განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
130100118002428717
ინსტანცია
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002428717

საქმე №1ბ/541-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მ----ნა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ბ----------------–---–ის

ადვოკატ: ე-–-----–--------ის, ი---------------ის

მსჯავრდებულ: ხ---------–--------ის

მონაწილეობით,გამართლებულ: გ-----–--------ის (მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ის და მსჯავრდებულ ხ---------–--------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-–-----–--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- გამართლებულ გ-----–--------ის დაბადებულის 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, მცხოვრების: ხ-–------------------------–----–--------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; მსჯავრდებულ ხ---------–--------ის დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), მცხოვრების: ხ-–------------------------–----–--------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ-----–--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ---------–--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით გ-----–--------ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–-----------–ს, ხ-–------------------------------–----–----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში გ-----–--------ესა და მის შვილს, - ხ---------–--------ეს შორის არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე წარმოიქმნა კონფლიქტი, რა დროსაც გ------–--------ემ თავის არეში ხელის დარტყმით და თითების გადაგრეხვით ხ---------–--------ეს მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ხ---------–--------ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–-----------–ს, ხ-–------------------------------–----–----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ-----–--------ესა და მის შვილს ხ---------–--------ეს შორის არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე წარმოიქმნა კონფლიქტი, რა დროსაც ხ----------–---------მ მამამისს გ------–--------ეს სხვადასხვა ნივთების დარტყმის გზით თავის არეში და სხეულის სხვა მიდამოებში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2----–-–-----------–ს, ხ-–------------------------------–----–----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ-----–--------ესა და მის შვილს ხ---------–--------ეს შორის არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე წარმოიქმნა კონფლიქტი, რა დროსაც ხ---------–--------ემ მამამისს, - გ-----–--------ეს პლასტმასის ვედროს დარტყმის გზით თავის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ხ---------–--------ის ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით:

 

გ-----–--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ხ---------–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ----------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გ-----–--------ის მიმართ გამოტანილ ზემოაღნიშნულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ გ-----–--------ე დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არ გაიზიარა ხ---------–--------ის ჩვენება, რომელმაც პირდაპირ ამხილა გ-----–--------ე დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო არ დაეყრდნო მოწმეთა მიერ საქმის სასამართლო განხილვისას მიცემულ ჩვენებას და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა მოწმეთა წრე სამედიცინო ექსპერტის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ხ---------–--------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-–-----–--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტების მითითებით, კონკრეტულ შემთხევაში შემთხვევის ადგილზე მისულმა ბ--------–--ემ (პოლიციის თანამშრომელმა) რეაგირების მოხდენის ნაცვლად თავისი მაპროვოცირებელი მოქმედებით, - ,,შენ რა გეტყობა ნაცემისო“ მოახდინა ხ---------–--------ის მდგომარეობიდან გამოყვანა, რომელსაც გატეხილი პლასტმასის ვედრო ეჭირა ხელში მოისროლა, მაგრამ არა დაზარალებულ გ-----–--------ის მიმართულებით, რომელსაც არცკი შეუნიშნავს მისი გადაგდება. ბ--------–--ემ ცრუ პატაკით მოახდინა ხ---------–--------ის პასუხისგებაში მიცემა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი გ-----–--------ის და ხ---------–--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ-----–--------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმ----სად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმ----სი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ხ---------–--------ემ განმარტა, რომ გ-----–--------ე მისი მამაა, და რომ ისინი ცხოვრობენ ერთ მისამართზე - თვითონ შვილთან და დედასთან ერთად - საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ხოლო გ-----–--------ე, რომელსაც ჰყავს სხვა ოჯახი, ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს მეორე სართულზე. მან ისიც აღნიშნა, რომ გ-----–--------ეს ყოფილ მეუღლესთან და იმ შვილებთან, რომლებიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს, აქვს დაპირისპირება საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით, და რომ ეს კონფლიქტი წლებია, გრძელდება. დაზარალებულისავე განმარტებით, 2----–-–-----------–ს იმყოფებოდა თავის სახლში და უყურებდა ტელევიზორს. მოულოდნელად ტელევიზია გაითიშა; მიზეზის გასარკვევად გამოვიდა გარეთ. დაინახა, რომ სატელიტური ანტენის თეფშზე გ-----–--------ე ცდილობდა, დაემაგრებინა კურდღლებისთვის განკუთვნილი ლითონის გალია და მხოლოდ ის უთხრა, რომ ეს გალია არ მიემაგრებინა ანტენაზე, რადგან ტელევიზორის ჩვენებას უშლიდა ხელს. მოულოდნელად გ-----–--------ე გამოიქცა მისკენ, დაეწია სამზარეულოს შესასვლელთან, წააქცია, ერთი ხელი პირზე მიაფარა და მეორე ხელით, რაც შეეძლო, თავში ურტყამდა, ხელიც გადაუგრიხა; ათჯერ მაინც დაარტყა თავში; სახლში არავინ იყო და ვერავინ მიეშველა, ხმა ვერც მეზობლებს გააგონა. დაზარალებულმა ასევე მიუთითა, რომ, ცემის შედეგად ,,გაითიშა“, რის შემდეგაც გ-----–--------ემ გაუშვა ხელი. გონს რომ მოვიდა, მამამისი მისგან მოშორებით იყო, ამით ისარგებლა და შევარდა სახლში, კარიც გადაკეტა; პირველი, რაც მოიფიქრა, დაურეკა თავის დას და უთხრა მომხდარის შესახებ. გ-----–--------ე მობრუნდა უკან და რადგან კარი ჩაკეტილი დახვდა, აიღო იატაკის საწმენდი ხის ჯოხი და კარს ურტყამდა. მალევე მივიდა პოლიცია, როგორც გაირკვა, მათთვის მის დას, - ე-–-----–--------ეს დაურეკავს. გ-----–--------ე ამ დროს ბაღში იყო გადასული. მისივე განმარტებით, ცდილობდა, პოლიციელებისთვის ბ--------–--ისა და გ----------------სთვის აეხსნა მომხდარის შესახებ, რაზეც ბ--------–--ემ უთხრა, რომ მას (დაზარალებულს) ნაცემისა არაფერი ეტყობოდა. პოლიციამ არც იმას მიაქცია ყურადღება, რომ მომხდარის შედეგად ტანსაცმელიც დასვრილი ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში რომ გადაჰყავდა, იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, ვინ და როგორ გამოუცვალა ტანსაცმელი, არ ახსოვს. ნერვიულობის ფონზე გახდა ცუდად, მოგროვდა ხალხი, მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც; მოხდა მისი გადაყვანა საავადმყოფოში, სადაც სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, უთხრეს რომ ნერვიული შეტევა ჰქონდა და გამოუშვეს სახლში. უარესად გახდა, კვლავ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება; მეორე დღესაც ისევ საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რის შემდეგაც, გადაწყვიტა, გორში ჰოსპიტალისთვის მიემართა, რადგან ხაშურის საავადმყოფოში არ მიაქციეს ყურადღება და სათანადოდ არ უმკურნალეს. ჰოსპოტალში ორი-სამი დღე მოუწია დარჩენა, შემდეგ სახლში განაგრძო მკურნალობა. მეორე დღეს, ვიდრე ჰოსპიტალში მოთავსდებოდა, სასწრაფოს ექიმის წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციელმა ბ--------–--ემ თავისი ავტომანქანით მიიყვანა ხაშურის პოლიციის სამმართველოში - სამმართველოს უფროსთან შესახვედრად.

 

მოწმე ე-------–--------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ გ-----–--------ის ყოფილი მეუღლეა და ხ---------–--------ის დედაა. ახსოვს, რომ შემთხვევა მოხდა ორი წლის წინ. იგი თვითმხილველი არ არის, დასაქმებულია და სახლში არ იყო; როგორც შემდეგ გაიგო, გ-----–--------ე ,,მიეჭრა“ ხ-------ს და დაუწყო ლანძღვა-გინება. გააგებინეს მომხდარის შესახებ და როდესაც სახლში დაბრუნდა, სასწრაფო დახვდა ადგილზე - ხ------- საკაცით გამოიყვანეს და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მანვე განმარტა, რომ სახლში მისულს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან ერთად დახვდა პოლიციაც და ხალხიც იყო შეკრებილი. გაიგო, რომ გ-----–--------ემ ,,სასიკვდილოდ“ სცემა ხ-------ს. ადგილზე შეკრებილი მეზობლებიდან რომელმა მიაწოდა ცემის ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოწმე ვერ ასახელებს.

 

მოწმე გ----------------–---–მა განმარტა, რომ რომელიც გ--- და ხ---------–--------ეების მეზობელია, ლ---------ების ოჯახში წლებია, კონფლიქტია, მისივე განმარტებით, იგი 2----–-–-----------–ს მომხდარს არ შესწრებია.

 

მოწმე მ----------ემ, რომელიც ასევე გ--- და ხ---------–--------ეების მეზობელია, განმარტა, რომ სხვა მეზობლებისგან შეიტყო მომხდარი ჩხუბის შესახებ, გაიგო, რომ გ---ს უცემია ხ------- და რომ ხ------- საავადმყოფოში წაიყვანეს. არ ახსოვს, რომელი მეზობლისგან შეიტყო მომხდარის შესახებ. ფაქტს, რომ ლ---------ების ოჯახში დიდი ხანია, კონფლიქტია, ადასტურებს და იმასაც აღნიშნავს, რომ ეს კონფლიქტი და დაძაბულობა გ-----–--------ის გამოწვეულია.

 

იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე ქ-------------–--ემ, რომელიც ასევე ლ---------ების მეზობელია და რომელმაც ასევე სხვა მეზობლებისგან გაიგო მომხდარის შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ გ-----–--------ის პირველ და მეორე ოჯახებს შორის არის უსიამოვნება და კონფლიქტი.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული გ-----–--------ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 9 აპრილით და რომლის მიხედვითაც იგი ცხოვრობს დაბა ს------–----–----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე მეუღლესთან ე-–-------------ესთან და შვილებთან გ--- და მ---- ლ---------ებთან ერთად. იმავე სახლის პირველ სართულზე ცხოვრობენ მისი ყოფილი მეუღლე ე-------–--------ე, შვილი ხ---------–--------ე და შვილიშვილი ც-------------–-ილი, რომლებთანაც მას და მისი ოჯახის წევრებს წლებია უთანხმოება აქვთ საცხოვრებელი სახლის გაყოფასთან დაკავშირებით, რის გამოც ხშირად მოსდით ერთმანეთთან შელაპარაკება.

 

საჯაროდ წაკითხული ჩვენების მიხედვით, გ-----–--------ე ადასტურებს 2----–-–-----------–ს შვილთან მომხდარ კონფლიქტს, თუმცაღა იმისაც აღნიშნავს, რომ მას ხელი ან რამე საგანი ხ---------–--------ისთვის არ დაურტყამს და, შესაბამისად, მისთვის არანაირი დაზიანება არ მიუყენებია.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მ-----------------–ის მიერ გაცემული №---------- დასკვნის მიხედვით, ხ---------–--------ე, 2----–-–-----------–ს მომხდარი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულება შ-------–------------------“-ში მოთავსდა 2----–-–-----------–ს; დაუდგინდა დიაგნოზი - თავის დაუზუსტებელი ტრავმა, ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობა დაუზუსტებელი. ამავე ფაქტთან დაკავშირებით ს--- გ----------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს---------------------–ში მოთავსდა 2016 წლის 9 აპრილს. დაუდგინდა დიაგნოზი - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა; თავის ტვინის შერყევა. სახის, სხეულის და გულმკერდის მიდამოების მრავლობითი დაჟეჟილობა. აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა ბარძაყის მიდამოში და ნაჭდევები მარცხენა მუხლის მიდამოში. დასკვნის მიხედვით, დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ამავე დასკვნის ობიექტური გამოკვლევის მონაცემების მიხედვით, როგორც შ-------–----------------------ს ხაშურის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, ხ---------–--------ე მითითებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა 2016 წლის 8 აპრილს, 18 საათსა და 05 წუთზე. კლინიკური დიაგნოზი: თავის დაუზუსტებელი ტრავმა. ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობა დაუზუსტებელი. ქირურგის ჩანაწერი: ტრავმული დაზიანება კანზე არ აღენიშნება. დიაგნოზი: ქირურგიული პათოლოგია არ აღენიშნება. საავადმყოფოდან გაწერილია 2----–-–-----------–ს. ხ---------–--------ე ს--- გ---------------–---–ი სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს---------------------–ში, რომელიც გორში მდებარეობს, მოთავსდა 2016 წლის 9 აპრილს 16 საათსა და 10 წუთზე. ნეიროქირურგის კონსულტაციით დიაგნოზი: თავის ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. ლოკალურად: ზედა ტუჩის მიდამო შეშუპებულია და მტკივნეული. პალპაციით აღენიშნება მტკივნეულობა კისრის, ზურგის მიდამოში. მარცხენა ბარძაყის მედიალურ ზედაპირის მიდამოში შუა მესამედის დონეზე აღენიშნება კანქვეშა სისხლნაჟღენთი. მარცხენა მუხლის წინა ზედაპირზე აღენიშნება დაჟეჟილობები და ნაჭდევები. საავადმყოფოდან გაწერილია 2016 წლის 11 აპრილს. დასკვნაში იმის შესახებაც არის აღნიშვნა გაკეთებული, რომ გამომძიებელს დადგენილებაში მითითებული აქვს, რომ ს---------------------–იდან გაწერის შემდეგ მკურნალობა აღარ გაუგრძელებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----------------–მა დაადასტურა ხ---------–--------ის მიმართ მის მიერ გაცემული დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა სამედიცინო საბუთების საფუძველზე. ისიც აღნიშნა, რომ, შესაძლოა, თავზე გარეგნულად არ იყოს დაზიანებები, მაგრამ იყოს თავის ტვინის შერყევა, ვინაიდან ,,თავის ტვინის შერყევას გამოვლინება აქვს რეფლექსებში“. ექსპერტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაშიც თავზე არ იყო დაზიანება, მაგრამ მან გაიზიარა სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერები, რადგან ჩათვალა, რომ ეს ჩანაწერები მამტკიცებელი იყო თავის ტვინის შერყევისა. ისიც აღნიშნა, რომ სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერის შემდეგ ხ---------–--------ეს მკურნალობა აღარ გაუგრძელებია.

 

კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ვინაიდან სამედიცინო საბუთებში არ არის აღწერილი სისხლნაჟღენთის და ნაჭდევების მორფოლოგიური სურათი, მათი ხანდაზმულობის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. ასევე აღნიშნულია, რომ დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 08.04.2016წ. თარიღს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–-----მ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ დასკვნა გაიცა სამედიცინო საბუთების საფუძველზე და რომ ხ---------–--------ის პირადად შემოწმება არ მოხდა იმიტომ, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის თავის ტვინის შერყევა ,,ალაგებული“ იქნებოდა; ისიც აღნიშნა, რომ თავის ტვინის შერყევის გადამოწმება სამედიცინო დოკუმენტაციითაც ვერ მოხდებოდა, რადგან ცნობილი იყო, რომ ხ---------–--------ეს მკურნალობა არ გაუგრძელებია. ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის დამნიშნავი პირისაგან ითხოვენ ინფორმაციას - თავის ტვინის შერყევასთან დაკავშირებით აგრძელებს თუ არა შესამოწმებელი პირი მკურნალობას. თუ მიიღებენ პასუხს, რომ მას მკურნალობა არ გაუგრძელებია, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათი (ექსპერტების) სახელმძღვანელო მონაცემები არის ის კონკრეტული დოკუმენტაცია, რაც არის წარდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ პირი აგრძელებს მკურნალობას და ამის შესახებ აქვთ ინფორმაცია, აუცილებლად მიმართავენ გამომძიებელს, რომ წარადგინოს სამედიცინო დოკუმენტაცია მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ. ზოგადად, მკურნალობის გაგრძელება ნიშნავს, რომ პირი იმყოფება ამბულატორიული მკურნალობის ქვეშ ან წევს კლინიკაში. მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ხ---------–--------ეს მკურნალობა არ გაუგრძელებია.

 

სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, ბრალდების მხარის ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გ-----–--------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

დაზარალებულმა ხ---------–--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ მასზე იძალადა მისმა მამამ, - გ-----–--------ემ და მიაყენა დაზიანებები, თუმცა საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზების შედეგად ვერ დადგინდა ხ---------–--------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთის და ნაჭდევების ხანდაზმულობა, ვერ გადამოწმდა თავის ტვინის შერყევასთან დაკავშირებული საკითხი. რაც შეეხება საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ ლ---------ების ოჯახის მეზობლების ჩვნებებს, არცერთი მათგანი ჩვენების მიცემის დროს არ აღნიშნავს, რომ უშუალოდ შეესწრო გ-----–--------ის მიერ ხ---------–--------ის მიმართ ძალადობის ჩადენას, ასევე, თვით დაზარალებულის დედის ე-------–--------ის განმარტებით არ ახსოვს რომელი მეზობლისგან შეიტყო, რომ ხ------- უცემია მამას, - გ-----–--------ეს. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, როგოც ლ---------ების მეზობლების, ისე დაზარალებულის დედის ე-------–--------ის ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ დაზარალებულის მამხილებელი ჩვენება, რომელიც არ არის გამყარებული სხვა უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულებით ვერ დაედება საფუძვლად გ-----–--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ხ---------–--------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-–-----–--------ის სააპელაციო საჩივრსი მოთხოვნას, ხ---------–--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხოდმაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ხ---------–--------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ: მოწმის სახით დაკითხულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ--------–--ემ განმარტა, რომ 2014 წლიდან მუშაობს სურამის პოლიციის განყოფილებაში და იცის, რომ ლ---------ების ოჯახში საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით ხშირია კონფლიქტი. 2----–-–-----------–ს, დაახლოებით 15:00 საათზე 112-დან მიიღეს შეტყობინება მამა-შვილ ლ---------ებს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ. თანამშრომელთან, გ---------------თან ერთად მივიდა შეტყობინებაში აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა დაინახა, რომ ეზოში იმყოფებოდა გ------–--------ე, ხოლო სახლის შესასვლელ კარებთან - ხ---------–--------ე და მამა-შვილი ერთმანეთს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას; ორივე (მამა-შვილი) წამოვიდა მათკენ და სიტუაციის გარკვევა რომ დაიწყეს, მოულოდნელად ხ---------–--------ემ აიღო პლასტმასის ვედრო, რომელიც ეზოში შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს, მათგან დაახლოებით ორ მეტრში იდო, და გ-----–--------ეს დაარტყა თავის არეში. არ ახსოვს, ვედრო მთელი იყო თუ გატეხილი.

 

იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---------------მა. მოწმის განმარტებით, ლ---------ები ერთმანეთში საცხოვრებელ სახლზე დავობენ; მას, როგორც პოლიციელს, უფრო ადრეც ორ-სამჯერ მოუწია ამ დავასთან დაკავშირებით მათთან მისვლა. მოწმისავე განმარტებით ფიზიკურ ძალადობას მოდავე მხარეთა შორის მანამდე ადგილი არ ჰქონია. 2----–-–-----------–ს, მას შემდეგ, რაც ბ--------–--ესთან ერთად მივიდა ადგილზე, ხ------- და გ-----–--------ეები მათი (პოლიციელების) თანდასწრებითაც აყენებდნენ ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოულოდნელად რატომ გადაწყვიტა ხ---------–--------ემ, რომ გ-----–--------ისთვის ვედრო ჩაერტყა თავში, მისთვის უცნობია.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული გ-----–--------ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 2016 წლის 8 აპრილს დღის მეორე ნახევარში იგი (გ-----–--------ე) იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის ეზოში და აკეთებდა საქათმეს, რადგან მისი შვილი ხ---------–--------ე გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ მისი ქათმები აწუხებდნენ. ამ დროს სახლიდან ეზოში გამოვიდა ხ---------–--------ე, რომელმაც დაუწყო ქვების სროლა და თან ეძახდა, ვინ გკითხავ მაგის გაკეთებასო. უპასუხა, რომ საქათმეს იმისთვის აკეთებდა, რომ მის ქათმებს იგი აღარ შეეწუხებინათ. ერთმანეთთან მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა; ხ---------–--------ემ დაიწყო მის (გ--- ლ--------ის) მიერ დარგული ყვავილების მოთხრა; შემდეგ შევიდა სახლში, საიდანაც გამოიტანა იატაკის საწმენდი ჯოხი, მივიდა მასთან და მისი მიმართულებით მოიქნია; თავის დაცვის მიზნით, ჯოხი რომ არ მოხვედროდა, შეეცადა წართმევას, რა დროსაც დაუზიანდა მარჯვენა ხელის ნეკა თითი. აღნიშნული კონფლიქტის დროს, მათთან, სიტუაციის გარკვევის მიზნით, მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მოუწოდეს სიმშვიდისკენ და იკითხეს, თუ რა ხდებოდა. ამ დროს ხ---------–--------ემ აიღო იქვე დადებული შავი ფერის პლასტმასის ვედრო და ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც ვედრო გატყდა, ხოლო მან (გ-----–--------ემ) თავის არეში მიიღო დაზიანება. მას სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს, ვინაიდან დაზიანება უმნიშვნელო იყო და მეუღლის, ე-–-------------ის მიერ გაწეული სამედიცინო დახმარებით შემოიფარგლა.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული გ-----–--------ის მეუღლის ე-–-------------ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმით, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 19 მაისით და რომლითაც დასტურდება გ------–--------ის ყოფილ და ამჟამინდელ ოჯახებს შორის არსებული დავა და კონფლიქტი, რაც უკავშირდება საცხოვრებელი სახლის გაყოფას. ამავე დაკითხვის ოქმში მითითებულია, რომ 2----–-–-----------–ს ე-–-------------ე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამსახურში. საღამოს, როდესაც სახლში დაბრუნდა, მეუღლისგან, გ-----–--------ისგან შეიტყო მომხდარი კონფლიქტის შესახებ - ხ---------–--------ეს იატაკის საწმენდი ჯოხის მარჯვენა ხელზე დარტყმისა და პლასტმასის ვედროს თავში ჩარტყმის შედეგად გ-----–--------ისთვის მიუყენებია დაზიანებები. მან დაუთვალიერა მეუღლეს თავის არე და ნახა, რომ თავზე აღენიშნებოდა მცირეოდენი დაზიანება. დაკითხვის ოქმში აღნიშნულია, რომ მარჯვენა ხელის დაზიანებულ თითთან დაკავშირებით გ-----–--------ემ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.

 

სახდომაზე ასაევე საჯაროდ იქნა წაკითხული გ-----–--------ის შვილის, გ-----–--------ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 21 მაისით, და რომლის მიხედვითაც მოწმე ადასტურებს იგივე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ასახულია მოწმე ე-–-------------ის დაკითხვის ოქმში.

 

ხ----------–---------მ უარყო გ------–--------ისთვის პლასტმასის ვედროს თავში ჩარტყმის ფაქტი და განმარტა, რომ, როდესაც პოლიცია მივიდა ადგილზე, იგი ცდილობდა, მათთვის აეხსნა მომხდარის შესახებ და რადგან ჩათვალა, რომ თავის სიმართლეში ისინი ვერ დაარწმუნა, აიღო იქვე დადებული გატეხილი ვედრო და ინსტიქტურად ისროლა. არც დაუნახავს, მოხვდა თუ არა ვინმეს ეს ვედრო.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მ-----------------–ის მიერ გაცემული №---------- დასკვნის მიხედვით, გ-----–--------ე 2----–-–-----------–ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე პირადად წარდგენილ იქნა 2016 წლის 9 აპრილს. აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხნივ თხემ-საფეთქლის მიდამოში. ნაჭდევი, სისხლჩაქცევა და შეშუპება მარჯვენა ხელის მეხუთე თითის მიდამოში. სამედიცინო გამოკვლევით დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის პოსტტრავმული ართრიტი. 2016 წლის 24 მაისს ექიმის მიერ დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელება. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. თხემ-საფეთქლის მიდამოში არსებული ნაჭდევი ცალკე აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მარჯვენა ხელის მეხუთე თითის მიდამოში არსებული დაზიანება, ტრავმული ართრიტი, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაც. აღნიშნული ექსპერტიზის №--------- დასკვნით არ დადგინდა ტრავმული ართრიტი, ხოლო თხემ-საფეთქლის მიდამოში არსებულ ნაჭდევთან დაკავშირებით, ასევე მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის ძირითადი და შუა ფალანგის შესახსრების უკანა ზედაპირზე არსებულ ნაჭდევთან და ამავე მიდამოში არსებულ სისხლჩაქცევასთან დაკავშირებით იგი არ ეწინააღმდეგება უფრო ადრე გ-----–--------ის მიმართ გაცემულ დასკვნას. აქვე მითითებულია, რომ ეს დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 2----–-–-----------–ის თარიღს.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მ-----------------–მა ექსპერტიზის ორ დასკვნას შორის განსხვავება, რაც უკავშირდება პოსტტრავმულ ართრიტს, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ახსნა იმით, რომ მან პირადად შეამოწმა გ-----–--------ე, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარჯვენა ხელთან დაკავშირებით მკურნალობას განაგრძობდა. შესაბამისად, მან არ დაამთავრა ექსპერტიზა, დაელოდა მკურნალობის დასრულებას. ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ სამედიცინო საბუთებში ყველა დაავადება იწერება, და რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ გ-----–--------ის სახელზე გაცემულ სამედიცინო საბუთებში, რომელთა შესწავლაც მოხდა ექსპერტიზის ფარგლებში, არ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითების ტრავმა მანამდე, ესე იგი, 2----–-–-----------–ამდე ჰქონდა მიღებული შესამოწმებელ პირს. სამედიცინო დოკუმენტაციაში ეწერა პოსტტრავმული ართრიტი, რაც აისახა ექსპერტის დასკვნაშიც.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ექსპერტები ს------------–----- და ზ---------------–-–---–ი, რომელთაც ექსპერტიზის ორ დასკვნას შორის განსხვავება, დაკავშირებული პოსტტრავმულ ართრიტთან, ახსნეს იმით, რომ დამატებით იქნა გამოკვლეული 2011 და 2013 წლის სამედიცინო დოკუმენტაცია გ-----–--------ის სახელზე გაცემული, ამასთან, მოხდა კომპეტენტური პირების ჩართვა საექსპერტო კვლევაში - მოწვეულ იქნენ ორთოპედ-ტრავმატოლოგი და რენტგენოლოგი, და რომ კვლევის შედეგად საბოლოოდ გამოირიცხა პოსტტრავმული ართრიტი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ორთოპედ-ტრავმატოლოგი ლ------------------ და რენტგენოლოგი ი-----–--------–---–ი, რომლთაც სასამართლოს მისცეს განმარტება, მათი კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მეთოდისა და შედეგების შესახებ.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების შედეგად დადგინდა, რომ გ-----–--------ეს თხემ-საფეთქლის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი, ასევე მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის ძირითადი და შუა ფალანგის შესახსრების უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და ამავე მიდამოში სისხლჩაქცევაც; ასევე დადგინდა რომ სხვადასხვა ექსპერტების მიერ გაცემული ორი სხვადასხვა დასკვნა სხეულის ზემომითითებულ დაზიანებათა ნაწილში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ეს დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 2----–-–-----------–ის თარიღს.

 

სააპელაციო პალატა აპელანტის მოსაზრებას არ იზიარებს და შეფასებას აძლევს რა დაზარალებულ გ-----–--------ის ჩვენებას მიიჩნევს, რომ ის სრულ თანხვედრაშია, როგორც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმე პოლიციის თანაშრომელთა - ბ--------–--ის და გ----------------ს ჩვენებებთან, ექსპერტიზის დასკვნებთან, მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტთა ჩვნებებთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ხ---------–--------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოთხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ხ---------–--------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ-----–--------ემ პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ-----–--------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთანავე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ხ---------–--------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ხ---------–--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმ----სად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ის და მსჯავრდებულ ხ---------–--------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-–-----–--------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი გამართლებულ გ-----–--------ის და მსჯავრდებულ ხ---------–--------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ხ---------–--------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-–-----–--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი გამართლებულ გ-----–--------ის და მსჯავრდებულ ხ---------–--------ის მიმართ , დარჩეს უცვლელი.

 

გ-----–--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ-----–--------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ხ---------–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;

 

დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ხ---------–--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულება, - პლასტმასის ვედრო განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი