განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
020100117002079548
ინსტანცია
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002079548 საქმე №1/ბ-230-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),თეიმურაზ სვანიძე, მარინა სირაძე

 

სხდომის მდივნის – მარინა მაკარიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ-------- ხ------ს

მსჯავრდებულის _ ვ----–------ რ---------ს

ადვოკატის – ზ----- ქ-----–---ს

თარჯიმნის _ ტ------- ა---–---ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ვ----–------ რ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- ქ-----–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ვ----–------ რ---------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 4----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------–-----------–-----------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 108-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ----–------ რ---------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 04 ივლისს, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, ქ-------–-----------–-----------------–- მცხოვრებმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 1----–-–-------------ს დაბადებულმა ვ----–------ რ---------მ, თავის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სამზარეულო დანის გამოყენებით განზრახ მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 1----–-–---------------- დაბადებული ზ------ შ-----–--.

 

ზემოაღნიშნულის გამო ვ----–------ რ---------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 108-ე მუხლით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით:

 

ვ----–------ რ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დაეკისრა ქონების _ დანაშაულის იარაღის, დანის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

 

ვ----–------ რ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2017 წლის 4 ივლისიდან.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

● სისხლისმაგვარი ლაქა, ნერწყვის, თმის, ფრჩხილების, სისხლის ნიმუშები, ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

● რ-------- ხ--–-------ს და ვ----–------ რ---------ს ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეცეს რ-------- ხ--–-------ს.

 

● ი---- ჩ---------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეცეს ი---- ჩ---------ს.

 

● ჯინსის შარვალი, ზეწარი და საცვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეცეს ა--------- შ-----–--ს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ----–------ რ---------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----- ქ-----–---მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ----–------ რ---------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ვ----–------ რ---------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ეჭვი არ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი ვარაუდების საფუძველზე ცნო დამნაშავედ ზ------ შ-----–--ს განზრახ მკვლელობაში.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----- ქ-----–---მ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მან ითხოვა მსჯავრდებულ ვ----–------ რ---------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში _ მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ვ----–------ რ---------ც. სახელმწიფო ბრალმდებელმა დ-------- ხ------მ კი ითხოვა დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა მსჯავრდებულ ვ----–------ რ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- ქ-----–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში, ხოლო სხვა ნაწილში იგი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ვ----–------ რ---------ს გამართლების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ მოცემულ საქმეზე კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ და სასამართლოში გამოკვლეულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არის დადასტურებული ვ----–------ რ---------ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენა, საქმეში არ არსებობს. კერძოდ:

 

ფაქტის თვითმხილველი მოწმის, ი---- ჩ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ------ შ-----–-- იყო მისი მეგობარი. ამ უკანასკნელმა 2017 წლის 4 ივლისს დაურეკა მობილურ ტელეფონზე და თხოვა, რომ ალკოჰოლური სასმელი მიეტანა და მასთან მისულიყო. ამის შემდეგ მან შეიძინა ნახევარლიტრიანი ბოთლით კონიაკი და მივიდა ზ------ შ-----–--სთან ბინაში, სადაც დახვდნენ ეს უკანასკნელი, ვ----–------ რ--------- და მისი შვილი რ--------ი. მან, ზ------ შ-----–--მ და ვ----–------ რ---------მ დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის დალევა, ხოლო რ--------ი მეორე ოთახში იჯდა კომპიუტერთან და ერთი ჭიქა სასმელი მასაც მიუტანა დედამისმა. როცა მორჩნენ სმას, ზ------ შ-----–-- მეორე ოთახში გავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად, რადგან მასთან ერთად უნდა წასულიყო. ამ დროს ზ------ შ-----–--მ და ვ----–------ რ---------მ დაიწყეს ჩხუბი. ეს უკანასკნელი შევარდა სამზარეულოში, აიღო პურის საჭრელი დანა და ისევ იმ ოთახში დაბრუნდა. იგი (ი.ჩ---------ი) თვითონაც გაჰყვა მას. ვ----–------ რ--------- მივიდა ზ------ შ-----–--სთან, რომელსაც გულმკერდის არეში დაარტყა დანა და უკან გამობრუნდა. მოწმის განმარტებით, მან ხელიდან წაართვა ვ----–------ს დანა და სამზარეულო ოთახში შეაგდო. ამ დროს მეორე ოთახიდან შემოვარდა ვ----–------ს შვილი რ--------ი, რომელმაც დაუყვირა დედამისს _ ზედმეტი მოგივიდაო. ამის შემდეგ რ--------მა გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია. თავად ბრალდებული შოკში იყო და ვერ ხვდებოდა რა გააკეთა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–-----------–---------------–-, ვ----–------ რ---------ს საცხოვრებელ ბინაში. დათვალიერების შედეგად აღნიშნული საცხოვრებელი ბინის მისაღები ოთახიდან ამოღებული იქნა იატაკზე დადებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და მოწითალო ფერის ზეწარი, რომლებსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ხოლო სამზარეულო ოთახიდან ამოღებული იქნა იატაკზე დაგდებული პურის საჭრელი დანა, რომელსაც ორივე მხარეს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ, როგორც რ-------- ხ--–-------მ განმარტა, აღნიშნული დანით დედამისმა ვ----–------ რ---------მ მოკლა ზ------ შ-----–--. ოქმის სისწორე დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების, მათ შორის, რ-------- ხ--–-------ს ხელმოწერებით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირმა _ დეტექტივ-გამომძიებელმა ა-----–--- ჭ----------ემ.

 

საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შემთხევევის ადგილიდან ამოღებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ზ------ შ-----–--ს, ხოლო ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ვ----–------ რ---------ს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------ემ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ დანაზე სხვა პირების კვალის აღმოჩენის შემთხვევაში, ეს აღნიშნული იქნებოდა ექსპერტიზის დასკვნაში, მაგრამ რადგან მხოლოდ ბრალდებულის იდენტურობა დადგინდა, ამიტომ დასკვნაში მხოლოდ მის შესახებ არის მითითებული.

 

საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ზ------ შ-----–--ს სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული მარჯვენა ფილტვიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად. ამავე დასკვნის მიხედვით, ზ------ შ-----–--ს გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ შუა მესამედში ლავიწის შუა და მკერდის ახლო ხაზებს შორის საპროექციო მიდამოში, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენა ფილტვის შუა წილის დაზიანებით. ჭრილობის არხი, სიღრმით 9,5 სმ _ განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან _ სიკვდილთან, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------------ემ.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ვ----–------ რ---------ს მიერ ზ------ შ-----–--ს განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტს, რაზეც უტყუარად მიუთითებს შემდეგი გარემოებები: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ------ შ-----–--ს მკვლელობა მოხდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ვ----–------ რ---------ს საცხოვრებელ ბინაში, რასაც წინ უსწრებდა მათ შორის ურთიერთშელაპარაკება; ფაქტის თვითმხილველი მოწმის, ი---- ჩ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ------ შ-----–--ს გულმკერდის არეში სასიკვდილო დაზიანება ვ----–------ რ---------მ მიაყენა სამზარეულოს დანით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ვ----–------ რ---------ს საცხოვრებელი ბინის სამზარეულო ოთახიდან ამოღებული იქნა დანა, რომელსაც ორივე მხარეს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული დანის პირზე აღმოჩნდა ზ------ შ-----–--ს სისხლი, ხოლო ამავე დანის ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ ერთი ადამიანის _ ვ----–------ რ---------ს ბიოლოგიური მასალა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად მსჯავდებულმა ვ----–------ რ---------მ სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ ზემოთ ხსენებული დანა თავად გამოიტანა სამზარეულო ოთახიდან და შემთხვევის დროს მას ეჭირა ხელში. მიუხედავად ამისა, მან წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მან ვერც კი შეამჩნია როდის მოხვდა ზ------ შ-----–--ს აღნიშნული დანა, სანამ იგი დაჭრილი არ დაინახა. აქვე ვ----–------ რ---------მ მიუთითა, რომ დანა მას ეჭირა ხელში და შეიძლება მოხვდა კიდეც, მაგრამ როგორ, ეს არ იცის. მსჯავრდებულის ასეთი განმარტება პალატას არასარწმუნოდ მიაჩნია, ვინაიდან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ------ შ-----–--ს გულმკერდის არეში მიყენებული ჰქონდა 9,5 სმ სიღრმის შემავალი ჭრილობა, დანის პირის ასეთ სიღრმეში შეღწევის პირობებში კი, პალატის აზრით, შეუძლებელია ვ----–------ რ---------ს ვერ აღექვა ზ------ შ-----–--ს დაჭრის მომენტი. დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი და ვერ ახსნა, თუ როგორ და რა ვითარებაში მოხვდა ვ----–------ რ---------ს ხელთ არსებული დანა მისთვის შეუმჩნევლად ზ------ შ-----–--ს სხეულში, რაც აშკარად მიუთითებს წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ მათი ვერსიის არასარწმუნოობაზე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ვ----–------ რ---------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ 2017 წლის 04 ივლისს, ქ-------–-----------–-----------------–- მცხოვრებმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ვ----–------ რ---------მ, თავის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სამზარეულო დანის გამოყენებით განზრახ მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ზ------ შ-----–--, რაც სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;108-ე მუხლით, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ვ----–------ რ---------ს აღნიშნული მუხლით მსჯავრდების ნაწილში კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ ვ----–------ რ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი, მიიჩნევს, რომ მისთვის პირველი ისტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, არის ზედმეტად მკაცრი. პალტის აზრით, ვ----–------ რ--------- რესოციალიზაციისათვის არ საჭიროებს ასეთი სიმკაცრით დასჯას და სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- ქ-----–---ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება და მას უნდა შეუმცირდეს სასჯელის ზომა.

 

ამასთან, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს ასევე დამატებითი სასჯელის, კერძოდ, დანაშაულის იარაღის _ დანის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ვ----–------ რ---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული დანა, როგორც დანაშაულის იარაღი. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენება არასწორია, რადგან ქონების ჩამორთმევა წარმოადგენს სასჯელის ერთ-ერთ სახეს, რაც ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მსჯავრდებულისთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმეულ დანას, რომელიც წარმოადგენს მკვლელობის იარაღს, არა აქვს არავითარი ღირებულება, მისი ბედი უნდა გადაწყდეს არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით, არამედ _ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენში ამ ნაწილშიც უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ვ----–------ რ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- ქ----–---ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

3.ვ----–------ რ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

4.მსჯავრდებულ ვ----–------ რ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 4 ივლისიდან.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

● შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, სისხლისმაგვარი ლაქა, ასევე ნერწყვის, თმის, ფრჩხილების, სისხლის ნიმუშები და ანაწმენდები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

● რ-------- ხ--–-------ს და ვ----–------ რ---------ს ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს რ-------- ხ--–-------ს.

 

● ი---- ჩ---------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ი---- ჩ---------ს.

 

● ჯინსის შარვალი, ზეწარი და საცვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ა--------- შ-----–--ს.

 

6.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ----–------ რ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /თ.სვანიძე/

 

/მ.სირაძე/