განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
330100119002907517
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002907517

საქმე №1ბ/913-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 ივლისი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის და მსჯავრდებულ მ--–-------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---–-----------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–-------------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ჭ----------------------------–------–-----–ი, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------------------------------------------------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ--–------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც გამოხატა შემდეგში:

 

2019 წლის 6 თებერვალს, დილის საათებში, თ---–--–-----------------–----------------------------------------------------–-- მ--–-------–---მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა--------------–ს. კერძოდ, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი და მუშტი, რის შედეგადაც ა--------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, მ--–-------–--- თანაცხოვრების პერიოდში ა--------------–ს აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით მ--–-------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მ--–-------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მ--–-------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–-------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მ--–-------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–---–------ემ და მსჯავრდებულ მ--–-------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---–-----------ემ.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ მ--–-------–--ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ჩადენილი არის ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

მსჯავრდებულ მ--–-------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---–-----------ემ, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენის გაუქმება სასჯელის ნაწილში.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენს საფუძვლად დაუდო დანაშაულის რეციდივი, მაშინ როდესაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებდა მ--–-------–--ის მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებზე, რის საფუძველზეც მსჯავრდებულის მიმართ უნდა გამოყენებულიყო სასჯელის სახით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მ--–-------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ ბავშვებისათვის არასათანადო ყურადღების მიქცევის გამო მეუღლესთან - ა--------------–თან ჰქონდა კონფლიქტი, რა დროსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 2019 წლის 6 თებერვალს მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც, რასაც არ შესწრებია მათი არასრულწლოვანი შვილი, ვინაიდან ეს უკანასკნელი კონფლიქტის დროს იმყოფებოდა სხვა ოთახში.

 

დაზარალებულმა ა---------------–მა განმარტა, რომ თერთმეტი წელია მ--–-------–---სთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 6 თებერვალს, ღამის ცვლის დასრულების შემდეგ, დილით დაბრუნდა სახლში, რა დროსაც მეუღლემ უსაყვედურა, რომ ბავშვებს არ აქცევდა სათანადო ყურადღებას. აღნიშნულის გამო მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ კონფლიქტს შეესწრო მისი დედამთილი - ი------------ე, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილებიდან ძალადობას არავინ შესწრებია, რადგან ამ დროს უფროსი შვილი იმყოფებოდა სკოლაში, უმცროსს ეძინა, ხოლო შუათანა იმყოფებოდა სხვა ოთახში და ყურსასმენით თამაშობდა ტელეფონზე. მანვე განმარტა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს წარსულშიც არაერთხელ ჰქონია ადგილი, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ განუცხადებია.

 

მოწმე ი------------ემ განმარტა, რომ მის შვილს - მ--–-------–---ს და რძალს - ა--------------–ს საყოფაცხოვრებო საკითხების გამო ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, ხოლო 2019 წლის 6 თებერვალს, ა--------------–ი სამსახურიდან დაბრუნდა სახლში, რა დროსაც მ--–-------–---მ უთხრა, რომ მიეხედა ბავშვებისთვის, რის გამოც მათ შორის კვლავ წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი და შევიდნენ სხვა ოთახში, ხოლო ბრალდებულის მხრიდან ა--------------–ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს პირადად არ შესწრებია. ამასთან, აღნიშნულ კონფლიქტს არ შესწრებია არასრულწლოვანი ბავშვი, რადგან იგი ამ დროს იმყოფებოდა ბებიასთან ერთად და არაფერი უნახავს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ჩადენილია ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, ვინაიდან მ--–-------–--ის მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობა განხორციელებულია ბინაში, რა დროსაც იქ მყოფი პირებიდან არცერთმა არ დაადასტურა ძალადობის ჩადენა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით: მ--–-------–--ის დედამ - ი------------ემ, თავად მ--–-------–---მ და დაზარალებულმა ა--------------–მა უარყვეს არასრულწლოვნის შესწრება კონფლიქტის ფაქტს და სამივე მათგანმა განმარტა, რომ სახლში მყოფი ორი ბავშვიდან ერთს ეძინა, ხოლო მეორე იმყოფებოდა სხვა ოთახში და ყურსასმენების გამოყენებით თამაშობდა ტელეფონზე, ხოლო თავად არასრულწლოვანი ბავშვის - ნ-----–-------–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი არც 2019 წლის 6 თებერვალს და არც სხვა დროს არ შესწრებია მამის მხრიდან დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.

 

ამდენად, მ--–--------–---ს მიერ ა---------------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა და დაზარალებულის ჩვენებისა,დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომლის თანახმად, 2019 წლის 7 თებერვალს პირადი შემოწმებისას ა--------------–ს აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის სახით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, განაჩენის სასჯელის ნაწილში გაუქმების თაობაზე, კერძოდ, შემამსუბუქებელი გარემოებების, საფუძველზე მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენების შესახებ. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, აგრეთვე ის გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მ--–-------–--- იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში, რაც არ გახდა მისთვის შემაკავებელი ხასიათის და მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფს კვლავ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მან ჩაიდინა ახალი განზრახი და ამავდროულად ძალადობრივი ხასიათის დანაშაული მეუღლის მიმართ (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით მ--–--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ამავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით (დანიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის) და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. თბილისის პრობაციის ბიუროს წერილის თანახმად, მ--–-------–---ს გამოსაცდელი ვადა უსრულდებოდა 2021 წლის 30 იანვარს. შესაბამისად, იგი ოჯახში ძალადობის ჩადენის დროისათვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. ამასთან, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად, მ--–-------–--ის მიერ არ არის გადახდილი ზემოაღნიშნული განაჩენით დაკისრებული ჯარიმის თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით), აგრეთვე გათვალისწინებული იქნა, მ--–-------–--ის აღიარებით ჩვენება (სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეული ბრალდების ნაწილში), დაზარალებულის პოზიცია, რომლის თანახმადაც, იგი თანახმაა მ--–-------–--ის მიმარ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, აგრეთვე ის გარემოება, რომ ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და მეზობლებისაგან და დამსაქმებლისაგან ხასიათდება დადებითად და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი პირის მიერ კვლავ ჩადენილია განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი) რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ--–-------–--ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივრებში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებებზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო დადგენილი განაჩენის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი მ--–-------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის და მსჯავრდებულ მ--–-------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---–-----------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მ--–-------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მ--–-------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მ--–-------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–-------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მ--–--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 თებერვლიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი