განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100119002882021
საქმე №1/ბ-393-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ გ------- ბ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- მ----–--ის და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- ბ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ო------------------------------–----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით:
გ------- ბ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
გ------- ბ--------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობითად.
გ------- ბ--------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მსჯავრდებულ გ------- ბ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ გ------- ბ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2019 წლის 27 იანვრიდან.
გ------- ბ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
ნივთიერი მტკიცებულება _ CD დისკი, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ბ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------- ბ--------ემ 2016 წელს ცოლად შეირთო ლ------------ე, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2017 წლის 01 მაისს მათ შეეძინათ შვილი ნ-----–---- ბ--------ე, რის შემდეგაც გ------- ბ--------ე მეუღლეს _ ლ------------ეს 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის _ ნ-----–---- ბ--------ის თანდასწრებით სისტემატურად შეურაცხყოფა და ამცირებდა, კერძოდ, მიმართავდა მას უცენზურო სიტყვებით, აგინებდა დედისა და ახლობლების მისამართით, უკრძალავდა მასთან შეთანხმების გარეშე ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობას, ასეთ შემთხვევაში კი შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას. გ------- ბ--------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად ლ------------ე განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, გ------- ბ--------ემ მეუღლის, ლ------------ის მობილურ ტელეფონში ნახა ამ უკანასკნელის მიერ სოციალურ ქსელ „FACEBOOK“-ზე გაზიარებული შემდეგი შინაარსის პოსტი _ „ნეტავი ვინმე ჩემს გვერდში იქნებოდეს და მეტყოდეს ყველაფერი კარგად იქნება“. ვინაიდან, მეუღლის მიერ გაზიარებული პოსტი გ------- ბ--------ისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, ასევე ეჭვიანობის ნიადაგზე, ო-------------------–----–------ის ს------–--------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში განთავსებულ საძიენებელ ოთახში, იმავე ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე, გ------- ბ--------ემ ჯერ შეურაცხყო და დაამცირა მეუღლე ლ------------ე, ხოლო შემდეგ ხელებით და ფეხებით ცემა იგი. გ------- ბ--------ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად ლ------------ემ განიცადა სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ------- ბ--------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენების გარეშე უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა ბრალდებულ გ------- ბ--------ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ის გარემოებები, რომ გ------- ბ--------ეს ბრალდება წარდგენილი აქვს ოჯახში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, მის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა როგორც მორალური, ასევე ფიზიკური ტკივილი. გარდა ამისა, სასამართლოს განაჩენის გამოტანისას მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოებები, რომ ბრალდებული წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენისათვის და მიუხედავად სახელმწიფის მხრიდან მასზე გავრცელებული შეღავათისა, მან არ გააკეთა სათანადო დასკვნები წარსული ცხოვრებიდან და დროის უმოკლეს პერიოდში კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი ძალადობრივი დანაშაული. ასეთი პიროვნების მიმართ კი მინიმალური სასჯელის დანიშვნა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
მსჯავრდებულ გ------- ბ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- მ----–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გ------- ბ--------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების და დანიშნული სასჯელის მოხსნა ან მის მიმართ მთლიანად პირობითი მსჯავრის გამოყენება, შემდეგი საფუძვლით: არასრულწლოვნად შეიძლება ჩაითვალოს 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის პირი, ხოლო 6 წლამდე ასაკის პირი არის მცირეწლოვანი და შესაბამისად, ოჯახური ძალადობის შემთხვევაში ვერ აღიქვამს სულიერ ტკივილსა და ტანჯვას. ამდენად, მსჯავრდებულის და დაზარალებულის შვილი, რომელიც არის 2 წლამდე ასაკის მცირეწლოვანი, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ადეკვატურად ვერ აღიქვამდა ძალადობის ფაქტს. გარდა ამისა, მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს და აპირებს მასთან ერთად ცხოვრებას, რისი გათვალისწინებითაც მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა პროკურორ შ----- ჩ----ის და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- მ----–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ გ------- ბ--------ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ლ------------ის და მოწმეების _ ი-----------ის, მ------ თ--------ის და გ---- უ----–--ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- ბ--------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ------- ბ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- მ----–--ის მოთხოვნას და არგუმენტებს გ------- ბ--------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების მოხსნის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში მოიპოვება სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ გ------- ბ--------ე არასრულწლოვანი შვილის _ ნ-----–---- ბ--------ის თანდასწრებით სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს _ ლ------------ეს. პალატა არ ეთანხმება ადვოკატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მცირეწლოვან ნ-----–---- ბ--------ეს თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შეეძლო აღექვა ძალადობის ფაქტი და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ამგვარი ქმედების ჩადენა სავალალო ზეგავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე, ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს მას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ------- ბ--------ის მიერ თავისი მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რაც ხორციელდებოდა მათი არასრულწლოვანი შვილის _ ნ-----–---- ბ--------ის თანდასწრებით, სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების თანახმად, გ------- ბ--------ეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რის გამოც მათ მიენიჭათ პრეიუდიციული ძალა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წინასასამართლო სხდომაზე და ასევე საქმის არსებითი განხილვისას, როდესაც გ------- ბ--------ეს დეტალურად განემარტა წარდგენილი ბრალდების არსი, მას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ გ------- ბ--------ემ დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად იყო მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი გ------- ბ--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, ამასთან, იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, ანუ სახეზეა დანაშაულის რეციდივი და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ------- ბ--------ეს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას გ------- ბ--------ისთვის დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------- ბ--------ე წარსულში ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე და განზრახი მძიმე დანაშაულებისათვის, რაც გამორიცხავს მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებისა და დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობით მსჯავრად ჩათვლის შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ------- ბ--------ისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე საპატიმრო სასჯელის განსაზღვრის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში გ------- ბ--------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა ჩადენილი დანაშაულები და ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია გ------- ბ--------ისათვის დანიშნული სასჯელის ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის და მსჯავრდებულ გ------- ბ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- მ----–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი გ------- ბ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის და მსჯავრდებულ გ------- ბ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- მ----–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი გ------- ბ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ------- ბ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მსჯავრდებულ გ------- ბ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.მსჯავრდებულ გ------- ბ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 27 იანვრიდან.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- ბ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ გ------- ბ--------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს.
8.ნივთიერი მტკიცებულება _ CD დისკი, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას მისი შენახვის ვადით.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/