განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2018
საქმის ნომერი
080100117002141820
ინსტანცია
თარიღი
02.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002141820

საქმე №1/ბ-99-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ივლისი, 2018წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ გ------- ხ----ის

ადვოკატის – ო----- რ-----ის

მსჯავრდებულის – ე------ ფ-----ს

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ე------ ფ-----ს მიმართ, დაბადებულის 19---–-–---------–-------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ---------–-----–---–-----------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

ე------ ფ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ემუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ე------ ფ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული ჯარიმა 15800 (თხუთმეტი ათას რვაასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ე------ ფ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 15800 (თხუთმეტი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2017 წლის 17 სექტემბრიდან.

 

ე------ ფ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ ე------ ფ-----ს ყოფაქცევაზე კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე------ ფ-----მ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ (ოთხი ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის მეორე წევრის მიმართ, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება და შანტაჟი, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

განაჩენის მიხედვით, ე------ ფ-----ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 21 აგვისტოს გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რომლითაც ე------ ფ-----ს აეკრძალა მ--- ფ----–------ესთან მიახლოება, მასვე აეკრძალა მსხვერპლთან _ მ--- ფ----–------ესთან სატელეფონო კავშირი. 2017 წლის 22 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ე------ ფ----- ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2017 წლის 10 სექტემბერს ე------ ფ-----მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და სატელეფონო კავშირი განახორციელა მ--- ფ----–------ესთან.

 

2017 წლის 13 სექტემბერს ე------ ფ-----მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და სატელეფონო კავშირი განახორციელა მ--- ფ----–------ესთან.

 

2017 წლის 16 სექტემბერს ე------ ფ-----მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და სატელეფონო კავშირი განახორციელა მ--- ფ----–------ესთან.

 

2017 წლის 17 სექტემბერს ე------ ფ-----მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და სატელეფონო კავშირი განახორციელა მ--- ფ----–------ესთან.

 

2017 წლის 17 სექტემბერს, დილის საათებში, ქ.ქუთაისში მცხოვრებმა ე------ ფ-----მ მეუღლის _ მ--- ფ----–------ის მიმართ ეჭვიანობის ნიადაგზე განახორციელა მუქარა, კერძოდ, დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ--- ფ----–------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით ოჯახში ძალადობის ფაქტზე ნასამართლევი ე------ ფ-----, 2017 წლის აგვისტოს პერიოდში, ყოფილ მეუღლეს _ მ--- ფ----–------ეს სისტემატიურად, დღეში რამდენჯერმე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა მას ახლო ნათესავების მისამართით, ამცირებდა და აშანტაჟებდა, კერძოდ, თუ არ შეურიგდებოდა, ყელს გამოჭრიდა, რის გამოც მ--- ფ----–------ე განიცდიდა ტანჯვას.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------- ტ---–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ე------ ფ-----სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო გამოსაცდელ ვადად არანაკლებ ორი წლის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის მითითებით, მსჯავრდებულმა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ. აღნიშნული დანაშაული ხასიათდება მაღალი საზოგადოებრივი საფრთხით და ამასთან, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. მსჯავრდებული წარსულში გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2015 წლის 05 მაისს გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლით, 2015 წლის 13 ნოემბერს გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანოს აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. წინა განაჩენებით დანიშნულმა სასჯელებმა ვერ შეასრულა სასჯელის მიზნები, კერძოდ, ვერ მოხერხდა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს. მაღალია მისი მხრიდან ანალოგიური ხასიათის ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, ოჯახში ძალადობა არის გახშირებული და ხშირად ხდება სხვადასხვა შემზარავი ფაქტები ოჯახის წევრებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე. შესაბამისად, პრევენციის მიზნით აუცილებელია აღნიშნულ ძალადობრივ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ასევე არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, გამოსაცდელი ვადა განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა, რაც სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და ე------ ფ-----ს დაუნიშნა ერთი წლის გამოსაცდელი ვადა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ------- ხ----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა ე------ ფ-----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო----- რ-----ემ ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: ბრალდებულ ე------ ფ-----ს ჩვენებებით; დაზარალებულ მ--- ფ----–------ისა და მოწმეების _ ნ-----–---- კ-------ის, დ----- ფ-----ს, გ------- კ-------ის, გ------ ნ------ისა და ბ---- ც------ის ჩვენებებით; შემაკავებელი ორდერით; ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით; ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ე------ ფ-----მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა მას იზიარებს, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ე------ ფ-----სთვის დანიშნული საბოლოო სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმს, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებათა სიმძიმესა და სიმრავლეს. აღნიშნული სასჯელის ზომა, საიდანაც ე------ ფ-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ზედმეტად ლმობიერი და არ წარმოადგენს მსჯავრდებულ ე------ ფ-----ზე ზემოქმედების იმ ზომას, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სასჯელის მიზნების განხორციელება – სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. კერძოდ:

 

გასაჩივრებული განაჩენით ე------ ფ----- მსჯავრდებულია დანაშაულის 6 ეპიზოდისთვის, მათ შორის, ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის, სისტემატური შეურაცხყოფის, დამცირებისა და შანტაჟისათვის და ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის 4 ეპიზოდისათვის.

 

ე------ ფ-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი წინათ არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, რაზეც მიუთითებს პროკურორი თავის სააპელაციო საჩივარში. სახელდობრ: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით ე------ ფ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. იმავე სასამართლოს 2015 წლის 05 მაისის განაჩენით ე------ ფ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით და საბოლოოდ, ე------ ფ-----ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ე------ ფ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატა წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ე------ ფ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 09 აგვისტოს №002/17/შ/ზ-002 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს მიმართ დანიშნული სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე, მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1145 (ათას ას ორმოცდახუთი) საათით და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან 2017 წლის 10 აგვისტოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა იმერეთის პრობაციის ბიუროს წარდგინება მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ და ე------ ფ-----ს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილის ნაცვლად შეეფარდა ჯარიმა 15800 (თხუთმეტი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს ე------ ფ----- ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულებისათვის, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის დანიშვნის დროს, ვინაიდან, სასჯელსა და დანაშაულს შორის პროპორციულობის განსაზღვრისას, სასამართლო გარდა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათისა და სიმძიმისა, ხელმძღვანელობს ასევე დამნაშავის პიროვნული მახასიათებლებით. სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას კი პიროვნების დახასიათების დროს, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია მისი კრიმინალური წარსული, არის თუ არა პირი ნასამართლევი.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ 10 დღეში _ 2017 წლის 21 აგვისტოს ე------ ფ-----ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა მ--- ფ----–------ესთან მიახლოება და მასთან სატელეფონო კავშირი, ხოლო გათავისუფლებიდან ერთ თვეში _ 2017 წლის 10 სექტემბერს მან უკვე ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალსწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე------ ფ-----სთვის დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა არის ზედმეტად ლმობიერი სასჯელი და ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ასევე იგი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების განხორციელებას და ვერ გამორიცხავს ე------ ფ-----ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ე------ ფ-----სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის წესი, რაც გათვალისწინებულია იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ: დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სისხლის სამართლის კანონის ამ მოთხოვნის მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც ე------ ფ----- ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულისათვის და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია, შესაბამისად, სახეზე იყო დანაშაულის რეციდივი, პირველი ინსტანციის სასამართლომ ე------ ფ-----ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაშინ, როცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არ უნდა ყოფილიყო 2 წელზე ნაკლები, ვინაიდან, მითითებული მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა შეადგენს 1 წელს.

 

რაც შეეხება ე------ ფ-----სთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუდლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რის გამოც საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი შეიტანა მხოლოდ მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით, ხოლო მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის ნაწილში განაჩენის კანონიერება მას სადავოდ არ გაუხდია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 2 წელი, ნაცვლად გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი 1 წლისა. ამასთან, ვინაიდან, ე------ ფ-----მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოიხადა 2018 წლის 16 მარტს და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, მას ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან და სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალის პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით. სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენში ე------ ფ-----ს მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

3.ე------ ფ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 სექტემბრის, 2017 წლის 13 სექტემბრის, 2017 წლის 16 სექტემბრის და 2017 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდები), 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ემუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) _ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე------ ფ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე, იმავე სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული ჯარიმა 15800 (თხუთმეტი ათას რვაასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ე------ ფ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 15800 (თხუთმეტი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.

 

6.მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2018 წლის 02 ივლისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით.

 

7.მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მისი ყოფაქცევის კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8.მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს დაევალოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

9.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ე------ ფ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/