განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
010100116001508696
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-293-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორ _ა-–---------- ძ-------ის, ნ----- გ-------–--ის

 

ადვოკატ- ქ---- ჩ-----–-–---–ის, ლ--–- ბ---------ის, ე---–--- მ-------ის

 

მსჯავრდებულ - ნ-------- ქ--------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-------- ო----ის ძე ქ--------–---–ის მიმართ, პირადი № 0----------, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.თბილისი, ქ-------------------------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-------- ქ--------–---–მა ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 22:50 საათზე, ქ. თბილისში, უ-----------------------------–---–----------- გადაკვეთაზე, საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შეჩერებული იქნა ავტომანქანით მოძრავი ნ-------- ქ--------–---–ი. ქ--------–---–ის ავტომანქანისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღები, კერძოდ: ”მაკაროვის” სი-----------------–-----------------------–----------------------–----------------–-–----------------------–----------------------------------–----------------–--------–---------------------------------–-–--------–-----------–-------------------------–-–--------–--------------–------------------------–--–--------------------–--------------------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--------–--------------------–---------------------------–----–------–---------------------------–-----–--------------------------------------–--–--------------------–-------------------------------------–-------------------------------------- (მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას), რომელსაც ნ-------- ქ--------–---–ი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენით ნ-------- ო----ის ძე ქ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ნ-------- ქ--------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ნ-------- ქ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 2 აგვისტოდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- რ---–---–- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენში და ნ-------- ქ--------–---–ის მიმართ ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადით დანიშვნას, ასევე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ნ-------- ქ--------–---–ის კუთვნილი ,,ფოლსვაგენ პასატის” მარკის ავტომაქანის სახ. ნომრით W------- როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის კანონშეუსაბამო და ზედმეტად მსუბუქი. გამოყენებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულ ნ-------- ქ--------–---–ის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მნიშვნელობას. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და ქმედების ხასიათი და სასჯელად დაუნიშნა მინიმალური სასჯელი, რომლითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად როგორც დანაშაულის იარაღი ნ-------- ქ--------–---–ს უნდა ჩამოერთვას კუთვნილი ,,ფოლკსვაგენ პასატის” მარკის ავტომაქანა, ვინაიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ სწორედ აღნიშნულ მანქანაში მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა და ატარებდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ მოწყობილობას, ასევე საბრძოლო მასალას.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ნ-------- ქ--------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ე---–--- მ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ნ-------- ქ--------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი ნ-------- ქ--------–---–ის მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელია. განაჩენის გამოტანისათვის დასაკმაყოფილებელი გონივრული ეჭვის მიღმა არსებული სტანდარტი პირველი ინსტანციის სასამართლომ გადალახა ექსპერტიზის დასკვნებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. საეჭვო იქნებოდა, რომ თბილისში ბათუმის პოლიციის მუშაკების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული აკრძალული ნივთები დარჩებოდა უვარგისი და ამიტომაც ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ საბრძოლო იარაღის, ხელყუმბარის და საბრძოლო მასალის ვარგისიანობას. მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის, რომ მოწმეთა წრე ბრალდების მხარემ განსაზღვრა მხოლოდ პოლიციის მუშაკებით, რომლებმაც თავისის მხრიდან დაადასტურეს ოპერატიული ღონისძიების რეალიზაციის და საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა და კანონიერება. ობიექტური პირის დარწმუნება იმაში, რომ ნ-------- ქ--------–---–ის ბრალდების საქმეზე, ბრალდების მხარემ სასამართლოს გამოსაკვლევად შესთავაზა გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, შეუძლებელია. ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმება, ტერიტორიული ქვემდებარეობის მიუხედავად და დარღვევით, იკისრა ბათუმის შს სამმართველოს მუშაკებმა, რომლებიც უცნაური თანხვედრით აღმოჩნდნენ ქალაქ თბილისში. ასეთივე ზღაპრული დამთხვევით ბათუმის სამმართველოს მუშაკებმა მიაგნეს მანამდე უცნობ პიროვნებას და უცხო სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუშაკების მიერ ინფორმაციის მიღებიდან დაკავებამდე არ იცვლიდა თავის ადგილსამყოფელს. ასევე იდეალური გამართლებით ბათუმის პოლიციის მუშაკებს თან აღმოაჩნდათ საჭირო პროცესუალური დოკუმენტების პროექტები და ასეთივე წარმატებით ნ-------- ქ--------–---–ს აკრძალული ნივთები და ხელყუმბარა. გონიერების საზღვრებს ცილდება თბილისში ნ-------- ქ--------–---–ის მიერ აკრძალული ნივთებზე ბათუმის სამმართველოს მუშაკების რეაგირება და გამოძიების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთზე წარმოდგენილია პოლიციური მტკიცებულებები, ისინი ნ-------- ქ--------–---–ის ბრალეულობას ვერ ადასტურებენ, რადგან ვერ აკმაყოფილებენ გონიერების ზოგად მოთხოვნას.

 

მსჯავრდებულ ნ-------- ქ--------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ე---–--- მ-------ემ და ნ-----–-- წ---–------ა პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინეს შესაგებლები და მოითხოვეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- რ---–---–-ს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა-–---------- ძ-------ეს და ნ----- გ-------–--ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ნ-------- ქ--------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ქ------- ჩ-----–-–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მათი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ-------- ქ--------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს უ-----------------------------–-- გ------- გ--------ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 2 აგვისტოს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ მოქალაქე ნ-------- ქ--------–---–მა, ქ. ბათუმში უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც თან ატარებდა და რაც 2016 წლის 2 აგვისტოს, ქ. თბილისში უნდა გადაეცა სხვა პირისთვის. ინფორმაციის თანახმად, ნ-------- ქ--------–---–ი გადაადგილდებოდა ქ.თბილისში ”ფოლკსვაგენ პასატის” მარკის ავტომანქანით. მიღებული ინფორმაციის შესახებ გ------- გ--------ემ იმავე დღეს №-------- 0---------------თ აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს დ---------------------–-- ა---------– გ-----–---–ის ჩვენების თანახმად, გ------- გ--------ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თაობაზე, ხელმძღვანელობის დავალებით, დაუყოვნებლივ შეატყობინა თბილისში რამდენიმე თანამშრომელთან ერთად მივლინებით მყოფ გამომძიებელს ბ---- მ---–--ეს, რომელსაც "Viberi"-ზე გადაუგზავნა პიროვნების იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია, ასევე მანქანის სერია, ნომერი, რომლითაც, ინფორმაციის თანახმად, მითითებულ დროს გადაადგილდებოდა მსჯავრდებული. ბ---- მ---–--ემ და მასთან ერთად მყოფმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს და ჩხრეკა ჩაუტარეს ქ--------–---–ს, რომელსაც პირადად, ასევე მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო და ასაფეთქებელი მასალა.

 

მოწმის სახით დაკითხული აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თ------ გ------–--ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 2 აგვისტოს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით მივლინებით იმყოფებოდა ქ.თბილისში. საღამოს დაახლოებით 22:30 საათზე ავტომანქანით მოძრაობისას ბათუმიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ გამომძიებელ ბ---- მ---–--ეს და შეატყობინეს, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოში შესული იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნ-------- ქ--------–---–მა უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და ატარებდა ”ფოლკსვაგენ პასატის” მარკის ავტომანქანით, რომლითაც გადაადგილდებოდა უ--------------- ქუჩაზე. ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ხელმძღვანელობამ დაავალა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ვ-–-----–----–-- გამზირიდან, სადაც ინფორმაციის მიღების მომენტში იმყოფებოდნენ, წავიდნენ უ--------------- ქუჩის მიმართულებით და უ--------------- ქ. N---ს და თ------–---–-- ქუჩების გადაკვეთასთან დაინახეს ”ფოლკსვაგენ პასატის” მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით W------- გადაუსწრეს და წინ ჩაუყენეს მანქანა ისე, რომ მოძრაობის გაგრძელების საშუალება "ფოლსკვაგენის" მძღოლს აღარ ჰქონოდა. მანქანის მძღოლი, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა ნ-------- ქ--------–---–ი, რომელსაც წარუდგინეს თავი, აცნობეს შეჩერების მიზეზი, გამომძიებელმა მ---–--ემ განუმარტა უფლებები და ჩაატარა ქ--------–---–ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ გ------–--ე, ასევე მისი თანამშრომლები - ი---- ა-----–--ე, რ----- ლ----ე. პირადი ჩხრეკისას ქ--------–---–ის წელის არედან ამოიღეს პისტოლეტი მჭიდით და ვაზნებით, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკისას საბარგულში სათადარიგო საბურავის ქვეშ აღმოჩნდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით, ასევე ხელყუმბარა. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, ადგილზევე შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის ხელმოწერაზე ქ--------–---–მა უარი განაცხადა. დაკავებული გადაყვანილ იქნა ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი ჩაიყვანეს ბათუმში.

 

მოწმის სახით დაკითხული აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ -გამომძიებლის ი---- ა-----–--ის ჩვენების თანახმად 2016 წლის 2 აგვისტოს, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ ბ---- მ---–--ესთან და თანამშრომლებთან - თ------ გ------–--ესთან და რ----- ლ----ესთან ერთად, ხელმძღვანელობის დავალებით მივლინებით იმყოფებოდა ქ. თბილისში, სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით. დაახლოებით 22:30 საათზე ხელმძღვანელობისგან მიიღეს შეტყობინება მასზედ, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოში მიღებულია ოპერატიული ინფორმაცია მოქალაქე ნ-------- ქ--------–---–ის შესახებ, რომელმაც უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღები ქ. ბათუმში და იმ მომენტისთვის გადაადგილდება ქ. თბილისში უ--------------- ქუჩაზე. ხელმძღვანელობისგან დაევალათ ამ ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამისი მოქმედებების გატარება. "Viberi"-ს საშუალებით გადაუგზავნეს როგორც პირის, ისე ავტომანქანის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია. განაგრძეს მოძრაობა უ--------------- ქუჩის მიმართულებით და უ-----------------------------–---–----------- კვეთასთან შენიშნეს ”ფოლკსვაგენ პასატის” მარკის ავტომანქანა, რომლითაც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მოძრაობდა ნ-------- ქ--------–---–ი. ამ ავტომანქანას წინ ჩაუყენეს თავისი ავტომობილი, ისე, რომ გადაადგილების საშუალება არ ჰქონოდა "ფოლკსვაგენის" მძღოლს. მძღოლი აღმოჩნდა ნ-------- ქ--------–---–ი, რომელსაც წარუდგინეს თავი, აცნობეს შეჩერების მიზეზი, გამომძიებელმა მ---–--ემ განუმარტა უფლებები და ჩაატარა ქ--------–---–ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ჩხრეკაში ა-----–--ესთან ერთად მონაწილეობდნენ მისი თანამშრომლები თ------ გ------–--ე და რ----- ლ----ე. პირადი ჩხრეკისას ქ--------–---–ის წელის არედან, კერძოდ, უკანა მარჯვენა მხრიდან ამოიღეს პისტოლეტი მჭიდით და ვაზნებით. პისტოლეტი მსჯავრდებულს საქამრეზე ჰქონდა ჩამოდებული და ზემოდან გადაფარებული მაისურით ნიღბავდა. შემდეგ ჩხრეკა გააგრძელეს ავტომანქანაში, რომლის საბარგულში სათადარიგო საბურავის ადგილას აღმოჩნდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით, ასევე ხელყუმბარა. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, ადგილზევე შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის ხელმოწერაზე ქ--------–---–მა უარი განაცხადა უმოტივოდ.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ლ----ემ.

 

მოწმის სახით დაკითხული აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დ---------------------–-- ბ---- მ---–--ის ჩვენების თანახმად, სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით თანამშრომლებთან, მათ შორის ინსპექტორ-გამომძიებლებთან - ი---- ა-----–--ესთან, თ------ გ------–--ესთან და რ----- ლ----ესთან ერთად იმყოფებოდა მივლინებით ქ. თბილისში. საღამოს საათებში, დაახლოებით 22:00 საათის შემდეგ ბათუმიდან ტელეფონით დაუკავშირდა გამომძიებელი ა---------– გ-----–---–ი და აცნობა, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოში შესული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ნ-------- ქ--------–---–ი გადაადგილდებოდა ”ფოლკსვაგენ პასატის” მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნის W------ მქონე ავტომანქანით ქ. თბილისში უ--------------- ქუჩაზე და თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. "ვაიბერის" საშუალებით გ-----–---–მა მიაწოდა ქ--------–---–ის ფოტო-სურათი და იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია მისი ავტომანქანის შესახებ - მარკა, სერია, ნომერი, ფერი. ხელმძღვანელობის დავალებით ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და თანამშრომლებთან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით განაგრძო მოძრაობა უ--------------- ქუჩის მიმართულებით. უ--------------- და თ------–---–-- ქუჩების გადაკვეთასთან შენიშნეს ავტომანქანა, რომლის თაობაზეც ხელმძღვანელობისგან მიღებული ჰქონდათ ინფორმაცია. აღნიშნულ ავტომანქანას გადაუსწრეს და გააჩერეს, მძღოლი აღმოჩნდა ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული პირი - ნ-------- ქ--------–---–ი. წარუდგინეს მას თავი, გადმოიყვანეს მანქანიდან, აუხსნეს შეჩერების მიზეზი და აცნობეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით უნდა მომხდარიყო მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ქ--------–---–ის წელის უკანა მარჯვენა არედან ამოღებულ იქნა პისტოლეტი მჭიდით და ვაზნებით, პისტოლეტი შარვლის წელის თასმაში ქონდა ჩადებული და ზემოდან გადმოკეცილი მაისური ფარავდა. შემდეგ ჩხრეკა გააგრძელეს ავტომანქანაში, რომლის საბარგულში სათადარიგო საბურავის ადგილას აღმოჩნდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით, ასევე ხელყუმბარა. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, ადგილზევე შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის ხელმოწერაზე ქ--------–---–მა უარი განაცხადა, მოტივი არ დაუსახელებია.

 

საქმეში წარმოდგენილი აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 2 აგვისტოს M-------------- ბრძანებით დასტურდება, რომ პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის - ბ---- მ---–--ე, რ----- ლ----ე, ი---- ა-----–--ე და თ------ გ------–--ე სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მივლინებულ იქნენ 2 აგვისტოდან 4 აგვისტომდე ქ. თბილისში.

 

ნ-------- ქ--------–---–ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკის შედეგად ნ-------- ქ--------–---–ისგან ამოღებული იქნა პისტოლეტის მსგავსი საგანი - წელის არეში უკანა მარჯვენა მხარეს შარვალზე ჩამოდებული, რომელსაც მალავდა ზემოდან გადაფარებული მაისური. პისტოლეტს გადაშლილი ჰქონდა ნომერი, ეკეთა მჭიდი მასში მოთავსებული რვა ვაზნით. ასევე ქ--------–---–ის მფლობელობაში არსებული, ”ფოლკსვაგენ პასატის” მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნის W-------- მქონე ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ავტომანქანის უკანა საბარგულში არსებული ხალიჩის ქვეშ, სათადარიგო საბურავის შესანახ ადგილას ნაპოვნი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი, ჩარჩოზე აღენიშნება ნომერი - 8---------, მჭიდითა და მასში მოთავსებული 28 ვაზნით. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გვერდით აღმოჩენილ იქნა ხელყუმბარას მსგავსი, მომრგვალო ფორმის საგანი. ყველა ეს ნივთი ადგილზე დაილუქა. ნ-------- ქ--------–---–მა ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე განაცხადა უარი, მოტივი ოქმში მითითებული არ არის.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ რ----- ბ------ს ჩვენების და მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იარაღი მჭიდით - არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ”მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; რვა ვაზნა - არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნები, განკუთვნილი ”-------------------------------–--------------------------- ავტომატური პისტოლეტებისათვის და სხვა. რვავე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის; იარაღი მჭიდით - არის ქარხნული წესით დამზადებული 5----------–-------------------------–----------------–-–----------------------–------------------------–-–------------------------------–-–--–--------–----------------------------------------------–--------------------------------------–--–--------------------–--------–-–--------–------------------–-------------------------------–--------------–-–----------------------–-------------------------------------------------------------------------–---------------- მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ დ----- დ-----–---–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთი ერთეული ქარხნული წესით დამზადებული “Р------ ტიპის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას. საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად; ექსპერტიზაზე გამოკვლეული ერთი ერთეული ხელის მსხვრევადი ყუმბარების ქარხნული წესით დამზადებული ”У----- ტიპის ამფეთქი ფალია, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას. საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად.

 

საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2016 წლის 3 აგვისტოს M---------------- წერილის თანახმად, ნ-------- ო----ის ძე ქ--------–---–ის (დაბ. 13.11.1983 წ. პირადი N0----------) სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმის ნ---- ქ--------–---–ის ჩვენების თანახმად, ის არის ნ-------- ქ--------–---–ის და. 2016 წლის 01 აგვისტოს მისმა ძმამ ნ--------მა ცოლი და ოთხი შვილი ახმეტაში ჩაიყვანა და იქედან გააცილა თბილსში, რადგან მეორე დღეს თავად მოწმე და დედა უნდა წაეყვანა თბილსში ბავშვებთან ერთად და მანქანაში ადგილი არ ექნებოდა. 02 აგვისტოს ქ--------–---–ი დედასთან და დასთან ერთად გაემგზავრა თბილისში იმ მოტივით, რომ დედას სჭირდებოდა კარდიოლოგის კონსულტაცია. სახლიდან რომ წავიდნენ გზად შეიარეს ნათესავ ა---------– მ------–---–ის სახლში, იქ დაახლოებით 20 წუთი დააყოვნეს, მანქანიდან გადავიდა მხოლოდ ნ--------ი, სახლიდან გამოიყვანა დისშვილები და ჩასვა მანქანაში. გაემართნენ დედაქალაქისაკენ, გზაში შეხვდათ ზ--–----- ქ--------–---–ი, რომელიც ავადმყოფობდა და ამიტომ ნ--------ი შეპირდა, რომ თბილისიდან დაბრუნების შემდეგ ექიმთან წაიყვანდა. ოჯახს აქვთ ვიდეო მასალა, რომელიც 02 აგვისტოს გადაიღეს ტელეფონით გ---------- გზაზე. თბილისში, ქ----------- ქუჩაზე მდებარე სახლში დაახლოებით 21:00 საათზე მივიდნენ. ავტომანქანის საბარგული პროდუქტებით და ტანსაცმლით სავსე ჰქონდათ, რომლის გადმოწყობაში დაეხმარა ძმას. სახლში რომ ავიდნენ და მოწესრიგდნენ, ისე რომ ვახშმობაც ვერ მოასწრეს, ნ--------ს ვიღაცამ დაურეკა და წავიდა. მის შემდეგ ოჯახის წევრებს ნ-------- ქ--------–---–ი აღარც უნახავთ. მოწმის განმარტებით, ძმას რომ დააგვიანდა, ქ--------–---–ის ცოლმა ტელეფონით დაიწყო ქმრის მოკითხვა, მაგრამ ნ--------მა არ უპასუხა. ცოტა ხნის შემდეგ რძლის ტელეფონზე გაისმა ზარი უცხო პირიდან და შეატყობინეს რომ ნ. ქ--------–---–ი დაკავებულია, თუმცა მალე გამოუშვებდნენ. მოწმის ჩვენებით, მანქანის საბარგულში პროდუქტები მან და მისმა ძმამ ერთად ჩააწყვეს და იქ იარაღებია არ უნახავს. მანქანაში არაფერი იდო. ასევე ძმის დაკავების შემდეგ არ მომხდარა ნ-------- ქ--------–---–ის სახლის ჩხრეკაც.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მოწმის, ბ------ ქ--------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი არის ნ-------- ქ--------–---–ის ახლობელი და თანასოფლელი. ქ--------–---–ი ბოლოს ნახა როგორც დაკავების წინა დღეს ასევე დაკავების დღეს, დილით. 2016 წლის პირველ აგვისტოს იმყოფებოდა სოფელ დ----ში, ბიჭებთან ერთად, რა დროსაც თავისი ავტომანქანით (ვერცხლისფერი ფოლკსვაგენ პასატი) მივიდა ნ-------- ქ--------–---–ი, მოიკითხა და გამოელაპარაკა მათ. მეორე დღეს, კი 2016 წლის ორ აგვისტოს, დილით ნ-------- ქ--------–---–ი, მისივე ავტომანქანით დედასთან ერთად დაინახა.

ნ-------- ქ--------–---–ის დაკავების შესახებ შეიტყო დაკავებიდან მეორე დღეს, როგორც მისთვის არის ცნობილი ნ. ქ--------–---–ის საცხოვრებელ სახლებში, არც დ----ში და არც თბილისში ჩხრეკა არ ჩატარებულა. მოგვიანებით ხალხისგან გაიგო რომ ნ--------ს იარაღი „ჩაუდეს“. მანამდე არ სმენია არავისგან და არც ნ-------- ქ--------–---–ს უთქვამს მისთვის, რომ კონფლიქტი ჰქონდა და იარაღის შეძენა ესაჭიროებოდა. ზოგადად ნ-------- ქ--------–---–ს ახასიათებს, როგორც ძალიან წყნარ და უკონფლიქტო ადამიანს. ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ სოფელში.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მოწმის, ზ--–----- ქ--------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი არის ნ-------- ქ--------–---–ის ბიძაშვილი და შესაბამისად მას ბავშვობიდან იცნობს. ბოლოს, 2016 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში ნახა სოფელ დ----ში, რა დროსაც იმყოფებოდა, ე.წ. ,,სოფლის ბირჟაზე’’, მოწმის განმარტებით, ხერხემლის პრობლემა ჰქონდა და ტკივილები აწუხებდა, ნ-------- ქ--------–---–მა მოიკითხა იგი და როცა გაიგო, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, დაპირდა, რომ მალე დაბრუნდებოდა ქალაქიდან, სადაც დედა მიყავდა ექიმთან და მასაც წაიყვანდა თბილსში სამკურნალოდ. მეორე დღეს შეიტყო, ნ-------- ქ--------–---–ის დაკავების შესახებ, დაკავების მიზეზი არ იცის. ასევე არ ფლობს ინფორმაციას ჩატარდა თუ არა ნ-------- ქ--------–---–ის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას, საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ-------- ქ--------–---–ის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

დადგენილია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციელებისათვის ცნობილი გახდა ნ-------- ქ--------–---–ის მხრიდან იარაღის შეძენისა და ტარების ფაქტი, დადგენილია ისიც, რომ დაკავებისას მისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, ცეცხლსასროლი იარაღები იპოვეს ასევე მის კუთვნილ ავტომანქანის საბარგულში.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ნ-------- ქ--------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარე აპელირებს იმ თემაზე, რომ კონფიდენტის ვინაობა და მის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაცია, არ გახდა სასამართლოსათვის ცნობილი, ამიტომ პოლიციელის ჩვენებას, რომელმაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენება მისცა და ნ-------- ქ--------–---–ის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი ამხილა, ირიბ ჩვენებად განიხილავს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ირიბი ჩვენების სტანდარტის დარღვევად აფასებს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს, სისხლის სამართლის საქმეში პირდაპირ ჩვენებას წარმოადგენს მოწმე გ------- გ--------ის ჩვენება, რომელმაც მოიპოვა ოპერატიული ინფორმაცია და შეიტყო ქ--------–---–ის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარების ფაქტზე. მართალია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარე ვალდებულია მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის საფუძველზე, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია კონფიდენტზე, რომლის ვინაობა „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონითაა დაცული.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვისას აუცილებელი არაა მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია იმ მტკიცებულების წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდებულების მიმართ შემავსებელი და დამატებითი მტკიცებულების სიძლიერე ამყარებს ძირითად მტკიცებულებას. (გ--------ის ჩვენებას). სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ჩხრეკისა და ამოღების ოქმების შინაარსზე, როგორც ისეთ „დამატებით“ უტყუარ მტკიცებულებაზე, რომელიც ნ. ქ--------–---–ის მიმართ წარდგენილ ძირითად მტკიცებულებებს ავსებს, მაღალი ხარისხის სარწმუნოობას ანიჭებს.(იხ.Horncastle and others v United Kingdom).

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები კატეგორიულობით ხასიათდება, და ისინი წარმოადგენს სასამართლოსათვის ძირითად დასაყრდენს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ნ. ქ--------–---–ს ნამდვილად ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღები.

ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ეჭვგარეშეა და ისინი უტყუარობის მაღალი ხარისხით ადასტურებენ შესაბამის ფაქტს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ საქმის ყველა გარემოებასთან, მათ შორის მტკიცებულების მოპოვების მეთოდთან მიმართებით, სამართალწარმოება მთლიანობაში იყოს სამართლიანი. სასამართლოს მოცემული მიდგომა რამდენიმე ასპექტითაა განპირობებული. მათ შორის უმნიშვნელოვანესია სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მტკიცებულებათა ხარისხს, ანუ დაადგინოს რაიმე გარემოება ეჭვქვეშ ხომ არ აყენებს რომელიმე მტკიცებულების სანდოობას და უტყუარობას, როგორ პირობებში იქნა მოპოვებული მტკიცებულება, და როგორ იქნა დაცული მტკიცებულებათა ნამდვილობა. ასევე ის, თუ რამდენად ეფექტურად მიეცა საშუალება დაცვის მხარეს გაეპროტესტებინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობის შესახებ გამოვლენილი ფაქტები.(Bykov v. Russia; Janatov v, Azervaijan)

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია ნ. ქ--------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმითა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება. (საქმე № 96აპ-17 )

სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესი, მათ შორის პროცესუალურ ასპექტებთან დაკავშირებული ელემენტები, შეჯიბრებითი უნდა იყოს და ბრალდებისა და დაცვის მხარეების თანასწორობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შეჯიბრებითი სასამართლო განხილვის უფლება გულისხმობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესში როგორც ბრალდებას, ასევე დაცვას მეორე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოსაზრებების გაცნობის საშუალება უნდა ჰქონდეს (Rowe and Davis v. the United Kingdom [GC], § 60)

სააპელაციო სასამართლომ საშუალება მისცა დაცვის მხარეს საქმის განხილვისას წარმოედგინა ისეთი მტკიცებულებები, რომელთა წარდგენაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ შეძლო. კერძოდ კი დაიკითხნენ მოწმეები, თუმცა არც ერთ მათგანს სასამართლოსათვის რაიმე ისეთი ინფორმაცია არ მიუწოდებია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ნ-------- ქ--------–---–ის უდანაშაულობაში. მოწმე ნ---- ქ--------–---–ი, რომელიც აცხადებს, რომ ბოლოს ნახა მისი ძმის ავტომანქანის საბარგული და იქ ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო, თავადვე აღწერს, რომ მისი ძმა მარტო წავიდა სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან და ქალაქ თბილისში, ქ----------- ქუჩიდან წასული დაკავებამდე ანუ თ------–---–-- ქუჩამდე ვის შეხვდა, სად იყო ან რა მოქმედებები შეასრულა, მისთვის უცნობია. სასამართლოსათვის რაიმე მნიშვნელობის არაა ასევე იმის მტკიცება, რომ ნ-------- ქ--------–---–ი ოპერატიული ინფორმაციის მიღების დღეს, ანუ 2 აგვისტოს სოფელში და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, იქვე იყო წინა დღეებშიც. არც ოპერატიულ ინფორმაციაში, არც ბრალდების მოწმეთა ჩვენებებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მან ქალაქ ბათუმში სწორედ 2 აგვისტოს შეიძინა, შეძენის დრო და თარიღი სრულიადაც არაა დაკონკრეტებული ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებში.

 

ამასთან, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ქ--------–---–ს იარაღი ჩაუდეს, თუმცა მათ ვერ წარმოადგინეს რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და აბრალებენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი სხვა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებებიც, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

ამდენად, ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-------- ქ--------–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება და გასაჩივრებული განაჩენით მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ნ-------- ქ--------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.

 

მსჯავრდებულ ნ-------- ქ--------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

რაც შეეხება, ბრალდების მხარის მოთხოვნას ,,ფოლსვაგენ პასატის” მარკის ავტომობილის (სარეგისტრაციო ნომრით W--------, რომელშიც მსჯავრდებული ინახავდა და ატარებდა უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალას), სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც სსკ-ის 52-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელის - ქონების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა დაადასტურა, თუმცა განიმარტა, რომ ქონების ჩამორთმევა პროპორციულ საშუალებად რომ ჩაითვალოს, უნდა დადასტურდეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად არის შესაფასებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საეჭვო გახდება საკუთრების უფლებაში ჩარევის მართლზომიერება.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოც მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევის დასაშვებობა, თავისთავად არ ნიშნავს ჩარევის თანაზომიერებას. ჩარევა თანაზომიერად რომ შეფასდეს, გასათვალისწინებელია ის გარანტიები, რომელიც მესაკუთრეს იცავს. დანაშაულის საგნის ჩამორთმევა საზოგადოებრივ საჭიროებას მაშინ წარმოადგენს, როცა საგნის უკანონო ფლობას აქვს ადგილი ან არსებობს იმის საშიშროება, რომ საგანი კვლავ იქნეს გამოყენებული სამართალდარღვევის ჩასადენად. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩამოსართმევი საგანი არის თუ არა საფრთხის წყარო, არის თუ არა იგი თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული, თუ დასახელებული გარემოებები არ არსებობს და ისე ხდება ქონების ჩამორთმევა, მაშინ ამ დამატებითი სასჯელის პროპორციულობის საკითხი მოკლებულია სამართლიანობას.

სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე- Ismailov v. Russia, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის გადალახვისას ქვეყანაში ფარულად შეტანილი ნაღდი ფულის ჩამორთმევა, მისი კანონიერი წარმოშობიდან გამომდინარე- არაპროპორციულ ზომად მიიჩნია. თუმცა ეს ფული რომ „დანაშაულის იარაღს“ წარმოადგენდა, არც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უარყვია.

მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კანონიერი გზით შეძენილი, თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი ავტომანქანის ჩამორთმევა არ წამოადგენს თანაზომიერ, პროპორციულ ზომას ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში, იმდენად რამდენადაც ამ ზომას არ შეიძლება ჰქონდეს მსჯავრდებულისათვის დანაშაულის ჩადენის სურვილის დაკარგვის ეფექტი (in personam), ამ საშუალების გაუვნებელყოფა ვერ გააქრობს საზოგადოებისათვის პოტენციურ საფრთხეს (im rem). არ შეიძლება ავტომანქანის ჩამორთმევას ისეთივე შედეგი ჰქონდეს საზოგადოების უსაფრთხოებისათვის და ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებული ნივთების, მაგ. იარაღის ან ნარკოტიკის ჩამორთმევას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ნ-------- ქ--------–---–ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- რ---–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ნ-------- ქ--------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე---–--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ-------- ო----ის ძე ქ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ნ-------- ქ--------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ნ-------- ქ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 2 აგვისტოდან.

 

ნივთმტკიცებები - ნ-------- ქ--------–---–ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოში გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ნ-------- ქ--------–---–ისგან ამოღებული ხელჩანთა მასში არსებული ნივთებით, მობილური ტელეფონი და ”ფოლკსვაგენ პასატის” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით W--------, რომელიც გაჩერებულია ბათუმის საქალაქო სამმართველოს ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს ნ-------- ქ--------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილს პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე