განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-610-2018წ.
(080100118002346602)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- რ---–----ის ძე ლ---------–---–ის მიმართ დაბადებული: 1----–-–-----------------, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქუთაისი, ა------–-----–--------------,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
დ----- ლ---------–---–ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ. ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:
დ----- ლ---------–---–მა, 2018 წლის 23 თებერვალს, ქუთაისში, ა------–-----–-ს პ------–--–---------------–- მდებარე ბინაში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს ლ----–---------–---–-- კერძოდ, შეაგინა და ხელი დაარტყა სახეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქუთაისში ა------–-----–-ს პი-----–-–---------------–- მდებარე ბინაში დ----- ლ---------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ლ----–---------–---–-. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით დ----- ლ---------–---–ი, ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დ----- ლ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
დ----- ლ---------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა - გაუქმებულია.
დ----- ლ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 24 თებერვლიდან - 25 ივნისის ჩათვლით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ----------ია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას და დ----- ლ---------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებდნენ დ----- ლ---------–---–ის ბრალეულობას. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ----- ლ---------–---–ის მიერ მუქარის ჩადენის ფაქტს. მუქარის ფაქტი დადასტურებეულია მოწმეთა ჩვენებებით, საფუძვლიანი შიში დადასტურებულია, როგორც მოწმეთა ჩვენებებით ასევე, მათი ქმედებებით მუქარის შემდგომ. დაზარალებულმა სამართალდამცავებს მიმართა არა ფიზიკური ძალადობის შემდგომ, არამედ მუქარის განხორციელებისთანავე.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ლ----–---------–---–-ს ჩვენების თანახმად, დ----- ლ---------–---–ი არის მისი მეუღლე, ყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 23 თებერვალს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, ორსულად იყო და თავს შეუძლოდ გრძნობდა, რა დროსაც დაუკავშირდა მეუღლე დ----- ლ---------–---–ი და თხოვა, რომ სახლში სტუმრად მოჰყავდა მისი დისშვილი და შეეწვა მათთვის კარტოფილი, რაზედაც მან უპასუხა, რომ ცუდად იყო და კარტოფილს ვერ შეუწვავდა. შემდეგ, დაახლოებით საღამოს 11 საათზე, დ----- ლ---------–---–ი, მის ნათესავ მ------სთან ერთად დაბრუნდა სახლში და ისევ უთხრა მას შეეწვა მათთვის კარტოფილი, რაზედაც უარით უპასუხა, რადგანაც კარტოფილი სჭირდებოდა ბავშვებისთვის. სახლში დაბრუნებულ მსჯავრდებულს ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში. დაზარალებულის განმარტებით, რადგანაც იყო ცუდად, მან დატოვა საცხოვრებელი სახლი და წავიდა დედასთან. როდესაც დედასთან ერთად დაბრუნდა სახლში, მათი ბინიდან გამომავალი მაღალი მუსიკის ხმა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულამდე ისმოდა. მოწმის განმარტებით სახლში შესვლისთანავე კითხა მეუღლეს თუ რას ზეიმობდნენ, ხოლო მისმა მეუღლემ დ----- ლ---------–---–მა უთხრა თუ სად წავიდა იგი მაშინ, როდესაც სახლში სტუმარი ჰყავდა მოყვანილი და მოულოდნელად ხელი დაარტყა სახის არეში, დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და შევიდა თავის ოთახში, სადაც გახდა ცუდად, რის გამოც, გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომლითაც იგი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც, გაჰყვა მისი მეუღლე დ----- ლ---------–---–იც. იმავე ღამეს მეუღლესთან ერთად დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში. იმ ღამით მათ შორის კონფლიქტი არ გაგრძელებულა. კონფლიქტის დროს იქვე მყოფი მისი არასრულწლოვანი შვილი თხოვდა მსჯავრდებულს ,,დედას ნუ ურტყამო“. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევიდან მეორე დღეს, დედასთან ი--- ნ-–--–-–---–--ან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც, დღის საათებში სახლში დაბრუნდა მისი მეუღლე დ----- ლ---------–---–ი, რომელიც იყო გაღიზიანებული, აგინებდა, როგორც მას, ასევე, მის დედასაც, შემდგომ აიღო თავისი ნივთები ჩაალაგა თავისი ,,ბარგი“ და განაცხადა, რომ მათთან ერთად ვერ იცხოვრებდა. როდესაც გარეთ გადიოდა, გააფრთხილა ცოლი და სიდედრი ,,პატრული არ გამოიძახოთ, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებო“. დაზარალებულის განმარტებით, მსჯავრდებულის სიტყვებმა და მუქარამ იგი ძალიან შეაშინა. მუქარის შესახებ ლ----–---------–--ლმა ტელეფონის საშუალებით შეტყობინა დასა და სიძეს. იქნებოდა დაახლოებით 17:00 საათი, როგორც მისთვის გახდა ცნობილი პოლიცია მისმა დედამ ი--- ნ-–--–-–---–მა გამოიძახა. შემთხვევის დღეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისას ბავშვები სახლში იმყოფებოდნენ, უფროსი გოგონა ტიროდა. დ----- ლ---------–---–ს მისთვის ადრეც მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურ შეურაცყოფას კი სხვა დროს ადგილი არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხულ ი--- ნ-–--–-–---–ის ჩვენების თანახმად, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ა------–-----–-ს ქ. პ------–--–---------------–-. ჰყავს შვილი დაზარალებული ლ----–---------–---–- და სამი შვილიშვილი, მისი შვილის მეუღლეა დ----- ლ---------–---–ი. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 23 თებერვალს, დღის საათებში იმყოფებოდა სამსახურში, სადაც ღამის საათებში მასთან მივიდა ლ----–---------–---–-, რომელიც იყო შეუძლოდ. მოწმის განმარტებით იგი შვილთან ერთად სახლში დაბრუნდა დაახლოებით ღამის 01:00 საათისათვის. საცხოვრებელი სახლიდან ისმოდა მუსიკის ხმა, როდესაც სახლში შევიდნენ სიძემ გამოხატა უკმაყოფილება ლ--- მისამართით, სადაც ამ უკანასკნელმა ქმარი მიატოვა სტუმართან. რის გამოც, მსჯავრდებულმა მის შვილს ლ----–---------–---–- ხელი გაარტყა სახის არეში. დარტყმის შედეგად ლ--- არც სისხლი წამოსვლ------ არც გონება დაუკარგავს, მაგრამ ცუდად გახდა და გამოიძახეს სასწრაფო. გადაიყვანეს სავადმყოფოში, თუმცა იმ ღამეს დაბრუნდნენ სახლში. დაბრუნების შემდეგ მსჯავრდებულსა და მეუღლეს შორის კონფლიქტი არ გაგრძელებულა. მოწმის განმარტებით, შემთხვევიდან მეორე დღეს, შუადღის საათებში სამსახურიდან სახლში დაბრუნდა დ----- ლ---------–---–ი, რომელიც იყო ძალიან აგრესიული, ლ------ დ-----ი ისევ შეკამათდნენ. დ-----ი ამბობდა ,,უნდა დაგტოვოთო“, მოკიდა თავის ბარგს ხელი და განაცხადა, ,,მე მივდივარ სახლიდან და პოლიციაში არ დარეკოთ თორემ არ ვიცი რას ვიზამო“ და გავიდა სახლიდან. მოწმის განმარტებით, შემთხევის დღეს დ----- ლ---------–---–მა მის შვილს ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ლ----–---------–---–- შებარბაცდა, თუმცა გარეთ გავიდა და გაჩერდა კიბეზე. რაც შეეხება მეორე დღეს მომხდარ ფაქტს, მსჯავრდებულს მისი შვილისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მარტო დატოვა ლ---- მეუღლე სტუმრებთან.
მოწმის სახით დაკითხულ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–-------------------------------------–-- შ----- ი-------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 24 თებერვალს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ა------–-----–-ს ქუჩის N1 საცხოვრებელ ბინაში დ----- ლ---------–---–მა იძალადა მის მეუღლეზე ლ----–---------–--ლზე. აღნიშნული შეტყობინების შემდეგ, ი-----–- ხ-----სთან ერთად გავიდა ზემოთაღნიშნულ მისამართზე, სადაც დახვდათ ლ----–---------–---–- თავის სამ არასრულწლოვან შვილთან და დედასთან ი---- ნ-–--–-–---–--ან ერთად. დ----- ლ---------–---–ი სახლში არ იყო. ლ----–---------–--ლმა განუმარტა პოლიციელებს, რომ იყო ფეხმძიმედ მე-4 შვილზე, მიუხედავად ამისა წინა დღით, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ დ----- ლ---------–---–მა კერძოდ, აგინა დედისა და მისი ახლობლების მისამართით და შემდეგ ხელი გაარტყა სახის არეში. ასევე განმარტა, რომ იმავე დღეს, 24 თებერვალს დ----- ლ---------–---–მა ლ----–---------–---–- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სახლიდან წასვლის დროს კი მოკვლით დაემუქრა. თუ კი ამის შესახევ ვინმეს გაუმხელდა. ლ----–---------–--ლმა განუმარტა გამომძიებლებს, რომ მისი ქმარი დ----- ლ---------–---–ი სავარაუდოდ იმყოფებოდა დის საცხოვრებელ ბინაში მ–------------------------------ში. პოლიციელები მივიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ დ----- ლ---------–---–ი, მოხდა მისი დაკავება და განყოფილებაში გადაყვანა. საგამოძიებო მოქმედებების და დაკავების მომენტში დ----- ლ---------–---–ს პოლიცისთვის რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ანალოგიურად დაადასტურა, მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–-------------------------------------–-- ი-----–- ხ-----მ და განმარტა, რომ 2018 წლის 24 თებერვალს ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, დღის მეორე ნახევარში განყოფილებაში შესული შეტყობინების თანახმად, შ----- ი-------ესთან ერთად გავიდა ა------–-----–-ს ქუჩის პირველ ნომერ ბინაში, სადაც გაესაუბრნენ შეტყობინების ინიციატორს ლ----–---------–---–-- რომელმაც განუმარტა მათ, რომ მისმა მეუღლემ დ----- ლ---------–---–მა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა მას, კონკრეტულად თუ რა სახის მუქარას ქონდა ადგილი არ ახსოვდა. ლ----–---------–--ლმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე ინციდენტის შემდეგ წასული იყო სახლიდან და სავარაუდოდ იმყოფებოდა დის საცხოვრებელ ბინაში მ–------------------------------ში. ამის შემდგომ პოლიციელები წავიდნენ ზემოთმითითებულ მისამართზე, სადაც ნახეს დ----- ლ---------–---–ი, მოხდა მისი დაკავება და განყოფილებაში გადაყვანა, დაკავების მომენტში დ----- ლ---------–---–ს მათთვის რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ი-----–- ხ-----ს ზუსტად არ ახსოვს თუ რა სახის ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა დაზარალებულს მიყენებული.
მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–----------------------–--–- გამომძიებელმა ი-–-- კ--------ის ჩვენების თანახმად, რომ 2018 წლის 24 თებერვალს განყოფილებაში შემოსული შეტყობინების თანახმად, ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, კერძოდ, შეტყობინების თანახმად, დ----- ლ---------–---–მა იძალადა მის მეუღლეზე ლ-----–---------–---–--- მათი არასრულწლოვანი სამი შვილის თანდასწრებით. რის შემდგომ ოპერატიული ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე. რომ მის მიერ ჩატარებული იქნა სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც, მათ შორის, ბრალი წარუდგინა დ----- ლ---------–---–ს.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ მ------ ნ-----–--ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2018 წლის 24 თებერვალს შესაბამისი დადგენილებით საექსპერტო ბიუროში წარდგენილი იქნა მოქალაქე ლ----–---------–---–- ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. შემოწმების დროს, ლ----–---------–--ლმა განუცხადა მას, რომ მეუღლემ დ----- ლ---------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჩაარტყა სახის არეში და უჩიოდა ტკივილებს სახის არეში. ექსპერტის განმარტებით ,,24.02.2018წ-ს 20:26-20:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. ლ----–---------–---–- სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს დ----- ლ---------–---–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის ნაწილში და სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, დ----- ლ---------–---–ის სსკ-ის 111,151-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის.
ამდენად, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, რომ დ----- ლ---------–---–მა 2018 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქუთაისში ა------–-----–-ს პი-----–-–---------------–- მდებარე ბინაში დ----- ლ---------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ლ----–---------–---–-.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოხსენებულ საპროცესო ნორმათა საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა თავის თავში არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთშეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით დ----- ლ---------–---–ის მსჯავრდება.
ამასთან პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას დ----- ლ---------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას, საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ----- ლ---------–---–ის მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი სხვა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებებიც, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დ----- ლ---------–---–ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ----------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
დ----- ლ---------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დ----- ლ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ დ----- ლ---------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
დ----- ლ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 24 თებერვლიდან - 25 ივნისის ჩათვლით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დ----- ლ---------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს დ----- ლ---------–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე