განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
180100118002486545
ინსტანცია
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 180100118002486545

საქმე №1ბ/34-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის

და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ნ-------------–---–--

ადვოკატის: ქ-----------–---–--

მსჯავრდებულის:თ------------------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ------------------ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ქ-----------–---–--, ასევე, მ–------ რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–-- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------------–------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, მცხოვრები: მ–------ რაიონი, სოფელი ხ--------- დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მ–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, თ----------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

თ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და თ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მ–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თ------------------ მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით თ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

თ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 მარტიდან, მას ასევე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენით ჩათვლილი სასჯელის პერიოდი 2017 წლის 23 სექტემბრიდან 2017 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.

სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, თ-----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

მანვე ჩაიდინა, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;

მანვე ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;

მანვე ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით;

მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით;

მანვე ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფმა თ-----------------მ, 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მც-----–-------------------------------------------ში მცხოვრებ, ყოფილ მეუღლეს ნ----------------- მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, კისერზე და ტანზე მოუჭირა ხელები, ასევე წელზე და მკერდზე დაარტყა ხელი, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მც-----–-------------------------------------------ში, ყოფილ მეუღლესთან ნ-------------------- სახლში ყოფნისას, თ-----------------მ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, კერძოდ, ყელში ხელის მოჭერით, ნ----------------- გააღებინა პირი და აიძულა დაელია ფსიქოტროპული მედიკამენტები;

2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მც-----–-------------------------------------------ში, ყოფილ მეუღლესთან ნ-------------------- სახლში ყოფნისას, თ-----------------, ნ----------------- დანის გამოყენებითა და დემონსტრირებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ნ----------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მც-----–-------------------------------------------ში, ყოფილ მეუღლესთან ნ-------------------- სახლში ყოფნისას, თ-----------------მ, ნ----------------- ჯიბიდან აშკარად ამოაცალა 100-ლარიანი კუპიურა, ასევე ნ------------------ თანდასწრებით, კარადაში არსებული ყუთიდან ამოიღო და აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზნით დაეუფლა ნ------------------ა და მისი დედის ნ--–----------- კუთვნილ ოქროს სამკაულებს. კერძოდ: ნ------------------ კუთვნილ ოქროს საყურეს, ღირებულს 45 ლარად და ოქროს ყელსაბამს, ღირებული 190 ლარად, ნ--–----------- კუთვნილ ოქროს საყურეს, ღირებულს 310 ლარად, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;

2018 წლის 5 მარტს, ქ-------–--–-------–--–----–------- გამზირზე არსებულ სუპერმარკეტ „------------------ თ----------------- ფარულად დაეუფლა ნ------------------ კუთვნილ „სამსუნგ ა-3“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 400 (ოთხასი) ლარად და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა;

2018 წლის 9 მარტს, საღამოს საათებში, თ-----------------მ უკანონოდ შეაღწია ქალაქ მც-----–-------------------------------------------ში, მდებარე ნ------------------ საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ------------------ კუთვნილ ოქროს სამკაულებს და ნივთებს. კერძოდ: 40 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს, 15 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს, 20 ლარად ღირებულ ვერცხლის კულონს, მინანქრით და 100 ლარად ღირებულ „---------- ფორმის ლეპტოპს;

2018 წლის 9 მარტს, საღამოს სასათებში, თ-----------------მ ცეცხლი წაუკიდა ქალაქ მც-----–-------------------------------------------ში, მდებარე ნ--–----------- საცხოვრებელ ბინას და მთლიანად გაანადგურა ბინა და მასში არსებული ნივთები, რითაც ნ--–----------- მიადგა 45900 (ორმოცდახუთიათას ცხრაასი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი;

მ–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით) ნასამართლევი, პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფი თ----------------- ატარებდა ცივ იარაღს, „----–-------- ფირმის დანას, კერძოდ, მიმაგრებული ჰქონდა შარვლის საქამრეზე, უკანა მხარეს და აღნიშნული დანით გამოცხადდა შსს მ–------ რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც 2018 წლის 9 მარტს მოხდა მისი ამოღება თ------------------ დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს.

თ-----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მანვე ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით;

მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით;

მანვე ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მც-----–-------------------------------------------ში, ყოფილ მეუღლესთან ნ-------------------- სახლში ყოფნისას, თ-----------------მ, ნ------------------ თანდასწრებით, კარადაში არსებული ყუთიდან ამოიღო და აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზნით დაეუფლა ნ------------------ა და მისი დედის ნ--–----------- კუთვნილ ოქროს სამკაულებს. კერძოდ: ნ------------------ კუთვნილ ოქროს საყურეს, ღირებულს 45 ლარად და ოქროს ყელსაბამს, ღირებული 190 ლარად, ნ--–----------- კუთვნილ ოქროს საყურეს, ღირებულს 310 ლარად, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 5 მარტს, ქ-------–--–-------–--–----–------- გამზირზე არსებულ სუპერმარკეტ „------------------ თ----------------- ფარულად დაეუფლა ნ------------------ კუთვნილ „სამსუნგ ა-3“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 400(ოთხასი)ლარად და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2018 წლის 9 მარტს, საღამოს საათებში, თ-----------------მ უკანონოდ შეაღწია ქალაქ მც-----–-------------------------------------------ში, მდებარე ნ------------------ საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ------------------ კუთვნილ ოქროს სამკაულებს და ნივთებს. კერძოდ: 40 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს, 15 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს, 20 ლარად ღირებულ ვერცხლის კულონს, მინანქრით და 100 ლარად ღირებულ „---------- ფირმის ლეპტოპს.

2018 წლის 9 მარტს, საღამოს სასათებში, თ-----------------მ ცეცხლი წაუკიდა ქალაქ მც-----–-------------------------------------------ში, მდებარე ნ--–----------- საცხოვრებელ ბინას და მთლიანად გაანადგურა ბინა და მასში არსებული ნივთები, რითაც ნ--–----------- მიადგა 45900 (ორმოცდახუთიათას ცხრაასი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

მ–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით) ნასამართლევი, პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფი თ----------------- ატარებდა ცივ იარაღს, „----–-------- ფირმის დანას, კერძოდ მიმაგრებული ჰქონდა შარვლის საქამრეზე, უკანა მხარეს და აღნიშნული დანით გამოცხადდა შსს მ–------ რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც 2018 წლის 9 მარტს მოხდა მისი ამოღება თ------------------ დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და თ------------------ უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

მ–------ რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–-- მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, თ------------------ დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში სრული ფორმულირებით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

1. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულების არაობიექტურ და მიკერძოებულ ჩვენებებს, რომლებიც არის დამაჯერებლობას მოკლებული და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან შეუსაბამო. ნ----------------- სასამართლოს წინაშე არ იყო გულწრფელი, მას არანაირად არ სურს იმის აღიარება, რომ ტელეფონი და ოქროს ნივთები ათხოვა თ---------- ერთმანეთთან შეთანხმებით დაალომბარდეს ისინი, აღებული თანხა კი ერთად დახარჯეს. აღნიშნული ფაქტი საქმის არსებითი განხილვისას აშკარად გამოიკვეთა, ვინაიდან თ------------------------ ნივთების თხოვებას და ერთობლივად დალომბარდებას მათ ცხოვრებაში ხშირად ჰქონდა ადგილი. ამდენად, მითითებული ბრალდებების დასადასტურებლად არ არსებობს უტყუარი, საკმარისი და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მობილური ტელეფონის ქურდობისა და ოქროს ნივთების აშკარად დაუფლების ფაქტს არ შესწრებია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული არცერთი მოწმე, ისინი არიან ირიბი მოწმეები და მხოლოდ ნ------------------ გადმოცემით იციან თ------------------------ ბრალად წარდგენილი ქმედებების დეტალები.

რაც შეეხება თ------------------ მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ი 2381 მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნულ ბრალდებებში თ-----------------მ თავი დამნაშავედ ცნო და დაცვის მხარეს ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში თ------------------ უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ნ------------------ განაცხადა, რომ თ----------------- არის მისი ყოფილი მეუღლე, ისინი განქორწინდნენ 2017 წლის აგვისტოში. მას განქორწინებამდეც და განქორწინების შემდეგ ხშირად ჰქონდა ოჯახური პრობლემები თ-----------------სთან, რაც გამოწვეული იყო თ------------------ მხრიდან უსაფუძვლო ეჭვიანობით, ასევე თ----------------- ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს. 2018 წლის 5 მარტამდე ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მას თ--------- სთხოვა ტელეფონის დალომბარდება, რაზეც ნ----- უთხრა უარი. 2018 წლის 5 მარტს ნ----- უთხრა თ---------, რომ მისულიყო მასთან სამსახურში და ის მისცემდა 100 ლარს, რომელიც წინა ხელფასზე ასესხა ნ-----, როდესაც ნ---- მივიდა მასთან სამსახურში, უთხრა, რომ მიეცა მისთვის 100 ლარი, ამ დროს თ-------- იდგა მასთან ფიზიკურად ახლოს, როდესაც ნ----- ხელით მოსინჯა ჯიბეები, მან აღმოაჩინა, რომ ტელეფონი იქ აღარ იყო და თ--------ს უთხრა, რომ დაკარგა, თ-------- მას ამშვიდებდა და უთხრა, რომ კამერებს გადაახვევდნენ და ნახავდნენ, თუ სად დაკარგა ნ----- ტელეფონი, რომ მომდევნო დღეს წამოეღო ტელეფონის ყუთი და განეცხადებინათ პოლიციაში. ნ---- სახლში მისვლის შემდეგ დაეჭვდა, რომ შეიძლებოდა ტელეფონი თ--------ს მოეპარა, ის მასთან ახლოს იდგა ფიზიკურად და შეძლებდა ჩუმად ამოეცალა მისთვის ჯიბიდან მობილური ტელეფონი. მეორე დღეს თ--------ს ჰკითხა, მას ხომ არ ჰქონდა მისი ტელეფონი და თუ მას ჰქონდა, ეთქვა და თვითონ გამოიტანდა, ვინაიდან არ სურდა ტელეფონის დაკარგვა. თ--------- თავი დაუქნია ნ----- კითხვაზე და უთხრა, რომ 140-150 ლარად ჰქონდა დალომბარდებული. შემდეგ თ--------- ტირილი დაიწყო და უთხრა, რომ მოატყუა, მას 300 ლარად ჰქონდა ტელეფონი დალომბარდებული და მისთვის ეპატიებინა. ისინი წავიდნენ ლომბარდში. იქ მისვლისას გაირკვა, რომ ტელეფონი ნამდვილად 300 ლარად ყოფილა დალომბარდებული, ეს თანხა ნ----- არ ჰქონდა და ამიტომ თავის თავზე გადმოატანინა ლომბარდს ტელეფონი, რის შემდეგაც სახლში წავიდნენ. 2018 წლის 7 მარტს საღამოს თ----------------- მივიდა მასთან სახლში და უთხრა, რომ მასთან ერთად წასულიყო, მან აღნიშნულზე უთხრა უარი. მათ შორის კონფლიქტი დაახლოებით 20 წუთს გრძელდებოდა. ამ პერიოდში თ-------- მივიდა იქვე მისაღებ ოთახში მდგარ კარადასთან, სადაც იდო პატარა ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო დედამისის ნ--–----------- ოქროს ნივთები. მან დაინახა, თუ როგორ აიღო თ--------- აღნიშნული ყუთიდან ისინი და ჩაიყარა ქურთუკის მარცხენა ჯიბეში. მან მოიკრიბა ძალა და უჭერდა ხელს, რათა თ--------ს დაებრუნებინა ოქროს ნივთები თავის ადგილას, ეუბნებოდა, რომ გონს მოსულიყო. თ-------- არ უშევებდა ჯიბეს ხელს, რის შემდეგაც კვლავ მოუჭირა ძლიერად ყელზე ხელი. მან ამ მომენტში ხელი ჩაუყო ჯიბეში თ--------ს და მისი ჯიბიდან მოახერხა ნაწილის ამოღება, კერძოდ, ერთი ცალი ოქროს საქორწინო ბეჭედის და ერთი წყვილი საყურის. მას ჯიბეში დარჩა ნ------------------ კუთვნილი ოქროს საყურე, ღირებული 45 ლარად, ოქროს ყელსაბამი ღირებული 190 ლარად და მისი ნათლობის გაწყვეტილი ოქროს ცეპი. იმავე დღეს 7 მარტს დაუკავშირდა თ-----------------, რომელმაც უთხრა, რომ არ განეცხადებინა მომხდარის შესახებ და ყველა ნივთს დაუბრუნებდა უკლებლივ. აღნიშნავს, რომ მითითებული ოქროს ნივთების წაღების შემდეგ სახლში კვლავ იყო დარჩენილი ოქროს ნივთები, ორი ცალი ოქროს ჯვარი, ოქროს კულონი ცრემლის მაგვარი ლურჯი თვლით. ასევე სახლში იყო „ემეშინის" ფირმის მუქი ლეპტოპი. მოწმის განმარტებით, თ--------ს მხრიდან მასზე ძალადობისა და ფულადი თანხის და ოქროების აშკარად დაუფლების ფაქტის შესახებ ის მოუყვა დედას ნ--–-----------, მამას გ--------------------, დას ლ--–-------------- და მის მეუღლეს გ---------------–---–-- მოწმის განმარტებით, მას თ--------სთან ერთად არაფერი არ დაულომბარდებია, არც ოქროს ნივთები და არც მობილური ტელეფონი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ--–--------------- განაცხადა, რომ იგი ცხოვრობს ქ-------–--–- ოჯახთან ერთად. მას ჰყავს დედა - ნ--–----------- და - ნ----------------- და მამა - გ--------------------- რომლებიც ცხოვრობენ ქ. მცხეთში, არმაზის ქ. N2-ში, ბ N7-ში. მისი და - ნ----------------- იმყოფებოდა ქორწინებაში თ-----------------სთან, რომელთანაც ოფიციალურად განქორწინდა 2017 წელს. 2018 წლის 07 მარტს, ღამის საათებში, ზუსტად არ ახსოვს, მისი და მივიდა მასთან სახლში, რომელიც იყო ანერვიულებული. ამ დროს მასთან ერთად იყო მისი მეუღლეც - გ---------------–---–-- მან თავის დას ჰკითხა, თუ რა დაემართა, რომელმაც უთხრა, რომ მასთან სახლში იყო თ-------- და მოუვიდათ უთანხმოება, რა დროსაც თ--------- მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა, ასევე ფიზიკური ძალის გამოყენებით წაართვა მისი და დედამისის ოქროს ნივთები. მას დაწვრილებით არ უკითხავს, თუ რა ოქროს ნივთები წაიღო, რადგან ეტყობოდა რომ ძალიან აღელვებული იყო. მოწმის განმარტებით, ოქროს ნივთებში არ იყო თ--------ს ოქროს ნივთები. სახლის გასაღები დაიკარგა სახლიდან, დედამისმა - ნ--–----------- იკითხა, თუ სად იყო მესამე გასაღები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ--–----------- განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ. მ–-----–- მეუღლესთან გ------------------------ ქალიშვილთან ნ-------------------- და მის მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. 2018 წლის 07 მარტს, საღამოს საათებში, სახლში მისვლის შემდეგ მისმა შვილმა ნ------------------ მოუყვა, რომ იმავე დღეს დაახლოებით 20:00 საათზე მისული იყო თ-----------------, რომელმაც ნ---- ჩაკეტა სახლში, ემუქრებოდა დანით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ასევე მან ძალის გამოყენებით აშკარად გაიტაცა მათი სახლიდან მისი კუთვნილი ოქროს ნივთები და ნ----- კუთვნილი ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით ასევე, ნ----- დაწყნარების და მისი წინააღმდეგობის შემცირების მიზნით აძალებდა და ძალის გამოყენებით დაალევინა გაურკევევლი აბები, ასევე ემუქრებოდა და აიძულებდა მას გაჰყოლოდა, ურტყამდა ხელებით და ფეხებით ცდილობდა მის გაგუდვას. სახლში მისვლის შემდეგ დაათვალიერა იქაურობა და ის ადგილი, სადაც ელაგა ოქროს ნივთები. მან ნახა, რომ თ------------------ მიერ წაღებული იყო მისი კუთვნილი ოქროს საყურე, ღირებული 400 ლარად; მისი შვილის - ნ----- კუთვნილი ცეპი, ღირებული 100 ლარად და პატარა ზომის საყურე, ღირებული 100 ლარად. როგორც მოწმისათვის ცნობილია, ნ----- 2018 წლის 7 მარტს თ-----------------ს მათ სახლში ყოფნისას შეძლო თ--------სთვის წინააღმდეგობის გაწევისას გამოერთმია ფოთლის ფორმის საყურე და ერთი ცალი ოქროს ბეჭედი ე.წ კალიცო. ასევე თ--------- მისი შვილისაგან 2018 წლის 7 მარტს ოქროს ნივთებთან ერთად წაიღო ნ----- კუთვნილი 100 ლარი. ხოლო 2018 წლის 5 მარტს მოპარა სამსუნგის ფირმის ტელეფონი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ---------------–---–-- განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–- ოჯახთან ერთად. მას ჰყავს მეუღლის დედა - ნ--–----------- და - ნ----------------- და მამა - გ--------------------- რომლებიც ცხოვრობენ ქ. მ–----–-------------------–-----------------------ში. იგი თ-----------------ს იცნობს ბავშვობიდან და მასთან ჰქონდა ხშირი და ახლო ურთიერთობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავის მეუღლესთან ცუდად მოქცევა დაიწყო, მასთან კონტაქტს ერიდებოდა. ის აგრესიული გახდა როგორც თავის მეუღლესთან, ასევე ნათესავებთან და მათ სამეგობროსთანაც. 2018 წლის 7 მარტს, ღამის საათებში, ზუსტად არ ახსოვს, მისი მეუღლის და - ნ----------------- მივიდა მათთან სახლში, რომელიც იყო ანერვიულებული. მისმა მეუღლემ ლ--–--------------- ჰკითხა თუ რა დაემართა, რაზეც უპასუხა, რომ მასთან სახლში მისული იყო თ-------- და მოუვიდა უთანხმოება, რა დროსაც მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ფიზიკური ძალის გამოყენებით წაართვა 100 (ასი) ლარი და ოქროს ნივთები. მისთვის უცნობია, თუ რა ნივთები წაიღო თ---------.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი-–------–--------- განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–- ოჯახთან ერთად. მას ჰყავს ბავშვობის მეგობრები თ----------------- და გ---------------–---–-- გ------- და თ-------- იყვნენ ერთმანეთის ქვისლები, მაგრამ თ--------ს ოჯახში ჰქონდა პრობლემები, კერძოდ, თავის მეუღლესთან ნ--------------------, რის გამოც ერთმანეთს დაშორდნენ. 2018 წლის 7 მარტს, გ------- რ-----–---–-- მეუღლისაგან ლ--–------------------ გაიგო, რომ თ--------ს ნ-----ათვის ფიზიკური ძალის გამოყენებით წაურთმევია ფული და ოქროს ნივთები, მაგრამ რა ოდენობის იყო ფული და რა სახეობის იყო ოქროს ნივთები, მან არ იცის. მას რა თქმა უნდა, ეწყინა თ--------ს ასეთი საქციელი, რადგან როგორც აღნიშნა , მას ბავშვობიდან იცნობს და მასთან მეგობრობდა.

პალატა აფასებს რა დაზარალებულ ნ------------------ ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან, მიიჩნევს, რომ ნ------------------ ნათლად და დამაჯერებლად განაცხადა თ------------------ მიერ როგორც მისთვსი მობილური ტელეფონის მოპარვის, ასევე მისი თანდასწრებით, მისივე საცხოვრებელი ბინიდან ნ------------------ა და ნ--–----------- კუთვნილი ოქროს ნივთების აშკარად დაუფლების შესახებ. დაზარალებულმა დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე, რომ მას არ მიუცია თ--------სათვის მობილური ტელეფონი და არ დაურთავს ნება მისთვის დაელომბარდებინა იგი. ლომბარდში დატოვებული ტელეფონის მის სახელზე გადატანის მიზეზი იყო მხოლოდ ის, რომ მას არ სურდა ტელეფონი დაეკარგა. ამასთანავე, მას თ------------------------ არ დაურთავს ნება წაეღო მისი ბინიდან ოქროს სამკაულები. დაზარალებულმა აღიარა, რომ სხვა დროს მიუცია მსჯავრდებულისათვის ოქროს ნივთები ლომბარდში ჩასაბარებლად, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მისი თანხობა არ იყო სახეზე, იგი წინააღმდეგობას უწევდა თ---------- თუმცა მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა გარკვეული ნივთების დაუფლება. რაც შეეხება მისი დედის კუთვნილ ქორწინების ბეჭდის და ერთი წყვილი საყურის წაღებაზე თ------------------ მიერ უარის თქმას, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ თავდაპირველად თ-------- დაეუფლა ყველა ოქროს ნივთს რაც ნახა, თუმცა ურთიერთჭიდილისას მან თ--------ს ჯიბეში ჩაუყო ხელი და შეძლო ხსენებული ორი ნივთის უკან ამოღება.

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას, რომ თ------------------ ბრალდება ნ------------------ კუთვნილი მობილური ტელეფონისა და ოქროს ნივთების დაუფლების შესახებ, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის დამაჯერებლობას მოკლებულ ჩვენებას. გარდა იმისა, რომ ხსენებულ ეპიზოდებში ნ------------------ სასამართლოს მისცა საკმაოდ თანმიმდევრული და ლოგიკური ჩვენება, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამყარებულია საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულებით, მათ შორის მობილური ტელეფონის ამოღების ოქმით და სალომბარდე ხელშეკრულებით, ნ------------------ მიერ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონისა და ოქროს ნივთების და ნ--–----------- მიერ ოქროს ნივთების ამოცნობის ოქმებით.

2018 წლის 14 მარტის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თ---–--------------------------------–--------------------------–------------------–----------–--- მდებარე ლომბარდიდან ი/მ „------–-------------------- ა------------------ ამოღებულ იქნა ნ------------------ თეთრი ფერის მუყაოს კოლოფი, წარწერით S--------------------------------, რომელშიც დევს მოოქროსფერო ფერის მობილური ტელეფონი და ასევე სალომბარდე ხელშეკრულება და შემოსავლის ორდერი.

2018 წლის 16 მარტის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ დ------–--------- მიერ ქ. თ---–--------–----------------------------–----–-------------------------------------–---–---------- ამოღებულ იქნა თ------------------ მიერ ჩაბარებული ოქროს ნივთები: 1 ცალი ოქროსფერი ცეპი, წონით 3,2 გრამი; 1 ცალი კულონი საკიდით წონით 2.1 გრამი; 1 ცალი ოქროსფერი საყურე წონით 0,8 გრამი; 1 ცალი ოქროფერი ჯვარი ე.წ. ,,წმ. ნ-----“ ჯვარი საკიდით და გრეხილით, წონით 0,2 გრამი; 1 ცალი ოქროფერი ჯვარი ე.წ. ,,წმ. ნ-----“ ჯვარი საკიდით და გრეხილით, წონით 1,1 გრამი; 1 წყვილი ოქროსფერი საყურე იასამნისფერი თვლით წონით 5,1 გრამი და სალომბარდე ხელშეკრულება.

2018 წლის 17 მარტის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, დასტურდება, რომ გამომძიებელ ვ--------–--------- მიერ სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, გალაქსი A3 დასათვალიერებლად წარედგინა ნ-----------------, ტელეფონის ჩართვის შემდეგ, მენიუში შესვლის შემდეგ ე.წ. გალერიაში არის ნ------------------ და მისი შვილის ფოტოები.

2018 წლის 17 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმით, დადგენილია, რომ ნ------------------ ამოიცნო სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც 2018 წლის 5 მარტს მოპარა მისმა ყოფილმა მეუღლემ თ-----------------მ, ქ-------–--–-, მ---–--–----–------ გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „------------------. აღნიშნული მობილური ტელეფონი სამსუნგ გალაქსი A3 დაზარალებულმა ამოიცნო ფერით, ზომით, მოდელით, ვიზუალით, ეკრანზე ნაჩხაპნით და ტელეფონში არსებული მისი შვილის ფოტოებით.

2018 წლის 17 მარტის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ნ--–----------- და ნ------------------ მიერ დათვალიერებული იქნა ოქროს სამკაულები.

2018 წლის 17 მარტის ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ ნ--–----------- ამოიცნო ერთი წყვილი ოქროს საყურე, მოიასამნისფერო თვლით, რომელიც მისმა ყოფილმა სიძემ თ-----------------მ მისი სახლიდან მისი შვილის ნ------------------ თანდასწრებით აშკარად გაიტაცა 2018 წლის 7 მარტს.

2018 წლის 17 მარტის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ნ------------------ ამოიცნო ოქროს ცეპი, რომელიც 2018 წლის 7 მარტს მისმა ყოფილმა მეუღლემ თ-----------------მ აშკარად გასტაცა სახლიდან.

2018 წლის 10 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმეტში მონაწილე პირი თ-----------------მ, ქ-------–--–-------–--–----–------- N--ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „------------------ მიუთითა ის ადგილი, სადაც ყოფილ მეუღლეს ნ----------------- მოპარა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი. შემდეგ ქ-------–--–-, ჯ-----------------–-------- ქუჩის კვეთაზე მდებარე ლომბარდთან მიუთითა ის ადგილი, სადაც ჩააბარა მის მიერ მოპარული ს----------------------ის მობილური ტელეფონი. ასევე მიუთითა ლომბარდი ბ-------- სადაც თ------------------ განმარტებით, მან ჩააბარა ნ------------------ სახლიდან მოპარული ოქროს ნივთები.

სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, მობილური ტელეფონი „-----------------------------------------------ის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 400 (ოთხას) ლარს.

სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ნ------------------ კუთვნილი ნივთების მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 620 ლარს.

ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის, ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ თ------------------ ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

კერძოდ, დაზარალებულ ნ---- მ----------- ჩვენება საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთობლიობაში სრულად აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ თ----------------- 2018 წლის 5 მარტს, ფარულად დაეუფლა ნ------------------ კუთვნილ „სამსუნგ ა-3“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 400 (ოთხასი) ლარად, ხოლო 2018 წლის 7 მარტს, ნ------------------ თანდასწრებით, კარადაში არსებული ყუთიდან ამოიღო და აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზნით დაეუფლა ნ------------------ა და მისი დედის ნ--–----------- კუთვნილ ოქროს სამკაულებს.

 

2. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში თ------------------ გამართლების, ასევე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან სამკაულებთან ერთად ფულადი თანხის - 100 ლარის ძარცვის ამორიცხვის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა თ------------------ მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა. თ------------------ მიერ არაერთგზის ოჯახური ძალადობის, იძულების, მუქარის და ოქროს სამკაულებთან ერთად 100 ლარის ძარცვის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: ნ------------------, ნ--–------------------–--–--------------- და გ------- რ-----–---–-- ჩვენებები, მ–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენი და 2018 წლის 9 მარტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლოს სრულად უნდა გაეზიარებინა დაზარალებულ ნ------------------ ჩვენება, რაც ასევე დასტურდება ირიბი მოწმეების ჩვენებებით, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნით, განაჩენით და დადასტურებულად უნდა მიეჩნია თ------------------ მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.

თ------------------ მიერ იმ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ნაწილში, რისთვისაც იგი უდანაშაულოდ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულ ნ------------------ ჩვენება, რომელმაც სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ 2018 წლის 7 მარტს საღამოს მასთან სახლში მისულმა თ-----------------მ უთხრა გაჰყოლოდა და მასთან ერთად წასულიყო. მან აღნიშნულზე უთხრა უარი. იმის გამო, რომ ის უძალიანდებოდა თ---------- ის მას ერთი ხელით უჭერდა ყელზე, კისერზე, ხოლო მეორე ხელით ტანზე უჭერდა, რა დროსაც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. ასევე მას შეეშინდა თ--------ს არ მოეკლა, რის გამოც შიშისაგან ვერ ამოისუნთქა. ბოლოს მიადო დანის წვერი ყელთან და დაემუქრა, რომ მოკლავდა, რის გამოც მას ძალიან შეეშინდა. მოულოდნელად თ-----------------მ რაღაც ტაბლეტები გახსნა წყალში და ეუბნებოდა, რომ დაელია. მან შიშით და ძალით დალია. მოწმემ დააზუსტა, რომ თ-----------------მ თავდაპირველად მისცა ტაბლეტი და უთხრა, რომ გადაეყლაპა, რადგან მან არ გადაყლაპა, შემდეგ თ--------- აბები გახსნა წყალში, ხელით მთელი ტანი დაუჭირა, ჭიქა მიუტანა პირთან, პირი გააღებინა და აძალებდა დალევას. მან იმდენად მოუჭირა ხელი, რომ ტკივილი იგრძნო და თ--------- ჩაასხა პირში. მოწმის განმარტებით, ტაბლეტები იყო პატარა ზომის თეთრი ფერის, თუ რა ტაბლეტები იყო, არ იცის. იმავე საღამოს თ----------------- დაეუფლა მისი და მისი დედის კუთვნილ ოქროს ნივთებს, რა დროსაც დაზარალებული უწევდა წინააღმდეგობას. ბრალდებული ძალადობდა მასზე, თუმცა ვერ იხსენებს რამდენჯერ დაარტყა, ხან მხარზე არტყავდა, ხან წელზე. დარტყმა იყო ძლიერი, მაგრამ ტკივილი არ უგრძვნია. ხელის მოჭერის დროს იგრძნო ფიზიკური ტკივილი. დარტყმების გამო რაიმე სახის დაზიანება არ მიუღია, მან თ--------ს უთხრა, რომ წასულიყო მისი სახლიდან და მისთვის თავი დაენებებინა . სანამ თ-------- სახლიდან გავიდოდა, მან თავის შარვლის ჯიბეში, რომელიც ეცვა, ჩაიყო ხელი და ნახა, რომ ჯიბეში არ ედო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, რომელიც სახლში შესვლისას და თ--------ს მხრიდან მასზე ძალადობამდე ჰქონდა ჯიბეში. აღნიშნული ფულადი თანხა იყო 100-ლარიანი კუპიურა. 100 ლარი არც ჯიბეში ედო და არც მაგიდაზე, მან ვერ ნახა ეს თანხა. მან დაინახა, თუ როგორ ეჭირა ხელში 100-ლარიანი თ---------- შემდეგ განმარტა, რომ მან დაინახა 100-ლარიანი იდო მაგიდაზე, თ--------ს წასვლის შემდეგ ეს 100-ლარიანი მაგიდაზე აღარ იდო. საბოლოოდ, 100 ლართან დაკავშირებით განმარტა, რომ 100-ლარიანი ჰქონდა ჯიბეში, ჩხუბის დროს მან ამოიღო, თუ ამოუვარდა, ზუსტად არ ახსოვს, ის იყო ცუდ მდგომარეობაში. თ--------- ეს თანხა აიღო თუ არა, არ ახსოვს, მაგრამ მან 100 ლარი ვერ ნახა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის უალტერნატივო მოთხოვნაა, რომ განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

თ------------------ მიერ ნ------------------ მიმართ ფიზიკური ძალადობის, იძულებისა და მუქარის განხორციელების, ასევე 100 ლარის ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების ნაწილში, წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ, როგორც ცალკე აღებული ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება. სხვა არცერთი მტკიცებულებიდან არ დგინდება, რომ თ-----------------მ 2018 წლის 7 მარტს, ქალაქ მც-----–-------------------------------------------ში მცხოვრებ, ყოფილ მეუღლეს ნ----------------- მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალის გამოყენებით, კერძოდ, ყელში ხელის მოჭერით, გააღებინა პირი და აიძულა დაელია ფსიქოტროპული მედიკამენტები, ასევე დანის გამოყენებითა და დემონსტრირებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ნ----------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და აღნიშნული ურთიერთდაპირისპირების პროცესში დაეუფლა ნ------------------ კუთვნილ ფულად თანხას 100 ლარის ოდენობით.

საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების ნ--–-----------, ლ--–--------------- და გ------- რ-----–---–-- ჩვენებები წარმოადგენს ირიბი ხასიათის მტკიცებულებებს, აღნიშნული პირები არ არიან დანაშაულის თვითმხილველი მოწეები და მათთვის უცნობია, თუ რა მოხდა 2018 წლის 7 მარტს საღამოს ნ------------------ საცხოვრებელ სახლში, ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძვნება სასამართლოსათვის მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ასევე, ხსენებული ბრალდებების ნაწილში წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებიც არ არის რელევანტური, ისინი არ შეიცავენ იმ ხასიათის ინფორმაციას, რაც საკმარისი იქნებოდა პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

რაც შეეხება ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, იგი იძლევა ინფორმაციას, რომ ნ----------------- მოხმარებული ჰქონდა ფსიქოტროპული ნივთიერება, თუმცა აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ განავითარა ალტერნატიული ვერსია და განაცხადა, რომ ნ----------------- არის ფსიქოტროპული მედიკამენტების მომხმარებელი. იმ ვითრებაში, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება მხოლოდ ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთსაწინაარმდეგო და თანაბარი ძალის მქონე ჩვენებები და მათ გასამყარებლად სხვა სახის მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, იქმნება მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველი თითოეული მათგანის სანდოობასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში წარმოშობილი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ამდენად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ წარმოადგენენ იმ უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ფულადი თანხის - 100 ლარის ძარცვის ნაწილში თ------------------ მსჯავრდებისათვის.

 

3. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, გარდა იმისა, რომ თ------------------ მიმართ გამოტანილი განაჩენი მისი გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ასევე მისთვის დანიშნული სასჯელი არის უსამართლო, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მსჯავრდებულის პიროვნებას, რადგან სასამართლომ თ-----------------ს დაუნიშნა ზედმეტად ლმობიერი სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხუთი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის სცნო დამნაშავედ, ასევე ნასამართლევი იყო განზრახი ძალადობრივი დანაშაულისათვის, იმყოფებოდა პირობით გამოსაცდელ ვადაში, დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ და ზიანი არ აუნაზღაურებია. აღნიშნული გარემოებების სრულად გათვალისწინებით სასამართლოს თ------------------თვის უნდა დაენიშნა უფრო მკაცრი სასჯელი.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა როგორც მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და სიმძიმე, ასევე მისი პიროვნება და წარსული; გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და მის მიმართ როგორც დანაშაულთა, ისევე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული იქნა სასჯელის ნაწილობრივ შეკრების პრინციპი.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და აღნიშნული პრივილეგირებული მდგომარეობის არ არსებობა ავტომატურად არ შეიძლება გახდეს სასჯელის დამძიმების საფუძველი.

პალატა აფასებს რა თ------------------ მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით დანიშნულია მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თ------------------ ბრალეულობასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი და ადეკვატური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მ–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ–------ რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ თ------------------ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. მ–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. თ----------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდეს;

5. თ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით , სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის ს187-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბოს და დანაშაულთა ერთობლიობით თ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს მ–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თ------------------ მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით თ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

6. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თ------------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

7. თ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 მარტიდან, მას ასევე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინა განაჩენით ჩათვლილი სასჯელის პერიოდი 2017 წლის 23 სექტემბრიდან 2017 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.

8. ნივთიერი მტკიცებულებები:

- სიგარეტის კოლოფი, დანა და დანის ჩასადები ბუდე, თ------------------გან აღებული ხელის ანაწმენდების ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, ნამწვის ნიმუშები და ელექტროსადენების ნამწვის ნიმუშები განადგურდეს;

- თ------------------ პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები: შავი ქურთუკი, ნაცრისფერი ზედა, ზურგჩანთა და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, საფულე, სამსახურებრივი ბარათი, ექსპრეს ბარათი, ფულადი თანხა 235 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს თ-----------------ს;

- „-------------ის ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ნ-----------------; ნ---------–---–---------- ამოღებული ოქროს სამკაულები - ყელსაბამი, ერთი საყურე, ერთი კულონი, ორი ჯვარი, ერთი წყვილი საყურე დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

- ერთი ცალ DVD-R დისკი, შემოსავლის ორდერი და სალომბარდე ხელშეკრულებები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოოგადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

9. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი