განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100119002839742
საქმე №1/ბ -371-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - მ------ ქ------ის
ადვოკატის - მ----- ნ--------ს
მსჯავრდებულის - გ------- მ-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- გ---ს ძე მ-----ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი N5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები მისამართზე: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ლ--;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- მ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, არაერთგზის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 6 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ------- მ-----ემ 2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე წალენჯიხის რაიონის სოფელ ლ--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შეშის ნაჭერი ერთხელ ჩაარტყა თავის არეში პირს, რომელთან ერთად ადრე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას - მ--- გ---–------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით გ------- მ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლისა და 06 თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ------- მ-----ის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატა 01 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------- მ-----ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 18 იანვრიდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებული გ------- მ-----ე წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით განესაზღვროს 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დაურჩეს 01 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულის განმარტებით, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალებულთან.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ გ------- მ-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ----- ნ--------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს როგორც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის შემცირება, ასევე განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და საბოლოოდ გ.მ-----ისათვის 01 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს მ------ ქ------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა გ------- მ-----ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოსაზრებებიმ შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ გ------- მ-----ეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება.
გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, სააპელაციო პალატას გ------- მ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ--- გ---–------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: გ-- ჩ-------ის, კ---- ა-----–--ას, გ--–- ს----–--ს, ფ------- ც-----ს გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ------- მ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტები (მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი) ითხოვენ გ. მ-----ეს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.
მსჯავრდებულ გ------- მ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციაზე, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ მსჯავრდებული გ------- მ-----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადაოდ არ გაუხდია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ითანამშრომლა გამოძიებასთან, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, საქმეში წარმოდგენილი მეზობლების დახასიათების მიხედვით გ------- მ-----ე ხასიათდება დადებითად, როგორც შრომისმოყვარე და გულისხმიერი ადამიანი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი არის ავადმყოფი, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი მუხლის სანქციის ფარგლებში შეუმსუბუქდეს და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, სხვა დანარჩენ ნაწილში (განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის ნაწილში) კი გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------- მ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენში შეტანილ იქნას გ------- მ-----ის მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ------- მ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ------- მ-----ის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, (თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით) წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატოს 01 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------- მ-----ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ------- მ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 18 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: შეშის ნაჭერი და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე