განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 100100118002285130
№1/ბ-433-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდომარე - თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მ-----ა სირაძე
სხდომის მდივანი - მ-----ა მაკარიძე
პროკურორის - ი-–-- გ--–------ის
მსჯავრდებულ - კ---- ბ-------–---–ის
ადვოკატების - ს--–---ე ბ--------–---–ის და ნ--- ფ------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ---- ა------ის ძე ბ-------–---–ის მიმართ, დაბადებული: 3--------- წელი, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დაუოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ჭიათურა, ლ------–-----ის ქ.N4-ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2017 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 0400 საათზე კ---- ბ-------–---–ი ჯგუფთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა საჩხერეში, ფეიქარის ქ.N1-ში მდებარე სს „ჩიხურას“ დარაჯს თ----- გ----–---–ს, რომელიც ოთახში იმყოფებოდა ჩაძინებული. გადმოაგდეს იგი ლოგინიდან და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს ოთახში არსებული რკინის კარადების გასაღები. ვინაიდან თ----- გ----–---–ს არ აღმოაჩნდა გასაღები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით სცემეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მიაყენეს დაზიანებები, რის შემდეგაც სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით შეუკრეს ხელ-ფეხი და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. აღნიშნულის შემდეგ ბოროტმოქმედებმა ფიზიკური ძალისა და შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით შეძლეს რკინის კარადების გატეხვა, უკანონოდ შეაღწიეს საცავში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დიდი ოდენობით სს "ჩიხურას" კუთვნილ თანხას – 74987 ლარის ექვივალენტ 27500 აშშ დოლარს, ასევე ი---- ჭ----–--ის კუთვნილ, დიდი ოდენობით 10800 ლარის ექვივალენტ 4000 აშშ დოლარს, იქ არსებულ ი---- ჭ----–--ის აწ გარდაცვლილი მამის – ტ------– ჭ----–--ის ცეცხლსასროლ იარაღს - პისტოლეტს TOZ KOROVIN, N3--, ცეცხლსასროლი კალიბრი 6.35მმ - ღირებულს 5000 ლარად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამავდროულად მათ თან წაიღეს თ----- გ----–---–ის კუთვნილი 100 ლარად ღირებული "ნოკიას" და "ალკატელის" ფირმის მობილური ტელეფონები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის განაჩენით კ---- ბ-------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ სსკ-ს 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
კ---- ბ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ -ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 ( ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ---- ბ-------–---–ს საბოლოოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ კ---- ბ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 19 დეკემბრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-–-- გ--–------ის მიერ გასაჩივრებულ იქნა განაჩენი, რომლითაც მოითხოვა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და კ---- ბ-------–---–ს საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, სსკ–ის 237–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და სსკ–ის 143–ემუხლის მე-2 ნაწილის ,,გ", მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით მსჯავრდება და მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტის აზრით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადგენილი, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილზე ერთ–ერთ რკინის კარადაში ე.წ ,,სეიფში" ინახებოდა დაზარალებულ ი---- ჭ----–--ის მამის - აწ გარდაცვლილ ტ------– ჭ----–--ის ცეცხლსასროლი იარაღი და ხსენებული იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნები. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ კ---- ბ-------–---–ი და მასთან ერთად დანაშაულის ჩასადენად წინასწარ შეკავშირებული პირები არიან თანაამსრულებლები. ერთმანეთისათვის ცნობილი იყო მათი ყოველი ქმედება. ისინი ერთობლივად ესხმიან თავს დაზარალებულს, ერთობლივად - უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა საგნების გამოყენებით რკინის კარადების გატეხვას და იქედან ფასეული ნივთების: თანხის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. საქართველო სსსკ-ის 24–ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა. ის გარემოება, რომ ცეცხლსასროლი იარაღი კ---- ბ-------–---–ისაგან ამოღებული ვერ იქნა და უფრო მეტიც ამ დროისათვის გამოძიებისათვის იარაღის ადგილსამყოფელი უცნობია, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას კ---- ბ-------–---–ისათვის ბრალის გამომრიცხველ გარემოებად, ვინაიდან დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი. მისი ქმედებებით გამოწვეული ზიანის შესატყვისი სასჯელი - მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნაა, რაც გონივრული პროპორციული საშუალება იქნება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად.
განაჩენი ასევე გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ კ---- ბ-------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს--–---ე ბ--------–---–ის მიერ, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ.ბ-------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვეს, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებლია. საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება კ---- ბ-------–---–ის უდანაშაულობა. დაცვის მხარის აზრით მომხდარი ფაქტი ინსცენირებულია ი---- ჭ----–--ის მიერ, რადგან მას სურდა კ---- ბ-------–---–ის მიწის ნაკვეთის დაუფლება, სადაც მარგანეცი მოიპოვება, ამასთან საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები არ გამოდგება ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად და იგი გაყალბებულია შემდეგ გარემოებათა გამო: გ--–- ბ-------–---–ის სახლიდან ამოღებულ თანხაზე შემოკრულ მოყავისფრო რეზინზე, აღმოჩნდა დაზარალებულ ი---- ჭ----–--ის დნმ-ი. საინტერესოა, თუ აღნიშნულ რეზინაზე აღმოჩნდა დაზარალებულის დნმ-ი, მაშინ რატომ არ აღმოჩნდა მასზედ კ---- ბ-------–---–ის დნმ-ი, თუ ეს ნივთი კ---- ბ-------–---–ის მიერ ყაჩაღური თავდასხმის დროს იქნა წამოღებული, მაგრამ კ---- ბ-------–---–ის დნმ-ი ვერ იქნა აღმოჩენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული და ვერ გამოდგება უტყუარ მტკიცებულებად. აღნიშნული საქმე განზრახ ნაწარმოებია კ.ბ-------–---–ის საწინააღმდეგოდ, რათა იგი თავიდან ჩამოეშორებიათ.
მხარეებს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ი-–-- გ--–------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– აპელანტს, დაცვის მხარეს, მსჯავრდებულ კ---- ბ-------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს - ს--–---ე ბ--------–---–ს და ნ--- ფ------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული ი---- ჭ----–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს კ---- ბ-------–---–ი დღის საათებში მივიდა ღვინის ქარხანაში, ს---–---- ხ-------–---–თან ჰქონდა პირადი საქმე და დაახლოებით ნახევარი საათი ცალკე საუბრობდნენ. საუბრის დამთავრების შემდეგ თბილისში წასასვლელად მისცა 50 დოლარიანი, 100 ლარი და დაემშვიდობა. კ---- ბ-------–---–ი ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა. მოწმის განმარტებით მან გადაწყვიტა ქარხნის წესრიგში მოსაყვანად გაეყიდა ცისტერნები. ს---–---- ხ-------–---–მა თანხმობა განაცხადა შეძენაზე. ავანსის სახით მისცა 15 000 აშშ დოლარი, რაც კონვერტში მოთავსებული, შეინახა ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ სამუშაო კაბინეტის სეიფში. მისცა ასევე 3700 აშშ დოლარი. შემდეგ მიუტანა თიბისი ბანკის ლურჯ პარკში ჩადებული, ყვითელი რეზინით შემოჭერილი 15 000 აშშ დოლარი, რაც ასევე შეინახა სეიფში, სულ სეიფში შეინახა 31 500 აშშ დოლარი, აქედან, მეორე სეიფში იდო 7000 აშშ დოლარი. სეიფში ასევე იყო აწ გარდაცვლილი მამის - ტ------– ჭ----–--ის კუთვნილი „ტოზის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, რისი გადაფორმებაც ვერ მოასწრო. საღამოს წავიდა მეგობრებთან ერთად სავახშმოდ. ქარხანაში დარჩა დარაჯი თ----- გ----–---–ი, ღამით დაბრუნდა და ი----- ჭ----–--ესთან ერთად უყურეს საფეხბურთო გადაცემას. ღამის 01 საათზე წავიდა სახლში. დილით, ხუთის წუთებზე დაურეკა თ----- გ----–---–მა და უთხრა - "გამლახეს, დამაყაჩაღეს, ფული წაიღეს და ჩამოდიო". 15 წუთში ჩავიდა, დახვდა თ-----ი და მეორე ობიექტის დარაჯი. ჩასვლამდე დარაჯს სთხოვა პოლიციაში დაერეკა, რომლებიც მალევე მივიდნენ. თ-----ს სახეზე ნაიარევი ეტყობოდა და ხელებზე გაკოჭვის კვალი ჰქონდა. ოთახში სეიფები გადმოყრილი, ხოლო იარაღი და ფული წაღებული იყო. სეიფები გატეხილი, ხოლო ერთი სეიფი წაქცეულიც იყო.
მოწმის სახით დაკითხული თ-----ი გ----–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ქარხანაში მუშაობს დარაჯად. 2017 წლის 18 ნოემბერს იმყოფებოდა ქარხანაში, ქარხანაში იყვნენ ს---–-----კახელი ბიჭი, ი---- ჭ----–--ე და სხვები. საღამოს საათებში ამოვიდნენ ი----- და ვ----ო ჭ----–--ეები და ორი უცხო პიროვნება. ფეხბურთს უყურებდნენ, პირველი ტაიმი რომ დამთავრდა წავიდნენ. თვითონ ქარხნის ტერიტორიაზე იყო, ღამის 3 საათზე ავიდა სახლში და მეუღლე ჩამოიყვანა სამსახურში - პურის საცხობში. დაბრუნდა ქარხანაში, ი---- ჭ----–--ის ოთახში წამოწვა ტახტზე და ჩააქრო შუქი. ამ დროს თავს დაესხა სამი პირი, რომლებმაც იგი დააგდეს ძირს, გადააფარეს ადიალა და სცემდნენ სახეში. ცემის დროს ზემოდან ასხდნენ და თავს არ აწევინებდნენ. ექვს ფეხს ხედავდა და აქედანაც იცის, რომ თავდამსხმელები სამნი იყვნენ. ერთმა უთხრა მეორეს "მეტი აღარ დაარტყა, სისხლი სდისო". დანა მიადეს ყელზე და ეუბნებოდნენ "არ იყვირო, თორემ ყელს გამოგჭრითო". მოსთხოვეს სეიფის გასაღები, მერე ლომი და ჩაქუჩი. ესმოდა რახა-რუხი. მანამდე ხელები შეუკრეს ელექტრო შნურით, ხოლო ფეხები ნაჭრით. ერთ თავდამსხმელს სვანური კილო ჰქონდა. აიღეს ოთახის გასაღები, ფანარი, კუთვნილი ორი მობილური ტელეფონი და წავიდნენ. ხელები გაიხსნა, ფეხებზე სკოჩი დანით გაჭრა და გადავიდა ფანჯრიდან. ჩავიდა მეორე ობიექტის დარაჯთან, რომელმაც დაარეკინა ი---- ჭ----–--ესთან. ი----ს უთხრა, რომ სცემეს და სეიფები გატეხეს, რომელმაც უთხრა პოლიციაში დაერეკა. ჯერ პოლიცია მივიდა და შემდეგ ი---- ჭ----–--ე. აზერბაიჯანელების დარაჯის ჯიხური შორს არის მათგან. მან არ იცოდა სეიფებში თუ რამე იყო, რომ გაემხილა ი----ს, შიგნით არც შევიდოდა. ოთახი არეული იყო. სატეხი ეგდო ოთახში ორფრთიან სეიფთან, ასევე ოთახში ეგდო ქლიბიც. სატეხი შემთხვევამდე იდო სამუშაო ოთახის ფანჯრის რაფაზე, ხოლო ქლიბი გარეთ, ძველ სეიფზე იდო. კოვზი ეგდო ტახტზე, რომელიც მანამდე ჭიქაში იდო. ერთ ყაჩაღს კეპკიანი ქუდი ეხურაა. ყაჩაღები ოთახს მისი ფანრით ანათებდნენ.
მოწმის სახით დაკითხული ს---–---- ხ-------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ კ---- ბ-------–---–ს იცნობს. ბოლოს ნახა საჩხერეში შამპანის ქარხნის ეზოში, 2017 წლის 18 ნოემბერს იყო ასული ქარხანაში. მივიდა მასთან და კ----მ თხოვა თბილისში წაეყვანა, რაზეც უარი უთხრა, რადგან ავად იყო. კ----სთან მეგობრობს, თვეზე მეტი იყო გასული, არ ენახათ ერთმანეთი. გაეგო, რომ იქ დაიწყო მუშაობა და 18 ნოემბერს ავიდა სანახავად. ი---- ჭ----–--ემაც ნახა და გადაეხვივნენ ერთმანეთს. დაზარალებულმა კ----ს ფული მისცა, თუ არა, არ იცის. კ---- ბ-------–---–ი და ი---- ჭ----–--ე, აივნიდან ორ მეტრში მოაჯირთან იდგნენ. ქარხნიდან გაჰქონდა ცისტერნები, სხვა ნივთები და თანხას უხდიდა ი---- ჭ----–--ეს. გადახდილი აქვს 38000 აშშ დოლარი, ერთჯერ შვილმა გადაურიცხა. დანარჩენი მან ჩაუტანა. 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში გადასცა 15000 ა.შ.შ დოლარი, 16 ნოემბერს შვილმა გადაურიცხა 3700 ა.შ.შ დოლარი. 17 ნოემბერს შამპანის ქარხანაში მიუტანა და გადასცა კიდევ 15000 ა.შ.შ დოლარი. ეს თანხა გამოტანილი ქონდა თიბისი ბანკიდან და ჩადებული იყო კონვერტში, რეზინი არ ეკეთა. ი----მ აღნიშნული თანხა ჩაიდო პიჯაკის ჯიბეში. ფულს სად ინახავდა ი---- ჭ----–--ე, არ იცოდა. 2017 წლის 18 ნოემბერს დღის პირველ საათზე ი---- ჭ----–--ემ თავის სამუშაო ოთახში დაუძახა, სადაც ტელევიზორი და ორი სეიფი იდგა, ხატების კუთხეც იყო, უთხრა დოლარები ლარებში გადაეხურდავებინა. სეიფი გააღო, საიდანაც ფული გამოიღო, მანაც 400 ა.შ.შ დოლარი გადაუხურდავა. კიდევ 600 აშშ დოლარი გადაახურდავებინა, ეს ფული გამოიღო მეორე სეიფიდან, სეიფში რა იყო არ ჩანდა. დოლარები ჯერ ერთი სეიფიდან გამოიღო და დაუხურდავა, მერე მეორე სეიფიდან და ისიც დაუხურდავა. დარჩენილი თანხა ი---- ჭ----–--ემ უკან შეაბრუნა. ოთახში ოთხი კაცი იჯდა კიდევ, ერთი იყო ი----- ჭ----–--ე, რომელსაც ფული დაათვლევინა, გამოართვა და შედო სეიფში. ი----მ ასევე თქვა, რომ 13000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში უნდა გადაერიცხა და რამდენი იქნებაო. ლარები დაზარალებულმა იქვე მყოფ პირს გადასცა, ღამის 24:30 საათზე ი----მ დაურეკა ტოტალიზატორთან დაკავშირებით და უთხრა ჩამოდიო, მან უარი უთხრა. შემდეგ ავიდა მისი გაგზავნილი კაცი და 200 ლარი გაატანა. მანამდე კი ფსონის დასადებად 100 ლარი მისცა. მეორე დღეს ი---- ჭ----–--ისა და თ----- გ----–---–ისგან გაიგო, რომ ქარხნის დარაჯი დაუყაჩაღებიათ და სეიფებიდან 31500 აშშ დოლარი წაუღიათ. დაზარალებული ცისტერნებს ყიდდა სხვა ფასში და ეუბნებოდა სხვა ფასი ეთქვა. ასევე სთხოვა გაყიდული ცისტერნების სწორი ოდენობა ი---- ჭ----–--ის დედისთვის არ გაემხილა.
მოწმის სახით დაკითხული დ----- ც----–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ დღეგამოშვებით მუშაობს სს „ჩიხურაში“ დარაჯად. 2017 წლის 19 ნოემბერს, როცა მივიდა სამსახურში შენიშნა პოლიციის მუშაკები. უთხრეს, რომ დააყაჩაღეს თ-----ი გ----–---–ი. მოწმის განმარტებით იგი რკინის სატეხს წინა დღით იყენებდა და მერე დადო ი---- ჭ----–--ის სამუშაო ოთახის ფანჯრის რაფაზე, გარედან. ფანჯარამდე ორ მეტრში მოაჯირი იყო. შემთხვევამდე ქლიბი იდო გარეთ, რკინის კარადაზე. რკინის სოლი სადარაჯო ჯიხურში ჰქონდათ ორი ცალი. ერთი აღარ იყო. თ-----ის რომ გაესაუბრა უთხრა, რომ "დააყაჩაღეს, შეუკრეს ხელ-ფეხი, სცემეს, გატეხეს ოთახში არსებული სეიფები და გაუტანიათ ფული დოლარებში". მანამდე მოუთხოვიათ იარაღები სეიფების გასატეხად, ხოლო დაზარალებულს უთქვამს, რომ "სოლი და მასეთი რამეები ქვემოთ არის, სადაც აზერბაიჯანელები მუშაობენო". თ-----ი გ----–---–ი გულით ნაოპერაციები იყო. დარაჯებმა ფულის შესახებ არ იცოდნენ. ღამე ი---- ჭ----–--ის ოთახში იყვნენ, რადგან საყარაულოში რემონტი მიმდინარეობდა.
მოწმის სახით დაკითხული კ---- ბ-------–---–ის დედის - მ-----–- ბ-------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ოჯახში ცხოვრობენ ის და მისი მეუღლე ა------ ბ-------–---–ი. ერთი შვილი, გ------- მშენებლობაზე მუშაობს თბილისში, ხოლო კ---- მუშაობს მარგანეცზე ჭიათურაში. კ---- ნოემბერში იყო მათთან სახლში სოფელ გუნდაეთში. მეუღლეს ავტომანქანა ჰყავდა და თუ არ ცდება, ნოემბერში გაყიდა, რაშიც თუ ზუსტად ახსოვს, დაახლოებთ 2500 აშშ დოლარი აიღო. მათთანაც ჩაატარა პოლიციამ ჩხრეკა, მაგრამ რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
მოწმის სახით დაკითხული მ-----ე ბ-------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ კ---- ბ-------–---–ის ბიცოლაა. 2017 წლის 19 ნოემბერს დაახლოებით დილის 1100 საათზე, თბილისში სახლში მასთან მივიდა კ---- ბ-------–---–ი მის მეუღლესთან, გ--–- ბ-------–---–თან ერთად. კ---- ვანაში შევიდა მოსაწესრიგებლად. შემდეგ მეუღლე წავიდა და მალე კ----ც წავიდა. გასვლისას კ----მ უთხრა, რომ თუ ვინმემ გკითხოს ჩემზე ასე უთხარი, გვიან ღამით მოვიდა ნასვამი, დაიძინა და არსად წასულაო. ცოლთან მიმართებაში კი უთხრა, რომ თუ იკითხავდა ეთქვა, რომ მათთან იყო. მეორე დღეს მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ კ---- მივიდოდა და თანხას წაიღებდა, მისია და მიეციო. ჯერ ას დოლარზე უთხრა, შემდეგ 300 დოლარზე. ორმოც წუთში ბინაში მივიდა კ---- ბ-------–---–ი, წაიღო 300 დოლარი, ფული იყო საწოლის სათავსოში, რომელიც იდო თიბისი ბანკის პარკში. საღამოს ვახშამზე, რომ ისხდნენ მივიდნენ პოლიციელები, მათთან ერთად იყო მისი მაზლი ა------ ბ-------–---–იც, იკითხეს იარაღი და ფული, რაზეც ძალიან დაიბნენ. რაღაც საბუთი ქონდათ. მეუღლემ უთხრა, რომ ფული მას ჰქონდა, წარუდგინა ფული საწოლის სათავსოდან, მეორე ნაწილი ფულის შენახული ჰქონდა ქურთუკის ჯიბეში, რომელიც ეკიდა კარადაში. თანხა დათვალეს, თვითონაც ესწრებოდნენ. თანხა რამდენი იყო აღარ ახსოვს, ერთი იყო 3000 აშშ დოლარი და მეორე 2500 დოლარი, ზუსტად არ ახსოვს. აღნიშნული თანხა დალუქეს და ხელი მოაწერინეს. ფული კ----ს ა/მანქანის შესაძენად ჭირდებოდა, რომელიც იდო თიბისი ბანკის ლურჯ პარკში. პოლიციელებმა უთხრეს, რომ ქუთაისიდან იყვნენ, ერთმა დოკუმენტიც კი აჩვენა. ჩხრეკის მიმდინარეობისას ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა.
მოწმის სახით დაკითხული ე-----–ე ს-------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ კ---- ბ-------–---–ს იცნობს. 2017 წლის 18 ნოემბერს დაახლოებით ათი საათიდან თერთმეტის ნახევრამდე ნახა სოფელ დარკვეთის შესახვევში და მეგობრის ა/მანქანით წაიყვანა საჩხერეში "გალფის" ბენზინგასამართ სადგურამდე. მისივე თხოვნით ავიდა საჩხერეში მდებარე რესტორანში, ა------ ღუღუნიშვილთან, რომელმაც გადასცა 100 ლარი კ---- ბ-------–---–ზე გადასაცემად. ერთი საათის შემდეგ, როცა დაურეკა, კ----მ სთხოვა გამოევლო ღვინის ქარხანაში და დარკვეთამდე გაყვებოდა. როდესაც ქარხანამდე მივიდა, კ---- ბ-------–---–ი ეზოში იყო და ს---–----ს ელაპარაკებოდა, რომელიც კახეთიდანაა. ს---–---- თვითონაც მოიკითხა. კ---- მარტო გამოვიდა ქარხნის ეზოდან და ერთად გავიდნენ დარკვეთისკენ. გზაში გადასცა 100 ლარი და დატოვა ისევ დარკვეთის შესახვევთან. ამის შემდეგ აღარ უნახავს, კ---- ბ-------–---–ი.
მოწმის სახით დაკითხული ლ---- დ----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ კ---- ბ-------–---–ი მისი მეზობელია. კ----მ მას თხოვა თბილისში წაყვანა და 2017 წლის 18 ნოემბერს ჩაიყვანა თბილისში, დაახლოებით 1500-დან 1600 საათამდე წავიდნენ. მისი ა/მანქანაა ვოლვოს მარკის T--------. დაახლოებით 30 ლარის გაზი ჩაუტვირთა კ----მ დარჩა კიდევ 25 ლარი. თბილისში ჩავიდნენ დაახლოებით საღამოს 1800-1900 საათზე. დატოვა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, სადაც კ---- ბ-------–---–ი ვიღაცეებს შეხვდა. თვითონ წავიდა პირად საქმეებზე და მოძრაობდა მანქანით თბილისში. შემდეგ მივიდა მეგობართან, გ------- ქ----–----ესთან. მანამდე კ----მ უთხრა, რომ შეიძლება უკანვე წამოყოლოდა. თბილისიდან რომ წამოვიდა, ღამის პირველი-ორი საათი იქნებოდა. კ---- არ წამოყოლია, მასთან კავშირი აღარ ჰქონია. თბილისში ყოფნისას მას რამოდენიმეჯერ დაურეკა კ----მ და უთხრა მიეხედა თავის საქმისთვის და თუ წაყოლას დააპირებდა, თავად დაურეკავდა. რადგან აღარ დაურეკა, ჩათვალა, რომ აღარ მოყვებოდა და წამოვიდა.
მოწმის სახით დაკითხული ფ-------ი ხ---–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს იმყოფებოდა ზემო ბერეთისაში, მდინარე დუმალაზე სათევზაოდ. უკან რომ ბრუნდებოდა, საავტომობილო გზასთან ნახა ორი დაშლილი მობილური. ჩადო ელემენტი და არ იმუშავა. წაიღო სახლში, არ დაიტენა, როდესაც სიმ ბარათი გადაიტანა შვილის მობილურში, ამოყარა სახელები. ერთი იყო ლ--–-, გადარეკა ამ ნომერზე და უთხრეს, რომ მობილურები მათია და საჩხერეში აეტანა. ერთი იყო „ნოკიას“ ფირმის, ხოლო მეორე არ ახსოვს. მდინარე გზიდან დაახლოებით 15-20 მეტრშია. ტელეფონები იყო თბილისის ცენტრალურ გზასთან ორ მეტრში - ტყეში. ნახა დაახლოებით დილის 1100 საათზე. ტელეფონებში წყალი არ იყო ჩასული. სამი დღის შემდეგ ტელეფონები მიიტანა პოლიციაში.
მოწმის სახით დაკითხული კ------- ჩ----–--ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ კ---- ბ-------–---–ი ცნობი-–-- მეტსახელით, როგორც „პირწავარდნილი“. თბილისში ჩასვლამდე ორი კვირით ადრე დაელაპარაკა მარგანეცის საკითხზე ტელეფონზე, რომელიც დიდი ხანია გააჩნია. 10 წელი ევროპაში იყო, საქართველოში 2017 წლის აგვისტოში ჩამოვიდა. მეგობრობს ნ--- მ--------ესთან, რის შესახებაც იცოდა კ----მ და უთხრა ეთხოვათ მარგანეცის თაობაზე დახმარება. მან დაურეკა და შეახვედრა ერთმანეთს ნ--- მ--------ე და კ---- ბ-------–---–ი. 2017 წლის 18 ნოემბერს დილით კ---- ბ-------–---–ი დაუკავშირდა, ხოლო საღამოს შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. კ---- ვიღაცამ მიიყვანა „ვოლვოს“ მარკის ა/მანქანით, იქვე საშაურმეში დასხდნენ და ისაუბრეს მარგანეცის თაობაზე. შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. თვითონ გვიან ჩავიდა სოფელ კაცხში თავისი ავტომანქანით, შეხვდა ნ--- მ--------ეს და დაელაპარაკა, რომელმაც უთხრა რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვიდოდა და შეიძლება ზარალზეც წასულიყვნენ. ისაუბრეს დაახლოებით 40 წუთი. შემდეგ გადავიდა კაცხში - თავის სახლში, მალევე წამოვიდა საჩხერისკენ, უნდოდა ძველი ნაცნობი ენახა, სახელად „ბათმანა“. გზაში შეხვდა ორი ახალგაზრდა, რომლებმაც უთხრეს, რომ აღნიშნული პიროვნება ხუთი წლის წინ გარდაცვლილა. წავიდა თბილისში ახალი ტრასით ჭიათურის სოფლების გავლით. თბილისში ჩავიდა დაახლოებით დილის ოთხ ან ხუთ საათზე. 2017 წლის 18 ნოემბერს თბილისიდან მარტო გამოვიდა, იქნებოდა 2100 საათი. დ----- ც-–-–---–თან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, მეგობრობენ ოჯახებით.
მოწმის სახით დაკითხული დ----- ც-–-–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ კ---- ბ-------–---–თან შეიძლება სადმე შენახვედრია. საჩხერე-ჭიათურაში არ ყოფილა. ჩვენებები გამოძიებაში წაიკითხა და სწორია. კ---- ბ-------–---–ი 2017 წლის 18 ნოემბერს ნახა თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, საშაურმეში. ისაუბრეს მარგანეცზე და დაშორდნენ ერთმანეთს. კ------- ჩ----–--ესთან მეგობრობს დიდი ხანია.
მოწმის სახით დაკითხული ნ-----–---- მ--------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ კ---- ბ-------–---–ს იცნობს ჭიათურიდან, რომელთანაც აქვთ ნორმალური ურთიერთობა. კ------- ჩ----–--ე მისი ბავშვობის მეგობარია. წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას არ ადასტურებს, აღელვებული იყო, რადგან პირველად მოუწია პოლიციაში ყოფნა, თუმცა მათი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ჩვენება არ წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი. კ---- ბ-------–---–ი კ--- ჩ----–--ესთან ერთად არ მისულა, არც მესამე პირი ყოფილა ვინმე, კ--- მარტო იყო მისული, ნახევარი საათი ისაუბრეს და დაშორდნენ ერთმანეთს. წინასწარ გამოძიებაში დაკითხვისას გამომძიებელი კითხვებს უსვამდა და თან წერდა. დაკითხვა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. კ------- ჩ----–--ეს შეხვდა დაახლოებით 24 საათზე;
მოწმის სახით დაკითხული გ--–- ბ-------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ კ---- ბ-------–---–ის ბიძაა და ცხოვრობს თბილისში. კ---- ნახა 2017 წლის 19 ნოემბერს სამსახურში 11-დან 12-საათამდე, წამოვიდნენ მასთან სახლში, ფული სახლში გადასცა კ---- ბ-------–---–მა. ჩხრეკაზე მოსულმა პოლიციელებმა თანხა დალუქეს და ხელიც მოაწერეს. ფული თვითონ გადასცა პოლიციის მუშაკებს. გამომძიებელი, რასაც ყვებოდა იწერდა. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნებული იქნა გ--–- ბ-------–---–ის 21.11.2017 წელს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სადაც მოწმემ დეტალურად აღწერა კ.ბ-------–---–ის მასთან მისვლის, ხსენებული ფულის შესანახად გადაცემის და პოლიციელების მიერ ჩატარებული ჩხრეკის ფაქტობრივი მდგომარეობა. გამოქვეყნებული ჩვენების სისწორე იმავე სასამართლო სხდომაზე გ. ბ-------–---–მა სრულად დაადასტურა.
მოწმის სახით დაკითხული კ---- ბ-------–---–ის მამის - ა------ ბ-------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის აგვისტოში ზესტაფონში 2500 აშშ დოლარად გაყიდა ა/ მანქანა. მისთვის თანხა არ მიუციათ, თუ სწორად იცის, შვილს მისცეს. 2017 წლის 20 ნოემბერს გ--–- ბ-------–---–მა დაურეკა, რომ ა/მანქანა გამოჩნდა და თბილისში ჩასულიყო. ძმასთან ჩავიდა იმავე დღეს საღამოს საათებში, ამ დღეს შვილს - გ-------ს დაბადების დღე ჰქონდა. ძმასთან როცა ისხდნენ სუფრასთან, მივიდნენ პოლიციელები და დაიწყეს ჩხრეკა. ძმამ ფული გამოუტანა, ჯიბეში მქონდა 3000 აშშ დოლარი, მერე კიდე გამოიტანა პარკში ჩადებული დოლარები. ყველა 100 დოლარიანი კუპიურები იყო. მათი თანდასწრებით დათვალეს, ჩადეს პარკში, რაც დაილუქა და მოაწერინეს ხელი. ფული ერთმა პოლიციელმა დათვალა. ლურჯ პარკში ჩადეს. რეზინი თუ ჰქონდა ფულს არ დაუნახავს.
მოწმის სახით დაკითხული კ---- ბ-------–---–ის მეუღლის - ი-------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 19 ნოემბერს მეუღლემ დაურეკა, რომ თბილისში ჩასულიყო. მეორე დღეს დილით ბავშვებთან ერთად წავიდნენ თბილისში მარშუტით. კ---- დახვდათ დიდ დიღომში ტაქსით, წავიდნენ მეუღლის ბიძასთან, გ--–- ბ-------–---–თან. ტაქსში მეუღლემ გადასცა 1700 აშშ დოლარი სესხის გასასტუმრებლად და ბავშვების საყიდლებისთვის. მეორე დღეს ბავშვებთან ერთად წავიდნენ ლილოს ბაზრობაზე და მერე დაბრუნდნენ ჭიათურაში ტაქსით. დარჩა ფული 1000 აშშ დოლარი. კ---- მობილურის ნომრებს ხშირად იცვლიდა. პოლიციელები ზეწოლას ახდენდნენ მასზე, ემუქრებოდნენ შვილით, და რომ მეუღლე კრიმინალური ავტორიტეტი იყო და ჩვენება მიეცა. 2017 წლის 20 ნოემბერს მათ ოჯახში ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკის მიმდინარეობას იღებდა პოლიციელი მობილურით, მაგრამ დაუჯდა და მეორემ უსაყვედურა, რომ ჩხრეკა ბოლომდე უნდა გადაეღო. ჩრეკისას უთხრეს რომ წარმოედგინა ფული და იარაღი. 1000 აშშ დოლარი გადასცა, იარაღი არ ჰქონდათ. მეუღლემ დაურეკა და თხოვა მობილურის წაღება, სახლში ჰქონდა დარჩენილი. მობილურის ნაწილში მოწმის ჩვენება არ შეესაბამება საქმეში არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს (განხორციელებული ზარები და ანძების მონაცემები მობილური ტელეფონების ადგილმდებარეობაზე).
მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის შსს სამმართველოს პოლიციელი გ--–- გ-----იას ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 19 ნოემბერს თათბირზე შეიტყვეს, რომ საჩხერეში მოხდა ყოფილი ღვინის ქარხანაში წარმოების დარაჯზე ყაჩაღური თავდასხმა, საიდანაც წაუღიათ ფულადი თანხა. შეიქმნა ჯგუფი, თბილისში მუხიანის დასახლებაში ბრალდებულის ბიძის, გ--–- ბ-------–---–ის ბინაში უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. 2017 წლის 20 ნოემბერს დაახლოებით საღამოს 7 საათზე მივიდნენ ბინაში, ახლდათ გამომძიებელი კ--- თ---------ძე. ბინაში იყო გ--–- ბ-------–---–ი მეუღლესთან და ძმასთან ერთად. მათ წინადადებაზე გ--–- ბ-------–---–მა კედელში ჩაშენებულ კარადაში არსებული ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო აშშ დოლარები რეზინით შემოხვეული. მისი განმარტებით იყო 3000 აშშ დოლარი. შემდეგ საძინებელ ოთახში საწოლის სათავსოდან გამოიტანა 2500 აშშ დოლარი, 100 დოლარიანი კუპიურები და ჯიბიდან ამოიღო 800 ლარი. გამომძიებელმა ფულს შემოახვია რეზინა და ჩადო თიბისი ბანკის ცელოფნის პარკში, რაც დაილუქა და ხელი მოაწერეს დამსწრეებმა, ოჯახის წევრებმაც, მათ მიერ პრეტენზიები გამოთქმული არ ყოფილა.
მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის შსს სამმართველოს გამომძიებლის - ზ-----ი მ------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 19 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ საჩხერეში მოხდა ყაჩაღობა. ხელმძღვანელობის მხრიდან მიიღეს დავალება თბილისში, ბრალდებულის ბიძის, გ--–- ბ-------–---–ის ბინის ჩხრეკაზე. როდესაც მივიდნენ აღნიშნულ ბინაში დახვდათ გ--–- ბ-------–---–ი მეუღლესთან და ძმასთან ერთად. მათ გააცვნეს ჩხრეკის დადგენილება და აუხსნეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. წინადადებაზე გ--–- ბ-------–---–მა შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღო 800 ლარამდე თანხა. შემდეგ შესასვლელში ჩაშენებული კარადიდან ამოიღო მოყავისფრო რეზინაში შეხვეული 100 დოლარიანები - სულ 3000 აშშ დოლარი. შემდეგ საძინებელ ოთახში საწოლის სათავსოდან გამოიტანა თიბისი ბანკის ცელოფნის პარკში ჩადებული 2500 აშშ დოლარი. ყველა ეს თანხა შეკრა რეზინით, ჩადო ცელოფანში დალუქა.
მოწმის სახით დაკითხული საჩხერის შსს რაიონული სამმართველოს პოლიციელის - რ----ი დ---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს 19 საათზე მონაწილეობა მიიღო კ---- ბ-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩრეკაში. რომელიც მდებარეობს ჭიათურაში ტ---–------ს ქუჩაზე არსებულ ბინაში, მე-9 სართულზე. ბრალდებულის მეუღლეს წარუდგინეს ჩხრეკის დადგენილება და განუმარტეს უფლება- მოვალეობები, ასევე განემარტა, რომ ჩხრეკა ტარდებოდა საჩხერეში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით. მისცეს წინადადება წარმოედგინა ფულადი თანხა და იარაღი. ბრალდებულის მეუღლემ წარმოადგინა თანხა 1000 აშშ დოლარი, 100 დოლარიანი კუპიურები, რის შემდეგაც ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში. ფული ადგილზე დაილუქა და მოაწერეს ხელი. თანხაზე ქალბატონმა განმარტა, რომ მისცა მისმა მეუღლემ იმ დღეს თბილისში. ჩხრეკას ესწრებოდა გამომძიებელი ტარას წერეთელი.
ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ზვიად ტაბატაძემ, რომელმაც ასევე დაამატა, რომ ბინაში ასევე იმყოფებოდა ბრალდებულის სიმამრი.
მოწმის სახით დაკითხული საჩხერის შსს რაიონული სამმართველოს პოლიციელის - თ-------ე ც---–---ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ნახეს კ---- ბ-------–---–ი. ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის საფულე, რომელშიც იდო 35 ლარი, 2 ხატი, პლასტიკური ბარათები, „ნოკიას“ ფირმის“ შავი ფერის მობილური ტელეფონი სიმბარათის გარეშე, სიმბარათი დაწებებული იყო გარედან, ასევე ქაღალდი, რომელზეც ორი ტელეფონის ნომერი იყო მითითებული. ამოღებული ნივთები დაილუქა პოლიეთილენის პარკში და მოაწერეს ხელი. კ---- ბ-------–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჩხრეკა ჩატარდა საღამოს საათებში, ტელეფონის ნომერი დაკრული სიმბარათიდან, კ---- ბ-------–---–მა თვითონ განმარტა, რომ ეს იყო მისი ნომერი.
მოწმის სახით დაკითხული კ------- თ---------ძის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქუთაისის შსს სამმართველოში გამომძიებლად. 2017 წლის 20 ნოემბერს თბილისში მუხიანის დასახლებაში ჩატარდა ჩხრეკა გ--–- ბ-------–---–ის ბინაში გადაუდებელი აუცილებლობით. ბინაში იყო გ--–- ბ-------–---–ი მეუღლესთან და ძმასთან ა------ ბ-------–---–თან ერთად. ჩხრეკის დაწყებამდე გ--–- ბ-------–---–მა ნებაყოფლობით წარმოადგინა 815 ლარი. შემდეგ შესასვლელში ჩაშენებული კარადაში ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო 3000 აშშ დოლარი, 100 დოლარიანი კუპიურები, რაზეც შემოხვეული იყო რეზინის სამაგრი. ამის შემდეგ საძინებელ ოთახში საწოლის სათავსოდან გამოიტანა ცელოფნის პარკში ჩადებული 2500 აშშ დოლარი, ყველა ეს თანხა შეკრა რეზინით, ჩადო იმავე ცელოფანში და ფული ერთად დალუქა, რაზეც ხელი მოაწერეს. ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო რაიმე სხვა ნივთი ან საგანი ამოღებული ვერ იქნა. გამოკითხულმა გ--–- ბ-------–---–მა განმარტა, რომ დოლარები წინა დღეს გადასცა ძმისშვილმა კ---- ბ-------–---–მა, ცელოფნის პარკი იყო მოლურჯო ფერის, თიბისი ბანკის წარწერიანი. რეზინით შეიკრა 5500 აშშ დოლარი და დაილუქა პარკში. თანხას თვითონ ითვლიდა სასტუმრო ოთახში გ--–- ბ-------–---–ის თანდასწრებით.
მოწმის სახით დაკითხული მოწმე ლ-–- ჩ----ემ აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის შსს სამმართველოში გამომძიებლად. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს, კერძოდ თბილისში პეტრიწის ქუჩაზე, პირადი ჩხრეკა ჩაუტარა კ---- ბ-------–---–ს. ჩხრეკისას ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი ზედ დაკრული სიმბარათით. უთხრა რა ნომერიც იყო. სათვალე, პლასტიკური ბარათები და სხვა ნივთები. ნივთები დაილუქა, ხელი მოაწერეს ყველა პირმა, ასევე ჩხრეკის ოქმზეც იქნა ხელი მოწერილი ყველა დამსწრე პირის მიერ. მოგვიანებით დაკითხა ბრალდებულის მამა - ა------ ბ-------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მოსკოვიდან დაბრუნდა, ყავდა ჯიპის მარკის ა/მანქანა, რომელიც გაყიდა და უნდა აეღო 2300 თუ 3300 აშშ დოლარი. შვილმა წაიღო და უთხრა რომ აღნიშნული ფულით დაბალძრავიან ა/მანქანას უყიდდა.
მოწმის სახით დაკითხული დ-------ნ ც--–------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს საჩხერის შსს სამმართველოს უფროსის მოადგილედ. მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ საჩხერეში მდებარე, ყოფილი შამპანის ქარხანაზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ კ---- ბ-------–---–ი და კ------- ჩ----–--ე. თანხა უნდა ყოფილიყო კ---- ბ-------–---–ის მშობლების ოჯახში, სოფელ გუნდაეთში. ჩაატარეს ჩხრეკა, მაგრამ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული ვერ იქნა. ახალი ინფორმაციით გატაცებული თანხა უნდა ყოფილიყო თბილისში კ---- ბ-------–---–ის ბიძასთან - გ--–- ბ-------–---–თან. საიდანაც ამოღებული იქნა თანხა 5500 აშშ დოლარი. ჭიათურაში, ბრალდებულის მეუღლისგან ამოღებული იქნა 1000 აშშ დოლარი. ნაწილობრივ დაზარალებულსაც ჰქონდა მოსაზრება, რომ შესაძლოა კ---- ბ-------–---–ს ჩაედინა ეს დანაშაული.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, დადასტურებულია, რომ ...ლითონის ქლიბი... „მოთავსებულ მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) შერეულ გენეტიკურ პროფილში კ------- ჩ----–--ისა (ობ.N27; პაკეტი, წარწერით: ...“კ------- ჩ----–--ის ნერწყვის ნიმუში...“) და თ----- გ----–---–ის (ობ.N28; პაკეტი წარწერით:...“ თ----- გ----–---–ისგან მარცხენა ხელის ვენიდან აღებული სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არაა, ხოლო კ---- ბ-------–---–ის (ობ.N26; პაკეტი წარწერით ...“კ---- ბ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში წარწერით...“მოთეთრო ფერის დენში შესაერთებელი ე.წ. „ვილკა“....მოთავსებულ საგანზე ბიომასალის (ობ.N2) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და თ----- გ----–---–ის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ობ. N 2-ის პროფილში კ---- ბ-------–---–ის (ობ.N26) და კ------- ჩ----–--ის (ობ.N27) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში წარწერით:..“ მოთეთრო ფერის ელექტრო კაბელი და სკოჩის ფრაგმენტები...“ მოთავსებულ სადენზე არსებული ბიომასალის (ობ.N3) გენეტიკური პროფილი და თ----- გ----–---–ის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
ამავე პაკეტში მოთავსებული წებოვანი ლენტის ერთ-ერთ ფრაგმენტზე არსებული ღია მოწიტალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- გ----–---–ს (ობ.N28); წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე არსებულ თმებზე (ობ.N5,6) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში მოთავსებულ პარკის ფრაგგმენტებსა და წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N7) შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება თ----- გ----–---–ის (ობ.N28) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო კ---- ბ-------–---–ისა (ობ.N26) და კ------- ჩ----–--ის (ობ.N27) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში წარწერით:..“ლითონის დანა “მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N8) სისხლს არ წარმოადგენს. დანაზე არსებული ბიომასალის (ობ.N9) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და თ----- გ----–---–ის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ობ N9-ის პროფილში კ---- ბ-------–---–ისა (ობ.N26) და კ------- ჩ----–--ის (ობ.N27) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში წარწერით: „...ხის ფრაგმენტი შიგ მოთავსებული ლითონის ღეროთი..“ მოთავსებულ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.N10) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
პაკეტში წარწერით: ...“ლითონის კოვზი..“ მოთავსებულ კოვზზე არსებული ბიომასალის (ობ.N11) შერეულ გენეტიკურ პროფილში კ------- ჩ----–--ისა (ობ.N27) და თ----- გ----–---–ის (ობ.N28) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არაა, ხოლო კ---- ბ-------–---–ის (ობ.N26) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში წარწერით:..“ლურჯი ფერის პარკი წარწერით „თბისი ბანკი“...მოთავსებულ პარკზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში წარწერით:“...იატაკიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა...“ მოთავსებულ ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქა (ობ.N13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- გ----–---–ს (ობ.N28);
პაკეტში წარწერით: „...ჭრელი ქსოვილის ნაჭერი...“ მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N4,15) სისხლს არ წარმოადგენს;
პაკეტში წარწერით:“...ლითონის სატეხი...“ მოთავსებული მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.N16) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და კ---- ბ-------–---–ის (ობ.N26) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N16-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
პაკეტში წარწერით: „...პლასტმასის ტარიანი დანა...“ მოთავსებული დანის პირსა (ობ.N17) და ტარზე (ობ.N18) პაკეტში წარწერით: „...მოთეთრო ფერის ე.წ. „ტრაინიკი“...მოთავსებულ გადამყვანზე (ობ.N19), პაკეტში წარწერით: „...რკინის სოლი...“ მოთავსებულ მეტალის საგანზე (ობ.N20), პაკეტში წარწერით: „...მოყვითალო ფერის სკოჩის ხვია...“ მოთავსებული წებოვანი ლენტის ხვიაზე (ობ.N21), პაკეტში წარწერით: „...ორი ცალი სკოჩის ხვია“... მოთავსებული წებოვანი ლენტის ორ ხვიაზე (ობ.N22,23) და პაკეტში წარწერით: „...ფ-------ი ხ---–---–იდან ამოღებული „ნოკიასა“ და „აკლატელის“ ფირმის მობილური ტეკლეფონები...“ მოთავსებულ ტელეფონებზე (ობ.N24,25) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
კვლევისთვის წარმოდგენილი იყო კ---- ბ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში; ნივთმტკიცებები დალუქულ მდგომარეობაში იქნა წარმოდგენილი და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
ექსპერტმა შ------ა კ--–-----ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
ბიოლოგიურ (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო ფულადი თანხა და სხვა ნივთები დალუქულ მდგომარეობაში, ასევე წარმოდგენილი იქნა ი---- ჭ----–--ის ნერწყვის ნიმუში. ლუქი მათზე დარღვეული არ ყოფილა გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით „..გ--–- ბ-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 815 (რვაასთხუთმეტი) ლარი და 5500 (ხუთიათასხუთასი) აშშ დოლარი..“ მოთავსებულ ორმოცდათხუთმეტ ცალ ასდოლარიან კუპიურაზე შემოხვეულ მოყავსიფრო რეზინზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი შერჩეულია ობ.N1 -ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი---- ჭ----–--ეს (ობ.N2; პაკეტი წარწერით „...ი---- ჭ----–--ის ნერწყვის ნიმუში..“), ხოლო მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე პაკეტში წარწერით: „...კ---- ბ-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 1000 (ათასი) დოლარი ფულადი თანხა...“ მოთავსებულ კუპიურებზე სისხლსა და სხვა ბიომასალაზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნებოდა.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ია ე---------ის ჩვენებით დადასტურებულ იქნა მის მიერ, გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
მოწმის სახით დაკითხული ი------–--–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს თბილისში სპა ცენტრში მენეჯერად. 2017 წლის 19 ნოემბერს დილით დაახლოებით 8 საათზე ცენტრში მივიდა 40 წლამდე მამაკაცი, რომელმაც დაიქირავა ნომერი, ვიდრე ნომერში შევიდოდა თანხა ჩააბარა, ფული ჯიბიდან ამოიღო, რეზინა მოხსნა მიუთვალა და იყო 11500 აშშ დოლარის ოდენობით, 100 დოლარიანი კუპიურები. ცალკე მიუთვალა ჯერ 5000 აშშ დოლარი, შემდეგ 6500 აშშ დოლარი, მან ფულს ერთად შემოახვია რეზინი და შეინახა უჯრაში, როდესაც ნომრიდან გამოვიდა ფული ხელახლა გადაუთვალა ისევ იგივე რეზინა შემოახვია და ჩადო თიბისი ბანკის პარკში. კ---- ბ-------–---–ი იყო თუ არა ეს პიროვნება, აღარ ახსოვს, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბევრი ხალხი შედის და ყველას დამახსოვრება შეუძლებელია. ადილზევე დაკითხა გამომძიებელმა, წაიკითხა მიცემული ჩვენება და დაადასტურა ხელის მოწერით. მისი შვილი მუშაობს თიბისი ბანკში და მან მოუტანა პარკები, ახალი იყო.
სასამართლო სხდომაზე, პროკურორის მიერ, საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის თანახმად გამოქვეყნებული იქნა ასევე მოწმე ი------–--–---–ის მიერ 21.11.2017 წელს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რისი ნამდვილობა ამ უკანასკნელის მიერ სრულად იქნა დადასტურებული.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ სს ,,ჩიხურას“ დარაჯს მომხდარი ფაქტის შედეგად მიღებული აქვს თავის ტრავმა და სისხლნაჟღენთები სახის აღენიშნებოდა დაზიანებები, განვითარებულნი რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, რომლებიც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - გია გობრონიძემ დაადასტურა დასკვნის სისწორე.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N3-------. დასკვნის თანახმად გამოსაკვლევად წარმოდგენილი იქნა ორი ცალი სეიფი დალუქულ მდგომარეობაში. ლუქის მთლიანობა დარღეული არ ყოფილა. სეიფები დათვალიერებული იქნა საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში. დათვალიერებისას სეიფებს აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ობიქტური კვალები, ლითონის ღუნვის, ტეხვის, ნაჭდევევებისა და ნაკაწრების სახით. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნი-–-- ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან (საგნებთან) კონტაქტის შედეგად. სეიფებზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია მიყენებული იყოს წარმოდგენილი სოლით, სატეხით ან რაიმე მსგავსი საგნებით.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - ო-----ი ხ---------იამ დაადასტურა დასკვნის სისწორე.
მოწმის სახით დაკითხული ა-–---------ე დ-----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობაზე. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საჩხერეში ფეიქრების ქუჩაზე სს „ჩიხურას“ ტერიტორიაზე. 18 პაკეტად აიღეს ნივთმტკიცებები, მოხდა ფოტოგადაღება. შემთხვევის ადგილი იყო არეულ მდგომარეობაში. ერთი სეიფი წაქცეული იყო, ტელევიზორი გადმოვარდნილი. რკინის კარადები გაღებული იყო. ტარმოტეხილი ქლიბი, რკინის სატეხი, სკოჩის ლენტა, დანები და სხვა ნივთები ცალ-ცალკე დაილუქა სპეციალურ პაკეტებში. ასევე ამოიღეს პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარე. პერიმეტრი მთლიანად დაათვალიერეს. ზუსტად აღარ ახსოვს, საიდან რა იქნა ამოღებული. მანვე ნერწყვის ნიმუში აუღო კ------- ჩ----–--ეს.
მოწმის სახით დაკითხული გ------- ა------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად. აღნიშნულ საქმეზე დაკითხა მოწმეები: ს---–---- ხ-------–---–ი, კ--- კ-----ძე, დაზარალებულები, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ქლიბი, რკინის სატეხი,სკოჩის ნაჭრები და სხვა ნივთები. სასამართლო განჩინების საფუძველზე მოხდა ბრალდებულის დაკავება. აღებული იქნა ბრალდებულის ნერწყვის ნიმუში. დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. ამოღებული იქნა ნივთმტკიცების სახით ფულადი თანხა 5500 აშშ დოლარის და 815 ლარის ოდენობით. თანხა მოთავსებული იყო თიბისი ბანკის ლურჯ პარკში. იყო დალუქული და ამ სახით ჩაიტანა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. მოწმეთა დაკითხვის დროს რაიმე ზემოქმედებას მათ მიმართ ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები დაილუქა და მოეწერა ხელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ი---- ჭ----–--ე გარეთ იყო ეზოში. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტებიც.
მოწმის სახით დაკითხული ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - თ----- გ--------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნივთმტკიცებებზე ჩაატარა სეროლოგიური ექსპერტიზა და გასცა შესაბამისი დასკვნა. მოყავისფრო რეზინზე, რომლითაც შეკრული იყო ასდოლარიანი კუპიურები, ადამიანის ბირთვული დნმ-ს გენოტიპირებისათვის საჭირო, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ნივთმტკიცებაზე წინათ ჩატარებულია ექსპერტიზა და იმ დროს იყო საკმარისი კონცენტრაცია, რომელმაც ექსპერტს მისცა საშუალება ჩაეტარებინა ექსპერტიზა. მასალა გაიხარჯა, ექსპერტებმა აწმინდეს მასალა და გაი-–--. აღარ დარჩა საექსპერტოდ საჭირო მინიმალური კონცენტრაცია. რეზინაზე რაიმე დაობების კვალი არ აღმოჩენილა. ლითონის სატეხზე აღმოჩნდა ადამიანის ნერწყვი. ნივთი დიდი ზომისაა და შესაძლებელია წინამორბედებმა მთლიანად არ მოახდინეს ნივთმტკიცების ზედაპირიდან მასალის აწმენდა. შესაძლებელია ნერწყვი მოხვედრილიყო საუბრის პროცესში, დახველების ან დაცემინების შედეგად. ასევე შესაძლებელია კვლევის პროცესში იყო ნივთთან შესაბამისი შეხება. როცა ნივთმტკიცების კვლევა ხდება, პარკი რომელშიც მოთავსებულია საკვლევი ნივთი, იჭრება.
საქმეში არსებული 2017 წლის 19 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოტაბულით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს საჩხერეში ფეიქართა ქუჩა N 1-ში და არის ყოფილი ღვინის ქარხნის ადმინისტრაციული შენობის დირექტორის ოთახში. აღნიშნული ოთახის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა შემდეგი სახის ნივთიერი მტკიცებულებები: ობიექტი N1. საცავთან იატაკიდან ე.წ. „სოლი“, რაც დაილუქა FCI 399729 პაკეტში. პაკეტი N2; ოთახში არსებული რბილი ტახტიდან ლითონის მრგვალწვერიანი დანა, რაც დაილუქა FCI 399713 პაკეტში. პაკეტი N3; გადაჭრილი ე.წ. „ტრაინიკი“, რაც დაილუქა FCI 399720 პაკეტში, პაკეტი N4; მოყვითალო ფერის ქაღალდის „სკოჩის“ ხვია, რაც დაილუქა FCI 399719 პაკეტში, პაკეტი N5; ლითონის კოვზი, რაც დაილუქა FCI 399718 პაკეტში, პაკეტი N 6; ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი წარწერით „თიბისი ბანკი“ რომელიც ი---- ჭ----–--ის განმარტებით სეიფში იდო, რაც დაილუქა FCI 399717 პაკეტში, პაკეტი N7. 22 სანტიმეტრის სიგრძის მოთეთრო-მოშაო ფერის პლასტმასის ტარიანი საოჯახო დანა, რაც დაილუქა FCI 399714 პაკეტში, პაკეტი N8, ტახტის წინ ლამინირებულ იატაკზე დაყრი-–-- ორი ცალი მოთეთრო და მოყვითალო ფერის სკოჩის „ხვია“, რაც დაილუქა FCI 399715 პაკეტში, პაკეტი N9. იატაკზე არსებული მოწითალო ლაქის ნიმუში, რაც დაილუქა FCI 399716 პაკეტში, პაკეტი N10. იატაკზე არსებული დამაგრძელებლის ელექტროსადენი, ასევე სკოჩის და პარკის ფრაგმენტები, რაც დაილუქა FCI 399724 პაკეტში; პაკეტი N11; სეიფის ზედა პირველი თაროდან 17 ცალი დამუხტული ვაზნა, თავისივე ყუთით, ასევე იმავე თაროზე ხის ვაზიდან ერთი ცალი დამუხტული ვაზნა; ობიექტი N12; ასევე იატაკზეა მოთეთრო ფერის ე.წ „ვილკა“, რაც დაილუქა FCI 399723 პაკეტში, პაკეტი N13. იატაკიდან ე.წ „ქლიბი“, რასაც მოტეხილი ჰქონდა ტარი, რაც დაილუქა FCI 399722 პაკეტში, პაკეტი N14. ასევე იატაკზე დაგდებული რკინის ე.წ „სატეხე“, რაც დაილუქა FCI 399730 პაკეტში, პაკეტი N15. პარკში მოთავსებული ხმელი, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რაც მოთავსდა და დაილუქა FCI 399727 პაკეტში, პაკეტი N18. რბილ ტახტზე არსებული ქსოვილის ნაჭერი, რაც მოთავსდა და დაილუქა FCI 399728 პაკეტში, პაკეტი N19. ასევე იატაკიდან ამოღებული იქნა ხის მოგრძო ფრაგმენტი, სავარაუდოთ ქლიბის ტარი, რაშიდაც ჩატეხი-–-- ლითონის ღერო, რაც დაილუქა FCI 399810 პაკეტში, პაკეტი N20.
საქმეში არსებული 2017 წლის 20 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გ------- ა------–---–ის მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა ი---- ჭ----–--ის მიერ წარმოდგენილი მ/წლის 19 ნოემბერს ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული “TOZ KOROVIN”-ის მოდელის ცეცხლსასროლო იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, რომლითაც დასტურდება, აღნიშნული “TOZ KOROVIN”-ის პისტოლეტი, რეგისტრაციის ნომერი 1------; კატეგორია A; იარაღის N3--; კალიბრი 6.35 რეგისტრირებულია ი---- ჭ----–--ის მამის აწ გარდაცვლილი ტ------– ჭ----–--ის სახელზე;
საქმეში არსებული 2017 წლის 20 ნოემბრის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ - გამომძიებლის კ------- თ---------ძის მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს ქ. თბილისში მუხიანის დასახლებაში, მე-4ბ მ/რ; N25/58-ში გ--–- ბ------–---–ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ჩხრეკის დაწყებამდე გ--–- ბ-------–---–მა ნებაყოფლობით წარმოადგინა ფულადი თანხა 815 ლარის ოდენობით, მათ შორის 06 ცალი 100 ლარიანი , 06 ცალი 50 ლარიანი, 06 ცალი 20 ლარიანი, 03 ცალი 10 ლარიანი და 03 ცალი 5 ლარიანი კუპიურა; შემდეგ შესასვლელში ჩაშენებული კარადაში ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო 3000 აშშ დოლარი, 30 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, რომელსაც შემოკრული ჰქონდა მოყავისფრო ფერის რეზინი; შემდეგ საძინებელ ოთახში საწოლის სათავსოდან გამოიტანა მოლურჯო ფერის ცელოფნის პარკში წარწერით „თიბისი ბანკი“ ჩადებული 2500 აშშ დოლარი, 25 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, აღნიშნულის შემდეგ გ--–- ბ-------–---–ის სახლში ჩხრეკაც ჩატარდა, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო რაიმე სხვა ნივთი ან საგანი ამოღებული ვერ იქნა; ამოღებული თანხა 815 ლარი და 5500 აშშ დოლარი შეიკრა რეზინით, მოთავსდა მოლურჯო ფერის ცელოფნის პარკში წარწერით „თიბისი ბანკი“ და დაილუქა შს სამინისტროს ლუქის ბეჭდით N33.
საქმეში არსებული 2017 წლის 20 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ - გამომძიებლის მერაბ შენგელიას მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა ი-------–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის ს6 მოდელის ოქროსფერი კორპუსით მობილური ტელეფონი, სენსორული ეკრანით, რომლის იმეი კოდია 3-----------------; ტელეფონში მოთავსებულია სიმბარათი ნომრით 551 660 100. ტელეფონში არსებული ინფორმაცია პროგრამა სქრინშოტის საშუალებით დასურათებული იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს.
საქმეში არსებული 2017 წლის 21 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გ------- ა------–---–ის მიერ, ექსპერტის ბათუ დეკანოიძის მონაწილეობით, კ---- ბ-------–---–ისაგან მოხდა ბიოლოგიური ნერწყვის ნიმუშის აღება ნებაყოფლობით წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ნერწყვის ნიმუში აღებული იქნა კ---- ბ-------–---–ის პირის ღრუდან სპეცდანიშნულების ნაცხის ასაღები ბამბისთავიანი ჩხირით, რაც მოთავსდა თავისივე სპეციალურ მუყაოს ყუთში და დაილუქა FCI 399762 პაკეტში.
საქმეში არსებული 2017 წლის 21 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის მ--–----ი მ------–---–ის მიერ, ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების“ მიმღები განყოფილების მედდის სოფიკო ჯალაბაძის მონაწილეობით, თ----- გ----–---–ის მარცხენა ხელის ვენიდან, 5მგ ერთჯერადი მოხმარების შპრიცის გამოყენებით, მოხდა სისხლის ნიმუშის აღება ნებაყოფლობით წერილობითი თანხმობის საფუძველზე; რაც დაილუქა საჩხერის რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით N33/16;
საქმეში არსებული 2017 წლის 21 ნოემბრის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით N8------ დასტურდება, რომ კ---- ბ-------–---–ს ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი, ბუპრენორფინი, ტეტრაჰოდროკანაბინოლი (მარიხუანა) და ფსიქოტროპული ნივთიერება ბენზოდიაზეპინების ჯგუფის მოხმარების ფაქტი;
ბალისტიკური ექსპერტიზის N1---- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 6,35მმ კალიბრის „BROWNING“ ტიპის 17 ცალი ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას; ქარხნული წესთ დამზადებული 9მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის 01 ცალი ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას;
საქმეში არსებული 2017 წლის 08 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გ------- ა------–---–ის მიერ 2017 წლის 08 დეკემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა შპს „მობიტელიდან“ საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-19ს-17 წლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც დატანი-–-- ერთ “CD“ დისკზე; სატელეფონო ნომრების, შემავალი და გამავალი ზარების შესახებ 2017 წლის 17 ნოემბრის 10:00:11 საათიდან 2017 წლის 20 ნოემბრის 09:47:11 საათამდე პერიოდში, საქმისათვის მნიშვნელოვანი სატელეფონო ნომერი ფიქსირდება 6677 ანძაზე 2017 წლის 18 ნოემბერს, კერძოდ „მობიტელის" ქსელში ჩართულ სატელეფონო ნომერს 5----------- კავშირი აქვს კ---- ბ-------–---–ის სატელეფონო ნომერთან 5-----------, 19:55:33 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა 69 წამი, ასევე მ/წლის 18 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით აღნიშნულ ნომრებს კავშირი აქვთ ერთმანეთთან, მათ შორის საუბრების ხანგრძლივობა 0 წუთი; სატელეფონო ნომერ 5----------- მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები არ ფიქსირდება; დათვალიერებული ინფორმაცია 177 ფურცლად დაერთო საქმეს;
საქმეში არსებული 2017 წლის 08 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გ------- ა------–---–ის მიერ 2017 წლის 08 დეკემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა შპს „ჯეოსელიდან“ საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-20ს-17 წლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც დატანი-–-- ერთ “CD“ დისკზე; კერძოდ,განხორციელებული საკონტროლო ზარების საფუძველზე დადგენილი მომსახურეობის ანძაზე დაფიქსირებული სატელეფონო ნომრების და მათი მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის 17 ნოემბრის 10:00:00 საათიდან 2017 წლის 20 ნოემბრის 09:59:50 საათამდე პერიოდში, საქმისათვის საინტერესო სატელეფონო ნომერი ფიქსირდება 2017 წლის 17 ნოემბერს, კერძოდ კ------- ჩ----–--ის სატელეფონო ნომერს 5---------- კავშირი აქვს კ---- ბ-------–---–ის სატელეფონო ნომერთან 5-------------- 11:32:26 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა 19 წამი, იმავე დღეს კ------- ჩ----–--ის სატელეფონო ნომერს 5---------- კავშირი აქვს კ---- ბ-------–---–ის სატელეფონო ნომერთან 5-------------- 13:02:43 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა 08 წამი, ხოლო 2017 წლის 18 ნოემბერს, კ------- ჩ----–--ის სატელეფონო ნომერზე 5---------- კავშირი აქვს კ---- ბ-------–---–ის სატელეფონო ნომერს 5----------- 12:57:00 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა 27 წამი; იმავე დღეს 21:30 საათზე კ---- ბ-------–---–ის მფლობელობაში არსებულ სატელეფონო ნომერ 5------------დან ზარი ხორციელდება სატელეფონო ნომერზე 5------------ზე, ხანგრძლივობა 27 წამი, ასევე 21:32 საათზე სატელეფონო ნომრიდან 5----------- ზარი ხორციელდება სატელეფონო ნომერზე 5---------, ზარის ხანგრძლივობა 27 წამი; დათვალიერებული ინფორმაცია 262 ფურცლად დაერთო საქმეს.
საქმეში არსებული 2017 წლის 07 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გ------- ა------–---–ის მიერ 2017 წლის 07 დეკემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა შპს „მაგთიკომიდან“ საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-22ს-17 წლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც დატანი-–-- ერთ “CD“ დიკსზე; კერძოდ, სატელეფონო ნომერ 5----------, შემავალი და გამავალი ზარების შესახებ 2017 წლის 16 ნოემბრის 08:38:52 საათიდან 2017 წლის 21 ნოემბრის 21:56:14 საათამდე პერიოდში, ასევე ინფორმაცია სატელეფონო ნომერ 5---------- შემავალი და გამავალი ზარების შესახებ 2017 წლის 16 ნოემბრის 09:27:11 საათიდან 2017 წლის 21 ნოემბრის 03:13:12 საათამდე პერიოდში, ასევე აღნიშნული ნომრების და მათი მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემები; ხოლო მომსახურების ანძების შესახებ ჩანაწერში ინფორმაცია არ ფიქსირდება; დათვალიერებული ინფორმაცია 22 ფურცლად მოთავსდა სისხლის სამართლის საქმეში; ინფორმაციის თანახმად კ---- ბ-------–---–ი 2017 წლის 19 ნოემბერს 02.59 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- ორჯერ ახორციელებს გამავალ ზარს მეუღლის ი-------–---–ის მობილურ ტელეფონზე - 5-----------.
საქმეში არსებული 2017 წლის 08 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გ------- ა------–---–ის მიერ 2017 წლის 08 დეკემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა შპს „მაგთიკომიდან“ საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-21ს-17 წლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც გადატანი-–-- ერთ “CD“ დისკზე; კერძოდ, განხორციელებული საკონტროლო ზარების საფუძველზე დადგენილი მომსახურეობის ანძაზე დაფიქსირებული სატელეფონო ნომრების და მათი მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების შესახებ 2017 წლის 17 ნოემბრის 10:00:03 საათიდან 2017 წლის 20 ნოემბრის 09:57:17 საათამდე პერიოდში; დათვალიერებული ინფორმაცია 117 ფურცლად დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
საქმეში არსებული 2017 წლის 18 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გ------- ა------–---–ის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში დათვალიერებული იქნა შპს „ჯეოსელიდან“ საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-24ს-17 წლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, სატელეფონო ნომერზე 5----------- განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ 2017 წლის 16 ნოემბრის 09:30:48 საათიდან 2017 წლის 21 ნოემბრის 21:47:11 საათამდე პერიოდში; მომსახურე ანძების მითითებით, რაც დატანი-–-- ერთ “CD“ დიკსზე, დათვალიერებული ინფორმაცია 08 ფურცლად დაერთო საქმეს; ინფორმაციის თანახმად კ---- ბ-------–---–ი 2017 წლის 18 ნოემბერს 21.30 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- საჩხერიდან ახორციელებს გამავალ ზარს მეუღლის ი-------–---–ის მობილურ ტელეფონზე - 5-----------; გარდა ამისა 2017 წლის 18 ნოემბერს 21.32 საათზე ლ---- დ----ე მობილური ტელეფონიდან 5----------- ახორციელებს გამავალ ზარს კ---- ბ-------–---–ის მობილურ ტელეფონზე 5-----------; ამ დროს ბრალდებული შ.პ.ს "ჯეოსელის" ანძის მონაცემების თანახმად უკვე იმყოფება საჩხერეში;
საქმეში არსებული 2017 წლის 21 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის N3------- თანახმად გამოსაკვლევად წარმოდგენილი იქნა ორი ცალი სეიფი დალუქულ მდგომარეობაში; ლუქის მთლიანობა დარღეული არ ყოფილა; სეიფები დათვალიერებული იქნა საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში; დათვალიერებისას სეიფებს აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ობიექტური კვლები, ლითონის ღუნვის, ტეხვის, ნაჭდევევებისა და ნაკაწრების სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნი-–-- ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან (საგნებთან) კონტაქტის შედეგად; სეიფებზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია მიყენებული იყოს წარმოდგენილი სოლით, სატეხით ან რაიმე მსგავსი საგნებით.
საქმეში არსებული ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით N0-------- დასტურდება, რომ კვლევისათვის წარმოდგენილი იქნა ფულადი თანხა და სხვა ნივთები დალუქულ მდგომარეობაში, ლუქი დარღვეული არ ყოფილა; გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით „..გ--–- ბ-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 815 (რვაასთხუთმეტი) ლარი და 5500 (ხუთიათასხუთასი) აშშ დოლარი..“ მოთავსებულ ორმოცდათხუთმეტ ცალ ასდოლარიან კუპიურაზე შემოხვეულ მოყავისფრო რეზინზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი შერეულია; ობ.N1 -ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი---- ჭ----–--ეს (ობ.N2; პაკეტი წარწერით „...ი---- ჭ----–--ის ნერწყვის ნიმუში..“), ხოლო მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 მაისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით „..გ--–- ბ-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 815 (რვაასთხუთმეტი) ლარი და 5500 (ხუთიათასხუთასი) აშშ დოლარი..“ (0----------- – 0-------- ი. ე---------ე 26.01.18 1---------) მოთავსებულ ორმოცდათხუთმეტ ცალ ასდოლარიან კუპიურაზე შემოხვეულ მოყავსიფრო რეზინზე (ობ.N1) ადამიანის ბირთვული დნმ-ის გენოტიპირებისათვის საჭირო მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას კ---- ბ-------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არის ერთმანეთთან ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ხსენებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ კ---- ბ-------–---–ი შემთხვევამდე რამოდენიმე ხნით ადრე ნამდვილად იმყოფებოდა სს ,,ჩიხურას“ ადმინისტრაციული შენობის ეზოში მაგრამ ეს უკანასკნელი ადმინისტრაციულ შენობაში არ შესულა, ხოლო მომხდარი ყაჩაღობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე - ოთახში, სადაც სეიფი იყო განთავსებული, და შიგ შენახული იყო აღნიშნული ფულადი თანხები, იქვე იატაკზე აღმოჩენილ ლითონის სატეხზე არსებული ბიომასალის კვალი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის მიხედვით შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და კ---- ბ-------–---–ის (ობ; N26) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
იმავე ბიუროს 2018 წლის 30 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0------- დასკვნის მიხედვით კი დასტურდება, რომ კ---- ბ-------–---–ის ბიძის გ--–- ბ-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ ორმოცდათხუთმეტ ცალ ასდოლარიან კუპიურებზე შემოხვეულ მოყავისფრო რეზინაზე აღმოჩენილი ბიომასალა (ობ.1) გენეტიკური პროფილი შერეული და გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი---- ჭ----–--ეს, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ სწორედ მან შემოახვია სს „ჩიხურას“ კუთვნილ თანხას რეზინი და შეინახა ოთახში არსებულ ხსენებულ სეიფში. ამასთან, პალატა განსაკუთრებით ყურადღებას მიაბყრობს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ფულის კუპიურებზე, რაზედაც შემოხვეული იყო აღნიშნული რეზინი, სწორედ კ---- ბ-------–---–მა 2017 წლის 19 ნოემბერს დილით მიუტანა და შესანახად მიაბარა ქ. თბილისში მცხოვრებ ბიძას - გ--–- ბ-------–---–ს.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პრეტენზიას ბიოლოგიური ექსპერტიზის გაყალბების შესახებ, რადგან სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში ასეთი რამ დადგენილი არ ყოფილა და დაცვის მხარეს აღნიშნული გარემოებათა დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 18 ნოემბერს 21:30 საათზე კ.ბ-------–---–ი საჩხერიდან ახორციელებდა გამავალ ზარს მეუღლის - ი-------–---–ის მობილურის ტელეფონზე, ხოლო 21:30 საათზე ლ---- დ----ე მსჯავრდებულის ტელეფონზე ახორციელებდა გამავალ ზარს კ.ბ-------–---–ის მობილურ ტელეფონზე, რა დროსაც შპს „ჯეოსელის“ ანძის მონაცემების მიხედვით მსჯავრდებული იმყოფებოდა საჩხერეში.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის საქართველოს სისხლის სამართლსი კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების შესახებ, პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის აღნიშნულ მოთხოვნას და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ კ---- ბ-------–---–ი სხვა პირებს წინასწარ შეუთანხმდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების თაობაზე. ასევე უტყუარად არაა დადგენილი თავდასხმის დროს მისი დაუფლების შესახებ ცნობილი იყო თუ არა კ---- ბ-------–---–ისათვის, ან შემთხვევის დროს ხომ არ ჰქონდა ადგილი ამსრულებლის ექსცესს სხვა პირის მხრიდან. ამიტომ, ვარაუდის საფუძველზე კ---- ბ-------–---–ის მიმართ აღნიშნული ბრალის შერაცხვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, პალატის შეხედულებით კ---- ბ-------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარდგენილ ბრალდებაში .
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას კ---- ბ-------–---–ის მიმართ სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებე- ლი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მომხდარ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება. რის გამოც არ არსებობს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ კ---- ბ-------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს--–---ე ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენი კ---- ბ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
კ---- ბ-------–---–ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
კ---- ბ-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 ( ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ---- ბ-------–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ კ---- ბ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დღიდან დაკავებისა - 2017 წლის 19 დეკემბრიდან.
მსჯავრდებულ კ---- ბ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის რკინის ცეცხლგამძლე საცავი ე.წ „სეიფი“ დაზიანებულ მდგომარეობაში, დაზიანებული სეიფის ნაწილები, დაზიანებული ნაცრისფერი ფერის რკინის ორფრთიანი საცავი ე.წ "სეიფი", ლითონის კოვზი, მოთეთრო ფერის ე.წ „ვილკა“, ლითონის ე.წ "ქლიბი", რომელსაც მოტეხილი აქვს ტარი, რკინის ე.წ "სატეხე", 22 სანტიმეტრის სიგრძის მოთეთრო-მოშაო ფერის პლასტმასის ტარიანი საოჯახო დანა, კ---- ბ-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 1000 აშშ დოლარი; გ--–- ბ-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 5500 აშშ დოლარი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ი---- ჭ----–--ეს (პ/ნ: 3----------).
ნივთმტკიცებები - კ---- ბ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ი---- ჭ----–--ის ნერწყვის ნიმუში და თ----- გ----–---–ის სისხლის ნიმუში, სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქა, რკინის ე.წ "სოლი", ლითონის მრგვალწვერიანი დანა, გადაჭრილი ე.წ. "ტრაინიკი", მოყვითალო ფერის ქაღალდის „სკოჩის“ ხვია, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი წარწერით „თიბისი ბანკი“, ორი ცალი მოთეთრო და მოყვითალო ფერის „სკოჩის“ ხვია, მოთეთრო ფერის დამაგრძელებლის ელექტროსადენი, სკოჩის და პარკის ფრაგმენტები, ქსოვილის ნაჭერი, ხის მოგრძო ფრაგმენტი, სავარაუდოთ ქლიბის ტარი, რაშიდაც ჩატეხი-–-- ლითონის ღერო, მოლურჯო ფერის პატარა ზომის პარკი წარწერით „თიბისი ბანკი“ და თანხაზე შემოკრული მოყავისფრო რეზინი, რაც დალუქული სახით, ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ნივთმტკიცება - გ--–- ბ-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 815 ლარი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ--–- ბ-------–---–ს - (პ/ნ 5----------).
ნივთმტკიცება - ფ-------ი ხ---–---–ისაგან ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ თ----- გ----–---–ს (პ/ნ. 0----------);
ნივთმტკიცებები - კ---- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე, თანხა 35 ლარი, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი N5---------------, ელექტრონული პირადობის მოწმობა, სხვადასხვა სავიზიტო ბარათები, ფურცლის ნაწილი მასზე დაწერილი ტელეფონის ნომრებით 5----------- და 598-21-65-60, ჩიპიანი ბარათი უცხოენოვანი წარწერით, კ---- ბ-------–---–ის მცირე ზომის ფოტოსურათი, პატარა ზომის ჩეკი ნომრით 0------, ღვთისმშობლის ლამინირებული ხატი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კ---- ბ-------–---–ის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი-------–---–ს (პ/ნ 5----------).
ნივთმტკიცებები - ბრალდებულ კ---- ბ-------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერის პატარა ზომის ბლოკნოტი შიგ არსებული ჩანაწერებით, საქართველოს ბანკის "ექსპრეს კარტა", შავი ფერის დანა, რომლის პირი დამაგრებულია პლასტმასის დეტალზე, დანას პირის ყუაზე აწერია ნომერი 0--------, ხურდა ფული 15 თეთრის ოდენობით, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კ---- ბ-------–---–ის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი-------–---–ს (პ/ნ 5----------).
ნივთმტკიცებები - შპს "მაგთიკომიდან", შპს "ჯეოსელიდან" და შპს "მობიტელიდან" ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიღებული 6 ცალი CD დისკი დალუქული სახით მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინახებოდეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
ნივთმტკიცებების - 17 ცალი დამუხტული ვაზნის, თავისივე ყუთით, ერთი ცალი დამუხტული ვაზნის და სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასის (რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში.) საკითხი, გადაწყდეს კ---- ბ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის N0----------- საქმიდან, ცალკე წარმოებად გამოყოფილ - სისხლის სამართლის N0----------- საქმესთან ერთად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე