განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002347910
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6247-18 19 აპრილი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ლ---- გ-----–---–ი (მოპასუხე )
წარმომადგენელი - ხ----- გ------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ თ-----------“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - თ----- ფ-----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.07.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება მიუღებელი შემოსავლის და აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.: დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ს.ფ.173-182).
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს დაეკისროს - 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2481,17 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2203,36 ლარი, პროცენტი - 128,08 ლარი, ჯარიმა - 147,34 ლარი და დაზღვევა - 2,39 ლარი.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2203,36 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 18,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 33,96 ლარს.
1.3. მოპასუხეს დაეკისროს 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2203,36 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს - 11,01 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.
1.4. მოპასუხეს დაეკისროს - 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 259,96 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 221,02 ლარი და ჯარიმა - 38,94 ლარი.
1.5. მოპასუხეს დაეკისროს - 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 221,02 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1,1 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.
1.6. მოპასუხეს დაეკისროს 2013 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 309,39 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 300,01 ლარი და პროცენტი - 9,38 ლარი.
1.7. მოპასუხეს დაეკისროს - 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2013 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 300,01 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 9 ლარს.
1.8. მოპასუხეს დაეკისროს - 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2013 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 300,01 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1,5 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სამივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხისა და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.07.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. სს „თ-----------ის“ სარჩელი ლ---- გ-----–---–ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
1.1. ლ---- გ-----–---–ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა - 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -2433,83 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2203,36 ლარი, პროცენტი - 128,08 ლარი, ჯარიმა - 100 ლარი და დაზღვევა - 2,39 ლარი.
1.2. ლ---- გ-----–---–ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 2203,36 ლარზე, ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 24 ნოემბრისა, წლიური 18,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 33,96 ლარს.
1.3. ლ---- გ-----–---–ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 2203,36 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.
1.4. ლ---- გ-----–---–ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა - 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 259,96 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 221,02 ლარი და ჯარიმა - 38,94 ლარი.
1.5. ლ---- გ-----–---–ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 221,02 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.
1.6. ლ---- გ-----–---–ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა - 2013 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 309,39 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 300,01 ლარი და პროცენტი - 9,38 ლარი.
1.7. ლ---- გ-----–---–ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2013 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 300,01 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.
2. სს „თ-----------ს“ სარჩელი მოპასუხე ლ---- გ-----–---–ისათვის სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2013 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 300,01 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3.1. 2015 წლის 30 ნოემბერს სს „თ-----------სა“ და ლ---- გ-----–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3300 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა - 1455 დღე, 2019 წლის 24 ნოემბრამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18,5%. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ G----ში.
3.2. 2017 წლის 10 თებერვალს სს „თ----------სა“ და ლ---- გ-----–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება №2--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 442 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 375 დღე (12 გადახდა). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში - 38,37 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.3. 2013 წლის 06 სექტემბერს სს „თ----------სა“ და ლ---- გ-----–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი - T-------------, შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 245 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 4266 კალენდარული დღე (12.05.2025-მდე); წლიური საპროცენტო სარგებელი - 36% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% კრედიტის სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.4. ლ---- გ-----–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „თ----------ს“ შორის 2015 წლის 30 ნოემბერსა და 2017 წლის 10 თებერვალს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და 2013 წლის 06 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
3.5. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 2203,36 ლარისა და პროცენტის - 128,08 ლარის მოთხოვნის ნაწილში; 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 221,02 ლარის მოთხოვნის ნაწილში და 2013 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 300,01 ლარისა და პროცენტის - 9,38 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3.6. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „თ----------ს“ შორის გაფორმებული ზემოთ მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები და გაფრთხილების მიუხედავად, მის მიერ აღარ ხდება თანხის გადახდა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა, 2015 წლის 30 ნოემბრისა და 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და 2013 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლისა და დაზღვევის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 30 ნოემბერსა და 2017 წლის 10 თებერვალს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით და ასევე 2013 წლის 06 სექტემბერს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, ასევე რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულებების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „თ----------ს“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 10 თებერვალს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 38,94 ლარის ნაწილში, არ არის შეუსაბამოდ მაღალი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
დარჩენილ ნაწილში პირგასამტეხლოს მოთხოვნის თაობაზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 147,34 ლარის მოთხოვნის ნაწილში არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 ლარის გადახდა ნაცვლად მოთხოვნილი 147,34 ლარისა.
სასამართლო, ასევე მიიჩნევს, რომ 2015 წლის 30 ნოემბრისა და 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და 2013 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ 2017 წლის 25 დეკემბრიდან აღსრულებამდე შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე ყოველდღიური 0,5%-ის ოდენობით, ასევე არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, მაგრამ არაუმეტეს - სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად - 800 ლარისა, 300 ლარისა და 400 ლარისა.
3.8. სს „თ-----------ს“ მოთხოვნა ლ---- გ-----–---–ის მიმართ 2017 წლის 25 დეკემბრიდან აღსრულებამდე, 2013 წლის 06 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 300,01 ლარზე წლიური 36% სარგებლის გადახდის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხისათვის 2017 წლის 25 დეკემბრიდან აღსრულებამდე, 2015 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2203,36 ლარზე წლიური 18,5% სარგებლის გადახდის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, ვინაიდან მხარეთა შორის 2015 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2019 წლის 24 ნოემბრამდე, გონივრულად ივარაუდება, რომ თუკი მოპასუხე სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად და ჯეროვნად შეასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, მოსარჩელე მითითებულ პერიოდში მიიღებდა სარგებელს წლიური 18,5%-ის ოდენობით. ამდენად, აღნიშნული ვარაუდი გონივრული და სარწმუნო შესაძლოა იყოს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ვინაიდან მხოლოდ ამ ვადაში არის გარანტირებული მოსარჩელის მიერ სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, უნდა დაეკისროს მხარეთა შორის 2015 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური საპროცენტო სარგებლის - 18,5% სარგებლის გადახდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. კერძოდ, ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 24 ნოემბრისა. დარჩენილ ნაწილში, კი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.07.2018წ. გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის და აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.: დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 173-182).
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
4.1. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მიუღებელი შემოსავალი განსაზღვრული და დადასტურებულია უტყუარი მტკიცებულებებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მძიმე ჯანმრთელობის, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მხარეს სესხის ძირ თანხასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო დააკისრა.
იმ პირობებში, როდესაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2203.36 ლარს, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოპასუხისთვის 30.11.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრებინა საპროცენტო სარგებელი - 18.5% (თვეში 33,96 ლარი) 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 24 ნოემბრამდე, რაც ჯამში შეადგენს 781.08 ლარს, ასევე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% და არაუმეტეს 800 ლარისა.
სასამართლოს მიერ აღნიშნული ოდენობით თანხის დაკისრება არ შეესაბამება არსებულ პრაქტიკას, შეუსაბამოდ მაღალია და მხარეს აყენებს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
4.2. შეუსაბამოდ მაღალია ასევე 10.02.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო. მოპასუხეს პირგასამტეხლო დაეკისრა აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% და არაუმეტეს 300 ლარისა, მაშინ როდესაც სესხის ძირი თანხა მხოლოდ 221.02 ლარს შეადგენს.
4.3. შეუსაბამოდ მაღალია 06.09.2013წ. საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო. მოპასუხეს პირგასამტეხლო დაეკისრა აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% და არაუმეტეს 400 ლარისა მაშინ როდესაც სესხის ძირი თანხა სულ რაღაც 300.01 ლარს შეადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების/გაუქმების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი გარემოებები:
6.1. 30.11.2015წ. სს „თ-----------ს“ (შემდგომში „მოსარჩელე) და ლ---- გ-----–---–ს (შემდგომში „მოპასუხე“) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 3300 ლარის ოდენობით კრედიტი, შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა - 1455 დღე, 2019 წლის 24 ნოემბრამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18,5%. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ G----ში (ტ.1, ს.ფ. 20-31).
6.2. 10.02.2017წ. მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება №2--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 442 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 375 დღე (12 გადახდა). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში - 38,37 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1, ს.ფ. 32-36).
6.3. 06.09.2013წ. მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი - T-------------, შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 245 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 4266 კალენდარული დღე (12.05.2025-მდე); წლიური საპროცენტო სარგებელი - 36% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% კრედიტის ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით, გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1, ს.ფ. 37-39).
6.4. მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
7. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა:
7.1. 30.11.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 2433,83 ლარის ოდენობით (სესხის ძირი თანხა - 2203,36 ლარი, პროცენტი - 128,08 ლარი, ჯარიმა - 100 ლარი და დაზღვევა - 2,39 ლარი). ასევე 2017 წლის 25 დეკემბრიდან სესხის ძირ თანხაზე - 2203,36 ლარზე, ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 24 ნოემბრისა, წლიური 18,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 33,96 ლარს. ასევე 2017 წლის 25 დეკემბრიდან, სესხის ძირ თანხაზე - 2203,36 ლარზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.
7.2. 10.02.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 259,96 ლარის ოდენობით ( სესხის ძირი თანხა - 221,02 ლარი და ჯარიმა - 38,94 ლარი). ასევე 2017 წლის 25 დეკემბრიდან სესხის ძირ თანხაზე - 221,02 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.
7.3. 06.09.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 309,39 ლარის ოდენობით (ძირი თანხა - 300,01 ლარი და პროცენტი - 9,38 ლარი). ასევე 2017 წლის 25 დეკემბრიდან სესხის ძირ თანხაზე - 300,01 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.
გადაწყვეტილება აპელანტის მიერ გასაჩივრებულია 30.11.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის (წლიური 18,5% სარგებლის დაკისრების), ასევე 30.11.2015წ., 10.02.2017წ., 06.09.2013წ. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა.
9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა როგორც 30.11.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, ასევე მიუღებელი შემოსავალი სესხის ძირი თანხის 18.5 %-ის ოდენობით ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (24.11.2019წ.).
სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ეხება მოვალისათვის კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრებული მიუღებელი შემოსავლის დაუსაბუთებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
პალატა განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ.: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი) (სუსგ. N681-652-2016, 17.02.2017წ.).
სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო (სუსგ. N681-652-2016, 17.02.2017წ.).
მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, მოსარჩელეს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება ( სუსგ № ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.; Nას -915-855-2017, 14.09.2017წ. ).
განსახილველ შემთხვევაში პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ ვინაიდან მხარეთა შორის 30.11.2015წ. ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2019 წლის 24 ნოემბრამდე, გონივრულად ივარაუდება, რომ თუკი მოპასუხე სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად და ჯეროვნად შეასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, მოსარჩელე მითითებულ პერიოდში მიიღებდა სარგებელს წლიური 18,5%-ის ოდენობით.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოვალეს მართებულად დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (24.11.2019წ.), საპროცენტო სარგებლის ანაზღაურება ძირი თანხის 18.5 %-ის ოდენობით.
არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ 30.11.2015წ., 10.02.2017წ., 06.09.2013წ. ხელშეკრულებებიდან შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის, საერთო თანხის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი ყოველდღიურად ძირი თანხის 0.5% მართებულად შეამცირა 0.05%-მდე და განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრულ ოდენობით. არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს 30.11.2015წ., 10.02.2017წ., 06.09.2013წ. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობების განსაზღვრის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
10.1. მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა 30.11.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 25 დეკემბრიდან დავალიანების ძირ თანხაზე - 2203.36 ლარზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 0.5% -ის გადახდას (რაც ყოველდღიურად შეადგენს 11.01ლარს), მაგრამ არაუმეტეს - 800 ლარისა.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ყოველდღიურად 11.01 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა, დგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნის მაქსიმალური ფარგლები მოიცავდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 11.01 ლარის (2203.36 -ის 0.5%) დაკისრებას 72 დღის განმავლობაში (800/11.01), ანუ მოსარჩელე ითხოვდა, არაუმეტეს 72 დღის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 30.11.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ყოველდღიურად ძირი თანხის 0,5% , შემცირდა 0,05%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა. ანუ სასამართლომ პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და შეამცირა 0.05%-მდე (ანუ დღეში 1,10-მდე), თუმცა დაკისრებული პირგასამტეხლოს მაქსიმალურ ოდენობად კვლავ განსაზღვრა 800 ლარი, რაც გულისხმობს პირგასამტეხლოს დაკისრებას 727 კალენდარული დღის განმავლობაში (800/1.10).
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო ამ ნაწილში გაცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების (რომელიც მოიცავს მოპასუხისთვის მაქსიმუმ 72 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს დაკისრებას) და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს განაკვეთის გათვალისწინებით (რაც მოსარჩელეს სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ აქვს), მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე - 2203.36 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1.10 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 79.20 ლარისა (1.10X72).
10.2. მოსარჩელე ითხოვდა 10.02.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 25 დეკემბრიდან დავალიანების ძირ თანხაზე - 221.02 ლარზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 0.5% -ის გადახდას (რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.10 ლარს), მაგრამ არაუმეტეს - 300 ლარისა.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ყოველდღიურად 1.10 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა, დგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნის მაქსიმალური ფარგლები მოიცავდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 1.10 (221.02 -ის 0.5%) დაკისრებას 272 დღის განმავლობაში (300/1.10), ანუ მოსარჩელე ითხოვდა, არაუმეტეს 272 დღის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 10.02.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ყოველდღიურად ძირი თანხის 0,5% , შემცირდა 0,05%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.
სასამართლომ პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და შეამცირა 0.05%-მდე (ანუ დღეში 0,11-მდე), თუმცა დაკისრებული პირგასამტეხლოს მაქსიმალურ ოდენობად კვლავ განსაზღვრა 300 ლარი, რაც გულისხმობს პირგასამტეხლოს დაკისრებას 2727 კალენდარული დღის განმავლობაში (300/0.11).
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო გაცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების (რომელიც მოიცავს მოპასუხისთვის მაქსიმუმ 272 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს დაკისრებას) და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს განაკვეთის გათვალისწინებით (რაც მოსარჩელეს სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ აქვს), მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე - 221.02 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.11 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 29,92 ლარისა (0.11 X272).
10.3. მოსარჩელე ითხოვდა 06.09.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 25 დეკემბრიდან დავალიანების ძირ თანხაზე - 300.01 ლარზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 0.5% -ის გადახდას (რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.50 ლარს), მაგრამ არაუმეტეს - 400 ლარისა.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ყოველდღიურად 1.50 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა, დგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნის მაქსიმალური ფარგლები მოიცავდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 1.50 (300.01 -ის 0.5%) დაკისრებას 266 დღის განმავლობაში (400/1.50), ანუ მოსარჩელე ითხოვდა, არაუმეტეს 266 დღის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 06.09.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ყოველდღიურად ძირი თანხის 0,5% , შემცირდა 0,05%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.
სასამართლომ პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და შეამცირა 0.05%-მდე (ანუ დღეში 0,15-მდე), თუმცა დაკისრებული პირგასამტეხლოს მაქსიმალურ ოდენობად კვლავ განსაზღვრა 400 ლარი, რაც გულისხმობს პირგასამტეხლოს დაკისრებას 2666 კალენდარული დღის განმავლობაში (400/0.15). შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო გაცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების (რომელიც მოიცავს მოპასუხისთვის მაქსიმუმ 266 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს დაკისრებას) და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს განაკვეთის გათვალისწინებით (რაც მოსარჩელეს სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ აქვს), მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე - 300.01 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.15 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 39,9 ლარისა (0.15 X272).
10.4. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დანაწესით სასამართლო შეზღუდულია მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებით. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
11. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ს.ფ. 155). გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მართლზომიერად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი და სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება მხოლოდ პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობების განსაზღვრის ნაწილში, არ არსებობს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ლ---- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.07.2018წ. გადაწყვეტილების მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში გაუქმების თაობაზე და ამ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
2. დაკმაყოფილდეს ლ---- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.07.2018წ. გადაწყვეტილების პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.3, 1.5, 1.7 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
2.1. ლ---- გ-----–---–ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 2203,36 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 79.20 ლარისა.
2.2. ლ---- გ-----–---–ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 221,02 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 29.92 ლარისა.
2.3. ლ---- გ-----–---–ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2013 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 300,01 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 39,9 ლარისა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე