განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
110100117002009911
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-565-2018წ.

(110100117002009911)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–-------- გ---ს ძე გ------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხარაგაულის რაიონი, სოფელი მ---–----.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–-------- გ------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 10 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში განთავსებულ შპს ,,ჩ-----------------------------------------------------------------–---–-- ტერიტორიაზე, ვ-–-------- გ------ემ, განაწყენების ნიადაგზე, მარჯვენა ყბისა და მარჯვენა თვალის არეში მუშტის ორჯერ დარტყმით ცემა ქ---------, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს დაუზიანდა სათვალის მინა და ნამსხვრევებმა დაუსერა სახის კანი. ვ-–-------- გ------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედებით ქ---------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განაჩენით ვ-–-------- გ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ვ-–-------- გ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზესატფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი გ--- დ--------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ-–-------- გ------ის მიმართ უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო.

ასეთი ლმობიერი და მინიმალური სასჯელის დანიშვნა ეწინააღმდეგება სასჯელის მიზნებს და სასჯელის ზოგად და კერძო პრევენციის პრინციპებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მინიმალური სასჯელი დაუნიშნა მსჯავრდებულს, რომელიც არ აღიარებდა დანაშაულს და არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათის მიყენებული ზიანი. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი ვერ იქნება შემდგომში მისი გამოსწორებისა და კანონშესაბამისი ქცევის გარანტი.

 

მსჯავრდებულ ვ-–-------- გ------ის ინტერესების დაცველი ადვოკატი ნ---- ვ----–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–-------- გ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ-–-------- გ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ქ---------მის ჩვენებით, მოწმეების - ც----–----------------–-------------------------------–-------------------------------------------–-------------–-–---–-------–------–----------------------------------------------–---------------------------------------–-----------------------–---–------------------–------------–----------- ჩვენებებით, 2017 წლის 11 მაისის ამოღების ოქმით, 2017 წლის 11 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ვ-–-------- გ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ვ-–-------- გ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გ--- დ--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ვ-–-------- გ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვ-–-------- გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმებულია.

 

საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

-ვ-–-------- გ------ისგან ამოღებული მოლურჯო ფერის შარვალი და მონაციფრო სვიტერი, რომელიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ვ-–-------- გ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

-ქიო---------- ამოღებული ღია ლურჯი ფერის პერანგი და სათვალე, რომელიც ინახება ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ქ---------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

-ქიო---------- ამოღებული ვ-–-------- გ------ის საავადმყოფო ფურცელი, რომელიც ერთვის სისხლის სამარტლის ასქმეს, შენახუყლი იქნეს საქმის შენახცის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე