განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310017002191493
საქმე №3/ბ-134-2019წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი _ გ--------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. საქართველოს გენერალური პროკურატურა; 2. საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
მესამე პირები _ 1. შინაგან საქმეთა სამინისტრო; 2. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი; 3. გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია; 4. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა; 5. საჩხერის რაიონული პროკურატურა; 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ 1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება; 2.მე-3 პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ 15.02.19წ. საოქმო განჩინება; 3.მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ 15.02.19წ. საოქმო განჩინება; 4.შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ 15.02.19წ. საოქმო განჩინება
აპელანტის მოთხოვნა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება, მე-3 პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ 15.02.19წ. საოქმო განჩინების, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ 15.02.19წ. საოქმო განჩინების და შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ 15.02.19წ. საოქმო განჩინების გაუქმება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 29 ნოემბერს გ--------------–--ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, მესამე პირების - საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, საჩხერის რაიონული პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მთავარ პროკურატურას დაევალოს მისი (გ.ბ-----–--ის) პოლიტ-პატიმრის საკითხის შესწავლა და განხილვა; ასევე მოითხოვა საქართველოს პარლამენტის დავალდებულება ახალი კომისიის შექმისა და 201- წლის 3----------ის N- ოქმში ცვლელებების შეტანით მისი - გ.ბ-----–--ის პოლიტ - პატიმრობის საკითხის განხილვა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ის - გ.ბ-----–--ე 1993 წლიდან არის ჭეშმარიტი-ნამდვილი პოლიტ დევნილი, ხოლო პოლიტ პატიმარი 201- წლის 24----------ს. მხარე აღნიშნავს, რომ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, რამდენიმე საათით, თუნდაც რამდენიმე წუთით იგივეა, რაც თავისუფლების აღკვეთა, თუნდაც უვადოდ, პატიმარი-პატიმარია, შესაბამისად მიაჩნია, რომ მისი საქვეყნოდ დარღვეული უფლებები უნდა აღდგეს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
გ--------------–--ემ დააზუსტა სარჩელი და მოპასუხეებად მიუთითა საქართველო პარლამენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართვერლოს მთავარი პროკურატურა და მოითხოვა:
- დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ახალი კომისიის შექმნა 201- წლის 3----------ის N- ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით გ--------------–--ის პოლიტ-პატიმრის საკითხთან დაკავშირებით.
- დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------------–--ე (პ/ნ. 5----------) ცნობილი იქნება პოლიტიკურ პატიმრად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის საოქმო განჩინებით, დაკმაყოფილდა გ--------------–--ის შუამდგომლობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქათველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა, საჩხერის რაიონული პროკურატურა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
მოპასუხეების საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და ინტეგრაციის კომიტეტის, საქართველოს გენერალური პროკურატურის და მესამე პირების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქათველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის, საჩხერის რაიონული პროკურატურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის. წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცვნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, რომ გ--------------–--ე 1992-1993 წლებში ირიცხებოდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის ჭიათურის კომიტეტში და როგორც იმჟამინდელ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში მყოფი განიცდიდა შევიწროებას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 201- წლის 2-----------ის №1-------- წერილის შესაბამისად დადგენილია, რომ 201- წლის 0--------ერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა გ--------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა 201- წლის 24----------ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც სოფლის მოსახლეობის თვალწინ, რომელიც შეკრიბეს პრეზიდენტის დასახვედრად, პოლიციის მუშაკების დავალებით, გაიტაცეს ის და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ყველა დამნაშავე პირი მიცემულ იქნას სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
201- წლის 2------------ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა გ. ბ-----–--ის 201- წლის 0--------რის განცხადება მასში მითითებული ფაქტების შემდგომი შესწავლისა და სათანადო რეაგირების მიზნით.
ჭიათურის რაიონული სამმართველოს 2015 წლის 31 მაისის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე გ--------------–--ის ცემის ფაქტზე (სსკ-ის 1-5-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაწყებული გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2014 წლის 1-----–--ის №7------- წერილით გ--------------–--ეს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 201- წლის 0----------ის სხდომაზე შექმნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე წარდგენილი პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო 05.1-.201-წ. დადგენილება №7----, რომლითაც განისაზღვრა 190 პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და 25 პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირი. სიაში შესაყვან პირთა დადგენის პროცესთან დაკავშირებით ამავე წერილით განმარტებულია, რომ როგორც პარლამენტის დადგენილებაში ცალსახად არის მითითებული, სია შეადგინა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა სამართლის დარგის აღიარებული ექსპერტებისგან, ასევე იმ უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებიც მაღალი ნდობით სარგებლობენ და გამოირჩევიან დიდი გამოცდილებით ადამიანის უფლებათა სფეროში. ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნები განხილული იქნა და დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ.
სამუშაო ჯგუფი იყო აბსოლუტურად ღია, განეხილა ნებისმიერი იმ პირი საქმე, ვინც შესაბამისი განცხადებისა და თანდართულ დოკუმენტაციას წარმოადგენდა 201- წლის 19 ნოემბრამდე. არ არსებობდა რაიმე შეზღუდვა და ლიმიტი. პარლამენტმა თავიდანვე თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა ყველა პირი, როდესაც მისცა განცხადებების წარდგენის შესაძლებლობა.
ამავე წერილით, გ--------------–--ეს განემარტა, რომ მისი მოთხოვნა პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსის მინიჭებაზე, კომიტეტში (განცხადებების წარდგენის ვადად განისაზღვრა 201- წლის 19 ნოემბერი) წარდგენილი იქნა მხოლოდ 2013 წლის 06 თებერვალს. ამასთან განმცხადებელს ეცნობა, რომ მისი განცხადებების საფუძველზე კომიტეტმა შესაბამისი შუამდგომლობებით მიმართა პროკურატურის ორგანოებს, რაზედაც სამივე მათგანზე კომიტეტმა მიიღო პასუხი.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით გ--------------–--ეს უარი ეთქვა სარჩელის (მოთხოვნაზე - დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გამოსცეს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გ--------------–--ის პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსის მინიჭების შესახებ) დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა 2015 წლის 30 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით.
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2016 წლის 0-----------ის N4------ წერილით, გ--------------–--ეს ეცნობა, რომ კომიტეტი გაეცნო განცხადებას - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირის სტატუსის მინიჭების, პარლამენტის 05.1-.2--------- დადგენილებაში ცვილების შეტანის, ამ მიზნით კომისიის შექმნის და კომიტეტის სხდომის N- ოქმში 30.11.1- ცვლილების შეტანის, რომლითაც დამტკიცებული იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სიაში დასახელებული მსჯავრდებულები და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიაში დასახელებული პირების თაობაზე. გ--------------–--ეს განემარტა, რომ მის მიერ კომიტეტში შეტანილი 07.0-.2014 წერილთან დაკავშირებით, რომლითაც იგი ითხოვდა ინფორმაციას, მიენიჭებოდა თუ არა მას პოლიტიკური ნიშნით დევნილიწ სტატუსი, კომიტეტის 2014 წლის 1-----–--ის N7------- წერილით განემარტა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი. კერძოდ, მითითებული წერილით ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 201- წლის 0----------ის გადაწყვეტილებით (ოქმი N3) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთი თვის ვადით შექმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფმა დაიწყო მუშაობა 201- წლის 0---------რს და დაასრულა 201- წლის 30 ნოემბერს. სამუშაო ჯგუფი იყო აბსოლუტურად ღია, განიხილა ნებისმიერი იმ პირის საქმე, ვინც შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციას წარადგენდა 201- წლის 19 ნოემბრამდე. არ არსებობდა რაიმე შეზღუდვა და ლიმიტი. გ. ბ-----–--ის განცხადება კომიტეტში წარდგენილი იქნა 2013 წლის 06 თებერვალს. შესაბამისად, საკითხი ვერ იქნა განხილული სამუშაო ჯგუფის მიერ.
2016 წლის 2- დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება/საჩივრით მიმართა გ--------------–--ემ და ახალი კომისიის შექმნა ითხოვა პოლიტიკური ნიშნით დევნილ და დაპატიმრებულ პირთა საქმეების შესასწავლად და ასაღიარებლად.
2017 წლის 08 დეკემბერს საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა გ--------------–--ემ და მოითხოვა პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლზე (2018 წლის 23 მარტის რედაქციით), რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის სტატუსს და უფლებამოსილებას, კერძოდ მითითებული მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, რომელსაც პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი. რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. ხოლო 41.2-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტში იქმნება კომიტეტები.
2018 წლის 0-----------ის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი (შემდგომ − პარლამენტი) არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის პარლამენტის წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს პარლამენტი უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტია - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. ხოლო, 46-ე მუხლის შესაბამისად კი, კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის წევრები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2016 წლის 21 ნოემბრის N1/13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით, პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 201- წლის 0----------ის გადაწყვეტილებით (ოქმი N3) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთი თვის ვადით შექმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ასევე დადგენილია, რომ ჯგუფმა დაიწყო მუშაობა 201- წლის 0---------რს და დაასრულა 201- წლის 30 ნოემბერს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ დამტკიცებული სიების შესაბამისად დასადგენი იყო იმ პირთა სია, რომლებიც მიიჩნეოდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად. საქართველოს პარლამენტს უნდა უზრუნველყო აღნიშნული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები. ამდენად, სამუშაო ჯგუფის მიზანი იყო დაედგინა მათთან შესულ განცხადებებსა და სიებში მითითებული პირები წარმოადგენენ თუ არა პოლიტიკურ პატიმრებს. აღნიშნული ხდებოდა 201- წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული №1--- რეზოლუციის შესაბამისად, რომლითაც დაადგინა პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია. რეზოლუციის მე-3 პუნქტის a, c, d და e ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი იყო ის ძირითადი კრიტერიუმები, რაც შეიძლება პირის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განმსაზღვრელი გამხდარიყო. ასეთ კრიტერიუმებად რეზოლუციის თანახმად მიჩნეული იქნა დაკავების (დაპატიმრების) დროს ისეთი ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა რომლებიც დაცულია და გადმოცემულია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასა და მისი ოქმებში.
201- წლის 05 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა დადგენილება ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ’’. დადგენილების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 201- წლის 0----------ის სხდომაზე (ოქმი №3) შექმნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე წარმოდგენილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიების საფუძველზე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად მიჩნეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 201- წლის 3----------ის სხდომაზე (ოქმი №-) დამტკიცებულ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სიაში დასახელებული მსჯავრდებულები (დანართი №1). პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად მიჩნეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 201- წლის 3----------ის სხდომაზე (ოქმი №-) დამტკიცებულ პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიაში დასახელებული პირები (დანართი №2).
დადგენილია, რომ კონკრეტული სამუშაო ჯგუფი განიხილავდა ნებისმიერი იმ პირის საქმეს, ვინც შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციას წარადგენდა 201- წლის 19 ნოემბრამდე. საქმის მასალების თანახმად, ასევე დადგენილია, რომ გ--------------–--ის საკითხი აღნიშნული კომისიის მიერ არ იქნა განხილული იმ მიზეზის გამო, რომ მის მიერ განცხადება არ იქნა წარდგენილი დადგენილ ვადაში, არამედ მოსარჩელემ კომიტეტს მხოლოდ 2013 წლის 06 თებერვალს მიმართა. ანუ იმ დროს, როდესაც აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფის მიერ დასრულებული იყო ყველა პროცედურა და მიღებული იყო გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, რომლითაც იგი ითხოვს დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ახალი კომისიის შექმნა 201- წლის 3----------ის N- ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით, გ--------------–--ის პოლიტიკური ნიშნით ცნობის საკითხთან დაკავშირებით, სცდება საკანონმდებლო ნორმებით დადგენილ სამართლებრივ საფუძვლებს ვინაიდან, როგორც დადგენილია, კომისია - სამუშაო ჯგუფი შექმნილი იყო დროებით კონკრეტული საკითხთან დაკავშირებით საკითხის განხილვისა და დაინტერესებული პირების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრების მიზნით. ის გარემოება, რომ ნებისმიერ პირს ჰქონდა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად მიემართა კომისიისათვის მისი პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად აღიარების მოთხოვნით, არ ნიშნავდა რომ განმცხადებელს მხოლოდ მიმართვის საფუძველზე წარმოეშობოდა პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი. სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იყო იმ მთელ რიგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომელიც წარდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების გათვალისწინებით, კომისიის კომპეტენტური წევრების მიერ ყველა გარემოების გამოკვლევის, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგს წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ გ--------------–--ის მიერ განაცხადი წარდგენილი იქნა ვადის დარღვევით, რაც ბუნებრივია, ვერ გახდებოდა კომისიის მსჯელობის საგანი. ხოლო ის გარემოება, რომ მას გარკვეული, პირადი ობიექტური თუ სუბიექტური გამოცდილებაზე დამყარებული მოსაზრება გააჩნია იმის თაობაზე, რომ იგი წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირს, ვერ დაედება საფუძვლად მოთხოვნას, რომ საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შექმნას ახალი კომისია, რომელიც 201- წლის 30 ნოემბერს N- სხდომის ოქმში შეიტანს ისეთი სახის ცვლილებას, რომლითაც მოსარჩელე აღიარებული იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-4.3 მუხლით განსაზღვრულია მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით (მე-4.5 მუხლი). საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპისა და ქვეყანაში სამართლებრივ სფეროს მოქმედების გათვალისწინებით, არ არსებობს ნორმატიული დანაწესი, რომლითაც სასამართლო საკონსტიტუციო ორგანოს - საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უფლებამოსილებისა თუ კომპეტენციის გათვალისწინებით, რომლითაც 201- წელს დროებით შექმნილი კომისიას ისევ იმ სამართლებრივ მდგომარეობაში დაბრუნებას დაავალდებულებს, რათა განხილული იქნეს მოსარჩელის მოთხოვნა შესაბამისი შედეგის დადგომის თვალსაზრისით. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს გ--------------–--ის მიმართ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ან სხვა დოკუმენტი რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მისი რაიმე მიზეზის გამო პატიმრობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ--------------–--ე არ ყოფილა დაპატიმრებული ან/და ძებნილი, რაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი ჯგუფს გ--------------–--ის განცხადების განხილვის შედეგად, მისთვის პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსი მინიჭების შესაძლებლობას მისცემდა. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ ვერც საქმის განხილვის დროს ყოფილა წარმოდგენილი.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------------–--ე ცნობილი იქნება პოლიტიკურ პატიმრად, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 65.1-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.
,,პროკურატურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროკურატურა კანონით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას; დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობის იმ ნაწილს, რომელიც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ექცევა საპროკურორო უფლებამოსილების ფარგლებში; ე) რეაგირებას ახდენს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს იმ დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს აღასრულებენ; ვ) სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; ზ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში; თ) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ი) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის პრევენციას.
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი უმაღლესი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.
მთავარი პროკურატურის საქმიანობის სფერო განსაზღვრულია ამავე ბრძანების მე-3 მუხლით, რომლის თანახმად, მთავარი პროკურატურა კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას; დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს; ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას; თ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ი) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში; კ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემას და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემას; ლ) ანაზღაურებს მის სისტემაში საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯებს; მ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი - გ--------------–--ის პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს სამართლებრივი ნორმების მოთხოვნებიდან, რადგან ის საკანონმდებლო ნორმატიული თუ კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს გენერალური პროკურატურის საქმიანობის სფერო და კომპეტენცია, არ ითვალისწინებს უფლებამოსილებას, რომლითაც გენერალური პროკურატურა აღჭურვილი იქნებოდა შესაძლებლობით გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------------–--ე ან ნებისმიერი სხვა პირი ცნობილი იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად. აღნიშნული საქმიანობა სცდება საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებას და შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატს და სათანადო მოპასუხეს, ამ ნაწილში, საქართველოს გენერალურ პროკურატურა არ წარმოადგენს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს იმ პირის მიერ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლის მოსაზრებითაც ადგილი აქვს მის უფლებაში ჩარევას ან მისი უფლების უკანონო შეზღუდვას ან უგულვებელყოფას, რა დროსაც სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, რომლის შედეგად ასკვნის თუ რამდენად შესაბამისობაშია სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივი მდგომარეობის და სათანადო საკანონმდებლო ნორმის განსაზღვრულობასთან. ამდენად სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასებით დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------------–--ე არ ყოფილა დაპატიმრებული ან/და ძებნილი პირი, მის მიმართ არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, მის მიერ განაცხადი პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად აღიარების მოთხოვნით არ ყოფილა წარდგენილი დადგენილ ვადაში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფში, რაც სამუშაო ჯგუფის განხილვის საგანი გახდებოდა, რის გამოც გ--------------–--ის მოთხოვნა - დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ახალი კომისიის შექმნა 201- წლის 3----------ის N- ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით გ--------------–--ის პოლიტ-პატიმრის საკითხთან დაკავშირებით და დაევალოს საქართველოს პარლამენტს გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი - გ--------------–--ის პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ მოკლებული სამართლებრივ საფუძველს, რადგან არ არსებობს სამართლის ნორმა რომელიც შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაედებოდა საფუძვლად, აღნიშნული გარემოებები კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ--------------–--ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ამავე სააპელაციო საჩივრით გ--------------–--ემ მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1-----------–ის საოქმო განჩინებების - მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ და შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ, გაუქმება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საოქმო განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, ისე ამავე სასამართლოს 2019 წლის 1-----------–ის საოქმო განჩინებები - მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ და შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გ--------------–--ემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად (მოწინააღმდეგე მხარეებად აპელაციაში) მიუთითა - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საქართველოს გენერალური პროკურატურა, ხოლო საქართველოს პარლამენტი გამორიცხა მოპასუხეთა წრიდან.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაინტერესებულ პირს უფლება აქვს აღძრას სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამ სახის სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს მოთხოვნილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგო უარის თქმა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე ამგვარი სასარჩელო მოთხოვნისათვის აუცილებელია ისეთი წინაპირობის არსებობა, როგორიცაა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაინტერესებული პირის მოთხოვნით ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარის თქმა. უარის თქმაში იგულისხმება, როგორც წერილობითი უარი, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უარის თქმად განიხილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა, დადგენილ ვადაში აქტის მიუღებლობა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გ--------------–--ის მოთხოვნას წარმოადგენს: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დავალდებულება შექმნას ახალი კომისია 201- წლის 3----------ის N- ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით გ--------------–--ის პოლიტ-პატიმრის საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს გენერალური პროკურატურის დავალდებულება გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი - გ--------------–--ის პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი (2018 წლის 23 მარტის რედაქცია) განსაზღვრავს პარლამენტის სტატუსს და უფლებამოსილებას, კერძოდ მითითებული მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, რომელსაც პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი. რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. ხოლო 41.2-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტში იქმნება კომიტეტები.
2018 წლის 0-----------ის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი (შემდგომ − პარლამენტი) არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის პარლამენტის წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს პარლამენტი უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტია - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით, პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
201- წლის 0---------რს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა ერთი თვით. სამუშაო ჯგუფს გადაეცა პოლიტიკური მოტივებით დაკავებული თუ ძებნილი პირების სია და მუშაობის დაწყების შემდგომ კომიტეტს წარედგინა სხვა განცხადებებიც. სამუშაო ჯგუფის მიზანი იყო დაედგინა მათთან შესულ განცხადებებსა და სიებში მითითებული პირები წარმოადგენენ თუ არა პოლიტიკურ პატიმრებს. აღნიშნული ხდებოდა 201- წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული №1--- რეზოლუცის შესაბამისად, რომლითაც დაადგინა პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია. რეზოლუციის მე-3 პუნტის a, c, d და e ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი იყო ის ძირითადი კრიტერიუმები, რაც შეიძლება პირის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განმსაზღვრელი გამხდარიყო. ასეთ კრიტერიუმებად რეზოლუციის თანახმად მიჩნეული იქნა დაკავების (დაპატიმრების) დროს ისეთი ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა რომლებიც დაცულია და გადმოცემულია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასა და მისი ოქმებში.
201- წლის 05 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა დადგენილება ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ’’. დადგენილების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 201- წლის 0----------ის სხდომაზე (ოქმი №3) შექმნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე წარმოდგენილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიების საფუძველზე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად მიჩნეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 201- წლის 3----------ის სხდომაზე (ოქმი №-) დამტკიცებულ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სიაში დასახელებული მსჯავრდებულები (დანართი №1). პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად მიჩნეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 201- წლის 3----------ის სხდომაზე (ოქმი №-) დამტკიცებულ პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიაში დასახელებული პირები (დანართი №2).
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილმა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა, ამასთან გ--------------–--ე არ ყოფილა დაპატიმრებული ან/და ძებნილი პირი, ასეთი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი ჯგუფის მიერ ვერ მოხდებოდა გ--------------–--ის განცხადებების განხილვა და მისთვის პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსის მინიჭება.
რაც შეეხება გ--------------–--ის მოთხოვნას საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ, რომლითაც გ--------------–--ე ცნობილი იქნება პოლიტიკურ პატიმრად, სააპელაციო სასამართლო ისევე როგორც საქალაქო სასამართლოს მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 65.1-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.
,,პროკურატურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროკურატურა კანონით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას; დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობის იმ ნაწილს, რომელიც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ექცევა საპროკურორო უფლებამოსილების ფარგლებში; ე) რეაგირებას ახდენს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს იმ დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს აღასრულებენ; ვ) სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; ზ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში; თ) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ი) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის პრევენციას.
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანების მე-3 მუხლით, რომლის თანახმად, მთავარი პროკურატურა კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას; დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს; ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას; თ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ი) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში; კ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემას და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემას; ლ) ანაზღაურებს მის სისტემაში საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯებს; მ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, რომ გ--------------–--ის მოთხოვნა მისი პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ნორმების მოთხოვნებიდან, რადგან ის საკანონმდებლო ნორმატიული თუ კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს გენერალური პროკურატურის საქმიანობის სფერო და კომპეტენცია, არ ითვალისწინებს უფლებამოსილებას, რომლითაც გენერალური პროკურატურა აღჭურვილი იქნებოდა შესაძლებლობით გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------------–--ე ან ნებისმიერი სხვა პირი ცნობილი იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად. აღნიშნული საქმიანობა სცდება საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებას და შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატს და სათანადო მოპასუხეს, ამ ნაწილში, საქართველოს გენერალურ პროკურატურა არ წარმოადგენს.
ამასთან ყურადსაღებია ის გარემოება, რომ 2015 წლის 31 მარტს გ--------------–--ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს პარლამენტისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება საქართველოს პარლამენტის 201- წლის 05 დეკემბრის №76-I დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, სადაც მოსარჩელე იწოდება პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად, ასევე მოითხოვა საქართველოს პარლამენტისათვის ახალი კომისიის შექმნის დავალდებულება 201- წლის 3----------ის სხდომის №2- ოქმში ცვლილების შეტანის მიზნით მოსარჩელის პოლიტიკურ დევნილად აღიარების საკითხთან დაკავშირებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 აპრილის განჩინებით გ--------------–--ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ დასაბუთებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ადმინისტრაციული საქმე №3/242-14 გ--------------–--ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიმართ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით გ--------------–--ის პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 08 იანვარს მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ--------------–--ის სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნული საქმე გ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გადაგზავნილი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნაზე ერთხელ უკვე იმსჯელა სასამართლომ და მიიღო გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული განჩინება გ--------------–--ის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2- მაისის განჩინებით გ--------------–--ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 აპრილის განჩინება.
რაც შეეხება გ--------------–--ის მოთხოვნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1-----------–ის საოქმო განჩინებების - მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ და შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ--------------–--ის მიერ აღძრული სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დავალდებულება შექმნას ახალი კომისია 201- წლის 3----------ის N- ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით გ--------------–--ის პოლიტ-პატიმრის საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს გენერალური პროკურატურის დავალდებულება გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი - გ--------------–--ის პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირების ჩაბმის საკითხი. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად კი, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს ჩაბმული საქმეში, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ანუ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული, საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირი არის ისეთი პირი, რომელიც სადავო სამართალურთიერთობასთან უშუალო კავშირში იმყოფება და სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.
საქმეში არსებული მასალით არ დასტურდება თუ რა სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიმართ, მით უფრო, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულება არ ეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და ის არ წარმოადგენს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი საქმეში მესამე პირის ჩაბმა ხდება სასამართლოს მიხედულობით. ამდენად საქალაქო სასამართლოს უარი დასაბუთებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად - თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე.
საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ გ--------------–--ე აყენებდა ერთიდაიგივე შუამდგომლობებს, რაზედაც საქალაქო სასამართლოს უკვე პასუხი ჰქონდა გაცემული, ამდენად სასამართლოს კანონიერად ჰქონდა უფლება გ--------------–--ისთვის ჩამოერთვა შუამდგომლობების დაყენების უფლება.
ასევე დაუსაბუთებელია გ--------------–--ის მოთხოვანა მოსამართლის აცილების შესახებ, რადგან საქალაქო სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ გ--------------–--ემ მას შემდეგ რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობები - საქმეში მესამე პირად ჭიათურის მერის ჩაბმის და სისხლის სამართლის საქმიდან მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპეროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსამართლის აცილება, რაზედაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 1-----------–ის საოქმო განჩინებით უთხრა უარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუქნტით მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.
შუამდგომლობებზე უარის თქმა არ წარმოადგენდა წინამდებარე საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების საფუძველს, ამდენად გ--------------–--ის მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 1-----------–ის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ ამ შემთხვევაშიც დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საოქმო განჩინებები კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.
6. სასამართლო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახემწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-1- მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება; მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ 15.02.19წ. საოქმო განჩინება; მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ 15.02.19წ. საოქმო განჩინება; შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ 15.02.19წ. საოქმო განჩინება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი