განაჩენი

სისხლის სამართლის 30.06.2019
საქმის ნომერი
010100117001890110
ინსტანცია
თარიღი
30.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001890110

№1/ბ-33-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

09 თებერვალი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ფ-------- ქ---–----ის

მსჯავრდებულის - რ---–---- მ-----ის

ადვოკატის - მ---- ც-------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---–---- გ---ს ძე მ-----ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ კ------ეში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ---–---- მ-----ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა; ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რ---–---- მ-----ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,048 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რომელიც 2017 წლის 08 მარტს, ქ. ქობულეთში, ძ---–--ის ქუჩა N10-ში მდებარე რ---–---- მ-----ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. მანვე, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა სროლისათვის ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ 7,62 მმ კალიბრის „AK-47“ და ,,AKM“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის 2 (ორ) ავტომატს და 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის’’ სისტემის პისტოლეტს, გამოყენებისათვის ვარგის ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის 7 (შვიდ) ვაზნას, რომლებიც 2017 წლის 08 მარტს, ქ. ქობულეთში, ძ---–--ის ქუჩა N10-ში მდებარე რ---–---- მ-----ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის განაჩენით რ---–---- მ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

რ---–---- მ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და დანაშაულთა ერთობლიობით, რ---–---- მ-----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

რ---–---- მ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 08 მარტიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ რ---–---- მ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ---- ც-------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას და მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებას, ვინაიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რ---–---- მ-----ე არის მძიმე ავადმყოფი, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება მედიკამენტური მკურნალობა, ვინაიდან ქირურგიულ ჩარევას არ ექვემდებარება.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტ მხარეს, მსჯავრდებულ რ---–---- მ-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ---- ც-------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

– მოწინააღმდეგე მხარეს, პროკურორ ფ-------- ქ---–----ეს, რომელიც არ ეთანხმება სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას ითხოვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რ---–---- მ-----ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ რ---–---- მ-----ის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში მდგარი ღუმელის ქვეშ, იატაკზე დადებული ხის დაფის ქვეშ აღმოჩენილი იქნა ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 6 (ექვსი) ცალი მთლიანი ტაბლეტი.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული: საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირის - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ- გამომძიებელის - გ------ ფ----------ე და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივი გამომძიებელი ი-----–- გ-------–--ისა და დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელის - მ------ გ--------ის მიერ გადმოცემული ინფორმაცია სრულად შეესაბამება საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმში ასახულ ინფორმაციას და დადასტურებულია ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №ქ---- დასკვნის თანახმად, რ---–---- მ-----ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 6 (ექვს) ცალ კონვალუტის ფირფიტის ამონაჭერზე, წარწერით: „suboxone 8mg/2mg buprenorphine/naloxone” განლაგებული, ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 6 (ექვსი) ცალი მთლიანი ტაბლეტი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს - 0, 048 გრამის ოდენობით (ერთი ტაბლეტი შეიცავს 0,008 გრამ ბუპრენორფინს).

 

რ---–---- მ-----ის საკარმიდამო ნაკვეთის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ რ---–---- მ-----ის საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორიაზე, სინკარის ქვეშ აღმოჩენილ და ამოღებული იქნა ქარხნული წესით დამზადებულ 7,62 მმ კალიბრის „AK-47“ და “AKM“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის 2 (ორი) ავტომატი, ასევე 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის’’ სისტემის პისტოლეტი და ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის 7 (შვიდი) ვაზნა.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ - გამომძიებელის - გ------ ფ----------ის და ასევე შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივი - გამომძიებელის - ი-----–- გ-------–--ის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - მ------ გ--------ის ჩვენებები სრულად შეესაბამება რ---–---- მ-----ის საკარმიდამო ნაკვეთის დათვალიერების ოქმში ასახულ ინფორმაციას და დადასტურებულია ოქმში მითითებული გარემოებები.

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ 2017 წლის 09 მარტს გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის N2--- დასკვნის თანახმად, ქ. ქობულეთში, ძ---–--ის ქ. N10 -ში მდებარე რ---–---- მ-----ის საკარმიდამო ნაკვეთის დათვალიერების დროს ამოღებული: ქარხნული წესით დამზადებული 7,62 მმ კალიბრის „AK-47“ მოდელის NS----- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი - მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, რომელიც ვარგისი სროლისათვის;

ქარხნული წესით დამზადებული 7,62 მმ კალიბრის „AKM-47“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი - მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისი სროლისათვის;

ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის’’ სისტემის პისტოლეტი - მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის;

ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის 7 ვაზნა, განკუთვნილი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებისათვის და „სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის, აგრეთვე Pa-63, P-64, PK-59 პისტოლეტებისათვის. შვიდივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ო----- მ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული: გ------ ფ----------ის, ი-----–- გ-------–--ის და მ------ გ--------ის ჩვენებებით; დათვალიერების ოქმით, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმით, აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №ქ---- დასკვნით, აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის N2--- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას მსჯავრდებულ ო----- მ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გადავადების თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ განჩინებით, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძველს წარმოადგენს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.

პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” მიერ გაცემული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ მსჯავრდებული რ---–---- მ-----ე დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, თუმცა ამ დასკვნაში არ არის მითითებული, რომ აღნიშნული ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ დაავადების სიმძიმე, თუ ის ხელს არ უშლის სასჯელის მოხდას, ვერ იქნება მიჩნეული გადავადების საფუძვლად.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით მსჯავრდებულ რ---–---- მ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულ რ---–---- მ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ---–---- მ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ---- ც-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის განაჩენი რ---–---- მ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

რ---–---- მ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

რ---–---- მ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და დანაშაულთა ერთობლიობით, რ---–----მ-----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, რ---–---- მ-----ეს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

რ---–---- მ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნისდრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 08 მარტიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით, რ---–---- მ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდებულია.

რ---–---- მ-----ის საკარმიდამო ნაკვეთის დათვალიერების დროს ამოღებული 2 (ორი)ცალი ავტომატი და 7 (შვიდი) მჭიდი, რ---–---- მ-----ის საკარმიდამო ნაკვეთისდათვალიერების დროს ამოღებული 2 (ორი) ცალი პისტოლეტი და 4 (ოთხი) ცალი ვაზნა, 3 (სამი) მჭიდი, რ---–---- მ-----ის საკარმიდამო ნაკვეთის დათვალიერების დროსამოღებული 417 (ოთხას ჩვიდმეტი) ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი,რ---–---- მ-----ის საკარმიდამო ნაკვეთის დათვალიერების დროს ამოღებული 7,62 მმკალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის NS----- ავტომატში, 7,62 მმ კალიბრისკალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატში და 9მმ კალიბრის მაკაროვის სისტემისპისტოლეტში გასროლილი ექსპერიმენტული ტყვიები და მასრები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე