განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002559206
საქმე №1ბ/837-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ს--–---------–---–ის
ადვოკატ: დ-----------–--–-–---–ის
თარჯიმან: ა---------–--------ის
გამართლებულ: ი----------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №-----------7) გამართლებულ ი----------------ის დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–---------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ჯ--------–- მდებარე ბაბაევების ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის პირველი სართულის აივანზე, მიწის ნაკვეთის სხვა შვილიშვილისათვის ჩუქების გამო, განაწყენებულმა ი----------------მა მარჯვენა ფეხის, მარცხენა ბარძაყზე რამდენიმე დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ბებიის ს---------------ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით:
ი----------------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ი----------------ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ი----------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოში დაკითხულმა გამომძიებელმა ხ----------------ძემ აღნიშნა - საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს, დაზარალებულმა მიუთითა, რომ მასზე იძალადა ი----------------მა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა ექსპერიმენტში მონაწილე ე-–----------–-------------–--------–---მა. აღნიშნული დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითაც. აპელანტის განმარტებით, დაზარალებულს დაუდგინდა დაზიანება. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ----------------–---–მა. ასევე, აპელანტი ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმზე.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი გამართლებულ ი----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ს---------------მ განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ჯ--------–-, არის ი----------------ის ბებია და დაავადებულია ეპილეფსიით. ი---------ი ცხოვრობს მასთან ერთად. 2018 წელს თვე და რიცხვი არ ახსოვს, ი----------------ის მეუღლემ და სიდედრმა მისი შვილიშვილის წინააღმდეგ შეიტანეს საჩივარი. მან კი თავის მხრივ ი----------------ის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი თითქოსდა ი---------მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სინამდვილეში ი----------------ს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რაც შეეხება დაზიანებას იგი დაცემის შედეგად მიიღო. ი----------------ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასოდეს არ მიუყენებია.
მოწმის სახით დაკითხულმა მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ე-–----------–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელს ხ----------------ძეს წარმოებაში ჰქონდა სისხლის სამართლის საქმე ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მოცემულ სისხლის საქმეზე ჩართული იყო ჯგუფში და თანამშრომლებთან ერთად გავიდა ი----------------ის დასაკავებლად, რა დროსაც მშვიდ, წყნარ ვითარებაში დაკავებული იქნა ი----------------ი. მანვე მონაწილეობა მიღო ვითარების აღდგენის ექსპერიმენტში რა დროსაც ს---------------მ მიუთითა როგორ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა ი----------------მა.
მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ე-–--------–----ა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 15 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, ი----------------ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, ი----------------ის დაკავებასა და მის პირად ჩხრეკაში. საგამოძიებო ექსპერიმენტისას ს---------------მ დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც წაუკითხა გამომძიებელმა, ასევე მიუთითა რომ ი----------------მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თვითონ აღნიშნულ ფაქტს არ შესწრებია და აღნიშნულის შესახებ იცის თავად ს---------------სა და გამომძიებლისგან.
მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ გამომძიებელმა ე------–-------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 15 ივლისს მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო ს---------------ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, გამოძიებას ხელმძღვანელობდა გამომძიებელი ხ----------------ძე, მოცემულ საქმეზე მან მოწმის სახით დაკითხა ა------------–-----
მოწმე ჯ--–--–----------ის განმარტებით, ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ჯ--------–-. ი----------------თან ერთად საცხობში მუშაობდა, 2018 წლის 8 ივლისს ის და ი----------------ი დილის რვა საათზე მივიდნენ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზლაჯლოში მდებარე პურის საცხობში, როგორც წესი ისინი ყოველ დღე მუშაობენ დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე. პურს არიგებენ ა/მანქანით მარნეულისა და თეთრწყაროს რაიონებში.
მოწმე ი--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარში და არის ი----------------ის მამა. ი----------------ი საცხობში მუშაობდა, 2018 წლის 8 ივლისს მისი შვილი დილის რვა საათიდან საღამოს შვიდ-რვა საათამდე იმყოფებოდა საცხობში, ხოლო მისი დედა ს--------------- ნემსის გასაკეთებლად დილით თორმეტ საათზე წავიდა მის დასთან ფ-------სთან და მეორე დღეს დაბრუნდა. ს---------------ს მისი შვილი ი-----------------ი დედას ეძახდა ვინაიდან ის და მეუღლე თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ხოლო შვილებს ს---------------ს უტოვებდნენ. მის შვილს ი----------------ს ს---------------სთვის შეურაცხყოფა არასოდეს არ მიუყენებია და არც არასოდეს მიაყენებს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა------------–---ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ჯ--------–- და არის ი------------------ის მეუღლე. 2018 წლის 9 ივლისს, მათი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის მიზნით, სახლში შევიდა ი----------------ის ბიძაშვილი პ-------------ი. მან მის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი 10 ივლისს. 15 ივლისს მასთან მივიდა ს--------------- და დაემუქრა სამაგიეროს გადახდაში იმ შემთხვევაში თუ საჩივარს უკან არ გამოიხმობდა. საჩივარი არ გამოიხმო, რის გამოც ს---------------მ საჩივარი შეიტანა ი----------------ის წინააღმდეგ ვითომდა ი---------მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით მისი მეუღლე ი----------------ი 2018 წლის 8 ივლისს 12 სათიდან საღამომდე იმყოფებოდა სამსახურში, ს------- კი 2018 წლის 8 ივლისიდან 15 ივლისამდე მის ქალიშვილთან ფ-------სთან იმყოფებოდა. რაც შეეხება ი----------------ს მას არასოდეს ბებიის მიმართ ხელი არ აღუმართავს. ისინი ს---------------სთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------–---ს #--------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (16.07.2018წ.) ს----------------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა ბარძაყის შუა მესამედის გარეთა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ასევე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებელი პირის გადმოცემით: 08 07 2018 წ. შუადღეს, ს----------------–ი, თავისი სახლის ჭიშკართან წაიქცა და მარცხენა გვერდით დაეცა მიწაზე დაგდებულ ქვაზე. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–---–მა.
2018 წლის 15 ივლისს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმის თანახმად დადგენილია, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ჯ--------–-, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ხ----------------ძის, მოწმე ს---------------ს, თარჯიმან ვ-------------–---ის, უბნის ინსპექტორ გამომძიებლების ე-–--------–----სა და ე-–----------–----ის მონაწილეობით, საღამოს საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ-წყნარ ვითარებაში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ს---------------ს გაეცნო მისი უფლება-მოვალეობები, წაეკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება და მიეცა წინადადება მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. ს---------------მ ხელის დემონსტრირებით მიუთითა მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლზე, სადაც 2018 წლის 8 ივლისს დაახლოებით 16:00 საათზე შვილიშვილმა ი----------------მა ფეხი ჩაარტყა რამდენიმეჯერ და 2018 წლის 15 ივლისს საცხოვრებელი სახლის აივნზე ერთხელ გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა მხარზე და არ მისცა სახლში შესვლის უფლება და ესროლა სკამი. ექსპერიმენტის დროს გადაღებული იქნა ფოტო-სურათები.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: ხ----------------ძის, ნ-----–---------ის, ვ-------------–---ის მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ი----------------მა საქმის არსებითი განხილვის დროს განმარტა, რომ ს--------------- არის მისი გამზრდელი ბებია, 2018 წლის 8 ივლისს, დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე იმყოფებოდა საცხობში, 8 ივლისს ს------- არ უნახავს, რადგან როცა ის სამსახურში მიდის ყველას სძინავს. იგი ს---------------სთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს. მისი განმარტებით ს---------------ს მხრიდან მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2018 წლის 8 ივლისს მისი ბიძაშვილი აპირებდა მისი სახლის გაქურდვას, რის გამოც, მისმა მეუღლემ შეიტანა საჩივარი. საჩივრის შეტანის შემდეგ ს---------------მ უთხრა მის მეუღლეს, რომ საჩივარს თუ არ გამოიტანდა ისიც უჩივლებდა მის მეუღლს, ბებია ასაკშია და გონება ცოტა დაუქვეითდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ს--------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ი----------------ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასოდეს მიუყენებია. შესაბამისად სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირება დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით სამართლებრივ საფუძველსმოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს----------------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა ბარძაყის არეში, მაგრამ იმავე დასკვნაში გამოსკავლევი პირი ანუ ს---------------- აღნიშნავს, რომ აღნიშნული დაზიანება მიიღო თავისი სახლის ჭიშკართან წაქცევის დროს, როდესაც იგი მარცხენა გვერდით დაეცა მიწაზე დაგდებულ ქვაზე. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ გ----------------–---–ის განმარტებით, შემოწმებისას ს---------------მ განუცხადა, რომ იგი 2018 წლის 8 ივლისს, შუადღეს, სოფელ ჯანდარში, თავის საცხოვრებელ სახლთან წაიქცა და მარცხენა გვერდით დაეცა მიწაზე დაგდებულ ქვაზე. ექსპერტის განმარტებით, ქვა თავის მხრივ თუ მას არ აქვს კუთხეები მიეკუთვნება მკვრივ-ბლაგვ საგნს. ამდენად, ვერც ხსენებული მტკიცებულება ვერ მიუთითებს ი----------------ის ბრალეულობაზე.
რაც შეეხება აპელირებას ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა კვლავ უბრუნდება დაზარალებულ ს--------------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, სადაც მან განმარტა, რომ რადგან ი----------------ის მეუღლემ და სიდედრმა მისი შვილიშვილის წინააღმდეგ შეიტანეს საჩივარი, მან ი----------------ის წინააღმდეგ ამის გამო შეიტანა საჩივარი, მისივე განმარტებით ი----------------ვს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. დაზარალებულმა ხსენებული განმარტებით რეალურად ახსნა ის მიზეზი, თუ რატომ მიუთითა ი----------------ზე, როგორც მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ჩამდენ პირზე. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ როგორც გამოიკითხვისას ასევე, საგამოძიები ექსპერიმენტის დროს სურეია ბაბაევას მიერ მითითებული გარემოებები, ვერ დაედება საფუძვლად ი----------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
რაც შეეხება მოწმეების ე-–----------–----ის, ე-–--------–----ს მიერ სასამართლოში, ხოლო ხ----------------ძის მიერ გამოკითხვის დროს მითითებულ გარემოებებს. მათ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, ამავე დროს მიუთითეს სხვა პირის -ს---------------ს მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს მათთვის მიწოდებული ინფორმაციის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიე გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოწმეების - ე-–----------–----ის, ე-–--------–----ს და ხ----------------ძის ჩვენებები არის ირიბი. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ხსენებული მოწმეების ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი----------------მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ი----------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი გამართლებულ ი----------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი ი----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ი----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ი----------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი