განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-106-2018 წელი
№040100117002214455
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
19 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართ-ლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა---------– მ--–--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ა---------– მ--–--------ი, დაბადებული 1-----–-–--------------------ს, საქართველოს მოქა-ლაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ლ--------------–----–----------------–-----–ში, მსჯავრდებუ-ლია ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
aRwerilobiTi nawili:
ა---------– მ--–--------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ხე-ბუჩქნარის უკა-ნონო გაჩეხვისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ოქტომბრის თვეში, ლ----------------------------–---ის სატყეოში, ა---------– მ--–--------მა უკანონოდ გაჩეხა პირველი ხარისხის 3 (სამი) ძირი წიფლის ჯიშის ხე, რო-მელთა მოცულობა იყო 9 (ცხრა) კუბური მეტრი, ა---------– მ--–--------მა გარემოს მიაყენა 1957,95 ლარის ზიანი.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ----- ტ--–--–-–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა---------– მ--–--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას და მისთვის „V------“ სახელმწიფო ნომრის მქონე „ზილ 131“ ავტომანქანის ჩამორთმევას. მოთხოვნას ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ ა---------– მ--–--------ის მიერ განხორციელებულია გარემო-სა და ეკოლოგიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც ხასიათდება მაღალი საზოგა-დოებრივი საფრთხით და პრევენციის მიზნით აუცილებელია აღნიშნულ დანაშაულზე მკა-ცრი რეაგირება. არაა ანაზღაურებული გარემოზე მიყენებული ზიანი 1957,95 ლარი, ხოლო „ზილ 131“ მარკის ავტომანქანა წარმოადგენს განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ახალი დანაშაულის ჩასადენად. ა---------– მ--–--------ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შეს-რულებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებები და მოთხოვნები და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს ა---------– მ--–--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვა-ლიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა---------– მ--–--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა---------– მ--–---------ის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზ-ნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყი-სები და ა---------– მ--–--------ს სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა ჯარიმა 1000 (ათა-სი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრუ-ლად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას „V------“ სახელმწიფო ნომრის მქო-ნე „ზილ 131“ ავტომანქანის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის თაო-ბაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვე-ტილებაში დაადასტურა სსკ-ის 52-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელის – ქონების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა, თუმცა განმარტა, რომ: „ქონების ჩამორთმე–ვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ამასთან, აღნიშნული მუხლი სასამარ-თლოს რიგ ვალდებულებებს აკისრებს. კერძოდ:
ა) პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, სახეზე არის თუ არა დანაშაულის საგანი ან/და ია-რაღი, ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი. ასეთად, სადავო ნორმის მიხედვით, ჩაითვლება მხოლოდ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისთვის რაიმე სახით გამიზნული ქონება, ანუ ჩამორთმევის აუცილებლობის გამართლებისთვის ერთ-ერთი გა-დამწყვეტი ზუსტად ის გარემოებაა, რომ კონკრეტული ქონების მიზნობრივი გამოყენება მოხდა ან მოხდება დანაშაულის ჩასადენად.
მაშასადამე, საუბარია ისეთ ნივთებზე, რომლებიც გასულია ნორმალური სამოქალაქო ბრუნვიდან – მათი ხელშეწყობით ჩადენილ იქნა დანაშაული ან მათი გამოყენება გამიზნუ-ლია ასევე დანაშაულის ჩასადენად. ბუნებრივია, ეს გარემოება უტყუარად დადგენას მოი-თხოვს, რაც კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოს ევალება.
ბ) დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის შეფარდებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ეს საჭირო უნდა იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტე-რესებიდან გამომდინარე ან/და ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
სასამართლომ ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს, რეალურად არსებობს თუ არა ზემოაღ-ნიშნული პირობები. კონკრეტული გარემოებების შესწავლის შედეგად, მან უნდა გაარკვი-ოს, არის თუ არა რეალური საფრთხე სხვათა უფლებების დარღვევისა, ასევე, რომ გარდაუ-ვალია ამ ქონებით ახალი დანაშაულის ჩადენა და სხვა. ამ დროს სასამართლომ აუცილებ-ლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოება: ასეთი ქონების არ ჩამორთმევით, რეა-ლურად მიადგება თუ არა სახელმწიფოს, საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს ის ზი-ანი, რომლის თავიდან ასაცილებლად შემოღებულია ნორმა; ასევე ძალზე ზუსტად უნდა განჭვრიტოს, ქონების ჩამორთმევით მართლაც მიიღწევა თუ არა დასახელებული მიზნე-ბი.“
მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კანონიერ მფლობელობაში არსებული, თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი ავტომან-ქანის ჩამორთმევა არ წამოადგენს თანაზომიერ, პროპორციულ ზომას ჩადენილ ქმედებას-თან მიმართებაში. ამასთან, ავტომანქანის ჩამორთმევის საჭიროება არ არსებობს სახელ-მწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თა-ვისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ან/და ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვ-რის განაჩენი ა---------– მ--–--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ა---------– მ--–--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა---------– მ--–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ა---------– მ--–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
ავტომანქანა „ზილ 131“, სახელმწიფო ნომრით „V------“, რომელიც განთავსებულია ლენ-ტეხის რაიონული სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს ა---------– მ--–--------ს, ხოლო მასზე განთავსებული უკანონოდ მოჭრილი წიფლის ჯიშის ხის მორები მიექცეს სახელმ-წიფო საკუთრებაში.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili