განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-389-2019 წელი
№820100119002905559
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
28 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ------ თ---------ისა და გ--–- თ---------ის ბრალდების №------------ სისხლის სამარ-თლის საქმე.
გ------ თ---------ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ხ--–----------------------------–---------------–----------------–------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრი-ლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუქტით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 (ორას ოცდათი) საათის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით – 01 (ერთი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახ-ვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
გ--–- თ---------ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ--–----------------------------–---------------–-----------------–------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზოგა-დოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდათი) საათის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით – 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
aRwerilobiTi nawili:
გ------ თ---------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
გ--–- თ---------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას ვიაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გ------ თ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება გამოი-ხატა შემდეგში:
2019 წლის 07 თებერვალს დაახლოებით 23:05 საათზე, ხ--–----------------–----–----------------–---------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ------ თ---------ე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების თან-დასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, რძალს, მ------ მ-------ეს ხელების სხეულის სხვადას-ხვა არეში დარტყმით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზი-კური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
გ--–- თ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 07 თებერვალს დაახლოებით 23:05 საათზე, ხ--–----------------–----–----------------–---------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ--–- თ---------ემ თოფით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს, რძალს, მ------ მ--------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------ თ---------ისა და გ--–- თ---------ის მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ------ თ---------ე არ არის კანონმორჩილი პირი. ის მის ძმასთან, გ--–- თ---------ესთან ერთად, სისტემატიურად, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ამცირებ-და და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას რძალს მ------ მ-------ეს და მის მიმართ ასევე განახორციელა ფიზიკური ძალადობაც, რაც იმას ადასტურებს, რომ გ------ თ---------ე არის დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკილი პირი და მისგან მოსალოდნელია დანაშაუ-ლის ჩადენა. ის არის ალკოჰოლზე დამოკიდებული.
სასამართლომ ასევე არ მიიღო მხედველობაში გ--–- თ---------ისათვის სასჯელის დანიშ-ვნისას მისი პიროვნება, მან დაზარალებულის მიმართ თოფით განახორციელა მუქარა. ზემოაღნიშნული გარემოებები შეიცავს იმის რისკს, რომ მსჯავრდებულებმა განაგრძონ დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. როგორც დაზარალებულმა, ასევე სხვა მოწმეებმა თავიანთ ჩვენებებში განმარტეს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მსგავს ფაქტებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი. მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯე-ლი არ არის მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების პროპორცი-ული და ადეკვატური და დანიშნული სასჯელები ვერ შეამცირებს მსჯავრდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულების გ------ თ---------ისა და გ--–- თ---------ის ქმედებებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია შესაბამისად გ------ თ---------ის ქმედებისათვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუქტით, გ--–- თ---------ის ქმედებისათვის – 111-151-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულების გ------ თ---------ისა და გ--–- თ---------ის მიმართ და-ნიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ მიმართ სასჯელის დანიშვ-ნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვე-ვის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმ-დეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესო-ციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრებულებმა აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები, შეურიგდნენ დაზარალებულს, არ არიან წარსულში ნასამართლევები და გ------ თ---------ისა და გ--–- თ---------ის მიერ ჩადენილი დანა-შაულების სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვა-ლისწინებით თითოეულს ჩადენილი დანაშაულისათვის დაუნიშნა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელები სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულების პიროვნებებს და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნუ-ლი სასჯელების ნაწილში მსჯავრდებულთათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძ-ველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი გ------ თ---------ისა და გ--–- თ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ------ თ---------ისა და გ--–- თ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვ-ლელი:
გ------ თ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 260 (ორას სამოცი) საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამი-სად, გ------ თ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმ-რობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 08 თებერვლიდან 2019 წლის 13 თებერვლის ჩათვ-ლით (6 დღე) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოები-სათვის სასარგებლო შრომა 230 (ორას ოცდათი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით – 01 (ერთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახ-ვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
გ--–- თ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამი-სად, გ------ თ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმ-რობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 08 თებერვლიდან 2019 წლის 13 თებერვლის ჩათვ-ლით (6 დღე) და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სა-ზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით – 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახ-ვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
გაუქმდეს მსჯავრდებულების გ------ თ---------ის და გ--–- თ---------ის მიმართ შერ-ჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას ყადაღა გ------ თ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობის გირაოს უზრუნველსაყოფად და გ--–- თ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიე-ბის – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის გირაოს უზრუნველსაყოფად (ჯამში 8 000 ათასი ლარის ღირებულების ნაწილში) გ------- თ---------ის (პ/ნ 6----------) და უ---- თ---------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ხელვა-ჩაურის რაიონის სოფელ ქვედა ჯოჭოში (დაზუსტებული ფართობი –--------, ს/კ –-------------) 8 000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილზე.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებ-ლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ნივთმტკიცება – დანაშაულის ჩადენის იარაღი, „И------“ მოდელის №------ სანადი-რო თოფი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე უსასყიდლოდ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ერთი ცალი DVD დისკი, დაერთოს საქმეს, სს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili