განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002050095
№1/ბ-110-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე, თეონა ქიმერიძე
პროკურორის - დავით სიმონიას
მსჯავრდებულის - დავით ჯავახიძის
ადვოკატების - დიანა გვიშიანის, ინგა გიორგაძის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დავით მერაბის ძე ჯავახიძის მიმართ, დაბადებული: 16.01.1984 წ. პირადი ნომერი: 41001006411, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა №38/36.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დავით ჯავახიძეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, შენახვა, დამზადება, რაც გამოიხატა შემდეგში:
დავით ჯავახიძემ, თურქული წარმოების ,,WOLTRA PROFESSIONAL Mod. CAL 9mm. P.A” თავდაცვითი დანიშნულების გლუვლულიანი აირხმოვანი იარაღი კუსტარული წესით გადააკეთა ცეცხლსასროლი ტიპის იარაღად. კერძოდ, კუსტარულად დაამზადა და პისტოლეტს შეუცვალა საცემი (ნემსი). ბრალდებულმა ასევე კუსტარულად დაამზადა ფოლადის ხრახნიანი ლულა და კუსტარულად დამზადებული ლულა შეუცვალა პისტოლეტს. ამასთან ერთად, აღნიშნული აირხმოვანი პისტოლეტისათვის განკუთვნილი 9-მმ კალიბრის 8 ცალი აირხმოვანი ვაზნა კუსტარულად გადააკეთა აღნიშნული პისტოლეტიდან გასასროლად განკუთვნილ საბრძოლო ვაზნად. მის მიერ კუსტარულად დამზადებულ 9-მმ კალიბრის ზემოთ ხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, კერძოდ, ვაზნებს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, ქ. ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩის N38-36-ში, რომელიც 2017 წლის 30 მარტს ღამის საათებში მართლსაწინააღმდეგოდ შესანახად გადაიტანა მასზე მიბარებულ მის მეზობლად რ. თაბუკაშვილის ქუჩის N28-23-ში მდებარე ვალერი ოსტრეიკოს საცხოვრებელ ბინაში და შეინახა ამ ბინაში არსებულ ერთ-ერთ კარადაში, საიდანაც, ამოღებული იქნა 2017 წლის 1 აპრილს პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად. დავით ჯავახიძემ, ასევე, 2017 წლის 29 მარტს, დაახლოებით 2300 საათიდან 30 მარტის დაახლოებით 0020 საათამდე პერიოდში, ქ. ტყიბულში, თავისი საცხოვრებელი კორპუსსა და მინდელის სახელობის შახტას შორის არსებულ ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარა, მის მიერ თურქული წარმოების ,,WOLTRA PROFESSIONAL Mod. CAL 9mm. P.A” თავდაცვითი დანიშნულების გლუვლულიანი აირხმოვანი კუსტარული წესით გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი პისტოლეტი და ასევე, მის მიერ კუსტარულად დამზადებულ 9-მმ. კალიბრის 2 ვაზნასთან ერთად. რომლის გამოყენებით, ქ. ტყიბულში მდებარე მინდელის სახელობის შახტის წინამდებარე ტერიტორიაზე აწ. გარდაცვლილ შალვა მეიფარიანს მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები.
დავით ჯავახიძეს, 2001-2002 წლებიდან კონფლიქტური დამოკიდებულება ჰქონდა ქ. ტყიბულში მცხოვრებ, ა.წ გარდაცვლილ შალვა მეიფარიანთან, რომელიც მას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, როგორც დავით ჯავახიძეს, ასევე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დავით ჯავახიძის დას დარეჯან ჯავახიძეს, რის გამოც, ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დაშორებოდა ა.წ გარდაცვლილ შალვა მეიფარიანს და საცხოვრებლად დაბრუნებულიყო მშობლების სახლში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში შალვა მეიფაირანი დაჟინებით ცდილობდა აღედგინა ურთიერთობა დარეჯან ჯავახიძესთან, რასაც ეწინააღმდეგებოდა თავად დარეჯან ჯავახიძე, ასევე, მისი ოჯახის წევრები. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, 2002 წელს შალვა მეიფარიანმა ურთიერთშელაპარაკების დროს ქ. ტყიბულში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა მისი ყოფილი მეუღლის დედას ნაირა ჯავახიძეს. რის გამოც, შალვა მეიფარიანი მიცემული იქნება სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, შალვა მეიფარიანი გარდაცვალებამდე დავით ჯავახიძის ოჯახის მიმართ გამოხატავდა ცინიკურ და დამამცირებელ დამოკიდებულებას. ამასთან, ბოლო პერიოდში იგი შეეცადა ურთიერთობა წამოეწყო დავით ჯავახიძის მეუღლესთან ნატო მახვილაძე-ჯავახიძესთან. რის შესახებაც ცნობილი გახდა ბრალდებულ დავით ჯავახიძისათვის. აღნიშნული გარემოებების გამო, დავით ჯავახიძემ, შურისძიების მოტივით განიზრახა შალვა მეიფარიანის მოკვლა და ამ გზით მათ შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება. რაც განახორციელა კიდეც, კერძოდ, იცოდა, რომ 2017 წლის 19 მარტს, შალვა მეიფარიანი სამუშაოდ უნდა გასულიყო მინდელის სახელობის შახტის მე-4 (ღამის ცვლაში). დავით ჯავახიძე იყო რა შეიარაღებული, მის მიერ კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით და მასში მოთავსებული ორი კუსტარულად დამზადებული ვაზნით, დაახლოებით 0000 საათზე მივიდა ამავე შახტის შესასვლელი ჭიშკრის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ დაელოდა შალვა მეიფარიანს, რომელიც დაახლოებით 0007 საათზე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მივიდა მინდელის სახელობის შახტასთან, ავტომანქანა დააყენა შესასვლელი ჭიშკრის ახლო მდებარე ტერიტორიაზე და ფეხით გაემართა ჭიშკრის მიმართულებით, რა დროსაც, მას მიუახლოვდა დავით ჯავახიძე და დაახლოებით 6-7 მეტრი მანძილიდან დაუძახა მას. როდესაც, შალვა მეიფარიანი მისკენ შებრუნდა დავით ჯავახიძემ მოკვლის განზრახვით გაისროლა მის ხელში მომარჯვებული პისტოლეტიდან, რომლის შედეგადაც შალვა მეიფარიანმა გულ-მკერდის მარჯვენა არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. ამის მიუხედავად, დაჭრილი შალვა მეიფარიანი, შეეცადა გაქცეოდა დავით ჯავახიძეს და გაიქცა შახტის შესასვლელი ჭიშკრის მიმართულებით. ამის მიუხედად, დავით ჯავახიძე უკან დაედევნა მას და დაახლოებით 3-4 მეტრის მანძილიდან მეორეჯერ ესროლა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან და დაჭრა იგი გულ-მკერდის უკანა ზედაპირის არეში. ამის მიუხედად, შალვა მეიფარიანი არ წაქცეულა და მან მაინც შეძლო საგუშაგოს გვერდის ავლით შახტის ეზოში შესვლა, მაგრამ, საგუშაგოდან ახლოს რამდენიმე მეტრში დაეცა ძირს და გულმკერდის უკანა ზედაპირზე არსებული ბრმა ჭრილობის მიღების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. დავით ჯავახიძემ მეორე გასროლის წარმოების შემდგომ, მის ხელთ არსებული დანაშაულის იარაღთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - დავით სიმონიას მიერ, რომელმაც დავით ჯავახიძისათვის სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ასევე საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, ამ მუხლის სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა მოითხოვა.
განაჩენი ასევე გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ - დავით ჯავახიძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების, ივანე აფრიდონიძისა და ინგა გიორგაძის მიერ, რომლებმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დავით ჯავახიძის გამართლება მოითხოვეს.
მხარეებს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
- აპელანტს, პროკურორ დავით სიმონიას, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
- აპელანტებს, მსჯავრდებულ - დავით ჯავახიძეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს: დიანა გვიშიანს და ინგა გიორგაძეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლემ შერმადინ მეიფარიანმა აჩვენა, რომ ა.წ გარდაცვლი შალვა მეიფარიანი იყო მისი ძმა, დავით ჯავახიძეს იცნობდა იმის შემდეგ, რაც მისმა ძმამ შალვა მეიფარიანმა ცოლად შეირთო დავით ჯავახიძის და - დარეჯან ჯავახიძე. ამ უკანასკნელს და მის ძმას არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, დარეჯან ჯავახიძემ მიატოვა ოჯახი და დაბრუნდა თავის მშობლებთან. მოწმის განმარტებით, იმის გამო, რომ მისი ძმა გაცილდა დავით ჯავახიძის დას, მათ შორის ადგილი ქონდა დაძაბულ ურთიერთობას, ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. დავით ჯავახიძის მეუღლისაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისმა ძმამ შალვა მეიფარიანმა წვიმიან ამინდში გაუჩერა ავტომანქანა და სთხოვდა ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, მაგრამ როგორც დავით ჯავახიძის მეუღლემ განუმარტა, ის ავტომანქანაში არ ჩაუჯდა. შ.მეიფარიანის განმარტებით მისმა მეგობრებმა შეატყობინეს, რომ მისი ძმა დაუჭრიათ, იგი ქ. თბილისიდან წამოვიდა ტყიბულის მიმართულებით. გზაში მსვლელობის დროს შეიტყო, რომ მისი ძმა გარდაცვლილა. ამ დროს იფიქრა, რომ მის ძმას მოკლავდა დავით ჯავახიძე, იმის გამო, რომ მათ შორის იყო კონფლიქტური სიტუაცია, სხვასთან მის ძმას კონფლიქტი არ ქონია. ადასტურებს, რომ ტყიბულში ჩასვლის შემდგომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ შემთხვევამდე, კერძოდ, წინა დღეს, მის ძმას სახლში მიუტანია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მან აღმოაჩინა და გადასცა პოლიციის თანამშრომლებს. მისთვის უცნობია, თუ რატომ ინახავდა მისი ძმა ამ იარაღს, იარაღთან ერთად ნახა რაღაც ნივთიერება, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებაც რომელსაც შახტაში ხმარობენ. მის ძმას შალვა მეიფარიანს ახასიათებს დადებითად, იქვე მიუთითებს, რომ მის ძმას ჰქონდა უარყოფითი თვისებები მანდილოსნებთან ურთიერთობაში.
მოწმე ხვიჩა ჭეიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 მარტისა და 29 მარტის ღამის საათებში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდა საგუშაგოსთან, რა დროსაც, ღამის საათებში მოესმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა და დაინახა, რომ საწარმოს ჭიშკარში შევიდა შალვა მეიფარიანი და ჩაიმუხლა საგუშაგოსთან. თქვა ,,მგონი მომკლესო“ და სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. ხ.ჭეიშვილის განმარტებით საგუშაგო შესასვლელ ჭიშკრიდან დაშორებულია დაახლოებით 5 მეტრით. გასროლებს შორის ინტერვალი იყო 10-15 წამი. სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელიც დაახლოებით 10 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, ექიმებმა თქვეს, რომ შალვა მეიფარიანი გარდაცვლილი იყო.
მოწმის სახით დაკითხულმა ტყიბულის პოლიციის სამმართველოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სერგო ცქიფურიშვილმა დადასტურა, რომ იგი მონაწილეობას იღებდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, რომელიც შეეხებოდა ბრალდებულ დავით ჯავახიძის მიერ, ორჯერ გასროლით შალვა მეიფარიანის მკვლელობის ფაქტს. 2017 წლის 01 აპრილს ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გასული იყო, დავით ჯავახიძის საცხოვრებელ სახლში. დავით ჯავახიძე იმყოფებოდა მეზობლის ბინაში, სადაც მივიდნენ და ნახეს დავით ჯავახიძე, ამ უკანასკნელმა მათ ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო პისტოლეტი ვაზნებით. რაზედაც დავით ჯავახიძემ განმარტა, რომ ეკუთვნოდა მას. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დავით ჯავახიძემ იქვე განმარტა, რომ შალვა მეიფარიანის მკვლელობა მის მიერ იყო ჩადენილი.
მოწმის სახით დაკითხულმა ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯუმბერ სირბილაძემ ანალოგიური დაადასტურა, და განმარტა, რომ ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, 2017 წლის 01 აპრილს მონაწილეობა მიიღო, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ ბინის ჩხრეკაში, რომელიც დაკავებული ქონდა დავით ჯავახიძეს. ოქმის სისწორე ხელის მოწერით დაადასტურეს ჩხრეკაში მონაწილე პირებმა. ჩხრეკის ჩატარება მოხდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, დავით ჯავახიძეს იარაღი შენახული უნა ქონოდა მეზობელთან, სადაც ეს უკანასკნელი მარტო იმყოფებოდა.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დავით ფორჩხიძემ დაადასტურა, რომ ოპერატიულ ჯგუფთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილზე ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც, დავით ჯავახიძემ, შემთხვევის ადგილზე, მიუთითა თუ სად მოახდინა გასროლა მის ხელთ არსებული იარაღიდან ა.წ გარდაცვლილ შალვა მეიფარიანის მიმართულებით. დავით ჯავახიძემ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს, ასევე, მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ელოდებოდა ა.წ გარდაცვლილ შალვა მეიფარიანის გამოჩენას, ეს ადგილი მდებარეობდა შახტის შესასვლელ ჭიშკართან არსებულ ავტოსადგომის წინა ტერიტორიაზე. დავით ჯავახიძემ, ასევე, მიუთითა თუ სად ინახავდა იარაღს, კერძოდ, დავით ჯავახიძის განმარტებით, აღნიშნული ბინა იყო მისი მეზობლის, მაგრამ თავად სარგებლობდა ამ ბინით.
მოწმის სახით დაკითხულმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა დავით ამბროლაძემ განმარტა, რომ მის მიერ ექსპერტ კრიმინალისტებთან ერთად ღამის საათებში დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა ტყიბულის შახტის წინამდებარე ტერიტორიაზე. მოწმის განმარტებით, მისი მითითებით ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა კვლები. შემთხვევის ადგილზე გვამი არ იყო, იყო მხოლოდ ავტომანქანები, მათ შორის გარდაცვლილის ავტომანქანაც. შახტის შესასვლელ ჭიშკართან ამოღებული იქნა ორი გასროლილი მასრა, ასევე, ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, სისხლისმაგვარი ლაქები იყო შახტის ტერიტორიაზეც, ეზოში. ექსპერტების მონაწილეობით დეტალურად იქნა აღწერილი და დათვალიერებული ა.წ გარდაცვლილის ავტომანქანა, საიდანაც ამოღებული იქნა მიკრონაწილაკები ნიმუშები, ამოღებული ნივთები დალუქული იქნა მის მიერ ექსპერტების მონაწილეობით. მოწმის განმარტებით, მის მიერ, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, ასევე ჩატარებული იქნა ა.წ გარდაცვლილ შალვა მეიფარიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა პისტოლეტი და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა. რომელიც ეკუთვნოდა ა.წ გარდაცვლილს. ასევე, დამხმარე სათავსოში ამოღებული იქნა დეტონატორი, ჩხრეკას ესწრებოდნენ ა.წ გარდაცვლილის ოჯახის წევრები დედა და ძმა. განმარტავს, რომ ზუსტად არ ახსოვს ჩხრეკის მიმდინარეობა, უნდა ვენდოთ მის მიერ საპროცესო კანონმდებლობის დაცვით შედგენილ ოქმებს, რადგანაც მასში ასახული ყველა გარემოება დამსწრეთა თანდასწრებით იქნა ოქმში შეტანილი.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზვიად რობაქიძემ, დაადასტურა, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ტყიბულის პოლიციის სამმართველოში, სადაც მის მიერ დავით ჯავახიძისგან აღებული იქნა თითის ანაბეჭდები ნერწყვის ნიმუშები. ამოღებას ესწრებოდა გამომძიებელი გიორგი მანაგაძე. მოწმის განმარტებით სხვა შემხებლობა საქმესთან არ ქონია.
მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის გამომძიებელმა ირაკლი ფერაძემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 29 მარტს მონაწილეობას იღებდა ა.წ გარდაცვლილ შალვა მეიფარიანის გვამის დათვალიერებაში და გვამიდან ნიმუშის აღებაში. საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული იქნა ექსპერტიზის ბიუროში. სხეულიდან ამოღებული იქნა მეტალის სხეულები, ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. უცხო მეტალი გვამიდან აღებული იქნა გულის ზედაპირიდან. მთლიანად დაადასტურა გვამის დათვალიერების ოქმის სისწორე, რომელიც მის მიერ იქნა შედგენილი სამედიცინო ექსპერტთან ერთად.
მოწმე კობა გიორგაძის ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობას იღებდა 2017 წლის 01 აპრილს ქ. ტყიბულში თაბუკაშვილის ქუჩა N38/23 პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ ჩხრეკაში. რა დროსაც, პოლიციის თანამშრომლებმა დავით ჯავახიძეს განუმარტეს მისი უფლებები. ჩხრეკის შედეგად ბინიდან ამოღებული იქნა იარაღი, მასრები და ვაზნები, რომელიც ეწყო პოლიეთილენის პარკში. ამავე პარკში ეწყო ქლიბები ბურღები, ქარვის ქვა და რაღაც ნაჭრები. დავით ჯავახაძემ განმარტა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა მას. მოწმის განმარტებით ამოღებული ნივთები მისი თანდასწრებით დაილუქა.
მოწმე გულადი კალანდაძემ განმარტა, რომ აწ. გარდაცვლილი შალვა მეიფარიანი მისი კლასელი იყო, ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, იცის რომ იგი ორ ქორწინებაში იყო ორივე მეუღლიდან ყავდა შვილები და ყურადღებასაც აქცევდა მათ. მოწმემ განმარტა, რომ შალვა მეიფარიანი ბოლო პერიოდში არ იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რადგანა ქონდა ,,C” ჰეპატიტი. ასევე, არასდროს შეუმჩნევია მის ხელში იარაღი. იცის იმის შესახებ, რომ შალვა მეიფარიანი მანქანით ,,ეჯახებოდა“ თურმე დავით ჯავახიძეს.
მოწმე ჟუჟუნა გუბელაძემ, აჩვენა, რომ მის შვილს შალვას ცოლად ყავდა დარეჯან ჯავახიძე დაახლოებით 16 წლის წინ. მათ ერთმანეთი უყვარდათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაცილდნენ ერთმანეთს, რომლის მიზეზიც არ იცის, რადგანაც ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ვერ ჩაერეოდა. განმარტავს, რომ შალვას ,,სიგიჟემდე“ უყვარდა დარეჯანი უნდოდა შერიგება მაგრამ გოგოს ოჯახმა არ ქნა. მოწმის განმარტებით, მისი შვილი შეხვედრია დარეჯან ჯავახიძის დედას და უთხოვია შეერიგებინა დარეჯანი, მაგრამ დარეჯანის დედას ცუდი სიტყვები უთქვამს და მოსვლიათ ჩხუბი. ამის შემდეგ მათ შორის არაფერი ყოფილა და არც მას უნახავს დარეჯანი ამის შემდეგ. რაც შეეხება შემთხვევის დღეს, მოწმის განმარტებით, შალვასთან, მის რძალთან ერთად წასული იყო აბაშაში მისი სიძის ბებიის გასვენებაში, სადაც მის შვილს შალვას არ დაულევია, რადგანაც ღვიძლზე მკურნალობდა. დაახლოებით 7 საათისთვის დაბრუნდნენ სახლში. შალვამ დაისვენა რადგან 12 საათზე უწევდა სამუშაოდ გასვლა, შალვას ქონდა სიცხე და ,,გაწუწული“ იყო ოფლში, არ უნდოდა სამუშაოზე წასვლა ,,ეზარებოდა“. განმარტავს, რომ შალვა პირველის ხუთ წუთზე გავიდა სახლიდან და დაახლოებით პირველის რვა წუთზე მივიდოდა მაღაროში სამუშაოდ.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა რევაზ ქარქაშაძემ განმარტა, რომ 2017 წლის 29 მარტს. იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად მივიდა ვალერი ოსტრიეკოს საცხოვრებელ სახლში, სადაც დავით ჯავახიძე ინახავდა მკვლელობის იარაღს. ბინაში მყოფმა დავით ჯავახიძემ ნებაყოფლობით წარმოადგინა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო პისტოლეტი, ცარიელი მასრები, ვაზნები, ბურღი, ქლიბები და მეტალის ნივთები დავით ჯავახიძემ იქვე აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილი იარაღიდან მოხდინა გასროლა შალვა მეიფარიანის მიმართულებით. განმარტავს, რომ დაკითხა ბრალდებული დავით ჯავახიძე, რომელმაც მისცა აღიარებითი ჩვენება. ასევე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი დავით ჯავახიძის მონაწილეობით, რა დროსაც დავით ჯავახიძემ მიუთითა იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელა შემთხვევის ადგილზე შალვა მეიფარიანის მიმართულებით გასროლები. ასევე, საქმეზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, ვიდეოგადაღება, სადაც დავით ჯავახიძე დაკავებამდე და სახლის ჩხრეკამდე მოწმე ლევან ქარქაშაძესთან ყვებოდა იმ ფაქტის შესახებ, რაც შემდგომ თავის ჩვენებაში განმარტა.
მოწმის ანა სუარიშვილის ჩვენებით ირკვევა რომ, ა.წ გარდაცვლილ შალვა მეიფარიანთან ქორწინებაში იმყოფებოდა 2 წელი. მისი მეუღლე მუშაობდა ტყიბულის მაღაროში მე-4 ცვლაში. ერთხელ როდესაც მისი მეუღლე ბაზრიდან დაბრუნდა პოლიეთილენის პარკში პროდუქტებთან ერთად ქონდა იარაღი, მის კითხვაზე თუ რისთვის უნდოდა ეს იარაღი, მეუღლემ უპასუხა, რომ სხვისი იყო და მალე წაიღებდა სახლიდან. ამის შემდგომ მას ეს იარაღი არ უნახავს. თუ რა ვითარებაში ნახა მისმა მაზლმა ეს იარაღი და წარუდგინა პოლიციას შემთხვევიდან მეორე დღეს მისთვის ცნობილი არ არის. მოწმის განმარტებით, მან მისი მეუღლის მკვლელობის შემდეგ შეიტყო, რომ დავით ჯავახიძის და დარეჯან ჯავახიძე ადრე ყოფილა შალვა მეიფარიანის მეუღლე. შემდგომ ამ უკანასკნელს კონფლიქტი მოსვლის დარეჯან ჯავახიძის დედასთან და ერთმანეთს დაცილებულან. განმარტავს, რომ შემთხვევამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მათ სახლთან მისული იყო შავი ფერის ,,ჯიპი“ რომელშიც ორი პიროვნება იჯდა. მის კითხვაზე თუ რა უნდოდათ მის სახლთან უთხრეს, რომ ეძებდნენ შალვას, ამ დროს მისი მეუღლე სახლში არ იყო. ამის შესახებ ტელეფონით შეატყობინა მის მეუღლეს, რომელმაც უთხრა, რომ სასწრაფოდ მოვიდოდა სახლში. მაგრამ სანამ მისი მეუღლე სახლში მივიდოდა მანამდე ეს ,,ჯიპი“ უკვე წასული იყო. ერთ-ერთი პიროვნება მიამსგავსა დავით ჯავახიძეს. განმარტავს, რომ ,,ფეისბუქზე“ ნახა დარეჯან ჯავახიძის პროფილი და მისწერა, რომ ,,ეხლა ხარ ბედნიერი? ამხელა ცოდვით როგორ უნდა იცხოვროს შენმა ოჯახმა“ და მიუთითა, რომ იყო შალვა მეიფარიანის მეუღლე. როგორც მოწმე განმარტავს მიიღო პასუხი დარეჯან ჯავახიძისგან ,,როდესღაც ხომ უნდა დამესვენაო“.
მოწმეებმა ნაირა ჯავახიძემ, ნატო მახვილაძემ, დარეჯან ჩხაიძემ, გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული პროცესუალური უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება.
დავით ჯავახიძემ, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ა.წ გარდაცვლილი შალვა მეიფარიანი მის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქიკურ ზემოქმედებას. იგი ცდილობდა ამ ზემოქმედების განხორციელების დროს მასთან პირისპირ ყოფილიყო, ემუქრებოდა მას ფიზიკური განადგურებით. დ.ჯავახიძემ განმარტა, რომ ა.წ გარდაცვლილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დედას, ფაქტიურად ისეთი ნაცემი იყო მისი დედა, რომ როგორც ჩანს შალვა მეიფარიანმა იგი გარდაცვლილად ჩათვალა და ამის შემდეგ მიატოვა. დ.ჯავახიძე შალვა მეიფარიანს, ერიდებოდა, ამის გამო გადავიდა კიდევაც თბილისში სამუშაოდ, სადაც შეიტყო, რომ შალვა მეიფარიანი ქ. ტყიბულში არ იმყოფებოდა. იგი იმდენად ერიდებოდა მას, რომ სცოდნოდა ეს უკანასკნელი ქ. ტყიბულში იმყოფებოდა იგი თბილისიდან არ ჩავიდოდა ტყიბულში. შემთხვევის დღეს, საღამოს საათებში ის მისული იყო თავის ბიცოლასთან ვერა ჯავახიძესთან, რომელსაც მისივე თხოვნით შეუკეთა წყლის გაყვანილობა და გვიან ღამით ფეხით ბრუნდებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. გზაზე მას წამოეწია შალვა მეიფარიანი თავისივე მანქანით და გაუსწრო მას. დაინახა, რომ იგი მანქანაში მარტო იჯდა და ვიღაცას მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა. მისგან ცოტა მოშორებით შალვა მეიფარიანმა გააჩერა ავტომანქანა და გადმოვიდა და პირდაპირ წავიდა მისი მიმართულებით, თან აქეთ-იქეთ იყურებოდა და უთხრა, რომ ,,შენ როგორ ბედავ, ეხლა გიჩვენებ რასაც გიზამო“. ამ დროს, ბრალდებულის განმარტებით, შალვა მეიფარიანს მარჯვენა ხელში ეჭირა პისტოლეტი, ხოლო მარცხენა ხელში კი ცელოფნის პარკი, მუქარით მიუახლოვდა მას და ცელოფნის პარკი მოუქნია, რომელიც მოხვდა სახეში. ამ დროს გაისმა სიგნალის ხმა, რაზედაც შალვა მეიფარიანმა წამიერად გადაიტანა ყურადღება ისარგებლა ამით და შალვა მეიფარიანს ხელი სტაცა იარაღიან ხელში, რათა თავიდან აეცილებინა ამ უკანასკნელის მხრიდან მასზე შურისძიება. ამ დროს იარაღიანი ხელი მიიმართა შალვა მეიფარიანის მიმართულებით და მოხდა გასროლა. გასროლისთანავე იარაღი მის ხელში აღმოჩნდა. მას არ ახსოვს თუ რა ვითარებაში მოხდა მეორე გასროლა, მაგრამ გასროლა ნამდვილად განხორციელდა. ამის შემდეგ დაინახა, რომ შალვა მეიფარიანი მიემართებოდა შახტში შესასვლელ ჭიშკრისაკენ, ის ვერც წარმოიდგენდა, რომ ამ დროს იგი იყო დაჭრილი, ის არ წაქცეულა. ამის შემდეგ დაინახა, რომ შალვა მეიფარიანს ავტომანქანაში ქონდა ცელოფნის პარკი, იმის გამო, რომ მასში იარაღი არ ყოფილიყო მან ავტომანქანიდან აიღო ეს ცელოფნის პარკი და წამოვიდა სახლისაკენ. განმარტავს, რომ შალვა მეიფარიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მათ შორის ურთიერთჭიდილის დროს აღმოჩნდა მის ხელში მან წამოიღო იმის გამო, რომ ეს იარაღი არ ენახა შალვა მეიფარიანს და ამ იარაღით არ განეხორციელებინა მასზე შურისძიება და არ მოეკლა იგი. სწორედ ამიტომ შეინახა იარაღგი მისი მეზობლის ოსტრეიკოს ბინაში. მისთვის უცნობი იყო, რომ შალვა მეიფარიანი იყო დაჭრილი. მისივე განმარტებით ეს, რომ სცოდნოდა იგი გამოცხადდებოდა პოლიციის განყოფილებაში. მსჯავრდებულის განმარტებით მას შალვა მეიფარიანის მოკვლის განზრახვა მას არ ჰქონია. ამ უკანასკნელს ხელი მოკიდა იარაღიან ხელში რათა თავი დაეცვა მისგან. მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება არის სიმართლე, ხოლო, რაც შეეხება მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებას იგი მისცა იმის გამო, რომ პოლიციის თანამშრომლები არწმუნებდნენ მას, რომ ასეთი მიცემული ჩვენება მისთვის სასიკეთო იქნებოდა. მან დაუჯერა მათ და თავად შეიყვანა ისინი შეცდომაში და მისცა ისეთი ჩვენება, როგორიც პოლიციის თანამშრომლებს სურდათ. დ. ჯავახიძემ ასევე განმარტა, რომ ბინიდან მის მიერ ნებაყოფლობით ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი სინამდვილეში ეკუთვნოდა ა.წ გარდაცვლილს. მას ამ იარაღთან შეხება არ ქონია დ არც დაუმზადებია იგი. ითხოვს კანონის შესაბამისად სამართლიანი გადაწყვეტილები მიღებას.
მოწმის ნინო კუბლაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ დავით ჯავახიძე არის მისი სიძე, ქალიშვილის მეუღლე. მისთვის ცნობილი იყო, რომ მის სიძეს დავით ჯავახიძესა და ა.წ გარდაცვლილ შალვა მეიფარიანს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. შალვა მეიფარიანს ცოლად ყავდა მისი სიძის და, რომელსაც გასცილდა. იგი ახლოს იცნობდა ა.წ გარდაცვლილს, ამ უკანსკნელს მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ის შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც მისი სიძის დავით ჯავახიძის ავტომანქანით შვილიშვილთან ერთად საავადმყოფოდან სახლში ბრუნდებოდა მათ გზაში წამოეწიათ თავისი ავტომანქანით შალვა მეიფარიანი. რომელსაც ისე ახლოს მოჰყავდა ავტომანქანა მათ მანქანასთან, რომ დავით ჯავახიძე იძულებული გახდა ავტომანქანა ,,ტროტუარზე“ აეყვანა. შალვა მეიფარიანი მათ სახლში მისვლამდე მისდევდა ავტომანქანით და არ მოსცილებია მათ. ავტომანქანაში ყოფნის დროს მან ჰკითხა მის სიძეს თუ ვინ იყო და რა ხდებოდა, დავით ჯავახიძემ უპასუხა, რომ ,,ეს იყო შალვა მეიფარიანი, რომელმაც მას სიცოცხლე გაუმწარა“ და იქვე უთხრა, რომ მიიყვანდა მათ სახლში და ამის შემდეგ გაუსწორდებოდა შალვა მეიფარიანს. როდესაც სახლში ავიდნენ და ბავშვიც აიყვანეს, მან მისი სიძე დავით ჯავახიძე არ გაუშვა სახლიდან. რადგანაც გაუფრთხილდა მას. იქვე უთხრა დავით ჯავახიძემ შალვა მეიფარიანის ნათქვამი სიტყვები ,,დედა ხომ გაგილახეო, ახლა ცოლ-შვილსაც იგივეს ვუზამო და შახტის ,,კლეტში“ გადაგაგდებო და ვერავინ ვერ მოგძებნისო“. მოწმის განმარტებით ერთხელ მასთან მისული იყო ა.წ გარდაცვლილი ზურგის მასაჟის გაკეთების თხოვნით. ტანსაცმლის გახდის დროს დაინახა, რომ შალვა მეიფარიანს თან ჰქონდა იარაღი. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, მოწმის განმარტებით იგი შემთხვევის დროს იმყოფებოდა სახლში და არ იცი მომხდარი ფაქტის შესახებ.
მოწმის ვერა ჯავახიძის ჩვენებით ირკვევა, რომ დავით ჯავახიძე არის მისი მაზლისშვილი. მისი დიდი იმედი ჰქონდათ, იგი ეხმარებოდათ ყველაფერში, ძალიან განიცადა და ძალიან დააკლდა ბრალდებული მისი დაკავების შემდეგ. განმარტავს, რომ ა.წ გარდაცვლილმა შალვა მეიფარიანმა მძიმედ სცემა დავით ჯავახიძის დედა და იმუქრებოდა დავით ჯავახიძის მისამართითაც, რომ გაუსწორდებოდა მას. მასთან საუბარში შალვა მეიფარიანმა ერთხელ თქვა, რომ ,,ჯავახიძის ოჯახს არ შევურიგდები და რომელიც მოასწრებს ის მოკვდებაო“. შალვა მეიფარიანი ფიზიკურად ძალიან ძლიერი პიროვნება იყო და მისი შიშით ვერავინ ვერ ბედავს სიმართლის თქმას, რადგანაც ყველას ეშინოდა მისი. ერთ-ერთ საღამოს დაინახა ა.წ გარდაცვლილი, რომელიც ვიღაც უცხო პიროვნებას ეუბნებოდა ,, ეს ოჯახი ა.წ გარდაცვლილი მალხაზ ჯავახიძის არის, რომელსაც მალე მივუწვენ გვერდში მის შვილს დავით ჯავახიძესო“. ვ. ჯავახიძის განმარტებით შემთხვევის დღეს, ბრალდებული მისივე თხოვნით იმყოფებოდა მასთან სახლში და შეუკეთა წყლის ონკანი. როდესაც, დ.ჯავახიძე მივიდა მასთან სახლში მან თავად ჩამოართვა მას ქურთუკი და ჩამოკიდა საკიდზე, მოწმის განმარტებით მას რაიმე საგანის ქურთუკის ჯიბეში არსებობა არ შეუმჩნევია. იგი ეხვეწებოდა დავით ჯავახიძეს დარჩენილიყო მასთან სახლში, მაგრამ მან არ დაუჯერა მას და დაახლოებით თორმეტს რომ აკლდა თხუთმეტი წუთი გავიდა მისი სახლიდან. განმარტავს, რომ დავით ჯავახიძის ხელში რაიმე სახის იარაღი არასოდეს შეუმჩნევია და ისიც იცის, რომ დავით ჯავახიძეს არასოდეს რაიმე ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია.
,,შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ,,შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ტყიბულში თაბუკაშვილის ქუჩის N13-ში მდებარე ,,შპს საქნახშირის ჯი-აი-ჯის ჯგუფის მინდელის“ სახელობის შახტის ეზოს ,,საქნახშირის“ ჭიშკრისაკენ მიმავალი გზიდან 12.5 მ-სი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოყვითალო ფერის მასრა, რომლის დოლურაზედაც იკითხება სავარაუდოდ ქარხნულად ამოტვიფრული შემდეგი აღნიშვნები ,,KSR 9mm P.A.K”. საავტომობილო გზის პარალელურად ერთგვარად შემაღლებული მიწაყრილიანი გვერდულია, რომელთანაც განთავსებულია ავტომანქანები. ხსენებული შემაღლების დასაწყისში ბეტონის კონსტრუქციის ბარდიურის კიდის გასწვრივ, რომელიც ნაწილობრივ დაფარულია მიწაყრილით ბეტონის ზედაპირის მქონე ცენტრალური საავტომობილო გზის კიდიდან ჩრდილოეთით 3.85 მ-ის მოშორებით ხოლო შპს საქნახშირის ჭიშკრიდან 7.5 მეტრის მოშორებით აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მცირე ზომის მოყვითალო ფერის მასრა მასრის დოლურაზე აღნიშვნით ,,KSR 9mm P.A.K” მასრის ჩარჩოზე ანალოგიურად წრიულად აღინიშნება მუქი ფერის ზოლი მასრა დაილუქა (პაკეტი N2 FCD-687515) პირველი და მეორე მასრების აღმოჩენის მასრებს შორის მანძილი 11.8 მეტრია დათვალიერება გაგრძელდა უშუალოდ შპს ,,საქნახშირის“ ტერიტორიაზე არსებული ჭიშკართან და ასევე ტერიტორიის ეზოში. ეზოს, როგორც ზემოთ აღინიშნა გააჩნია სამ ფრთიანი ლითონის კონსტრუქციის ჭიშკარი, მარცხენა მხარეს მცირე ზომის კარით, იქვე კართან ხელ მარცხნივ კაპიტალურად ნაგები საგუშაგო ჯიხურია. ხსენებული ჭიშკრის ლითონის კონსტრუქციის მცირე ფრთის ზედაპირთან ბეტონის საფარზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა მცირე ნაწვეთების სახით, საიდანაც ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა სპეციალური საშუალებების გამოყენებით და ნიმუში დაილუქა სპეციალური ნუმერირებულ პაკეტში (პაკეტი N3 MCI 366428) ასეთივე მცირე ზომის მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები შეინიშნება ჭიშკრის მარცხენა დიდი ფრთის მარცხენა ნაწილში, მცირე ნაშხეფების სახით. ზემოთ აღნიშნული ჭიშკრიდან უშუალოდ შპს ,,საქნახშირის“ ეზოში ასფალტის ზედაპირზე ჭიშკრიდან 3.4 მ-ის მოშორებით აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ნიმუში სისხლის ამგვარი ლაქიდან (პაკეტი N4 FCI 366426) ასეთივე ლაქა აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ჭიშკრიდან 7.6 მეტრის მოშორებით (პაკეტი N5 FCI 366427) შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ,,აუდის“ მარკის ,,ა4“ მოდელის მუქი მოლურჯო ფერის ,,BB-330-ZZ” სახელმწიფო ნომრის ავტომანქანა ეკუთვნოდა შალვა მეიფარიანს. ავტომანქანის ძრავი გამორთულ მდგომარეობაშია, საბურავები დაუზიანებელია, ავტომანქანის კარებები მიხურულ მდგომარეობაშია, ექსპერტების მონაწილეობით დეტალურად დათვალიერდა ზემოთ ხსენებული ავტომანქანა, მისი საბარგული, სალონში არსებული წინა პატარა საბარგული და სათავსოები, რაც დასურათდა დეტალურად. ავტომანქანის სალონში აღმოჩენილი იქნა ხსენებული ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა გაცემული სიცოცხლე რეხვიაშვილის სახელზე, დათვალიერებისას ავტომანქანის საჭიდან აღებული იქნა ანაწმენდების ნიმუშები ( პაკეტი N6 FCI 366420) ასევე ანაწმენდის ნიმუში აღებული იქნა ავტომანქანის გადაცემათა კოლოფის ბერკეტიდან (პაკეტი N7 FCI 366422) აღებული იქნა ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის (პაკეტი N8 FCI 366421) წინა მარჯვენა სავარძლის (პაკეტი N9 FCI 366423) უკანა სავარძლის მარცხენა მხარის (პაკეტი N10 366424) და უკანა სავარძლის მარჯვენა ნაწილის (პაკეტი N11 FCI 366425) შემთხვევის ადგილიდან, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: ,,ორი ცალი მასრა, სისხლის მაგვარი ლაქები, ანაწმენდებისა და მიკრო ნაწილაკების ნიმუშები სულ 11 პაკეტად“ ოქმის თანახმად ,,ამოღებული ნივთები და საკვლევი ობიექტები დაილუქა სპეციალურ საექსპერტო პაკეტებში. მათზე შესრულდა შესაბამისი ხელმოწერები და აღნიშვნები“ .
ქალაქ ტყიბულში, ,,ევექსისი რაიონული საავდმყოფოში“ გამომძიებლის მიერ, 2017 წლის 29 მარტს ჩატარებული დათვალიერების ოქმის თანახმად, ირკვევა, რომ ,,საავადმყოფოს სარეგისტრაციო ჟურნალში მე-4 გვერდზე N49 გრაფაში გაკეთებულია... ჩანაწერი ,,მეიფარიანი შალვა იმერეთის ქუჩა 27, ანკეტის ნომერი 7-445 პ/ნ 41001004160, დაბადების თარიღი 25.06.1969, ვიზიტის თარიღი 29.03.17 00:50 სთ, დიაგნოზი გვამი, ექიმი ნ.კილაძე. აღნიშნული გვერდი დაქსეროქსებული იქნა და ასლი დაერთო საქმეს ექიმმა ნანა კილაძემ ასევე წარმოადგინა შალვა მეიფარიანის კუთვნილი ,,NOKIA-ს ფირმის მობილური ტელეფონი და ასევე ,,SAMSUNG-ის ფირმის მობილური ტელეფონი“ რომელიც ამოღებული იქნა და დაილუქა პოლიეთილენის პარკში N33 ბეჭდით ,,პაკეტებისათვის“ ასევე წარმოადგინა და დათვალიერებული იქნა ავტომანქანის პულტიანი გასაღები, რომელიც ჩამოკიდებულია ,,AUDI-ს“ ფირმის ე.წ ბრელოკზე. აღნიშნული გასაღები დაერთო საქმეს. ოქმი ხელმოწერილია დამსწრე პირების მიერ. ასევე საავადმყოფოში გამომძიებლის მიერ 2017 წლის 29 მარტს დათვალიერებული იქნა საავადმყოფოში არსებული სამედიცინო ბარათი N531 პაციენტთან გამოძახების სამედიცინო ბარათი, რომელშიც დაფიქსირებულია პაციენტი შალვა მეიფარიანი, პ/ნ 41001004160. ოქმის თანახმად, აღნიშნულ ბარათს გაუკეთდა ქსეროასლი და დაერთო საქმეს. ოქმი ხელმოწერილია დამსწრე პირების მიერ.
საქმეში არსებული 2017 წლის 29 მარტს, გამომძიებლის მიერ შედგენილი ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ,,2017 წლის 29 მარტს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური დეპარტამენტის შენობაში, შალვა მეიფარიანის გვამიდან ექსპერტ კრიმინალისტები გიორგი აბჟანდაძისა და ბაკურ ურუშაძის მიერ აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის თითებიდან კანის ნახჭის ანაბეჭდები, რომელიც გადატანილი იქნა დაქტილო ბარათზე და დაილუქა ექსპერტიზის NFCI 405198 პოლიეთილენის პარკში. აღნიშნულ ფაქტზე გაკეთებული არის ხელმოწერები“. საპროცესო მოქმედების დროს მონაწილე პირებისაგან რაიმე სახის შენიშვნა შესწორება ოქმის თანახმად არ შესულა. ასევე, 2017 წლის 29 მარტს ნიმუში აღების ოქმის თანახმად, შალვა მეიფარიანის გვამიდან აღებული იქნა თმისა და ფრჩხილების ნიმუშები და ანაწმენდები, სისხლის ნიმუშის აღების დროს ოქმის თანახმად, გამოყენებული იქნა 0.5 გრამიანი საინექციო შპრიცი. იგი აღებული იქნა ექსპერტ შოთა თათვიძის მიერ, დაილუქა ექსპერტიზის N 0209197. ხოლო, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილები ექსპერტიზის N0209195 ნომრით, პოლიეთილენის სპეციალურ პაკეტში. შალვა მეიფარიანის გვამიდან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის გულის ანაწმენდები და საკონტროლო ნიმუშები დაილუქა ექსპერტიზის N0209196 ნომრით, პოლიეთილენის სპეციალურ პაკეტში. გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში დაილუქა, ექსპერტიზის N0209198 ნომრით, პოლიეთილენის სპეციალურ პაკეტში. ოქმის თანახმად, საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება ან განცხადება არ შესულა.
გვამის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედებებისას გამოყენებულია ტექნიკური საშუალებები კერძოდ: გვამი დასურათებული იქნა ციფრული ფოტოაპარატით და გამოყენებული იქნა სამედიცინო ხელსაწყოები. შალვა მეიფარიანის გვამის ტანსაცმელი დაილუქა ექსპერტიზის ბიუროს N0279056 ნივთმტკიცებათა პოლიეთილენის პარკში 01 პაკეტად. ასევე გვამი დასურათებული იქნა ციფრული ფოტოაპარატით“. ოქმის თანახმად, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ,,შ. მეიფარიანის გვამს ტანთცმული შავი ქურთუკი, ყავისფერი სვიტერი, შავი სვიტერი, მწვანე მაისური, შავი შარვალი, შვი ფეხსაცმელი, შავი წინდები, შვი ტრუსი თეთრი ზოლებით, შავი ქსოვილის ქუდი“. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება ან განცხადება არ შესულა. ექსპერტიზის დეპარტამენტში გამომძიებლის მიერ, იმავე დღეს შედგენილი იქნა დათვალიერების ოქმი სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მონაწილეობით. დათვალიერების შედეგად შალვა მეიფარიანის გვამის რბილი ქსოვილიდან ამოღებული იქნა მორუხო-მოვერცხლისფრო ფერის მეტალის უცხო სხეული, რომელიც დაილუქა ექსპერტიზის ბიუროს ნივთმტკიცებათა N0209190 პოლიეთილენის პარკში 01 პაკეტად. დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების გამომძიებელ ირაკლი ფერაძისა და ექსპერტის შოთა თათვიძის მიერ.
საქმეშია არსებული 2017 წლის 29 მარტს გამომძიებლის მიერ შედგენილი ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექსპერტისა და მოწმე დავით ჯავახიძის მონაწილეობით ამ უკანასკნელის თანხმობით აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელიდან ანაწმენდის ნიმუშები, რომელიც თავის საკონტროლო ნიმუშთან ერთად მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო სპეციალურ პოლიეთილენის N FCI 366378 პაკეტში. ასევე, პირიდან სპეციალური ჩხირის მეშვეობით აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც მოთავსდა ქაღალდი კონტეინერში და დაილუქა საექსპერტო სპეციალურ პოლიეთილენის NFCI366377 პაკეტში. ოქმის სისწორე დადასტურებულია მათში მონაწილე პირების ხელის მოწერით.
საქმეში არსებული N750829 შეტყობინებით დადასტურებულია, რომ ტყიბულის რაიონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილს ელ- სმენით დაუკავშირდა შერმადინ მეიფარიანი და აცნობა, რომ ,,2017 წლის 29 მარტს, პოლიციის მუშაკების მიერ, მისი ძმის, შალვა მეიფარიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ქ.ტყიბულში, იმერეთის ქუჩა N27-ში მდებარე მისი ძმის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ სახლში ჩხრეკის დასრულებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ ფარდულის დალაგებისას იპოვა პოლიეთილენის პარკში ჩადებული შვი ფერის ცეცხლსასროლი იარაღი, მინის ქილაში მოთავსებული კაფსულ დეტონატორები, ასევე, მინის ქილაში მოთავსებული პოლიეთილენის პარკში არსებულ ორ ცალ ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის ბალახისებრი ნივთიერება და ასევე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის ბალახისებრი ნივთიერება. განაცხადა, რომ უნდა აღნიშნულის ნებაყოფლობით წარმოდგენა და ითხოვა ადგილზე პოლიციის მისვლა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, დათვალიერებული იქნა ა.წ გარდაცვლილი შალვა მეიფარიანის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები. რა დროსაც, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა პისტოლეტი მჭიდითა და ერთი ვაზნით (პაკეტი N1), მინის ქილაში მოთავსებული ორ პაკეტად შეფუთული მომწვანო მორუხო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა და მცირე ფურცელი ჩანაწერებით (პაკეტი N2), მცირე ზომის ქილაში მოთავსებული წვრილი სადენები და სამი ცალი კაფსულ დეტონატორი (პაკეტი N3) პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის მასა (პაკეტი N4). დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთები და ნივთიერებები დაილუქა 4 პაკეტად N33 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. აღნიშნული ნივთები და ნივთიერებები ნებაყოფლობით იქნა წარდგენილი შერმადინ მეიფარიანის მიერ. ოქმის სისწორე დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელის მოწერით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს განემარტათ ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი და წესი, მათი უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, რომ შეუძლიათ დასვან კითხვა, მოითხოვონ მოქმედების განმეორება, მონაწილეობა მიიღონ აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტისა თუ კვალის დათვალიერებაში. გამომძიებლის ყურადღება მიაპყრონ მათი აზრით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, გამოთქვან შენიშვნები, ან გააკეთონ განცხადება, რაც შეტანილი იქნება ოქმში. საგამოძიებო მოქმედებებისას გამოყენებული იქნა ტექნიკური საშუალება: ნიკონის ფირმის ციფრული ფოტოაპარატი, ხელის ფარანი. ოქმის თანახმად, ,,ბრალდებულმა დავით ჯავახიძემ თანხმობის განაცხადა, მისი ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით მონაწილეობის მიღებაზე. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტები გიორგი ქავთარაძე და კახაბერ ცერცვაძე. ბრალდებულის ბადრაგირებას ახორციელებდნენ ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები სერგი ცქიფურიშვილი და დავით ფორჩხიძე. ოქმში მითითებულ ექსპერიმენტში მონაწილე პირების თანდასწრებით წაუკითხა მის მიერ 2017 წლის 01 აპრილს ბრალდებულის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენება შალვა მეიფარიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით და მიეცა წინადადება დაეზუსტებინა ან დაედასტურებინა ჩვენება, რაზეც დავით ჯავახიძემ განუცხადა, რომ იგი სრულად ადასტურებს მის მიერ მიცემულ ჩვენებას და საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით მიუთითებს ჩვენებაში აღნიშნულ დეტალებს. აღნიშნულის შემდეგ, ოქმში აღნიშნულ პირებთან ერთად, სამსახურეობრივი ავტომანქანებით დავით ჯავახიძის მითითებით ტყიბულის რაიონული სამმართველოდან, რუსთაველის ქუჩისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გავლით მივიდნენ რ. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ,,მინდელის სახელობის შახტის ზემო შესასვლელი ჭიშკრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჭიშკრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს დაახლოებით 25 მეტრის დაშორებით გაუქმებულ რკინიგზაზე მიუთითა ადგილი, სადაც ელოდებოდა შალვა მეიფარიანის მისვლას. აღნიშნულის შემდეგ, ამ ადგილიდან დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით საავტომობილო გზის გვერდულზე მიუთითა ადგილი, სადაც შალვა მეიფარიანმა გააჩერა მანქანა და გადმოვიდა ავტომანქანიდან. აღნიშნული ადგილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 მ-ში დავით ჯავახიძემ მიუთითა შალვა მეიფარიანის მიმართ თანქონებული პისტოლეტიდან გასროლის ადგილი და მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ გაისროლა პირველად შალვა მეიფარიანის მიმართულებით გულმკერდის არეში. აღნიშნულის შემდეგ, მან მიუთითა ადგილი, შახტის ჭიშკრის მიმართულებით, საითაც გაიქცა შალვა მეიფარიანი, რა დროსაც, მისდია მას და შემდეგ ადგილი, სადაც მოახდინა მეორე გასროლა ამ უკანასკნელის მიმართულებით ზურგის არეში და მოახდინა მეორე გასროლის დემონსტრირებაც. ამის შემდეგ დავით ჯავახიძემ მიუთითა მიმართულება რა გზითაც დატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა საკუთარი რ. თაბუკაშვილის N38 ბინისკენ. აღნიშნულის შემდეგ, დავით ჯავახიძემ მიიყვანა რ. თაბუკაშვილის ქუჩა N38 ბინაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც შესასვლელში არსებულ კედელში ჩასმულ ხის კართან სათავსოზე განმარტა, რომ აღნიშნულ სათავსოში ჰქონდა შენახული პისტოლეტი, რომლითაც მოკლა შალვა მეიფარიანი. ამის შემდეგ დავით ჯავახიძემ საგამოძიებო ჯგუფი მიიყვანა ვალერი ოსტრეიკოს ბინაში მდებარე რ. თაბუკაშვილის ქუჩა N23-ში და დიდ საძინებელ ოთახში მიუთითა ტანსაცმელების ხის კარადის მარჯვენა ქვედა თაროზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილად, საბნის ქვემოთ გადამალა შალვა მეიფარიანის მკვლელობის პისტოლეტი, ვაზნები და სხვა ნივთები, რომლებიც ამოღებული იქნა ჩხრეკისას. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მიმდინარეობდა ფოტოგადაღება ნიკონის ციფრული ფოტოაპარატით. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება და განცხადება არ გაკეთებულა. ოქმის სისწორე დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელის მოწერით.
საქმეში არსებული 2017 წლის 01 აპრილის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმის თანახმად ,,ტყიბულის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა ლევან ქარქაშაძემ შევადგინე წინამდებარე ოქმი მასზედ, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N088290317001 საქმეზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის დავით სიმონიას მიერ 2017 წლის 01 აპრილს გამოტანილი დადგენილების საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედების - ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერის გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარების შესახებ, დღეის რიცხვს 18:10 სთ-დან 18:18 სთ-მდე პერიოდში SAMSUNG-ის ფირმის G2 პრაიმის მოდელის 352820087636220001 და 35282108763620801 იმეი კოდის მობილური ტელეფონით, რომელსაც გააჩნია აუდიო და ვიდეო ჩანაწერის ფუნქცია, ქ.ტყიბულში თაბუკაშვილის ქუჩა N38/23-ში მდებარე ვალერი ოსტრეიკოს საცხოვრებელ ბინაში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების-პირის გამოკითხვის ჩატარების მიზნით მოხდა ტყიბულის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ლევან ქარქაშაძის და დავით მერაბის-ძე ჯავახიძის (დაბ. 16.01.1984 წელს, მცხ. ქ.ტყიბული თაბუკაშვილის ქუჩა N38/36-ში, პ/ნ 41001006411) შეხვედრა, რა დროსაც განხორციელდა აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რაც გაგრძელდა 07 წუთი და 54 წამით, ხოლო ჩანაწერის მოცულობა შეადგენს 693 MB. შეხვედრის დროს დავით ჯავახიძემ განმარტა, რომ შალვა მეიფარიანთან წლების მანძილზე ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, რა დროსაც შალვა მეიფარიანი მას და მისი ოჯახის წევრებს აყენებდა შეურაცხყოფას, ასევე ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ცემა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა დედამისს. საუბრისას მანვე მიუთითა მათ შორის აღნიშნული კონფლიქტური ურთიერთობის წარმოშობის მიზეზებზე და განმარტა, რომ 2017 წლის 28 მარტს, ღამით შალვა მეიფარიანს დახვდა ქ.ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეხვდა მას, დაუძახა, ხოლო შემდეგ ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ესროლა მას ერთჯერ, რის შემდეგაც შალვა მეიფარიანი გაიქცა, ხოლო მან უკნიდან კიდევ ესროლა მეორე ტყვიაც, აღნიშნულის შემდეგ კი დანაშაულის ჩადენის იარაღით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პერსონალური კომპიუტერის საშუალებით, მობილური ტელეფონიდან აუდიო-ვიდეო ჩანაწერი გადატანილი იქნა DVD-R დისკზე და დაილუქა საიდუმლო პაკეტში N33 ლუქის ბეჭდით ,,01“ პაკეტად.” ოქმის სისწორე დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის მიერ, ოქმზე ხელის მოწერით.
საქმეში არსებული 2017 წლის 12 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად ,,შპს საქნახშირის ჯი-აი-ჯი ჯგუფის, მინდელის სახელობის შახტის ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარმა სპეციალისტმა თამაზი მიქაბერიძემ CD დისკზე წარმომიდგინა მინდელის სახელობის შახტის მეორე მთავარი შესასვლელი ჭიშკრის სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები ხუთ ფაილად. პირველი ფაილი მოიცავს მიდინარე წლის 00.03.43 სთ ჩანაწერს აჩქარებულ რეჟიმში და ვიდეოს ხანგრძლივობაა 01 წამი. მეორე ფაილი მოიცავს 00.04.24 სთ ჩანაწერს აჩქარებულ რეჟიმში და ვიდეოს ხანგრძლივობა 17 წამი. მესამე ფაილი მოიცავს 00:09:24 სთ ჩანაწერს აჩქარებულ რეჟიმში და ვიდეოს ხანგრძლივობა 08 წამი. მეოთხე ფაილი მოიცავს 00:11:53 სთ ჩანაწერს აჩქარებულ რეჟიმში და ვიდეოს ხანგრძლივობაა 17 წმ. მეხუთე ფაილი მოიცავს 00:16:51 სთ ჩანაწერს აჩქარებულ რეჟიმში და ვიდეოს ხანგრძლივობაა 19 წმ.
CD დისკი ჩაიდო ქაღალდის კონვერტში და დაილუქა იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის N33 ბეჭდით ,,პაკეტებისათვის“ ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. CD დისკი დაერთო ოქმს. საგამოძიებო მოქმედების დროს რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება და განცხადება არ გაკეთებულა.“ ოქმის სისწორე დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელის მოწერით.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, N001771817 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,მოქ. შალვა მეიფარიანის სიკვდილის მიზეზია შინაგანი ორგანოების ზოგადი მწვავე სისხლნაკლებლობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ არსებული ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობით დაზიანებული გულმკერდის (გული, მარცხენა და მარჯვენა ფილტვი) ორგანოებიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად.
შალვა მეიფარიანის გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: ბრამა ცეცხლნასროლი ჭრილობა პირობითად N2 შემავალი ხვრელით გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ შუა მესამედში ბეჭის ხაზზე, ტერფის ძირიდან 130სმ დაშორებით, კანის, კანქვეშ ცხიმოვან ქსოვილების დაზიანებით, (ჭრილობის დასაწყისში და მიმდებარე რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით), X ნეკნის ზედა კიდის ბეჭის ხაზზე, პარიესულ პლევრის დაზიანებით შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, (მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით), მარცხენა ფილტვის ქვედა ნაწილის, გულის პერანგის და გულის გამჭოლად დაზიანებით, მარჯვენა ფილტვის შუა წილის, პარიესული პლევრის და მარჯვნივ 8-9 ნეკნთაშორის კუნთების დაზიანებით ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან-წინ, მცირედ ქვემოდან-ზემოთ, მარცხნიდან-მარჯვნივ. სისხლნაჟღენთი გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ შუა მესამედში ლავიწის წინა ხაზზე, ტერფის ძირიდან 133 სმ-ის დაშორებით-განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან.
შალვა მეიფარიანის გვამზე ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა პირობითად N1 შემავალი ხვრელით გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ზედა მესამედში იღლიის წინა და ლავიწის უკანა ხაზებს შორის, ტერფის ძირიდან 143სმ დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების დაზიანებით (ჭრილობის დასაწყისში მიმდებარე რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით), მკერდის დიდი კუნთის გამჭოლად და იღლიის ფოსოს რბილი ქსოვილების დაზიანებით, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. გამომავალი ხვრელით-გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ზედა მესამედში იღლიის უკანა ხაზზე ტერფის ძირიდან 145 სმ-ის დაშორებით- ჭრილობა პირობითად N3-ში. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, მცირედ ქვემოდან-ზემოთ ოდნავ მარჯვნიდან-მარცხნივ-განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში, იზოლირებულად აღებული ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან.
სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ. სროლის მანძილის დაზუსტების მიზნით, მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის გამოკვლევა, რომელიც დაზიანებათა მიყენების მომენტში ფარავდა ზემოთ აღნიშნულ მიდამოებს და წარმოადგენდა დაზიანებათა პირველ (გარეთა) შრეს.
მიღებული დაზიანებების შედეგად შალვა მეიფარიანს შეეძლო მიზანმიმართული მოქმედებები (ეყვირა, ემოძრავა) მანამ სანამ არ დაკარგავდა გონებას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის N003480217 დასკვნით დადასტურებულია, რომ ,,სეროლოგიური და გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: ,,-პაკეტში, წარწერებით: ,,....შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... შ.პ.ს ,,საქნახშირის“ ეზოს ჭიშკრის ზღურბლთან აღმოჩენილი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუსი....“, ,,...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... შ.პ.ს ,,საქნახშირის“ საგუშაგო ჯიხურთან ეზოში აღმოჩენილი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში..“ და ,,....შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... შ.პ.ს ,,საქნახშირის“ ეზოში ასფალტის ზედაპირზე აღმოჩენილი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში...“ მოთავსებულ ჩხირებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები ( ობ. N1-3 ) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შალვა მეიფარიანს (ობ. N36; პაკეტი, წარწერით: ,,...შალვა მეიფარიანის გვამიდან აღებული სისხლის 01 ნიმუში...“);
პაკეტში წარწერით: ,,...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... ,,BB-330-ZZ” სახ. ნომრის ავტომანქანის საჭიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი და პაკეტში წარწერით : ,,...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ... ,,BB-330-ZZ” ავტომანქანის გადაცემათა კოლოფის ბერკეტიდან აღებული ანაწმენდი...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. N5) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის შალვა მეიფარიანს (ობ. N36) ობ. N50ის პროფილის მინორული წილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
-პაკეტში, წარწერით: ,,... ჟ. გუბელაძის საცხოვრებელ სახლში შერმადინ მეიფარიანის მიერ წარმოდგენილი პისტოლეტი ლულის გარეთა ჩარჩოზე წარწერით ,,WOLTRA PROFESSIONAL MOD.95CAL. 9MM P.A” ერთი მჭიდით ა და მოყვითალო ფერის ერთი ცალი ვაზნით...“ მოთავსებულ პისტოლეტისმაგვარ საგანზე (ობ. N6) და მჭიდზე (ობ. N7) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. მჭიდში მოთავსებულ ვაზნაზე (ობ. N8) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცეტრაცია არ აღმოჩნდა;
-პაკეტში, წარწერით: ,,...ვალერი ოსტრიეკოს ბინის ჩხრეკისას, დავით ჯავახიძის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი და ამოღებული პისტოლეტი კაბურით, მუყაოს კოლოფი მასში მოთავსებული კონტეინერით და 45 ვაზნით, ორი ცალი ვაზნით, ექვსი მასრით და შვიდი ცალი მეტალის პატარა ზომის დეტალი“. მოთავსებულ პისტოლეტისმაგვარ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. N10) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის დავით ჯავახიძეს (ობ. N35; პაკეტი, წარწერით: ,,...დავით ჯავახიძის ნერწყვის ნიმუში...“) ობ. N10-ის პროფილის მინორულ წილში, შალვა მეიფარიანის (ობ. N36) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
აღნიშნულ პისტოლეტისმაგვარ საგანში მოთავსებულ მჭიდზე (ობ. N10ა) და ამავე პაკეტში მოთავსებულ მოყვითალო ფერის მუყაოს კოლოფზე (ობ. N11) კოლოფში არსებულ ვაზნების ჩასადებსა და ვაზნებზე (ობ. N12) ორ ცალ ვაზნაზე (ობ. N13) ექვს ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე პაკეტში მოთავსებულ პისტოლეტის ჩასადებზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაიფორმატიულია;
-პაკეტსი, წარწერით: ,,...დავით ჯავახიძისგან ამოღებული ტანსაცმელები...“ მოთავსებულ კაპიუშონიან ჟაკეტზე (ობ. N16) და შარვალზე (ობ. N17) არსებული მოშავო-მოყავისფრო ლაქები, სისხლს არ წარმოადგენს. აღნიშნულ შარვალზე არსებული ბიომასალის (ობ. N18) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის დავით ჯავახიძეს (ობ. N35) ობ. N18-ის პროფილში, შალვა მეიფარიანის (ობ. N36) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. შარვალზე არსებული ადამიანის თმის ღერების (ობ. N18ა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დავით ჯავახიძეს (ობ. N35).
ამავე პაკეტში მოთავსებულია ჯილეტზე- სისხლსა და სხვა ბიომასალაზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება;
პაკეტში, წარწერით: ,,...შალვა მეიფარიანის გვამიდან ამოღებული ტანსაცმელი...“ მოთავსებული ქურთუკზე (ობ. N19) როლინგზე (ობ. N20) სვიტერზე (ობ. N21) მაისურზე (ობ. N22) შარვალზე (ობ. N23) ქვედა საცვალზე (ობ. N24) ქუდზე (ობ. N25) ერთ-ერთ წინდაზე (ობ. N26) და ერთ-ერთ ფეხსაცმელზე (ობ. N27) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შალვა მეიფარიანს (ობ. N36).
-პაკეტში, წარწერით: ,,...შერმადინ მეიფარიანის გვამიდან აღებული ხელის ფრჩხილების ნიმუშები...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე (ობ. N28,29)და პაკეტში, წარწერით: ,,...შალვა მეიფარიანის გვამიდან აღებული ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N30,31) არსებული ღია მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, (ობ. N28-31-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შალვა მეიფარიანს (ობ. N36).
პაკეტში, წარწერით: ,,...შერმადინ მეიფარიანის მიერ წარმოდგენილი მცირე ზომის მინის მწვანეხუფიანი ქილა მასში მოლურჯო და მოთეთრო ფერის წვრილსადენიანი სამი ცალი კაფსულდეტონატორით...“ მოთავსებულ ერთ-ერთ ელექტრო დეტონატორზე არსებული ბიომასალის (ობ. N32) შერეულ გენეტიკურ პროფილში, დავით ჯავახიძისა (ობ.N35) და შალვა მეიფარიანის (ობ. N33,34) შერეული გენეტიკური პროფილები, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.“
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N004361317 დასკვნით დასტურდება, რომ 1. ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შალვა მეიფარიანის შარვალზე, ქურთუკზე, მოყავისფრო სვიტერზე, მოშავო ფერის ვიტერზე, წინდებზე ტრუსზე, ქუდზე და პაკეტში წარწერით ,,...დავით ჯავახიძისგან ამოღებული ტანსაცმელები“ მოთავსებულ ჟილეტზე, ჟაკეტზე და შარვალზე არ აღინიშნება ურთიერთგარდამავალი ბოჭკოების მიკრონაწილაკები; სალვა მეიფარიანის მაისურის ზედაპირი ბოჭკოების მიკრონაწილაკების გამოსაკვლევად უვარგისია დასკვნის კვლევითი ნაწილში მითითებული მიზეზის გამო.
2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შალვა მეიფარიანის მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ფრჩხილების გადანაჭრებში არ აღინიშნება პაკეტში წარწერით ,,...დავით ჯავახაძისგან ამოღებული ტანსაცმელები“ მოთავსებული ჟილეტის, ჟაკეტის და შარვლის ქსოვილების ნართის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები.
3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანა ,,აუდის სახელმწიფო ნომრით BB-330-ZZ” წინა მარცხენა სავარძლის საზურგის, წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის, უკანა მარცხენა სავარძლის დასაჯდომის, უკანა მარცხენა სავარძლის საზურგის, უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგის და უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირებიდან ამოღებულ სპეც. წებოვან ფირფიტებზე არ აღინიშნება პაკეტში წარწერით ,,...დავით ჯავახიძისგან ამოღებული ტანსაცმელები“ მოთავსებული ჟილეტის, ჟაკეტის და შარვლის ქსოვილების ნარტის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანა ,,აუდის სახელმწიფო ნომრით ,,BB-330-ZZ” წინა მარჯვენა სავარძლის საზურგის და წინა მარცხენა სავარძლის საზურგის ზედაპირებიდან ამოღებულ სპეც. წებოვან ფირფიტებზე აღინიშნება მორუხო-მოშავო ფერის პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება შალვა მეიფარიანის მოშავო ფერის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელი შესაბამის ბოჭკოებთან;
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანა ,,აუდის სახელმწიფო ნომრით ,,BB-330-ZZ”“ წინა მარჯვენა სავარძლის საზურგის და წინა მარცხენა სავარძლის საზურგის ზედაპირებიდან ამოღებულ სპეც. წებოვან ფირფიტებზე აღინიშნება მოიისფრო-მოშავო ფერის პოლიაკრილის ბოჭკოკები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება შალვა მეიფარიანის ქუდის ქსოვილის ნართის შემადგენელი შესაბამის ბოჭკოებთან;
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანა ,,აუდის სახელმწიფო ნომრით ,,BB-330-ZZ” წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომის, უკანა მარცხენა სავარძლის დასაჯდომის, უკანა მარცხენა სავარძლის საზურგის, უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგის და უკან მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირებიდან ამოღებულ სპეც. წებოვან ფირფიტებზე არ აღინიშნება შალვა მეიფარიანის ტანსაცმლის ქსოვილების ნართის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები“.
საქმეში არსებული, 2017 წლის 8 აგვისტოს ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ექსპერტიზის N004576917 დასკვნის თანახმად,, 1. წარმოდგენილ, გარდაცვლილ შალვა მეიფარიანის ტანსაცმელზე (ფეხსაცმელზე)-არსებული ხანგრძლივი ექსპლუატაციის ცვეთის ნისნების და კვლების, საერთო გაჭუჭყიანების და მეტნაკლებად ინტესიობით გამოხატული სისხლის მაგვარი ლაქების და ქსოვილის (სავარაუდოდ სისხლით) გაჟონვის, ასევე ბიოლოგიური კვლევისას ნიმუშების ამოჭრის ფონზე- ხევის და რღვევის ხასიათის დაზიანებაგამოვლენილი არ ყოფილა თუ არ ჩავთვლით მაღალყელიანი მუქი ფერის ჯემპრზე და მოკლესახელოებიანი მაისურზე შესაბამისად მარცხენა მხრის ზედა ნაკერზე და მაისურის ორივე იღლიან მონაკვეთში მცირედი (სავარაუდოდ ექსპლუატაციით განვითარებული) რღვევის ნიშნები.
ბრალდებულ დავით ჯავახიძის ტანსაცმელზე აღინიშნა გარკვეული ექსპლუატაციის ცვეთის მცირე ნიშნები ასევე ბიოლოგიური კვლევისას ნიმუშების ამოჭრის კვლების ფონზე, მათზე ხევის, რღვევის ან სხვა სახის მექანიკური დაზიანების კვლები გამოვლენილი არ ყოფილა“.
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ,,...შერმადინ მეიფარიანის მიერ გამოძიებისათვის წარმოდგენილი პისტოლეტი წარწერით ,,WOLTRA PROFESSIONAL MOD.95. 9MM P.A” მჭიდით, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ (თურქული წარმოების) 9მმ, კალიბრის თავდაცვითი დანიშნულების, გლუვლულიანი-აირის, ხმოვანი (ფუჭი) ტრამვატულ-რეზინის ბურთულებისა და საფანტის ვაზნების გასროლის შესაძლებლობის მქონე- ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც მიუხედავათ გარკვეული ტექნიკური ხარვეზისა ვარგისია გასროლების საწარმოებლად. მისგან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ. პისტოლეტის მჭიდში მოთავსებული ხსენებული ანუ დანიშნულებისათვის კონსტრუქციულად განკუთვნილი და რეზინის ბურთულით მქონე დაზიანებული ანუ სავარაუდოდ მტყუნების ნიშნების მქონე ვაზნა არსებული მდგომარეობით არ წარმოადგენს საბრძოლო მასალას და უვარგისია დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის (სროლისათვის). ხსენებული (გაუმართავი) ვაზნაზე- კაპსულაზე არსებული საცემის კვლის მიხედვით (პისტონზე ნაჭდევი) განვითარებულია ამავე იარაღის საცემით. ამასთან, გარდა ხსენებულისა ხსენებული იარაღში ნასროლი უნდა იყოს (ექვსი) ყვითელი ფერის მასრიდან-ორი (ფოტოილუსტრაციაშია აღნიშნული ,,B” ნიშნით).
ორი დატენილი მასრა (ფოტოილუსტრაციაში აღნიშნული ,,C” ნიშნით) კვალთა დეტალთა ნიშნების მიხედვით ნასროლია ერთ და იმავე სავარაუდოდ არა წარმოდგენილი იარაღში.
შერმადინ მეიფარიანის მიერ (ქილაში) წარმოდგენილ სამი ცალი (N32; N33 და N34 ობიექტი ) არსებული მდგომარეობით წარმოადგენს სტანდარტული ქარხნული წესით დამზადებული სამხედრო სამეწარმეო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობათა კატეგორიაში შემავალი ელექტროდეტონატორი, რომლებიც დანიშნულების შესაბამისად განკუთვნილია (გამოყენება) ძირითადი ასაფეთქებელი ნივთიერების ასაფეთქებელ საშუალებას და გამოიყენება გარკვეული სახის სამხედრო და სამეურნეო ასაფეთქებელი სამუშაოებისას. აღნიშნულის ვარგისიანობის დადგენა ბიუროში შეუძლებელია, შესაბამისი პირობების არ არსებობის გამო.
ქიმიური ექსპერტიზის №764186 დასკვნით დადასტურებულია, რომ ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დავით ჯავახიძისგან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2 -ის არსებობა დაფიქსირდა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე მცირე ინტესივობით, მარცხენა ხელის ანაწმენდზე საშუალო ინტენსივობით.
ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან სტიბიუმის არსებობა დაფიქსირდა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით, მარცხენაზე საშუალო ინტენსივობით, ბარიუმის არსებობა დაფიქსირდა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით, მარცხენაზე საშუალო ინტენსივობით, ტყვიის არსებობა დაფიქსირდა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით, მარცხენაზე დიდი ინტენსივობით. სპილენძის არსებობა არ დაფიქსირდა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დავით ჯავახიძისგან აღებულ ანაწმენდებზე რკინის მეტალიზაცია დაფიქსირდა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე საშუალო ინტესივობით“.
სასამართლოში დაკითხული იქნენ ექსპერტიზის დასკვნების შედგენაში მონაწილე ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ვალერი ოსტრეიკოს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ პისტოლეტი, მჭიდით წარმოადგენს -სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური (თურქული ფირმა ,,WOLTRA PROFESSIONAL MOD.95. 9MM P.A” მოდელის 9მმ კალიბრის, თავდაცვითი დანიშნულების გლუვლულიანი (სახის და დანიშნულების- ლულა და საცემის კუსტარული შეცვლილ) ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ იარაღს, რომელიც მიუხედავად გარკვეული ტექნიკური ხარვეზისა (მითითებულია დასკვნის კვლევით ნაწილში) ვარგისია გასროლების საწარმოებლად. მისგან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ. იარაღიდან, სასხლეტი კაუჭის დაჭერის გარეშე გასროლა ხორციელდება- მხოლოდ სრულად დაშვებული ჩახმახის კორპუსზე უკნიდან იმპულსური ზემოქმედების (დარტყმის) შედეგად.
გამოსაკვლევი, აირ-ხმოვანი (ფუჭი) 9მმ კალიბრის 45 ვაზნა და ქაღალდის კონვერტში კიდევ ორი ცალი ანალოგიური კონსტრუქციის სახის შეხედულების და მოდელის (აირ გაცლილი) ვაზნა (45+2) წარმოადგენენ- სტანდარტული (ქარხნული ტექნოლოგიით დამზადებულ) ხსენებული მოქმედების თავდაცვითი (და სპორტულ ღონისძიებებში გამოყენების შესაძლებლობის მქონე) არასაბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ ვაზნებს, არსებული მოცემულობით აღნიშნული ვაზნების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შერმადინ მეიფარიანის მიერ გამოძიებისათვის წარმოდგენილი პისტოლეტში. 45 ცალი ვაზნიდან 15 ვარგისი აღმოჩნდა გამოყენებისათვის (დარჩენილი 30 ცალი ვაზნა ვარგისი უნდა იყოს გამოყენებისათვის).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი ცალი მასრა პაკეტებში (N FCD687516 და FCD687515) წარმოადგენს 9-მმ კალიბრის თავდაცვითი დანიშნულების (P.A.K) სტანდარტული იარაღისათვის განკუთვნილ და ამჟამად კუსტარულად გადაკეთებულ (დამზადებული) მასრებს, რომლებიც ნასროლია წარმოდგენილ გადაკეთებულ (ლულა შეცვლილ) იარაღში. არსებული მდგომარეობით (მონაცემთა შესაბამისად) მასრები განკუთვნილი უნდა იყვნენ- საბრძოლო მასალის ერთერთ კომპონენტით.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შალვა მეიფარიანის გვამიდან ამოღებული მეტალის საგანი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ ჭურვს (დიამეტრით 8.7მმ, წონით 6.2 გრ) რაც თავისმხრივ არ გამორიცხავს მათ ( FCD687516-N01) და (FCD687515-N02) პაკეტებში მყოფი ერთერთი (გადაკეთებული) მასრისადმი კუთვნილების შესაძლებლობას. ხსენებული ჭურვი (დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზთა გამო) უვარგისია იდენტიფიკაციისათვის. ამასთან არსებული მდგომარეობით (მონაცემთა შესაბამისად) ის განკუთვნილი უნდა იყვნენ- საბრძოლო მასალის ერთერთ კომპონენტით.
ქაღალდის კონვერტში მოთავსებული, გამოსაკვლევი ექვსი მასრა წარმოადგენს -9მმ კალიბრის თავდაცვითი დანიშნულების (P.A.K) სტანდარტული იარაღისთვის განკუთვნილი და ამჟამად კუსტარულად გადაკეთებული (დამზადებული) მასრებს, რომლებიც (არსებული მახასიათებლების გათვალისწინებით) განკუთვნილი უნდა იყვნენ საბრძოლო მასალის ერთერთ კომპონენტად, აქედან ორი მასრა ნასროლი უნდა იყოს წარმოდგენილი გადაკეთებული (ლულა შეცვლილი) იარაღში (ფოტოილუსტრაცია აღნიშნულია ,,A” ნიშნით).
ქაღალდის კონვერტში მოთავსებული, გამოსაკვლევად შვიდი ცალი ცილინდრული ფორმის, რუხი ფერის მეტალის საგანი (დეტალი) და შალვა მეიფარიანის გვამიდან ამოღებული, მეტნაკლებად დაზიანებული მეტალის რუხი ფერის საგანი ვიზუალურად-სრულად, ყველა მოცემული ტექნიკო-კონსტრუქციული პარამეტრებით და წონით, გარეგნული სახით და მასალით ემსგავსებიან ერთმანეთს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს ხსენებული (7 საგნის) კუსტარული წესით საბრძოლო ვაზნის დამზადებისათვის ჭურვად გამოყენებას. ხსენებული საგნების წარმოშობის (დამზადების) ხასიათის განსაზღვრა შეუძლებელია.
გარდაცვლილ შალვა მეიფარიანის ტანსაცმლიდან მხოლოდ-შვი ფერის დათბილულ ქურთუკზე, მუქი ფერის სვიტერზე მაღალყელიანი მუქი ფერის ჯემპრზე; მომწვანო ფერის მოკლესახელოებიანი მაისურზე-გულმკერდის წინა მიდამოში მარჯვნივ და გულმკერდის უკანა მიდამოში მარცხნივ არსებული დაზიანებანი- ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემავალია და განვითარებულია (გულმკერდის მიდამოში მარჯვნივ ) წინიდან, ხოლო ზურგის მარცხენა მიდამოში კი პირიქით-უკნიდან წინ მიმართულებით, მეტალ-ტყვიის შემცველი ჭურვებით, (შუალედური წინაღობის არ არსებობის შემთხვევაში) არა ახლო მანძილიდან სროლისას.
კონკრეტული განსაზღვრა-შალვა მეიფარიანის ტანსაცმელზე არსებული დაზიანების განვითარება შესაძლებელია თუ არა მის სხეულიდან ამოღებული მეტალის სხეულით-შეუძლებელია, ამასთან თუ გავითვალისწინებთ დაზიანების ზომები, ხასიათი და მეტალიზაციის მონაცემი- ასეთი გამორიცხული არ არის.“
სააპელაციო პალატა იზიარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას დავით ჯავახიძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნები დავით ჯავახიძის უდანაშაულობის შესახებ არ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დავით ჯავახიძის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
დაცვის თანამშრომელის, ხვიჩა ჭეიშვილის ჩვენებით 2017 წლის 28 მარტისა და 29 მარტის ღამის საათებში, რა დროსაც იგი ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას მოესმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა და დაინახა, რომ საწარმოს ჭიშკარში შევიდა შალვა მეიფარიანი და ჩაიმუხლა საგუშაგოსთან; მოწმის სახით დაკითხული ტყიბულის პოლიციის სამმართველოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის - სერგო ცქიფურიშვილის ჩვენების თანახმად 2017 წლის 01 აპრილს ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გასული იყო, დავით ჯავახიძის საცხოვრებელ სახლში, სადაც მან აღიარა მის მიერ შ.მეიფარიანის მკვლელობის ფაქტი და მოტივი, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით წარუდგინა დანაშაულის იარაღი; ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ჯუმბერ სირბილაძის ჩვენებით დადგენილია, რომ დავით ჯავახიძემ ბინაში არსებული კარადიდან ნებაყოფლობით წარუდგინა მათ, პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო იარაღი, ტყვიები, ბურღები და ლურსმნები. დავით ჯავახიძემ ასევე დაუდასტურა მათ, რომ იარაღი იყო მისი და არსებული იარაღით მოახდინა ორჯერ გასროლა ა.წ გარდაცვლილ შალვა მეიფარიანის მიმართულებით; საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის - დავით ფორჩხიძის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც, დავით ჯავახიძემ, მიუთითა თუ სად მოახდინა გასროლა მის ხელთ არსებული იარაღიდან ა.წ გარდაცვლილ შალვა მეიფარიანის მიმართულებით, მანვე საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს, მიუთითა თუ სად ინახავდა იარაღს; მოწმე კობა გიორგაძის ჩვენებით დასტურდება, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა იარაღი, მასრები და ვაზნები, რომელიც ეწყო პოლიეთილენის პარკში; ამავე პარკში ეწყო ქლიბები ბურღები, ქარვის ქვა და რაღაც ნაჭრები, რაზედაც დავით ჯავახაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთები ეკუთვნოდა მას; გამომძიებელ რევაზ ქარქაშაძის ჩვენების თანახმად დავით ჯავახიძემ ნებაყოფლობით წარადგინა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო პისტოლეტი, ცარიელი მასრები, ვაზნები, ბურღი, ქლიბები და მეტალის ნივთები, ამასთან მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ მის მიერ წარმოდგენილი იარაღიდან მოახდინა გასროლა შალვა მეიფარიანის მიმართულებით; მოწმის განმარტებით მან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტიც, რა დროსაც დავით ჯავახიძემ მიუთითა თუ როგორ განახორციელა შემთხვევის ადგილზე შალვა მეიფარიანის მიმართულებით გასროლები.
საქმეში არსებული, 2017 წლის 02 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დავით ჯავახიძემ მიუთითა ადგილი, საიდანაც განახორციელა შალვა მეიფარიანის მიმართულებით თანქონებული პისტოლეტიდან გასროლა.
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმის თანახმად დავით ჯავახიძემ განმარტა, რომ 2017 წლის 28 მარტს, ღამით შალვა მეიფარიანს დახვდა ქ.ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუძახა, ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ესროლა მას ერთჯერ, რის შემდეგაც შალვა მეიფარიანი გაიქცა, ხოლო მან ზურგში კიდევ ესროლა მეორე ტყვიაც, რის შემდეგ დანაშაულის ჩადენის იარაღით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტში შედგენილი გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად გვამზე გარეგნულად აღენიშნება გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ზედა მესამედში, მარჯვნივ გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში და გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ თითო, უსწორო ფორმის, უსწორო კიდეებიანი ჭრილობა. გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ აღენიშნება უსწორო ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი.
ქიმიური ექსპერტიზის №764186 დასკვნის მიხედვით ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დავით ჯავახიძისგან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2 -ის არსებობა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე დაფიქსირდა მცირე ინტესივობით, ხოლო მარცხენა ხელის ანაწმენდზე საშუალო ინტენსივობით.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ დავით ჯავახიძის მიერ გამოძიების ეტაპზე დანაშაულის აღიარება გამოწვეული იყო პოლიციის თანამშრომლების რჩევით (ვინაიდან ისინი მისი უბნელები და მეგობრები იყვნენ), რომ მისთვის ასე იყო უმჯობესი და მიიჩნევს, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი.
ამასთან პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დავით ჯავახიძეს ჩვენება არ მიუცია, არამედ ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, დავით ჯავახიძის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას დავით ჯავახიძის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ დავით ჯავახიძის ჩვენების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, მისი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ, მსჯავრდებული თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ მან შალვა მეიფარიანს ხელი სტაცა იარაღიან ხელში, რათა თავიდან აეცილებინა ამ უკანასკნელის მხრიდან მასზე შურისძიება. ამ დროს იარაღიანი ხელი მიიმართა შალვა მეიფარიანის მიმართულებით და მოხდა გასროლა. გასროლისთანავე იარაღი მის ხელში აღმოჩნდა. რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ შორის მოხდა ფიზიკური შეხება და იარაღიდან ტყვია გავარდა მაშინ, როდესაც ორთავეს ხელი ჰქონდათ მასზე მოკიდებული. სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით მხარის აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის N001771817 დასკვნას რომლის მიხედვითაც ა.წ. გარდაცვლილი შ.მეიფარიანის მიმართულებით სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, ხოლო მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N004361317 დასკვნის მიხედვით ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შალვა მეიფარიანის შარვალზე, ქურთუკზე, მოყავისფრო სვიტერზე, მოშავო ფერის სვიტერზე, წინდებზე ტრუსზე, ქუდზე დავით ჯავახიძის შემტხვევის დროს ტანთცმულ ჟილეტზე, ჟაკეტზე და შარვალზე არ აღინიშნება ურთიერთგარდამავალი ბოჭკოების მიკრონაწილაკები; ასევე დადასტურებულია, რომ შალვა მეიფარიანის მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ფრჩხილების გადანაჭრებში არ აღმოჩნდა დავით ჯავახაძის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები - რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დავით ჯავახიძის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დამზადებას, ტარებას და შენახვას, პალატა მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს:
,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყველა ცეცხლსასროლი იარაღი აღრიცხული და რეგისტრირებული უნდა იყოს ამისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. იარაღის კანონიერი დამზადების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს და მართლსაწინააღმდეგოა, როცა მისი დამზადება ან გადაკეთება ხდება კერძო პირის მიერ კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე.
ვალერი ოსტრეიკოს ბინის ჩხრეკისას, მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი პოლიეთილენის პარკში, მოთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასრები და ასევე ორი ცალი მოვერცხლისფრო ვაზნა, ექვსი ცალი მასრა, თოთხმეტი ცალი სხვადასხვა ზომის ლითონის ბურღი, ერთი ცალი ქლიბი, სამი ცალი ლურსმანი, ერთი ცალი საშუალო სიგრძის ლითონის ღერო, რომელსაც აქვს საქლიბით მომრგვალებული თავი, ერთი ცალი ბეტონის ლურსმანი, ერთი ცალი ლითონის ცილინდრულო ფორმის პატარა საგანი, ცილინდრული ფორმის მცირე ზომის მოვარდისფრო სალესი ქვა ლითონის ღეროთი, მცირე ზომის მოთეთრო ფერის მრგვალი ფორმის სალესი ქვა ლითონის ღეროთი, სახრახნისის ფიგურული სამი თავი, ერთი ცალი საკანცელარიო დანის პირი, შვიდი ცალი ცილინდრული ფორმის პატარა ზომის მეტალის ვერცხლისფერი დეტალები, ცალსახად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ დ. ჯავახიძის მხრიდან ხსენებული ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენებაზე, რაც აუცილებელ საშუალებას წარმოადგენდა ქარხნული წესით დამზადებული გლუვლულიანი იარაღისა და მისი კუთვნილი ვაზნების ცეცხლსასროლ იარაღად და საბრძოლო ვაზნებად გადაკეთებისათვის. გარდა აღნიშნულისა მსჯავრდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადების ფაქტი დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, სადაც მსჯავრდებულის დედა - ნაირა ჯავახიძე ფარული ჩაწერის დროს თანამოსაუბრეს უხსნის საქმის გარემოებებს და მიუთითებს, თუ როგორ გადააკეტა დ.ჯავახიძემ საფანტის იარაღი და დაამზადა ტყვიები.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს იარაღის და საბრძოლო მასალისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას, იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის უფლება არ აქვს.
მოცემულ შემთხვევაში დავით ჯავახიძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიუთითებს ის გარემოება, რომ შემთხვევის დღეს, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დავით ჯავახიძისაგან ამოღებული იქნა არა პირადი ჩხრეკის შედეგად, არამედ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.
რაც შეეხება, დავით ჯავახიძის მიერ ცეცხსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტს, პალატა განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, იარაღის გადატანა ხორციელდება საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დავით ჯავახიძეს არ გააჩნდა.
დავით ჯავახიძის მიერ ცეცხსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ქ. ტყიბულში, 2017 წლის 29 მარტს, დაახლოებით 2300 საათიდან 30 მარტის დაახლოებით 0020 საათამდე პერიოდში, დ. ჯავახიძემ, თავისი საცხოვრებელ ბინასა და ქალაქ ტყიბულში არსებული მინდელის სახელობის შახტას შორის არსებულ ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარა თურქული წარმოების ,,WOLTRA PROFESSIONAL MOD. Cal. 9mm. P.A.’’ მოდელის 9-მმ კალიბრის გლუვლულიანი აირხმოვანი პისტოლეტიდან მის მიერვე კუსტარული წესით გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, კუსტარულად დამზადებულ 9-მმ კალიბრის ორ ვაზნასთან ერთად, რომლითაც ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენა შალვა მეიფარიანს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დავით ჯავახიძისათვის სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ასევე საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, ამ მუხლის სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრის თაობაზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რაც მიაჩნია, რომ არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით პალატა მიიჩნევს, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - დავით სიმონიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ დავით ჯავახიძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ივანე აფრიდონიძის და ინგა გიორგაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
დავით ჯავახიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4, მე-2 და მე-3 ნაწილებით და სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით 06 (ექვსი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დავით ჯავახიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 09 (ცხრა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
დავით ჯავახიძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ დავით ჯავახიძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 01 აპრილიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება: მოყვითალო ფერის ორი მასრა, ამოღებული შემთხვევის ადგილიდან - გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით. სისხლისმაგვარი ლაქები აღებული შემთხვევის ადგილიდან; ავტომანქანის დათვალიერებისას აღებული ანაწმენდების ნიმუშები; ავტომანქანის დათვალიერებისას აღებული მიკრონაწილაკების ნიმუშები; შალვა მეიფარიანის თმის ნიმუში; შალვა მეიფარიანის ფრჩხილების ნიმუში; შალვა მეიფარიანის ხელის ანაწმენდები; შალვა მეიფარიანის გვამიდან აღებული სისხლი - განადგურდეს კანონის შესაბამისად. შალვა მეიფარიანის გვამის ტანსაცმელები - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს. შალვა მეიფარიანის გვამიდან ამოღებული მეტალი-ტყვია - განადგურდეს. დავით ჯავახიძის ნერწყვისა და ხელების ანაწმენდის ნიმუში - განადგურდეს. დავით ჯავახიძისგან ამოღებული ტანსაცმელები - დაუბრუნდეს დავით ჯავახიძეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. დავით ჯავახიძის კუთვნილი “ტყავის კაბურაში ჩადებული” შავი კორპუსის მქონე პისტოლეტი მჭიდით, პისტოლეტის ჩარჩოზე წარწერით “WOLTRA PROFESSIONAL MOD. 95 GAL 9MM P.A”; მუყაოს მოყვითალო ფერის კოლოფი მასში მოთავსებული პლასტმასის კონტეინერით და 30 ვაზნით (15 ვაზნა გაიხარჯა ექსპერტიზის დროს), სხვა მოდიფიკაციის კიდევ ორი ცალი ვაზნა, ექვსი ცალი მასრა, შვიდი ცალი ცილინდრული ფორმის მეტალის დეტალი - გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით. ანა სუარიშვილის მიერ წარმოდგენილი შალვა მეიფარიანის კუთვნილი კომპიუტერის სისტემური ბლოკი; შალვა მეიფარიანის კუთვნილი „სამსუნგის“ და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს. დავით ჯავახიძესთან განხორციელებული, განსაიდუმლოებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი DVD-R დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, ერთვის სს საქმეს, შემთხვევის ამსახველი, შახტის შესასვლელი ვიდეოსათვალთვაო კამერის ჩანაწერი CD-R დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, ერთვის სს საქმეს; ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი განსაიდუმლოებული სატელეფონო ჩანაწერები სამ ცალ CD-R დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, ერთვის სს საქმეს - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
მარინე იმერლიშვილი