განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
050100117001922140
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-530-2017 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 დეკემბერი, 2017 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - შ----- ჩ----ის,მსჯავრდებულის - თ------ ი----–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ რ------ს ძე ი----–---–ის მიმართ, პირადი № 2----------- დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ლანჩხუთი, მ---------–---–--------------,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ------ ი----–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება; ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელ-შეფარდებული პირის მიერ. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 04:40 საათზე, ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევი თ------ ი----–---–ი, ქ. ლანჩხუთში, უ----–---- ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბ-------------------------- ჯ---–----- მ---–--ის სავაჭრო ჯიხურიდან, რომელშიც შეაღწია უკანონოდ, შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ამ უკანასკნელის კუთვნილ, 133 (ასოცდაცამეტი) ლარის ღირებულების ნივთებს, კერძოდ, ოთხ ცალ ხელჩანთას, ქურთუკს, სვიტრს, კაბას, კაშნს, ორ ცალ თავსაფარს, პირსახოცს, ოთხ ცალ ხელჩანთას, ოთხ ცალ ქოლგას და სათვალეს, რა დროსაც მისი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის დადგენილებით ნარკოტიკის მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელ-დადებული და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის განაჩენით და 2011 წლის 23 ივლისის განაჩენით განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი თ------ ი----–---–ი, 2017 წლის 9 აპრილს, ქ. ლანჩხუთში ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც მისგან იმავე დღეს ამოღებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, პირადი ჩხრეკის დროს.

 

ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელ-შეფარდებულ თ------ ი----–---–ს, 2017 წლის 9 აპრილს, ქ. ოზურგეთში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფის (მორფინი) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით თ------ ი----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრ სასჯელები და თ------ ი----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თ------ ი----–---–ის მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, მე-19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თ------ ი----–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ ი----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ------ ი----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების დღიდან 2017 წლის 09 აპრილიდან.

 

მსჯავრდებულ თ------ ი----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 3 (სამი ) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ------ ი----–---–მა, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბრის გამატყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: მას არანაირი ქურდობა არ ჩაუდენია, საქმეში არ არსებობს რაიმე უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გასამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული დანაშაულები ჩაიდინეს სულ სხვა პიროვნებებმა, რის თაობაზეც მან ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ჩვენება. მას ცივი იარაღი არ ჰქონია და პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს ჩხრეკის დროს ქურთუკის მარცხენა ჯიბეში. ნარკოტიკული საშუალებაც არ მოუხმარებია, მისი აზრით ნარკოტიკი პოლიციელებმა შეურიეს კოკა-კოლაში, რომელიც მან დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე დალია.

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ ნ--------ემ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა თ------ ი----–---–ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტ - მსჯავრდებულ თ------ ი----–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და თ.ი----–---–ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ------ ი----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 273-ე მუხლით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ჯ---–----- მ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს აგრარულ ბაზარში და აქვს ჯიხური. ზ-----ი ი------ემ დაურეკა და უთხრა, რომ მისი ჯიხურის გაქურდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი და ვინც ეს ქმედება ჩაიდინა ის დაკავებული ყავდათ. ჯიხურს აქვს ერთი ხის კარი გარედან და რკინის კარი შიგნიდან. როცა მივიდა, ნახა, რომ ხის პირველ კარზე ბოქლომები არ იყო, ასევე არც ურდულს ქონდა ბოქლომი. ჯიხურიდან გამოტანილი იყო ქურთუკი, თავსაფარი, კაშნი, 4 ქოლგა, პურის ფქვილის ტომრებისგან შეკერილი ჩანთები და სათვალე, საერთო ჯამში 133 ლარის ზიანი მიადგა. როცა მივიდა თავის ჯიხურთან იქ დახვდა პოლიცია და განუმარტეს, რომ შემოვლის დროს დააკავეს თ------ ი----–---–ი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს თ------ ი----–---–მა დეტალურად აღწერა როგორ ჩაიდინა ქმედება. ჯ---–----- მ---–--ემ ასევე დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე.

 

მოწმის სახით დაკითხულ საქართველოს შსს ლანჩხუთის რა------–--------------–-------------------------------------–------–---- ჩ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 9 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, როდესაც მიიღო ინფორმაცია რომ არაერთხელ ნასამართლევი თ------ ი----–---–ი ქურდავდა მაღაზიას. შეადგინა პატაკი და აცნობა უფროსს. დაიწყო გამოძიება, გავიდა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გ-- ზ-----------, გ------- კ------–--ე და გ------ ე------. თ------ ი----–---–ი დააკავეს შემთხვევის ადგილას.

2017 წლის 09 აპრილის პატაკით, მ--–---- ჩ----ემ აცნობა საქართველოს შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველო უფროსს, რომ თ------ ი----–---–ი იმყოფებოდა ქალაქ ლანჩხუთში, უ----–---- ქუჩაზე მდებარე ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე და ქურდავდა სავაჭრო ჯიხურს.

 

მოწმის სახით დაკითხულ საქართველოს შსს ლანჩხუთის რ--------–--------------–---------------------------–-- გ-- ზ-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც შემთხვევის ადგილას მივიდნენ, მწვანე ჯიხურთან დახვდათ თ------ ი----–---–ი, რომელსაც ხელში ეკავა ძალაყინი და ტეხავდა შიდა კარის გასაღებს, რომელიც მისგან ამოიღეს. მწვანე ჯიხურს ორი კარი ჰქონდა. მან დაინახა ქოლგები, სათვალე და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც გამოტანილი იყო ჯიხურიდან და გარეთ ეწყო. მოწმის განმარტებით, პირადი ჩხრეკის დროს თ------ ი----–---–ს, შარვლის წინა მარჯვენა ჯიბედან ამოუღეს დასაკეცი დანა. გამოკითხვის დროს თ------მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

 

მოწმის სახით დაკითხულ საქართველოს შსს ლანჩხუთის რაონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელის გ------- კ------–--ის ჩვენებით დადგენილია რომ 2017 წლის 09 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. გაიგო, რომ თ------ ი----–---–ი ქურდავდა სავაჭრო ჯიხურს. მაშინვე წავიდა შემთხვევის ადგილას გ------ ე------სა და გ-- ზ---------თან ერთად. როცა მივიდნენ ნახეს რომ თ------ ი----–---–ი იყო შემთხვევის ადგილას და ტეხდა კარს, ხელში ეჭირა რკინის ძალაყინი. თ------ ი----–---–ს ჯიხურის ერთი კარი გატეხილი ქონდა და რკინის ბოქლომები იქვე ეყარა, მეორე კარი ვეღარ გატეხა, რადგან დააკავეს. დაკავებულის შარვლის ჯიბიდან ამოიღეს დასაკეცი დანა. ჯიხურთან იქვე ეყარა 4 ქოლგა, 3 ცალი თეთრი ფერი ხელჩანთა, 1 ჩანთა ტანსაცმლით, ქურთუკი, და სათვალე. მოგვიანებით თ------ ი----–---–ს დაუდგინა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

მოწმის სახით დაკითხულ საქართველოს შსს ლანჩხუთის რ--------–--------------–------------------------------------–-- გ------ ე------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 9 აპრილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მ--–---- ჩახაიძემ ოპერატიული ინფორმაციით გაიგო, რომ თეინგიზ ი----–---–ი ქურდავდა ლანჩხუთში უ----–---- ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ჯიხურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, გ------- კ------–--ესა და გ-- ზ----------თან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილას, რა დროსაც თ------ ი----–---–ი ე.წ. რკინის ხელსაწყოთი ტეხდა სავაჭრო ჯიხურს. ჯიხურის კარი გაღებული იყო და ორი ბოქლომი იდო იქვე, პატარა მაგიდაზე. ჯიხურში, შიგნით იყო გისოსებიანი კარი, რომლის გაღებასაც ცდილობდა, რა დროსაც დააკავეს თ------ ი----–---–ი. გ-- ზ----------მა განუმარტა თ------ ი----–---–ს, რომ უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის დროს ამოიღეს რკინის ნაჭერი და დანა, რაც დაილუქა სპეციალურ პაკეტში. მოწმის განმარტებით თ------ ი----–---–ს მომზადებული ჰქონდა სხვადასხვა ნივთები, კერძოდ, 4 ცალი ჩანთა, ასევე 4 ცალი ახალი ქოლგა სპეციალურ შეფუთვაში, სათვალე, რომლებიც დაილუქა. თ------ ი----–---–მა აღიარა ჩადენილი ქმედება და თქვა, რომ იპარავდა ამ ნივთებს რადგან არ ქონდა საარსებო საშუალება და იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა.

 

მოწმის სახით დაკითხულ საქართველოს შსს ლანჩხუთის რ--------–--------------–---------------------------–-- ზ----- ი------ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ------ ი----–---–ი დააკავეს ქმედების ჩადენის დროს, კერძოდ მას ჯიხურის ერთი კარი გატეხილი ქონდა და როდესაც მივიდნენ პოლიციელები, ცდილობდა მეორე კარის გატეხვას, რა დროსაც დააკავეს და პირადი ჩხრეკის დროს თ------ ი----–---–ის შარვლის მარჯვენა ჯიბედან ამოიღეს დანა.

 

მოწმის სახით დაკითხულ საქართველოს შსს ლანჩხუთის რ--------–--------------–------------------------------------–-- გ--–- წ--–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობა მიიღო თ------ ი----–---–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. დეტექტივ-გამომძიებელ ზ----- ი------ესთან ერთად, გამოიყვანა ბრალდებული დაკავების ადგილიდან, წაუკითხეს ჩვენება, რასაც დაეთანხმა სრულად და გამოხატა თანხმობა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. თ------ ი----–---–ის მითითებით წავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც თ------მა მიუთითა სავაჭრო ჯიხური, საიდანაც ცდილობდა სხვადასხვა ნივთების დაუფლებას. თ------ ი----–---–მა ასევე აღნიშნა, რომ ჟალუზზე დადებული ბოქლომის გატეხვისას დააკავეს პოლიციელებმა, რომლებმაც პირადი ჩხრეკის დროს მისგან ამოიღეს დანა.

 

თ------ ი----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით , დადგენილია, რომ თ------ ი----–---–ი დააკავეს დანაშაულის ჩადენისას, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც თ------ ი----–---–ის მარჯვენა ხელიდან ამოიღეს ერთი ცალი ლითონის ძალაყინი. ხოლო თ------ ი----–---–ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ერთი ცალი დასაკეცი დანა. აღნიშნული ნივთები წარედგინა ჩხრეკაში მონაწილე პირებს და დაილუქა. ამავე ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ თ------ ი----–---–ის პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გ------ ე------ და გ------- კ------–--ე, ხოლო ოქმი შეადგინა გ-- ზ----------მა. თ------ ი----–---–ს დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს და ხელი მოაწერა ოქმს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ქალაქ ლანჩხუთში, უ----–---- ქუჩაზე, ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ჯ---–----- მ---–--ეს კუთვნილი სავაჭრო ჯიხური, რომელიც არის ხის კონსტრუქციით ნაშენი, რომელიც შეღებილია მომწვანო ფერის საღებავით. ჯიხურს გააჩნია, ერთი ერთფრთიანი შესასვლელი რკინის კარები, რომელიც იკეტება ორ ცალ ურდულზე ცალ-ცალკე გამოდებული ორი ბოქლომით, ხოლო აღნიშნულ კარებს შიგნით გააჩნია გისოსის მეორე კარები, რომელთა შორის მანძილია დაახლოებით ნახევარი მეტრი. შესასვლელ პირველ კარზე, რომელსაც გააჩნია ორი ურდული, რომლებზეც გამოგლეჯილია ბოქლომები, რომელიც იქვე სავაჭრო ჯიხურის კარებთან, გარედან დადებულ მაგიდაზე დევს. ორი ცალი ბოქლომი გახსნილ მდო----ეობაში, რომლებსაც აღენიშნება ძალის ზემოქმედების კვალი. აღნიშნული კარი გამოღებულია, ხოლო მეორე კარები, რომელიც არის გისოსის, არის ჩაკეტილი, მაგრამ ბოქლომზე აღენიშნება ზემოქმედების კვალი, მაგრამ გახსნილი არ არის. იქვე გამოღებულ კართან, მიწაზე აღმოჩენილ იქნა ორი ცალი ქოლგა, თეთრი ფერის ხელჩანთა, რომელშიც ჯ---–----- მ---–--ეს განმარტებით მოთავსებულია მისი კუთვნილი ტანსაცმელები, კერძოდ, კაშნი, სვიტერი, ორი ცალი თავსაფარი, კაბა, პირსახოცი, ქურთუკი და ქურთუკთან აღმოჩენილი ერთი ცალი სათვალე, სამი ცალი პოლიეთილენის ხელჩანთა და ორი ცალი დაზიანებული ბოქლომი, რომელიც იდო ჯიხურის კარებთან გარეთ განთავსებულ მაგიდაზე, წარმოადგენს ჯ---–----- მ---–--ეს კუთვნილებას.

 

სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა გ--- ვ----–---ა დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სათვალის შუშის ზედაპირიდან ამოიღეს ანაბეჭდი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, თ------ ი----–---–მა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს აჩვენა ქალაქ ლანჩხუთში უ----–---- ქუჩაზე, ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ჯ---–----- მ---–--ეს სავაჭრო ჯიხური და მიუთითა სავაჭრო ჯიხურის კარებზე, რომელზეც თანქონებული ძალაყინით გამოგლიჯა ბოქლომები და დააწყო იქვე მაგიდაზე. ასევე მიუთითა ჯიხურში ის ადგილი სადაც ჩამოკიდებული იყო ჩანთა და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც დააწყო კარებთან მიწაზე. თ------ ი----–---–მა ასევე მიუთითა მეორე გისოსის კარზე, სადაც ჩამოკიდებული იყო ოთხი ცალი ქოლგა, რომლებიც გამოაძვრინა და ასევე მიუთითა ადგილი საიდანაც აიღო სათვალე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია თ------ ი----–---–ი იმ დროს, როდესაც უთითებს ოქმში მითითებუ ადგილებზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების და თავად თ------ ი----–---–ის მიერ.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ე-–---- გ--------ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ესპერტიზაზე წარმოდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ო---- კ---------ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 09 აპრილს ქ. ლანჩხუთში უ----–---- ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბ-------------------------- ჯ---–----- მ---–--ის სავაჭრო ჯიხურის დათვალიერების დროს, სათვალის მინის ზედაპირიდან ამოღებული და ერთ ცალ დაქტილოფირზე ზომებით: 50x50 მმ, გადატანილი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის ერთი კვალი იდენტურია 1--------- წელს დაბადებული თ------ რ------ს ძე ი----–---–ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის. 1--------- წელს დაბადებული თ------ რ------ს ძე ი----–---–ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული ხელის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკიპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ 1--------- წელს დაბადებული თ------ რ------ს ძე ი----–---–ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული ხელის ანაბეჭდისა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტების გ------- ჭ--–---–-ს და ნ---- ფ------–--ის ჩვენებით და მათ მიერ გაცემული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, თ------ რ------ს ძე ი----–---–ს გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის (მორფინი) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივლისის განაჩენით თ------ ი----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის განაჩენით, თ------ ი----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 ნოემბრის განაჩენით, თ------ ი----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს უფროსის 2017 წლის 10 აპრილის წერილით, დადგენილია, რომ თ------ ი----–---–ი იყო აღრიცხვაზე პრობაციის ბიუროში და გამოსაცდელი ვადის დასრულების თარიღია 2019 წლის 16 აგვისტო.

 

ლანჩხუთის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 28 თებერვლის დადგენილებით, თ------ ი----–---–ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და ადმინისტრაციულ სახდელად დაედო ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

 

მართალია მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, მაგრამ სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება. ყველა წარმოდგენილი მტკიცებულბა ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენას, ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას მის მიმართ ბრალდება პოლიციის თანამშრომელთა ინსცენირებულია, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი თ------ ი----–---–ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ------ ი----–--–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ------ ი----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზაღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრ სასჯელები და თ------ ი----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თ------ ი----–---–ის მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თ------ ი----–---–ის მიმართ მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ ი----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ------ ი----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან - 2017 წლის 09 აპრილიდან.

 

მსჯავრდებულ თ------ ი----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 3 (სამი ) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულე-ბაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რომელთა ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგი წესით:

- მსჯავრდებულ თ------ ი----–---–ისაგან ამოღებული ძალაყინი და დანა რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

- მსჯავრდებულ თ------ ი----–---–ის ნერწყვის ნიმუში და ერთი ცალი დაქტილოფირი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას საქმესთან ერთად სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე