განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
010100116001482050
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001482050

საქმე №1/ბ-288-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - ლ---- მ---------ის,ადვოკატების - ლ---- მ-------–---–ის, მ------ ზ----ის, გ---–- თ-------ის,მსჯავრდებულების - გ------- ყ------ის, ა-–---------- შ---–----–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ვ--------ს ძე ყ------ის მიმართ, დაბადებული 199- წლის 01 მ----, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული სოხუმი, გ---–--- ქუჩა №33, მცხოვრები: ქ.თბილისი, თ-------------–---- დასახლება.

 

ა-–---------- მ------- ძე შ---–----–---–ის მიმართ, დაბადებული 199- წლის 24 ი--–---, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ. თბილისი, გ-–----- მ-----------------------, ბინა №153, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გ-–-----ს მკ/რ კორპუსი №1, ბინა №60,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ყ------მა ჩაიდინა: ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა-–---------- შ---–----–---–მა ჩაიდინა: ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის. ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევმა ა-–---------- შ---–----–---–მა 2016 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 07:30 საათზე, ქ. ბათუმში, ჭ--------- და მ------–---–-- ქუჩების კვეთაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად, არაერთგზის დაეუფლა შ----- დ------ის კუთვნილ ,,ნოკიას’’ ფირმის მობილურ ტელეფონს და ფულად თანხას 120 ლარის ოდენობით;

 

ა-–---------- შ---–----–---–მა ასევე ცემა შ----- დ------ე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2016 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 07:30 საათზე, ქ. ბათუმში, ჭ--------- და მ------–---–-- ქუჩების კვეთაში, გ------- ყ------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა შ----- დ------ის კუთვნილ პირადობის მოწმობას, მართვის მოწმობას, საბანკო ბარათებს და ფულად თანხას 30 ლარის ოდენობით;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განაჩენით:

 

გ------- ყ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

გ------- ყ------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- ყ------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი: 2016 წლის 02 აგვისტოდან - 2016 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით.

 

გ------- ყ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.

ა-–---------- შ---–----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მ--- ნაწილის „ბ“ და ,,ა’’ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მ--- ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე;

 

ა-–---------- შ---–----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და მ--- ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ა-–---------- შ---–----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქციით) და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა-–---------- შ---–----–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოსსსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით , ა-–---------- შ---–----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

ა-–---------- შ---–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 02 აგვისტოდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ------ კ---–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განაჩენში, მსჯავრდებული გ------- ყ------ი ცობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მ--- ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, ხოლო ა-–---------- შ---–----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მ--- ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწლით და სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების თანახმად სასჯელთა სრული შეკრების პრინციპის გათვალისწინებით დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ------- ყ------ისა და ა-–---------- შ---–----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. დაზარალებულმა შ. დ------ემ როგორც გამოძიების დროს, ასევე სასამართლოში ცალსახად დაადასტურა შ---–----–---–ისა და ყ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ალ. შ---–----–---–ის მიერ დაზარალებულის ცემის ფაქტი ასევე დადასტურებულია წარდგენილი ვიდეოჩანაწერით. ვიდეოჩანაწერში ასევე ნათლად სჩანს შ----- დ------ის ცემის შემდეგ, როგორ ეუფლება აშკარად მართლსაწინააღმდეგოდ დაზარალებულის ნივთების ნაწილს გ------- ყ------ი, რასაც ხედავს შ---–----–---–იც და ისიც იწყებს დაზარალებულის ნივთების დაუფლებას, რაც მიუთითებს ერთიან განზრახვაზე და მათ საერთო სურვილზე დაუფლებოდნენ შ.დ------ის ნივთებს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშანს წარმოადგენს. გ.ყიფინმა დაიწყო და შ---–----–---–მა ფაქტობრივად დაასრულა ნივთების დაუფლების პროცესი. დანაშაულის დაწყებისთანავე მათ ჰქონდათ საერთო და შეთანხმებული განზრახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე შ---–----–---–ის და ყ-------ის მიერ ჩადენილი ქმედებით გამოწვეული ქონებრივი ზიანი არის ერთიანი და როგორც მტკიცებულებებით არის დადგენილი ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს. ამოღებული ნივთებით დადგენილია, ზიანის ოდენობაც. კერძოდ, ამოღებულია ფულადი თანხა 150 ლარის ოდენობით და მობილური ტელეფონი, რომელთა ერთობლიობა წარმოადგენს 150 ლარს ზემოთ ქონებრივ ზიანს და შესაბამისად სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ გ------- ყ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------ ზ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განაჩენი და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ გარემოებათა გამო: გ------- ყ-------ის მიმართ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები არ იყო ეჭვის გამომრიცხავი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს ბრალდებულების ჩხრეკისა და დაკავების ოქმები და ვიდეოსათვალთვალო კამერიდან ამოღებული ვიდეოფირები. ქმედების განხორციელების ყველა ეტაპი ასახულია ვიდეოფირზე და შესაბამისად აქ მხოლოდ სასამართლოს მხრიდან ქმედების შეფასების საკითხია განსახილველი, ხოლო ის თუ რა მოიმოქმედა გ------- ყ-------მა, სრულად არის ასახული ფირზე. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა იმაში, რომ გ------- ყ------მა ძარცვა ჩაიდინა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებს გ------- ყ------ის მიერ სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.

 

აპელანტი - მსჯავრდებული ალ. შ---–----–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ---- მ-------–---–ი თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ალ.შ---–----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. იგი ეფუძნება მხოლოდ ოთხი მოწმის ჩვენებას, საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეები დანაშაულის ფაქტის შემსწრე პირები არ არიან, გამოძიებამ საკმარისად მიიჩნია მხოლოდ პოლიციელების დამოწმება, თუმცა სასამართლოში მათი დაკითხვისას მათ მისცეს ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ ნივთიერ მტკიცებულებებს, რომლებიც ამოღებული იქნა მსჯავრდებულისგან, გაუგებარია სასამართლომ რის საფუძველზე დაადგინა, რომ თანხა და მობილური ტელეფონი, რომლებიც ჩხრეკისას იქნა ამოღებული ეკუთვნის დაზარალებულ შ.დ------ეს, მაშინ როდესაც გამოძიების მიერ არ მომხდარა აღნიშნული მობილური ტელეფონის დათვალიერება და თავისთავად დაზარალებულსაც არ წარმოუდგენია რაიმე საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე თანხა, რომელზედაც დაზარალებულმა მიუთითა, როგორც ჩვენებაში, ასევე სასამართლოში, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ დაზარალებული დაკითხულია ალ.შ---–----–---–ის დაკავების და ჩხრეკის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც გამოძიებისთვის ცნობილი იქნა თუ რა რაოდენობის თანხა იქნა ამოღებული ჩხრეკისას, ხოლო დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურა. თან რა კუპიურები ჰქონდა. ასევე, ალ. შ---–----–---–ის დაკავებისას და მისი პირადი ჩხრეკის ჩატარების დროს დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, რის შესახებაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა განაჩენში და ისე დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებს, რომლითაც ხელმძღვანელობს სასამართლო, არსად არ ფიქსირდება თუ რა ნივთები აიღეს ე.წ. ,,მძარცველებმა’’, შესაბამისად აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ლ---- მ---------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტებს - მსჯავრდებულებს გ------- ყ------ს და ა-–---------- შ---–----–---–ს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს მ------ ზ----ეს და ლ---- მ-------–---–ს რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მათი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ გ------- ყ-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე, ა-–---------- შ---–----–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. მ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ შ----- დ------ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 07:00 საათიდან 07:30 სათამდე სურდა აფთიაქში მედიკამენტების შესაძენად შესვლა და შემდეგ ზღვის სანაპიროზე გასეირნება და მიდიოდა ჭ--------- ქუჩაზე, რა დროსაც იმავე ქუჩაზე არსებული ტოტალიზატორიდან გამოვიდა ორი ბიჭი, ერთ-ერთმა თხოვა ტელეფონი. ვინაიდან იფიქრა, რომ შესაძლებელი იყო ტელეფონის წართმევა ამ სახით, უთხრა რომ ტელეფონი არ ჰქონდა, იმავე ახალგაზრდამ მიმართა, თუ როგორ არ რცხვენოდა, რადგან ტელეფონი ჯიბეში ედო, რაც მართლაც პერანგის ჯიბეში ჰქონდა, მაგრამ მაინც არ ათხოვა, უკვე იმ მიზეზით, რომ თითქოს ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა. გააგრძელა გზა და მოესმა, რომ ახალგაზრდა ბიჭმა შეიგინა მისი მისამართით, ამაზე განაწყენებული, მიბრუნდა ბიჭისკენ და სახეში ხელი გაარტყა. მან კი დაუწყო ცემა, ორჯერ თავში დაარტყა, შემდეგ წიხლიც ჩაარტყა გვერდში და ჩაიკეცა, მეორე ბიჭი არ უშვებდა და აკავებდა, მას არ დაურტყამს. ახალგაზრდები დაამახსოვრდა. მას, ვინც ცემა და შეაგინა, ჰქონდა ხუჭუჭა თმა და ეცვა შორტი და ზედა, ხოლო მეორე ბიჭი, რომელიც აკავებდა და არ უშვებდა და ასევე მათ შორის იდგა, - ეცვა მხოლოდ შორტი. ცემის შედეგად ვეღარ ამოისუნთქა, ჰაერი არ ყოფნიდა და ჩამოჯდა იქვე ტროტუარზე, ჭიდაობაში რომ იჭერდნენ, დაეხა პერანგი. მისი ნივთები დაიყარა, მაგრამ აღების საშუალება არ ჰქონდა; ბიჭებმა მისი ნივთები აკრიბეს და წაიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ეძახდა არ აეღოთ, მაგრამ მათ მაინც წაიღეს და წავიდნენ. ამ დროს დაინახა საპატრულო პოლიციის მანქანა და შეაჩერა, მოუყვა მომხდარის შესახებ; იცოდა, რომ ბიჭებმა ჩაუხვიეს გ-------------- ქუჩაზე; საპატრულო პოლიციის თანამშრომლება ჩაისვეს ავტომანქანაში; დაეწივნენ ახალგაზრდებს და გააჩერეს; ამის შემდეგ ალბათ დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებას და მოვიდნენ პოლიციელებიც; პატრული კი წავიდა; ახალგაზრდა ბიჭები გაჩხრიკეს და ჯიბიდან ამოუღეს მისი ფულადი თანხა. იქ წერდნენ რაღაცას და მოქმედებდნენ, შემდეგ წაიყვანეს პოლიციის მეორე განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში შეიტყო, რომ ის, ვინც ცემდა, იყო ა-–---------- შ---–----–---–ი, ხოლო მეორე ვინც აკავებდა - გ------- ყ------ი; რაც შეეხება ნივთებს, თან ჰქონდა რეცეპტები, ფულადი თანხა 150 ლარი სხვადასხვა კუპიურებით, კუპიურები ზუსტად არ ახსოვს, მართვის უფლების მოწმობა, პირადობის მოწმობა, საბანკო პლასტიკური ბარათი პროკრედიტ ბანკის, საპენსიო ბარათი; ამ საბუთებს ყოველთვის ჯიბით ატარებდა, ასევე ჰქონდა ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი; მობილურის გადაცემაზე უარი იმიტომ უთხრა, რომ 70 ლარიანი ტელეფონი იყო; ცემის შედეგად დღემდე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ი----- დ---–--ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოში; 2016 წლის 02 აგვისტოს მეწყვილესთან ერთად ახდენდა პატრულირებას, შვიდიდან რვა საათამდე პერიოდი იქნებოდა, ჭ--------- ქუჩაზე გააჩერა ისინი ასაკოვანმა მამაკაცმა, სახეზე ეტყობოდა დაზიანება, მისი განმარტებით ცემეს და წაართვეს ნივთები. შ. დ------ე ჩასვეს ავტომანქანაში და წავიდნენ დაზარალებულის მიერ მითითებული მიმართულებით. გ--------------ა და ზ-----–-–---–ის ქუჩის კვეთაში ორი ახალგაზრდა მიდიოდა ნელი სვლით; შეაჩერეს ისინი, მათ არ უარყვეს რომ იჩხუბეს. ამის შემდეგ შეატყობინეს პოლიციის მესამე განყოფილებას მომხდარი ფაქტის შესახებ, ისინი რამდენიმე წუთში მივიდნენ და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება; მოწმის ი. დ---–--ის განმარტებით მანდა მისმა მეწყვილემ ჭ------ გ-------–--ემ გადაინაცვლეს პერიმეტრზე. გ.ყ------სა და ალ. შ---–----–---–ს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა და მოხდა მათი დაკავება. რაც შეეხება პირების შეჩერებას, ვინაიდან შ.დ------ე მიუთითებდა მსჯავრდებულებზე, რომ ის ცემეს და წართვეს ნივთები, მათ ვინაობის დასადგენად და ნამდვილად იყვნენ თუ არ ის პირები; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე შეჩერების შესაძლებლობა მათ ჰქონდათ.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ჭ------ გ-------–--ემ და განმარტა, რომ 2016 წლის 02 აგვისტოს დაახლოებით რვის ნახევარზე მოძრაობდნენ სამსახურებრივი ავტომანქანით, რა დროსაც ჭ---------ა და გ-------------- ქუჩის კვეთაზე გაჩერთა ასაკოვნამა მამაკაცმა რომელმაც განუმარტათ, რომ მისთვის უცნობმა ახალგაზრდა ბიჭებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და აჩვენა მათ თუ რა მიმართულებით წავიდნენ ისინი. დაზარალებული შ. დ------ე ჩაისვეს ავტომანქანაში აღნიშნული პირების იდენტიფიცირების მიზნით და წავიდნენ მითითებული მიმართულებით. შ. დ------ის განმარტებით, ის ცემეს, ჩხუბის დროს წინა ჯიბიდან ამოუცვივდა თანხა და პირადი საბუთები, რაც წაიღეს იმ პირებმა რომლებაც შეურაცხყოფა მიაყენეს. პერანგი ჰქონდა შემოხეული. 200 მეტრის გავლის შემდეგ, ეს პირები შეაჩერეს და გადასცეს შეტყობინება შესაბამისი კვადრატი პოლიციის განყოფილებას; ისინი მიდიოდნენ ჩვეულებრივ; პოლიციის თანამშრომლების მოსვლის შემდეგ დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. ამ პირების პირადი ჩრეკა; შ. დ------ის ნივთები მათ აღმოაჩნდათ, შესაბამისად ამის შემდეგ განხორციელდა მათი დაკავება, დაკავება მოხდა ჩხრეკის შემდეგ; მოწმის ჭ.გ-------–--ის ჩვენებით ის და მისი მეწყვილე ბოლომდე არ დასწრებიან საგამოძიებო მოქმედებებს. მათ ახალგაზრდები მხოლოდ შეაჩერეს, ხელბორკილი მათზე არ დაუდიათ, არც დაკავება მოუხდენიათ.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ---- ბ-----ის ჩვენების თანახმად,მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობაზე, 2016 წლის 02 აგვისტოს დილის საათებში პოლიციის მესამე განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ქალაქ ბათუმში კ------------- გ--------------ა და ზ-----–-–---–ის ქუჩების კვეთაში შეჩერებული ყავდათ ორი პიროვნება ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, მის მეწყვილესთან ერთად გავიდა ხსენებულ მისამართზე, სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი ი----- დ---–--ე და ჭ------ გ-------–--ე; იქვე იყო მამაკაცი - შ----- დ------ე და ორი ახლაგაზრდა პირი, როგორც შემდგომ გაირკვა - გ------- ყ------ი და ა-–---------- შ---–----–---–ი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ შ----- დ------ეს განმარტებით, ამ ორმა ახალგაზრდა პიროვნებამ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვა პირადი ნივთები და ფულადი თანხა, რის გამოც იყვნენ შეჩერებულები; გამოიძახეს გამომძიებლები, მოვიდა ჯ--- ზ----ე და კ------- კ-------იძე, მათ ჩაატარეს პირადი ჩხრეკა და შემდეგ აღნიშნული პირები დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნივთები; კერძოდ, ა-–---------- შ---–----–---–ის წინა მარჯვენა ჯიბიდან - შავი ფერის ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც უკანა კორპუსს სახურავი არ ჰქონდა, ამოღებული იქნა ასევე ფულადი თანხა 4 ცალი 20 ლარიანი კუპიურა და 4 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, იქ იყო ასევე ერთჯერადი ხელსახოცი და პატარა ზომის ფანარი. ნივთები დალუქული იქნა სპეციალურ პაკეტში.

 

მოწმის სახით დაკითხულ ჯ--- ზ----ის ჩვენების თანახმად,2016 წლის 2 აგვისტოს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას; პოლიციის მესამე განყოფილებაში მუშაობდა უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე ; დილის საათებში დაახლოებით 8 საათი იქნებოდა განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე - ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, კ------- კ-------იძემ დაიწყო გამოძიება, მოვიდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეჩერებული არიან სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირები ყ------ი და შ---–----–---–ი, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, კ. გ-------------- და ზ-----–-–---–ის ქუჩების კვეთაში. ერთ-ერთი პირი, გ------- ყ------ი შეჩერებული ყავდა გ------- ა----–--ეს, იქვე იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც. კონკრეტულად მივიდა გ------- ყ------თან, წარუდგინა თავი, აუხსნა რომ უნდა ჩაეტარებინა მისი პირადი ჩხრეკა. რაზეც მან განაცხადა თანხმობა; ჩხრეკის დროს მონაწილეობას იღებდა ექსპერტები და გ------- ა----–--ე როგორც ახსოვს ერთი ჯიბიდან ამოღებული იქნა დაზარალებულ შ----- დ------ის პირადი დოკუმენტები: აიდი ბარათი, მართვის მოწმობა და სხვა ბანკის პლასტიკური ბარათები თავის სახელზე გაცემული, და ასევე შავი ფერის სენსორიანი მობილური ტელეფონი ამანთთან ერთად. ხოლო მეორე ჯიბეში იყო 5 ლარიანი კუპიურები 6 ცალი, ანუ 30 ლარი; ნივთები დაილუქა და შედგა საგამოძიებო მოქმედების ოქმი; ამოღებული ნივთები ასევე დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ; პირადი ჩრეკის შემდგომ უკვე ნათელი იყო, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი სწორედ ეს პიროვნება იყო და მოხდა მისი დაკავება, განემარტა ბრალდებულის ყველა უფლება და შედგა დაკავების ოქმი, რომლის შემდეგაც გადაყვანილი იქნა პოლიციის მ--- განყოფილებაში. აღნიშნულის შესახებ უმოკლეს ვადაში ეცნობა ახლო ნათესავს.

მოწმის სახით დაკითხულ გ------- ა----–--ის ჩვენების თანახმად,მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, 2016 წლის 02 აგვისტოს დილის საათებში ზუსტი დრო არ ახსოვს შეტყობინება შემოვიდა გ-------------- ქუჩაზე ძარცვის ფაქტთან დაკავშრებით; დახვდათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები , მათ შეჩერებული ყავდათ ორი პირი, ასევე ყავდათ დაზარალებული შ----- დ------ე; მალევე მოვიდნენ ექსპერტები და გაომძიებლები გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მათ ჩაუტარდათ ჩხრეკა, გ------- ყ------ის ჯიბიდან ამოღებული იქნა დაზრალებულის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა მობილური ტელეფონი შავი ფერის, ასევე საკრედიტო ბარათი და ერთი ცალი სანთებელა, ამის შემდეგ ის დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით; საგამოძიებო მოქმედებები, რომ დაიწყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები წავიდნენ.

 

მოწმის სახით დაკითხულ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის კ------- კ-------იძის ჩვენებისა და მის მიერ შედგენილი პირადი ჩხერკისა და დაკავების ოქმის თანახმად, 2016 წლის 02 აგვისტოს ე------ ჭ-----–--ის (ექსპერტი), ვ-–- გ--–-–---–ის (ექსპერტი) და გ---- ბ-----ის მონაწილეობით, ქ.ბათუმში კ.გ-------------- ქ.N43-ში მდებარე კომერციული ფართის წინ ქვეითთა სავალ ნაწილზე 09:10 საათზე დაიწო ა-–---------- შ---–----–---–ის პირადი ჩხრეკა, რომელიც დასრულდა 09:30 საათზე. ჩხრეკა მიმდინარეობდა ძალისა და იძულების ღონისძიების გამოყენების გარეშე, მშვიდ ვითარებაში. პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: ა-–---------- შ---–----–---–ის მოკლე შარვლის წინა ჯიბეში აღმოაჩნდა შავ კორპუსიანი მობილური ტელეფონი ,,ნოკია’’, იმეი კოდით 3-------------- უკანა კორპუსის თავსახურის გარეშე, მასში მოთავსებულია სიმ ბარათი, რომელზეც აქვს ციფრებით წარწერა: 8-------------------. იმავე ჯიბეში აღმოაჩნდა 4 ცალი ათ ლარიანი კუპიურა ნომრებით: D---------------------------------------------- ასევე 4 ცალი 20 ლარიანი კუპიურა ნომრებით: A------------------------------------------------------- და 10 თეთრიანი მონეტები, სალფეთქი და წითელი ფერის პატარა ფანარი. ა-–---------- შ---–----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, ფულადი თანხა მოთავსებული და დალუქული იქნა პოლიეთილენის სპეციალურ პაკეტში ნომრით F--------. ჩხრეკა ჩაატარა და ოქმი შეადგინა კ------- კ-------იძემ. (იხ. ს/ფ 7-10).

2016 წლის 02 აგვისტოს ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ა-–---------- შ---–----–---–ის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 09:35 საათზე და დასრულდა 09:50 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 09:31 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, კ. გ-------------- და ზ-----–-–---–ის ქუჩების კვეთაში, კ. გ-------------- ქ.N43-თან. დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, იძულებითი პროპორციული ზომების გამოყენების გარეშე.

 

მოწმის სახით დაკითხულ ე------ ჭ-----–--ის ჩვენების თანახმად, მონაწილეობას იღებდა ა-–---------- შ---–----–---–ის და გ------- ყ------ის პირად ჩხრეკაში. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით;

 

2016 წლის 02 აგვისტოს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ე------ ჭ-----–--ის (ექსპერტი), ვ-–- გ--–-–---–ის (ექსპერტი) და გ------- ა----–--ის ( უბნის ინსპექტორ გამომძიებელი) მონაწილეობით, ქ. ბათუმში, კ.გ--------------ა და ზ-----–-–---–ის ქუჩების კვეთაზე, კ. გ-------------- ქ.N43-თან 09:32 საათზე დაიწო გ------- ყ------ის პირადი ჩხრეკა, რომელიც დასრულდა 09:50 საათზე. ჩხრეკა მიმდინარეობდა დილის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, უნალექო ამინდში, მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: მოკლე შარვლის მარჯვენა გვერდითა ჯიბიდან ამოღებული იქნა შ----- დ------ის სახელზე გაცემული პირადობის ელ.მოწმობა, მართვის მოწმობა, სახალხო ბანკის პლასტიკური ბარათი და პროკრედიტ ბანკის პლასტიკური ბარათები, შავ კორპუსიანი მობ.ტელეფონი სენსორული ეკრანით იმეი კოდით: 8--------------. შავი ფერის ასანთი. ხოლო მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 6 ცალი 5 ლარიანი კუპიურა ნომრებით: C---------------------------------------------------------------. გ------- ყ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საგნები და ნივთები მოთავსებული იქნა პოლიეთილენის ერთ პაკეტში და დაილუქა ლუქით F--------.

2016 წლის 02 აგვისტოს ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ გ------- ყ------ის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 09:55 საათზე და დასრულდა 10:10 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 09:51 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, კ.გ-------------- და ზ-----–-–---–ის ქუჩების კვეთაში, კ.გ-------------- ქ.N43-თან (ქვეითთა სავალ ნაწილზე). დაკავება მოხდა ყოველგვარი ძალადობისა და იძულების გარეშე. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯ--- ზ----ემ. დაკავებაში მონაწილეობას იღებდა ასევე, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი გ------- ა----–--ე.

 

საქმის მასალებში არსებული 2016 წლის 02 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შ----- დ------ის (მოწმე), ო----- ხ---------იას (ექსპერტი), კ------- დ-----ას (ექსპერტი) მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა შ----- დ------ის მიერ წარმოდგენილი პერანგი, რომელიც არის კუბოკრული, ცისფერ და თეთრ ფერებში. პერანგს არის მოკლემკლაივიანი და წინა მხრიდან ღილებით შესაკრავი. თუმცა პერანგ ღილები აწყვეტილი აქვს და მხოლოდ ერთი ღილი გააჩნია ყელთან. პერანგს შესაკრავის ორივე მხარეს გააჩნია ორი ჯიბე, რომლებიც ასევე იკვრება თეთრი ფერის ღილებით. მარჯვენა მხარეს მდებარე ჯიბეს ზემოდან გააჩნია თეთრი ფერის ელვა შესაკრავი. ჯიბეები პერანგისაგან ნახევრად არის მოგლეჯილი. პერანგზე შიდა მხარეს, კისერთან მოთავსებულია შავი ფერის საფირმო მარკა, რომელზეც თეთრი ფერის ლათინური ასობგერებით გამოსახულია გამოსახულია წარწერა ,,YOZH’’, ხოლო მის ქვემოთ შედარებით მცირე ზომის ასევე თეთრი სიმბოლოებით გამოსახულია პერანგის ზომა ,,XXXXL’’ და ციფრები ,,66’’. პერანგს აღენიშნება დაზიანებები. კერძოდ, დარღვეულია ქსოვილის მთლიანობა ჯიბეებთან, მარჯვენა მკლავზე და მკლავის ქვემოთ. ასევე, მარცხენა მკლავის ქვემოთ. პერანგს უკანა მხარეს, წელის არეში აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა. დათვალიერების დასრულების შემდეგ პერანგი დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ, რის შემდეგაც მოთავსებული იქნა შსს სპეციალურად ნივთმტკიცებისათვის განკუთვნილ პოლიეთილენის პაკეტში ლუქით F--------- ( იხ. ს/ფ 73-78)

 

საქმეში არსებული 2016 წლის 02 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შ----- დ------ისა (მოწმე) და კ------- დ-----ას (ექსპერტი) მონაწილეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 14:35 საათზე და დასრულდა 14:55 საათზე. დათვალიერება მიმდინარეობდა დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, მშრალ უნალექო ამინდში, მშვიდ ვითარებაში. დათვალიერებული იქნა ქ.ბათუმში ი.ჭ--------- და მ------–---–-- ქუჩების კვეთის მიმდებარედ, ჭ--------- ქუჩაზე N18-ის მიმდებარედ, სლოტ-კლუბ LIDER-BET. EOM-ს მიმდებარედ, ფეხის სავალ ნაწილზე, სადაც განთავსებულია ოთხ სართულიანი და ორ სართულიანი ქვის შენობები, რომლის წინ განთავსებულია ქვაფენილიანი ფეხის სასიარულო ნაწილი, სადაც მოწმე შ----- დ------ემ მიუთითა, ტროტუარის შუა ნაწილზე და განმარტა, რომ სწორედ აქ შეაჩერა ა-–---------- შ---–----–---–მა და მოთხოვა მობილური ტელეფონი, რაზეც მან უარი უთხრა. ამის შემდეგ კი შეაგინა, რის გამოც მიბრუნდა მისკენ. ამის შემდეგ შ----- დ------ემ მიუთითა ტროტუარის სავალ ნაწილზე და განმარტა, რომ სწორედ აქ დაუცვივდა მისი კუთვნილი ფულადი თანხა და პირადი ნივთები. მითითებული ადგილი მდებარეობს მოქალაქეთა ფეხით სავალ ნაწილზე, ჭ--------- ქუჩაზე, რომლის ერთ მხარეს მდებარეობს ავტომანქანების სავალი ნაწილი, ხოლო მეორე მხარეს განთავსებულია კომერციული დაწესებულებები. კერძოდ, ვალუტის გამცვლელი პუნქტი და სლოტ-კლუბი, რომელსაც გაჩნია მინის ვიტრინა. აღნიშნული ვიტრინის წინ კი მდებარეობს მცირე ზომის ქვის ერთი საფეხური. სლოტ-კლუბს გააჩნია გარე ფასადზე ვიდეოკამერა, რომელიც აფიქსირებს შესახვევის ადგილს. სლოტ-კლუბის გვერდით განთავსებულია ჩარიცხვის აპარატი, რომელიც არის მოლურჯო ფერის. აღნიშნული აპარატის გვერდით მდებარეობს ვალუტის გაცვლის ჯიხური, რომელსაც გარე ფასადზე აქვს დამონტაჟებული ვიდეო მეთვალყურეობის კამერა. აღნიშნული ვიდეოკამერა აფიქსირებს ასევე, შემთხვევის ადგილს.

შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტის მიერ. დათვალიერების შემდეგ საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი არ ამოღებულა. დათვალიერების ოქმი შეადგინა დ------- შ----–--ემ.

საქმეში არსებული 2016 წლის 08 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დ------- შ----–--ის მიერ დათვალიერებული იქნა 2016 წლის 02 აგვისტოს ქ.ბათუმში, ჭ--------- N20-ში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------ს’’ მიერ მოწოდებული გარე მეთვალყურეობის ვიდეო კამერის ჩანაწერი, რომელიც წარმოდგენილი იქნა ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე ორ ცალ ფაილად. დათვალიერება დაიწყო 15:05 საათზე და დასრულდა 16:10 საათზე.

 

დათვალიერებული იქნა გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერის ჩანაწერი 2016 წლის 02 აგვისტოს R----------2--------------1001-1 ვიდეოჩანაწერი 06:43:21 საათიდან 07:31:33 საათამდე დროის მონაკვეთში. ვიდეომეთვალყურეობის კამერა აფიქსირებს ი. ჭ--------- ქუჩის ფეხით მოსიარულეთა ნაწილს, ა/მანქანების სავალ გზას და ქუჩის მეორე მხარეს. ვიდეო ჩანაწერს, ზედა მარჯვენა კუთხეში აღენიშნება წარწერა 2016-08-02 06:43:21. 07:30:54 საათზე კადრში გამოძიებისათვის საინტერესო შუახნის მამაკაცი, რომელსაც აცვია კუბოკრული, მოთეთრო ფერის პერანგი და შავი ფეხსაცმელი. იგი კადრში შემოდის კ.გ-------------- ქუჩის მხრიდან და მიემართება ,,ბათუმი პლაზ-ის’’ მიმართულებით. 07:31:15 საათზე კადრში ფიქსირდება გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნება, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც აცვია მოწითალო ფერის მოკლე შარვალი, შავი მოკლე მკლავიანი მაისური და აქვს შავი, ხუჭუჭა თმა. იგი მიემართება კ.გ-------------- ქუჩისაკენ . 07:31:28 საათზე უკან ბრუნდება კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცი, რომელსაც თან ახლავს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც აცვია მოკლე მოთეთრო ფერის შარვალი, ტანს ზემოთ გახდილი აქვს და მაისური მხრებზე აქვს მოგდებული, ხოლო თავზე აფარია მოთეთრო ფერის საზაფხულო ქუდი ე.წ. ,,კეპი’’ შებრუნებულ მდგომარეობაში. 07:31:30 საათზე კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცი ხელს ურტყამს სახეში შავ თმიან ბიჭს. კეპიანი ბიჭი კი ცდილობს კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცი შავ თმიან ბიჭს მოაშოროს. 07:31:33 საათზე მთავრდება ვიდეოჩანაწერი.

 

შემდგომ ამისა, დათვალიერდა ვიდეოჩანაწერი R----------2------------3-1001-1 ვიდეოჩანაწერი 07:31:35 საათიდან 08:20:10 საათამდე დროის მონაკვეთი. ვიდეომეთვალყურეობის კამერა აფიქსირებს ი. ჭ--------- ქუჩის ფეხით მოსიარულეთა ნაწილს, ა/მანქანების სავალ გზას და ქუჩის მეორე მხარეს. ვიდეოჩანაწერს, ზედა მარჯვენა კუთხეში აღენიშნება წარწერა 2016-08-02 06:43:21. 07:31:35 საათზე კადრში ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთს აცვია მოკლე მოთეთრო ფერის შარვალი, ტან ზემოთ გახდილი აქვს და მაისური მხრებზე აქვს მოგდებული, ხოლო თავზე აფარია მოთეთრო ფერის საზაფხულო ქუდი ე.წ ,,კეპი’’ შებრუნებულ მდგომარეობაში, ხოლო მეორეს მოწითალო ფერის მოკლე შარვალი, შავი მოკლემკლავიანი მაისური და აქვს შავი, ხუჭუჭა თმა. შებრუნებულ კეპიანი ბიჭი იჭერს კუბოკრულ პერანგიან შუა ხნის მამაკაცს. 07:31:37 შავთმიანი ბიჭი ურტყამს ფეხს კუბოკრულ პერანგიან მამაკაცს. შემდეგ კი ერთი ხელით იჭერს პერანგით, ხოლო მეორე ხელით ურტყამს თავის არეში. ამ ჩხუბში ერევიან გამვლელები და შავთმიან ბიჭს აშორებენ კუბოკრულ პერანგიან მამაკაცს. 07:32:05 საათზე შავთმიანი ბიჭი მამაკაცს ანებებს თავს და სცილდება. 07:32:30 საათზე ძირს დაყრილ კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცის კუთვნილ ნივთებს კრეფს კეპიანი ბიჭი. 07:32:37 საათზე მას უერთდება შავთმიანი ბიჭი და ორივე ერთად აკრეფენ კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცის კუთვნილ ნივთებს. რის შემდეგაც მიემართებიან კ.გ-------------- ქუჩის მიმართულებით, ხოლო კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცი დგება ქუჩასთან, აჩერებს საპატრულო მანქანას და ჯდება მასში, რის შემდეგაც ა/მანქანა მიემართება კ.გ-------------- ქუჩისკენ. ამის შემდგომ ისინი კადრში აღარ ფიქსირდებიან. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 08:20:10 საათზე.

 

2016 წლის 08 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დ------- შ----–--ის მიერ ასევე მოწმე შ----- დ------ესთან ერთად დათვალიერებული იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ-------ს’’ მიერ მოწოდებული იგივე ვიდეოკამერების ჩანაწერები.

 

შ----- დ------ემ ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერზე R--------- - 2-------------_1001_1 R---------_2------------3_1001_1 07:30:54 საათზე კადრში დაფიქსირებული შუა ხნის მამაკაცი არის თავად შ----- დ------ე, ხოლო 07:30:54 საათზე და 07:31:35 საათზე დაფიქსირებული ახალგაზრდა ბიჭები არიან გ------- ყ------ი და ა-–---------- შ---–----–---–ი, რომლებმაც მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვეს პირადი ნივთები და ფულადი თანხა. ვიდეოჩანაწერზე კი დაფიქსირებულია 2016 წლის 02 აგვისტო, როდესაც ზემოაღნიშნულმა პირებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც აკრიფეს ძირს დაყრილი მისი კუთვნილი პირადი ნივთები და ფულადი თანხა. დათვალიერების შემდეგ დისკი მოთავსებული და დალუქული იქნა თეთრი ფერის კონვერტში პოლიციის მ--- განყოფილების მრგვალი ბეჭდით.

 

2016 წლის 06 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დ------- შ----–--ის მიერ დათვალიერებული იქნა 2016 წლის 02 აგვისტოს ქ. ბათუმში, ჭ--------- N18-ში მდებარე შპს ,,ს-----------------’’-ის მიერ მოწოდებული გარე მეთვალყურეობის ვიდეო კამერის ჩანაწერი, რომელიც წარმოდგენილი იქნა ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე ორ ცალ ფაილად. დათვალიერებული იქნა გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერის 2016 წლის 02 აგვისტოს ch----------------- ვიდეოჩანაწერი 07:00:00 საათიდან 08:00:00 საათამდე დროის მონაკვეთი. ვიდეომეთვალყურეობის კამერა აფიქსირებს ი. ჭ--------- ქუჩის ფეხით მოსიარულეთა ნაწილს, ა/მანქანების სავალ გზას და ქუჩის მეორე მხარეს. ვიდეოჩანაწერს, ზედა მარცხენა კუთხეში აღენიშნება წარწერა 08/02/2016 07:00:00. 07:27:53 საათზე კადრში შემოდიან ,,ბ----------–-----’’ მხრიდან ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთს აცვია მოკლე მოთეთრო ფერის შარვალი, ტანს ზემოთ გახდილი აქვს და მაისური მხრებზე აქვს მოგდებული, ხოლო თავზე აფარია მოთეთრო ფერის საზაფხულო ქუდი ე.წ ,,კეპი’’ შებრუნებულ მდგომარეობაში. მის თანმხლებ ბიჭს კი აცვია მოწითალო ფერის მოკლე შარვალი, შავი მოკლე მკლავიანი მაისური და აქვს შავი, ხუჭუჭა თმა. 07:27:56 საათზე ორივე მათგანი შედის კადრიდან მარჯვნივ არსებულ ობიექტში. 07:28:05 საათზე ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება გამოძიებისათვის საინტერესო შუახნის მამაკაცი, რომელსაც აცვია კუბოკრული, მოთეთრო ფერის პერანგი და შავი ფეხსაცმელი. იგი კადრში შემოდის კ. გამსახურდია ქუჩის მხრიდან და მიემართება ,,ბ----------–-----’’ მიმართულებით.

07:28:15 საათზე ზემოთ აღნიშნული ორივე ახალგაზრდა ბიჭი გამოდის ჭ--------- ქუჩაზე და ჩერდებიან ქუჩაში. შავ თმიანი დგას, ხოლო კეპიანი იქვე კედელთან ჩამოჯდება. 07:28:27 საათზე ახალგაზრდა ბიჭები და კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან. ჩანს, რომ შავთმიანი ბიჭი კუბოკრულ პერანგიან მამაკაცს ესაუბრება. ხოლო ეს უკანასკნელი 07:28:30 საათზე წყვეტს მასთან საუბარს და აგრძელებს გზას ,,ბ------------–-----’’ მიმართულებით. 07:28:35 საათზე შავთმიანი ბიჭი ესაუბრება ზურგით მიმავალ კუბოკრულ პერანგიან მამაკაცს და თან მიდის კ. გ-------------- ქუჩის მიმართულებით. ამ დროს კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცი უკან ბრუნდება, მას წინ უდგება კეპიანი ბიჭი, მაგრამ ის არ ჩერდება, მიდის შავთმიან ბიჭთან და 07:28:52 საათზე ურტყამს მას სახეში ხელს. კეპიანი ბიჭი კი მათ შორის დგას და ცდილობს კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცი მოაცილოს შავ თმიან ბიჭს. 07:29:00 საათზე შავ თმიანი ბიჭი ფეხს ურტყამს კუბოკრულ პერანგიან მამაკაცს. მერე ერთი ხელით იჭერს, ხოლო მეორე ხელით ურტყამს თავის არეში. კეპიან ბიჭს კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცი ხელებით უჭირავს, ხოლო შავთმიანი ბიჭი ურტყამს. 07:29:15 საათზე ჩხუბში ერევიან ქუჩაში გამვლელები, რომლებიც შავ თმიან ბიჭს აცილებენ მამაკაცს და გვერდზე გაჰყავთ. კუბოკრულპერანგიანი მამაკაცი ქუჩის კუთხეში ჯდება, ხოლო შავთმიანი ბიჭი ცდილობს მასთან მიახლოებას. მათ შორის დგება კეპიანი ბიჭი და შავ თმიანი ბიჭი მიჰყავს, ამ დროს კადრში ფიქსირდება, რომ ქუჩაში დაყრილია კუბოკრულპერანგიანი მამაკაცის ნივთები. 07:29:52 საათზე კეპიანი ბიჭი მიდის ქუჩაში დაყრილ ნივთებთან და იწყებს აკრეფას შავთმიანიც მაშინვე მიდის მასთან. ორივე ერთად აკრეფენ ქუჩაში დაყრილ ნივთებს და მიდიან კ. გ-------------- ქუჩის მიმართულებით. კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცი დგება მიდის ქუჩაში და 07:33:05 საათზე აჩერებს საპატრულო მანქანას, რომელშიც ჯდება და მიდის კ. გ-------------- ქუჩის მიმართულებით. ამის შემდგომ ისინი კადრში აღარ ფიქსირდებიან . შემდგომ ამისა, დათვალიერდა ვიდეოჩანაწერი ch-----------------, ვიდეოჩანაწერი 06:59:50 საათიდან 08:00:00 საათამდე დროის მონაკვეთი. ვიდეომეთვალყურეობის კამერა აფიქსირებს ი. ჭ--------- ქუჩის ფეხით მოსიარულეთა ნაწილს, ა/მანქანების სავალ გზას და ქუჩის მეორე მხარეს. ვიდეოჩანაწერს, ზედა მარცხენა კუთხეში აღენიშნება წარწერა 08/02/2016 06:59:50 . 07:28:18 საათზე კადრში ფიქსირდებიან გამოძიებისათვის საინტერესო ორი ახალგაზრდა პიროვნება, რომლებიც ჭ--------- ქუჩას კვეთენ ,, ბ----------–-----’’ მხრიდან და მოდიან ქუჩაში. ერთ-ერთს აცვია მოკლე მოთეთრო ფერის შარვალი, ტანს ზემოთ გახდილი აქვს და მაისური მხრებზე აქვს მოგდებული, ხოლო თავზე აფარია მოთეთრო ფერის საზაფხულო ქუდი ე.წ ,,კეპი’’ შებრუნებულ მდგომარეობაში. მის თანმხლებ ბიჭს კი აცვია მოწითალო ფერის მოკლე შარვალი, შავი მოკლე მკლავიანი მაისური და აქვს შავი, ხუჭუჭა თმა. 07:27:56 საათზე ორივე მათგანი შედის კადრიდან მარჯვნივ არსებულ ობიექტში და 07:28:15 საათზე გამოდიან ობიექტიდან. 07:28:27 საათზე ახალგაზრდა ბიჭები ხვდებიან ქუჩაში მიმავალ შუახნის მამაკაცს, რომელსაც აცვია კუბოკრული მოთეთრო ფერის პერანგი. შავთმიანი ბიჭი კუბოკრულ პერანგიან მამაკაცს ესაუბრება, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ჩერდება და აგრძელებს გზას ხოლო შავ თმიანი ბიჭი მიდის კ. გ-------------- ქუჩის მიმართულებით. ამ დროს კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცი უკან ბრუნდება. 07:29:12 საათზე კადრში ფიქსირდებიან ზემოაღნიშნული ბიჭები. კეპიანი ბიჭი კუბოკრულპერანგიან მამაკაცს იჭერს და ხელებს უკავებს, ხოლო შავ თმიან ბიჭს ერთ ხელი პერანგში აქვს ჩავლებული, ხოლო მეორე ხელით ურტყამს თავის არეში. 07:29:15 საათზე ჩხუბში ერევიან ქუჩაში გამვლელები და აშველებენ მათ. რის შემდეგაც კუბოკრულ პერანგიანი მამაკაცი ჯდება ქუჩის კუთხეში. რამდენიმე წუთში იგი დგება და მიდის ა/მანქანების სავალი ნაწილისაკენ. 07:32:55 საათზე კადრში ფიქსირდება ჭ--------- ქუჩაზე ,, ბ----------–-----’’ მხრიდან მომავალი საპატრულო მანქანა. შემდგომ ამისა გამოძიებისათვის საინტერესო პირები კადრში აღარ ფიქსირდება.

დათვალიერების შედეგად დისკი მოთავსებული დ დალუქული იქნა თეთრი ფერის კონვერტში მ--- განყოფილების მრგვალი ბეჭდით რის შემდეგაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

ა-–---------- შ---–----–---–ი 2015 წლის 12 ოქტომბერს გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თ/ა ოთხი წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელის ნაწილი 1 წელი თ/ა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი თ/ა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ა-–---------- შ---–----–---–ი გათავისუფლდა პირობით 04 თვითა და 12 დღით ადრე;( ს.ფ.67 -70);

 

თბილისის პრობაციის ბიუროს მომართვით დასტურდება, რომ ა-–---------- შ---–----–---–ი 12.10.2015წ განაჩენის საფუძველზე აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში; გამოსაცდელი ვადის პერიოდი სრულდება 08.02.2020წელს.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–---------- შ---–----–---–ს და გ------- ყ------ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენიათ.

როგორც საქმის გამოკვლეული მასალებით დგინდება საქმეში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა ვიდეოჩანაწერებია, რომლებიც შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერებიდან არის ამოღებული.

ამ ჩანაწერების მიხედვით თვალნათლივ ჩანს მოვლენების განვითარების ყველა ფაქტობრივი გარეოება.

დადგენილია, რომ დაზარალებულს კადრში გამოჩენისთანავე ეკონტაქტება ა.შ---–----–---–ი, დადგენილია ისიც, რომ შ. დ------ე თავად ბრუნდება უკან და პირველად იწყებს ფიზიკურ დაპირისპირებას, ამის შემდეგ ყ------ი ცდილობს დ------ის შეჩერებას. მცირე პუზის შემდეგ ა. შ---–----–---–ი აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას დ------ეს და იწყება ფიზიკური ურთიერთდაპირისპირება. რომლის შესაჩერებლად ყ------თან ერთად ერთვებიან მოქალაქეები.

დადგენილია, რომ ყ------ს მოშორებით გაყავს დ------ე, სვამს კიბის საფეხურზე, თავად კი ბრუნდება შ---–----–---–თან და ერთად აგრძელებენ გზას.

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში, ასახვა ვერ ჰპოვა ვიდეოჩანაწერის სრულმა შინაარსმა. კადრში კარგად ჩანს როგორ ტოვებენ შემთხვევის ადგილს შ---–----–---–ი და ყ------ი, თუმცა ერთ-ერთი მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც ადგილზე რჩება ეკონტაქტება წასულებს და ბრალდებულები ბრუნდებიან უკან. იხრებიან და იღებენ ასფალტიდან ნივთებს იდებენ ჯიბეში და აგრძელებენ გზას. ნივთების აკრეფისას იქვეა უცხო მამაკაციც, ხოლო დაზარალებული დ------ე მოშორებით ზის, არავითარი რეაქცია არ აქვს მათ ქცევაზე. ალ. შ---–----–---–ი და ყ------ი კი ხელიხელგადახვეული, ნელი მოძრაობით აგრძელებენ გზას ტროტუარზე. ვიდეოჩანაწერის არეალში კარგად ჩანს მათი გადაადგილება საკმაოდ დიდ მანძილზე. ისინი მიდიან მშვიდად და არ ცდილობენ გაქცევას.

მოწმე ი----- დ---–--ე და ჭ------ გ--------–-ძე(პატრულ-ინსპექტორები) ასევე ადასტურებენ, რომ შეჩერებამდე ყ------ი და შ---–----–---–ი ნელა მიდიოდნენ.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციისათვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქმეში წარმოდგენილ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მართალია ჩხრეკის ოქმებით დასტურდება, რომ დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა შ.დ------ის ელექტრონული პირადობის მოწმობა, პლასტიკური ბარათები, ფული და ტელეფონი თუმცა მთავარია, როგორ და რა გარემოებაში აღმოჩნდა ეს ნივთები გ. ყ------თან და შ---–----–---–თან.

ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ, ან იმ პირისთვის ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ან სხვა ადამიანისათვის. ცხადია დამნაშავემ იცის რომ დამსწრეთ გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი. გაცნობიერებული აქვს, რომ წინაღმდეგობის გადასალახად შეუძლია მიმართოს ძალადობას. ქმედების ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის მოქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, რომელი პირი აღიქვამს ქონების აშკარად დაუფლების ფაქტს? ვიდეოჩანაწერით დადგენილია, რომ დაუფლების მომენტისათვის დაზარალებული დ------ე ასეთი პირი არაა. მოქალაქემ რომელიც ესწრება ნივთების აკრეფას თავად მოუწოდა გ.ყ------ს და შ---–----–---–ს, რომ დაბრუნებულიყვნენ და ნივთები აეღოთ, თავად ა.შ---–----–---–ის და გ.ყ------ის მხრიდან სხვისი ქონების აშკარა დაუფლების განზრახვის არსებობაც ეჭვს იწვევს, იმდენად რამდენადაც მომხდარი ფაქტის შემდეგ (ფიზიკური დაპირისპირება) ძირს დაყრილი ნივთებიდან საკუთარი ნივთების აკრეფა, გარჩევა ან ამოცნობა ბრალდებულებიდან გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებდა. ა.შ---–----–---–ისა და გ. ყ------ის ქცევაში ძარცვის განზრახვის არსებობის შესახებ სასამართლოს ეჭვს კიდევ უფრო ის ფაქტი უღრმავებს, რომ ნივთების დაუფლების შემდეგ ორივე მათგანი, მშვიდად აუღელვებლად და ნელი ნაბიჯით აგრძელებს გზას სწორხაზოვნად, შემთხვევის ადგილის გასწვრივ. საინტერესოა ის ფაქტიც რომ როცა პატრულის ეკიპაჟი მიუახლოვდათ, არც მაშინ უცდიათ გაქცევა, მანამდეც, პოლიციელთა მხრიდან მათი დაფიქსირებისას გადაადგილებას ნელი ნაბიჯებით განაგრძობდნენ.

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ გამოძიებას არ დაუკითხავს კონფლიქტის აღკვეთაში მონაწილე მოქალაქეები, რომლებიც უტყუარი სიზუსტით შეძლებდნენ განვითარებული მოვლენების გადმოცემას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მ--- ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- ყ------ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამართლდეს, ა-–---------- შ---–----–---–ი ცნობილი იქნეს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი და მ--- ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და უნდა გამართლდეს.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა-–---------- შ---–----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ შ----- დ------ის ჩვენებით, მოწმეების - ი----- დ---–--ის, ჭ------ გ-------–--ის, გ---- ბ-----ის ჩვენებებით, ვიდეოკამერების ჩანაწერებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

ამდენად, ა-–---------- შ---–----–---–ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქციით).

 

ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია 2016 წლის 13 დეკემბრიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 125-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არ არსებობა, არ ნიშნავს, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი, დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება და მოხდა მისი დეკრიმინალიზაცია. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ასეთი ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულის შესაბამისი მუხლით, კერძოდ, 126-ე მუხლი.

 

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ა-–---------- შ---–----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება - (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), დაკვალიფიცირებული სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილს (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მ--- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა ა-–---------- შ---–----–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად ითვალისიწნებს ზემოთ აღნიშნული გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნებას, წარსულ ცხოვრებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებას, გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და მიიჩნევს, რომ ა-–---------- შ---–----–---–ს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქციით) უნდა დაენიშნოს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების თანახმად განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 05 (ხუთი) თვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ა-–---------- შ---–----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---- მ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

მსჯავრდებულ გ------- ყ------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ზ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

გ------- ყ------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ------- ყ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას დ-------- მ-------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ, ქ. ქუთაისში, ზ---------ს ქუჩა N21-ში მდებარე უძრავი ქონებას (ზო--------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------------------- 15.000 ლარის ღირებულების წილს.

 

გამართლებულ გ------- ყ------ს განემარტოს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ა-–---------- შ---–----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და მ--- ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა-–---------- შ---–----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

საქართველოსსსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 05 (ხუთი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით , ა-–---------- შ---–----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 05 (ხუთი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა-–---------- შ---–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 02 აგვისტოდან. სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 02 აგვისტოდან - 2017 წლის 29 იანვრამდე და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ა-–---------- შ---–----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ა-–---------- შ---–----–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ, გამართლებული ბრალდების ნაწილში.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ა-–---------- შ---–----–---–ის ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები: მობილური ტელეფონი, ფულადი კუპიურები, ხურდა ფული, ფანარი და ხელსახოცი დალუქული სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში ნომრით F--------, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გ------- ყ------ის ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები: შ. დ------ის პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, სახალხო ბანკის და პროკრედიტ ბანკის პლასტიკური ბარათები, მობილური ტელეფონი, ასანთი და ფულადი კუპიურები დალუქული სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში ნომრით F--------, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შ----- დ------ის პერანგი დალუქული სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შ----- დ------ის ტანისამოსის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ-------ს’’ მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,ს----------------- ‘’- ის მიერ მოწოდებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე