განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
010100113295164
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100113295164

საქმე №1/ბ-441-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 დეკემბერი, 2017 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორ _ რ----- შ----ის,ადვოკატ - პ----- ბ---–----ის,გამართლებულ - ზ---- ნ------ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---- კ-------ის ძე ნ------ას მიმართ, დაბადებული 1-6- წლის 29 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, უმაღლესი განათლებით, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ტ---–------------- ქუჩა №3, ბინა №1-,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ზ---- ნ------ამ ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სამსახურეობრივი გულგრილობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თვითმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავჯდომარის 2011 წლის 30 სექტემბრის N--- განკარგულებით დაფუძნდა ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“, რომლის დ-------------- ბათუმის საკრებულოს თავჯდომარის 2012 წლის 31 იანვრის N-- განკარგულებით დაინიშნა ზ---- ნ------ა, შესაბამისად ზ---- ნ------ა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. 2012 წლის 22 თებერვალს ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ“ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (------------- ერთი ერთეული ევაკუატორის (ამწე- მანიპულატორი) სახელმწიფო შესყიდვაზე. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო, რომ ევაკუატორის (ამწე-მანიპულატორი) გამოშვებული უნდა ყოფილიყო არანაკლებ 2011 წელში (ახალი-ექსპლუატაციაში არ მყოფი). აღნიშნული ტენდერის შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2012 წლის 02 მარტის N-- ხელშეკრულება გაფორმდა ი/მ „დ-------- ხ--–--–თან“. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 180 000 ლარით, ხოლო ხელშეკრულების საგნად I----------------------- (ამწე- მანიპულატორი) არანაკლებ 2011 წლის გამოშვება (ახალი ექსპლუატაციაში არ მყოფი).

ზ---- ნ------ა, როგორც ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“-ს დ-----------ი,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2011 წლის 07 ა-----–ის N- ბრძანებით დამტკიცებული „ გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესახებ ახორციელებდა ამავე ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებასა და კონტროლს, მან არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობები, კერძოდ ი/მ „დ-------- ხ--–--–ი“-ს მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2012 წლის 02 მარტის N-- ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული მონაცემებისა და სტანდარტების ობიექტის მიღებისას, კერძოდ, 2012 წლის 03 მარტს მიღება - ჩაბარების აქტის შედგენისას არ განახორციელა სათანადო კონტროლი და ინსპექტირება, ზემოთხსენებული ჩაბარების აქტის მიხედვით, ჩაიბარა 2010 წელს გამოშვებული, ექსპლუატაციაში ნამყოფი, ევაკუატორი (ამწე - მანიპულატორი) I---------------------.

ზ---- ნ------ას მიერ სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, რამაც თვითმართველი ქალაქის - ბათუმისათვის 95 308 ლარის ზიანის მიყენება გამოიწვია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით ზ---- ნ------ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ზ---- ნ------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორმა რ----- შ----ემ, რომელიც ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი და ზ---- ნ------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებლი, სასამართლოს მიერ ზ---- ნ------ას ქმედების შეფასება მოხდა, ზერელედ, უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებელად, ტენდენციური ვარაუდების საფუძველზე და არ გამომდინარეობს საქმის რეალური, ფაქტობრივი გარემოებებიდან, შემდეგ გარემოებათა გამო: საჯარო მოხელე ზ---- ნ------ა დაუდევრად მოეკიდა და შეასრულა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები, არაჯეროვნად განახორციელა 2012 წლის 02 მარტის N-- ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი, მაშინ როდესაც მას საკუთარი შესაძლებელი ქმედებებით გააჩნდა ყველა მექანიზმი, რომ გამოევლინა ი/მ „დ-------- ხ--–--–ის“ მიერ წარმოდგენილი „D------“ სანომრე ნიშნის მქონე ევაკუატორის 2012 წლის 02 მარტის №-- ხელშეკრულების მოთხოვნებთან შეუსაბამობა. საჯარო მოხელე ზ---- ნ------ას მიერ თავის სამსახურებრივ მოვალეობებზე დაუდევარმა დამოკიდებულებამ და არაჯეროვანმა შესრულებამ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმს მიაყენა დიდი ოდენობით 95 308 ლარის ქონებრივი ზიანი, რაც დასტურდება სასამართლოში წარდგენილი დაზარალებულის თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის წერილითა და №--------- ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც დაცვის მხარის მიერ უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ზ---- ნ------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტი კერძოდ: ბათუმის საკრებულოს თავჯდომარის 2012 წლის 31 იანვრის N-- განკარგულებით ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ დ-------------- დაინიშნა ზ---- ნ------ა და იგი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს;

ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთი ერთეული ევაკუატორის მიწოდებაზე გაიმარჯვა ი/მ „დ-------- ხ--–--–მა“, რომელთანაც ზ---- ნ------ამ გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2012 წლის 02 მარტის N-- ხელშეკრულება;

2012 წლის 02 მარტის N-- ხელშეკრულების თანახმად ი/მ „დ-------- ხ--–--–ს“ ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოსათვის“ უნდა მიეწოდებინა ა) 180 000 ლარად ღირებული, ბ) არანაკლებ 2011 წელს გამოშვებული ევაკუატორი, რომელიც უნდა ყოფილიყო გ) „ახალი-ექსპლუატაციაში არ მყოფი“;

2012 წლის 02 მარტის N-- ხელშეკრულების 5.3 მუხლის თანახმად ევაკუატორი სრულად მიღებულად ითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საბოლოო შემოწმების შემდეგ; 4.3 მუხლის თანახმად ი/მ „დ-------- ხ--–--–ი“ ვალდებული იყო ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო ევაკუატორის ინსპექტირებისათვის საჭირო პერსონალით;

2012 წლის 02 მარტის N-- ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდული ევაკუატორის მიღება-ჩაბარების პროცედურები განახორციელა საჯარო მოხელე ზ---- ნ------ამ;

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 ა-----–ის N- ბრძანების 2--- მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, საჯარო მოხელე ზ---- ნ------ა, რომელიც ახორციელებდა ევაკუატორის მიღება-ჩაბარებას, ვალდებული იყო დაედგინა ი/მ „დ-------- ხ--–--–ის“ მიერ წარმოდგენილი ევაკუატორის ხარისხის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ი/მ „დ-------- ხ--–--–მა“ ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ წარუდგინა ა) 2010 წელს გამოშვებული, ბ) ექსპლუატაციაში ნამყოფი (მეორადი) და გ) 84 692 ლარად ღირებული ევაკუატორი;

ი/მ „დ-------- ხ--–--–მა“ საჯარო მოხელე ზ---- ნ------ას წარუდგინა „D------“ ქართული სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ევაკუატორი, რომლის სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული იყო რომ ევაკუატორი გამოშვებული იყო 2010 წელს;

საჯარო მოხელე ზ---- ნ------ასათვის ცნობილი იყო, რომ სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში იმპორტირების შემდეგ, ვიდრე მოხდება მათი სახელმწიფო რეგისტრაცია, ისინი თვალიერდება ექსპერტის მიერ და შემდეგ ხორციელდება მათი განბაჟება. აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცემა ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა (ე.წ. ტექნიკური პასპორტი) სადაც სხვა მონაცემებთან ერთად ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი.

როგორც გამოძიებაში ასევე სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში ზ---- ნ------ამ აღნიშნა, რომ ევაკუატორის მიღება-ჩაბარებისას მან შეამოწმა „D------“ სანომრე ნიშანის მქონე ევაკუატორის ე.წ. ტექნიკური პასპორტი, სადაც გამოშვების წლად დაფიქსირებული იყო 2010 წელი მაგრამ მიუხედავათ ამისა მან მაინც ჩაიბარა ევაკუატორი, რადგან თავისი სუბიექტური მოსაზრებით, ამწე-მანიპულატორის დამზადების წელის გამო მიიჩნია რომ ევაკუატორიც გამოშვებული იყო 2011 წელს;

ე.წ. ტექნიკურ პასპორტში ზემოაღნიშნული შეუსაბამობის აღმოჩენისთანავე ზ---- ნ------ა ვალდებული იყო არ ჩაებარებინა „D------“ სანომრე ნიშანის მქონე ევაკუატორი;

საჯარო მოხელე ზ---- ნ------ას თავისი შესაძლებელი ქმედებით გააჩნდა დამატებითი მექანიზმები რომ გამოერკვია სატრანსპორტო საშუალების გამოშვების ზუსტი წელი (დაეთვალიერებინა ევაკუატორის დეტალები სადაც დატანილი იყო მონაცემები რომ ევაკუატორი გამოშვებული იყო 2010 წელს, ი/მ „დ-------- ხ--–--–ის“ ხარჯებით მოეწვია შესაბამისი სპეციალისტები და ა.შ. - რაც არ შეუსრულებია);

ი/მ „დ-------- ხ--–--–ის“ მიერ წარმოდგენილ ევაკუატორს სამეურნეო დანიშნულებით გავლილი ჰქონდა 1696 კილომეტრი, ხოლო ამწე-მანიპულატორი ნაუშევარი ჰქონდა 52 საათი, რაც დასტურდება საქმეში არსებული საბუღალტრო დოკუმენტაციით და მოწმეების: ა-–---------ე დ----–--ს, გ-------– ქ-----–---ს, ა------- გ-----–--ს, ბ------- ჩ------ა და ო----- ც------ს ჩვენებებით. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ ამწე-მანიპულატორი წარმოადგენდა მეორად, ექსპლუატაციაში ნამყოფ სატრანსპორტო საშუალებას;

ზ---- ნ------ამ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დააფიქსირა რომ როდესაც მან ი/მ „დ-------- ხ--–--–ისაგან“ ჩაიბარა ევაკუატორი, პირადად ნახა რომ ევაკუატორს ჰქონდა ექსპლუატაციის ნიშანი, კერძოდ გავლილი ჰქონდა 1700 კილომეტრი, მაგრამ საკუთარი სუბიექტური მოსაზრებით მიიჩნია, რომ ევაკუატორი იყო „ახალი-ექსპლუატაციაში არ მყოფი“;

ზემოხსენებული ექსპლუატაციის ნიშნის აღმოჩენისთანავე, ზ---- ნ------ა ვალდებული იყო არ ჩაებარებინა „D------“ სანომრე ნიშანის მქონე ევაკუატორი; საჯარო მოხელე ზ---- ნ------ას თავისი შესაძლებელი ქმედებით გააჩნდა შესაძლებლობა რომ გამოერკვია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაში ნამყოფობის საკითხი (სათანადო გულისხმიერებით დაეთვალიერებინა ევაკუატორის ის დეტალები, რომლებითაც დასტურდებოდა ევაკუატორის ექსპლუატაციაში ყოფნის ფაქტი, ეკითხა ი/მ „დ-------- ხ--–--–ისათვის“ სად შეიძინა ევაკუატორი, საიდან ჩამოიყვანა ევაკუატორი, რატომ ჰქონდა 1700 კილომეტრი გარბენი ევაკუატორს, ი/მ „დ-------- ხ--–--–ის“ ხარჯებით მოეწვია შესაბამისი სპეციალისტები და ა.შ - რაც არ შეუსრულებია); ვინაიდან „D------“ სანომრე ნიშანის მქონე ევაკუატორი იყო მეორადი და ექსპლუატაციაში ნამყოფი, იგი ი/მ „დ-------- ხ--–--–ს“ სს „კ----------–-- ფ------ ს--------- ნ-----------ისაგან“ შეძენილი ჰქონდა იაფად - 84 692 ლარად, მაშინ როდესაც სს „კ----------–-- ფ------ ს--------- ნ-----------მა“ იგივე ევაკუატორი ახალ მდგომარეობაში შპს „მ----------ან“ შეიძინა 206 838 ლარად;

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 ა-----–ის N- ბრძანების 2--- მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, უშუალოდ საჯარო მოხელე ზ---- ნ------ა იყო ვალდებული განეხორციელებინა ი/მ „დ-------- ხ--–--–ის“ მიერ წარმოდგენილი ევაკუატორის ხარისხის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობა, ვინაიდან იგი ახორციელებდა ევაკუატორის მიღება-ჩაბარებას;

საჯარო მოხელე ზ---- ნ------ამ დაუდევარი დამოკიდებულების გამო არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები და 2012 წლის 03 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით ი/მ „დ-------- ხ--–--–ისაგან“ ნაცვლად არანაკლებ 2011 წელს და „ახალი-ექსპლუატაციაში არ მყოფი“ ევაკუატორისა, ჩაიბარა 2010 წელს გამოშვებული მეორადი, ექსპლუატაციაში ნამყოფი ევაკუატორი;

საჯარო მოხელე ზ---- ნ------ას ქმედებით არსებითად დაირღვა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის კანონიერი ინტერესი, (მიადგა 95 308 ლარის ქონებრივი ზიანი),რაც დაზარალებულ სახელმწიფო ორგანოზე ქალაქ ბათუმის მერიაზე დღესაც არ არის ანაზღაურებული. ამდენად, ბრალდების მხარე ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეზე არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდებულ ზ---- ნ------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ზ---- ნ------ას ბრალეულობაში, ბრალდების მხარისათვის გაუგებარია თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ ექსპერტ ვ-–-------- მ------–---–ის დასკვნა, იმის თაობაზე, რომ I---- M------- (----------, ვინ-კოდით: Z----------------, სახელმწიფო ნომრით D------ ავტომანქანის გამოშვების თარიღია 2010 წელი, ამასთან ხსენებული ავტომანქანის ძარაზე დამონტაჟებული ჰიდრავლიკური მექანიზმი - ამწე, არის დამხმარე მოწყობილობა და ავტომანქანის გამოშვების თარიღის დადგენისათვის გადამწყვეტია ძარის გამოშვების თარიღი (2010 წელი) და არა ჰიდრავლიკური მექანიზმი - ამწის დამონტაჟების დრო. გაუგებარია ასევე რატომ გაიზიარა მოსამართლემ უპირობოდ დაცვის მხარის მოწმე ექსპერტ დ----- გ---–-----ის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ივეკოს მარკის მოძრავი ამწის გამოშვების თარიღია 2011 წელი, ვინაიდან ამწე დამზადებულია 2011 წელს და მისი ივეკოს ძარზე დამონტაჟება განხორციელდა 2011 წლის იანვრის თვეში თურქეთში, შესაბამისად ავტომანქანამ სპეციალური ავტომობილის მოძრავი ამწის სახე მიიღო 2011 წელს. ამასთან ექსპერტმა დ----- გ---–-----მა, ცალსახად მიუთითა, რომ ხსენებული ავტომანქანის პლატფორმის გამოშვების თარიღია 2010 წელი, ხოლო პროკურორის კითხვაზე კონკრეტულად დაესახელებინა ერთი დოკუმენტი რასაც ის დაეყრდნო დასკვნის შედგენისას, მის მიერ პასუხი ვერ იქნა გაცემული. ასევე ექსპერტ გ---–-----ის მიერ ხსენებული ავტომანქანა ფიზიკურად არ დათვალიერებულა და გაუგებარია რის საფუძველზე იქნა მის მიერ მიჩნეული, რომ ხსენებული ავტომანქანის გამოშვების თარიღია 2011 წელი. მცდარია სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ტენდერი გამოცხადებული იყო ევაკუატორზე (ამწე - მანიპულატორზე) და არა ივეკოს ძარაზე, თუკი ივეკოს ძარას მოვაშორებთ მასზე დამონტაჟებულ ამწე მექანიზმს, ავტომანქანას არ ექნება ამწის ფუნქცია, ამდენად ევაკუატორისათვის (ამწე-მანიპულატორისათვის) ძარაზე დამონტაჟებული ამწე არის არა დამხმარე მოწყობილობა, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად ნივთის გამოშვების თარიღად მიჩნეული უნდა ყოფილიყო 2011 წელი, როცა ავტომანქანამ მიიღო სპეციალური ავტომობილის მოძრავი ამწის სახე. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ შ.პ.ს. „მ------“-ის შესყიდვების მენეჯერ ლ---- ჯ----------–სა და კ----------–-- „ფ------ ს--------- ნავსადგიურის ავტოსატრანსპორტო საწარმოს უფროს გ-- ს--–------სა და გაერთიანებული სასაწყობო მეურნეობის მეკუჭნავე ნ-------- ბ-----ს შორის 2011 წლის 14 ა-----–ს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, ა/მანქანა- ევაკუატორს სახელმწიფო ნომრით D------ გავლილი ჰქონდა გარბენი 6- კილომეტრი, როცა შემოვიდა საქართველოში. შესაბამისად ზ---- ნ------ას ჩვენება და ექსპერტ დ----- გ---–-----ის დასკვნა მასზედ, რომ 1700 კილომეტრის გავლა ევაკუატორს დასჭირდა მიღება-ჩაბარების ადგილზე მისასვლელად საფუძველს მოკლებული იყო და წარმოადგენდა ბრალდებულის მიერ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას, რაც კრიტიკულად უნდა შეეფასებინა სასამართლოს. სპეციალური ცოდნის მქონე პირების დახმარებით საჯარო მოხელე ზ---- ნ------ა უტყუარად დაადგენდა, რომ ევაკუატორის (ამწე-მანიპულატორის) გამოშვების ზუსტი წელი იყო 2010 წელი, სამეურნეო დანიშნულებით გავლილი ჰქონდა 1696 კილომეტრი და ნამუშევარი ჰქონდა 52 საათი. შესაბამისად თავისი სამსახურებრივი მოვალეობისადმი არაჯეროვანი და გულგრილი დამოკიდებულებით ზ---- ნ------ამ ვერ გამოავლინა ექსპლუატაციის ნიშნები და ექსპლუატაციაში ნამყოფი ევაკუატორი თავისი სუბიექტური მოსაზრებით მიიჩნია ახალ, ექსპლუატაციაში არ მყოფ სატრანსპორტო საშუალებად, რითაც 95 308 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა თვითმმართველ ქალაქ ბათუმს (აღნიშნული დადასტურებულია N--------- ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ექსპერტების ე------ გ---–--–-–---–ისა და ი----- ჭ--–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით). ის ფაქტი, რომ „D------“ სანომრე ნიშანის მქონე ევაკუატორი, რომ იყო მეორადი და ექსპლუატაციაში ნამყოფი, იქედანაც ნათლად ჩანს, რომ ი/მ „დ-------- ხ--–--–ს“ სს „კ----------–-- ფ------ ს--------- ნ-----------ისაგან“ ის შეძენილი ჰქონდა იაფად - 84 692 ლარად, მაშინ როდესაც სს „კ----------–-- ფ------ ს--------- ნ-----------მა“ იგივე ევაკუატორი ახალ მდგომარეობაში შპს „მ----------ან“ შეიძინა 206 838 ლარად.

მოსამართლემ საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა გ-------– წ------–---–ს ჩვენებას და განაჩენში დააფიქსირა რომ თითქოს „სს კ----------–-- " ფ------ ს--------- ნ-----------ი ვერ იყენებდა აღნიშნულ ევაკუატორებს, რის გამოც მოახდინეს მისი გასხვისება ნაკლებ ფასად. 2013 წლის 28 თებერვლის ჩვენებაში გ-------– წ------–---–ს დაფიქსირებული აქვს, რომ ,,რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო სს „კ----------–-- ფ------ ს--------- ნ-----------ი“ ვერ იყენებდა ივეკოს მარკის ევაკუატორებს, შესაბამისად ის ევაკუატორები რომელიც მიჰყიდა დ-------- ხ--–--–ს არ იყო ექსპუატაციაში ნამყოფი“, ხოლო მოსამართლემ განაჩენში მტკიცებით ფორმაში დააფიქსირა რომ „გ-------– წ-------–---–ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ სს კ----------–-- "ფ------ ს--------- ნ-----------ი" ვერ იყენებდა ივეკოს მარკის ევაკუატორებს, შესაბამისად ის ევაკუატორები, რომელიც მიყიდა დ-------- ხ--–--–ს არ იყო ექსპლუატაციაში ნამყოფი“. გაუგებარია თუ რატომ ამოგლიჯა კონტექსტიდან მოსამართლემ გ-------– წ------–---–ის ფრაზა რომ თითქოს „სს „კ----------–-- ფ------ ს--------- ნ-----------ი“ ვერ იყენებდა ივეკოს მარკის ევაკუატორებს“, მაშინ როდესაც ამ ფრაზას წინ უძღოდა სიტყვები „რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო“. ამასთან გ-------– წ------–---–ი აღნიშნულ ფრაზაში გულისხმობს რომ ევაკუატორებს სს კ----------–-- "ფ------ ს--------- ნ-----------მა" ვერ გამოიყენებდა იმ მიზნებისათვის რისთვისაც შეიძინა, რაც ცალხად არ ნიშნავს იმას რომ ევაკუატორები არ იყო ექსპლუატაციაში არ მყოფი.

მოსამართლემ საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა მოწმე ა-–----------ე დ----–--ს, მოწმე გ--------ი ქ-----–---ს, მოწმე ბ------- ჩ------ და მოწმე ო----- ც------ს სასამართლოზე მიცემული ჩვენებები, ასევე დოკუმენტური მტკიცებულებები ევაკუატორის ავტოსაგზაო ბარათები, რომლითაც უტყუარად დასტურდება რომ „D------“ სანომრე ნიშანის მქონე ევაკუატორს სამეურნეო დანიშნულებით გავლილი ჰქონდა 1696 კილომეტრი, ხოლო ამწე-მანიპულატორი ნამუშევარი ჰქონდა 52 საათი, კერძოდ ევაკუატორი ვიდრე მას შეიძენდა ი/მ „დ-------- ხ--–--–ი“ ქ. ფოთიდან ჩავიდა ქ. ბათუმში, ასევე ქ. თბილისში, საიდანაც ჩამოიყვანა პორტის უფროსის მოადგილის ავტომანქანა რომელიც უცხოეთში გაფრინდა და ა/მანქანები დატოვა აეროპორტში, ასევე ევაკუატორს გარბენები ჰქონდა ქ. ფ------ ტერიტორიაზე. სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა მოწმე ე------ გ---–--–-–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომლის განმარტებით მას შემდეგ რაც ავტომობილი იმუშავებს სამეურნეო დანიშნულებით, ავტომობილი ითვლება ექსპლუატაციაში ნამყოფად. განაჩენი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსაბუთებელი და უკანონოა, არ გამომდინარეობს საქმის რეალური, ფაქტობრივი გარემოებებიდან. სახელმწიფო ბრალდება ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქმეზე არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდებულ ზ---- ნ------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს ზ---- ნ------ას მიერ სამსახურებრივი გულგრილობის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

 

გამართლებულმა ზ---- ნ------ამ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა მის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორს რ----- შ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ ზ---- ნ------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----- ბ---–----ეს, რომლებმაც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდე და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ზ---- ნ------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თვითმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავჯდომარის 2011 წლის 30 სექტემბრის №--- განკარგულებით დაფუძნდა ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“. ბათუმის საკრებულოს თავჯდომარის 2012 წლის 31 იანვრის №1- განკარგულებით ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს” დ-------------- დაინიშნა ზ---- ნ------ა

 

2012 წლის 22 თებერვალს ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ“ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (------------- ერთი ერთეული ევაკუატორის (ამწე- მანიპულატორი) სახელმწიფო შესყიდვაზე. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო, რომ ევაკუატორის (ამწე-მანიპულატორი) გამოშვებული უნდა ყოფილიყო არანაკლებ 2011 წელში (ახალი-ექსპლუატაციაში არ მყოფი). აღნიშნული ტენდერის შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2012 წლის 02 მარტის №-- ხელშეკრულება გაფორმდა ი/მ „დ-------- ხ--–--–თან“. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 180 000 ლარით, ხოლო ხელშეკრულების საგნად I--------------------- (ამწე-მანიპულატორი) არანაკლებ 2011 წლის გამოშვება (ახალი ექსპლუატაციაში არ მყოფი).

 

2012 წლის 03 მარტის მიღება -ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს” დ-----------მა ზ---- ნ------ამ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2012 წლის 02 მარტის N-- ხელშეკრულების საფუძველზე ჩაიბარა დ-------- ხ--–--–ის მიერ შეძენილი ავტომანქანა I--------------------- ევაკუატორი (ამწე-მანიპულატორი) რადგან ჩათვალა, რომ ევაკუატორი შეესაბამებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2012 წლის 02 მარტის №-- ხელშეკრულებაზე დანართის სახით წარმოდგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ვ-–-------- მ------–---–ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული სასამართლო ექსპერტიზის N------------- დასკვნის თანახმად, რომლითაც განხორციელდა ავტომობილის ტექნიკური პასპორტის პარამეტრებისა და საბაჟო ღირებულების დადგენა, I---- 1----- საიდენტიფიკაციო ნომერი - V-------------------- გამოშვების თარიღად მითითებულია 2010 წელი, ვიზუალური დათვალიერების შედეგად ავტომანქანა წარმოადგენს ახალს. საბაჟო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 133 500 ლარს. ექსპერტმა განმარტა, რომ ავტომანქანის ვინ კოდის მეათე ნიშნად მითითებული იყო 0, მის მიერ მოხდა ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერება, ივეკოს ავტომანქანის ძარა გამოშვებული იყო 2010 წელს, რაც შეეხება ძარაზე დამონტაჟებულ ჰიდრავლიკურ მექანიზმს, რომელზედაც გამოშვების წლად მითითებულია 2011 წელი, მოწმის განმარტებით ამწე მექანიზმი არის დამხმარე მოწყობილობა და ავტომანქანის გამოშვების თარიღის დადგენისას გადამწყვეტია თუ როდის არის გამოშვებული ძარა და არა ძარაზე დამონტაჟებული ამწე ან კიდე როდის განხორციელდა ამწის ძარაზე დამონტაჟება. მოწმემ უპასუხოდ დატოვა კითხვა ავტომანქანა როდის გახდა ევაკუატორი (ამწე - მანიპულატორი) მაშინ როცა იტალიაში გამოუშვეს ძარა, თუ მაშინ, როცა ძარაზე დამონტაჟდა ამწე. ავტომანქანის ვინკოდზე მეათე სიმბოლო აღნიშნავს ავტომანქანის გამოშვების ან სამოდელო თარიღს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ----- გ---–-----ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ - ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილის " I----" -ს რომლის ვინკოდია V-------------------- გამოშვების წელია 2011 წელი. ექსპერტმა დ----- გ---–-----მა განმარტა, რომ გამოსაკვლევი ავტომობილი დამზადებულია იტალიაში ქალაქ ბრეშაში, იგი დანიშნულებით წარმოადგენს საშუალო ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილს, გამოშვების წელი ოფიციალურ ვებ გვერდზე მოპოვებული ვერ იქნა, აღნიშნული დამახასიათებელია იმ ვითარებისათვის, როცა დამამზადებელი ქარხანა ავტომობილს გადასცემს სხვა სპეციალური მოწყობილობების დამამზადებელ ქარხანს, რომელიც სპეციალურ მოწყობილობას ამონტაჟებს გადაცემულ ავტომობილზე, სპეციალური მოწყობილობა შეიძლება იყოს: მიქსერი, კალათა, ევაკუატორის პლატფორმა, სხვადასხვა დასახელების ამწე მექანიზმი და სხვა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ავტომანქანის ვინკოდზე მითითებული მეათე სიმბოლო ასახავს გამოშვების თარიღს, მოცემულ შემთხვევაში მეათე სიმბოლოდ მითითებულია 0 რაც დამახასიათებელია ისეთი შემთხვევებისათვის, როცა დამამზადებელი ქარხანა ავტომობილს გადასცემს სხვა სპეციალური მოწყობილობების დამამზადებელ ქარხანს, რომელიც სპეციალურ მოწყობილობას ამონტაჟებს გადაცემულ ავტომობილზე, მოცემულ შემთხვევაში გამოსაკვლევი ობიექტი წარმოადგენს მოძრავ ამწეს, ამწის მარკირებიდან გამომდინარე, ამწე დამზადებულია, დამონტაჟებულია და რეალიზებულია 2011 წლის იანვარში თურქეთში, ასეთ შემთხვევაში სპეციალური ავტომობილის, მოძრავი ამწის გამოშვების თარიღად ჩაითვლება, როცა მან მიიღო სასაქონლო სახე მოძრავი ამწის სახით 2011 წელი.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ე------ გ---–--–-–---–ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული 2013 წლის 29 მარტის N--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2012 წლის 02 მარტის მდგომარეობით I---- M------- სახელმწიფო ნომრით D------ ტექნიკური თვალსაზრისით წარმოადგენდა ექსპლუატაციაში მყოფ ავტომობილს. ექსპერტმა ე------ გ---–--–-–---–მა განმარტა, რომ მის მიერ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გაცემა ემყარებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ექსპერტიზაზე გაგზავნილი დოკუმენტების თანახმად 2012 წლის 02 მარტის მდგომარეობით ავტომანქანის გარბენი შეადგენდა 1696 კმ-ს, ხოლო ამწე მანიპულატორს ნამუშევარი ქონდა 52 საათი. ექსპერტმა დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებზე არსებობდა თუ არა სახელმწიფო ან დარგობრივი სტანდარტი, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა თუ რამდენი კილომეტრის გარბენის შემდეგ ჩაითვლებოდა ავტომანქანა ექსპლუატაციაში ნამყოფად, ან არსებობდა თუ არა სახელმწიფო ან დარგობრივი სტანდარტი, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა თუ რამდენი საათი უნდა ემუშავა ამწე მექანიზმს, რომ ჩათვლილიყო ექსპლუატაციაში ნამყოფად, მოწმემ უპასუხა, რომ მსგავსი სახელმწიფო ან დარგობრივი სტანდარტი არ არსებობდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მის მიერ არ მომხდარა ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერება, რადგან ექსპერტიზა დანიშნული იყო 2013 წლის მარტის თვეში, რომლითაც მოთხოვნილი იყო 2012 წლის მარტის თვეში ავტომანქანა იყო თუ არა ექსპლუატაციაში ნამყოფი და აზრი არ ქონდა ავტომანქანის დათვალიერებას. მოწმის განმარტებით ექსპლუატაციაში მყოფი ნიშნავს ნულოვანი გარბენით გამოსული ავტომობილი, როცა გაირბენს გარკვეულ კილომეტრაჟს და ავტომობილი განიცდის ცვეთას.

 

მოწმის სახით დაკითხული ა-–---------ე დ----–--ს ჩვენების თანახმად, იგი მუშაობდა კ----------–-- "ფ------ ს--------- ნ-----------ის” ავტოსატრანსპორტო საწარმოს უფროსად. კ----------–-- "ფ------ ს--------- ნ-----------მა” შეიძინა 6 ავტოევაკუატორი, ავტოევაკუატორები შეძენის დროს იყო ახალი. 2012 წელს გაიყიდა ივეკოს ავტოევაკუატორი, რომელსაც გასხვისების დროს გარბენი ჰქონდა 1600-1700 კმ. მოწმის განმარტებით პორტის უფროსის მოადგილე, თავისი მსუბუქი ავტომანქანით ფოთიდან წავიდა თბილისის აეროპორტში, საიდანაც გაფრინდა უცხოეთში, უცხოეთიდან დარეკა, რომ მსუბუქი ავტომანქანა დაეხვედრებინათ ბათუმის აეროპორტში, სწორედ აღნიშნული მიზნით ავტოევაკუატორი იმყოფებოდა თბილისში და შემდეგ ბათუმში, მოწმის განმარტებით ძალზედ იშვიათად ხორციელდებოდა აღნიშნული ამწე ევაკუატორით ავტომანქანების აწევა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ავტოევაკუატორი, რომ არ გამოსულიყო მწყობრიდან ადგილზე ამუშავებდნენ ცუდ ამინდში 5 დღეში ერთხელ, კარგ ამინდში კვირაში ერთხელ, როცა აკუმლიატორების დასამუხტად ამუშავებდნენ ავტოევაკუატორს მოტოსაათის ხარჯში და კილომეტრაჟის ხარჯში ხდებოდა მისი ასახვა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ავტოევაკუატორს ვიზუალური დათვალიერებით ზეთის გამონადენი არ ჰქონდა.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ--------ი ქ-----–---ს ჩვენების თანახმად, მან კ----------–-- "ფ------ ს--------- ნ-----------მა” შეიძინა 06 ევაკუატორი, ევაკუატორი 9---ი მიღება - ჩაბარების აქტით გადასცეს დ-------- ხ--–--–ს, ავტოევაკუატორი გამოიყურებოდა ახალივით. მოწმის განმარტებით აღნიშნულ ავტოევაკუატორის აკუმლიატორები რომ არ გამოსულიყო მწყობრიდან და სისტემა არ მოშლილიყო დროგამოშვებით ქოქავდნენ ევაკუატორს. მოწმის განმარტებით როცა ავტომობილები შეიძინეს არ იყო ექსპლუატაციაში ნამყოფები, ხოლო გასხვისების დროს ავტოევაკუატორი იყო ექსპლუატაციაში ნამყოფი, ვინაიდან გავლილი ჰქონდა 1600-1700 კმ. მოწმის განმარტებით გამომძიებელმა მოითხოვა ავტოსაგზაო ბარათები, რომელიც წარედგინა გამოძიებას.

 

მოწმის სახით დაკითხული ბ------- ჩ------ ჩვენების თანახმად, ავტოევაკუატორი როცა მოიყვანეს ფოთში იყო ახალი, ცელოფნებში, ავტომანქანა დგომის შედეგად, რომ არ გამოსულიყო მწყობრიდან პერიოდულად ახდენდნენ მის ამუშავებას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ავტოევაკუატორით იმყოფებოდა თბილისის აეროპორტში შემდგომ ბათუმში როცა პორტის უფროსის მოადგილის ავტომანქანის გადატანა მოხდა თბილისიდან ბათუმში. მოწმემ დაადასტურა, რომ გაყიდვის დროს ავტოევაკუატორი ისეთსავე მდგომარეობაში იყო როგორიც ფოთში მიიყვანეს.

 

მოწმის სახით დაკითხული ო----- ც------ს ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს კ----------–-- "ფ------ ს--------- ნ-----------იში” მძღოლად. ავტომანქანას ფოთში ჩაამოყვანისას მანქანაში ნაჯდომი არ ეტყობოდა, ავტომანქანა გაყიდვის დროს იყო იდეალურ მდგომარეობაში. უფროსების დავალებით ავტოევაკუატორი გაიყვანა ბენზოგასამართ სადგურზე, რომელიც ს--------- ნ-----------იდან დაშორებულია 6 კილომეტრით. მოწმის განმარტებით ამწესთან შეხება არ ქონია და არც ნ-----------ის ტერიტორიაზე უნახავს აღნიშნული ავტოევაკუატორის გამოყენების ფაქტი. მოწმის განმარტებით ვინაიდან ავტომანქანა იდგა დაახლოებით 10 წუთი ამუშავებდნენ მწყობრიდან რომ არ გამოსულიყო.

 

მოწმის სახით დაკითხული დ-------- ხ--–--–ის ჩვენების თანახმად, მან მონაწილეობა მიიღო გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რის შემდეგაც კ----------–-- ,,ფ------ ს--------- ნ-----------იდან” შეიძინა 2011 წელს გამოშვებული ევაკუატორი, რომელიც ჩამოიყვანა ქ. ბათუმში და მიიყვანა მერიაში ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოსათვის’’ გადასაცემად, ავტომანქანის შემოწმებას ესწრებოდა ქალაქის მერი თავისი მოადგილეებითა და თანამშრომლები, ავტოევაკუატორი იყო ახალი, ცელოფნებში, რაიმე ხარვეზი არ ჰქონია, მოწმის განმარტებით ევაკუატორი საერთოდ არ იყო ნამუშევარი.

 

მხარეთა მიერ 2017 წლის 01 ივნისის სასამართლო სხდომაზე უდავოდ მიჩნეული 2013 წლის 28 თებერვლის გ-------– წ-------–---–ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმის თანახმად, სს კ----------–-- "ფ------ ს--------- ნ-----------ი" ვერ იყენებდა ივეკოს მარკის ევაკუატორებს, შესაბამისად ის ევაკუატორები, რომელიც მიყიდა დ-------- ხ--–--–ს არ იყო ექსპლუატაციაში ნამყოფი.

 

გამართლებულ ზ---- ნ------ას განმარტებით, ტერმინი "ექსპლუატაციაში ნამყოფი" ნიშნავს, რომ უნდა ხდებოდეს საქონლის რეგულარული გამოყენება, მოხმარება და ექსპლოატაცია მისი მიზნობრივი დანიშნულებისა და ფუნქციონალური კუთვნილების შესაბამისად. ამასთანავე ეს ფაქტი უნდა დასტურდებოდეს საქონლის ექსპლოატაციაში ნამყოფობის ნიშნების ერთობლიობით, როგორებიცაა: ცვეთის, ექსპლოატაციის ბუნებრივი (ვიზუალური) კვალი და ექსპლოატაციის ობიექტური მაჩვენებლები (სხვადასხვა სახის საზომი ხელსაწყოები). ობიექტური მაჩვენებლებით, ანუ ავტოევაკუატორზე არსებული ხელსაწყოებით. ავტოევაკუატორის მოძრავ ნაწილს. ანუ შასის, გააჩნია მანძილის საზომი ხელსაწყო, სპიდომეტრი. ანუ შესაძლებელია გავლილი გზის ობიექტურად შეფასება. რაც შეეხება ავტოევაკუატორის მეორე ძირითად შემადგენელ ნაწილს, ამწე-მანიპულატორს და ჰიდრავლიკურ ამწეს, მათ რაიმე სახის საზომი ხელსაწყო არ გააჩნიათ და ობიექტურად შეფასება მათი მუშაობისა შეუძლებელია. მხოლოდ ვიზუალურად, რამენაირი ცვეთის აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება დაისვას ამწე-მანიპულატორის ექსპლოატაციაში ნამყოფობის საკითხი. სპიდომეტრის მაჩვენებელი ჩაბარების მომენტში იყო 1700 კმ, გამომდინარე იქედან, რომ ავტოევაკუატორის შასი წარმოებულია იტალიაში, ხოლო ამწე მანიპულატორი და ჰიდრავლიკური ამწე წარმოებული და დამონტაჟებულია თურქეთში, ლოგიკურად მივიჩნიე, რომ ეს იყო გარბენი მწარმოებელი ქარხნიდან ბათუმამდე, რაც არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მანქანის ექსპლუატაციაში ნამყოფად. ბრალდებულის განმარტებით, ავტოევაკუატორი აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობებით მხოლოდ ავტომობილების ასაწევათ და სხვა რაიმე სამუშაოს შესრულება კონკრეტულ ავტოევაკუატორს არ შეუძლია. ბრალდებულის განმარტებით ავტომანქანას სავარძლებზე გადაკრული ჰქონდა ქარხნული ცელოფნები, ჰიდრავლიკური მექანიზმები იყო გაჟონვების გარეშე და მანქანას რაიმე სახის მცირედი დაზიანებების კვალიც კი არ აღენიშნებოდა, ზ---- ნ------ას განმარტებით ყველა ჰიდრავლიკური მილი, გადამყვანები იყო ქარხნული, ხელუხლებელი, საბურავებს არ ეტყობოდა ექსპლუატაციის არავითარი ნიშნები. ძარაში შენახული ტექნიკური საშუალებები (ქანჩები, ამწევი მექანიზმი და სხვა) დალუქული იყო ცელოფნებში. დალუქული იყო ავტოევაკუატორის ტექნიკური ექსპლუატაციის ჟურნალი, ქარხნულ ცელოფნებში იყო შეფუთული როგორც კაბინის, ასევე ამწე მანიპულატორის სავარძლები.

 

სასამართლო არ იზიარებს ექსპერტების ი----- ჭ--–--ისა და შ----- ი----–---–ის დასკვენებს იმის თაობაზე, რომ 2012 წლის მარტის თვის მდგომარეობით " I----" -ს მარკის ევაკუატორ მანიპილატორის მსგავსი, ტექნიკურად გამართული, ექსპლუატაციაში ნამყოფი ევაკუატორ მანიპულატორის ღირებულება საქართველოს საავტომობილო ბაზარზე შეესაბამებოდა 84 692 ლარს და ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო"-ს მიერ 2012 წლის 02 მარტის თარიღით შედგენილი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულების საფუძველზე ი/მ დ-------- ხ--–--–ისაგან შეძენილ ავტომობილ "ივეკო M------------------"-ს სახელშეკრულებო და საბაზრო ფასს შორის სხვაობა შეადგენს 95 308 ლარს.

სასამართლო განხილვისას არ გამოვლენილა ის გარემოებები, რომლებიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა შეეფასებინა რამდენად ობიექტურად მოხდა ფასთა სხვაობის შედარება. პასუხგაცემულია კითხვა იმის შესახებ თუ საიდან მოიტანა ექსპერტმა ,,საბაზრო ფასი”, რა კრიტერიუმით იქნა გაანალიზებული ეს ცნება და რამდენად ობიექტურია ეს შეფასება. მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილია ისიც, რომ სახელმწიფო ან დარგობრივი სტანდარტი, რომლითაც განისაზღვრება რამდენი კილომეტრის მანძილის შემდგომ ჩაითვლებოდა ავტომანქანა ექსპლუატაციაში ნამყოფად ან რამდენი საათის მუშაობის შემდეგ ჩაითვლება ამწე მექანიზმი ექსპლუატაციაში ნამყოფად - არ არსებობს. უფრო მეტიც, ამწეს საერთოდ არ აქვს სპიდომეტრი და მისი ნამუშევრობის შესახებ, ინფორმაცია მიღებული იქნა პორტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით. მოწმეთა ჩვენებებით ამწეს ხანდახან ამუშავებდნენ და ეს იყო როგორც პრევენცია უმოქმედოდ მდგარი ევაკუატორის წყობიდან გამოსვლის თავიდან ასაცილებლად.

სახელმწიფო ბრალდების მიერ დანიშნულ ექსპერტებს არ გადაუმოწმებია ის ფაქტი, ნამდვილად წარმოადგენს თუ არა შესყიდული ამწე ზუსტად ისეთ ტექნიკურ მონაცემების მქონე მანქანას, როგორიც სატენდერო პირობებით იყო გათვალისწინებული, ანუ ბრალდების მხარეს არ გაუქარწყლებია დაცვის მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ მანქანა გაცილებით უფრო მაღალი ტექნიკური შესაძლებლობისაა, უფრო უკეთესი მოწყობილობებითა აღჭურვილი.

თუ ჩავთვლით, რომ მსჯავრდებულმა ნამდვილად იყიდა ისეთი ავტომობილი, რომელსაც არ ქონდა ტექნიკური მონაცემები ნულოვანი გარბენით, ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება ადგილი ქონდეს მხოლოდ და მხოლოდ სატენდერო პირობების დარღვევას, სამოქალაქო საქმეთა დანაწესების სფეროში, როცა არაა დადგენილი ის არსებითი, უტყუარი ზიანი, რაც ზ---- ნ------ას ქმედებას მოჰყვა.

თუკი ნ------ამ უკეთესად აღჭურვილი და მეტი ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ავტოევაკუატორი იყიდა, არ მომხდარა იმის გამოანგარიშება რა ღირს ასეთი დამატებითი აღჭურვილობა? რა განსხვავებას მისცემდა დამატებითი ღირებულებების გათვალისწინება ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული ზიანის ნაწილში.

ექსპერტიზაში არ არის ასევე გამოანგარიშება იმის შესახებ 6-კმ მანძილიდან 1700 კილომეტრამდე გარბენის მქონე ავტომობილი(ამწე) რა სახის ცვეთას მიიღებდა და შეძლებდა თუ არა ამ დატვირთვას იმდენად გაეაფებინა მანქანა, რომ ზიანი 95308 ლარი ყოფილიყო.

დადგენილია, რომ ავტოევაკუტორმა დატვირთვა მიიღო ადგილზე დაქოქვით, ასევე თბილისის აეროპორტიდან ბათუმში პორტის უფროსის მოადგილის ავტომანქანის გადატანით.(იხ.მოწმე გ.ქ-----–--სა, ბ.ჩ------ და ო.ც------ს ჩვენებები). სხვა რამე სახის მონაცემი და ინფორმაცია ავტოევაკუტორის ცვეთასა და ექსპლუატაციის შესახებ დადგენილი არ არის.

რაც მთავარია, საქმეზე არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა, რომლითაც სხვადასხვაგვარადაა ახსნილი ავტოევაკუტორის გამოშვების თარიღი. როცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა შევსებული არ არის სხვა რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულებებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა ეჭვი, რომელიც დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით წარმოიშვა მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ ზ---- ნ------ამ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ზ---- ნ------ა უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ზ---- ნ------ა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ზ---- ნ------ას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით დაყადაღებულ ზ---- ნ------ას (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ბათუმი, ტ------------------------------------- 10 000 ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.;

 

გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 07 ივნისის განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

 

განემარტოს ზ---- ნ------ას, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე