განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115001095698
№1/ბ-152-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
მოსამართლე: თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ა-–---------ე ძ-------ე
ადვოკატის - პ----- ბ-----ის მონაწილეობით
მსჯავრდებულის - ს--- ჟ------ის დასწრების გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს--- ჯ----ის ძე ჟ------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელს პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ. ბათუმი, რ------ას ქN8, ბინა N9-ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს--- ჟ------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე, მოწმისადმი მიმართვა ცრუ ჩვენების მიცემისათვის და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 2330 საათზე, ბათუმში, ზ. გორგილაძის ქ.N48-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს--- ჟ------მა და გამოძიებით დაუდგენელმა ოთხმა პირმა ნ--- ქ-–----ის, ი-----–- პ--------ას, ნ-------ი დ---–--ის და თ-------ე კ--–------ის მიმართ ძალადობით და ძალადობის მუქარით და საავტომობილო გზის გადაკეტვით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნ--- ქ-–----ეს, ი-----–- პ--------ას, ნ------- დ---–--ეს და თ-------ე კ--–------ეს, რა დროსაც გამოხატეს მათი და იქ მყოფი პირების მიმართ აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.
2015 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 1600 საათზე, ქ.ბათუმში, 06 მაისის პარკის ტერიტორიაზე, ს--- ჟ------მა მიმართა, რომ ი-----–- პ--------ას მოწმის სახით 2015 წლის 06 ივლისს მიცემული ჩვენება შეეცვალა, ასევე მიმართა თ-------ე კ--–------ეს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ს--- ჟ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, ს--- ჟ------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი) ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს--- ჟ------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ს--- ჟ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ს--- ჟ------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, ს--- ჟ------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი) ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შეს---მისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 01 (ერთი) წლის ვადით შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ს--- ჟ------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, ს--- ჟ------ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი) ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შეს---მისად, ს--- ჟ------ს საბოლოო სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2016 წლის 19 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე მთლიანად მოხდილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ს--- ჟ------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 28 ივლისიდან 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ი-------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ს--- ჟ------ის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 372-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა მოითხოვა.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ა-–---------ე ძ-------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ს--- ჟ------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - პ----- ბ-----ეს რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს--- ჟ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 239-ე მუხლით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ზ------–---–-----------------–------------------------–-------------------------–------------------–--–---–---------------------------------–-------------------–------------------------------------------------------------------------------------–---------------------- ბ-----ის მიერ ს--- ჟ------ის ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
პალატა განმარტავს, რომ ხულიგნობის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ნიშნებია ძალადობა ან ძალადობის მუქარა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა უნდა იყოს უხეში და გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას.
მოცემულ შემთხვევაში ს--- ჟ------ის მიერ ხულიგნური ქმედების ჩადენის ფაქტი სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, ის, რომ ს--- ჟ------მა 2015 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 2330 საათზე, ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩაზე, გამოძიებით დაუდგენელ ოთხ პირთან ერთად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნ--- ქ-–----ეს, ი-----–- პ--------ას, ნ------- დ---–--ეს და თ-------ე კ--–------ეს, რა დროსაც გამოხატეს მათი და იქ მყოფი პირების მიმართ აშკარა უპატივცემულობა, ასევე საავტომობილო გზის გადაკეტვით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. აღნიშნული გარემოება არც სააპელაციო საჩივრით არის სადავოდ გამხდარი.
რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას მსჯავრდებულ ს--- ჟ------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის შეფასებას, რომ ხულიგნობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. მისი დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
მოცემულ შემთხვევაში ს--- ჟ------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით.
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შეს---მის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება. თუმცა ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ს--- ჟ------ის მიერ ხულიგნობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ამდენად, მსჯავრდებულ ს--- ჟ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, რაც მიაჩნია, რომ არის სამართლიანი და სრულად შეეს---მება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ი-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი ს--- ჟ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ს--- ჟ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, ს--- ჟ------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი) ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს--- ჟ------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ს--- ჟ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შეს---მისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ს--- ჟ------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, ს--- ჟ------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი) ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შეს---მისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 01 (ერთი) წლის ვადით შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ს--- ჟ------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, ს--- ჟ------ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი) ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შეს---მისად, ს--- ჟ------ს საბოლოო სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს 2016 წლის 19 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე მთლიანად მოხდილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ს--- ჟ------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 28 ივლისიდან 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
ს--- ჟ------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით დაყადაღებულ ხ-------------------------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მდებარე: ქ. ბათუმი, 9 მარტის/პუშკინის ქუჩა 15-17/80, საკადასტრო კოდი: 0------------------) 20 000 ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: დაზარალებულ ნ------- დ---–--ის მიერ წარმოდგენილი და დათვალიერების შედეგად ამოღებული მაისური, დაზარალებულ ნ--- ქ-–----ის მიერ წარმოდგენილი და დათვალიერების შედეგად ამოღებული მაისური და შორტი, დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ქ. ბათუმში, ზ.გორგილაძის ქუჩა №61-ში არსებული ,,თიბისი ბანკის’’ ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე