განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
330100115003029932
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100115003029932

საქმე № 1ბ/908-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: ი-----–--------ე, ა-------------–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ჰ----- ა----- ჰ--------- ა-–------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------ი, ე-------------–---, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ე----------–----------, ა-–---------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ა-----------–------------- (მონაწილეობის გარეშე).

 

ადვოკატი - მ--------–----ე.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-------------–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ჰ----- ა----- ჰ--------- ა-–------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები: მ--------------–-–---–ის, ზ-----------------ის, ა-------------–-ას, ქ----–-------ის, ა-–--------------–---ის, ე--------------ის, ტ-----------------ის, ი----------–----–--ის, გ-------------–-–---–ის, შ----–-------ის ჩვენებები, ვიდოეჩანაწერი, შემთხვევის ადგილის დათვალეირების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ჰ----- ა----- ჰ--------- ა-–------ის ბრალეულობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა ჰ----- ა----- ჰ--------- ა-–------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-------------–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ჰ----- ა----- ჰ--------- ა-–------ის ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. მასვე ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 5 აპრილს, დილის საათებში, თბილისში, დ-----------–-----–-----------------–ში მდებარე „ი---------–---–---ში“ ჰ----- ა----- ჰ--------- ა-–------იმ და ი---- ა----- ჰ--------- ა-–------იმ უმნიშვნელო საბაბით მ------- გ-------ს და ქ----–-------ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა მათ შორის ხელჩართულ ჩხუბში, რის შედეგადაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ი იყენებდა დანას.

 

2015 წლის 5 აპრილს, დილის საათებში, თბილისში, დ-----------–-----–------------------ში მდებარე „ი---------–---–---ში“ ჰ----- ა----- ჰ--------- ა-–------იმ გულმკერდის არეში დანის დარტყმით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა მ------- გ-------ს.

 

სასამართლომ დაადგინა:

ჰ----- ა----- ჰ--------- ა-–------იმ ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 5 აპრილს, დილის საათებში, თბილისში, დ-----------–-----–-----------------–ში მდებარე კლუბ „ი---------–ში“ ჰ----- ა----- ჰ--------- ა-–------იმ და ი---- ა----- ჰ--------- ა-–------იმ უმნიშვნელო საბაბით მ------- გ-------ს და ქ----–-------ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა მათ შორის ხელჩართულ ჩხუბში, რის შედეგადაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც ჰ----- ა----- ჰ--------- ა-–------ი იყენებდა დანას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენით ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ მ------- გ-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2015 წლის 5 აპრილს მეგობარ ზ-----------------თან ერთად მივიდა მ--------–---–--- მდებარე ღამის კლუბში, რომელიც იყო ორ სართულიანი და ნაკლებად განათებული. კლუბში ერთ-ერთ მაგიდასთან ისხდნენ მათი ნაცნობი სამი ბიჭი, რომლებსაც შეუერთდნენ. კლუბის მეორე სართულზე, სხვა მაგიდასთან ისხდნენ დაახლოებით 4-5 ადამიანი, რომლებსაც არ იცნობდა. მან მეგობართან ერთად დაიწყო ცეკვა, რა დროსაც კლუბის მეორე სართულიდან ჩავიდა წვერიანი და შავ ქურთუკიანი პირი, რომელიც მივიდა მათთან და რაღაც უთხრა, თუმცა რა უთხრა ხსენებულმა პირმა ვერ გაიგო, ამიტომ პასუხიც არ გაუცია. ამის შემდეგ ამ პირმა გაკრა მხარი, რაზეც ჰკითხა რას აკეთებდა, რა დროსაც მამაკაცმა დაარტყა ხელი. დაზარალებულის განმარტებით, ამ დროს მეორე სართულიდან ჩავიდა გამხდარი ბიჭი, რომელმაც მის ძმაკაცს - ზ-----ს დაარტყა ხელი და ზ-----ი წაიქცა დივანზე. იგი შეეცადა მეგობრის დახმარებას, რა დროსაც იგრძნო რაღაც ცივის შეხება და ტკივილი, შემდეგ კი, დაეხვა თავბრუ და მიხვდა, რომ უკნიდან დაარტყეს დანა, თუმცა ვინ დაარტყა არ დაუნახავს. მან მოიკიდა ხელი და ნახა, რომ მოსდიოდა სისხლი. ამასთან, უჭირდა სუნთქვა. წვერიანმა პირმა ჯერ მკლავზე დაარტყა დანა, შემდეგ გულზე, თუმცა მან აღნიშნული ვერ იგრძნო. დაზარალებულის განმარტებით, მან მხოლოდ მხარზე უკნიდან დარტყმა იგრძნო. შემდეგ კი, ზუსტად დაინახა, რომ წვერიან მამაკაცს, რომელიც პირველად ჩავიდა მეორე სართულიდან ხელში ეკავა დანა, რომელიც მოუქნია ზ-----საც თუმცა ვერ მოარტყა. კონფლიქტის დროს მის გარდა იყვნენ ზ-----ი, წვერიანი მამაკაცი და გამხდარი მამაკაცი, მათ გარდა სხვა პირი არ ყოფილა. მანვე აღნიშნა, რომ წვერიანი მამაკაცის გარდა კონფლიქტის დროს სხვა პირს დანა არ ჰქონია. მას ჭრილობებიდან მოსდიოდა სისხლი, რომლის შეჩერებასაც ვერ ახერხებდა. ადგილზე მალევე მივიდნენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, რომლებმაც იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. სავადმყოფოში ყოფნისას, მასთან მივიდა ქალბატონი, რომელმაც უთხრა, რომ პირი, რომელმაც მას მიაყენა ჭრილობები იყო მისი მეუღლე. ამასთან, სთხოვა არ ეჩივლა და დაპირდა ყველა ხარჯის ანაზღაურებას, რის შემდეგაც ქალბატონმა დაფარა მკურნალობის ხარჯი 3000 ლარის ოდენობით. დაზარალებულის განმარტებით, მას რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

მოწმე ი----------–----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ბარმენად მუშაობს ღამის კლუბ ,,ი---------–ში“. შემთხვევის დღეს, კლუბში ორ სხვადასხვა მაგიდასთან ისხდნენ ა---------------------------------------–-----------–------, რომელთა შორის მოხდა ჩხუბი. მან დაინახა, რომ პირს, რომელსაც ეცვა შავი გრძელსახელოებიანი მაისური ხელში ეკავა დანა. მან აღნიშნულის შესახებ შეატყობინა დაცვის თანამშრომელს, რომელიც მალევე მივიდა ადგილზე და შეეცადა მოჩხუბრების გაშველებას. ამ დროს ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ი კვლავ იწევდა დაზარალებულისთვის დასარტყმელად. მოწმის განმარტებით, მის წინ გაიარა პირმა, რომელსაც ზურგის არეში მიყენებული ჰქონდა ჭრილობა, თუმცა მას დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. ამის შემდეგ მან ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა პირზე, რომელსაც ხელში ეჭირა დანა. პოლიციის თანამშრომლებმა კი, ჩხუბში მონაწილე პირები გადაიყვანეს განყოფილებაში.

 

მოწმე ა-------------–-ას ჩვენებით დასტურდება, რომ იგი დაცვის თანამშრომლად მუშაობს ღამის კლუბ „ი---------–ში“. 2015 წლის 04 აპრილს იმყოფებოდა კლუბში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ა-------------------------------------–------ შორის მოხდა ჩხუბი. ჩხუბის დროს ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------იმ დანა დაარტყა ორ ან სამ პირს. მან გააშველა მოჩხუბრები და სურდა ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ისთვის წაერთმია დანა, რომელიც ამ უკანასკნელმა გადააგდო თავად. მან ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ის ჰკრა ხელი, დააგდო დივანზე და არ მისცა წასვლის საშუალება. ამ დროს ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჩხუბის დროს დანა ხელში მხოლოდ ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ის ეკავა, რომელმაც იქ მყოფებს მიაყენა დაზიანებები.

 

მოწმე გ------- მ--–---–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი დეტექტივ-გამომძიებლად მუშაობს თბილისის შსს ძ---–-------–-----------------–-------------------–--აში. მან ექსპერტების, ბარის მეპატრონის და თარჯიმნის მონაწილეობით ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოიღო დანა, ხელის კვლები და სისხლის ნიმუშები.

 

მოწმე თ---------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი უბნის-ინსპექტორ გამომძიებლად მუშაობს თბილისის შსს ძ---–-------–-----------------–-------------------–--აში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ დაკითხულ იქნა სამი მოწმე, კერძოდ, მ--------------–-–---–ი და ე-----ს ორი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი დაჭრილი იყო ზურგის არეში.

 

მოწმე შ-------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი უბნის-ინსპექტორ გამომძიებლად მუშაობს თბილისის შსს ძ---–-------–-----------------–-------------------–--აში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმეები და დაათვალიერა კამერის ჩანაწერი, ასევე დანიშნა კომპლექსური და სამედიცინო ექსპერტიზები.

 

მოწმე ე-----------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხა ა---------------------–---, რომელმაც წარუდგინა ის ტანსაცმელი, რომელიც ხსენებულ პირს ეცვა შემთხვევის დღეს. მან ამოღებული ტანსაცმელი დაათვალიერა მოწმის და თარჯიმნის მონაწილეობით. მანვე დაათვალიერა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი.

 

მოწმე ს----------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის აპრილში იგი უმცროსი ექთნის თანამდებობაზე მუშაობდა მაღალი სამედიცინო-ტექნოლოგიების ცენტრში, რა დროსაც საავადმყოფოში შეიყვანეს პაციენტი - მ------- გ-------ი. ვინაიდან მითითებული პაციენტის მაისურები ინახებოდა მასთან, იგი გამოკითხა გამომძიებელმა, რის შემდეგაც მან დაზარალებულის კუთვნილი ტანსაცმელი გადასცა გამომძიებელს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 05 აპრილს, 07:10-10:20 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, კერძოდ, თბილისში, დ-----------–-----–-----------------ში მდებარე ღამის კლუბი „ი---------–ი“, რა დროსაც ამოღებული იქნა სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, საკონტროლო ანაწმენდები და დასაკეცი დანა გაშლილ მდგომარეობაში, პირზე წარწერით „OKAPI“.

 

ლაზერული დისკის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 05 აპრილს, 11:20-11:47 საათზე დათვალიერდა თბილისში, დ-----------–-----–-----------------ში მდებარე ღამის კლუბ „ი---------–ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია 2015 წლის 05 აპრილის 05:06 საათიდან - 05:10 საათის პერიოდი. კადრში ჩანს კლუბი „ი---------–ის“ ცენტრალური დარბაზი და პიროვნებები, რომლებიც დგანან დარბაზში. შემდეგ, ჩანს ჩოჩქოლი პიროვნებებს შორის, რომელთაგან ერთი გამხდარი პირი, დაახლოებით 1,80 სმ სიმაღლის, რომელსაც აცვია შავი ფერის პერანგი, შავი ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი და შავი ფეხსაცმელი დადის დარბაზში და ხელში უჭირავს დანის მაგვარი საგანი.

 

დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 06 აპრილს, 12:49-13:00 საათზე, დათვალიერდა მოწმე ზ-----------------ის მიერ დაკითხვის დროს წარდგენილი თეთრი ფერის, უმკლავებო მაისური, რომელსაც ზურგის ნაწილში, შიდა მხარეს, იარლიყზე აღენიშნება ფირმის სახელწოდება ,,Ceysan“ და მაისურის ზომა „54-S“. მაისურს მარცხენა მხარეს ე.წ. ,,ბრეტელზე“ აქვს მოწითალო ფერის, პატარა ზომის ლაქები.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 06 აპრილს, დათვალიერდა ვიდეოჩანაწერი, რომლის კადრში ჩანს თბილისში, დ-----------–-----–-----------------ში მდებარე ღამის კლუბ „ი---------–ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ორ ფაილად, რომელზეც აღბეჭდილია 2015 წლის 5 აპრილის 05:06 საათიდან 05:10 საათამდე პერიოდი. ფაილი N1-ის გახსნისას, კადრში ჩანს ღამის კლუბ „ი---------–ის“ ცენტრალური დარბაზი, მასში განთავსებული ინვენტარი და პიროვნებები, რომლებიც დგანან დარბაზში. კადრში ჩანს მაგიდასთან მდგომი საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი - ქ----–-------ი, რომელსაც ტანთ აცვია სპორტული მუქი ფერის ზედა და ესაუბრება კლუბ „ი---------–ის“ მიმტან გოგონას. მეორე პიროვნება, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის ტანისამოსი, ხოლო თავზე ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კეპი“ არის ე--------------ი, რომელიც ეწევა სიგარეტს. კადრში ჩანს ასევე ა-–---- ზ-----–---ი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის ტანისამოსი და მ------- გ-------ი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის შარვალი და ღია ფერის ზედა. ისინი დგანან ერთმანეთის გვერდით მაგიდებს შორის, სადაც ასევე არიან სხვადასხვა პირები და ზემოთ ხსენებული მათი ნაცნობები და მეგობრები. კადრში ჩანს, რომ ზ-----------------თან და მ------- გ-------თან მიდის მისთვის უცნობი ორი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი არის მაღალი სუსტი აღნაგობის, მუქი ფერის ტანისამოსში გამოწყობილი, რომელმაც მხარი გაკრა ზ----- ჰ----------ს და გაიარა მასსა და მ-------ს შორის, ხოლო მეორე პირი არის შედარებით დაბალი, სუსტი აღნაგობის, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის შარვალი და მაისური, რომელმაც ასევე გაიარა ზ-----------------სა და მ-------ს შორის. სწორედ აღნიშნულმა პირმა გაარტყა ზ-----------------ს, რის შედეგად ეს უკანასკნელი დავარდა ძირს, ხოლო მეორე მაღალი ახალგაზრდა, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის ტანისამოსი ძიძგილაობს და ჩხუბს უწყებს მ-------ს. ამ დროს იქ მყოფი პირები ერთმანეთთან იწყებენ ჩხუბს. მოწმე ზ-----------------ის განმარტებით, მისთვის უცნობი პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის ტანისამოსი და ეძიძგილავება მ-------ს, დანის მაგვარ საგანს ურტყამს რამდენჯერმე, რის შემდეგაც მ-------ი გადის გვერდზე და დგება ბართან. მუქი ფერის ტანისამოსში გამოწყობილი პირი, რომელმაც მ-------ი დაჭრა ერევა იქვე მოჩხუბარ ხალხში და იქნევს ხელს, რომელშიც უჭირავს დანის მაგვარი ბასრი საგანი. კადრში ჩანს ახალგაზრდა მაღალი, სრული აღნაგობის მამაკაცი, რომელიც მირბის მაგიდაზე დაყრდნობილი ქ----–-საკენ და იწყებს მასთან ჭიდაობას, რა დროსაც ქ----–ს ხდის მაისურს, რის შემდეგ აღნიშნული მამაკაცი იხრება და იღებს ე.წ. „პუფს“, რომელსაც ისვრის მის წინ მდგარ ქ----– ე----სა და ა-–---- ზ-----–---ის მიმართულებით. კლუბის დარბაზში არის აურზ-----ი, ასევე კადრში ჩნდებიან ღამის კლუბის დაცვის წევრები, რომლებიც ცდილობენ მათ დამშვიდებას. N2 ფაილის გახსნისას, კადრში ჩანს ღამის კლუბ „ი---------–ის“ დარბაზი, სხვა რაკურსით. კერძოდ, კადრში ჩნდება მ-------ი, რომელიც ჩერდება იქვე ბართან, სადაც ასევე ახლოსაა კლუბში შემოსასვლელი/გასასვლელი კარი. მ-------ი ხელს იკიდებს გვერდზე და მიემართება კარის მიმართულებით. კადრში ჩნდება მოწმე ზ-----------------ისთვის უცნობი პირი, რომელიც ისვრის ე.წ. „პუფს“, რომელიც თავში ხვდება ე--------------ს. კადრში კვლავ ჩნდება მ-------ი, რომელიც შემოდის კარიდან და ჯდება იქვე მდგარ დივანზე, სადაც ღამის კლუბ „ი---------–ის“ თანამშრომელი გოგონა ჭრილობაზე ადებს ხელსახოცს, რის შემდეგაც მ-------ი გაყავთ გარეთ და თავადაც გადიან გარეთ.

 

დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 06 აპრილს, 15:00-15:20 საათზე დათვალიერდა მოწმე ქ----– ნ-----ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილი მუქი ლურჯი ფერის სპორტული შარვალი, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს ლათინური ასოებით აქვს წარწერა „unbro“, წარწერის ზევით თეთრი ფერის ძაფით გამოსახულია რომბის ფორმის ფიგურა, რომელშიც ჩახატულია მცირე ზომის იგივენაირი ფიგურა. შარვალს წინა მხარეს აქვს ორი ცალი ელვა შესაკრავიანი ჯიბე, ხოლო წინა მარცხენა მხარეს მუხლის მიდამოში აღენიშნება მუქი ფერის მოწითალო ლაქები. ასევე დათვალიერებულ იქნა სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც არის ლურჯ და ყავისფერ ფერებში, აქვს ყავისფერი ზონარი და გვერდებზე აქვს ნიშანი „X“. მარცხენა სპორტულ ფეხსაცმელს ზედა მხარეს და გვერდზე ნიშან „X“-თან აღენიშნება მუქი ფერის მოწითალო ლაქები.

 

ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 08 აპრილს, 12:17-12:45 საათზე დათვალიერდა ს----------------–---–ის მიერ წარდგენილი მ------- გ-------ის მაისურები, რომელთაგან ერთ-ერთი არის ნაქსოვი თეთრი მწვანე ზოლებით, გრძელ მკლავიანი „PLAY-ის“ ფირმის, წინა ქვედა მარცხენა მხარეს მიკერებული აქვს ყავისფერი ტყავის შემცვლელი წარწერით „PLAY Street Wear“. მაისურს დაზიანებები აღენიშნება წინა მარცხენა ზედა მხარეს, მკერდის ზევით და მარჯვენა წინა მხარეს მკლავზე, ხოლო დაზიანებულ ადგილზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქა. აღნიშნულ მაისურს უკანა მხარეს მარჯვნივ ნეკნებთან თირკმლის მხარეს აღენიშნება დაზიანება, ხოლო დაზიანების ადგილას მაისურის უკანა მარჯვენა ქვედა მხარეს აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქა. მაისურს დაზიანება აღენიშნება ასევე წინა მხარეს მარჯვნივ მკერდთან. მეორე მაისური არის შავი ფერის, გრძელსახელოებიანი „fabregas-ის“ ფირმის, რომელსაც რაიმე დაზიანება ან ლაქა არ აღენიშნება.

 

ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 10 აპრილს 13:17-13:35 საათზე, დათვალიერებული იქნა მოწმე ჰ----------–----–--ის მიერ წარდგენილი მაისურები, რომელთაგან ერთ-ერთი არის რუხი ფერის, გრძელ მკლავიანი მაისური, რომელსაც წინა მხარეს ახატია რომბები, ხოლო უკანა მხარეს, მარცხნივ ქვედა ნაწილში სამ ადგილას აღენიშნება დაზიანება, კერძოდ მაისური არის გახეული. მეორე მაისური კი, არის რუხი ფერის, შავი ზოლებით, გრძელ მკლავიანი, რომელსაც წინა მხარეს მარჯვნივ ლათინური ასოებით აწერია „ESSA“. მაისურს უკანა მხარეს, მარცხნივ ქვედა ნაწილში სამ ადგილას აღენიშნება დაზიანება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 24 აპრილის ექსპერტის N----–- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------ემ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 19 მაისის ექსპერტის N------ დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ ზ-----------------ის სისხლი მიეკუთვნება Aβ /II/ ჯგუფს.

▪ ა-–----–-----------ის სისხლი მიეკუთვნება Aβ /II/ ჯგუფს.

▪ ქ----–-------ის სისხლი მიეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს.

▪ მ------- გ-------ის სისხლი მიეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს.

▪ ქ----–-------ის სპორტულ შარვალზე და მარცხენა ფეხსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს. მარჯვენა ფეხსაცმელზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.

▪ მ------- გ-------ის სვიტერზე და მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მოეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს.

▪ ზ-----------------ის მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ /II/ ჯგუფს.

▪ ა-–----–-----------ის სვიტერზე და მაისურზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.

▪ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ათ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს. ქაღალდის ხელსახოცზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს. დანაზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს.

▪ ქ----–-------ის და მ------- გ-------ის სისხლი და ქ----–-------ის სპორტულ შარვალზე და მარჯვენა ფეხსაცმელზე, მ------- გ-------ის სვიტერზე და მაისურზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ათ ანაწმენდზე, ქაღალდის ხელსახოცზე და დანაზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს.

▪ ა-–----–-----------ის და ზ-----------------ის სისხლი და ზ-----------------ის მაისურზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Aβ /II/ ჯგუფს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი, გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.

 

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლი----ართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. აღნიშნული წარმოადგენს განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს, რომლისგან სისხლი----ართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების ამ მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ მ------- გ-------ის ჩვენებით დადგენილ იქნა, რომ 2015 წლის 5 აპრილს ღამის კლუბში ყოფნისას მას მოუვიდა შეკამათება კლუბში მყოფ მისთვის უცნობ პირთან, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც იგრძნო ტკივილი და მიხვდა, რომ უკნიდან დაარტყეს დანა, თუმცა არ დაუნახავს ვინ დაარტყა. ამის შემდეგ წვერიანმა მამაკაცმა მას დანა დაარტყა მკლავზე, შემდეგ კი - გულზე. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა კი, იგი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება. ღამის კლუბ ,,ი---------–ში“ ჩხუბის და დაზარალებულის დაჭრის ფაქტი, ასევე დასტურდება მოწმე ი----------–----–--ის ჩვენებით. თუმცა ხსენებულმა მოწმემ აღნიშნა, რომ მართალია მის წინ გაიარა პირმა, რომელსაც ზურგის არეში მიყენებული ჰქონდა ჭრილობა, თუმცა დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. აღსანიშნავია მოწმე ა-------------–-ას ჩვენებაც, რომელმაც დაადასტურა ჩხუბის, ბრალდებულის ხელში დანის დანახვის და ამ უკანასკნელის მიერ იქ მყოფებისთვის დაზიანების მიყენების ფაქტი.

 

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება მის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით არის არსებითი, თუმცა მისთვის დანით მიყენებული დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისთვის საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა. მოცემულ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც განსაზღვრავდა დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების სიმძიმეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის არ არსებობს ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს […] მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს იმას, რომ საეჭვო, მცდარი ან სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებები გამოირიცხოს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. გამორიცხული უნდა იყოს გონივრული ეჭვი წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით. სათანადო პროცესუალური სტანდარტების შემცველი, არაორაზროვანი ნორმების საფუძველზე, სასამართლოს, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა შეეძლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, მათი მნიშვნელობისა და უტყუარობის შეფასება. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, აღჭურვოს სასამართლო სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც მას ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხის ან, ასეთ ჩვენებაზე დაყრდნობით, განაჩენის მიღებაში დაეხმარება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ [...] გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ის პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-------------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

2 ცალი დისკი - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

მ------- გ-------ის, ქ----–-------ის, ზ-----------------ის და ჰ-------ის ტანსაცმელები - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

მ------- გ-------ის, ქ----–-------ის, ზ-----------------ის, ჰ-------ის სისხლის ნიმუშები და დანა - განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მსჯავრდებულის სახით დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

 

ჰ----- ა----- ჰ---------ი ა-–------ის საჯელის მოხდის ვადაში ჩათვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 05 აპრილიდან 2015 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

2 ცალი დისკი - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

მ------- გ-------ის, ქ----–-------ის, ზ-----------------ის და ჰ-------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

მ------- გ-------ის, ქ----–-------ის, ზ-----------------ის, ჰ-------ის სისხლის ნიმუშები და დანა - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მსჯავრდებულის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით მისი დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე