განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117002216309
საქმე №1/ბ-93-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 მ-----ი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-------- ტ------–-ს ძე ა----–--ის მიმართ, დაბადებული: 197- წლის 07 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი გ---------ა,აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ-------- ა----–--ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:
მ-------- ა----–--ე, დედასთან, ლ-------- ჭ--–----თან, რომელთან ერთად მრავალი წელია ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მამასთან - ტ------– ა----–--ესთან და დისშვილთან, მ------ ა----–--ესთან, ერთად ცხოვრობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში, სადაც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად, დედას - ლ-------- ჭ--–---- მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის - მ------ ა----–--ის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მ-------- ა----–--ეს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირებინა დედა, მიემართა მისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ეგინებინა დედისა და სხვა ნათესავების მისამართით, მისთვის ხელი ეკრა. კონფლიქტის დასაწყებად მისთვის საკმარისი იყო ლ-------- ჭ--–---- ისეთი ქმედება განეხორციელებინა რაც მას არ მოსწონდა. ამასთან, მ-------- ა----–--ე ითხოვდა, რომ მისი ოჯახის თითოეული წევრი მოქცეულიყო ისე, როგორც თვითონ სურდა. ლ-------- ჭ--–--ე ასევე იტანჯებოდა იმ ფაქტით, რომ მ-------- ა----–--ის ქმედებები ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებდა 7 წლის მ------ ა----–--ეს, რომელიც ბიძის ყვირილის გაგონებაზე შეშინებული იწყებდა ტირილს და ეფარებოდა ბებიას. გარდა აღნიშნული ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებისა, 2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 15:10 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, მ-------- ა----–--ემ, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების ნიადაგზე, რაც გამოწვეული იყო საკვების მიღების დროს მ------ ა----–--ის ტირილით, დედას - ლ-------- ჭ--–---- ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილიშვილის, მ------ ა----–--ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი, რის შემდეგაც ლ-------- ჭ--–--ე დაეცა ძირს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით მ-------- ა----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. მსჯავრდებულ მ-------- ა----–--ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და მ-------- ა----–--ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 45 (ორმოცდახუთი) საათის ვადით.
მ-------- ა----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ--- მ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ-------- ა----–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი მ-------- ა----–--ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და გარემოებებს, ასეთი პიროვნების მიმართ ძირითადი სასჯელის სახით საზოგადოებრივი სასარგებლო შრომის დაკისრება, რომლის უმეტესი წილი სასამართლოს მიერ ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადაში, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლომ არ გაითვალისწინა და სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ მ-------- ა----–--ის მხრიდან დედის - ლ-------- ჭ--–--ის მიმართ აგრესიას, სიტყვიერი თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას არაერთხელ ჰქონდა ადგილი.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-------- ა----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ-------- ა----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ-------- ჭ--–--ის დაკითხვის ოქმით, მოწმეების - მ------------–--------------------------------------–-------------------------–---ს დაკითხვის ოქმები, დაკავების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ-------- ა----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ-------- ა----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ-------- ა----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ მ-------- ა----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით და საბოლოოდ მ-------- ა----–--ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 45 (ორმოცდახუთი) საათის ვადით.
გაუქმდეს მსჯავრდებულ მ-------- ა----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. მ-------- ა----–--ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული, ლ-------- ჭ--–--ის (პ/ნ 3----------), ნ-----–- ა----–--ე-ტ----------ს (პ/ნ 3----------), ტ------– ა----–--ის (პ/ნ 3----------) და თავად ბრალდებულ მ-------- ა----–--ის (პ/ნ 3----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 975.00 კვ.მ. მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გ---------აში, საკადასტრო კოდი 2----------- შეფასებული 4 800 ლარად, ასევე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1------ კვ.მ., მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გ---------აში, საკადასტრო კოდი 2----------- შეფასებული 2400 ლარად, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ-------- ა----–--ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე