განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119002944094
საქმე N1ბ/932-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის და---------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლარ-------------------–-----------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ო------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მაისის განაჩენით, ლა--------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4(ოთხი)წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ლა--------------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 6 მარტიდან - 2019 წლის 8 მარტის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის პერიოდი.
ლა--------------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, ვ-----------------–----------------------–-------------- ,,------–-----------------ში მდებარე მა--------------–---–-ს საცხოვრებელი ბინიდან, ლა--------------ა, რომელიც მუშაობდა დამლაგებლად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მა--------------–---–-ს კუთვნილ, ,,მ---------------“ ფირმის ჩანთას, მასში მოთავსებული ოქროს სამკაულებით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 9000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა და---------------მ, რომელმაც მოითხოვა, განაჩენში ცვლილების შეტანა კერძოდ, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ლა--------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება მოწმეების: დაზარალებულ - მა--------------–---–-ს და მოწმეების - ნ--------------–---–---------------–----------------–-------------------------------–-------------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 26 თებერვლის ოქმით; სამკაულების და მიღება-ჩაბარების აქტის ამოღების 2019 წლის 6 მარტის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 6 მარტის ოქმით; ნივთების ამოცნობის 2019 წლის 6 მარტის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 6 მარტის ოქმით; ბრალდებულის დაკავების 2019 წლის 6 მარტის ოქმით; ხელშეკრულებების დათვალიერების 2019 წლის 7 მარტის ოქმებით; ხელშეკრულების ამოღების 2019 წლის 18 მარტის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 18 მარტის ოქმით; ნივთების ამოცნობის 2019 წლის 18 მარტის ოქმებით; სამკაულების ამოღების 2019 წლის 08 აპრილის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 09 აპრილის ოქმით; ნივთების ამოცნობის 2019 წლის 09 აპრილის ოქმებით; ლ----------------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის N------------------------ დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ლა--------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ არის, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ლა--------------ას განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მაისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის და---------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ლა--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 4(ოთხი)წლის გამოსაცდელი ვადით;
4. ლა--------------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 6 მარტიდან - 2019 წლის 8 მარტის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის პერიოდი.
5. მსჯავრდებულ ლა----------------ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ლა--------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ხა---------–-----ნ ამოღებული 5(ხუთი)ცალი ბეჭედი და 1(ერთი)ცალი სამაჯური, ასევე შპს ,,მ------------------“ ამოღებული 2(ორი) ცალი საქორწინო რგოლი და 1(ერთი)ცალი ძეწკვი, დალუქულ მდგომარეობაში; ლა--------------ას მიერ წარმოდგენილი სამეული, კერძოდ, 2(ორი)ცალი საყურე და 1(ერთი)ცალი ბეჭედი დალუქული 2(ორი)პაკეტად, რომლებიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მ--- განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- შპს ,,მ------------------“ ამოღებული ნივთების შეფასების ფურცლების დედნები, დალუქული 1(ერთი) პაკეტად - რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მ--- განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.
8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი