განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
820100115793702
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100115793702

საქმე №1/ბ-565-17წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 აპრილი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

მაკა გორგოძე (სხდომის თავმჯდომარე),მარინე იმერლიშვილი, თ---------- სვანიძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის _ დ----- ხ------–---–ის,ადვოკატის - მ------ ზ----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს-------–-- ლ-------ეს ძე ბ------–---ს მიმართ, დაბადებული 196- წლის 01 ი--–--ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქობულეთის რაიონი, დ-------------------------------,ბ------ ა-------ს ძე ბ------–---–ის მიმართ, დაბადებული 1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გ--------ი,აღწერილობითი ნაწილი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:

ს-------–--ნ ლ-------ეს ძე ბ------–--ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

ს-------–-- ლ-------ეს ძე ბ------–--ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

ს-------–--ნ ლ-------ეს ძე ბ------–--ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

ს-------–-- ლ-------ეს ძე ბ------–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება „დაპატიმრება“ გაუქმდა.

გამართლებულ ს-------–-- ლ-------ეს ძე ბ------–--ას განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

ბ------ ა-------ს ძე ბ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

ბ------ ა-------ს ძე ბ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

ბ------ ა-------ს ძე ბ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

ბ------ ა-------ს ძე ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება „დაპატიმრება“ გაუქმდა.

გამართლებულ ბ------ ა-------ს ძე ბ------–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად:

 

ს-------–-- ბ------–--ამ და ბ------ ბ------–---–იმა ჩაიდინეს პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების გატაცება და ასევე განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1999 წლის 12 მარტს დაახლოებით 22:30 საათზე, ს-------–-- ბ------–--ა და ბ------ ბ------–---–ი, წინასწარი შეთანხმებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფნი, ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღისა და ხელყუმბარის ქურდობის მიზნით, მივიდნენ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ--------ში მცხოვრებ თ---------- რ------ს ძე ბ-----ის საცხოვრებელ სახლთან და სახლის პირველ სართულზე განლაგებული აბაზანის ფანჯრიდან შევიდნენ თ. ბ-----ის საძინებელ ოთახში და მოიპარეს ერთი ცალი ხელყუმბარა, ხოლო ავტომატური იარაღი ვერ იპოვეს. ამ დროს გაეღვიძა სახლის მეპატრონეს, თ---------- ბ-----ეს. ს-------–-- ბ------–--ამ და ბ------ ბ------–---–მა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, შეშის ნაჭრის რამოდენიმეჯერ დარტყმით მოკლეს იგი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ----- ხ------–---–ი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, კერძოდ, ს-------–-- ბ------–--ას და ბ------ ბ------–---–ის საქართველოს სსკ-ს 17,240-ე მუხლის მეორე ნაწილით, 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია) დამნაშავედ ცნობას და მათ მიმართ 15 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არსებითად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და მსჯავრდებულების ქმედებას მისცა არასწორი შეფასება და გამოიტანა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად არ შეესაბამება ბრალდებულთა ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი გამოძიების მიერ შეკრებილი და სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდებოდა ბრალდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ყოველივე და მიიღო ყოვლად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ს-------–-- ბ------–--ას და ბ------ ბ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული უტყუარად დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გამოძიების დაწყების შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, სასურსათო მაღაზიის დათვალიერებით, მოწმეების: გ---------------------------------------–------------------------–-–--–-------–---–-------------------------------------------------ს ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით. ამდენად, ბ------ ბ------–---–ისა და ს-------–-- ბ------–--ას ხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის და გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილია ჯგუფურად განზრახი, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები მათ მიმართ უნდა იქნეს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და უნდა განესაზღვროთ მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ხელვაჩურის რაიონული პროკურატურის პროკურორს დ----- ხ------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულების ს-------–-- ბ------–--ას და ბ------ ბ------–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს მამუკა ზოიძეს, რომელმაც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ გამოკვლეული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ----- ბ-----ის ჩვენების თანახმად, 1999 წლის 14 მარტს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ--------ში მდებარე თ---------- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში, ნახეს გარდაცვლილი თ---------- ბ-----ე, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები.

 

მოწმე გ-------– კ-------ის ჩვენების თანახმად, ბ------ ბ------–---–ს და თ. ბ-----ეს ერთმანეთში ქონდათ ცუდი დამოკიდებულება, ვინაიდან ბ------მ მას მოპარა ფეხსაცმელები და ბ-----ეს სურდა პოლიციაში განცხადების შეტანა. თ------ ბ-----ე (იგივე ი--- ბ-----ე) არსებულის გამო ბ------–---–ს მაღაზიაში არ უშვებდა.

 

მოწმე ნ-------- ნ--------ის ჩვენების თანახმად, 1999 წლის 15 მარტს, ნ-------- ბ-----ემ იმ მოტივით, რომ თ---------- ბ-----ეს მაღაზია ორი დღე ჰქონდა დაკეტილი, მივიდა თ----------ის რძალთან და განუცხადა აღნიშნულის თაობაზე. რის გამოც ის და აწ. გარდაცვლილის რძალი ნ--- ბ-----ე ერთად გაემგზავრნენ თ---------- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ეს უკანასკნ--–- ცხოვრობდა მარტო. ადგილზე მისულებს სახლის კარები შიგნიდან დაკეტილი დახვდათ, ფანჯრებზე ფარდები იყო ჩამოფარებული და ამიტომ არაფერი არ ჩანდა. ნ--- ბ-----ემ მას უთხრა, რომ სააბაზანოს ფანჯარა არის ჩამოგდებული და იქედან შეიძლებოდა შესვლა. ფანჯარაში გადავიდა რძალი ნ--- ბ-----ე და რამოდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩინა საწოლში თ---------- ბ-----ის გვამი. გვამს გადაფარებული ქონდა წელს ზემოთ. ირგვლივ იყო ბევრი სისხლის ლაქა. აღნიშნულზე დაუყოვნებლივ მიმართეს პოლიციას.

 

მოწმე თ------ დ---–--ის განმარტებით, ბ------ ბ------–---–ს და თ. ბ-----ეს ერთმანეთში ქონდათ ცუდი დამოკიდებულება, რის გამოც მაღაზისთან ახლოს არ უშვებდა, რადგანაც ეს უკანასკნ--–- ხშირად პარავდა თ---------- ბ-----ეს ნივთებს.

 

მოწმე ჯ----– ბ-----ის ჩვენების თანახმად, 1999 წლის 15 მარტს, დაახლოებით 16-17 საათზე, ნ-------- ნ--------ე მივიდა მათთან სახლში და ნ--- ბ-----ეს განუცხადა, რომ თ---------- ბ-----ეს ორი დღე დაკეტილი ჰქონდა მაღაზია. აღნიშნულის გამო ის, ნ--- ბ-----ესთან და ნ-------- ნ--------ესთან ერთად წავიდნენ თ---------- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ეს უკანასკნ--–- ცხოვრობდა მარტო. ადგილზე მისვლისას სახლის კარები დაკეტილი დახვდათ შიგნიდან, ფანჯრებზე ფარდები იყო ჩამოფარებული და ამიტომ არაფერი ჩანდა. შემდეგ ნ--- ბ-----ემ მას უთხრა, რომ სააბაზანოს ფანჯარა იყო ჩამოგდებული და იქედან შეიძლებოდა შესვლა. ფანჯარაში გადავიდა ნ--- ბ-----ე და დაძახებაზე შევიდა თავადაც, რა დროსაც აღმოაჩინა საწოლში მამის, თ---------- ბ-----ის გვამი. გვამს თავზე ბალიში ქონდა დაფარებული და როცა ნახევრად ახადა ბალიში და საბანი ნახა, რომ გვამი იყო სისხლის გუბეში.

 

მოწმეების ნ--–- გ---------ეს და ფ--- ბ-----ეს განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ--------ში მდებარე თ---------- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში, მათ ნახეს გარდაცვლილი თ---------- ბ-----ე, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები.

მოწმის რ----- ბ-----ის განმარტებით, 1999 წლის 14 მარტს თ---------- ბ-----ე იპოვეს თავის საძინებელ ოთახში მოკლული. რაც შეეხება მომხდარს, მან სხვა პირთა გადმოცემით იცის, რომ ბ------ ბ------–---–ს უღიარებია, ს-------–-- ბ------–--ას მიერ თ---------- ბ-----ის მკვლელობა.

მოწმე უ–---- ც-–--–--ეს ჩვენების თანახმად, 1999 წლის 12 მარტს, მას შეხვდა ბ------ ბ------–---–ი და იმ მოტივით, რომ სოფელ გ--------ში მოუხდა ჩხუბი და მისი განამრტებით „მგონი დავბრიდეო“ რეგიონიდან გასასვლელად მოთოვა ფული. მისი ჩვენებით ბ------–---–ი ეწევა მაწანწალა ცხოვრებას და დამოკიდებულია ალკოჰოლზე. მას შემდეგ ის ბ------ ბ------–---–ს არ შეხვედრია.

 

მოწმე მ---- ლ--------------ეს ჩვენების თანახმად, რომ ბ---- თ---------- ბ-----ეს მკვლელობიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ, დაახლოებით 02-03- საათზე, მასთან სახლში მივიდა ძმის შვილი ბ------ ბ------–---–ი. ვინაიდან ბ------ იყო ნასვამ მდგომარეობაში, ამიტომ მას პირდაპირ გაუშალა საწოლი. დილით, კი უსაყვედურა იმ მოტივით, რომ ის თ---------- ბ-----ეს გასვენებაში, რომელიც მას ბაბუად ეკუთვნოდა, რატომ არ მივიდა. ასევე შენიშვნა მისცა მისმა მეუღლემაც, რის გამოც ბ------ გაბრაზდა და წავიდა. მას შემდეგ მას ბ------ არ უნახავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ჯ----– ბ-----ესთან სტუმრად ყოფნისას, ამ უკანასკნ--–-საგან შეიტყო, რომ მასთან იყო ბ------ ბ------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ავტომატის და ხელყუმბარის მოპარვის მიზნით მივიდა თ----------ის სახლში. სააბაზანოს მხრიდან, ფანჯრიდან სახლში შეუშვა ს-------–--ი და როდესაც ბ------–--ა ეძებდა ავტომატს, გაიღვიძა თ------ ბ-----ემ და იცნო, რის გამოც ხის ნაჭერი ჩაარტყა თავში რამოდენიმეჯერ.

1--------- წლის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად თ---------- ბ-----ის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი არის ქალის ძვლების და ფუძის მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობის შედეგად განვითარებული თავის ტვინის დაზიანება და დიფუზური სისხლჩაქცევა და მისი სიკვდილი დადგა დაახლოებით 12-13 მარტს. თ---------- ბ-----ის გვამზე აღენიშნებოდა დაზიანებები ქალის ძვლებისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობის, მარცხენა თვალბუდის არეში ვრცელი ჰემატომა და თხემის მიდამოს ნაჭდევების სახით რაც მიყენებული რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. ყველა დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი დაზიანებებია და მიეკუთვნება დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და ს-------–-ა ბ------–--ას და ბ------ ბ------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს, კერძოდ:

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლის ოქტომბრამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმეზე დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ----- ბ-----ე და საქმეზე დაკითხული მოწმეები არ არიან თ---------- ბ-----ის განზრახ მკვლელობის ფაქტის უშუალო თვითმხილველები. საქმეზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული ს-------–-- ბ------–--ას და ბ------ ბ------–---–ის მონაწილეობა თ---------- ბ-----ის მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. დაკითხული მოწმეებით ასევე არ დასტურდება ს-------–-- ბ------–--ას და ბ------ ბ------–---–ის მიმართ პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების გატაცება, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (2010 წლის 1 ოქტომბრამდე რედაქცია) მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. სსსკ-ის მე-10 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ამრიგად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ს-------–-- ბ------–--ას და ბ------ ბ------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მათ ბრალეულობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ს-------–-- ბ------–--ას და ბ------ ბ------–---–ის მიმართ დასაბუთებულია, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 550-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ დ----- ხ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ს-------–-- ბ------–--ას და ბ------ ბ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

ს-------–--ნ ლ-------ეს ძე ბ------–--ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ს-------–-- ლ-------ეს ძე ბ------–--ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ს-------–--ნ ლ-------ეს ძე ბ------–--ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ს-------–-- ლ-------ეს ძე ბ------–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება „დაპატიმრება“ გაუქმებულია.

 

გამართლებულ ს-------–-- ლ-------ეს ძე ბ------–--ას განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

ბ------ ა-------ს ძე ბ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს

;

ბ------ ა-------ს ძე ბ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ბ------ ა-------ს ძე ბ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ბ------ ა-------ს ძე ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება „დაპატიმრება“ გაუქმებულია.

გამართლებულ ბ------ ა-------ს ძე ბ------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მაკა გორგოძე

 

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

 

თეიმურაზ სვანიძე