განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2018
საქმის ნომერი
330210014469749
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5128-17 24 დეკემბერი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: გელა ქირია

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი – ც---–--–----- (ი-------------–---–-ს უფლებამონაცვლე);

წარმომადგენელი – ი-----–- ც------–---;

 

მოწინააღმდეგე მხარეები – ი-----–- ფ---–---–--ა, ი-----–- ქ-------ე;

წარმომადგენელი – ი----- ჯ----–--- (ი-----–- ქ-------ის წარმომადგენელი);

 

დავის საგანი _ გავრცელებული ცნობების უარყოფა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ი----- ვ------–---–ის უფლებამონაცვლე ც---–--–-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. 2014 წლის 25 თებერვალს, პრესკლუბ ,,პრაიმტაიმის“ სტუდიაში ჩატარდა პრეს- კონფერენცია, სადაც არასამეწარმეო (არაკომერციული) ი-----დიული პირის - ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წევრებმა _ ი-----–- ქ-------ემ და ი-----–- ფ---–---–--ამ განაცხადეს შემდეგი:

 

ი----- ვ------–---–ს თავის დროზე ჩამოყალიბებული ჰქონდა კარგად ორგანიზებული ყაჩაღური დაჯგუფება, რომლითაც იგი ჩადიოდა სხვადასხვა დანაშაულს; 70-80-იან წლებში მოქმედი აღნიშნული ყაჩაღური დაჯგუფების ლიდერი გახლდათ თავად ი----- ვ------–---–ი და ეს დაჯგუფება რესპუბლიკის მასშტაბით ჩადიოდა ყველაზე მძიმე და უსასტიკეს დანაშულებს; იმავე წლის 03 მარტს, იმავე ავტორების ანალოგი----- განცხადება დაიბეჭდა გაზეთ ,,პრაიმტაიმში“, სათაურით - ,,შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები გამოძიებას ი----- ვ------–---–ის საქმიანობის შესწავლას სთხოვენ.“ პრესკონფერენციაზე და გაზეთში მოპასუხეებმა განაცხადეს, რომ ი----- ვ------–---–ი არის ყაჩაღური დანაშაულის ჩადენისა და ყაჩაღური დაჯგუფების ჩამოყალიბებისთვის ძებნილი; იგი მონაწილეობდა, 1979 წლის 5 სექტემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფ. ხ-------სში მდებარე ქ---–---–--ის ოჯახის დაყაჩაღებაში; ი----- ვ------–---–ს სურდა ქურდობა, თუმცა სწორედ ქ---–---–--ის საქმის გამო ვერ მიაღწია აღნიშნულს; ი----- ვ------–---–ი ეწევა ციხეებიდან დეზინფორმაციის გავრცელებას ფართო საზოგადოებისთვის, რისთვისაც იგი იყენებს ინფორმატორებსა და კრიმინალური დაჯგუფებების ლიდერებს, რომლებიც ამჟამად სასჯელს იხდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ის გახლავთ კრიმინალების გააქტიურების მიზეზი; მოპასუხეების განცხადებით, გეგუთის კოლონიაში, ი----- ვ------–---–ის მითითებით არის დაწყებული პროცესები, რომელიც კრიმინალურ სამყაროს სურდა, რომ გადაზრდილიყო უმართავ პროცესებში. მის მიერ წამოწეული იქნა კრიმინალი, რომელიც წლების განმავლობაში შსს-ს ინფორმატორი იყო; სწორედ ამ კრიმინალმა დაიწყო არეულობა და მოახდინა პატიმრების პროვოცირება. აქედან კიდევ ერთხელ მტკიცდება ის ძაფი, რომელიც აკავშირებს ამ ადამიანს ციხეში მჯდომ პატიმრებთან და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე კანონიერ ქურდებთან: ვ------–---–ის ადვოკატი იყო შესული ამ კრიმინალებთან და შეადგინა გამოკითხვის ოქმი, რომელშიც მოყვანილია ყალბი ფაქტები, რასაც ადგილი არ ჰქონია.

 

მოპასუხეებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ისინი დაადასტურებდნენ ი----- ვ------–---–ის აქტიურ კავშირებს კრიმინალურ სამყაროსთან და რომ ის არის ერთ- ერთი ლიდერი; მოპასუხეებმა გამოსვლაში აღნიშნეს, რომ ისინი გამოაქვეყნებდნენ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ როგორ ახდენს ი----- ვ------–---–ი ფსიქოტროპული საშუალებების კონტრაბანდას საქართველოში; ისინი ზუსტად შეძლებდნენ მიეთითებინათ, თუ ვის და როგორ გადმოაქვს ახალგორიდან, სოფ. ყარაფილადან ფსიქოტროპული წამლები და რომ იგი ახდენს აღნიშნული წამლების ფარულ რეალიზაციას მის კუთვნილ სააფთიაქო ქსელში. ვ------–---–ის მანქანის გაჩერებას ვერ ბედავენ, რადგან იგი შვილმკვდარი მამაა და მანქანაში ფსიქოტროპული წამლებით გატენილი ჩანთა უდევს. მოპასუხეებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მანქანა, რომლითაც ი----- ვ------–---–ი გადაადგილდებოდა, მოპარული იყო (იხ. სტატია, ტ. 1, ს.ფ. 215-216; შპს ,,პრაიმტაიმის“ წერილი, ტ. 1, ს.ფ. 265; მოსარჩელის ახსნა- განმარტება, ტ. 2, ს.ფ. 15-19; აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 21; 130-134, აუდიოჩანაწერი, ს.ფ. 144);

 

2.3. ი----- ვ------–---–ის არამართლზომიერი ქმედებების შესახებ, მოპასუხეებს ინფორმაცია მიაწოდა მათ ოფისში მისულმა ფიზიკურმა პირმა, მიღებული ინფორმაცია გადამოწმდა მოპასუხეების და ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ სხვა თანამშრომლების მიერ:

 

მოწმე ზ---- ჭ---ს ჩვენებით, იგი 24 წელია პოლიციაში მუშაობს. ბოლო 3 წელი იყო ქალაქის კრიმინალური პოლიციის უფრო--, ხოლო 2012 წელს გავიდა პენსიაზე; ამჟამად არის ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წევრი. ეს ორგანიზაცია არის მსოფლიო პოლიციის ასოციაციის წევრი. მოწმის ჩვენებით, ერთი წლის წინ, მათთან ოფისში გამოცხადდა პიროვნება, რომელმაც ლიგის თანამშრომელს - ა-–---------- გ-------ს გადასცა განაჩენები ყაზბეგის რაიონის სოფ. ხ-------სში, ქ---–---–--ის ოჯახის დაყაჩაღების შესახებ. ამ განაჩენებში ფიგურირებდა ი----- ვ------–---–ის გვარიც. ლიგის წევრებმა გადაწყვიტეს, გადაემოწმებინათ მოწოდებული ინფორმაცია, რა მიზნითაც ისინი გაემგზავრნენ ყაზბეგის რაიონში, რათა მოეძებნათ ვინმე, ვისაც შეიძლებოდა ხსომებოდა რაიმე აღნიშნული დაყაჩაღების შესახებ. ასეთი აღმოჩნდა ლ---------- ჩ--------–-, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ქ---–---–--ის ოჯახზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის გამოძიებაში. მან დეტალურად გაიხსენა აღნიშნული დაყაჩაღების საქმე და ლიგის წევრებს მოუყვა, რომ ყაჩაღური დაჯგუფება შედგებოდა 5 წევრისაგან, მათ შორის ერთ-ერთი იყო ი----- ვ------–---–ი. დაზარალებული ქ---–---–--ის ოჯახი (ხანშიშესული ცოლ-ქმარი) ცხოვრობდა სოფ. ხ-------სში, სოფ. გორისციხის ახლოს. ოჯახის უფრო-- სოციალისტური შრომის გმირი იყო. ყაჩაღური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი - ჩოჩიშვილი იყო მათი მეზობელი, რომელმაც დაჯგუფების დანარჩენ წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ოდენობის ფულს და ძვირფასეულობას ინახავდნენ დაზარალებულები სახლში. ი----- ვ------–---–ი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ყაჩაღურ თავდასხმაში; იგი შემდგომში მიიმალა, ხოლო დაჯგუფების დანარჩენი წევრები კი დააკავეს და მათ სხვადასხვა ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა (იხ. მოწმის ჩვენება, აუდიოჩანაწერი, ტ. 2, ს.ფ. 25.31);

 

მოწმე ა-–---------- გ-------ს ჩვენებით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა პოლიციის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო ამჟამად არის ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ ოფის-მენეჯერი. მოწმემ განაცხადა, რომ 2014 წლის თებერვლის თვეში, მათთან ოფისში გამოცხადდა მოქალაქე, რომელიც ეძებდა ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ ოფისს. აღნიშნულმა პიროვნებამ ა-–---------- გ-------ს გადასცა კონვერტში ჩადებული, სასამართლოს განჩინება და განაჩენი, რომლებშიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად ფიგურირებდა ი----- ვ------–---–ი. გაეცნო რა ა-–---------- გ------- სასამართლოს განაჩენსა და განჩინებას, მან აღნიშნულის შესახებ აცნობა დანარჩენ თანამშრომლებს, რის შემდეგაც ლიგის წევრების მიერ დაიგეგმა, დეტალურად გადამოწმებულიყო სასამართლო განაჩენში მითითებული ფაქტები. ამ მიზნით, ა-–---------- გ------- ჩავიდა კასპში და შეხვდა ერთ-ერთ ყოფილ, საიდუმლო თანამშრომელს, რომელსაც სთხოვა, გაეხსენებინა რაიმე ი----- ვ------–---–ის შესახებ. ყოფილმა საიდუმლო თანამშრომელმა ა-–---------- გ-------ს განუცხადა, რომ ი----- ვ------–---–ს ნამდვილად ქონდა დანაშაულებრივი წარსული და კრიმინალურ წრეებში იგი, „ო-- ი-----ს“ ზედმეტსახელით იყო ცნობილი; ი----- ვ------–---–ი 80-90-იან წლებში ჩადიოდა სხვადასხვა დანაშაულს კასპის რაიონში, კერძოდ, სოფ. საკორინთოში, მან და მისმა ხალხმა დააყაჩაღეს მეფუტკრე ბ---------ების ოჯახი. იმავე წყაროს ინფორმაციით, ვ------–---–ი, ასევე ეწეოდა წამლების კონტრაბანდას (იხ. მოწმის ახსნა-განმარტება, აუდიოჩანაწერი, ტ. 2, ს.ფ. 31-32.);

 

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წევრებთან საუბრისას, ყაზბეგის რაიონში მცხოვრები ლ---------- ჩ--------–- (ყოფილი გამომძიებელი) დაწვრილებით აღწერს პირთა ჯგუფის მიერ ქ---–---–--ის ოჯახის დაყაჩაღების გარემოებებს და მისი გამოძიების დეტალებს. ლ---------- ჩ--------–-ს განმარტებით, დააყაჩაღეს მოხუცი ცოლ-ქმარი, მათ მიმართ ძალადობას ქონდა ადგილი, წაიღეს დიდი ოდენობით ობლიგაციები, რუსული რუბლი და ძვირფასეულობა; საქმე იყო რეზონანსული. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულ პირთა შორის იყო ი----- ვ------–---–იც, რომელიც მიიმალა და მის მიმართ, ყოფილი გამომძიებლის განმარტებით, სავარაუდოდ საქმე იქნა გამოყოფილი. მისივე განმარტებით, კარგად ახსოვს ი----- ვ------–---–ის ნაქირავებ ბინაში ჩხრეკის ჩატარება და გარკვეული ნივთების წამოღება (იხ. ვიდეოჩანაწერი, დისკი, ტ. 1, ს.ფ. 197; მოპასუხის ახსნა- განმარტება);

 

2.4. მოპასუხეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ყაზბეგის რაიონის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 28 მაისის განაჩენის თანახმად, ი----- ვ------–---–ი, სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდა 1979 წლის 5 სექტემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფ. ხ-------სში მდებარე ქ---–---–--ის ოჯახის დაყაჩაღებაში; თუმცა განსხვავებით განაჩენის აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილის შინაარსისგან, მის სარეზოლუციო ნაწილში ი----- ვ------–---–ის დამნაშავედ ცნობაზე მითითებული არ არის. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს უმაღლეს სასამართლოში, რომლის 1981 წლის 23 ივნისის განჩინებით, იგი დარჩა უცვლელად (იხ. საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1981 წლის 23 ივნისის განჩინება, ტ. 1, ს.ფ. 67-87; ყაზბეგის რაიონის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 28 მაისის განაჩენი, ტ. 1, ს.ფ. 88-102; მოპასუხის ახსნა-განმარტება, ტ. 2, ს.ფ. 6; აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 21; 135-141; აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 144);

 

2.5. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია ი----- ვ------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან ძებნის გამოცხადების შესახებ (იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 18 აპრილის წერილი, ტ. 1, ს.ფ. 272);

 

2.6. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ი----- ვ------–---–ის შვილი იყო ზ------ ვ------–---–ი (დაბ. 1984 წელს), რომელიც 2006 წლის 02 მაისს, თბილისში, ე.წ. დინამოს კორტებთან, სამართალდამცავთა მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს, მასთან ერთად მყოფ სხვა პირთან ერთად იქნა ლიკვიდირებული;

 

2.7. ი----- ვ------–---–ი, 2006 წლიდან მოყოლებული ცდილობდა დაედგინა, თუ რა მოხდა სინამდვილეში დინამოს კორტებთან და ვინ იყო ბრალეული მისი შვილის სიკვდილში. ამ მიზნით, წლების განმავლობაში, ის მიმართავდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს თუ დაწესებულებას, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისი ინტერვიუები ქვეყნდებოდა ბეჭდვით თუ ინტერნეტ მედიაში, ის მონაწილეობდა სატელევიზიო გადაცემებში, რა დროსაც, უმეტესწილად ითხოვდა იმ სამართალდამცავთა (მათ შორის _ მოპასუხეების) დასჯას, რომლებიც მონაწილეობდნენ დინამოს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში. ასეთი ინტერვიუებისას და სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობისას, ი----- ვ------–---–ი ამ პირებს უწოდებდა მკვლელებს, ყაჩაღებს, ნაძირლებს, გარეწრებს, ი-----–- ფ---–---–--ას ბრალს დებდა კრიმინალებთან ერთად ხალხის დაყაჩაღებასა და მოტაცებაში, ეჭვქვეშ აყენებდა ი-----–- ფ---–---–--ას ოჯახის წევრთა საქმიანობის კანონიერებას. ი----- ვ------–---–მა ჩამოაყალიბა ა(ა)იპ მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე“ (იხ. 2010-2014 წლის ინტერვიუები, ტ. 1, ს.ფ. 106-184; მოძრაობის წესდება; ტ. 1, ს.ფ. 185-190; ამონაწერი რეესტრიდან, ტ. 1, ს.ფ. 191; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

2.8. მოსარჩელე ი----- ვ------–---–ი წარმოადგენდა საჯარო პირს, რომელიც დაახლოებით 9 წლის განმავლობაში ხშირად იყო სხვადასხვა მედია-საშუალების ჟურნალისტების რესპოდენტი, მონაწილეობდა საზოგადოებრივ აქტივობებში, ჩამოაყალიბა მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე“, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება; ინტერვიუები);

 

2.9. 2015 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა მოსარჩელე ი----- ვ------–---–ი. შეჩერდა საქმის წარმოება მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, საქმეზე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი მეუღლე, მემკვიდრე - ც---–--–-----. მოსარჩელე მხარის უფლებამონაცვლემ უარი განაცხადა მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე - მოპასუხეებისთვის, ცილისმწამებლური ცნობების გავრცელებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 (თითოეულისათვის _ 50 000 – 50 000 ლარი) ლარის დაკისრების შესახებ, ვინაიდან ი----- ვ------–---–ი, უშუალოდ ის პირი, ვისაც გავრცელებული ცნობებით ზიანი მიადგა, გარდაიცვალა (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ტ. 2, ს.ფ. 53; სასამართლო განჩინება, ტ. 2, ს.ფ. 61-63; სასამართლოს მთავარი სხდომის 2016 წლის 28 ოქტომბრის სხდომის ოქმი, ტ. 2, ს.ფ. 128);

 

2.10. მოპასუხე მხარის მიერ, 2014 წლის 03 მარტს, გაზეთ ,,პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიაში და ამავე სახელწოდების პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაში გაჟღერებული განცხადებები წარმოადგენს მოპასუხეთა პირად მოსაზრებებს, განცხადებებს, დასკვნებს იმ ინფორმაციის შესახებ, რაც მათთვის იქნა მიწოდებული (განაჩენის, განჩინების სახით; ყოფილი გამომძიებლის მიერ; კონფიდენციალური წყაროების მიერ) და არა - ფაქტებს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, ისინი მოქმედებდნენ თავიანთი და არა - „ლიგის“ სახელით. მოპასუხეთა მხრიდან საზოგადოებისთვის ამ განცხადებების მიწოდებას წინ უძღოდა სხვადასხვა ინტერვიუებსა თუ საჯარო გამოსვლებში, თავად მოსარჩელის მხრიდან მათ მიმართ ბრალდებების და სხვა მწვავე განცხადებების გავრცელება. გარკვეულწილად, მოპასუხეთა დაინტერესება მათთვის მიწოდებული ინფორმაციით განპირობებული იყო ი----- ვ------–---–ის მხრიდან მათ მიმართ გავრცელებული განცხადებებით და წარმოადგენდა მასზე მოპასუხეთა ერთგვარ საპასუხო რეაქციას (იხ. საქმის მასალები);

 

2.11. არ დადგინდა, რომ მოპასუხეთა მხრიდან, 2014 წლის 03 მარტს, ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში და ამავე დასახელების გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში, გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენდა მათი მხრიდან ფაქტების მტკიცებას და მეტიც, რომ ასეთი ქმედება მათ განზრახ ან აშკარა და უხეში დაუდევრობით ჩაიდინეს. ასევე, არ დადგინდა აღნიშნული ქმედებით, მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება. შესაბამისად, მოპასუხეებს - ი-----–- ფ---–---–--ასა და ი-----–- ქ-------ეს, სადავო განცხადებების გავრცელებისას არ დაურღვევიათ ი----- ვ------–---–ის პირადი არაქონებრივი უფლებები (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები; საქმის მასალები).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.

 

იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის პატივისა და ღირსების შესაბამისი დაცვა, უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებანი: 1. პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა; 2. პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელება; 3. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა სამივე მითითებული გარემოება.

 

მნიშვნელოვანია, რომ ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონმა მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელე მხარეს დააკისრა.

 

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-19 მუხლის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს აქვს აზრისა და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა”. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ,,ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. მნიშვნელოვანია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.

 

საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ,,ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...’’. აღნიშნული პუნქტი მიუთითებს ,,სხვათა რეპუტაციაზე’’, რასაც აშკარად იცავს პაქტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი.

 

აღნიშნული ვითარება წარმოშობს კლასიკურ კონფლიქტს ადამიანის უფლებების (გამოხატვის თავისუფლებას) და პიროვნების დაცვას შორის. მითითებულ ნორმათა შედარებიდან იკვეთება საერთაშორისო პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, უზრუნველყონ საკანონმდებლო დაცვა არასწორი მტკიცებებით პატივისა და რეპუტაციის ხელყოფის წინააღმდეგ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. ამავე ნორმატიული აქტის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში ,,ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია ... სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად...’’.

 

”სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო; ის განცხადება, რომელიც არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი, მოხმობილი მუხლის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით, არის ცილისწამება.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს ... გ) ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას ...’’.

 

”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება ცილისწამებას (,,ა’’ ქვეპუნქტი), პირისპირ შეურაცხყოფას (,,გ’’ ქვეპუნქტი) და სხვ.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

მოხმობილი კანონის პირველი მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ამავე მუხლის „ფ” ქვეპუნქტის თანახმად, აბსოლუტური პრივილეგია ნიშნავს

 

კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას:

 

ამავე კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სადავოდ გამხდარი განცხადებები, ინფორმაცია გაავრცელეს სტატიის გამოქვეყნებითა და პრესკონფერენციის გამართვით.

 

საქმის მასალებიდან გამომდინარე, ასევე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სტატიით და პრესკონფერენციის გამართვით, მოპასუხეებმა მოსარჩელის მიმართ გაავრცელეს თავიანთი მოსაზრებები, შეფასებები და დასკვნები, მოსარჩელის კრიმინალური წარსულისა და საქმიანობის შესახებ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხეთა განცხადებები ჩაითვლებოდა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებად, ასეთ ვითარებაშიც, დადასტურებული იქნებოდა მოპასუხეებისთვის წყაროს მიერ ინფორმაციის და შესაბამისი მტკიცებულების (განაჩენის და სხვ.) მიწოდების ფაქტი, ასევე მოპასუხეთა მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ყაზბეგში და კასპში გადამოწმების ფაქტი (ყოფილ გამომძიებელთან და სხვ. ინფორმაციის გადამოწმებით). ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა მოპასუხეებისთვის მიწოდებული და შემდგომ გავრცელებული ფაქტების მცდარობა, რაც მოსარჩელის მხრიდან არ განხორციელებულა.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების (თავისუფლებების) შეზღუდვის საწინააღმდეგოდ (მე-2 პუნქტი). აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას, ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ (მე-5 პუნქტი).

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირია ის პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება და სხვ.

 

ამავე ნორმატიული აქტის მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო პირის მიმართ ”დასაშვები კრიტიკის” ფარგლები მეტად ფართოა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საჯარო პირის მიმართ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების (ცილისწამების) გავრცელების ფაქტი სადავო არ არის, საჯარო პირმა სასამართლოში უნდა დაამტკიცოს, რომ გავრცელებული განცხადებით (ცილისწამებით) მას ზიანი მიადგა და გაცხადებული ფაქტის მცდარობა გამავრცელებლისათვის (მოპასუხისათვის) წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ საქმეზე (Lingens v. Austria, 1986) განაცხადა: „შეფასების მტკიცება შეუძლებელია, ფაქტები მტკიცებადია”.

 

დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცული უნდა იქნას ამა თუ იმ პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით, არ არსებობს მოპასუხეებისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საჭიროება.

 

კონვენციის მე-10 მუხლით, დადგენილია, რომ გამოხატვის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის და მისი შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს ისევ და ისევ დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახული კანონიერი მიზნის მისაღწევად. ამასთან, უნდა არსებობდეს სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ ღირებულებებს შორის. კერძოდ, ერთ შემთხვევაში, ჩვენს წინაშეა გამოხატვის თავისუფლების უფლება, ხოლო მეორე შემთხვევაში - სხვა პირთა უფლებები და ინტერესები.

 

უნდა აღინიშნოს, რომ პრესისა თუ ტელევიზიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია შესაძლებელია შეიცავდეს სხვა პირთა უფლებების და მათი რეპუტაციის შელახვის რისკს. გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელი, მაგრამ არ არსებობდეს ამ უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი (და არა _ ერთადერთი) ისეთი აუცილებელი წინაპირობა, რაც დაცულია განსახილველი კონვენციის მე-10 მუხლით, კერძოდ, ამ უფლების შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახული კანონიერი მიზნის მისაღწევად.

სასამართლოს მიხედულებით, „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“, _ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განხილულ იქნეს „დასაშვები კრიტიკის“ კონტექსტში. ამ საკითხის გარკვევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ მიზანს, რასაც ისახავდა სტატია: სტატიით გავრცელებული ინფორმაცია და იდეები თუ რამდენად ითვალისწინებდა ფართო საზოგადოებისთვის აუცილებელი, საჭირბოროტო საკითხების გაცნობასა და მიწოდებას და რამდენად არსებობდა საზოგადოებისათვის ამ ინფორმაციის მიღების აუცილებლობა. სამართლიანი ბალანსის სწორად განსაზღვრისათვის მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ გამოთქმული კრიტიკა საზოგადოებრივი ინტერესების საკითხს რამდენად ეხებოდა და აღნიშნულთან მიმართებაში პრესის მიერ თავისი თავისუფლების გამოხატვის უფლების განხორციელებაში, საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო თუ არა სადავო გამონათქვამების გავრცელება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა და დაასაბუთა თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოპასუხე მხარემ კი დაასაბუთა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა ი----- ვ------–---–ის უფლებამონაცვლე ც---–--–-----ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 3.2.1. ოუნქტში მოყვანილი ფაქტობრივი გარმეოებები არ იქნა დადგენილი კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებებით. მოპასუხეებმა პრესკომფერენციაზე განაცხადეს, რომ დაადასტურებდნენ განცხადებულ გარემოებას და გამოაქვეყნებდნენ მტკიცებულებებს, თუმცა მოპასუხეებმა მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლეს, რის გამოც აღნიშნული გარემოებების გამოყენება უსაფუძვლოა და კანონს ეწინააღმდეგება. ამ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც არ არის დადასტურებული კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით. არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც ადასტურებს ი----- ვ------–---–ის დანაშაულს, უფრო მეტიც საქმეში არსებობს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ი-------------–---–-ს მიმართ არც ძებნა ყოფილა გამოცხადებული და არც სისხლის სამართლის საქმე ყოფილა აღძრული.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტში აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია ყაზბეგის რაიონის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 28 მაისის განაჩენი, სადაც ნახსენები იყო ი-------------–---–-, თუმცა განაჩენის აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილში ი-------------–---–- დამნაშავედ ცნობაზე მითითებული არ არის. შესაბამისად, დაუშვებელია ასეთი მტკიცებულების პირის წინააღმდეგ გამოყენება.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.9. პუნქტში არასწორად მიუთითა, რომ 2014 წლის 3 მარტს გაზეთში და პრესკონფერენციაზე გაჟღერებული განცხადებები წარმოადგენს მოპასუხეთა პირად მოსაზრებას და არა ფაქტებს და რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას ისინი მოქმედებდნენ თავიანთი სახელით. სასამართლოს ასეთი მსჯელობა აპელანტის შეფასებით უკანონოა. აპელანტი მიუთითებს წინადადებათა წყობაზე და აღნიშნავს: 1. „ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მე ვფიქრობ (ჩემი აზრია), რომ ეს პიროვნება დამნაშავეა“, 2. „ეს პიროვნება მკვლელია, მე მაქვს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება“. აპელანტის მითითებით, პირველ წინადადებაში მოქალაქე გამოხატავს აზრს, მოსაზრებას გარკვეული (არსებული) ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო მეორე წინადადებაში მოქალაქე აცხადებს ფაქტს. პირველ შემთხვევაში ჩვენ ვერ მოვითხოვთ მოსაზრების დამტკიცებას, ხოლო მეორე შემთხვევასი განმცხადებელი ვალდებულია ადასტუროს ფაქტი.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.10. პუნქტში ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე დაასკვნა, რომ დარღვევა არ დადგინდა. გარემოებების, ფაქტების და მტკიცებულებების სწორი ანალიზია შემთხვევაში სასამართლო ასეთ დასკვნამდე და ფაქტობრივ გარემოებებამდე ვერ მივიდოდა. საქმეში არსებული მასალები პირდაპირ ადგენენ მოპასუხეების მხრიდან დაუდასტურებელ ფაქტებზე საუბარს, მათ ქმედებაში განზრახვას და ი-------------–---–-ს პირად არაქონებრივი უფლებების დარღვევას.

 

3.4. სასამართლომ არასწორად განმარტა გადაწყვეტილებაში მითთებული სამართლებრივი ნორმები, გამომდინარე იქიდან რომ არასწორად შეაფასა და გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მასალები. მოპასუხე ამტკიცებდა ფაქტებად, რომ მოსარჩელე დამნაშავეა (ჩადენილი აქვს დანაშაული) და იმყოფებოდა ძებნაში. მოპასუხემ წარმოადგინა შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ცნობა სადაც აღნიშნულია, რომ ი-------------–---–-ს მიმართ სისხლის სამართლის აღძვრისა და ძებნის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. აღნიშნული ცნობით გაქარწყლდა მხარის მიერ წინასწარი განზრახვით, ფაქტების სახით გავრცელებული ინფორმაცია. გარდა ამისა მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი განაჩენი ი----- ვ------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ. აღნიშნული კი, აპელანტის მითითებით, პირდაპირ ადასტურებს ცილისწამების ფაქტს, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევას, ადამიანის პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა. მოსარჩელის მითითებით, ი----- ვ----------–ის მიმართ უსაფუძვლოდ გავრცელდა პატივისა და ღირსების შემლახავი, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი სახელის გამტეხი განცხადება.

 

დადგენილია, რომ ი-------------–---–- წარმოადგენდა საჯარო პირს, რომელიც დაახლოებით 9 წლის განმავლობაში ხშირად იყო სხვადასხვა მედია-საშუალების ჟურნალისტების რესპოდენტი, მონაწილეობდა საზოგადოებრივ აქტივობებში, ჩამოაყალიბა მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე“, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ასევე დადგენილია, რომ ი----- ვ------–---–ი იყო ზ------ ვ------–---–ის მამა, რომელიც 2006 წლის 02 მაისს, თბილისში, ე.წ. დინამოს კორტებთან, სამართალდამცავთა მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს, მასთან ერთად მყოფ სხვა პირთან ერთად იქნა ლიკვიდირებული.

 

ი-------------–---–-, წლების განმავლობაში ცდილობდა რა დაედგინა თუ ვინ იყო ბრალეული მისი შვილის გარდაცვალებაში (ჩატარებული სპეცოპერაციის დროს) იგი ამ მიზნით, მიმართავდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს თუ დაწესებულებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისი ინტერვიუები ქვეყნდებოდა ბეჭდვით თუ ინტერნეტ მედიაში, ის მონაწილეობდა სატელევიზიო გადაცემებში, რა დროსაც, უმეტესწილად ითხოვდა იმ სამართალდამცავთა (მათ შორის - მოპასუხეების) დასჯას, რომლებიც მონაწილეობდნენ დინამოს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში. ინტერვიუებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში ი----- ვ------–---–ი მოპასუხეებს უწოდებდა მკვლელებს, ყაჩაღებს, ნაძირლებს, გარეწრებს, ი-----–- ფ---–---–--ას ბრალს დებდა კრიმინალებთან ერთად ხალხის დაყაჩაღებასა და გატაცებაში, ეჭვქვეშ აყენებდა ი-----–- ფ---–---–--ას ოჯახის წევრთა საქმიანობის კანონიერებას (იხ. 2010-2014 წლის ინტერვიუები, ტ. 1, ს.ფ. 106-184).

 

4.2. 2014 წლის 25 თებერვალს, პრესკლუბ „პრაიმტაიმის“ სტუდიაში ჩატარებულ პრეს- კონფერენციაზე, ა(ა)იპ „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წევრებმა - ი-----–- ქ-------ემ და ი-----–- ფ---–---–--ამ გააკეთეს შემდეგი შინაარსის განცხადება: „ი----- ვ------–---–ს თავის დროზე ჩამოყალიბებული ჰქონდა კარგად ორგანიზებული ყაჩაღური დაჯგუფება, რომლითაც იგი ჩადიოდა სხვადასხვა დანაშაულს. 70-80-იან წლებში მოქმედი აღნიშნული ყაჩაღური დაჯგუფების ლიდერი გახლდათ თავად ი----- ვ------–---–ი და ეს დაჯგუფება რესპუბლიკის მასშტაბით ჩადიოდა ყველაზე მძიმე და უსასტიკეს დანაშულებს.

 

2014 წლის 03 მარტს, ანალოგი----- შინაარსის განცხადება დაიბეჭდა გაზეთ ,,პრაიმტაიმში“, სათაურით - ,,შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები გამოძიებას ი----- ვ------–---–ის საქმიანობის შესწავლას სთხოვენ.“

 

პრესკონფერენციაზე და გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღინიშნა, შემდეგი: „ი----- ვ------–---–ი არის ყაჩაღური დანაშაულის ჩადენისა და ყაჩაღური დაჯგუფების ჩამოყალიბებისთვის ძებნილი. იგი მონაწილეობდა, 1979 წლის 5 სექტემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფ. ხ-------სში მდებარე ქ---–---–--ის ოჯახის დაყაჩაღებაში. ი----- ვ------–---–ს სურდა ქურდობა, თუმცა სწორედ ქ---–---–--ის საქმის გამო ვერ მიაღწია აღნიშნულს. ი----- ვ------–---–ი ეწევა ციხეებიდან დეზინფორმაციის გავრცელებას ფართო საზოგადოებისთვის, რისთვისაც იგი იყენებს ინფორმატორებსა და კრიმინალური დაჯგუფებების ლიდერებს, რომლებიც ამჟამად სასჯელს იხდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ის გახლავთ კრიმინალების გააქტიურების მიზეზი. მოპასუხეების განცხადებით, გეგუთის კოლონიაში, ი----- ვ------–---–ის მითითებით არის დაწყებული პროცესები, რომელიც კრიმინალურ სამყაროს სურდა, რომ გადაზრდილიყო უმართავ პროცესებში. მის მიერ წამოწეული იქნა კრიმინალი, რომელიც წლების განმავლობაში შსს-ს ინფორმატორი იყო. სწორედ ამ კრიმინალმა დაიწყო არეულობა და მოახდინა პატიმრების პროვოცირება. აქედან კიდევ ერთხელ მტკიცდება ის ძაფი, რომელიც აკავშირებს ამ ადამიანს ციხეში მჯდომ პატიმრებთან და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე კანონიერ ქურდებთან: ვ------–---–ის ადვოკატი იყო შესული ამ კრიმინალებთან და შეადგინა გამოკითხვის ოქმი, რომელშიც მოყვანილია ყალბი ფაქტები, რასაც ადგილი არ ჰქონია.

 

მოპასუხეებმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადეს რომ: ისინი დაადასტურებდნენ ი----- ვ------–---–ის აქტიურ კავშირებს კრიმინალურ სამყაროსთან და რომ ის არის ერთ- ერთი ლიდერი; მოპასუხეებმა გამოსვლაში აღნიშნეს, რომ ისინი გამოაქვეყნებდნენ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ როგორ ახდენს ი----- ვ------–---–ი ფსიქოტროპული საშუალებების კონტრაბანდას საქართველოში. ისინი ზუსტად შეძლებდნენ მიეთითებინათ, თუ ვის და როგორ გადმოაქვს ახალგორიდან, სოფ. ყარაფილადან ფსიქოტროპული წამლები და რომ იგი ახდენს აღნიშნული წამლების ფარულ რეალიზაციას მის კუთვნილ სააფთიაქო ქსელში. ვ------–---–ის მანქანის გაჩერებას ვერ ბედავენ, რადგან იგი შვილმკვდარი მამაა და მანქანაში ფსიქოტროპული წამლებით გატენილი ჩანთა უდევს. მოპასუხეებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მანქანა, რომლითაც ი----- ვ------–---–ი გადაადგილდებოდა, მოპარული იყო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 215-216; 265., ტ. 2. 15-19; 21; 130-134; 144.)

 

4.3. საპელაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენებაზე. მოწმე ზ---- ჭ---ს განმარტებით, ერთი წლის წინ, მათთან ოფისში გამოცხადდა პიროვნება, რომელმაც ლიგის თანამშრომელს - ა-–---------- გ-------ს გადასცა განაჩენები ყაზბეგის რაიონის სოფ. ხ-------სში, ქ---–---–--ის ოჯახის დაყაჩაღების შესახებ. ამ განაჩენებში ფიგურირებდა ი----- ვ------–---–ის გვარიც. ლიგის წევრებმა გადაწყვიტეს, გადაემოწმებინათ მოწოდებული ინფორმაცია, რა მიზნითაც ისინი გაემგზავრნენ ყაზბეგის რაიონში, რათა მოეძებნათ ვინმე, ვისაც შეიძლებოდა ხსომებოდა რაიმე აღნიშნული დაყაჩაღების შესახებ. ასეთი აღმოჩნდა ლ---------- ჩ--------–-, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ქ---–---–--ის ოჯახზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის გამოძიებაში. მან დეტალურად გაიხსენა აღნიშნული დაყაჩაღების საქმე და ლიგის წევრებს მოუყვა, რომ ყაჩაღური დაჯგუფება შედგებოდა 5 წევრისაგან, მათ შორის ერთ-ერთი იყო ი----- ვ------–---–ი, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ყაჩაღურ თავდასხმაში; იგი შემდგომში მიიმალა, ხოლო დაჯგუფების დანარჩენი წევრები კი დააკავეს და მათ სხვადასხვა ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა (იხ. მოწმის ჩვენება, აუდიოჩანაწერი, ტ. 2, ს.ფ. 25. 31);

 

მოწმე ა-–---------- გ-------ს განმარტებით, 2014 წლის თებერვლის თვეში, მათთან ოფისში გამოცხადდა მოქალაქე, რომელიც ეძებდა „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ოფისს. აღნიშნულმა პიროვნებამ ა-–---------- გ-------ს გადასცა კონვერტში ჩადებული, სასამართლოს განჩინება და განაჩენი, რომლებშიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად ფიგურირებდა ი----- ვ------–---–ი. გაეცნო რა ა-–---------- გ------- სასამართლოს განაჩენსა და განჩინებას, მან აღნიშნულის შესახებ აცნობა დანარჩენ თანამშრომლებს, რის შემდეგაც ლიგის წევრების მიერ დაიგეგმა, დეტალურად გადამოწმებულიყო სასამართლო განაჩენში მითითებული ფაქტები. ამ მიზნით, ა-–---------- გ------- ჩავიდა კასპში და შეხვდა ერთ-ერთ ყოფილ საიდუმლო თანამშრომელს, რომელსაც სთხოვა, გაეხსენებინა რაიმე ი----- ვ------–---–ის შესახებ. ყოფილმა საიდუმლო თანამშრომელმა ა-–---------- გ-------ს განუცხადა, რომ ი----- ვ------–---–ს ნამდვილად ქონდა დანაშაულებრივი წარსული და კრიმინალურ წრეებში იგი, „ო-- ი-----ს“ ზედმეტსახელით იყო ცნობილი. ი----- ვ------–---–ი 80-90-იან წლებში ჩადიოდა სხვადასხვა დანაშაულს კასპის რაიონში, კერძოდ, სოფ. საკორინთოში, მან და მისმა ხალხმა დააყაჩაღეს მეფუტკრე ბ---------ების ოჯახი. იმავე წყაროს ინფორმაციით, ვ------–---–ი, ასევე ეწეოდა წამლების კონტრაბანდას (იხ. მოწმის ახსნა-განმარტება, აუდიოჩანაწერი, ტ. 2, ს.ფ. 31-32.);

 

4.4. საქმის მასალებში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერში ყოფილი გამომძიებელი ლ---------- ჩ--------–- „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წევრებთან საუბრისას, აღწერს პირთა ჯგუფის მიერ ქ---–---–--ის ოჯახის დაყაჩაღების გარემოებებს და აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულ პირთა შორის იყო ი----- ვ------–---–იც, რომელიც მიიმალა და მის მიმართ, ყოფილი გამომძიებლის განმარტებით, სავარაუდოდ საქმე იქნა გამოყოფილი. მისივე განმარტებით, კარგად ახსოვს ი----- ვ------–---–ის ნაქირავებ ბინაში ჩხრეკის ჩატარება და გარკვეული ნივთების წამოღება (იხ. ვიდეოჩანაწერი, დისკი, ტ. 1, ს.ფ. 196)

 

4.5. როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს სადავო პერიოდში მხარეები იმყოფებოდნენ ურთიერთ ბრალდებების რეჟიმში და ერთი მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ყოველთვის მოყვებოდა საპირისპირო რეაქცია, განსახილველი სარჩელის ფარგლებში კი უნდა დადგინდეს, თუ რა სახის ინფორმაციის გავრცელებას ჰქონდა ადგილი მოპასუხეთა მიერ. კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, განცხადებაში გაკეთებული სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებს თუ, შეფასებით მსჯელობას (აზრს).

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას სადავო განცხადებების შინაარსთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ განსახილვბელ შემთხვევაში, მოპასუხეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ფაქტების გავრცელებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ „ფაქტისა“ და ,,აზრის“ გამიჯვნისათვის აუცილებელია გამიჯვნის კრიტერიუმების დადგენა, ამ მხრივ მნიშვნელოვანია, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი, რომელიც მინიმალურ სტანდარტს აწესებს აზრისა და ფაქტის გამიჯვნისათვის, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ“.

 

თავად აზრის დეფინიცია მოცემულია ზემოხსენებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით, „აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“. სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა, თუ შეფასებას, რომლის სისწორე, თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე (იხ. სუსგ, №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი). ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა, თუ არა, ხოლო „აზრის“ შემოწმება შეუძლებელია, რამდენადაც იგი განეკუთვნება „გონების სფეროს“, წარმოადგენს აბსოლუტურად დაცულ უფლებას, რომელში ჩარევასაც კანონმდებელი დაუშვებლად მიიჩნევს და მისი მართებულობის კვლევას დღის წესრიგში არ აყენებს. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ, №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებულ იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე (Lingens v. Austria).

 

პალატა ასევე, აღნიშნავს, რომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ შესაძლოა როგორ ყოფილიყო აღთქმული გაკეთებული განცხადება, კერძოდ როგორც კონკრეტული პირის შეხედულების (აზრის) თუ როგორც ფაქტის გადმოცემა. შესაბამისად, პალატის შეფასებით, მნიშვნელოვანია არა თავად ცნობების გამავრცელებლის დამოკიდებულება მის მიერ გავრცელებული განცხადების მიმართ, არამედ, ის თუ როგორ იქნება აღქმული აღნიშნული განცხადების შინაარსი საზოგადოების მიერ. ამდენად, სწორი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიენიჭოს გამოთქმის ფორმას და შინაარს, კერძოდ, აზრის გამოთქვის შემთხვევაში გამონათქვამის ფორმიდან და შინაარსიდან გამომდინარე უნდა იკვეთებოდეს, რომ იგი წარმოადგენს პირის შეხედულებას, შეფასებას, დამოკიდებულებას, სუბიექტურ დასკვნას ე.ი. აზრს, რაც თავისმხრივ შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სახის გამომხატველ ჩანართებით როგორიცაა:, „ჩემი აზრით...“, „ჩემი შეხედულებით...“, „ჩემი დასკვნით...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ. რა დროსაც იყენებს პირველ პირს. იმ შემთხვევაში, კი, თუ განცხადება შეიცავს ფაქტის კონსტატაციას ე.ი. უეჭველობის დადასტურებას სახეზეა ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეები გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებდნენ ი----- ვ------–---–ის მიერ დანაშაულებრივ ქმედების ჩადენაზე, ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ დაადასტურებდნენ და გამოაქვეყნებდნენ აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ამდენად, გავრცელებული განცხადებები თავისი შინაარსით და ფორმით გაკეთებულია მტკიცებითი ფორმით, რაც თავისმხრივ უდავოდ მიუთითებს, რომ 2014 წლის 03 მარტს, ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში და ამავე დასახელების გაზეთში გამოქვეყნებული სტატიაში მოპასუხეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელების ფაქტს.

 

4.6. საქართველის სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან“. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად და დასადგენად სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე, უნდა ვიხელმძღვანელოთ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ სპეციალური კანონით, რომელიც წარმოადგენს ღირსების და პატივის სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმას და საბოლოოდ, ქმნის საკითხის სამოქალაქო კოდექსით გადაწყვეტის წინაპირობას.

 

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს, რომლებიც გამომდინარეობენ სიტყვისა და გამოხატვის უფლების რეალიზაციის შედეგად. აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება განმარტებულია, როგორც ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო, ხოლო ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლში მოცემულია ის სამართლებრივი სიკეთე, რომლიც დაცულია კანონმდებლობით და რომლის შელახვის შემთხვევაში პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ხოლო ცილისწამება წარმოადგენს განცხადებას, რომლითაც შეიძლება შელახულ იქნეს, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთე. შესაბამისად, თუ გავრცელებული ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, სახელის გამტეხი და ამ ინფორმაციის გავრცელების შედეგად პირს მიადგა ზიანი, სახეზეა ცილისწამება, ამასთან მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას შეილახა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შედეგად პირის პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა თუ საქმიანი რეპუტაცია.

 

4.7. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია ზემოთმითითებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ პირის მიმართ გავრცელებული იყო არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ეკისრება თავად მოსარჩელეს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს აზრით ხაზგასასმელია, თუ, რა სახის ინფორმაციის შემცველი განცხადება იყო გაკეთებული მედიაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 25 თებერვალს ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში და ამავე დასახელების გაზეთში მოპასუხეთა მიერ გავრცელებული იქნა შემდეგი შინაარსის განცხადება:„ი----- ვ------–---–ს თავის დროზე ჩამოყალიბებული ჰქონდა კარგად ორგანიზებული ყაჩაღური დაჯგუფება, რომლითაც იგი ჩადიოდა სხვადასხვა დანაშაულს; 70-80-იან წლებში მოქმედი აღნიშნული ყაჩაღური დაჯგუფების ლიდერი გახლდათ თავად ი----- ვ------–---–ი და ეს დაჯგუფება რესპუბლიკის მასშტაბით ჩადიოდა ყველაზე მძიმე და უსასტიკეს დანაშულებს“. აღნიშნული შინაარსის სტატია დაიბეჭდა ასევე გაზეთ პრაიმტაიმში 2014 წლის 03 მარტს.

 

პრესკომფერენციასა თუ გამოქვეყნებულ სტატიაში ასახული ინფორმაცია შეიცავდა პირდაპირ მითითებებს ი----- ვ------–---–ის დანაშაულის ჩადენისა და ყაჩაღურ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, კერძოდ, მიეთითა, რომ იგი მონაწილეობდა, 1979 წლის 5 სექტემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფ. ხ-------სში მდებარე ქ---–---–--ის ოჯახის დაყაჩაღებაში... სურდა ქურდობა.... ი----- ვ------–---–ი ეწევა ციხეებიდან დეზინფორმაციის გავრცელებას ფართო საზოგადოებისთვის.... ვ------–---–ის მანქანის გაჩერებას ვერ ბედავენ, რადგან იგი შვილმკვდარი მამაა და მანქანაში ფსიქოტროპული წამლებით გატენილი ჩანთა უდევს.... მანქანა, რომლითაც ი----- ვ------–---–ი გადაადგილდებოდა, მოპარული იყო....... უდავოა, რომ მითითებული ფრაზები ცალსახად მიუთითებენ დანაშაულებრივ ქმედებებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კი, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულად შეიძლება მივიჩნიოთ, თუკი განმცხადებელი კანონმდებლობის შესაბამისად არ ყოფილა მიჩნეული ბრალდებულად, განსაკუთრებით დაცვის უფლების გამოყენების გარეშე, და მის საქმესთან დაკავშირებული არ არის გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ასახულია ის მოსაზრებას, რომ იგი დამნაშავეა. ამასთან აღსანიშნავია, რომ პირს რომელსაც ედავებიან დანაშაულის ჩადენას არ შეიძლება დავავალდებულოთ, რათა მან ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ყოველთვის აკისრია ბრალდების მხარეს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ადგილი ქონდა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადების გავრცელებას ეკისრება მოსარჩელე მხარეს, ვინაიდან 2014 წლის 25 თებერვალს ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში და ამავე დასახელების გაზეთში მოპასუხეთა მიერ გავრცელდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ი-------------–---–- წარმოჩენილი იქნა როგორც კრიმინალი, სისხლის სამართლის დამნაშავე, რაც ითვლება დანაშაულებრივ ქმედებად, ამდენად, გავრცელებული ფაქტების მტკიცებულების ტვირთი უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეებს.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია ყაზბეგის რაიონის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 28 მაისის განაჩენი, რომლის სარეზოლუციო ნაწილში ი-------------–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ მითითებული არ არის (იხ. ტ.1, ს.ფ. 67-87; 88-102) გარდა ამისა, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია ი----- ვ------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან ძებნის გამოცხადების შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 272). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხეები მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მათ მიერ არ იქნა გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადება, ამდენად სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ 2014 წლის 25 თებერვალს ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში და ამავე დასახელების გაზეთში გავრცელებული განცხადება შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტებს.

 

4.8. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, კი, პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. დასახელებული მუხლის გამოყენების წინაპირობები შემდეგნაირად გამოიყურება: 1. სადავო განცხადება მოპასუხის მიერ გავრცელდა; 2. განცხადება ლახავს მოსარჩელის პატივსა და ღირსებას; 3. განცხადება არ შეეფერება სინამდვილეს - არსებითად მცდარი ფაქტია; 4. ფაქტის მცდარობის თაობაზე მოპასუხისათვის ცნობილი იყო; 5. განცხადება, ამავე კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა; 6. განცხადება მოსარჩელის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას ზიანს აყენებს. ამავე კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელების შედეგად პირს მიადგა ზიანი ე.ი. შეილახა მისი, პატივი ღირსება ან/და საქმიანი რეპუტაცია ეკისრება თავად მოსარჩელეს. ამდენად, ზიანის არსებობის დასადგენად საკმარისი არ არის მხოლოდ იმ გარემოების არსებობა, რომ პირის მიმართ ადგილი ჰქონდა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელებას, აღნიშნული სახის განცხადებას შედეგად უნდა მოყვეს პირის პატივის, ღირსებისა ან/და საქმიანი რეპუტაცის შელახვა, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ გავრცელებული ფაქტები უარყოფითი კუთხით უნდა წარმოაჩენდნენ მოსარჩელეს. ამასთან, ისინი საზოგადოებაში აღთქმულ უნდა იქნეს, როგორც რეალური. შესაბამისად, პალატის შეფასებით, მნიშვნელოვანია არა თავად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატორის დამოკიდებულება გავრცელებული ფაქტების მიმართ, არამედ, ის თუ როგორ იქნება აღქმული აღნიშნული ფაქტების საზოგადოების მიერ. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ განცხადების გავრცელებას შედეგად მოყვა საზოგადოებაში მისი რეპუტაციის დისკრედიტაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია ი-------------–---–-ს მხრიდან ისეთ მოქმედების ჩადენის ფაქტზე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით წარმოადგენს დანაშაულს, დასჯად ქმედებას. საზოგადოებაში მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით, კი, როგორც წესი პირი შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც დამნაშავე, რაც გამოიწვევს საზოგადოებრივი რეპუტაციის დისკრედიტაციას, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, თუ, რა გარემოებებით იყო განპირობებული განცხადების გავრცელება.

 

ი----- ვ------–---–ი, 2006 წლიდან მოყოლებული ცდილობდა დაედგინა, თუ რა მოხდა სინამდვილეში დინამოს კორტებთან და ვინ იყო ბრალეული მისი შვილის სიკვდილში. ამ მიზნით, წლების განმავლობაში, ის მიმართავდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს თუ დაწესებულებას, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისი ინტერვიუები ქვეყნდებოდა ბეჭდვით თუ ინტერნეტ მედიაში, ის მონაწილეობდა სატელევიზიო გადაცემებში, რა დროსაც, უმეტესწილად ითხოვდა იმ სამართალდამცავთა (მათ შორის _ მოპასუხეების) დასჯას, რომლებიც მონაწილეობდნენ დინამოს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში. ასეთი ინტერვიუებისას და სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობისას, ი----- ვ------–---–ი ამ პირებს უწოდებდა მკვლელებს, ყაჩაღებს, ნაძირლებს, გარეწრებს, ი-----–- ფ---–---–--ას ბრალს დებდა კრიმინალებთან ერთად ხალხის დაყაჩაღებასა და მოტაცებაში, ეჭვქვეშ აყენებდა ი-----–- ფ---–---–--ას ოჯახის წევრთა საქმიანობის კანონიერებას. ამდენად, მოპასუხეთა მხრიდან საზოგადოებისთვის ამ განცხადებების მიწოდებას წინ უძღოდა სხვადასხვა ინტერვიუებსა თუ საჯარო გამოსვლებში, ი----- ვ------–---–ის მხრიდან მათ მიმართ ბრალდებების და სხვა მწვავე განცხადებების გავრცელება. გარკვეულწილად, მოპასუხეთა დაინტერესება მათთვის მიწოდებული ინფორმაციით განპირობებული იყო ი----- ვ------–---–ის მხრიდან მათ მიმართ გავრცელებული განცხადებებით და წარმოადგენდა მასზე მოპასუხეთა ერთგვარ საპასუხო რეაქციას. ამდენად, გაურკვეველია, თუ საზოგადოების მიერ როგორ იქნა აღქმული მიწოდებული ინფორმაცია, რელურად, თუ თავდაცვის საშუალებად, რა დროსაც

თავდამცველი ყველა ხერხით ცდილობს თავისი ინტერესების დაცვას, მათ შორის არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია დადგენილია, რომ 2014 წლის 25 თებერვალს და 2014 წლის 03 მარტს ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში და ამავე დასახელების გაზეთში გავრცელებული განცხადება შეიცავდა არსებითად მცდარი ფაქტებს, თუმცა მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ზიანის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც საბოლოოდ სარჩელზე უარის თქმას განაპირობებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ც---–--–-----ს (ი-------------–---–-ს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე /ლევან გვარამია/

 

მოსამართლეები: /გელა ქირია/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/