განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
050100118002590193
ინსტანცია
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002590193

საქმე №1/ბ-593-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე მ------- მ--–--- ძე რ------ის მიმართ, დაბადებული: 196- წლის 28 ი--–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული, ვა--, სოფელი ც-------–-----, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ფოთი, მ--–------- ქუჩა 9,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------- რ------ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

198- წელს მ------- რ------ემ ცოლად შეირთო გ---–----ი ხ----–--ე, რომელთანაც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში ხშირად იყო მათ შორის საოჯახო საკითხთან დაკავშირებით კამათი და ხასიათობრივი შეუთავსებლობა, რისთვისაც 2010 წელს განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ, გ---–----ი ხ----–--ემ დამოუკიდებლად განაგრძო ცხოვრება რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ პეტერბურგში და ყოველწლიურად ჩამოდიოდა დასასვენებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---ში, კუთვნილ სააგარაკე სახლში. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 2018 წლის 09 ი--–--ს, დაახლოებით 09:15 საათზე, მ-----ე რ------ე ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის სოფელ გ-------–---ში, დაუკითხავად მივიდა გ---–----ი ხ----–--ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე და ეზოში, მათი შვილის ლ-- რ------ის და არასრულწლოვა-- შვილიშვილების მ----- რ------ის, ა-- და ლ---- დ---–-–---–--ის თანდასწრებით, იმ მოტივით, რომ მ-----ე რ------ე იყო გაბრაზებული განქორწინების გამო, გ---–----ი ხ----–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. კერძოდ: მ-----ე რ------ე, გამოხატავდა აგრესიას, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა, ცემდა და აგინებდა დედის მისამართით, რის შემდეგ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მ------- რ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ მ------- რ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 09 ი--–--იდან - 2018 წლის 24 აგვისტომდე.

 

მსჯავრდებულ მ------- რ------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულ--.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ------- რ------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენით დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი. დანიშნული სასჯელი არ არის საკმარისი სასჯელის მიზნების განხორციელებისათვის. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულისაგან კვლავ არის მოსალოდნელი ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მ. რ------ის მიმართ პირობითი სასჯელის დანიშვნა არ არის სამართლიანი, რადგან მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებიდან, საქმის გარემოებიდან, საშეღავათო პირობების გავრცელებას პირობითი მსჯავრით ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------- რ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------- რ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გ---–----ი ხ--–--ის, ლ-- რ------ის, მ----- რ------ის, ა-- დ---–-–---–ის, ნ-------------–---–-------------------------------–--------------- გაამოკითხვის ოქმებით, მ------- რ------ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ მ------- რ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ------- რ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

მ------- რ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ მ------- რ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 09 ივლისიდან - 2018 წლის 24 აგვისტომდე.

 

მსჯავრდებულ მ------- რ------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს .

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე