აღარ გაჩერებულა იმ ადგილას და გაჰყვა საქონლებს. მისი იქ ყოფნის პერიოდში თ----- ვ-–----ესა და ნ-----–-- ვ-–----ეს შორის არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, შემდეგ რა მოხდა მისთვის უცნობია.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ----- ვ-–----ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, ხ-------ს ქუჩაზე. 2017 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით დილის 11-საათზე, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც შემოესმა კივილის ხმა. მან გადაიხედა მისი სახლის უკანა ჭიშკართან და დაინახა, რომ მისი ბიცოლა, ნ--–- ვ-–----ე, გარბოდა, რადგან ნ-----–---- ვ-–----ეს ეჩხუბებოდა თ----- ვ-–----ე და დედამისი ნ-------ა ა------ე. მათ დანახვაზე ისინი გახდნენ უფრო აგრესიულები და მისკენ ქვების სროლით წამოვიდნენ. ქვებს ისროდა თ----- ვ-–----ე, რომელიც მას ასცდა და მოხვდა ნ-----–---- ვ-–----ეს, მას სურდა სიტუაციის განეიტრალება, რის გამოც ძირს დააგდო თ----- ვ-–----ე. იმ დროს ნ------- ა------ეს ხელში ეჭირა ნაჯახი, რომელიც თავის არეში მოარტყა მ----- ვ-–----ეს. ამის შემდგომ, მოგერიების მიზნით, ნ-------ა ა------ეს წაართვა ნაჯახი და იგი ძირს დააგდო. ამ დროს ნ-----–---- ვ-–----ეს ხელში არ ეკავა არაფერი. ქვებს ისროდა, როგორც თ----- ვ-–----ე, ასევე ნ-------ა ა------ეც. თ-----მა დაახლოებით 3-4-ჯერ ისროლა ქვა. როდესაც ნ-----–---- ვ-–----ეს მოხვდა თ----- ვ-–----ისაგან ნასროლი ქვა, იგი იქვე წაიქცა, ვინაიდან არის ასაკოვანი და ჰქონდა გულის პრობლემები, თავდაპირველად იგი გარდაცვლილი ეგონათ. ამასობაში მოგროვდნენ სხვა მეზობლებიც და ნ-----–---- ვ-–----ე წაიყვანეს სახლში.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ--–- ვ-–----ის ჩვენების თანახმად, იგი არის თ----- ვ-–----ის მეზობელი და დაზარალებულ ნ-----–---- ვ-–----ის მეუღლე. 2017 წლის 23 თებერვალს, დილით, შემოესმა ჩხუბის ხმა და დაინახა, რომ თ----- ვ-–----ე და მისი დედა ნ-------ა ა------ე ეჩხუბებოდნენ მის მეუღლეს, ნ-----–---- ა------ეს. ამის დანახვაზე იგი ხმამაღალი ყვირილით გაემართა მათკენ, მისი ხმა გაიგონა მისმა მაზლიშვილმა მ----- ვ-–----ემ და დაახლოებით 3-4 მეტრის დაშორებით ისიც უკან გაჰყვა, სანამ ნ-----–---- ვ-–----ესთან მივიდოდნენ, თ----- ვ-–----ე გადავიდა ლიანდაგების მხარეს, აიღო ქვები და დაიწყო ნ-----–---- ვ-–----ის მიმართულებით სროლა, სწორედ ამ დროს ერთი გასროლილი ქვა მოხვდა ნ-----–---- ვ-–----ეს, ტუჩის არეში, რის შემდეგაც წამოუვიდა სისხლი და უგონო მდგო----ეობაში დაეცა მიწაზე. იგი მაშინვე მივარდა მის მეუღლესთან და ითხოვდა სასწრაფოს გამოძახებას, რადგან ეგონა რომ იგი გარდაცვლილი იყო. შემდეგ ნახა, რომ ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. მის ხმამაღალ კივილზე მოგროვდნენ მეზობლები, მათ შორის იყო მისი რძალიც, ზ---- ვ-–----ეც, რომელიც ბრუნდებოდა სამსახურიდან და დაეხმარა ო---- ვ-–----ის სახლში წაყვანაში. ნ-------ი ა------ე ჩხუბში მონაწილეობას არ იღებდა, იგი მხოლოდ ამშვიდებდა მის შვილს, თ----- ვ-–----ეს.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ------ დ---–-–---–-ს ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ ექსპერტების მონაწილეობით დათვალაირებული იქნა შემთხვევის ადგილი, ასევე დაკითხულნი იქნენ მოწმეები და დაზარალებული. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში ხ-------ს ქუჩაზე ე. წ ,,ბაძგნარის’’ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე მეტრში გადის სალიანდაგო მაგისტრალი, არის ტრიალი მინდორი, სადაც ყრია ქვები, დათვალიერების შედეგად რაიმე ნივთი ან საგანი აღმოჩენილი არ ყოფილა, ვინაიდან ქვების სიმრავლის გამო შეუძლებელი იყო გარჩევა კონკრეტულად, რომელი ქვა მოხვდა ნ-----–---- ვ-–----ეს. ნ-----–---- ვ-–----ეს ვიზუალურად მარცხენა ზედა ტუჩის არეში ეტყობოდა სილურჯე და სისხლჩაქცევა, რომელიც მისი გადმოცემით მიადგა თ----- ვ-–----ის მიერ ქვის სროლის შედეგად. ექსპერტიზა დაინიშნა ასევე თ----- და ნ-------ა ა------ეების მიმართაც, მათ ვიზუალური დაკვირვებით რაიმე დაზიანების კვალი ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში არ აღენიშნებოდათ. შემთხვევის ადგილი მდებარეობს დეპოს ადმინისტრაციული შენობიდან დაახლოებით 200 მეტრში და თუნდაც იქ ყოფილიყო დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა მასში შემთხვევის ადგილის არეალი მაინც ვერ მოხვდებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ------ მ-------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის უფროს ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ თ----- ვ-–----ისათვის მოხდა ბრალის წარდგენა, რომელსაც განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, მან აღნიშნული დაადასტურა ხელმოწერით და იქვე გააკეთა აღნიშვნა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებოდა. ამის შემდეგ იგი დაკითხულ იქნა ბრალდებულის სახით, აღნიშნულის შემდგომ, როდესაც უნდა მომხდარიყო ბრალდებულთან მტკიცებულებათა გაცვლა, მან მოითხოვა მისი მამის საფლავის დარბევის ფაქტზე არსებული საქმის მასალები, რაზედაც მან უპასუხა, რომ აღნიშნული საქმე მის წარმოებაში არ იყო და შესაბამისად, მოკლებული იყი შესაძლებლობას ამგვარი დოკუმენტების მასზე გადაცემისა და შესთავაზა, რომ შეახვედრებდა ხელმძღვანელობას და შეეძლო მათთან გაერკვია აღნიშნულის თაობაზე. ამ ყოველივეს შემდეგ იგი გახდა აგრესიული, მას სურდა საქმის მასალების ორიგინალების წართმევა და შეეცადა ფურცლების დაზიანებას, რის თაობაზეც მის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ცნობა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ-------ა ა------ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, ხ-------ს ქუჩაზე. იგი არის თ----- ვ-–----ის დედა. 2017 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით დილის 11 საათზე, ის და მისი შვილი, თ----- ვ-–----ე, მიდენიდნენ საქონელს საძოვარზე, იქვე გზად საქონელს აბალახებდა ნ-----–---- ვ-–----ე, მ----- ვ-–----ე და ლ--- ვ-–----ე. საქონლები წავიდნენ ცოტათი წინ და შეეჯახენ ერთმანეთს, რის გამოც ნ-----–---- ვ-–----ემ ქვები ესროლა საქონელს, ხოლო ლ--- ვ-–----ემ დაიწყო საქონლის მეპატრონის წყევლა, მათ დანახვაზე მ----- ვ-–----ემ თქვა მოდიან ,,პოლიციის ჩამშვებებიო’’, ვინაიდან არსებობდა წარსული უთანხმოება მეზობლებს შორის, პოლიციაში განხორციელებული ზარის გამო. ამ შელაპარაკების პროცესში ნ-----–---- ვ-–----ეს ხელში ეჭირა ხელჯოხი, რომელსაც თითქმის მუდმივად ატარებს და სწორედ ეს ჯოხი დაარტყა თ----- ვ-–----ეს, რომელიც მოხვდა ხელის მტევანზე და თითებიც ჰქონდა გალურჯებული, მეორედ კვლავ დაარტყა ზურგისა და თავის არეში, რის შემდეგაც იგი გადაეფარა მის შვილს და მასაც მოხვდა მოქნეული ჯოხი მაჯის არეში და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სისხლიც წამოუვიდა. ამის შემდგომ მ----- ვ-–----ე წვდა თმებში თ----- ვ-–----ეს და ძლიერი მოქაჩვით ძირს დააგდო იგი და ფეხებით დაუწყო ცემა, შემდეგ კი მას წვდა თმებში, ისიც დააგდო მიწაზე და მასაც დაუწყო ფეხებით ცემა. მათ კიდევ უნდოდათ თ----- ვ-–----ის ცემა და რადგან სხვა მოგერიების შესაძლებლობა მას არ ჰქონდა, ქვა ისროლა ნ-----–----ისა და მ-----ის მიმართულებით, რომელიც მოხვდა ნ-----–----ს. როდესაც ნ--–- ვ-–----ე, ნ-----–---- ვ-–----ის მეუღლე, მოვიდა ხელში ეჭირა ორი დიდი ქვა, რომლის თ----- ვ-–----ისათვის დარტყმა უნდოდა, მაგრამ მან ეს ქვები გააგდებინა ხელიდან ნ--–- ვ-–----ეს. მოწმის განმარტებით ისინი არიან მათი ოჯახის შორეული ნათესავები და წლების მანძილზე დაგროვილი წყენა არსებობდა მათ ოჯახებს შორის, რაც შეეხება ქვის სროლის ფაქტს, აღნიშნულის თაობაზე მან იმიტომ არ განაცხადა, რომ ნ-----–---- ვ-–----ეს არ ჰქონდა ნათქვამი, რომ მან იგი ცემა და არც მან მისცა ნ-----–---- ვ-–----ის წინააღმდეგ ჩვენება.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ----- ა------ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. ვანში. თ----- ვ-–----ე არის მისი დისშვილი. 2017 წლის 23 თებერვალს დაურეკა თ----- ვ-–----ემ და მოუყვა, რომ იმ დილით, მას და დედამისს გზაში შეხვდნენ ნ-----–---- და მ----- ვ-–----ეები, რომლებმაც სცემეს ისინი. ვინაიდან ტერიტორიული სიშორის გამო იგი ვერ მოახერხებდა ვანიდან ბაძგნარში ჩამოსვლას, 2 დღის შემდეგ მივიდა მისი დის ოჯახში, სადაც ნახა, რომ მის დისშვილს, თ----- ვ-–----ეს, მარცხენა თვალი ჰქონდა ჩასისხლიანებული და მარჯვენა ხელის მტევანი გალურჯებული, ხოლო მის დას ნ-------ა ა------ეს ხელი და ფეხი ჰქონდა დალურჯებული. კონფლიქტის მიზეზი კი, როგორც უამბეს, გამხდარა 2017 წლის 01 იანვარს უბნის ახალგაზრდებს შორის მომხდარი კონფლიქტის თაობაზე პოლიციაში განხორციელებული შეტყობინება, რის გამოც თ----- ვ-–----ეს მიმართეს უშვერი სიტყვებით უწოდეს, ,,პოლიციის ჩამშვები’’. დაპირისპირება კი იქედან დაწყებულა, რომ საქონლები შეჯახებიან ერთმანეთს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ-- გ---------ძის ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2---------- წლის 21:08-21:15 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ-----–---- ვ-–----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით- კერძოდ, თხემის მიდამოში, მარცხნივ, აღენიშნებოდა, დასწვრივ- ირიბად მდებარე უსწორო ფორმის, უსწორო კიდეებიანი ჭრილობა ზომით:1,1x0,2 სმ-ზე, კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ექსპერტმა გ-- გ---------ძემ სხდომაზე თავისი დასკვნა დაზუსტა იმ ნაწილში, რომ ნ-----–---- ვ-–----ეს დაზიანება მიყენებული ჰქონდა არა თხემის მიდამოში, როგორც ეს დასკვნაში შეცდომით არის მითითებული, არამედ ამ უკანასკნელს დაზიანება აღენიშნებოდა ზედა ტუჩის მიდამოში, მარცხნივ.

 

მოწმის სახით დაკითხულ თ----- ვ-–----ის ჩვენების თანახმად, იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს არ სცნობს დამნაშავედ და განმარტავს, რომ ცხოვროს ქ. სამტრედიაში, ხ-------ს ქუჩაზე. 2017 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით დილის 11 საათისათვის, მის საცხოვრებელ სახლთან, საელმავლო დეპოს მიმდებარედ, მან და დედამისმა - ნ-------ა ა------ემ, საქონ--–- გადადენეს საბალახოდ, სადაც ასევე საქონელს აძოვებდა ნ-----–---- ვ-–----ე და ლ--- ვ-–----ე. იქვე იყო მ----- ვ-–----ეც. ამ დროს მათი საქონლები ერთმანეთს შეეჯახნენ. ამაზე გაღიზიანებული მ----- ვ-–----ე ქვების სროლითა და გინებით გამოედევნა მათ, ხოლო ლ--- ვ-–----ემ დაიწყო წყევლა მათი მისამართით, დედამ ნ-------ა ა------ემ უსაყვედურა ლ--- ვ-–----ეს, რაზედაც გამოეპასუხა მ----- ვ-–----ე და უთხრა, რომ ეს მათი საძოვარი იყო. მოწმის განმარტებით მან უპასუხა, რომ ეს იყო სახელმწიფოს მიწა და მას არ ჰქონდა ამგვარი აკრძალვის უფლება, ამ საუბრით განაწყენებულმა მ----- ვ-–----ემ უშვერი სიტყვებით მიმართ მას და უთხრა, რომ ისინი იყვნენ პოლიციის დამსმენები და ცუდი ადამიანები. გარდა აღნიშნულისა, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხთა გამო, წლების მანძილზე დაგროვილი წყენა არსებობდა მეზობლებს შორის და დაახლოებით 4 წლის წინ მეზობლების ნაწილმა ხელი მოაწერეს განცხადებას თ----- ვ-–----ის ოჯახის გასახლებისა და მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, სწორედ ეს ფაქტი დაედო მორიგ სამეზობლო კონფლიქტს საფუძვლად. ისინი მათ ესაუბრებოდნენ აგრესიული ტონით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდნენ მისი მამის საფლავს, ამ დროს ნ-----–---- ვ-–----ემ ხელთ არსებული ჯოხი რომელსაც იგი იყენებს გადასაადგილებლად, მოუქნია თ----- ვ-–----ეს, რაც მოხვდა ხელის მარჯვენა მტევანზე, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამის შემდგომ კვლავ განმეორებით მოუქნია და მოარტყა ზურგისა და თავის არეში, ასევე მოქნეული ჯოხი მოხვდა მარცხენა თვალის გასწვრივ და ჩაულურჯდა თვალი. ამასობაში მათ შორის ჩადგა დედა - ნ-------ა ა------ე. რომელსაც ამ დროს მოხვდა ჯოხი მარჯვენა მაჯაზე და სისხლი წამოუვიდა. ამის შემდეგ იქვე მდგომი მ----- ვ-–----ე თმებში სწვდა მას და მიწაზე დააგდო თან წელის, ხელებისა და ფეხების არეში ფეხებს ურტყამდა. იმ დროს მ----- ვ-–----ეს ფეხთ ეცვა სამხედრო მოდელის ფეხსაცმელი და ამ დარტყმების შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მარცხენა ფეხზე დალურჯებაც ეტყობოდა. ამის შემდგომ მ----- ვ-–----ე მიუბრუნდა ნ-------ა ა------ეს, რომელსაც ასევე თმებში წვდა, წააქცია და მასაც წელის, ხელებისა და ფეხების არეში დაუწყო ცემა, რის შედეგადაც მას დაულურჯდა მარჯვენა თეძო. თ----- ვ-–---ემ შენიშნა იქვე მდგომი ფორმიან დეპოს დაცვის თანამშრომლები და გაემართა მათკენ საშველად. ამ ჩხუბის დროს მისი დედა კიოდა, კივილზე კი კიდევ მოვიდა იქ დაახლოებით 10-15 ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მან ყოველივე ზემოაღნიშნული უამბო გამომძიებელს, თუ რატომ არ დაიკითხნენ იქვე მდგომი დეპოს დაცვის თანამშრომლები ან რატომ არ იქნა დათვალიერებული საელმავლო დეპოს ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, მისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას იგი თავად არ ესწრებოდა, ხოლო დაზარალებულმა ნ-----–---- ვ-–----ემ შეგნებულად მიუთითა სხვა ადგილი, სადაც სათვალთვალო კამერა არ იდგა. თ----- ვ-–----ის განმარტებით, წარსული წყენების გათვალისწინებით, მისი ინტერესი აქვს მის მეზობლებს, რადგან ის არის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე, მშრომელი და პატიოსანი ახალგაზრდა და სურთ მას შეულახონ რეპუტაცია. ამის შემდგომ დაახლოებით 8 თვის გასვლის შემდეგ, მას ისე მოაწერინეს ხელი ბრალდების შესახებ დადგენილებაზე, რომ არც კი გააცვნეს ბრალდების არსი და არ განუმარტეს უფლებები, იგი მოატყუეს, რომ თითქოსდა ხელს აწერდა მისი მამის საფლავის დარბევის მასალებს, რომელიც მოხდა 2017 წლის 03 იანვარს. ხოლო ამ დარბევას წინ უძღოდა მუქარა, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი და რომლის თაობაზეც მიმდინარეობს გამოძიება. მოწმე თ. ვ-–----ის განმარტებით მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, პირიქით ის და მისი დედა თავად გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი და სწორედ ისინი არიან დაზარალებულები.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებენ თ----- ვ-–----ის ბრალეულობას.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ დაზარალებულ ნ-----–---- ვ-–----ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, არ არის საკმარისი თ. ვ-–----ის დამნაშავედ ცნობისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა კერძოდ: დაზარალებულის მეუღლემ ნ--–- ვ-–----ემ და ძმისშვილმა მ----- ვ-–----ემ მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი: ისინი დაზარალებულის ოჯახის წევრები არიან, ჯერ კიდევ კონკრეტულ შემთხვევამდე ჰქონდათ კონფლიქტური სიტუაცია და დაძაბული ურთიერთობა თ. ვ-–----ესთან,(იხ. ფაქტობრივი გარემოებები), რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება ნ-----–---- ვ-–----ის მიმართ დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ნ-----–---- ვ-–----ეს.

სასამართლო განმარტავს შემდეგს: ის მოცემულობა, რომ მტკიცებულება შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს მომხდარ ფაქტთან, არ შეიძლება გახდეს ამ მტკიცებულების უტყუარობის საფუძველი. პირდაპირი მტკიცებულების კარგად წარმოჩენისათვის აუცილებელია სხვა მტკიცებულებათა, ფაქტებისა და მოვლენების დადასტურება ან უარყოფა. მნიშვნელოვანია დასაბუთდეს მისი სისწორე და მიზანშეწონილობა. დამაჯერებლობა ხარისხი იმდენად მაღალი არაა რომ სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერწმუნა თ. ვ-–----ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი სანდო მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, თ----- ვ-–----ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით თ----- ვ-–----ეს მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

თ----- ვ-–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

თ----- ვ-–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

გამართლებულ თ----- ვ-–----ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე