განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
330100118002549716
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002549716

საქმე №1ბ/242-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - დ-------------–---–ის, ა-–---------–-–---–ის,ადვოკატ - დ-------------–---–ის,მსჯავრდებულ - დ-------------ას,თარჯიმან - თ---------–------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ-------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დ-------------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, პასპორტი №B-------, უ-----------------–-კის მოქალაქე, რეგისტრირებული: უ-----------------–-კა, ქ-------–-----------------ნი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით:

 

დ-------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

დ-------------ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 01 ივნისიდან.

 

დ-------------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა – გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 01 ივნისს, გამთენიისას, ქ.თბილისში, მ-----------------------------------ში, დ-------------ამ თმებში ხელის მოჭერითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით შებოჭა თ--------------------------, რომელთანაც დაამყარა იძულებითი სქესობრივი კავშირი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ-------------ას ადვოკატმა დ-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და დ-------------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მას საფუძლად დაედო ვარაუდი, რადგან დ-------------ას მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდა ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საფუძველზე. აბსოლუტურად სხვაგვარად არის ასახული განაჩენში ის ფაქტობრივი გარემოებები და მოწმეთა ჩვენებები, რაც რეალურად მოხდა. მასში შეგნებულად არ არის მითითებული ის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც მოწმეებმა დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულის სასარგებლოდ. ასევე, ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დ-------------ა უდანაშაულოა, ხოლო ე.წ. „დაზარალებულის“ ჩვენება მოგონილია და ცრუობს. საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ ამ უკანასკნელის - შურისძიებით აღსავსე დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არის არათანმიმდევრული, ალოგიკური და შესაბამისობაში არ მოდის როგორც მის მიერვე გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასთან, ასევე, საქმეში არსებულ მასალებთან. კერძოდ, იმ გარემოებებთან დაკავშირებით, როგორიცაა დ-------------ას საქართველოში ყოფნის ფაქტის ცოდნა, მომხდარის პოლიციისათვის შეტყობინება და დაზარალებულის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა, მისი ფსიქოლოგიური ტრავმა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, დაზარალებულის ჩვენება არის წინააღმდეგობრივი და არ უნდა იქნეს გაზიარებული; მისი განმარტებები წინააღმდეგობაში მოდის ასევე გამომძიებლისა და სხვა მოწმეების ჩვენებებთან, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებთან, რომელთაგან არცერთი არ არის იმ ხასიათის მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ამხელს დ-------------ას ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა დ-------------ამ და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა დ-------------ას მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ დ-------------ას მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა თ--------------------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 31 მაისს მეგობრებთან - ტატიანა მალაფეევასთან და თ------------------თან ერთად იმყოფებდა კუს ტბაზე, სადაც დალიეს ლუდი. შემდეგ წავიდნენ თ------------------ის სახლში და გააგრძელეს ალკოჰოლური სასმელის მიღება. ღამე, დაახლოვებით 12:00 საათისთვის გადაწყვიტა სახლში წასულიყო ტაქსით, თუმცა გზაში გადაიფიქრა და წავიდა შარდენის ქუჩაზე ერთ-ერთ კლუბში. იქ არსებული ვითარება არ მოეწონა და იქიდან წავიდა კლუბ „იუნიქსში“. მისვლისას ადგილზე დახვდა ყოფილი მეგობრის - ნ---------------ს შეყვარებული დ-------------ა, რომელთანაც ასევე აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. ნ---------------სთან დაახლოებით ორი თვის წინ მოუვიდა კონფლიქტი და აღნიშნულის თაობაზე ისაუბრა დ-------------ასთან შეხვედრისას. ეს უკანასკნელი დაპირდა, რომ შეარიგებდა ნ--------ნ და ამ მიზნით წაიყვანდა თავისთან სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა ნ---------------. დაზარალებულის განმარტებით, ნ---------------ს მეორე დღეს ქონდა დაბადების დღე და ვინაიდან სურდა მასთან შერიგება, დიქსონთან შეხვედრამდე დაურეკა მას, თუმცა ნ----- უპასუხა, რომ სახლში არ იმყოფებოდა. დ-------------ამ უთხრა, რომ ნ------ მოატყუა, შეგნებულად არიდებდა თავს მასთან შეხვედრას და სინამდვილეში იგი იყო სახლში, რის გამოც დათანხმდა მის შეთავაზებას და გაყვა სახლში - მ-----------------------------------ში. მისვლისას დ-------------ამ დაიწყო კარების გაღება, რამაც დააეჭვა და კითხა, თუ რატომ არ უღებდათ თავად ნ--------------- კარებს, რაზეც დიქსონმა განუცხადა, რომ ნ----ს ეძინა. როდესაც სახლში შევიდნენ, აღმოჩნდა, რომ იქ ნ---- არ იყო, დ-------------ამ კი უთხრა, რომ მასთან უნდოდა მარტო დარჩენა და ამიტომ წამოიყვანა სახლში. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან მიღებული ქონდა ალკოჰოლური სასმელი, გული ერეოდა და შევიდა საჭირო ოთახში, ხოლო იქიდან გამოსვლის შემდეგ დიქსონმა სახლში წასვლის უფლება არ მისცა. მისაღებ ოთახში შესვლისას ხელი კრა, დააგდო დივანზე და დაიწყო მისთვის შარვლის გახდა. ეუბნებოდა, რომ არ სურდა მასთან ურთიერთობა, ცუდად იყო და თავი დაენებებინა. წინააღმდეგობის გაწევის პროცესში დაიმსხვრა მაგიდაზე არსებული ბოთლი და ჭიქები. არაერთი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად დ-------------ამ მასთან ძალადობით დაამყარა სექსუალურ კონტაქტი. ამის შემდეგ იგი შევიდა საპირფარეშოში, გამოსვლისას დ-------------ამ ხელი კრა, რის გამოც წაიქცა და იატაკზე არსებული მინით გაიჭრა ფეხი. დ-------------ას კვლავ სთხოვდა, რომ გაეშვა სახლში, თუმცა მან თმებში მოჰკიდა ხელი, შეიყვანა საძინებელში და კვლავ ძალადობით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. მან რაღაც ნივთი ჩაარტყა კავუმას თავის დასაღწევად, რის შემდეგაც გაიქცა და დარეკა საპატრულო პოლიციაში, მოასწრო მხოლოდ იმის თქმა, რომ შველა სჭირდებოდა კოსტავას 72 ნომერში. დ-------------ა შევიდა ოთახში, წაართვა ტელეფონი, წავიდა სახლიდან და გარედან ჩაუკეტა კარები. აღნიშნულის გამო ყვიროდა, კარებზე და ფანჯრებზე დარტყმით ცდილობდა ხმა მიეღწია მეზობლებისათვის, ეს ყველაფერი გრძლედებოდა ერთი საათის ან საათ ნახევრის განმავლობაში. შემდეგ აიღო სანთებელა და აივანზე გაკიდებული სარეცხისთვის უნდოდა ცეცხლის წაკიდება. აღნიშნული დ-------------ამ დაინახა ქვემოდან, შეეშინდა და ავიდა სახლში. დიქსონს ეხვეწებოდა სახლში გაეშვა და არავის არაფერს ეტყოდა. ამ დროს კავუმას ჯიბიდან გადმოუვარდა მისი ტელეფონი, ხოლო გასაღები თავად ამოაცალა და გაიქცა კარის მიმართულებით. მას გამოეკიდა დიქსონიც, თუმცა სადარბაზოში პირველ სართულზე ჩასვლისას დახვდათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც დიქსონი აღარ უნახავს. სირცხვილის გამო პოლიციელებისთვის არაფერი უთქვამს. 01 ივნისს, დაახლოებით 06:00 საათზე დაბრუნდა სახლში და მხოლოდ მეორე დღეს დედასთან და მეგობრებთან გასაუბრების შემდეგ შეიტანა განცხადება პოლიციის განყოფილებაში. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ნ---------------სთან ჰქონდა უთანხმოება და შემთხვევამდე რაღაც პერიოდით ადრე მასთან შეხვედრისას მოუვიდათ კამათი, თუმცა მას არ დამუქრებია. იგი მომხდარი ფაქტის შემდეგ გადიოდა ფსიქოლოგიურ მკურნალობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე თ------------------მა განმარტა, რომ იცნობს თ--------------------------ს და დ-------------ას. ორივე მათგანი გაიცნო 2017 წელს დუბაიში. 2018 წლის 31 მაისს ტატიანა მალაფეევასთან და თ--------------------------სთან ერთად იმყოფებოდა კუს ტბაზე, სადაც მისმა მეგობრებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. მოგვიანებით წავიდნენ მასთან სახლში, სადაც თ------ა და ტატიანამ კვლავ დალიეს ალკოჰოლური სასმელი. ამ პერიოდის განმავლობაში თ------------------------იემ ორჯერ დაურეკა დ-------------ას და უთხრა, რომ სურდა ნ---------------ს ნახვა. მეორე საუბრისას დიქსონმა უთხრა, რომ ნ---- სახლში არ იყო და თვითონაც გადიოდა სახლიდან. დაახლოებით 12:00 საათისთვის თ------ წავიდა თავის სახლში. გვიან ღამით დაურეკა თ------ს დედამ და უთხრა, რომ თ------ სახლში არ მისულა. ამის შემდეგ ურეკავდა დაზარალებულს, თუმცა ტელეფონი გათიშული ჰქონდა. 01 ივნისს, გამთენიისას, კვლავ დაურეკა თ--------------------------ს დედამ ტირილით და უთხრა, რომ მისი შვილი სახლში მივიდა ნაცემი და ცუდ მდგომარეობაში. მოწმე თავის დეიდაშვილთან - ნ---- გელაშვილთან ერთად წავიდა თ------ს სანახავად, სადაც, ნახა, რომ თ------ იყო დალურჯებული და გადასერილი ჰქონდა ფეხები. მან უამბო, რომ წინა ღამით ბარში შეხვდა დ-------------ას, რომელმაც სახლში წაიყვანა, კარი ჩაკეტა და გააუპატიურა. ამის შემდეგ მოწმემ დარეკა პოლიციაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ-------------–---–მა განმარტა, რომ თ-------------------------- არის მისი ქალიშვილი. 2018 წლის 31 მაისს, 15:00 საათისთვის თ------ წავიდა მეგობართან - თ------------------თან. ღამე დაახლოებით 12:00 საათისთვის თ------ა დაურეკა და უთხრა, რომ მიდიოდა სახლში, თუმცა სახლში არ მისულა. ამის შემდეგ დაეძინა და დაახლოებით 01 ივნისს, 03:00 საათისათვის გაეღვიძა. რამდენჯერმე სცადა თამართან დარეკვა, თუმცა იგი არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს. 05:00 საათისთვის თ------ა თვითონ დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან ცუდად იყო, განუმარტა, რომ სცემეს და ძლივს დააღწია თავი, მაგრამ ვინ სცემა და რა მოხდა, მაშინ არ უთქვმს. თ------ დაახლოებით 07:00 საათზე მივიდა სახლში, თმები გაჩეჩილი ჰქონდა, მუხლები კი - სისხლიანი და ტიროდა. მან უამბო, რომ თ------------------ისგან წამოსვლის შემდეგ შეიარა კლუბში, სადაც დახვდა დ-------------ა. ამ უკანასკნელს თ-------------------------- წაუყვანია სახლში ნ---------------სთან დაბადების დღის მისალოცად, თუმცა ნ---- სახლში არ ყოფილა, დ-------------ას კი მისთვის კარი ჩაუკეტავს, რის შემდეგაც სექსუალურად უძალადია დაზარალებულზე. მოწმემ დაადასტურა, რომ მის ქალიშვილს და ნ---------------ს ჰქონდათ გარკვეული უთანხმოება, თუმცა მის შვილს არ სურდა ვინმესთან კონფლიქტში ყოფნა და უნდოდა ნ--------ნ შერიგება, სწორედ ამიტომ აპირებდა მისთვის დაბადების დღის მილოცვას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ--------–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის ივნისის თვეში მუშაობდა ქ.თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 01 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პირადმა კონტაქტმა აცნობა, რომ თ--------------------------ს გაუპატიურების ფაქტზე მხილებული პიროვნება - დ-------------ა იმყოფებოდა ქ.თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში. აღნიშნული ინფორმაცია პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას და გამოიკითხა გამომძიებლის მიერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზ--------–--–--ამ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2018 წლის 01 ივნისს სამსახურში ყოფნისას დანაყოფში მიღებული იქნა შეტყობინება თ--------------------------ს გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით და დაიწყო გამოძიება. დაზარალებულ თ--------------------------ს გამოკითხვის შემდეგ, თანამშრომელმა გ--------–-–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი იყო უგანდის მოქალაქე დ-------------ა, რომელიც იმყოფებოდა ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აპირებდა საქართველოდან გამგზავრებას. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი მოწმის და გ-------------ის მონაწილეობით, ასევე გამოიძახეს თარჯიმანი და გაემართნენ ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობაში შენიშნეს დ-------------ა, წარუდგინეს თავი, განუმარტეს თუ რა საკითხზე იყვნენ მასთან მისულები, გააცნეს უფლებები და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ქურთუკი, პასპორტი, ორი ავიაბილეთი, 500 ამერიკული დოლარი და 10 ლარი. ზ--------–--–--ამ დაადასტურა, რომ დ-------------ას ქურთუკი და სხვა ამოღებული ნივთები დალუქეს ცალ-ცალკე პაკეტებში. ადგილზევე შეადგინეს პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმი და თარჯიმნის მეშვეობით გააცნეს დ-------------ას, რომელმაც ოქმის ნამდვილობა დაადასტურა ხელმოწერით. დაკავების შემდეგ ბრალდებული გადაიყვანეს ისნის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა ნ------------–-–---–მა და გ----------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ---------------მ განმარტა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ დუბაიში გაიცნო თ-------------------------- და დ-------------ა. ამ უკანასკნელთან აკავშირებდა სასიყვარულო ურთიერთობა და აპირებდნენ დაქორწინებასაც. 2018 წლის მაისის თვეში ის და დ-------------ა ჩამოვიდნენ საქართველოში. 01 ივნისს, მის დაბადების დღეზე, შელაპარაკება მოუვიდა დიქსონთან და მისი ბინიდან წამოვიდა სახლში დედასთან და შვილთან, კავუმა კი წავიდა შარდენზე მდებარე კლუბ „იუნიქსში“. ამის შემდეგ თ------ა მიწერა - გილოცავ დაბადების დღესო, ამასთანავე უთხრა - დიქსონს ველაპარაკე და მითხრა, რომ წასულხარო. დილით გაღვიძებისას ტელეფონზე დახვდა დიქსონისაგან შემოსული სატელეფონო ზარები და თ------ს დედის მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა მისთვის უცნობი იყო რისთვის ემუქრებოდნენ. დ-------------ას ურეკავდა, მაგრამ ტელეფონი გამორთული ქონდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა მისულიყო მასთან სახლში. ადგილზე მისვლისას სახლი დახვდა არეული, საფერფლე იყო გატეხილი. დიქსონმა მოუყვა, რომ თ------ არაფხიზელ მდგომარეობაში ნახა ერთ-ერთ კლუბში, დაცვის თანამშრომელს უნდოდა თამარს დაეტოვებინა კლუბი, მან კი უპატრონა, თამარს უთქვამს - სახლში ვერ წავალ, ძალიან მთვრალი ვარ და შენთან წამოვალო. სახლში მისვლისას თ--------------------------ს ჰქონდა სექსუალური ხასიათის ურთიერთობა კავუმასთან, თუმცა შემდეგომ დაიწყო ყვირილი, ნივთების მსხვრევა და დაემუქრა, რომ თუ არ გაწყვეტდა ურთიერთობას ნ---------------სთან, ორივეს სამაგიეროს გადაგვიხდიდა. დ-------------ამ ასევე უთხრა, რომ დაურეკა შ-----------------ას, რათა დახმარებოდა, თ------ დაეწყნარებინა და სახლიდან წაეყვანა, თუმცა შორენა ვერ დაეხმარა. აღნიშნული ამბის მოსმენის შემდეგ იგი (ნ---------------) განაწყენდა, დიქსონს უთხრა, რომ მას ღალატს არ აპატიებდა და წავიდა სახლიდან. მოგვინებით დიქსონმა კიდევ დაურეკა და სთხოვა ეპატიებინა, თუმცა მან უარი უთხრა. როგორც შემდეგ გაიგო, დ-------------ა პოლიციელებს დაუკავებიათ გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მას დუბაიში ინტიმური ურთიერთობა ქონდა თ--------------------------ს შეყვარებულთან, რის შემდეგაც თამართან მოუვიდა კონფლიქტი და ერთმანეთს აღარ ეკონტაქტებოდნენ. საქართველოში ყოფნის დროს ის, დ-------------ა, თ-------------------------- და შ-----------------ა შეხვდნენ ერთ-ერთ რესტორანში, სადაც თ------ა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა კიდეც, უთხრა, რომ შვილს მოუკლავდა და დიქსონით გაამწარებდა. თუმცა თ------ს მუქარა „დიქსონით გამწარების“ შესახებ უბრალო სიტყვებად ჩათვალა. ამის შემდეგ თ------ კიდევ მივიდა მასთან, უთხრა - არ დაგვიმთავრებია საუბარიო და ამჯერად ქუჩაში მოუვიდათ კონფლიქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე შ-----------------ამ განმარტა, რომ დუბაიში ყოფნის დროს გაიცნო თ-------------------------- და დ-------------ა. ეს უკანასკნელი იყო ნ---------------ს შეყვარებული და აპირებდნენ დაქორწინებას. მისი საქართველში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე დღეში, მაისის თვეში დაურეკა ნ---------------მ და უთხრა, რომ საქართველოში იყო ჩამოსული დიქსონთან ერთად. ისინი შეთანხმდნენ, რომ დიქსონს დაათვალიერებინებდნენ საქართველოს. ერთ დღეს, როდესაც გუდაურში აპირებდნენ წასვლას, შეიარეს რესტორანში სასადილოდ. ამ დროს ნ---------------ს ტელეფონზე გამუდმებით ურეკავდა თ--------------------------, რომელიც შემდგომ ბავშვთან ერთად მათთან მივიდა რესტორანში. მოწმემ დაადასტურა, რომ ნ---------------ს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა თ--------------------------ს მეგობარ მამაკაცთან ვინმე „ახმედთან“, რის გამოც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. თ------ სწორედ ამ საკთხზე საუბრის გასაგრძლებლად მივიდა მათთან რესტორანში. იგი იყო არაადეკვატურ მდგომარეობაში, ემუქრებოდა ნ---------------ს, უთხრა, რომ „გაამწარებდა“ და მისთვის საყვარელ ადამიანთან „დაწვებოდა“, ასევე უთხრა, რომ შვილს მოუკლავდა. როგორც მისთვის ცნობილია, ამის შემდეგ თ------ მას უგზავნიდა შესარიგებელ შეტყობინებებს, თუმცა ნ---- მას აღარ შეხვედრია. 2018 წლის 31 მაისს იმყოფებოდა მეგობარ თამარ ხარატიშვილის დაბადების დღეზე რედისონში, დაახლოებით 04:00 საათზე დაურეკა დ-------------ამ, რომელმაც უთხრა, რომ თ-------------------------- იმყოფებოდა მასთან, იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ და სთხოვა დახმარება. ასევე განუმარტა, რომ თ------ ამტვრევდა სახლში ყველაფერს, იყენებდა დაზიანებებს და ყვიროდა. მოწმის განმარტებით, ვერ დატოვა მეგობრები და ვერ წავიდა დიქსონთან, აღნიშნულის შესახებ არც ნ---------------სათვის უცნობებია არაფერი.

 

ბრალდებულმა დ-------------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ დუბაიში ყოფნის დროს გაიცნო ნ---------------, თ-------------------------- და შ-----------------ა. ნ--------ნ სასიყვარულო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და გადაწყვიტეს დაქორწინებულიყვნენ, რის გამოც ჩამოვიდა საქართველოში ნ---------------ს მშობლების გასაცნობად. საქართველოში ყოფნის დროს თავიდან რჩებოდა სასტუმროში, ხოლო შემდგომ იქირავა ბინა მ----------------------------------–ი. 2018 წლის 31 მაისს, საღამოს, იმყოფებოდა ნ---------------სთან ერთად, როდესაც დარეკა თ--------------------------მ და იკითხა ნ----, თუმცა ნ----- უთხრა, რომ მასთან საუბარი არ სურდა, ამიტომ თამარს უთხრა, რომ ნ---- მასთან ერთად არ იყო. ვინაიდან მეორე დღეს იყო ნ----ს დაბადების დღე, იიგი წავიდა დედამისის სანახავად, თვითონ კი წავიდა შარდენზე არსებულ კლუბ „იუნიქსში“. იქ კიდევ დაურეკა თ------ა და კითხა თუ სად იმყოფებოდა, რაზედაც უპასუხა, რომ იყო „იუნიქსში“, სადაც მივიდა თ--------------------------ც. თ------ ეუბნებოდა, რომ მოსწონდა და მასთან უნდოდა ყოფნა. შემდეგ თ------ა კითხა - კლუბიდან სად მიდიხარო, რაზეც უპასუხა, რომ სახლში უნდა წასულიყო დასაძინებლად. თ------ა უთხრა თუ შეიძლებოდა, რომ მასთან წასულიყო სახლში და იქ გაეგრძლებინათ ალკოჰოლური სასმელის დალევა, რაზედაც დათანხმდა. გზაში იყიდეს ალკოჰოლური სასმელი, შემდეგ წავიდნენ მის საცხოვრებელ ბინაში და დალიეს. თამარს უნდოდა მასთან სექსუალური კონტაქტი და ცდილობდა აეყოლიებინა. საძინებელ ოთახში მოხდა მათ შორის ნებაყოფლობითი სქესობრივი კონტაქტი, რის შემდეგაც თავად გავიდა მისაღებ ოთახში და გააგრძელა ალკოჰოლის მიღება. თ------ გახდა ცუდად და შევიდა საპირფარეშოში, სადაც მას გული აერია. შემდგომაც თავს ცუდად გრძნობდა და რამდენჯერმე შევიდა საპირფარეშოში. ამ პერიოდში თავად უსმენდა მუსიკას, თ------ საპირფარეშოდან საძინებელში ბრუნდებოდა, საიდანაც რამდენიმე ხნის შემდეგ გამოვიდა და იკითხა სიგარეტი. იგი ამ დროს გაღიზიანდა, კითხა - თუ რატომ ჰქონდა ნ-----------------ან ურთიერთობა, უთხრა - იცი, რომ ის მსუბუქი ყოფაქცევის ქალია და აჰმედთან გიღალატაო. თ------ უფრო და უფრო ღიზიანდებოდა და ხმამღლა ელაპარაკებოდა, აიღო საფერფლე, ტეკილას და ვისკის ჭიქები და დაამტვრია, თან ემუქრებოდა - გაეწყვიტა ურთიერთობა ნ---------------სთან. დამტვრეული ჭურჭლის ნამსხვრევები ძირს ეყარა, რის გამოც თავად წავიდა ცოცხის მოსატანად. ამ დროს თ------ მაგიდას დაეყრდნო ასაკრეფად, თუმცა ფეხი დაუცდა, წაიქცა და ფეხი გაიჭრა. ამის შემდეგ დაუმუშავა ჭრილობა, თუმცა არ შეუხვევია, ვინაიდან ისეთი არაფერი ჰქონდა. თ-------------------------- იყო უკონტროლო მდგომარეობაში, იგი (დ-------------ა) მოუწოდებდა დამშვიდებისკენ, თუმცა ვერაფერი ვერ გააგებინა. შემდეგ გადაწვყიტა სიგარეტის საყიდლად წასულიყო და თამარს კარები გარედან ჩაუკეტა. გარეთ ყოფნისას დაურეკა შ-----------------ას და უთხრა, რომ თ------ იყო მასთან და დახმარებოდა. სახლში დაბრუნების შემდეგ თ------ კვლავ უკონტროლო იყო, მან დარეკა ტელეფონზე, ლაპარაკობდა ქართულად, ბოლოს განაცხადა, რომ უნდოდა სახლში წასულიყო. სახლიდან გავიდნენ ერთად, რის შემდეგაც თ------ გააცილა ტაქსით. მეორე დღეს მასთან სახლში მივიდა ნ---------------, რომელსაც აუხსნა ღამით განვითარებული მოვლენები და ბოდიშიც მოუხადა თამართან სექსუალური ურთიერთობის გამო. განაწყენებულმა ნ----- უარი უთხრა ურთიერთობის გაგრძელებაზე და წავიდა. ამის გამო გადაწვყიტა წასულიყო სამშობლოში, აეროპორტში მისვლამდე კვლავ დაურეკა ნ---------------ს და კიდევ ერთხელ სთხოვა შერიგება, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნულის შემდეგ აეროპორტში მისვლისას აიღო სამგზავრო ბილეთი და აპირებდა ქვეყნის დატოვებას.

 

უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ.გელაშვილის 2018 წლის 01 ივნისის პატაკით დგინდება, რომ 2018 წლის 01 ივნისს თ--------------------------ს მიმართ გაუპატიურების ჩამდენი პირი იყო 1----–-–------------ს დაბადებული დ-------------ა, რომელიც უნდა ყოფილიყო ქ.თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 02 ივნისს, 00:15-00:35 სთ. პერიოდში, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების გამომძიებელ გ----------------–---–ის მიერ, ექსპერტის და დაზარალებულის - თ--------------------------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, თ--------------------------ს მიერ მითითებული იქნა ქ.თბილისში, კ---------------–--------------- საცხოვრებელი ბინა, სადაც მისი განმარტებით, გააუპაიურა დ-------------ამ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 02 ივნისს, 00:42-01:30სთ. პერიოდში, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების გამომძიებელ გ----------------–---–ის მიერ, ექსპერტების და დაზარალებულის მონაწილეობით, დათვალიერდა დ-------------ას საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: ქ------–-----------------------------9, სადაც შესასვლელი არის ერთფრთიანი რკინის კარით. შესასვლელიდან ხელმარცხნივ განთავსებულია სამზარეულო, ხოლო შესასვლელიდან პირდაპირ განთავსებულია საძინებელი ოთახი, საიდანაც გავდივართ აივანზე. მისაღებ ოთახში რაიმე სახის არეულობის კვალი არ აღინიშნება, ხოლო სამზარეულოს მხარეს ფანჯრის ქვეშ განთავსებულ გათბობის რადიატორზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგავრი ლაქები, ხოლო მის გევრდით არსებულ ნაგვის ურნაში არის სავარაუდოდ საფერფლის ნამსხვრევები. დათვალიერების შედეგად შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ანაწმენდები და ოთხი ცალი შუშის ნატეხი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად: თ--------------------------ს სამედიცინო შემოწმებისას (01.06.2018) აღენიშნებოდა - მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე; თ--------------------------ს შემოწმებისას ასევე აღენიშნებოდა მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, ცენტრალურად სწორკიდეებიანი ჭრილობა, რომელიც განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზაინებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ დროს; გარდა ამისა თ--------------------------ს შემოწმებისას აღენიშნებოდა მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე, ნაჩხვლეტი ჭრილობა, ირგვლივ სისხლნაჟღენთით, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო მანიპულაციას - ინექციის კვალს; თ--------------------------ს სასექსო ორგანოს და უკანა ტანის არეში რაიმე ახალი ფიზიკური დაზაინების ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0----------- დასკვნის თანახმად: პაკეტში, წარწერით: „....მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.№1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს; პაკეტში, წარწერით: ,,...დ-------------ასგან ამოღებული ქურთუკი...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№2,3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ-------------ას (ობ.№11; პაკეტი, წარწერით: ,,...დ.კავუმას სისხლის ნიმუში...“); პაკეტში, წარწერით: ,,....შუშის ნატეხები ამოღებული სამზარეულოში ნაგვის ვედროდან...“ მოთავსებულ ერთ-ერთ ნამსხვრევზე არსებული მოწითალო დანაშრევი (ობ.№4) სისხლს არ წარმოადგენს. ოთხივე ნამსხვრევზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.№5) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის დ-------------ას (ობ.№11), ხოლო მინორული წილი - ობ.№1-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ნამსხვრევებიდან ამოღებული თმის ღერებზე (ობ.№6) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: ,,....თ--------------------------ს საცვალი...“ მოთავსებულ საცვალზე არსებული მოთეთრო ფერის დანაშრები (ობ.№7) სპერმას არ შეიცავს. ამავე საცვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.№8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი - ობ.№1-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია; პაკეტში, წარწერით: ,,..... თ--------------------------ს საშოდან და უკანა ტანიდან აღებული ნაცხის ნიმუშები...“ მოთავსებულ ნაცხის ნიმუშები (ობ.№9,10) სპერმა არ აღმოჩნდა.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ-------------ას ბრალეულობასთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და განმარტავს, რომ დაცვის მხარის არგუმენტები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ დ-------------ას მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით კრიმინალიზებულია გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად მიჩნევისათვის აუცილებელია ადგილი ჰქონდეს ნების საწინააღმდეგო სქესობრივ კავშირს, რაც შესაძლოა გამოხატული იყოს: ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ძალადობის გამოყენება გაუპატიურების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს დაზარალებულის ცემაში, ხელ-ფეხის შებოჭვაში, კიდურების გადაგრეხვაში, ასევე ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე ხასიათის დაზიანებაში. ფიზიკური ძალადობა გაუპატიურებისას არის დაზარალებულის წინააღმდეგობის დათრგუნვის საშუალება. მოცემულ შემთხვევაში, დ-------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება მოიცავს სწორედ დაზარალებულის გაუპატიურებას მის მიმართ ძალადობით.

 

სასამართლოში, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ დ-------------ას და დაზარალებულ თ--------------------------ს შორის მართლაც ჰქონდა ადგილი სქესობრივ კავშირს, თუმცა, დაცვის მხარემ სადავო გახადა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენება და აღნიშნა, რომ საქმეში არ წარმოდგენილა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა დ-------------ას მიერ დაზარალებულთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებას მისი ნების საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არაერთ საქმეში განმარტა, რომ ვინაიდან სქესობრივი დანაშაულები, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, რაც ლოგიკურია მისი ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან (მაგ. იხილეთ 2017 წლის 18 იანვრის №466აპ-16 გადაწყვეტილება).

 

ამდენად, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის ჩვენებას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში თ--------------------------ს გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. დაზარალებულმა თანმიმდევრულად და ლოგიკურად გადმოსცა 2018 წლის 31 მაისს, როგორც დღის განმავლობაში, ასევე, მომდევნო ღამის საათებში განვითარებული მოვლენები და დ-------------ას მიერ მის მიმართ სექსუალური ძალადობის განხორციელების დეტალები. მან ნათლად განმარტა, სასამართლოს სხდომაზე, რომ დ-------------ასთან სექსუალური კონტაქტის დამყარების სურვილი არ ქონია და ამ უკანასკნელის სახლში მივიდა მხოლოდ ნ---------------სთან სასაუბროდ. ასევე, დაზარალებულმა არ უარყო, რომ მისთვის თავად ნ---------------სგან იყო ცნობილი მისი სახლში არყოფნის ფაქტი, მაგრამ დ-------------ამ დაარწმუნა, რომ ნ--------------- ნამდვილად სახლში იმყოფებოდა, უბრალოდ მას არიდებდა თავს. დაზარალებულმა მიუთითა, რომ ვინაიდან სახლში ნ---- არ დახვდა, უნდოდა იქიდან წამოსვლა, თუმცა დ-------------ამ უთხრა, რომ მასთან სურდა მარტო დარჩენა და ამიტომ წამოიყვანა სახლში. თ--------------------------მ დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომ საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, მისაღებ ოთახში შესულს, დ-------------ამ კრა ხელი, დააგდო დივანზე და დაუწყო შარვლის გახდა. უწევდა წინააღმდეგობას, ეუბნებოდა, რომ არ სურდა მასთან ურთიერთობა, ცუდად იყო და თავი დაენებებინა, ასევე მათ შორის იყო ისეთი ხასიათის ჭიდილი, რომ მაგიდაზე არსებული ნივთებიც დაიმტვრა. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, დუქსონ კავუმამ მასთან ძალადობით დაამყარა სექსუალური კონტაქტი. ეს უკანასკნელი ვერ შეაკავა იმ გარემოებამაც, რომ დაზარალებულმა ფეხი გაიჭრა იატაკზე არსებულ მინებზე, მას დიქსონმა თმებში მოკიდა ხელი, შეიყვანა საძინებელში და კვლავ ძალადობით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. დაზარალებული სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა დამაჯერებელი სიზუსტით. არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულ თ--------------------------ს ჩვენება სრულიად თანმიმდევრული, ლოგიკური და დამაჯერებელია, ასევე სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით, გამყარებულია წერილობითი მტკიცებულებებით, პალატას არ გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში.

 

პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატის აპელირებას, რომ არსებითი წინააღმდეგობები იკვეთება თ--------------------------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასა და მის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას შორის. იმისათვის, რომ წარმოჩინდეს - მართლაც არსებითი და მნიშვნელოვანია თუ არა დაცვის მხარის მიერ მითითებული წინააღმდეგობები და საფუძვლიანია თუ არა მისი ეჭვები და ვარაუდები დაზარალებულის არასანდოობის თაობაზე, ობიექტურად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს სადავო მომენტები. ამასთან, ბუნებრივია, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს.

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი, არადამაჯერებლად მიიჩნიოს თ--------------------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება იმ მიზეზით, თითქოს მან გამომძიებელს განუმარტა, რომ დ-------------ას ბინაში ყოფნისას ვერ დარეკა პოლციის განყოფილებაში. დაცვის მხარე არასწორად წარმოაჩენს დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების დეტალებს, ვინაიდან როგორც მან მიუთითა, რიცხვები ერეოდა და სწრაფად ვერ დარეკა პოლიციაში, თუმცა ზოგადად 112-ში დარეკვის ფაქტი დაუდასტურა გამომძიებელს. დაზარალებულმა, ისევე როგორც სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში, გამომძიებელს ისიც განუმარტა, რომ სადარბაზოში ჩასულს, ქვემოთ დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რატომ მაშინვე არ მოახსენა პოლიციას მომხდარის შესახებ, თ--------------------------მ ნათლად განმარტა, სირცხვილის გამო პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ არანარი პრეტენზია არავის მიმართ არ ქონდა. ასევე, არ იკვეთება რაიმე სახის წინააღმდეგობები დაზარალებულის ჩვენებასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს შორის იმ გარემოებასთან დაკავშირებით, თ-------------------------- დიქსონის ბინიდან წასვლის შემდეგ გავიდა აივანზე და დაიწყო ყვირილი, ასევე დააპირა კავუმას ტანსაცმლისათვის ცეცხლის წაკიდება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ნათლადაა აღწერილი, რომ დ-------------ას საცხოვრებელ ბინაში საძინებელი ოთახიდან არის აივანზე გასასვლელი.

 

რაც შეეხება აპელანტის მიერ საჩივარში მითითებულ სხვა არგუმენტებს - იცოდა თუ არა დაზარალებულმა დ-------------ას საქართველოში ყოფნის ფაქტი; აწუხებს თუ არა გულის პრობლემები; აივანზე ჩაცმულ მდგომარეობაში გავიდა თუ არა და ასევე, რა გზით დატოვა დ-------------ას საცხოვრებელი ბინა, აღნიშნულის შეფასებისას პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №6-------), სადაც მითითებულია შემდეგი: „შეუძლებელია მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში ვიგულისხმოთ აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით“. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას გასათვალისწინებელია მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი, მისთვის მიყენებული მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა, ის ფაქტი, რომ თამას მირზაზადეჰთეკიე თავდაპირველად დაიკითხა შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რის გამოც სრულიად ლოგიკურია, რომ იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და ზედმიწევნით ზუსტად ვერ ასახავდა მომხდარი ფაქტის დეტალებს. საქმეში „აიდინი თურქეთის წინააღმდეგ“ (განაცხადი #2------------- წლის 25 სექტემბერი), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ გაუპატიურება მსხვერპლზე ღრმა ფსიქოლოგიურ დაღს ტოვებს, რომელიც დროთა განმავლობაში, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის სხვა ფორმების მსგავსად, სწრაფად არ იკურნება“. ამდენად, პალატა მხედველობაში იღებს რა ყოველივე აღნიშნულს, ასევე აანალიზებს დაზარალებულის ჩვენებას, საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს და ექსპერტიზის დასკვნას, მიიჩნევს, რომ თამარ მირზაზდეჰთეკიეს არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე არ მოუხდენია აპელირება, მხოლოდ მცირე მნიშვნელობის შეუსაბამობები იკვეთება დაზარალებულის ჩვენებაში, რის გამოც მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები არ არსებობს.

 

დაზარალებულის ჩვენება დ-------------ას მიერ სექსუალური ძალადობის განხორციელების დეტალებთან და ასევე, ფეხზე მიღებულ ჭრილობასთან დაკავშირებით, სრულ შესაბამისობაშია და გამყარებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, თ--------------------------ს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, განვითარებულნი რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ამასთან, თ--------------------------ს შემოწმებისას მარცხენა მუხლზე აღენიშნებოდა ჭრილობა, განვითარებული რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად. დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან ქმედების ჩადენის დროს.

 

ამასთან, დაზარალებულის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მისი დედის - მ-------------–---–ის და მეგობრის - თ------------------ის ჩვენებებთან. ისინი იმავე შინაარსით აღწერენ თ--------------------------სგან მათთვის ცნობილ დ-------------ას დანაშაულებრივი ქმედებების დეტალებს, როგორც თავად დაზარალებული. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოწმე თ------------------ის ჩვენების საანდობაზე, რომელიც ჩვენების მიცემისას იყო სრულიად გულწრფელი, მისი პასუხებიდან გამომდინარე, არ იკვეთებოდა, რომ ადგილი ჰქონდა დაზარალებულისადმი მიკერძოებას და დ-------------ასა და ნ---------------ს დისკრედიტაციას. მართალია თ------------------ი და მ-------------–---–ი არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს და უშუალოდ გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ჩვენებას იძლევიან თ--------------------------ს მონაყოლის შესაბამისად, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მათი ჩვენებები არის ურთიერთშესაბამისი, არ იკვეთება რაიმე სახის წინააღმდეგობები დაზარალებულის და მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას შორის, ისინი კიდევ უფრო განამტკიცებენ და მეტ დამაჯერებლობას სძენენ თ--------------------------ს მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ---------------ს და შ-----------------ას ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, სასამართლოს ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ დ-------------ას, თავად ნ---------------ს და დაზარალებულ თ--------------------------ს ურთიერთობის შესახებ. 2018 წლის 01 ივნისს ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კი ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დ-------------ასგან. ამდენად, მსჯავრდებულის ქმედების შეფასებისათვის აღნიშნული ჩვენებები არ წარმოადგენენ რელევანტურ მტკიცებულებებს.

 

ასევე, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაირღვა მათი უფლებები და არ მიეცათ საშუალება, სრულყოფილად, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოეკვლიათ წარმოდეგნილი მტკიცებულებები. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ქონია მოსამართლის ბრალდების მხარისადმი მიკერძოებას ან სხვა ფორმით საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას. სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.“

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმაღლესი საფეხურია. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. თუმცა, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას. იგი ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველს არ უნდა უტოვებდეს. ამასთან, აუცილებელია არა, სახეზე იყოს მტკიცებულებათა სიმრავლე და მათი „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი მტკიცებულებები იყოს ისეთი კატეგორიული ხასიათისა და ძალის, რაც გადაწონის დაცვის მხარის ვერსიას პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ობიექტური დამკვირვებლისთვის არ დატოვებს ეჭვს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად განახორციელა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება. ასევე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად, მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა წარმოდგენის საჭიროება (Jalloh v. Germany, №54810/00 11/07/2006; § 96;).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ-------------ას ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რომ დ-------------ამ ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N------- გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).

 

პალატა ყურადრებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის №5------ განაჩენზეც, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „... საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.“

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ გარემოებებს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, ვითარებას, მსჯავრდებულის პიროვნებას და მიიჩნევს, რომ მხოლოდ დ-------------ას მხრიდან ჩადენილი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმა, არ შეიძლება გახდეს მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი. დ-------------ას რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის მიმართ არ გამოვლენილა რაიმე სახის დამამძიმებელი გარემოება, მიზნაშეწონილია მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის - თავისუფლების აღკეთის მინიმალური ზომა. პალატის შეფასებით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით იქნება სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სასჯელის ნაწილში ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ-------------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენში.

 

დ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

დ-------------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 01 ივნისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- ქურთუკი, ორი ცალი ბილეთი, პასპორტი, 5 ცალი 100 დოლარი და 2 ცალი 5 ლარიანი კუპიურა - გადაეცეს დ.კავუმას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- საცვალი, ნაცხის ნიმუში, მინის ნამსხვრევები, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები და სისხლის ნიმუში - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე