განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002662363
საქმე №1/ბ-392-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ გ---–-ს ძე ჯ----–--ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქუთაისი, ბ--------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ქ-------ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით, მ------ ჯ----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა :
- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის აპრილში, ქუთაისში ბ--------------------------------ში მდებარე სახლში, მ------ ჯ----–--ემ არასრულწლოვანის შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ნ--- მ-----ეზე (მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა). ძალადობის შედეგად ნ--- მ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი,- მ------ ჯ----–--ეს ასევე ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ------ ჯ----–--ე 2018 წლის 13 აგვისტომდე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ--- მ-----ეს. ფსიქოლოგიურ ძალადობას ხშირად ესწრებოდა მ------ ჯ----–--ის არასრულწლოვანი შვილი. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ნ--- მ-----ემ მეუღლის ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განაჩენით:
მ------ ჯ----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
მ------ ჯ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ქ------- უ-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი მ------ ჯ----–--ის მიმართ, იგი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი; ასევე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) და განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი;
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ------ ჯ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე მისცა დამაჯერებელი ჩვენება, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ ჰქონდა. მან განმარტა, რომ აპრილის თვეში მ------ ჯ----–--ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მ------ ჯ----–--ეს დანიშნული სასჯელი არასწორად ჩაუთვალა პირობით, ვინაიდან მსჯავრდებულს გამძიებაში არ უღიარებია ჩადენილი დანაშაული, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი არის უკანონო და ასევე ლმობიერი და არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ბრალდების მხარის მიერ შედგენილ საჩივარზე მსჯავრდებულ მ------ ჯ----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გივი შენგელიამ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენი მ------ ჯ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, მ------ ჯ----–--ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
დაზარალებულ ნ--- მ-----ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ იგი 2009 წლიდან იყო ქორწინებაში მ------ ჯ----–--ესთან, 2011 წლიდან კი ოფიციალურად დაარეგისტრირეს ქორწინება. თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე მ. ჯ----–--ემ დაიწყო შეურაცხყოფის მიყენება მასზე, ეჭვიანობის ნიადაგზე. პროფესიით პედაგოგ დაზარალებულს სკოლაში სიარულის ეშინოდა, რადგანაც მ------ ჯ----–--ე უკრძალავდა იქ წასვლას. ასევე, ეუბნებოდა თავი დაენებებინა სკოლისათვის, ვინაიდან პათოლოგიურად ეჭვიანი იყო. ყველაფერზე აგინებდა, სთხოვდა ფულს, რომელსაც დაზარალებული ბავშვების მომზადებით იღებდა, ეუბნებოდა, რომ არ იყო კარგი მასწავლებელი, იყო ფუტლიარი, მოჯამაგირე და არაფერს წარმოადგენდა, სისტემატურად შეურაცხყოფდა მას, დნმ-ის ანალიზიც კი მოსთხოვა ბავშვზე იმის გასარკვევად, ნამდვილად იყო თუ არა მისი. 2009 წლის აგვისტოს თვეში ისინი დასასვენებლად იმყოფებოდნენ ურეკში, სადაც ჩვეულებისამებრ შეურაცხყოფას აყენებდა მსჯავრდებული, გვერდზე გახედვის უფლებასაც კი არ აძლევდა, სხვა მამაკაცებს ნუ უყურებო. ასე გრძელდებოდა მუდმივად. სკოლაშიც სულ უთვალთვალებდა, იყო შემთხვევა პირველ სართულზე გაკვეთილის ჩატარების დროს ფანჯრიდან შემოიხედა, რის გამოც დაზარალებული ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა. საბოლოოდ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მ.ჯ----–--ე ხშირად დადიოდა შვილის სანახავად და ამავე დროს კვლავ განაგრძობდა დაზარალებულ ნ--- მ-----ის შეურაცხყოფას, რასაც არ ერიდებოდა ოჯახის წევრების თანდასწრებითაც.
დაზარალებულის ჩვენებით, 2018 წლის აპრილის თვეში, როდესაც მ------ ჯ----–--ე მოსული იყო ბავშვის სანახავად, ისინი ხმაურობდნენ, ხოლო თავად მუშაობდა სკოლის პროგრამაზე, რის გამოც შენიშვნა მისცა მათ, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ. ამაზე მ------ ჯ----–--ე გაბრაზდა, დაუწყო მას უშვერი სიტყვებით ლანძღვა, მივიდა და ხელი წამოარტყა თავში ბავშვის თანდასწრებით, უწოდა მას ცუდი დედა - ,,შენ ვის რა უნდა ასწავლო, შენი შვილისთვის ვერ გისწავლებია ვერაფერიო’’, რაზეც ძალიან დიდი ტკივილი (მორალური) განიცადა იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ბავშვის თვალწინ მოხდა. ამის შემდეგ იუსტიციის სახლში უწოდა მას ნაბოზარი და აგრეთვე ადვოკატ დ----- ბ------ესაც მიაყენა შეურაცხყოფა სიტყვებით ,,შენ ვინ აგდიხარ, ჩემს ცოლს მანქანაში რომ ეპატიჟებიო’’. მას შემდეგ, რაც მან ბოლოს წაიყვანა ბავშვი და უკან არ დააბრუნა დროზე, ნ--- მ-----ემ დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ 2009 წლიდან მოყოლებული, მ------ ჯ----–--ე მას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
დაზარალებულ ნ--- მ-----ის დის ნ---- მ-----ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მისი და ნ--- მ-----ე და მ------ ჯ----–--ე დაქორწინდნენ 2009 წელს. ამ დროიდან ნ--- განიცდიდა მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მისი მეუღლისაგან, რომელიც პათოლოგიურად ეჭვიანი იყო. ამის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა 2012 წლიდან. ნ---ს და მ------ს ბინა სკოლის წინ მდებარეობდა და ერთხელ ფარდის გადაწევის გამოც კი გაულახავს დაზარალებული ეჭვიანობის ნიადაგზე. 2011 წელს მათ ეყოლათ შვილი, რის შემდეგაც მ------ ჯ----–--ე ეჭვიანობდა - „ეს ჩემი შვილი არ არისო“, ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა მას. ეუბნებოდა, რომ იყო ცუდი დედა, ბოზი, ჩათლახი და ბავშვს ვერ გაზრდიდა. მას მერე, რაც გამოძიებას ჩვენება მისცა მისმა დამ ნ--- მ-----ემ, მ------მ წაიყვანა ბავშვი და არ უნდოდა დაებრუნებინა. მოწმე ნ---- მ-----ემ აღნიშნა, რომ 2018 წლის აპრილის ეპიზოდზე იცის მხოლოდ გადმოცემით ნ--- მ-----ისაგან, პირადად არ დაუნახავს, მაგრამ გაიგონა ბავშვის სიტყვები - „მამამ დედას დაარტყაო“.
დაზარალებულ ნ--- მ-----ის დედის, ჟ--–---- მ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ მისი შვილი და მ------ ჯ----–--ე დაქორწინდნენ 2009 წელს, 2011 წელს კი მოაწერეს ხელი. რამოდენიმე თვეში აიჩემეს, რომ ცალკე უნდა გადავიდეთ საცხოვრებლად, სკოლასთან ახლოსო. ნ--- ამის შემდეგ გულჩათხრობილი გახდა, როგორც შემდეგ გაირკვა, მეუღლე ძალადობდა მასზე სისტემატურად, რადგან იყო ძალიან ეჭვიანი. როცა ნ--- მ-----ე დაორსულდა, სამი თვე არ გაკარებია მას, ყველაზე ეჭვიანობდა. კაცს ვერ ეტყოდა მობრძანდიო, ერთხელ მის თვალწინ სცემა, რატომ დაგაგვიანდა სკოლიდან მოსვლაო. მის შვილს შეურაცხყოფას აყენებდა იმაზეც, კაცს რატომ ჩამოართვი ხელიო და აგინებდა, ეძახდა აყროლებულს. 2018 წლის აპრილის თვეში ნ--- ბავშვებს ამზადებდა სახლში, მ------ მისულა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია, ბავშვის თვალწინ ამცირებდა და თავში წამოურტყია ხელი შვილის თანდასწრებით. ამის შესახებ გაიგო შვილიშვილისაგან და შვილისგან გადმოცემით. ფაქტის შემსწრე არ ყოფილა.
მოწმე ნ-------- ჭ--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ის არის მ-----ეების მეზობელი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ--- მ-----ე 2009 წელს დაქორწინდა და მეუღლესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე, ხოლო შემდეგ, 2012 წელს როდესაც ბავშვი შეეძინათ, ისინი კვლავ დაბრუნდნენ ნ--- მ-----ის მშობლების სახლში. თავად მოწმე არ შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს, თუმცა რამოდენიმეჯერ შეესწრო მ------ ჯ----–--ის მიერ ნ--- მ-----ის გალანძღვის ფაქტს უშვერი სიტყვებით, უწოდებდა მეძავს, სულელს, შტერს და ისეთ უცენზურო სიტყვებს, რომელსაც სასამართლოზე ვერ წარმოსთქვამს. იყო შემთხვევები, როცა მ. ჯ----–--ე ლანძღვით ჩამოდიოდა კიბეებზე სახლიდან და სალანძღავ სიტყვებს იძახდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ მ------ ჯ----–--ე ეჭვიანობდა ყველასა და ყველაფერზე.
მოწმე ი---- ხ--–--ის ჩვენებით, ის 14 წელია რაც იცნობს მ-----ეების ოჯახს, მათთან კარგი ურთიერთობა აქვს. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ--- მ-----ე დაოჯახდა 2009 წელს და საცხოვრებლად გადავიდა სხვა მისამართზე. 2012 წელს კი ბავშვის შეძენის გამო ისინი კვლავ დაბრუნდნენ მის მეზობლად. მოწმე ორჯერ შეესწრო ფაქტს, როდესაც მ-----ეების ოჯახიდან გამოდიოდა მ------ ჯ----–--ის ყვირილის ხმა, თუმცა თავი შეიკავა არსებულ კონფლიქტში ჩარევისაგან. მოწმის განმარტებით, კონფლიქტის მიზეზი იყო ზღვარგადასული ეჭვიანობა. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია და ამასთან დაკავშირებით არაფერი იცის.
მოწმე დ----- ბ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ის იყო ნ--- მ-----ის ადვოკატი განქორწინების საქმესთან დაკავშირებით ალიმენტის დაკისრებაზე და შვილთან ურთიერთობის განსაზღვრაზე. მისთვის ნ--- მ-----ისაგან იყო ცნობილი, რომ მ------ ჯ----–--ე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მის მეუღლეზე.
2018 წლის 9 აგვისტოს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ფოიეში მ------ ჯ----–--ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს, ნ--- მ-----ეს, უწოდებდა მას ცუდ დედას, არაადეკვატურს და აკნინებდა. ასევე ამბობდა, რომ თითქოს ნ---მ შვილი მშიერი მოუკლა და ცდილობდა, რომ ბავშვთან დაემყარებინა ფიზიკური კონტაქტი, რაზეც ბავშვი წინააღმდეგობას უწევდა. ნ--- ხშირად აცნობებდა, რომ მის მეუღლეს მისგან დაუკითხავად მიჰყავდა ბავშვი და აღარ უბრუნებდა.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------------------ წლის 17:15 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, მოქალაქე ნ--- მ-----ემ 112- ში გააკეთა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ, ითხოვა რეაგირება მასზე, რომ მისმა მეუღლემ წაიყვანა ბავშვი, 3 საათზე უნდა მოეყვანა, ტელეფონზე უკავშირდება და ემუქრება, ახდენს ზეწოლას, იგინება.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით და ექსპერტ თ-------- ფ---–---–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები არ არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში და ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს, ნ--- მ-----ის მიერ კლინიკური საუბრისას გადმოცემული ინფორმაცია ძირითადად ეყრდნობა მის ირგვლივ არსებული უსიამოვნო სიტუაციის თანმიმდევრულ, ამომწურავ და ობიექტურ ანალიზს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და აგრეთვე, ნ--- მ-----ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნ--- მ-----ემ, მ------ ჯ----–--ეს მხრიდან განხორციელებული მოქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მ------ ჯ----–--ე (დაზარალებულის /მოწმის გამოკითხვის ოქმი, 06.08.2018 წ. დოკუმენტის ნომერი N----------) - ,,...მე რაიმე ფაქტს ნ--- მ-----ის მხრიდან სხვა მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობის შესახებ არ შევსწრებივარ, ის როგორც მეუღლე ნებაყოფლობით, ურთიერთშეთანხმებით ითვალისწინებდა ჩემს თხოვნებს, რაც შეეხება შეურაცხყოფას, მიხსნიდა, რომ ის ყოველ შეურაცხმყოფელ სიტყვას ძალზედ განიცდის და მთხოვდა, რომ აღარ მიმეყენებინა ... მცირე დროით ვწყვეტდი სიტყვიერ შეურაცხყოფებს, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდგომ მე... შეგინებით ვაყენებდი ნ---ს შეურაცხყოფას... ნ--- მ-----ე არ მიშლიდა ბავშვთან მისვლას... მე შევთავაზე მას განქორწინება... ვაღიარებ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, თუმცა არ ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ ბავშვი განზრახ არ დავაბრუნე... ვაგინე და ვლანძღე უშვერი სიტყვებით’’...) კლინიკური საუბრისას ნ--- მ-----ე მის გარშემო შექმნილ უსიამოვნო სიტუაციაზე გვაწვდის შემდეგ ინფორმაციას: ,,... იმდენი რამ მაქვს მონათმენი და გადატანილი და რის ფასად მიჯდებოდა ეს არავინ იცის... იმის გამო რომ ოჯახი შემენარჩუნებინა და არავის გაეგო ჩემი მდგომარეობის შესახებ, რასაც ყოფილი მეუღლე ახორციელებდა ჩემზე... დამცირებას...შეურაცხყოფას...აბუჩად აგდებას...დატერორებას...ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად მანადგურებდა, უკვე მუშაობაშიც მიქმნიდა პრობლემას, სულ დაძაბული ვიყავი...გამუდმებული უსაფუძვლო ეჭვიანობა მისი მხრიდან...იმდენად ამაყი და ამპარტავანი ხასიათი აქვს, არც კი დაფიქრებულა რა ხდებოდა და რატომ ხდებოდა ეს დაძაბული სიტუაცია ჩვენს შორის...განვქორწინდით..რაც შეეხება ბავშვთან მის ურთიერთობას, მე არასოდეს დამიშლია, რომ არ ენახა ...ბავშვი როცა წაუყვანია სასეირნოდ ასეთ კითხვებს უსვამს თურმე: ,,მამა სახლში ბევრი სტუმრები მოდიან?...ვინმე კაცები ხომ არ მოდიან?...’’ასეთ საშინელებებს...რამდენჯერ ბავშვს უკითხავს ვინ სტუმრებიო...პატარაა ჯერ ჩემი შვილი...მე მინდა, რომ ბავშვს მასთან შეხვედრამ დაღი არ დაასვას...ტელეფონში ღრიალი როცა ბავშვთანაა, უწმაწური სიტყვების ძახილი ჩემი მისამართით, ამას არ ერიდება არასოდეს...მუდმივი სტრესის ქვეშ ვარ..მე რა დღეშიც ვყავდი და რაც გამიკეთა, ამის შემდეგ ბავშვის ნდობაც მაგაზე ნაკლებად შეიძლება...’’. დაზარალებულ ნ--- მ-----ესთან მუშაობის დროს ექსპერტმა გამოარკვია, რომ მას აქვს ემოციური არამდგრადობა, დაზარალებული თავის ემოციებს ვეღარ მართავდა მიყენებული ტანჯვიდან გამომდინარე. მას გააჩნდა თვითშეფასების დაბალი დონე, რაც ტრამვულ ფსიქიკაზე მიუთითებდა. ექსპერტმა განმარტა, რომ ტანჯვის მიზეზი იყო მ. ჯ----–--ის მხრიდან ნ--- მ-----ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და დამცირება, ამ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული თავში წამორტყმაც.
მ------ ჯ----–--ემ ასევე აღიარა ნ--- მ-----ისათვის სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდში წარდგენილი ბრალდება, ხოლო ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
მ------ ჯ----–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთი პირდაპირი მტკიცებულება - მხოლოდ დაზარალებულ ნ. მ-----ის ჩვენება, ასევე მოწმეთა ირიბი ჩვენებები, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რაც ამ ეპიზოდში მ------ ჯ----–--ის ბრალეულობას დაადასტურებდა, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რაც დაადასტურებდა დაზარალებულის მხრიდან აღნიშნულ ეპიზოდში ფიზიკური ტკივილის განცდას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მ------ ჯ----–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ამ უკანასკნელის ბრალეულობას 2018 წლის აპრილის თვეში ნ--- მ-----ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ეპიზოდში.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულ ნ. მ-----ის ჩვენებით, მოწმეების: ნ. მ-----ის, ჟ. მ-----ის, დ. ბ------ის, ნ. ჭ--–--ის, ი. ხ--–--ის ჩვენებებით, მ. ჯ----–--ის აღიარებითი ჩვენებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ თ. ფ---–---–---ს ჩვენებით), რაც შეეხება ამ კვალიფიკაციით დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებული მ------ ჯ----–--ე მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ბრალდებასთან დაკავშირებით, როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც საქმეზე დადგენილ იქნა და შესაბამისად, აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს.
პალატას, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულ მ------ ჯ----–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე, 270-ე მუხლებით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ ჯ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის აპრილის ძალადობის ეპიზოდი);
მ------ ჯ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მ------ ჯ----–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით მ------ ჯ----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად მან--- ჯ----–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი ქ-------ი, ქ. 1-ლი, მე-7 ჩიხი N19 (საკადასტრო კოდი 2-----------) – 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადაში კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე