განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-689-2018წ.
(110100117001833285)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2018წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - კ---- ს-----ის,მსჯავრდებულის - გ--- კ-------ის,ადვოკატის - ნ---- ვ----–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--- რ-----ის ძე კ-------ის მიმართ, დ---დებული: 1----–-–----------------–ს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, დ----–------------------–--------–-------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
გ--- კ-------ეს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლ-- სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ მყოფმა გ--- კ-------ემ, ქ.ზესტაფონიდან, სოფელ შ--------- მიმართულებით, ავტომანქანით მოძრაობისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების და ნათესავის თანდასწრებით, მისივე (ოჯახის წევრს) მეუღლეს - ლ------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. ლ------------მ, განხორციელებული ძალადობის შესახებ, ტელეფონით შეატყობინა მამას - გ--------- ქ-------ეს, რის გამოც გ--- კ-------ემ, ზესტაფონის რაიონის სოფელ შ--------ში, საცხოვრებელ სახლთან, ლ------------ს ხელიდან გამოგლიჯა „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ძირს დაარტყა და განზრახ დააზიანა. ამასთან, გ--- კ-------ემ, საცხოვრებელ სახლში შესვლის შემდეგ, არასრულწლოვანი შვილის - ნ--- კ-------ის თანდასწრებით, ლ------------ს ხელი დაარტყა სახეში, რომელიც კედელზე თავის მირტყმის შედეგად ძირს დაეცა და გონება დაკარგა. ასევე, საძინებელ ოთახში, გ--- კ-------ემ, სკამი ჩაარტყა თავში ლ------------ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
2017 წლის 2 იანვარს, დ--- შ--------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--- კ-------ემ, მეუღლის მამას - გ--------- ქ-------ეს მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით გ--- კ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ--- კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 2 იანვრიდან, 2017 წლის 13 იანვრის ჩათვლით), საბოლოოდ გ--- კ-------ეს მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40 (ორმოცი) საათის ვადით;
გ--- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულ--.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბერის განაჩენში ცვლილების შეტანას და გ--- კ-------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მკაცრი სასჯელის დანიშვნას თავისუფლების აღკვეთის სახით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა გონივურ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ--- კ-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანაშაულის ჩადენას. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გ--- კ-------ის სს საქმე წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ სწორედ იმ გამონაკლის შემთხვევას, რომელიც არ გამორიცხავს ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას, ვინაიდან ბრალდების მხარის აზრით არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელი აღმოჩნდა იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და ვინაიდან ეს აუცილებელიც არის მართლმსაჯულების ინტერესიდან გამომდინარე, კერძოდ, ბრალდებულის მეუღლემ, დაზარალებულმა ლ------------მ არ ისურვა ჩვენების მიცემა ბრალდებულის წინააღმდეგ, გამოიყენა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება. გ--------- ქ-------ის, ნ----–- მ------–-–---–ის და კ---- მ----–--ის ჩვენებები, გარკვეულწილად ემყარება ლ------------- და გ--------- ქ-------ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შემოწმებულ-- სასამართლოს მიერ და ბრალდების მახრეს მიაჩნია, რომ ეს ჩვენებები სანდო და სარწმუნოა, არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძვლები. ასევე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესი და ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრების კეთილგანწყობით სარგებლობის თუ მათი დაშინების გამო არ უნდა შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გ--- კ-------ის მიერ განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით დაზარალებულში ობიექტურად გამოიწვევდა ტკივილს. იმ ფაქტს რომ გ--- კ-------ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ლ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც ადასტურებს სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ლ------------ უჩიოდა ტკივილს თავის არეში. რაც თავისივე განმარტებით იყო მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგი. აღნიშნული დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ. ექსპერტიზის დასკვნის შედეგში პირადი გასინჯვის დროს ლ------------ უჩიოდა ტკივილს, რაც ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ძალადობის მომენტში დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა.
მასთან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ--- კ-------ის მიმართ, გ--------- ქ-------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ნაწილში დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორს კ---- ს-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ გ--- კ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ---- ვაჩაეიშვილს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გ--- კ-------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ--------- ქ-------ის ჩვენებით, მოწმეების - რ----- კ-------ის, ნ----–- მ------–-–---–ის, კ-------–- ბ--------–---–ის ჩვენებებით, ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ალკოჰოლურ თრობის დადგენის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს გ--- კ-------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ლ------------მ , მოწმეებმა მ------- კ-------ემ, მ--- კ-------ემ, ნ--- კ-------ემ და ზ------ კ-------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა გ--- კ-------ემ, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხულ გ--------- ქ-------ის ჩვენების თანახმად, იგი 2017 წლის 2 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში და მუშაობდა. დაახლოებით 22:00 საათი იყო დაწყებული, როდესაც მას ტელეფონზე დაუკავშირდა შვილი, ლ------------ და უთხრა, რომ მეუღლემ ცემა. უთხრა, რომ არ ეცალა და მეორე დღეს ავიდოდა. რამდენიმე ხანში, კვლავ დაუკავშირდა შვილი ტელეფონზე, რის გამოც ავიდა დ--- შ--------ში, სიძესთან, სახლში. როდესაც შევიდა ოთახში, იყვნენ ლ------------ და გ--- კ-------ე. ოთახში ყოფნისას, მასსა და გ--- კ-------ეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. როდესაც წამოვიდნენ გ.კ-------ის სახლიდან, ის, ლ------------ და შვილიშვილები, მივიდნენ პოლიციაში და განაცხადეს, რომ გ--- კ-------ემ იძალადა მეუღლეზე - ლ------------ზე. ლ-------------გან იცის, რომ გ.კ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა დეტალები უცნობია მისთვის, ვინაიდან არაფერი უკითხავს.
მოწმის სახით დაკითხულ რ----- კ-------ის ჩვენების თანახმად, ის 2017 წლის იანვარში იმყოფებოდა სახლში. გ--- და ლ-- წასულები იყვნენ ზესტაფონში, სტუმრად მ--- კ-------ესთან. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, ის, იწვა საძინებელში, იყო ცუდად და არ გაუგია მეუღლეებს შორის მოხდა თუ არა რაიმე. მოწმის განმარტებით, ის არასდროს შესწრებია ლ-------------სა და გ--- კ-------ეს შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას.
მოწმის სახით დაკითხულ ნ----–- მ------–-–---–ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 2 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში გამოცხადა მოქალაქე ლ------------, რომელმაც განაცხადა, რომ გ--- კ-------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის საფუძველზე, სამმართველოში დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რის გამოც, მეწყვილე კ---- მ----–--ესთან ერთად, გამოცხადდა დ--- შ--------ში, გ--- კ-------ის საცხოვრებელ სახლში, მოახდინეს გ.კ-------ის დაკავება და გადაყვანა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა კ---- მ----–--ემ.
მოწმის სახით დაკითხულ ზ------ გ--–-–---–-ს ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ე----------------------------. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 3 იანვარს, გამომძიებელ კ-------–- ბ--------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო დ--- შ--------ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ორი ცალი სკამი. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
მოწმის სახით დაკითხულ კ-------–- ბ--------–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო გ--- კ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებულები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ამოიღო ნივთიერი მტკიცებულებები, ბრალი წარუდგინა გ.კ-------ეს და გამოკითხა. დანიშნა ექსპერტიზები. განახორციელა სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები და გამოითხოვა მტკიცებულებები.
საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმე გ-- ც--------ს ჩვენება, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 2 იანვარს, მამიდაშვილ გ--- კ-------ესთან, მის მეუღლესთან და შვილებთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, გ---ს დასთან, მ---სთან. იქ ყოფნის დროს, გ---მ დალ-- ალკოჰოლური სასმელი და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, აღნიშნულის გამო, წამოსვლისას, საჭესთან დაჯდა გ---ს მეუღლე - ლ------------. გზაში მოძრაობისას, ლ-- მანქანას მართავდა სწრაფად, რის გამოც გ---მ მას რამდენჯერმე მისცა შენიშვნა და მოსთხოვა ნელა სიარული. მიუხედავად ამისა, ლ-- მიდიოდა სწრაფად. აღნიშნულზე, გ---მ ლ--ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა მანქანის გაჩერება. როდესაც ლ--მ მანქანა გააჩერა, გ--- მივიდა მძღოლის მხარეს, მკლავში მოჰკიდა ლ--ს ხელი და გადმოიყვანა მანქანიდან, რა დროსაც ლ--ს გაუვარდა ხელიდან ტელეფონი და დაემტვრა ეკრანი. ლ--ს მითითებით, მისი შვილები და ის ჩავიდნენ მანქანიდან, თუმცა გ---ს მითითებით კვლავ ჩასხდნენ მანქანაში და ნელა წავიდნენ სახლის მიმართულებით. როდესაც სახლში მივიდნენ, წავიდა მეზობელთან და მისთვის უცნობია გ---ს და ლ--ს შორის მოხმდარი სხვა ჩხუბის შესახებ.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 03.01.2017წ. 03:38-03:45სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ-------------ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ----- ბ--------–---–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნის თანახმად, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გ--- კ-------ეს დაუდგინა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა.
2017 წლის 3 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ შ--------ში, გ------–----------------–------------8-ში და წამოადგენს გ--- კ-------ის საცხოვრებელ სახლს. ეზოში შევდივართ აღმოსავლეთის მხრიდან - ჭიშკრიდან 20 მეტრში, ეზოში დგას ე.წ ,,ბელეტაჟზე’’ აგებული საცხოვრებელი სახლი, წინა მხარეს აივნით. აღნიშნული სახლის სამხრეთ მხარეს, ეზოში დგას ერთ სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც შედგება ორი ოთახისგან. სასტუმრო ოთახში შევდივართ აღმოსავლეთის მხრიდან, ხოლო ოთახიდან სამხრეთ მხარეს მივდივართ მეორე ოთახში. მ------- კ-------- განმარტებით ლ------------ წაიქცა სასტუმრო ოთახში, მეორე ოთახში გასასვლელი კარების სიახლოვეს, ხოლო თვითონ იმ დროს იმყოფებოდა მეორე ოთახში, რომლის სამხრეთ მხარეს მდებარეობს გ--- კ-------ის და ლ------------- საძინებელი ოთახი. ოთახში კარების უკან დგას კარადა, მარჯვენა მხარეს დგას კამოდი, შუაში დგას ორ საწოლიანი ტახტი, მის გვერდით კუთხეში დგას ერთი სკამი რბილი ზედაპირით. კარების მოპირდაპირე მხარეს კუთხეში დგას კომპიუტერის მაგიდა, რომლის წინ დგას ერთი სკამი, რბილი ზედაპირით. მ------- კ-------ის განმარტებით მისთვის უცნობია გ--- კ-------ემ სკამი ჩაარტყა თუ არა თავში ლ------------ს. ამოღებული იქნა ოთახში მდებარე ორივე სკამი და ცალ-ცალკე დაილუქა N33/10 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ---- მ---------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი მობილური ტელეფონის - „NOKIA“-ს კორპუსზე აღინიშნება უხეში მექანიკური ზემოქმედებით განვითარებული კვლები, რომელთა მორფოლოგია დამახასიათებელია დავარდნის (დარტყმის) შედეგად წარმოშობისათვის.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ---- მ-------–--ის ჩვენების თანახმად და მის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „NOKIA“-ს ფირმის დაზიანებულ მობილურ ტელეფონს წარმოდგენილი სახით საბაზრო ღირებულება არ გააჩნია, ხოლო მისი მსგავსი, ექსპლუატაციაში ნამყოფი მაგრამ დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად ვარგისი ტელეფონის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 70 ლარს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით გ--- კ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ლ------------ს სასამართლოსათვის არ მიუცია ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, გ--- კ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც,თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხის-მგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამარ-თლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ--- კ-------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციონაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ--- კ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ--- კ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 2 იანვრიდან, 2017 წლის 13 იანვრის ჩათვლით), საბოლოოდ გ--- კ-------ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40 (ორმოცი) საათის ვადით;
გ--- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის N--------- განჩინებით, რ----- კ-------ის (პ/ნ 1----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (---------------------------------------
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: ლ------------- მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონი ,,ნოკია’’ ი----------------------------- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი სკამი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათების ამსახველი „CD-R“ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი)თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე