განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2019
საქმის ნომერი
330100118002702310
ინსტანცია
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002702310

საქმე №1ბ/963-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: თ-------- გ---–--–ი (პირადი ნომერი: 3----------), დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ფ---------------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

სასჯელი: (განაჩენთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ-------- გ---–--–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---------–---–მა და ითხოვა თ-------- გ---–--–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 14 სექტემბრიდან 2018 წლის 18 სექტემბერამდე დროის პერიოდში, ქ.თბილისში, წ---------------------------------------ში ყოფნის დროს ორსულ ა-–--- გ---–--–ს ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა საკუთარი მეუღლე თ-------- გ---–--–ი და გამუდმებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კერძოდ, თუ არ დაუჯერებდა და ბავშვს წაიყვანდა მისგან, ორივეს მოკლავდა, ჯერ მათ შვილს მოაჭრიდა ხელ-ფეხსა და თავს და ნაწილებს დაუყრიდა წინ, რათა დატანჯულიყო, ხოლო შემდეგ ა-–--- გ---–--–საც იგივენაირად მოკლავდა. აღნიშნულის შედეგად ა-–--- გ---–--–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თ-------- გ---–--–ის ქმედებით ა-–--- გ---–--–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ა-–--- გ---–--–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის და თ-------- გ---–--–ი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილი - ორწლინახევრის ქ------- გ---–--–ი. თ-------- გ---–--–ი სისტემატურად იღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ალკოჰოლს, რა დროსაც იგი ხდებოდა უკიდურესად აგრესიული და არაადექვატური. თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლესთან - თ-------- გ---–--–თან ერთად გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო სუროგატი დედა და ამ გზით მიღებული შემოსავალი მოხმარებოდა ოჯახს. იგი გახდა ტყუპების სუროგატი დედა, რომელთა ბიოლოგიური მშობლები იყვნენ ისრაელის მოქალაქეები. იქნებოდა დაახლოებით 30 კვირის ორსული, როდესაც გაირკვა რომ ერთ-ერთ ბავშვს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა სამშობიაროდ მისი ისრაელში წასვლა. ამასთან, შეთანხმებისამებრ, ბავშვების ბიოლოგიური მშობლები უზრუნველყოფდნენ როგორც მისი, ასევე მისი მეუღლის - თ-------- გ---–--–ის და შვილის - ქ------- გ---–--–ის წაყვანას, თუმცა მან არ იცოდა, რომ მის მეუღლეს ჰქონდა პირობითი მსჯავრი, რაც მისთვის ხელისშემშლელი იქნებოდა საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. მან აღნიშნულის შესახებ გაიგო მოგვიანებით, რის გამოც 2018 წლის 14 სექტემბერს დაურეკა მეუღლეს - თ-------- გ---–--–ს და სთხოვა მიეცა მათი საერთო შვილის წაყვანის ნებართვა, რაზეც მიიღო უარი და „სასტიკი მუქარა“, კერძოდ, აგრესიული ფორმით - ყვირილითა და გინებით, დაემუქრა, რომ ჯერ მის თვალწინ, რათა დატანჯულიყო, მათ შვილს - მცირეწლოვან ქ------- გ---–--–ს დაანაწევრებდა - ხელს, ფეხს, თავს მოაჭრიდა და მოკლავდა, ხოლო მას შემდეგ, რაც შვილის აღნიშნული ხერხით მკვლელობას აყურებინებდა, მასაც იგივენაირად მოკლავდა - მოაჭრიდა ხელს, ფეხს, თავს. აღნიშნული მუქარა მისთვის იყო მოულოდნელი და შემზარავი, იმდენად შეეშინდა, რომ ხმას ვეღარ იღებდა, რის გამოც გაუთიშა მობილური ტელეფონი, თუმცა, თ-------- გ---–--–მა დაუწყო განუწყვეტელი რეკვა და იგივე ტექსტებით მუქარა. იგი ურეკავდა პირადი ნომრიდან - 5-----------, ასევე, სხვადასხვა ნომრებიდანაც. ვინაიდან მისი მხრიდან მუქარა იყო შემზარავი, იგი აღარ პასუხობდა მას, რის გამოც თ-------- გ---–--–მა მისწერა შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება: „მათ ოჯახში ძალიან დიდი უბედურება დატრიალდებოდა და საკუთარი თავისათვის დაებრალებინა, რაც მათ შვილს დაემართებოდა“. შემდეგ მას დაურეკა თ-------- გ---–--–ის ნათესავმა - ქ------- თ--–-------–---–მა, რომელთან დასალაპარაკებლადაც იგი წავიდა ბავშვთან ერთად. ადგილზე მისვლისას იქ დახვდა მისი მეუღლე - თ-------- გ---–--–ი, რომელიც გარდაცვლილ დედას იგინებოდა, რომ შეუსრულებდა, რასაც ემუქრებოდა, კერძოდ, რომ ჯერ მათ შვილს დაანაწევრებდა და მოკლავდა, ხოლო შემდეგ მასაც იგივენაირად მოკლავდა. შემდეგ, იმის გამო, რომ მას და ქ------- თ--–-------–---–ს მისცემოდათ საუბრის შესაძლებლობა, ამ უკანასკნელმა თ-------- გ---–--–ს ბავშვი წააყვანინა გასასეირნებლად, თუმცა, იმის გამო, რომ ეშინოდა მის მეუღლეს ბავშვისთვის არაფერი დაეშავებინა, იგი მალევე ჩავიდა ბავშვთან. როდესაც ტაქსი გააჩარე და ის და ბავშვი სხდებოდნენ ტაქსში, თ-------- გ---–--–მა უთხრა: „ხომ იცი როგორც უნდა მოიქცე, ხოლო თუ შენ ისე არ მოიქცევი, ძალიან კარგად იცი, როგორც მოვიქცევი მე, რა უბედურებაც დატრიალდება ჩვენს ოჯახში“, რაც ასევე მიიღო მუქარად. აღნიშნულის შემდეგ თ-------- გ---–--–ი ყოველდღე ურეკავდა და აგრძელებდა როგორც მათი შვილის დანაწევრებისა და მოკვლის მუქარას, ასევე მისი მოკვლის მუქარას. მას აღნიშნული მუქარის ძალიან ეშინოდა, რადგან მას თ-------- გ---–--–ი არაერთხელ ჰყავს ნანახი არაადექვატურ მდგომარეობაში. 2018 წლის 18 სექტემბერს, მობილური ტელეფონის საშუალებით კვლავ ესაუბრა თ-------- გ---–--–ს და კვლავ სთხოვა შვილის წაყვანის ნებართვა, რაზეც კიდევ უფრო აგრესიული ფორმით დაემუქრა მათი შვილისა და მისი მოკვლით, რის გამოც ძალიან შეეშინდა და მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ა-–--- გ---–--–მა, ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის 8 სექტემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ-------- გ---–--–ი, ღამის 03:00 საათზე ყვიროდა, ჩაქუჩს ურტყამდა ბეტონს და მის მოხუც პაპას უყვიროდა, რომ ყველას დახოცავდა. ბებიამ უთხრა, რომ თუ არ დაწყნარდებოდა, საპატრულო პოლიციაში დარეკავდა. აღნიშნულზე თავად დარეკა საპატრულო პოლიციაში - „ვნახავთ რას ეტყვით და თუ რამეს ეტყვით, მერე ნახავთ თქვენო“. საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ იგი წავიდა მეგობართან, რადგან მასაც და ბავშვსაც ძალიან შეეშინდათ. ამ ფაქტის შემდეგ, თ-------- გ---–--–ი მათთან აღარ ცხოვრობდა.

 

მოწმე მ------ ტ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებულ ა-–--- გ---–--–ის მეგობარი. ა-–--- გ---–--–ი იყო ტყუპი ნაყოფის სუროგატი დედა. ვინაიდან მის მუცლად მყოფი ტყუპებიდან ერთ-ერთს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, აუცილებელი იყო ა-–--- გ---–--–ის ისრაელში წასვლა, სადაც მასთან ერთად უნდა წასულიყვნენ მისი მეუღლე - თ-------- გ---–--–ი და მათი საერთო შვილი - ქ------- გ---–--–ი. 2018 წლის 14 სექტემბერს, იგი იმყოფებოდა ა-–--- გ---–--–თან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მის ქმარს - თ-------- გ---–--–ს ჰქონდა პირობითი მსჯავრი და მას საზღვრის დატოვებისას პრობლემები შეექმნებოდა. ამასთან, ა-–--- გ---–--–მა არ იცოდა როდის უმთავრდებოდა თ-------- გ---–--–ს პირობითის მსჯავრის გამოსაცდელი ვადა, რის გამოც მან ურჩია, რომ დაერეკა მეუღლისთვის და მასთან გაერკვია აღნიშნული საკითხი. ა-–--- გ---–--–მა მისი თანდასწრებით დაურეკა მეუღლეს - თ-------- გ---–--–ს, რომელთანაც ჰქონდა დაძაბული საუბარი. საუბრის დასრულების შემდეგ ა-–--- ანერვიულდა, ატირდა და უთხრა, რომ თ-------- გ---–--–ი დაემუქრა მათი საერთო შვილის - ქ------- გ---–--–ის დანაწევრებით - ხელის, ფეხის და თავის მოჭრით და სიცოცხლის მოსპობით. ამ ყველაფერს აყურებინებდა ა-–---ს, რომელსაც შემდეგ, იგივენაირად დაანაწევრებდა და მოკლავდა. მან ა-–--- გ---–--–ს ურჩია, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, თუმცა, მან არ გაითვალისწინა მისი რჩევა, რადგან თ-------- გ---–--–ი იყო მისი შვილის მამა და პასუხისგებაში მისაცემად ეცოდებოდა, ამასთან, ეშინოდა მისი. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით, ა-–--- გ---–--–ი ყოველდღე ეუბნებოდა, რომ თ-------- გ---–--–ის მხრიდან ზემოაღნიშნული შინაარსის სატელეფონო მუქარებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც უშუალოდ მოისმინა თ-------- გ---–--–ის მხრიდან ა-–--- გ---–--–ის მიმართ განხორციელებული სატელეფონო მუქარა, კერძოდ, თ-------- გ---–--–მა ა-–--- გ---–--–ს დაურეკა იმ დროს, როდესაც ის და ა-–--- გ---–--–ი ერთად იმყოფებოდნენ და ამ უკანასკნელმა მოასმენინა მას თ-------- გ---–--–ის მხრიდან განხორციელებული შემდეგი შინაარსის მუქარა - რომ მის თვალწინ მათ საერთო შვილს დაანაწევრებდა - მოაჭრიდა ხელს, ფეხს, თავს და ისე მოკლავდა, ხოლო შემდეგ იგივენაირად დაანაწევრებდა და მოკლავდა ა-–--- გ---–--–საც. 2018 წლის 18 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, აღელვებული და ატირებული ა-–--- გ---–--–ი მივიდა მასთან და სთხოვა პოლიციის განყოფილებაში გაყოლა, რათა დახმარება ეთხოვა მათთვის.

 

მოწმე ბ------ ვ----------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ არის ა-–--- გ---–--–ის პაპა. ა-–--- გ---–--–ი და მისი მეუღლე - თ-------- გ---–--–ი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ მასთან. 2018 წლის 8 სექტემბერს, ღამის 03:00 საათზე ეზოდან გაიგო ხმაური, როდესაც გავიდა, ნახა, რომ ნასვამ თ-------- გ---–--–ს ჩაქუჩი ეჭირა ხელში და ცემენტის იატაკზე ურტყამდა. აღნიშნულზე მან მისცა შენიშვნა, უთხრა, რომ იყო ღამის საათები და უხერხული იყო მეზობლებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც თ-------- გ---–--–ი დაემუქრა, რომ ყველას დახოცავდა. მას შეეშინდა მისი მუქარის, რადგან იყო ნასვამი და არ იცოდა რას მოიმოქმედებდა. შემდეგ მისმა მეუღლემ უთხრა, რომ თუ არ დამშვიდდებოდა საპატრულო პოლიციაში დარეკავდა, რაზეც თ-------- გ---–--–მა უთხრა, რომ საპატრულო პოლიციის არ ეშინოდა, მათ თვითონ გამოიძახებდა და თუ რამეს იტყოდნენ, ნახავდნენ რაც მოხდებოდა. ამის შემდეგ, თ-------- გ---–--–ის გამოძახების საფუძველზე მოვიდა საპატრულო პოლიცია, რომლებიც გაესაუბრნენ, თუმცა, თ-------- გ---–--–ი შეიცოდა და მათთვის არ უთქვამს, რომ იგი ყველას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. იმის გამო, რომ მის შვილიშვილს ა-–--- გ---–--–ს ძალიან შეეშინდა მისი მეუღლის, იგი ბავშვთან ერთად ღამის გასათევად წავიდა მეგობრებთან. მოწმის განმარტებით, მისი შვილიშვილისგან - ა-–--- გ---–--–ისგან ასევე ცნობილია, რომ აღნიშნულის შემდეგ თ-------- გ---–--–ი უკავშირდებოდა მას და ემუქრებოდა, რომ მოკლავდა როგორც მათ საერთო შვილს - ქ------- გ---–--–ს, ასევე, ა-–--- გ---–--–ს.

 

მოწმე ნ----- ჩ--–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–--- გ---–--–თან და თ-------- გ---–--–თან აქვს მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის 8 სექტემბერს, ღამის საათებში, მათთან სახლში, სადაც მის გარდა ცხოვრობს მისი და - თ------ ჩ--–-----ი, ბავშვთან - ქ------- გ---–--–თან ერთად მივიდა ა-–--- გ---–--–ი, რომელიც იყო აღელვებული და შეშინებული და ითხოვდა ღამის მათთან გათენებას, კერძოდ, ა-–--- გ---–--–მა მათ მოუყვა, რომ მის მეუღლეს - თ-------- გ---–--–ს, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, პაპამისთან - ბ------ ვ----------თან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც იგი (თ-------- გ---–--–ი) ბეტონს უბრახუნებდა ჩაქუჩს და უყვიროდა, რომ „ყველას დახოცავდა“. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 14 სექტემბერს, მას დაურეკა თ-------- გ---–--–მა, რომელიც იყო გაღიზიანებული და უთხრა, რომ თუ ა-–---ზე გული შესტკიოდა, გონს მოეყვანა, თორემ ა-–---საც მოკლავდა და არც მათ შვილს დაინდობდა და მასაც მოკლავდა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაუკავშირდა ა-–--- გ---–--–ს, რომელმაც უთხრა, რომ იმ დღით უშუალოდაც დაემუქრა, რომ მათ საერთო შვილს - ქ------- გ---–--–ს დაანაწევრებდა და მოკლავდა - მის თვალწინ მოაჭრიდა ხელ-ფეხს და თავს, ხოლო შემდეგ მასაც იგივენაირად მოკლავდა.

 

მოწმე თ------ ჩ--–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ-------- გ---–--–თან და ა-–--- გ---–--–თან აქვს მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის 8 სექტემბერს, შუაღამისას, მათთან სახლში მივიდა ა-–--- გ---–--–ი, ბავშვთან - პატარა ქ------- გ---–--–თან ერთად. იგი იყო ძალიან აღელვებული, შეშინებული და ითხოვდა ღამის მათთან გათენებას. როგორც ა-–--- გ---–--–მა მოუყვა, მისი მეუღლე - თ-------- გ---–--–ი იყო ნასვამი, ჩაქუჩს აბრახუნებდა, რაზეც პაპამისმა მისცა შენიშვნა, რადგან იყო გვიანი და აღნიშნულის გამო მოუვიდათ კონფლიქტი. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 14 სექტემბერს, მას დაურეკა დამ - ნ----- ჩ--–-----მა და უთხრა, რომ იმ დღით მისთვის დაურეკავს თ-------- გ---–--–ს, რომელიც ეძებდა ა-–--- გ---–--–ს, ასევე, თ-------- გ---–--–ს მისი დისთვის - ნ----- ჩ--–-----ისთვის უთქვამს, რომ თუ გული შესტკიოდა მეგობრის - ა-–---ს გამო, გონს მოეყვანა, თორემ ორივეს - ბავშვსაც და ა-–---საც - მოკლავდა.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 ნოემბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ა-–--- გ---–--–მა თ-------- გ---–--–ის ქმედებებით განიცადა მორალური დამცირება და მორალური ტანჯვა.

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ------- კ----ემ.

 

მოწმე საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ------ გ-------–---–მა დაადასტურა, რომ ა-–--- გ---–--–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, აღნიშნულ დანაშაულში მხილებული პირი - თ-------- გ---–--–ი უნდა ყოფილიყო თავის საცხოვრებელ სახლში, მისამართზე ქ. თბილისი, ფ----------------------ში.

 

მოწმეებმა: საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა - რ---–---- გ--------ემ, გ------- რ---------ემ და ლ---- კ-------ემ დაადასტურეს, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს, მათ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება თ-------- გ---–--–ის მხრიდან წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის ა-–--- გ---–--–ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე. 2018 წლის 19 სექტემბერს, მათმა თანამშრომელმა - მ------ გ-------–---–მა მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, აღნიშნულ დანაშაულში მხილებული თ-------- გ---–--–ი უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, ფ----------------------ში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ისინი გავიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც რ---–---- გ--------ის მიერ, გ------- რ---------ის და ლ---- კ-------ის მონაწილეობით, საპროცესო ნორმების დაცვით, მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მოხდა თ-------- გ---–--–ის დაკავება. რ---–---- გ--------ის მიერ თ-------- გ---–--–ს განემარტა ბრალდებულის უფლება-მოვალეობები, მის მიერ, ასევე, ადგილზე შეივსო დაკავების ოქმი, რის შემდეგაც ბრალდებული გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულმა დაკავების ოქმის სისწორე დაადასტურა ხელმოწერით, რის შემდეგაც გადაეცა მას ოქმის ასლი. მოწმეებმა რ---–---- გ--------ემ, გ------- რ---------ემ და ლ---- კ-------ემ დაადასტურეს რ---–---- გ--------ის მიერ, გ------- რ---------ის და ლ---- კ-------ის მონაწილეობით ჩატარებული დაკავების ოქმის სისწორე.

 

მოწმე საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ----- გ------–--ემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს, მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება წინასწარი შეცნობით ორსული ა-–--- გ---–--–ის მიმართ, მეუღლის თ-------- გ---–--–ის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ ჩატარებული იქნა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხული იქნენ მოწმეები და ბრალდებული, დათვალიერებული იქნა ა-–--- გ---–--–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ბრალდებულ თ-------- გ---–--–ის მიმართ დანიშნა ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზა, ხოლო ა-–--- გ---–--–ის მიმართ დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ასევე, სხვადასხვა უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია თ-------- გ---–--–ის მიმართ და სხვა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

მსჯავრდებულმა თ-------- გ---–--–მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და უარყო ა-–--- გ---–--–ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი.

 

დაცვის მხარის მიერ წარმდგენილმა მოწმე ქ------- თ--–-------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს, თ-------- გ---–--–ი იმყოფებოდა მათთან სახლში, ქ. თბილისში, ფ----------------------ში, რა დროსაც გაიგო მისი ბავშვთან დაკავშირებით არასასიამოვნო სატელეფონო საუბარი. მის კითხვაზე - რა ხდებოდა, თ-------- გ---–--–მა უთხრა, რომ მის მეუღლეს ა-–--- გ---–--–ს მათი საერთო შვილის - ქ------- გ---–--–ის ისრაელში წაყვანა უნდოდა, რაზეც იგი იყო კატეგორიული წინააღმდეგი, ვინაიდან არ იცოდა ა-–--- საერთოდ ჩამოვიდოდა თუ არა ისრაელიდან. ამასთან, თ-------- გ---–--–მა სთხოვა, რომ დაერეკა ა-–---სთან, რათა დასალაპარაკებლად მათთან მისულიყო. მან თ-------- გ---–--–ის თხოვნის საფუძველზე დაურეკა ა-–--- გ---–--–ს და უთხრა, რომ თ-------- გ---–--–ი მასთან იყო, ისიც მისულიყო და ურთიერთობის მოსაგვარებლად. ა-–--- გ---–--–ი დაახლოებით შუადღეს მივიდა მათთან ბავშვთან ერთად და საღამომდე გაჩერდა. საუბრისას ა-–--- ამბობდა რომ თ-------- გ---–--–ს პირობითი მსჯავრი ჰქონდა და ვერ შეძლებდა ისრაელში მათთან ერთად წასვლას. აღნიშნულზე თ-------- გ---–--–მა უთხრა, რომ თანხის გადახდის სანაცვლოდ შეიძლებოდა პირობით მსჯავრდებულის საზღვარგარეთ წასვლა. თავის მხრივ, ა-–--- გ---–--–ს თავადაც შესთავაზა, რომ დალოდებოდა თ-------- გ---–--–ს, იქნებ რამე გაერკვია და შესძლებოდა წასვლა, თუმცა, ა-–---სგან უარი მიიღო. მოწმის განმარტებით, ა-–--- გ---–--–ისა და ბავშვის იქ ყოფნის დროს მათ მიმართ თ-------- გ---–--–ის მხრიდან არავითარ მუქარას არ ჰქონია ადგილი, ასევე, თ-------- გ---–--–ის მხრიდან მუქარას არ ჰქონია ადგილი სატელეფონო საუბრისას, იგი უბრალოდ ეუბნებოდა, რომ ბავშვის წაყვანის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერდა. მან თ-------- გ---–--–ისგან იცის, რომ ა-–--- გ---–--–ი აქეთ ემუქრებოდა, რომ თუ ბავშვის წაყვანის ნებართვას არ მისცემდა, მის თავს დააჭერინებდა ან აცემინებდა.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ზ----- გ---–--–იშვილმა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს, რამდენიმე დღით დასთან ერთად წავიდა რაჭაში, საიდანაც ჩამოვიდნენ 2018 წლის 18 სექტემბერს - დღის მეორე ნახევარში. თ-------- გ---–--–ი დახვდათ სახლში და აპირებდნენ სადილობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს ვიღაცამ დაურეკა ტელეფონზე, რომელსაც ეუბნებოდა „რას ჰქვია მიჩივლებ“, „რატომ მიჩივლებ?“. როდესაც დაასრულა საუბარი, თ--------მ უთხრა, რომ ა-–--- გ---–--–ი აიძულებდა მათი საერთო შვილის - ქ------- გ---–--–ის ისრაელში წასაყვანად თანხმობის დოკუმენტზე მოეწერა ხელი. მანამდე მათ იცოდნენ რომ სამივე - ა-–--- გ---–--–ი, თ-------- გ---–--–ი და მათი შვილი - ერთად უნდა წასულიყვნენ. აღნიშნულის შემდეგ მან დაურეკა ა-–--- გ---–--–ს და სთხოვა ბავშვთან ერთად მისულიყო მათთან, ცოლ-ქმარს ერთმანეთში გაერკვიათ საკითხი და საჭიროების შემთხვევაში, ისინიც ჩაერეოდნენ. იგი დასთანხმდა, თუმცა, არ მივიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ა-–--- გ---–--–მა კვლავ დაურეკა თ-------- გ---–--–ს. ამ უკანასკნელმა ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო ტელეფონი, რა დროსაც გაიგო თუ როგორ ემუქრებოდა ა-–--- გ---–--–ი თ-------- გ---–--–ს, რომ თუ ხელს არ მოუწერდა ბავშვის წაყვანის ნებართვაზე ან უჩივლებდა, ან მის თავს ძმას და მამას აცემინებდა. მეორე დღეს - 2018 წლის 19 სექტემბერს, ის და მისი და გასულები იყვნენ სახლიდან, როდესაც მეზობელმა დაურეკა და შეატყობინა თ-------- გ---–--–ის დაკავების შესახებ. როგორც შემდეგ გაარკვიეს, იგი ა-–--- გ---–--–ის განცხადების საფუძველზე იყო დაკავებული. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 18 სექტემბერს, მათი რაჭიდან ჩამოსვლის შემდეგ, თ-------- გ---–--–ი სახლიდან არ გასულა, ხოლო ცოლ-ქმარს შორის სატელეფონო საუბრისას თ-------- გ---–--–ის მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია.

 

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბრის ცნობით დადგენილია, რომ ა-–--- გ---–--–ი, დაბადებული 1----–-–--------–--ს, პირადი ნომრით - 0----------, არის 32 კვირის ორსული და იმყოფება შპს ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტში მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

2018 წლის 18 სექტემბრის შემაკავებელი ორდერის №002632 ოქმით დადგენილია, რომ თ-------- გ---–--–მა (დაბადებული 1----–-–-----------–ს, პირადი ნომრით - 3----------) ა-–--- გ---–--–ს (დაბადებული 1----–-–--------–--ს, პირადი ნომრით - 0----------) სატელეფონო საუბრისას დაემუქრა მისი და მათი საერთო შვილის - ქ------- გ---–--–ის სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის გამო მოძალადე თ-------- გ---–--–ს აეკრძალა: 1. იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2. მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; 3. მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 8 ოქტომბერს, 18:30 საათიდან - 19:02 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თ----- გ------–--ის მიერ დაზარალებულ ა-–--- გ---–--–ის თანხმობითა და მონაწილეობით, ასევე მისი ადვოკატის ლ--------- ს----–---–ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ა-–--- გ---–--–ის კუთვნილი „HUAWEI-ს“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი, კერძოდ, გაიხსნა კონტაქტების სია, სადაც ლათინური ასო „T-თი“ ჩაწერილია ტელეფონის ნომერი +9-----------. აღნიშნულის შემდეგ გახსნილი იქნა ფოტო გალერეა, სადაც გაიხსნა ე.წ. „სქრინ შოტების“ ალბომი, რომლის პირველ „სქრინ შოტზე“, აღბეჭდილია მობილური ტელეფონის ზედა მარცხენა კუთხეში დატანილი ლათინური ასო „T“, რის შემდეგაც არის თარიღი - 14/09 და დრო 16:07 საათი, რის შემდეგაც იწყება ლათინური ასოებით შესრულებული, ქართული სიტყვების ტექსტი, რომელიც ა-–--- გ---–--–ის განმარტებით არის თ-------- გ---–--–ის მიწერილი. აღნიშნული ტექსტი არის შემდეგი შინაარსის - „სანამ შეგიძლია ყველაფრის გამოსწორება, გირჩევნია აზრზე მოხვიდე და დამირეკო, მნახო და ერთად მოვაგვარებთ ყველაფერს რამდენიმე საათში. თუ არადა, რა უბედურებაც დატრიალდება ჩვენს ოჯახში და ჩვენი შვილის თავზე, ყველაფერი შენი ბრალი იქნება.“ აღნიშნულის შემდეგ კვლავ ასახულია თარიღი - 14/09 და დრო - 19:26. აღნიშნულ „სქრინ შოტზე“ დათვალიერებისას გადაღებულ იქნა ფოტოსურათი და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. დათვალიერების შემდეგ, ა-–--- გ---–--–ს დაუბრუნდა ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონი.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 19 სექტემბრის №7------ დასკვნის მიხედვით, თ-------- გ---–--–ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარების ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს №1/3805-18 განაჩენით თ-------- გ---–--–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ-------- გ---–--–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო ვერ გაითვალისწინებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულ თ-------- გ---–--–ს არ განუხორციელებია მუქარა დაზარალებულ ა-–--- გ---–--–ის მიმართ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ-------- გ---–--–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ.

 

ის ფაქტი, რომ დაზარალებული მოცემულ დროს იმყოფებოდა ორსულად გარდა დაზარალებულის ჩვენებისა დგინდება ასევე, მ------ ტ-------–---–ის ჩვენებით და ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბრის ცნობით, რომ ა-–--- გ---–--–ი არის 32 კვირის ორსული. აღნიშნული კი თ-------- გ---–--–ისთვის რომ ცნობილი იყო დასტურდება (გარდა იმისა, რომ 30 კვირის ორსულის მდგომარეობა ორსულობის აღქმის საშუალებას იძლევა) იმითაც, რომ მეუღლეებმა ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, ა-–--- გ---–--–ი გამხდარიყო სუროგატი დედა და სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხებოდა ისრაელში გამგზავრებაც, რის გამოც ხორციელდებოდა თ-------- გ---–--–ის მხრიდან მუქარა.

 

დაზარალებულ ა-–--- გ---–--–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2018 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით იგი იყო ტყუპი ნაყოფის სუროგატი დედა, რაც იცოდა თ-------- გ---–--–მა. 2018 წლის 14 სექტემბერიდან 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით, მეუღლე - თ-------- გ---–--–ი სატელეფონო საუბრისას სისტემატურად ემუქრებოდა მათი მცირეწლოვანი შვილის - ქ------- გ---–--–ის დანაწევრებით - ხელ-ფეხისა და თავის მოჭრით და სიცოცხლის მოსპობით, ხოლო მას შემდეგ, რაც აღნიშნულს აყურებინებდა და დატანჯავდა, შემდეგ, მასაც იგივენაირად მოუსპობდა სიცოცხლეს. ა-–--- გ---–--–ის განმარტებით, თ-------- გ---–--–ი სისტემატურად იღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ალკოჰოლს, რა დროსაც იგი ხდებოდა უკიდურესად აგრესიული და არაადექვატური. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მას გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების შიში, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

დაზარალებულის ჩვენება დასტურდება ასევე, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ა-–--- გ---–--–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონში ე.წ. „სქრინ შოტის“ სახით ნანახი იქნა თ-------- გ---–--–ის მხრიდან, 14 სექტემბრით დათარიღებული, შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება - „სანამ შეგიძლია ყველაფრის გამოსწორება, გირჩევნია აზრზე მოხვიდე .... თუ არადა, რა უბედურებაც დატრიალდება ჩვენს ოჯახში და ჩვენი შვილის თავზე, ყველაფერი შენი ბრალი იქნება.“

 

თ-------- გ---–--–ის მხრიდან მუქარის ფაქტი გარდა დაზარალებულის ჩვენებისა დასტურდება ასევე, მოწმე მ------ ტ-------–---–ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს იმყოფებოდა ა-–--- გ---–--–თან, რა დროსაც იგი შეესწრო ა-–--- გ---–--–სა და თ-------- გ---–--–ს შორის დაძაბულ სატელეფონო საუბარს, რომლის დასრულების შემდეგ ა-–--- ანერვიულდა, ატირდა და უთხრა, რომ თ-------- გ---–--–ი დაემუქრა მათი საერთო შვილის - ქ------- გ---–--–ის დანაწევრებით - ხელ-ფეხისა და თავის მოჭრით და სიცოცხლის მოსპობით, რასაც ჯერ აყურებინებდა, ხოლო შემდეგ მასაც იგივენაირად მოკლავდა. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით, ა-–--- გ---–--–ი ყოველდღე ეუბნებოდა, რომ თ-------- გ---–--–ის მხრიდან ზემოაღნიშნული შინაარსის სატელეფონო მუქარებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი. მისივე განმარტებით, მან უშუალოდ მოისმინა თ-------- გ---–--–ის მხრიდან ა-–--- გ---–--–ის მიმართ განხორციელებული სატელეფონო მუქარა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ნ----- ჩ--–-----ის ჩვენებაზე, რომელიც არის როგორც დაზარალებულის ასევე, მსჯავრდებულის მეგობარი. აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს დაურეკა თ-------- გ---–--–მა და უთხრა, რომ თუ ა-–---ზე შესტკიოდა გული გონს მოეყვანა, თორემ „ა-–---საც მოკლავდა და არც მათ საერთო შვილს დაინდობდა და მასაც მოკლავდა“.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან, ისინი არიან დაინტერესებული პირები, რომ თავიდან ააცილონ თ-------- გ---–--–ს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამასთან, შესაძლოა მათი თანდასწრებით განხორციელებული ზარის დროს არც დამუქრებია მსჯავრდებული ა-–--- გ---–--–ს და შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ თ-------- გ---–--–ისა და დაზარალებულის ყველა სატელეფონო საუბრის მომსწრეები ყოფილიყვნენ ისინი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის საჩივარს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა გამოძიება სრულყოფილად ჩატარებული და მობილური ტელეფონის მიმოწერები დათვალიერებული. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე და როგორც ბრალდების ასევე, დაცვის მხარეს თანაბარი უფლება გააჩნიათ, მოიპოვონ მტკიცებულებები და წარუდგინონ სასამართლოს.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ-------- გ---–--–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ-------- გ---–--–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

თ-------- გ---–--–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, იგი ნასამართლევია და დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დროს.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებებს, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი თ-------- გ---–--–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ-------- გ---–--–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ-------- გ---–--–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით თ-------- გ---–--–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1(ერთი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ-------- გ---–--–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ-------- გ---–--–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 სექტემბრიდან.

 

მსჯავრდებულ თ-------- გ---–--–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/