განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-17-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01თებერვალი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ფ-------ი თ------------ ძე ც---–---–-ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ.თბილისი, კ-------------------- ,ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, კ--------------------
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ფ-------ი ც---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 24 ოქტომბერს დაახლოებით 12:00 საათზე, ქუთაისში, მ---------------------------ში არსებულ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულო ოთახში ფ-------ი ც---–---–მა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ცოლს - გ---–- გ-------ს. კერძოდ ხელები მოუჭირა მკლავებზე და შეანჯღრია, რამოდენიმეჯერ ძლიერად მოქაჩა თმა და ტაფის თავსახური ჩაარტყა თავში. ძალადობრივი ქმედების შედეგად გ---–- გ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განაჩენით ფ-------ი ც---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის 2017 წლის 24 ოქტომბრიდან - 2017 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით (03 დღე) ვადის გათვალისწინებით, ფ-------ი ც---–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდა 15 საათით და საბოლოოდ, ფ-------ი ც---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 (ას ხუთი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ფ-------ი ც---–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ქ------- უ-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ფ-------ი ც---–---–-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლოს მიერ არ მოხდა ძალადობრივი ქმედებათა სათანადო შეფასება და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება ოჯახში ძალადობისათვის სასჯელის დანიშვნისას და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყველაზე მსუბუქი სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ, რაც შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან, სამართლიანობის აღდგენასთან, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციასთან.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ფ-------ი ც---–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ფ-------ი ც---–---–-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ---–- გ-------ს ჩვენებით, მოწმეების - თ---------- გ-------ს და ვ-–-------- დ------–---–-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთმტკიცებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ფ-------ი ც---–---–-ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ფ-------ი ც---–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ------- უ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ფ-------ი ც---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის 2017 წლის 24 ოქტომბრიდან - 2017 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით (03დღე) ვადის გათვალისწინებით, ფ-------ი ც---–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდეს 15 საათით და საბოლოოდ, ფ-------ი ც---–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 (ას ხუთი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ფ-------ი ც---–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო - გაუქმდეს და გირაოს შემტანს გ------ ც---–---–ს (პირადი № 0----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1500(ათას ხუთასი)ლარის ოდენობით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არსებული ნივთმტკიცებები: ტაფის თავსახური, ჭიქის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---ში - განადგურდეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტომასალის ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს დარჩეს საქმეში და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე