განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
820100118002256216
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100118002256216

საქმე №1/ბ-181-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ------- ხ-----ს ძე თ----------–--ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ხულოს რაიონი, სოფელი დ-----–---–ები.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ------- თ----------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ხულოს რაიონის სოფელ დ-----–---–ებში, ჯ------- თ----------–--ემ, თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური ძალის გამოყენებით, კერძოდ, ხელების, ფეხის და რკინის ჯოხის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს, ე----------eს, რამაც გამოიწვია მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით ჯ------- თ----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენში და მსჯავრდებულ ჯ------- თ----------–--ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთისა, რაც ჩაეთვალა პირობით, არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშულისა, დანიშნული სასჯელი ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ჯ------- თ----------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ჯ------- თ----------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ე----------ის ჩვენებით, მოწმეების: ა-–---------- თ----------–--ის, ს-------- გ-------ის, ნ---–- გ-------ის, მ------ ვ----ის, თ------ ვ----ის ჩვენებებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 ივლისის №--------- დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ჯ------- თ----------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაუმძიმდეს სასჯელი.

 

ჯ------- თ----------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ჯ------- თ----------–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, შერიგებულია მასთან, მსჯავრდებულს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდია და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ ჯ------- თვართქილაძის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ჯ------- თ----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.

 

ჯ------- თ----------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენი რეაგირებისთვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: საქმეზე დართული დისკი დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო რკინის ჯოხი, რომელიც ინახება შსს ხულოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე