განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2019
საქმის ნომერი
330100118002672058
ინსტანცია
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002672058

საქმე №1ბ/989-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ თო-----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ თო-----------------ს მიმართ, დაბადებული 1-----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი N01---------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–--------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები - თ---–-------–----–----–-----------------–---------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნტით; საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მ--- ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,50-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენით, თო-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნტით, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მ--- ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნტით, თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მ--- ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თო----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თო-----------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6(ექვსი)თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თო----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ თო-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან 2018 წლის 24 აგვისტოდან.

თო----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მანვე ჩაიდინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება.

მანვე ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე ჩაიდინა თავისი ოჯახის წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 აგვისტოს, საღამოს საათებში, თო----------------მა უკანონოდ შეაღწია ქ------–--–-------------------ში მდებარე დეიდის - ნ-------------–-- საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ-------------–-- კუთვნილ ლეპტოპს, თავისივე დამტენითა და ხელჩანთით, ღირებულს 500(ხუთასი) ლარად, ასევე „N------” -ს ფირმის წვერის საპარ ელექტრომანქანას, ღირებულს 50(ორმოცდაათ)ლარად, ხოლო ამავე ბინის მეორე ოთახიდან, რომელიც დროებითი სარგებლობის მიზნით გადაცემული იყო ს-------------------------------------------------- თო----------------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ-------------------- კუთვნილ ამერიკის მოქალაქის პასპორტსა და მისივე სახელზე გაცემულ მართვის მოწმობას, ასევე „აიფონ 5“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 300(სამასი)აშშ დოლარად, რაც 2018 წლის 23 აგვისტოს ლარის ოფიციალური მიმოცვლითი კურსის თანახმად, შეადგენდა 774 ლარს და ფულად თანხას 100(ასი)აშშ დოლარის ოდენობით, რაც შეადგენს 258 ლარს. ერთობლიობაში თო-----------------ს ქმედებით, ნ-------------–- მიადგა 550(ხუთას ორმოცდაათი)ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი, ხოლო მ------------------- მიადგა 1032 (ათას ოცდათორმეტი) ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

2018 წლის 23 აგვისტოს, დილის საათებში, თო----------------- თვითნებურად დაეუფლა თავისი ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ------–--–------–-----–----–-----------------------------–----------------------------ში განთავსებულ ნი---------------ს კუთვნილ “C----- - ის ფირმის მაცივარს ღირებულს 500(ხუთასი )ლარად, რის შემდეგაც დააგირავა აღნიშნული ნივთი სალომბარდე დაწესებულებაში.

2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, თო----------------- დაუკავშირდა დედამისს-გ---–---------–- და აიძულა, რომ მისთვის გადაეცა თანხა, კერძოდ,--------–-------–----–----–----------------------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ბანკომატიდან გ---–----------–--- საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ კუთვნილი პლასტიკური ბარათიდან გამოიტანა თანხა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით და გადასცა თო----------------ს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თო----------------მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თო-----------------ს მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ს------------------- მ--------------------, ნ-------------–--, გვ--–---------–--------------------------–------------–---–------------------–--------------------–---- და თავად თო-----------------ს გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, ტანსაცმლის ამოღების ოქმით, ნივთის - მობილური ტელეფონის ამოცნობის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების - პასპორტისა და მართვის მოწმობის გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ნივთის - ლეპტოპის ამოცნობის ოქმით, ნივთის - ელექტროსაპარსის ამოცნობის ოქმით, გ---–---------–---- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნივთის ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, თო----------------მა მართალია აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრისას ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ თო----------------- ნასამართლობის მქონეა არა მხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც თავის მხრივ ქმნის დანაშაულის რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის საგამოცდო ვადაში. შესაბამისად, ასეთი პირობების არსებობის შემთხვევაში ერთი მხრივ მსჯავრდებულისთვის სასჯელის მინიმუმადე შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო მეორეს მხრივ, ახალი დანაშაულის პირობითი მსჯავრის საგამოცდო ვადაში ჩადენის და დანაშაულის სიმრავლის გათვალისწინებით, პალატა სასჯელის შემსუბუქებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თო-----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ თო-----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. თო-----------------ი ცნობილ იქნეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნტით, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მ--- ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნტით, თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მ--- ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თო----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თო-----------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6(ექვსი)თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თო----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თო-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

5. მსჯავრდებულ თო-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 24 აგვისტოდან.

6. ნივთმტკიცებები:

- მაცივარი დალუქული სახით N-------- რომელიც ინახება ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

- მაცივრის პასპორტი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

-შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, დალუქული ორ პაკეტად, შტრიხ.კოდებით FC--------------------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

-მოწითალო ფერის ლაქებიანი ხელსახოცი დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

- საფულე დალუქული ერთ სპეც.პაკეტად შტრიხ კოდით F---------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

- სუნის კვლები - ორი ქილა, დალუქული ერთ პაკეტად F--------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

-ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ლეპტოპი, დამტენითა და ხელჩანთით, დალუქული ერთ პაკეტად N------- ლუქით, ელექტროსაპარსი, ელექტრო გადამყვანი და ქამარი დალუქული ერთ პაკეტად N------- ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

-,,აიფონ 4-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული ერთ სპეც. პაკეტად, შტრიხ.კოდით F---------- თო-----------------სგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული ერთ პაკეტად N------- ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

-თო-----------------სგან აღებული სუნის ნიმუში, დალუქული ერთ სპეც.პაკეტად F--------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

-შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული 1 პაკეტად, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

-თო-----------------სგან აღებული სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად N------- ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

-სასამართლო სხდომის ოქმი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი დადგენისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი