განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119002814209
საქმე #1ბ/800-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპა--ძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ--–----------ის
მსჯავრდებულის ადვოკატის: შ--------------ის
მსჯავრდებულის: ლ---------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ლ---------------ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #1----------), დასაოჯახებელის, საშუალო გა--თლებით, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------–----------------------ში, მიმართ, და--შაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---------------მა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ------------–---------------------ში მცხოვრები, სისტემატურად ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ლ---------------ი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ამცირებდა და შეურაცხყოფდა ამავე ბინაში მცხოვრებ, აწ გარდაცვლილი ძმის მეუღლეს ქ-------------------–-–---–ს, მუდმივად აკონტროლებდა მის გადაადგილებას, უშლიდა მისთვის მიუღებელი ფორმით ჩაცმულობას და სახეზე მაკიაჟის გაკეთებას, იმავდროულად არ აძლევდა საშუალებას ქ-------------------–-–---–ს გარდაცვლილი მეუღლის საფლავის ხშირად მონახულების და უცხადებდა, რომ იგი ოჯახში იყო მამაკაცი და მისი მითითება იყო სავალდებულოდ შესასრულებელი. 2018 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, სახლში დაბრუნებულმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ლ---------------მა შელაპარაკებისას მის რძალ ქ-------------------–-–---–ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ძლიერად მოქაჩა თმებიდან და რამდენჯერმე დაარტყა ხელებისა და ზურგის არეში, რის გამოც დაზარალებულმა ქ-------------------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---------------მა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ------------–----------------------ში მცხოვრები, სისტემატურად ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ლ---------------ი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ამცირებდა და შეურაცხყოფდა ამავე ბინაში მცხოვრებ, აწ გარდაცვლილი ძმის მეუღლეს ქ-------------------–-–---–ს და ძმის შვილებს - ა-- და ე-------------ებს, მუდმივად აკონტროლებდა მათ გადაადგილებას, უშლიდა მისთვის მიუღებელი ფორმით ჩაცმულობას და სახეზე მაკიაჟის გაკეთებას, არ აძლევდა საშუალებას მათ გარდაცვლილი მეუღლისა და მამის საფლავის ხშირად მონახულების და უცხადებდა, რომ იგი ოჯახში იყო მამაკაცი და მისი მითითება იყო სავალდებულოდ შესასრულებელი. 2018 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ლ---------------მა რძალს - ქ-------------------–-–---–ს, შვილების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღა უცენზურო სიტყვებით, ძლიერად მოქაჩა თმებიდან და რამდენჯერმე დაარტყა ხელი ზურგის არეში, რის გამოც ქ-------------------–-–---–მა ძლიერ ფიზიკურ ტკივილთან ერთად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ტანჯვა. ბიძის - ლ---------------ის ქმედების გამო ა-------------ი და ე-------------ი ასევე განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის გა--ჩენით:
ლ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ლ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59 მუხლის საფუძველზე, და--შაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ---------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
ლ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
აღნიშნული გა--ჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის გა--ჩენში ცვლილების შეტა-- ლ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენი მსჯავრდებულ ლ---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული გა--ჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ა--ლიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გა--ჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გა--ჩენის გამოსატა--დ. მსჯავრდებულ ლ---------------ის და--შაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ქ-------------------–-–---–ის, ა-------------ისა და ე-------------ის გამოკითხვის ოქმებით, გამოძიებასა და სასამართლოში ბრალდებულ ლ---------------ის მიერ და--შაულის აღიარებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით (თანდართული ფოტოცხრილით), N------ შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N---------, N---------, N--------- დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ---------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და--შაულები.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენით ლ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, ლმობიერი და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათთან. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აღნიშნა, რომ ასეთი ლმობიერი სასჯელის დანიშვნა ლ---------------ის მიმართ იქნება წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ---------------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ლ---------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ დანიშნული ლმობიერი სასჯელი მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელი იქნება. ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ლ---------------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული და--შაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული ჰიპოთეტური მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. სააპელაციო პალატისათვის ასევე გაუგებარია, ზოგადად, დანიშნული სასჯელი როგორ შეიძლება იყოს წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი ახალი და--შაულის ჩასადენად.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას სასჯელის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. როგორც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებას რეალურად პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულ ლ---------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ითხოვს მის გამკაცრებას (იხ. სააპელაციო საჩივარი), რაც, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თა--ხმად, დაკავშირებულია გა--ჩენის სამართლიანობასთან და არა გა--ჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან. გა--ჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა ფასდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ლ---------------ის მიმართ გამოტანილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის გა--ჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, ვინაიდან იგი ემყარება მოცემულ საქმეზე შეკრებილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და გა--ჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია პროკურორის პრეტენზია გა--ჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ლ---------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული და--შაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული და--შაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თა--ზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ და--შაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი და--შაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თა--ხმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე და--შაული და იგი აღიარებს და--შაულს ან/და თა--მშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე და--შაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენს ლ---------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ლ---------------მა როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი და--შაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი. რაც შეეხება გამოძიებასთან თა--მშრომლობას, პალატა მიიჩნევს, რომ ლ---------------მა საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში დროული გამოცხადებისა და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითა--მშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ და--შაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი და--შაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ და--შაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი და--შაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის და--შაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა და--შაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის მთელ რიგ შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ლ---------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის და--შაულები, მსჯავრდებული შერიგებულია დაზარალებულებთან, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ კონფლიქტი ამოწურულია, მის მიმართ არა--ირი პრეტენზია არ გააჩნიათ და თა--ხმა არიან ლ---------------ის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები. საქმეში ასევე წარმოდგენილია დახასიათებები მეზობლებისგან და სამსახურისგან - შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველოსგან“, რომლითაც ლ---------------ი ხასიათდება დადებითად. ასევე ლ---------------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ---------------ისთვის და--შაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლია--დ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი და--შაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის გა--ჩენი მსჯავრდებულ ლ---------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო და--შაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გა--ჩენი ლ---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის გა--ჩენი ლ---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ლ---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
ლ---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, და--შაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ---------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
ლ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით;
პირობით მსჯავრდებულ ლ---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ თ-------------------ის (პ--------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ-----------------–-–----------------------------–-----------------, დაზუსტებული ფართობი 4---------------------------
გა--ჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთა--ვე და ექვემდებარება აღსრულებას;
გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ.კახეთელიძე