განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-42-2018 წელი
№010100117002148556
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
9 თებერვალი, 2017 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ო-–-- მ--------------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ო-–-- მ--------------ი, დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის მქონე, მცხოვრები ბ------–-----------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქა-ლაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ო-–-- მ--------------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის (6 ეპიზოდი);
– ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 11 ნოემბერს, ქ.ბ------–------------–---–--------------ში განთავსებულ სა-სურსათო მაღაზიაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნა-სამართლევი ო-–-- მ--------------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არა-ერთგზის ფარულად დაეუფლა გ----- კ------ეს „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2016 წლის 11 ნოემბერს, ქ. ბ------–------------–---–--------------ში განთავსებულ სა-სურსათო მაღაზიაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნა-სამართლევი ო-–-- მ--------------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არა-ერთგზის ფარულად დაეუფლა ლ--–- რ-----ს „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2016 წლის 11 ნოემბერს, ქ. ბ------–-----–-------–--------------ში განთვსებულ მაღაზიაში,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევი ო-–-- მ---------------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არაერთგზის ფარულად და-ეუფლა ლ-------- ქ-------ის „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქო-ნებრივი ზიანი.
2016 წლის 12 ნოემბერს, ქ. ბ------–---------------------------ში განთავსებულ სავაჭრო ცენტრ „ბ----------–----ში“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევი ო-–-- მ--------------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არაერთგზის ფარულად დაეუფლა მ-----–- ვ----ის „ალკატელის“ ფირმის მობილურ ტე-ლეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2016 წლის 12 ნოემბერს, ქ. ბ------–------------------------ში განთავსებულ სასურსათო მაღაზიაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლე-ვი ო-–-- მ--------------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არაერთგზის ფარულად დაეუფლა თ------ ხ------------ის „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2016 წლის 15 ნოემბერს, ქ. ბ------–-------------------------------------ში მდებარე საშა-ურმე ჯიხურში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამარ-თლევი ო-–-- მ--------------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთ-გზის ფარულად დაეუფლა, ნ-------- კ------–--ს „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელე-ფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2016 წლის 26 დეკემბერს, ქ. ბ------–-------------–---–--------------ში მდებარე სასურსა-თო მაღაზიაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართ-ლევი ო-–-- მ--------------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთ-გზის ფარულად დაეუფლა, ყ------ თ---------ის „ალკატელის“ ფირმის ორ ცალ მობი-ლურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო-–-- მ--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-–- რ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ო-–-- მ--------------ის მი-მართ მინიმალური სასჯელის შეფარდებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ო-–-- მ--------------ი აღიარებს და ინანებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ზ------ კ---–--–--ემ, რო-მელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრე-ბული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ო-–-- მ--------------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქ-ტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ო-–-- მ--------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ო-–-- მ---------------ისათვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის როგორც დამამ-ძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები. კერძოდ: განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა ო-–-- მ--------------მა კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულები, გაითვა-ლისწინა ასევე ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასა-მართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და ო-–-- მ--------------ს და-ნაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით. პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დე-კემბრის განაჩენი ო-–-- მ--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ო-–-- მ--------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ო-–-- მ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (გ----- კ------ეს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავი-სუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (ლ--–- რ-----ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფ-ლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (მ-----–- ვ----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავი-სუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (თ------ ხ------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (ნ-------- კ------–--ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თა-ვისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (ყ------ თ---------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ-------- ქ-------ის ეპიზო-დი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, თანაბარი სას-ჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს სხვა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ო-–-- მ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ო-–-- მ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პირვე-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან – 2017 წლის 04 დეკემბრი-დან.
საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ლ-------- ქ-------ის მობილური ტელე-ფონის ყუთი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქ-მეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნ-------- კ------–--ს მიერ წარმოდგენილი ერთი ცალი ფურცელი დაერთოს საქმეს და შე-ნახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
რვა ცალი მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდო-ბით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ო-–-- მ--------------ის ტანისამოსი, სულ 2 პარკში, დაუბრუნდეს ო-–-- მ--------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემ-დეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili