განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002251821
საქმე №1/ბ -118-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის - რ--------- ლ----ის
ადვოკატის - პ---–- კ------ის
მსჯავრდებულის - ფ-------- ს-----ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ფ-------- გ-------ს ძე ს-----ას მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი გ------------–----- ქუჩა N3 ბ N71, ფაქტობრივად მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ს-----ე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ფ-------- ს-----ამ ჩაიდინა:
- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;
- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ფ-------- ს-----ა სისტემატურად სცემდა თავის ყოფილ მეუღლეს, ა-–--------ეს, კერძოდ, 2016 წლის 17 დეკემბერს ქ. ქუთაისში, ჩ----–-–---–ის ქუჩა N5-ში მდებარე სახლში იძალადა მეუღლეზე, ა-–--------ეზე (სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი), რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. 2017 წლის 19 იანვარს, ასევე თავის საცხოვრებელ სახლში, ფ-------- ს-----ამ ა-–--------ეს სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე, 2017 წლის გაზაფხულზე ქ. ქუთაისში, ჩ----–-–---–ის ქუჩზე N5-ში მდებარე სახლში, ფ-------- ს-----ამ ა-–--------ეს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რამაც ა-–--------ის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
2017 წლის 11 ნოემბერს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადე ფ-------- ს-----ას აეკრძალა მის ყოფილ მეუღლესთან, ა-–--------ესთან სატელეფონო და მობილური კომუნიკაციით ურთიერთობა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის დადგენილებით ფ-------- ს-----ა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით. ადმინისტრაციულ სახდელშფარდებული ფ-------- ს-----ა 2017 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, მივიდა ა-–--------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.ქუთაისი, ჩეჩლაშვილის პირველი შესახვევი N5-ში და თავისი შვილის, დანიელ ს-----ას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ა-–--------ეს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით დაკისრებული ვალდებულება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით ფ-------- ს-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 111, 3811 პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ფ-------- ს-----ას დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 05 დეკემბრიდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებულ ფ-------- ს-----ას ინტერესების დამცველი ადვოკატი პ---–- კ------ე წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, ფ-------- ს-----ას შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებული ფ-------- ს-----ა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის წარსულში ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან, ამ უკანასკნელს ფ-------- ს-----ას მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თვლის, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მის ყოფილ მეუღლეს შეუფარდა სრულიად უსამართლო, მკაცრი და არაადეკვატური სასჯელი, ჰყავთ ოთხი არასრულწლოვანი შვილი, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულ ა-–--------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ითხოვდა, რომ მისი მეუღლის მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული საპატიმრო სასჯელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ზემოღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მეტისმეტად მკაცრი სასჯელია.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ ფ-------- ს-----ას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება.
გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, სააპელაციო პალატას ფ-------- ს-----ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაულის გათვალისწინებული სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა-–--------ის ჩვენებით, მოწმეების: გ---–ა ს-----ას და ა-------- ყ-----–---–ის ჩვენებებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 11 დეკემბრის შემაკავებელი ორდერით, 2017 წლის 24 ნოემბრის დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ფ-------- ს-----ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტები (მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი) ითხოვენ ფ. ს-----ას საპატიმრო სასჯელი შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.
მსჯავრდებულ ფ-------- ს-----ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ მსჯავრდებული ფ-------- ს-----ა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადაოდ არ გაუხდია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შერიგებულია დაზარალებულთან, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ა-–--------ის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებით, ჰყავთ ოთხი არასრულწლოვანი შვილი, რომლებსაც ერთობლივად ზრდიან, არ არის ნასამართლევი, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავარდებულს შეუმსუბუქდეს გასაჩივრებული განაჩენით სსკ-ის 111 126 მუხლის 12 ნაწილით დანიშნული სასჯელი მუხლის სანქციის ფარგლებში და ამ მიმართებით ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ფ-------- ს-----ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ---–- კ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულ ფ-------- ს-----ას სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ფ-------- ს-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ-------- ს-----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
ფ-------- ს-----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 5 დეკემბრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე