განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2019
საქმის ნომერი
330210017002015305
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002015305

თ---–---ს სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6438-18 25 თებერვალი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

მოსამართლეები - ვანო წიკლაური

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ქ.თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----

წარმომადგენელი - ნ------რ ტ----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „----“

წარმომადგენელი - ი-------------–---–-

 

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. შპს „----სათვის“, ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით - 148 895,37 ლარის გადახდის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ს სარჩელი შპს „----ს“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 361-ე, 417-418-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ.თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----მ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს:

 

5.1. აპელანტის განმარტებით, 2----–-–----------------- ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----სა და შპს „----ს" შორის გაფორმებული N1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა ქ-------–--–-, თ-----------------–-- ქუჩის კაპიტალური შეკეთება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 3-----–----------–ი დღე (2----–-–---------------------–---). ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, სამუშაოს დასრულების ვადისა და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელკშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქმეში წარმოდგენილი N------------------------------ და N-- მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება, რომ შპს „----ს“ მიერ დარღვეული იქნა N1----------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადა, რის გამოც ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლო 146.705.73 ლარის ოდენობით.

 

5.2. N1----------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (გარდა შერულების ვადის და წერილობითი ხარვეზის აღმოხვრის გონივრული ვადის დარღვევისა), მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. აპელანტის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------–------------ წ---------------თ დგინდება, რომ შპს „----ს" მიერ შესრულებული სამუშაოების ნაწილი ააიპ „თ---–---ს მ----–----–-------ს ლ----------------- მიერ მიჩნეულ იქნა წუნდადებულად, რის გამოც ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ქ.თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----მ მოპასუხეს მართებულად დააკისრა პირგასამტეხლო 2.189.64 ლარის ოდენობით.

 

5.3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებით ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----მ უფლება ბოროტად გამოიყენა, ვინაიდან, მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ცნობილი იყო ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოს როგორც ადგილმდებარეობა, ასევე -მისი შესრულების ვადები. შესაბამისად, იგი ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ასევე მოიცავდა ახალი წლის დღეებს, შესაბამისად, თუ მოპასუხეს მიაჩნდა, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოს შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებას, მას შეეძლო აღნიშნული გაეთვალისწინებინა ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადებამდე და უარი ეთქვა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

 

5.4. აპელანტის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ 2----–-–---------------ის განცხადებაში მითითებული გარემოებანი ვერ იქნება მიჩნეული მოქმედი კანონმდებლობითა და სადავო ხელშეკრულების მე-11-ე პუნქტით გათვალისწინებულ ფორს-მაჟორულ გარემოებად, რადგან ეს უკანასკნელი გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როგორიცაა: სტიქიული მოვლენები, გაფიცვები, ომი და ა.შ. და რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში კი, ის გარემოება, რომ სამუშაოს შესრულების პერიოდი მოიცავდა ახალი წლის დღეებს (რაც მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების გაფორმებამდე), არ წარმოადგენს ფორს-მაჟორულ გარემოებას და შესაბამისად, მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო ვერ მიიჩნევა ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ს მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებად.

 

5.5. აპელანტი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის მიერ ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ში 2----–-–-------------- წარმოდგენილ წერილზე და განმარტავს, რომ სახელმიწფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3-----–----------–ი დღე (2----–-–---------------------–---). ზემოაღნიშნული წერილი ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ში წარმოდგენილი იქნა მას შემდეგ, რაც გასული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიწოდების ვადა (-----------. შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს მითითება აღნიშნულ წერილზე, ვინაიდან 2----–-–-- მდგომარეობით მხარეს უკვე ერიცხებოდა პირგასამტეხლო და გასული იყო მიწოდების ვადა. სამუშაოს მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი მოთხოვნა კი არ შეიძლებოდა უკვე ვადაგასული მიწოდების ვადის გაგრძელების საფუძველი გამხდარიყო.

 

5.6. გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის მიერ ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ში წარმოდგენილ 2----–-–-------------- წერილში მითითებულ სამუშაოს მიწოდების ვადის გაგრძელების საფუძვლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც მოპასუხე მხარის მიერ 2----–-–-------------- წერილში მითითებული გარემოებები დადასტურდებოდა. ვადის გაგრძელების საფუძვლად მითითებული გარემოებანი, მხოლოდ მხარის ზემირსიტყვიერი განმარტებაა და არ ქმნის ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის საფუძველს და შესაბამისად - პირგასამტეხლოს დაკისრებით, ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ს მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების ვარაუდს.

 

5.7. აპელანტი აღნიშნავს, რომ 2----–-–---------------–-------------–-–---------------–-- მსგავსად სხვა წერილებიც ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ში წარმოდგენილი იქნა მას შემდეგ, რაც ამოიწურა სამუშაოს მიწოდების ვადა, შესაბამისად, გაუგებარია, რა საფუძვლით უნდა გაგრძელებულიყო უკვე ვადაგასული მიწოდების ვადა. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა კონკრეტული ნალექისა და ყინვის არსებობის პირობებში სამუშაოების განხორციელების შეუძლებლობა. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა მიჩნეულიყო ვადის გაგრძელების საფუძველად, თუ წარმოდგენილი იქნებოდა ასევე კონკრეტული ყინვისა და ნალექის არსებობისას სამუშაოების წარმოების განუხორციელებლობის შესახებ მტკიცებულება.

 

5.8. შპს „----ს“ 2----–-–---------------–-- წერილთან დაკავშირებით ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ----- განმარტავს, რომ მსგავსად ზემოაღნიშნული წერილებისა 2----–-–---------------–-- წერილი ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ში წარმოდგენილი იქნა მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ (2----–-–--------------- შესაბამისად, ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ----- მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ვადაგასული პერიოდის ვადის გაგრძელებაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება ვის ევალებოდა წერილში მითითებული პროექტის შეთანხმება. საერთოდ, იყო თუ არა მსაგვასი პროექტის შეთანხმების საჭიროება ან ვალდებულება. ასევე, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება წერილში მითითებული პროექტის შეუთანხმებლობა რამდენად წარმოადგენდა სამუშაოს წარმოების დამაბრკოლებელ გარემოებას.

 

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ----- მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე მითითების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი,5.10. N1----------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, „იმ შემთხვევაში თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალიწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველი ან/და მისი უფლებამოსილი პირი აცნობებს მიმწოდებელს შემოწმების შედეგებს დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ განუსაზღვროს მიმწოდებელს გონივრული ვადა დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით". ამდენად, აღნიშნული ვადის მიცემა წარმოადგენს ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ს უფლებამოსილებას და არ ვალდებულებას, როგორც ეს სასამართლოს მიერ იქნა მიჩნეული.

 

5.11. გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „----ს“ მიერ სასამართლო წესით სადავოდ არ გამხდარა ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ს მიერ წუნდებით შესრულებული სამუშაოს ჩაუბარებლობა. შესაბამისად, დადასტურებული გარემოებაა, რომ მხარემ გარკვეული სამუშაოები აწარმოა არაჯეროვნად, ამდენად, სასამართლოს განმარტება დამატებითი ვადის მიცემის შესახებ უსაფუძვლოა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სამუშაოს ჩაუბარებლობა, როგორც აღინიშნა, შპს „----ს“ მიერ სადავოდ არ გამხდარა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

9. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. 2----–-–----------------- ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----სა და შპს „----ს“ შორის გაფორმდა №1----------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა - ქ-------–--–-, თ-----------------–-- ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა - 2 189 637,54 ლარს. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 3-----–----------–ი დღე.

 

9.2. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება- ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო ა(ა)იპ „თ---–---ს მ----–----–----- ლ----------------- მიერ დადასტურებული ფორმა №---- საფუძველზე. ამასთან, სამუშაოების (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლებოდა „შესრულებული სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველობის მიერ.

 

9.3. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევისა), მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ხოლო, ამავე ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, კი სამუშაოს დასრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

9.4. 2----–-–------------–- ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----სა და შპს „----ს“ შორის შედგა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ „მიმწოდებლის“ მიერ ქ-------–--–-, თ-----------------–-- ქუჩის კაპიტალურად შეკეთების სამუშაოები ნაწარმოებია 2----–-–----------------ს სახელმწიფო შესყიდვების №1----------- ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და სამუშაოების შესრულების თარიღია 2----–-–--------------

 

9.5. შპს „----მ“ მხარეთა შორის 2----–-–----------------- გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ნაწილი შეასრულა ვადადარღვევით. კერძოდ, ვადაგადაცილებულ იქნა 67 დღე, რის გამოც ქ.თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ს მიერ დაეკისრა ხელშეკრულების 8.4. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ჯამში - 146 705,73 ლარის ოდენობით.

 

9.6. შპს „----ს“ მიერ, მხარეთა შორის 2----–-–----------------- გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ნაწილი ა(ა)იპ „თ---–---ს მ----–----–-------ს ლ----------------- მიერ მიჩნეულ იქნა წუნდებულად, რის გამოც შპს „----ს“ დაეკისრა სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების 8.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 2189,64 ლარის ოდენობით.

 

10. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ან/და ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალების, გამოყენების სამართლებრივი წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

10.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

10.2. ამდენად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2----–-–----------------- ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----სა და შპს „----ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - ქ-------–--–-, თ-----------------–-- ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 3-----–----------–ი დღით. დადგენილია, ასევე რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საბოლოო შესრულება მოხდა 2-----–-–--------------- - 67 დღის დაგვიანებით. ამასთან, შესრულებული სამუშაოების ნაწილი მიჩნეულ იქნა წუნდებულად, რის გამოც შპს „----ს“ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სამუშაოების დასრულების ვადის დარღვევისა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო, ჯამში - 148 895,37 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს პირგასამტეხლოს სახით აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

10.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

10.4. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე. კერძოდ:

 

10.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. სამართლის დოქტრინის თანახმად, კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია აკისრია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომელიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქციები.

 

10.7. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა, კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“. „კეთილსინდისიერების ზემოთ აღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე №ას-1338-1376-2014).

 

10.8. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შესაფასებელია, რამდენად შეესაბამებოდა ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ს ქმედება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერებისა და ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერად და პატივისცემით მოპყრობის პრინციპს.

 

10.9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „----მ“ მხარეთა შორის 2----–-–----------------- გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების პერიოდში, არაერთხელ მიმართა ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ს და ითხოვა სამუშაოების შესრულებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გაგრძელება სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო. კერძოდ, 2----–-–---------------ის წერილში შპს „----“ განმარტავს, რომ საახალწლო ვაჭრობასთან დაკავშირებით, შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება 2----–-–--------------------------–-–-------------- ჩათვლით და ითხოვს ობიექტის ჩაბარების ვადის 15 კალენდარული დღით გაგრძელებას; 2----–-–-------------- წერილში მითითებულია, რომ 2----–-–----------------ნ, როცა შპს „----მ“ განაახლა მუშაობა, შეიქმნა დამატებითი სირთულეები, კერძოდ, თ------------------–-- ქუჩის მოსახლეობამ ფ-------- ქუჩის ბოლოდან ბ------------- ქუჩამდე სპეც. ტექნიკით მუშაობის საშუალება არ მისცა, რის გამოც იძულებულნი გახდნენ 350 მ. სიგრძის სანიაღვრე ქსელი (სიღრმით 2.5-3.5 მ.) ხელით გაეთხარათ, რამაც წაიღო დამატებით 10-11 სამუშაო დღე. შესაბამისად, ისევ მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება. მოპასუხემ, ასევე ნალექიანი და ყინვიანი დღეების გამო სამუშაოების შესრულების შეუძლებლობის გამო არაერთხელ ითხოვა სამუშაოების ვადის გაგრძელება. ამას გარდა, შპს „----ს“ მიერ შესაგებელზე დართული 2----–-–---------------–-- წერილიდან ირკვევა, რომ შპს „----ს“ შესასრულებელი სამუშაოების განხორციელებაში ხელი შეუშალა იმ გარემოებამ, რომ თ-----------------–-- ქუჩაზე მოსაწყობი საგზაო ნიშნებისა და სავალი ნაწილების სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო იყო პროექტის შეთანხმება სატრანსპორტო სამსახურთან და საპატრულო პოლიციასთან, რაც არ იყო შეთანხმებული. ამდენად, ზემოთ აღნიშნული ობიექტური გარემოებების გამო, შპს „----მ“ არაერთხელ მოითხოვა შესასრულებელი სამუშაოებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება. ამ გარემოებების თაობაზე ცნობილი იყო, ასევე მოსარჩელისათვის, ვინაიდან მას შპს „----ს“ მიერ ყოველ ჯერზე წერილობით ეცნობებოდა აღნიშნულის თაობაზე. თუმცა, მათი მხრიდან შპს „----ს“ წერილებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

10.10. პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნას და მიაჩნია, რომ შპს „----ს“ მიერ ვადადარღვევა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებებით და მოსარჩელე მხარეს სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ეკისრებოდა მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება და მისი უფლებებისადმი გულისხმიერების გამოჩენა, რაც მოსარჩელის მხრიდან არ განხორციელებულა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ.თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----მ ყველა წერილი, რაც კი მოპასუხე მხარის მიერ იქნა გაგზავნილი კონტრაგენტის მიმართ, შექმნილი ობიექტური გარემოებების გათვალისწინების თხოვნით, დატოვა აბსოლუტური რეაგირების გარეშე, რაც იმთავითვე ეწინააღმდეგება ერთმანეთის უფლებებისადმი და მოვალეობებისადმი პატივისცემით მოპყრობის სტანდარტს.

 

10.11. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მოპასუხის მიერ სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებას და შპს „----ს“ დააკისრა ვადადარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც ქ. თ---–--- მ----–----–-------ს მ-----ს მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების უფლების გამოყენების - უფლების ბოროტად გამოყენებად შეფასების საფუძველს ქმნის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესს.

 

10.12. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც შეეხება მოპასუხისათვის წუნდებული შესრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრებას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

10.13. მხარეთა შორის 2------–-–-------------------ს გაფორმებული ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველი ან/და მისი უფლებამოსილი პირი აცნობებს მიმწოდებელს შემოწმების შედეგებს დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზების მითითებით. შემსყიდველი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განუსაზღვროს მიმწოდებელს გონივრული ვადა დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით.

 

10.14. სარჩელზე დართული 2----–-–-- 1--------–----------- აქტით დგინდება, რომ წუნდებულად ჩაითვალა თ-----------------–-- ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების ნაწილი - პკ 1----------------------ე მონაკვეთზე მოწყობილი წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონი. ამასთან, ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ, ხარვეზის აღმოფხვრისათვის დამატებითი ვადის მიცემის გარეშე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „----ს“ არ შეესრულებინა წუნდებული ა/ბ-ის საფარის მოფრეზვა და ხელახლა დაგება. მოპასუხისათვის არ იქნა ანაზღაურებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება მისი წუნდების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ხელშეკრულების ზემოთ აღნიშნული პუნქტი, მისი სიტყვასიტყვითი განმარტებით, შემსყიდველს უფლებამოსილებას ანიჭებს საკუთარი შეხედულებისამებრ დაუნიშნოს ან/და არ დაუნიშნოს შემსრულებელს დამატებითი ვადა წუნდებული სამუშაოს გამოსწორებისათვის, თუმცა აღნიშნული პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ შემსყიდველს მიეცეს უპირობო უფლება კეთილსინდისიერების პრიციპის გვერდის ავლით, ყოველგვარი ფაქტობრივი მოცემულობის გაუთვალისწინებლად, თავისი შეხედულებისამებრ დაუნიშნოს ან არ დაუნიშნოს შემსრულებელს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. არამედ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ და ობიექტურად გამოკვლევის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ დამატებითი ვადის მიცემას აზრი არ აქვს ან/და არსებობს სხვა ისეთი ობიექტური გარემოებები, რა დროსაც დამატებით ვადაში წუნის გამოსწორებას აზრი ეკარგება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა რომელიმე ასეთ გარემოებას. ამასთან, მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი 2----–-–-- 2---------ს წერილით დგინება, რომ მოპასუხე გამოთქვამდა მზადყოფნას წუნდებების აღმოსაფხვრელად და ითხოვდა დამატებით ვადას, რაც არ განხორციელდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც მოსარჩელის ქმედება უნდა შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად. რაც საბოლოო ჯამში საფუძველს აცლის მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას.

 

11. გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 2----–-–-- 1--------–--- დათარიღებულ, ქ. თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----სა და შპს „----ს“ შორის შედგა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, სადაც აღნიშნულია, რომ „მიმწოდებლის“ მიერ ქ-------–--–-, თ-----------------–-- ქუჩის კაპიტალურად შეკეთების სამუშაოები ნაწარმოებია 2----–-–----------------ს სახელმწიფო შესყიდვების №1----------- ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამუშაოების შესრულების თარიღია 2----–-–-- 1--------ი და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ (იხ. ტ.1, ს.ფ. 112).შესაბამისად, პალატამ, შეფასება უნდა მისცეს მოცემულ აქტში მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას.

 

11.1. სამოქალაქო კანონმდებლობაში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ვალდებულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, ესენია: ვალდებულების შეწყვეტა ვალის შესრულებით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით, ცალკეულ შემთხვევებში კრედიტორის გარდაცვალებით და იურიდიული პირის ლიკვიდაციით.

 

11.2. სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის შესაბამისად, ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას.

 

11.3. პალატა განმარტავს, რომ ნეგატიური ვალის აღიარება არის შემთხვევა, როდესაც კრედიტორის მოთხოვნის უფლება ისპობა, რადგან იგი მოვალის წინაშე აღიარებს, რომ მისი მოთხოვნა არ არსებობს, ანუ კრედიტორი უარს ამბობს მოთხოვნის არსებობაზე. ნეგატიური ვალის აღიარების დროს სახეზე გვაქვს კრედიტორის მხრიდან აღიარება იმისა, რომ მოთხოვნა არ არსებობს, რაც წყვეტს მასსა და მოვალეს შორის არსებულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას და ახალ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას აღარ წარმოშობს. ნეგატიური ვალის არსებობის აღიარება, სამართლებრივი შედეგების მხრივ, ვალის პატიებას უთანაბრდება და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში ექცევა და იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. ”ვალის პატიება წარმოადგენს კრედიტორის შეპირებას მოვალის წინაშე, რომ მოთხოვნის უფლება არ განახორცელოს (pactum de non petendo). მოვალე არ თავისუფლდება, რამდენადაც ის იძენს მხოლოდ შესაძლებლობას, მოთხოვნის უფლების განხორცელებას შეეპასუხოს. ვალი რჩება შესრულებადი, ხოლო მოთხოვნა აღარ არის მიღწევადი“.

 

11.4. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2----–-–------------–-- მიღება-ჩაბარების აქტში შემსყიდველის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მოპასუხესთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, წარმოადგენს ვალის არარსებობის აღიარებას, რაც ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

12. უნდა დაკმაყოფილდეს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ:

 

12.1. პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“).

 

12.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

 

ამდენად, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილი) გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს.

 

12.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, ადვოკატის ჰონორარი განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების (148 895,37 ლარი) 4%-ის ოდენობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების სახით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 5955 ლარის გადახდა.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

13. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

14. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ.თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

 

4. ქ.თ---–---ს მ----–----–-------ს მ-----ს შპს „----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 5955 ლარის ოდენობით.

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე

 

მოსამართლეები ვანო წიკლაური

 

გოდერძი გიორგიშვილი