განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002525947
საქმე #1ბ/1375-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-----–----–---–--ის
ადვოკატის: თ----------------ს
მსჯავრდებულის: ა-–-----------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა-–-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა-–-----------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ს------------------------------–--------------–ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----------–---–-------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–-----------ემ ჩაიდინა:
- ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
- მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2004 წლიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე ა-–------------ე და მ---------------–---–ი ცხოვრობდნენ ერთად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა ა-–-----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენი. ა-–-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მ---------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2018 წლის 10 ივნისს, გვიან ღამით, ა-–-----------ე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა ქ-------–--–-----–---------------------------–--–-------ში, მ---------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, შევიდა სააბაზანო ოთახში, სადაც იმყოფებოდა მისი ყოფილი მეუღლე მ---------------–---–ი და სთხოვდა შერიგებას, ხოლო უარის მიღების შემდეგ სახეზე მოუჭირა ხელი, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობის შემდეგ მ---------------–---–ი გავიდა მისაღებ ოთახში, სადაც მას გაჰყვა ა-–-----------ე და სამზარეულოს ოთახიდან აღებული დანის დემონსტრირებით დაემუქრა. მ---------------–---–მა აღნიშნული მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან იფიქრა, რომ ა-–-----------ე მას სიცოცხლეს მოუსპობდა ან ჯანმრთელობის დაზიანებას მიაყენებდა, რის გამოც დახმარებისთვის მიმართა პოლიციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:
ა-–-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ა-–-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-–-----------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული 2 (ორი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ა-–-----------ეს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით ა-–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–-----------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ----------------მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა ა-–-----------ის მიმართ დადგენილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა-–-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა-–-----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–-----------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ---------------–---–ის და მოწმეების - ჟ--–-------------–---–ის, შ--–----------ის, კ---------------ის, ჯ-------------–--ს, გ-----------------–--ის ჩვენებებით და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–-----------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ ადვოკატის პოზიციას, რომ ა-–-----------ეს დანაშაულები არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ მ---------------–---–ის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ დაახლოებით ცამეტი წლის განმავლობაში იყო ა-–-----------ის მეუღლე და ჰყავთ 13 წლის შვილი. 2017 წელს ა-–-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მის (მ---------------–---–ის) მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რის შემდეგაც ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 10 ივნისს, გვიან ღამით, დაახლოებით 12 საათზე, მასთან (მ---------------–---–თან) სახლში მივიდა ყოფილი მეუღლე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ა-–-----------ე, რომელსაც მან (დაზარალებულმა) სახლის კარი არ გაუღო. ამის შემდეგ ა-–-----------ემ იმ დროს, როდესაც იგი (დაზრალებული) იღებდა აბაზანას, სააბაზანო ოთახის პატარა ფანჯრიდან შეაღწია მის (მ---------------–---–ის) სახლში და სთხოვდა შერიგებას, იგი (დაზარალებული) შერიგებაზე უარს ეუბნებოდა. დაზარალებულის ამ პოზიციით განაწყენებულმა ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე, დაახლოებით სამჯერ მოუჭირა ხელი სახეში, რაც ძალიან არა, მაგრამ ეტკინა. ფიზიკური ძალადობის შემდეგ ა-–----ს მხრიდან შერიგების მოთხოვნა გაგრძელდა სხვა ოთახში, ა-–-----------ემ, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, სამზარეულოს დანა აიღო და ერთი-ორჯერ მოიქნია. დაზარალებულის განმარტებით, მას იმ წუთას ძალიან შეეშინდა ნასვამი ა-–----ს მოქნეული დანის და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. პოლიცია მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე და ა-–-----------ე დააკავეს. დაზარალებულ მ---------------–---–ის დაკითხვის დროს გამოქვეყნდა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის სისწორეც დაადასტურა დაზარალებულმა.
ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დაზარალებულმა მ---------------–---–მა მიუთითა სააბაზანო ოთახის ფანჯარაზე, რომლის მეშვეობითაც ა-–-----------ემ შეძლო მის საცხოვრებელ სახლში შემოსვლა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაზარალებულმა დეტალურად განმარტა, კონკრეტულად რაში გამოიხატა მის მიმართ განხორციელებული ძალადობა და მუქარა (იხ. საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმი).
დაზარალებულის დედის, მოწმე ჟ--–-------------–---–ის განმარტებით, მ---------------–---–ი და ა-–-----------ე 2017 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, დაშორების მიზეზი იყო კონფლიქტი, ჩხუბი, ეჭვიანობა. 2018 წლის 10 ივნისს, გვიან ღამით, აბაზანიდან გაიგონა ხმაური. მ---------------–---–მა უთხრა, რომ სააბაზანო ოთახის ფანჯრიდან უყურებდა ა-–-----------ე. ცოტა ხანში ა-–-----------ე მიაწვა სახლის შემოსასვლელ კარს, რომელიც არ გაუღეს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი სააბაზანო ოთახის ფანჯრიდან შევიდა სახლში. მას შემდეგ, რაც ა-–-----------ემ შეაღწია სახლში, მას (მოწმეს) ესმოდა ყოფილ მეუღლეებს შორის ჩხუბის ხმა. მოწმის ჩვენებით, ა-–-----------ე მის მიმართაც გამოხატავდა სიტყვიერ აგრესიას, აგინებდა, ამიტომ შევიდა თავის ოთახში და არ გამოსულა, თუმცა ოთახიდან ესმოდა ა-–-----------ის ხმა, იგი მ---------------–---–ს ეუბნებოდა - ან მოგკლავ ან უნდა შემირიგდეო. ცოტა ხანში შემთხვევის ადგილზე მოვიდა პოლიცია და ა-–-----------ე დააკავეს. ა-–-----------ის დაკავების შემდეგ, გამომძიებელმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და მ---------------–---–ის მითითებით, ამოიღო ის დანა, რომლითაც ა-–-----------ე დაზარალებულს ემუქრებოდა.
მოწმე შ--–----------ის (ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) ჩვენებით, 2018 წლის 10 ივნისს, გვიან ღამით, მორიგეობის დროს, რადიოკავშირით მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მეწყვილესთან - კ---------------ესთან ერთად, შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ხუთ წუთში, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ა-–-----------ე, რომელიც მეუღლეს მ---------------–---–ს მისი (მოწმის) თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თან ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუკი არ შეურიგდებოდა. მ---------------–---–ი იყო აღელვებული და ძალიან შეშინებული. დაზარალებულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს განუცხადა, რომ ა-–-----------ე სააბაზანო ოთახის ფანჯრიდან შევიდა მ---------------–---–ის სახლში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დანის საშუალებით ემუქრებოდა. მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და სამართალდამცავთა თვალთახედვის არეში განვითარებული მოვლენების გამო მიღებული იქნა გადაწყვეტილება ა-–-----------ის ადგილზე დაკავების შესახებ.
მოწმე კ----------------ემ (ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა) ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ოჯახური კონფლიქტის ფაქტის შესახებ მიიღეს შეტყობინება. შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ხუთ წუთში, მეწყვილესთან - შ--–----------თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც დანაშაულზე წასწრების გამო, დააკავეს ა-–-----------ე. მისი (მოწმის) თანდასწრებით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა-–-----------ე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, თუკი არ შეურიგდებოდა, გარდა ამისა, ფიზიკურად იწევდა დაზარალებულისკენ. დაზარალებული იყო შეშინებული, აღელვებული და ტიროდა, თან ამბობდა, რომ ა-–---- ნ-----ე სარკმლიდან შეძვრა სახლში, მიუშვირა დანა და ემუქრებოდა მოკვლით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის მიმდიანრეობის დროსაც მოხდა პროცესის დასურათება და ელექტრონულ დისკზე აღბეჭდვა. ფოტოილუსტრაციის და ელექტრონული დისკის ჩანაწერის მიხედვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში დაზარალებულმა გამომძიებელს მიუთითა სააბაზანო ოთახის იმ ფანჯარაზე, საიდანაც ა-–-----------ე შევიდა მ---------------–---–ის სახლში. ასევე მიუთითა დანაზე, რომლითაც ა-–-----------ე ემუქრებოდა და დაზარალებულის მითითების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებულ იქნა ნივთიერ მტკიცებულებად, რომელიც დათვალიერებული იქნა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტ, - გ-----------------–--ის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დაზარალებულთან, შემთხვევის ადგილზე, დაზარალებული ნებაყოფლობით აღწერდა პროცესს, რომელი სარკმლიდან შევიდა ბრალდებული დაზარალებულის სახლში, საიდან აიღო დანა და რა მოქმედება განახორციელა დანით. დაზარალებულმა მიუთითა სააბაზანო ოთახის სარკმელზე და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნული სარკმლიდან შეაღწია ბრალდებულმა სახლში, ასევე მიუთითა სამზარეულოს დანაზე და განმარტა, რომ მის მიერ მითითებული დანით ბრალდებული დაემუქრა.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ დაზარალებულის სახლში არსებულ სააბაზანო ოთახს არ გააჩნია ფანჯარა და აქვს მხოლოდ სარკმელი, საიდანაც ა-–---- ნ-----ე გადასვლას ვერ შეძლებდა. ა-–-----------ეს სახლში შესასვლელი კარი თავად დაზარალებულმა გაუღო. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა მ---------------–---–მა და ჟ--–-------------–---–მა ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ, მას შემდეგ, რაც ა-–---- ნ-----ეს სახლში შესასვლელი კარი არ გაუღეს, იგი სააბაზანო ოთახის ფანჯრიდან შევიდა სახლში. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტზე, რომლის მიმდინარეობის დროს დაზარალებულმა მ---------------–---–მა მიუთითა სააბაზანო ოთახის იმ ფანჯარაზე, საიდანაც ა-–-----------ემ შეძლო მის სახლში შესვლა. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს გადაღებული ფოტოსურათებზე, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ კედელთან, სადაც განთავსებულია სააბაზანო ოთახის ფანჯარა დგას კიბე, რომელზე ასვლის შემთხვევაშიც თავისუფლად, ყოველგვარი დაზიანების მიღების გარეშე შესაძლებელია შესვლა. მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა-–-----------ემ სწორედ სააბაზანო ოთახის ფანჯრიდან შეძლო მ---------------–---–ის საცხოვრებელ სახლში შეღწევა.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს, რომ გამოძიების მიერ არ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი იმასთან დაკავშირებით, შეძლებდა თუ არა ა-–-----------ე დაზიანების მიღების გარეშე სააბაზანო ოთახის ფანჯრიდან შეღწევას დაზარალებულის სახლში, ასევე, გამოძიების მიერ არ იქნა დანიშნული გენეტიკური ექსპერტიზა იმ გარემოების დასადგენად, ამოღებულ დანაზე ჰქონდა თუ არა რაიმე შეხება ა-–-----------ეს. დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტებთან დაკაშირებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა, მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს მოიპოვოს ან არ მოიპოვოს ესა თუ ის მტკიცებულება, შესაბამისად ვერავინ აუკრძალავს მხარეს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ამა თუ იმ მტკიცებულების მოპოვებას. დაცვის მხარეს შეეძლო ესარგებლა მტკიცებულებათა მოპოვების უფლებით, თავად ჩაეტარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ასევე თვითონ დაენიშნა და ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზა, რასაც სასამართლო შემდგომში გახდიდა მსჯელობის საგნად.
გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დაზარალებულ მ---------------–---–ის ჩვენება არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგოა, დაზარალებულმა განმარტა, რომ ა-–-----------ემ სამჯერ უჩქმიტა ლოყაზე, რაც არ ტკენია, მანვე აღნიშნა, რომ ა-–----სი არ შეშინებია. სააპელაციო პალატა აღნიშნულ არგუმენტებს არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარე დაზარალებულის ჩვენებას მისთვის სასურველი ინტერპრეტაციით გადმოსცემს. პალატა დეტალურად გაეცნო რა დაზარალებულის ჩვენებას, მიიჩნევს, რომ ის სრულ თანხვედრაშია როგორც საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულ მ---------------–---–ის ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს, დაზარალებულის ჩვენება თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. დაზარალებულმა ჩვენების მიცემის დროს განმარტა, - ა-–----მ სახეზე დაახლოებით სამჯერ მოუჭირა ხელი, რაც ძალიან არა, მაგრამ ეტკინა. რაც შეეხება მუქარას, დაზარალებულის განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა-–----მ დანა აიღო, რომელიც მას მოუქნია, რისიც იმ წამს ძალიან შეეშინდა.
აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულის განმარტება იმის შესახებ, რომ დაზარალებულს არ დამუქრებია და არც უძალადია მასზე. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ა-–-----------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ა-–-----------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. აქვე პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში ცემის ან ძალადობის შედეგად სხეულს ზედაპირზე შეიძლება დაზარალებულს არანაირი კვალი არ დაეტყოს, სისხლნაჟღენთის ან დაბეჟილობის სახით. ამასთანავე, სწორედ დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ, მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ცალსახად დადასტურდა დაზარალებულის განმარტებით. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის - მუქარის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუქარა, გულისხმობს მოქმედებას, როდესაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ, როდესაც ნასვამმა ა-–----მ დანა აიღო, რომელიც მას მოუქნია, იმ წამს ძალიან შეეშინდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-–-----------ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, ოჯახის წევრის მიმართ იგივე ხასიათისა და შინაარსის დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა-–-----------ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა-–-----------ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა-–-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-–-----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა-–-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა-–-----------ის მიმართ, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელი;
ა-–-----------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
ა-–-----------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-–-----------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული და პირობით მსჯავრად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ა-–-----------ეს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 10 ივნისიდან;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა-–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
დანა - განადგურდეს.
ელექტრონული დისკები - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე